გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
831210019002902683
საქმე #2/34-19 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.08.2019 წელი ქ. ბაღდათი
შესავალი ნაწილი
ბაღდათის მაგისტრატისასამართლო
მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი - ირმა ჭუმბაძე
მოსარჩელე - სს „ბ----------'';
წარმომადგენელი - თ----- ქი----–---–ი
მოპასუხე - მ------- ებ------ე, რ--------ი მგ--–----–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითინაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს - მ------- ებ------ეს და რ--------ი მგ--–----–-–---–ს სს ,,ბ----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3954.67 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3586.63 ლარს, % - 163.79 ლარს, ჯარიმა - 195,25 ლარს;
1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 59.19 ლარის გადახდა.
1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 27 დეკემბერს სს „ბ----------ა“ და მოპასუხე მ------- ებ------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2017-12-27/0092/CNSM/172990/001, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემული იქნა სესხი 4000 ლარის ოდენობით, ვადით 27/12/2017 დან 27/06/2019-მდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 9,99%. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის, მიმდინარე დავალიანების 0,4% ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის მინიმუმ 15 ლარის ოდენობით. მოპასუხეს სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებთ განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 27 რიცხვში 240.21 ლარის ოდენობით.
2017 წლის 27 დეკემბერს სს ბ----------ა და მოპასუხე მ------- ებ------ეს შორის გაფორმებული N2017-12-27/0092/CNSM/172990/001 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 27 დეკემბერს, სს ,,ბ----------ა’’ და მოპასუხე რ--------ი მგ--–----–-–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N2017-12-27/0092/CNSM/172990/001, რომლის საფუძველზე მან სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა, მოპასუხე მ------- ებ------ის ფულად ვალდებულებებზე 4800 ლარის ფარგლებში, მოპასუხე მ------- ებ------ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება თავდების მიმართ. ხელშეკრულების მიხედვით თავდების ქონებრივი პასუხიმგებლობა მოიცავს როგორც ძირითად ვალს, პირგასამტეხლოსა და ზიანს საერთო თანხისთვის, პროცენტებს ძირითად ვალზე და ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო/საარბიტრაჟო/ სააღსრულებო ხარჯებს.
არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეების მიერ არსებული დავალიანების დაფარვა დღემდე არ მომხდარა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს: ძირის - 3096.63 ლარის და მასზე რიცხული პროცენტის მოთხოვნის ნაწილში და განმარტეს, რომ პირგასამტეხლო მაღალია და უნდა შემცირდეს. მოპასუხე რ-------- მგ--–----–-–---–მა შესაგებელში განმარტა, რომ თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის (იხ. შესაგებელი).
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე რ-------- მგ--–----–-–---–ი დაეთანხმა მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მ------- ებ------ე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივიგარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, 2017 წლის 27 დეკემბერს სს „ბ----------ა“ და მოპასუხე მ------- ებ------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N2017-12-27/0092/CNSM/172990/001, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემულ იქნა სესხი 4000 ლარის ოდენობით, ვადით 27/12/2017 დან 27/06/2019-მდე, წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 9,99%. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის, მიმდინარე დავალიანების 0,4% ყოველ ვადაგადაცილებული დღისათვის მინიმუმ 15 ლარის ოდენობით. მოპასუხეს სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 27 რიცხვში 240.21 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- 27.12.2017 წლის სესხის ხელშეკრულება;
3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 2017 წლის 27 დეკემბერს სს ბ----------ა და მოპასუხე რ--------ი მგ--–----–-–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N2017-12-27/0092/CNSM/172990/001, რომლის საფუძველზე მან სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა მოპასუხე მ------- ებ------ის ფულად ვალდებულებებზე 4800 ლარის ფარგლებში. ძირითადი მოვალის მიერ ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება თავდების მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2017 წლის 27 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულება.
3.1.3. მ------- ებ------ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
-სესხის გადახდის გრაფიკი და ფაქტიურად განხორციელებული გადახდების ისტორია;
3.1.4. მოპასუხეთა დავალიანება სს ,,ბ----------ს’’ მიმართ შეადგენს 3954.67 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3586.63 ლარს, % - 163.79 ლარს, ჯარიმა - 195,258 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2019 წლის 15 მარტის ცნობა დავალიანების შესახებ ;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 3954.67 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3586.63 ლარს, % - 163.79 ლარს, ჯარიმა - 195,258 ლარს.
სამოტივაციონაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტების მოსმენის, მხარეთა პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სესხის ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში 3096.63 ლარის მოცულობით სარჩელი ცნეს.
6.2. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2017 წლის 27 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულება;
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 27 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს, სს „ბ----------ა“ და მ------- ებ------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა სესხის სახით 4000 ლარი, 2019 წლის 27 ივნისამდე, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სარგებელი წლიური 9.99%-ის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეებს შორის 2017 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, მსესხებილის მიერ გადახდილი თანხა მიემართება შემდეგნაირად: პირველ რიგში დაიფარება პირგასამტეხლო/საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სარგებელი და შემდგომ კრედიტის ძირითადი თანხა.
ხელშეკრულების 6.1. პუნქტი კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მსესხებლისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე და მოსთხოვოს მას მთელი კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის სრულად დაფარვა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
6.4. სს ,,ბ----------’’ ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
უდავოა, რომ რ--------ი მგ--–----–-–---–ი მოსარჩელის წინაშე მოვალეს, ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, სოლიდარულ თავდებად დაუდგა. თავდებობის ხელშეკრულება და მისი მართლზომიერება მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
განსახილველ შემთხვევაში, მ------- ებ------ესთან ერთად რ--------ი მგ--–----–-–---–ის ვალდებულება სს ,,ბ----------ს’’ წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.
ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 18 თვის ვადაში 2019 წლის 27 ივნისამდე. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.
დადგენილია, რომ მოპასუხე რ--------ი მგ--–----–-–---–მა თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდაზე. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 4800 ლარით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------ი მგ--–----–-–---–ს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2017 წლის 27 დეკემბერს სს ბ----------ა და მ------- ებ------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა ჯარიმა, მიმდინარე დავალიანების თანხის 0.4 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 0.4%-ის ოდენობით, გონივრულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ------- ებ------ეს და რ--------ი მგ--–----–-–---–ს სს ,,ბ----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3954.67 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3586.63 ლარს, % - 163.79 ლარს, ჯარიმა (პირგასამტეხლო) - 195,258 ლარს.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
საკრედიტო ხელშეკრულების 9.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის დასახელებულ ნაწილში დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები.
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე მხარემ ცნო მოთხოვნა 3260.42 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 48.90 ლარი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 10,29 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „ბ----------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მ------- ებ------ეს და რ--------ი მგ--–----–-–---–ს სს ,,ბ----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3954.67 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 3586.63 ლარს, % - 163.79 ლარს, ჯარიმა(პირგასამტეხლო) - 195,258 ლარს;
3. თავდები პირის რ--------ი მგ--–----–-–---–ის პასუხიმგებლობის ფარგლები განისაზღვროს 4800 ლარით.
4. მ------- ებ------ეს და რ--------ი მგ--–----–-–---–ს - სს ,,ბ----------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 10.29 ლარის ოდენობით.
5. მოსარჩელე სს ,,ბ----------“ (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის 2019 წლის 15 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 48.90 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღების ანგარიში, სახაზინო კოდი: 300243150, მიმღების ბანკი: სახემწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (59.19 ლარი, გადამხდელი: სს ,,ბ----------“ (ს/ნ 2--------), გადახდის თარიღი: 15.03.2019; საგადასახადო დავალება: #1, გადამხდელის ბანკი: სს ,,ბ----------“);
6. ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №2/34-19) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე