განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
330100117001965825
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2689-17

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–---------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ--------------------------–----- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–---------–---, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----–-----–-------------–-.

 

ადვოკატი - გ-------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;

 

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, მაშინ როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები (ორი ეპიზოდი);

 

სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, მაშინ როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

2016 წლის მარტი-ოქტომბრის პერიოდში ტურისტულმა კომპანია „-----------------------------------მ გამოიყენა ქ.თბილისში, მ---------------–--–-------------–- მდებარე სასტუმრო „------- მომსახურება, რის გამოც სასტუმრო „------- მიმართ დაუგროვდა დავალიანება 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით. მითითებულ პერიოდში, სასტუმრო „------- ადმინისტრატორმა ლ-------------–----მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქ.თბილისში, ა-–------------------------------------–ი, შპს „------------------ის დირექტორისგან ა---–-------–------ სასტუმროს ანგარიშზე შესატანად ეტაპობრივად მიიღო ფულადი თანხა ჯამში 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით და მართლსაწინააღმდ მიითვისა.

აღნიშნული ქმედებით ინდ. მეწარმე მ--------------ეს მიადგა 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

2016 წლის ოქტომბერში ტურისტულმა კომპანია „------------მა გამოიყენა ქ.თბილისში, მ---------------–--–-------------–- მდებარე სასტუმრო „------- მომსახურება, რომლის საფასურიც შეადგენდა 564,88 ლარს. 2016 წლის 17 ოქტომბერს სასტუმრო „------- ადმინისტრატორმა ლ-------------–----მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კომპანია „------------- სასტუმრო „------- მომსახურების საფასური ჩაარიცხინა თავისი ნაცნობის დ------------ის სს „---------- ბანკში გახსნილ ანგარიშზე, რომელიც იმავე დღეს გადაარიცხინა თავის კუთვნილ ანგარიშის ნომერზე და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

აღნიშნული ქმედებით ინდ. მეწარმე მ--------------ეს მიადგა 564,88 (ხუთას სამოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2016 წლის ნოემბერში შპს „---–--------------- გამოიყენა ქ.თბილისში, მ---------------–--–-------------–- მდებარე სასტუმრო „------- მომსახურება, რომლის საფასურიც შეადგენდა 2770 (ორი ათას შვიდას სამოცდაათი) ლარს. მომსახურების თანხა სტუმრებმა სასტუმრო „------- ადმინისტრატორს ლ-------------–----ს სასტუმროს ანგარიშზე შეტანის მიზნით ნაღდი ანგარიშსწორებით გადაუხადეს, რაც მან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

აღნიშნული ქმედებით ინდ. მეწარმე მ--------------ეს მიადგა 2770 (ორი ათას შვიდას სამოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ-------------–----ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ტურისტულმა კომპანია ,,------------------თან დაკავშირებული ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რის გამოც იგი ბრალდების ამ ეპიზოდში უნდა გამართლდეს.

ლ-------------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან (ტურისტული კომპანია „------------თან დაკავშირებული ეპიზოდი) უნდა გადაკვალიფიცირდეს გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და მას მსჯავრი უნდა დაედოს თაღლითობის ჩადენისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებისათვის მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

 

მასვე, ასევე მსჯავრი უნდა დაედოს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისათვის, მაშინ როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით (შპს „---–----------------- დაკავშირებული ეპიზოდი).

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასება ეფუძნება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის მ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის სასტუმრო „------- 100%-იანი წილის მფლობელი. მის მოვალეობაში შედის ტექნიკური საკითხების მოგვარება, ხოლო ფინანსურ საკითხებს ხელმძღვანელობს მისი ძმა - მ---------------. სასტუმროში ნომრის დაჯავშნა ხდება სატელეფონო ზარით, მეილით, ან/და პირადი კომუნიკაციით. სასტუმრო „-----ში ლ-------------–----ი თავდაპირველად მუშაობდა ადმინისტრატორის პოზიციაზე, შემდეგ დააწინაურეს და დანიშნეს მთავარი ადმინისტრატორის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა სტუმრების მიღება-დაბინავება, მომსახურების თანხის გამორთმევა, სტუმრების გაცილება და მასვე ებარა სალარო. ძმასთან ერთად წასული იყო კიევში, როდესაც დაბრუნდა მისმა ძმამ - მ---------------მ შეამოწმა საბანკო ანგარიშები და აღმოჩნდა, რომ თანხის დანაკლისი იყო, რის გამოც დაიწყეს მიზეზის გარკვევა. მათ სასტუმროში ცხოვრობდა პირი - ა---------–--------------–---–-. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მას არ ჰქონდა სასტუმროში ცხოვრების საფასური გადახდილი. ლ-------------–----მა განუმარტა, რომ აღნიშნული პირი ჩარიცხავდა თანხას, ხოლო შემდეგ აჩვენა ყალბი ბანკის საგადასახადო ფურცელი, რომ თანხა 2770 ლარი ჩარიცხული იყო. ელოდებოდნენ აღნიშნული თანხის ასახვას ანგარიშზე, თუმცა თანხა არ ჩაირიცხა, რის გამოც მივიდა ბანკში და წარუდგინა ლ------ მიერ გადაცემული ქვითარი, ბანკში განუმარტეს, რომ ქვითარი იყო ყალბი. ლ-------------–----ს მისთვის არ მიუტანია „------------------ისგან წამოღებული თანხა. ლ-------------–----ი სარგებლობდა სასტუმროს კუთვნილი „LG“-ის ფირმის ტელეფონით, მასში მოთავსებული ნომრით 7-------- რომელსაც ჰქონდა სპეციალური ფუნქციები, რომლის საფუძველზე შეეძლო სასტუმროს მართვა, ფინანსების განკარგვა, დაჯავშნა, რომელიც მიითვისა და წაიღო სამსახურიდან წასვლისას. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის ქმედებების შედეგად მიადგა 130 000-140 000 ლარის ოდენობით ზიანი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2004 წლიდან ძმასთან - მ--------------ესთან ერთად ფლობს სასტუმროს, რომელიც მდებარეობს ავლაბარში, მ---------------–-–-------------–- და მ---------------–-–------------–-. სასტუმრო გაყოფილია „---------- ბლოკებად. ლ-------------–----ი 2012 წლიდან მუშაობდა სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე, რომელიც რამდენიმე თვეში დააწინაურეს და დაინიშნა მთავარი ადმინისტრატორის პოზიციაზე. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა დელეგაციების მიღება, სტუმრების მიღება - დაბინავება, დავალიანებების ამოღება კომპანიებიდან, პრობლემური კომპანიის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სხვა ზეპირი დავალებების შესრულება. 2016 წლის ნოემბრის თვეში იმყოფებოდა უკრაინაში, რა დროსაც დაუკავშირდნენ ბანკიდან და აცნობეს, რომ ყალბი საკრედიტო ბარათიდან თანხა 42 000 ლარი იყო ჩამოჭრილი და ითხოვდნენ თანხის დაბრუნებას. ბანკის თანამშრომელს განუმარტა, რომ იმყოფებოდა უკრაინაში, ჩამოსვლის შემდეგ შეხვდებოდა და გაესაუბრებოდა. დაუკავშირდა ლ-------------–----ს და სთხოვა მის დაბრუნებამდე გაერკვია სიტუაცია. 2016 წლის 13 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო სიტუაციაში გარკვევა. აღმოჩნდა, რომ 42 000 ლარი ეკუთვნოდა ერთ-ერთ კომპანიას „------------------ის, რომლის დირექტორი იყო ა---–-------–--. აღნიშნულ პირს იცნობდა, მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო მასთან კომუნიკაცია ჰქონდა ლ-------------–----ს. მათ ჰქონდათ რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა და თანხის დაგვიანებით გადახდა პრობლემას არ წარმოადგენდა. მოითხოვა აღნიშნული ვალის დაფარვა, რაზეც ლ-------------–----მა უთხრა, რომ ა---–-------–-- მიაწვდიდა ბარათის მონაცემებს, რომლითაც შეძლებდა თანხის მოხსნას. ლ------ აღნიშნული ბარათიდან თანხა მოხსნა ორ ეტაპად, პირველად 20 000 ლარი, ხოლო შემდგომ 22 000 ლარი. თანხის აღება ხდება შემდეგნაირად: თანხის გაყინვა ხდება ანგარიშზე, რომელიც საბანკო ოპერაციის საფუძველზე მეორე დღეს ირიცხება მათ ანგარიშზე. ამ შემთხვევაში დაუკავშირდნენ ბანკიდან და განუმარტეს, რომ ვერ დაუსვამდნენ თანხას ანგარიშზე, ვინაიდან ჰქონდათ დავალიანება 42 000 ლარი. ბანკის თანამშრომელს მოსთხოვა თანხა დაებრუნებინა ბარათზე, რომლითაც გადარიცხვა მოხდა, რის გამოც ბანკის წარმომადგენელმა თანხა დააბრუნა უკან. აღნიშნულის შემდეგ ლ------ დაავალა, რომ შეეხვედრებინა ა---–-------–--სთან. ლ-------------–----მა უთხრა, რომ ა---–- ესაუბრა და მივიდოდა საღამოს, ელოდა 2 საათამდე, თუმცა ა---–-------–-- შეხვედრაზე არ მივიდა. მეორე დღეს კვლავ დაავალა შეხვედრის ორგანიზება, თუმცა ლ-------------–----ი ატყუებდა ნახევარ საათში მოვა, 2 საათში მოვა, საღამოს მოვა, ბოლოს შევიდა მასთან კაბინეტში და უთხრა, რომ ა---–- მისული იყო, თუმცა ერიდებოდა მასთან შეხვედრა, მიტანილი ჰქონდა ბარათი, რომელზეც რეალურად იყო თანხა დარიცხული და შეეძლოთ მოეხსნათ. შეუტანა ბარათი და გადასცა. პირველ ცდაზე მოხსნა ბარათიდან თანხა 20 000 ლარი, თუმცა 22 000 ლარი აღარ მოიხსნა. მან გამოართვა ლ------ ბარათი, რომლის კოდი ლ------ განმარტებით იყო 7472 და მივიდა სს „-----------–----------- ბანკომატთან, იმის შესამოწმებლად რეალურად ბარათზე თანხა იყო თუ არა. რამდენჯერმე შეიყვანა ლ-------------–----ის მიერ მითითებული კოდი, რაზეც უფიქსირებდა, რომ კოდი არასწორი იყო, ხოლო შემდეგ ბარათი ჩაყლაპა ბანკომატმა. დაუკავშირდა ლ------ და უთხრა აღნიშნულის შესახებ, ლ------ ჰკითხა რა კოდი აკრიფა, რაზეც უპასუხა, რომ აკრიფა 7472, რის შემდეგ ლ------ უთხრა, რომ არასწორად შეგიყვანია კოდიო და უკარნახა სხვა კოდი. შემდეგ გაარკვია, რომ ვინაიდან ბარათი არ იყო მის სახელზე, უნდა გადაეგზავნათ ცენტრალურ ფილიალში და იქიდან შეძლებდა ბარათის მეპატრონე ბარათის აღებას. შემდეგ ლ------გან გაიგო, რომ ბარათი მიიტანეს ცენტრალურ განყოფილებაში და ვინაიდან ბარათის მეპატრონე უცხოელი იყო, დროში გაჭიანურდა ბარათის დაბრუნება. ამის შემდეგ აღნიშნული ბარათი მას აღარ უნახავს. ლ------ სთხოვა კვლავ დაკავშირებოდა ა---–-, რომელმაც განუმარტა, რომ ესაუბრა და თანხას მეორე დღეს ჩარიცხავდა. ლ------ განმარტებით, ა---–- გაბრაზდა „ბავშვი ხომ არ ვარ რამდენჯერ მომიყვანეთო“, თუმცა სინამდვილეში როგორც გაირკვა, ლ------ საერთოდ არ დაურეკავს ა---–----. ამის შემდეგ ლ-------------–----მა უთხრა, რომ ა---–-------–-- იმყოფებოდა ქ.თბილისში, პ--------------- მდებარე სს „-----------–--------–--. მას შეხვედრა ჰქონდა ყ----------------- მდებარე სს „-------------------–--, გზად გაიარა და გადაამოწმა იყო თუ არა ა---–- ბანკში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ა---–- იქ არ იყო. დაუკავშირდა ლ------ და უთხრა, რომ ა---–- არ იყო ბანკში, ხოლო ლ------ მოატყუა, რომ ა---–- მიდიოდა მათთან სასტუმროში. ამის შემდეგ ლ------ მოსთხოვა სხვა კომპანიებიდან თანხის ამოღება და მის მიერ გადაცემული სამსახურის ტელეფონის დაბრუნება. ასევე დაავალა, რომ დებიტორებისთვის დაეტოვებინა მისი ტელეფონის ნომერი, რომელზეც შეძლებდა დაკავშირებას. ლ------ გამოართვა სამსახურის ტელეფონი, შემდეგ ქალაქის ნომერზე შევიდა ზარი, რაზეც ლ------ განუმარტა, რომ დედა დაუკავშირდა, ვინაიდან აპარატზე თანხა ჰქონდა გადასახდელი და გავიდა სასტუმროდან. დაბრუნდა დაახლოებით 6 წუთში და უთხრა, რომ სადაც თანხა უნდა ჩაერიცხა, ის ნომერი ეწერა სამსახურის ტელეფონში და სთხოვა ეთხოვებინა ცოტახანს, რის გამოც გადასცა ტელეფონი. ნახევარ საათში დაუკავშირდა ვიღაც პირი, სახელად „------- რომელმაც უთხრა, რომ ლ-------------–----ი წავიდა სამსახურიდან. სიტუაციის გასარკვევად დაუკავშირდა ა---–-, რომელმაც ენობრივი ბარიერის გამო ვერ აუხსნა თანხასთან დაკავშირებული საკითხები. რამდენიმე წუთში დაუკავშირდა ა---–-------–--ს ბუღალტერი, რომელმაც უთხრა, რომ თანხა 42 000 ლარი მასზე გადასაცემად გაატანეს ლ-------------–----ს. საუბრისას გაირკვა, რომ ლ------ აღებული ჰქონდა მომდევნო წლის მარტის თვის ჯავშანის თანხა 3 000 აშშ დოლარი, რომლის მხოლოდ ნაწილი 2000 აშშ დოლარი გადასცა მას, ხოლო 1 000 აშშ დოლართან დაკავშირებით განუმარტა, რომ ა---–-- სთხოვა ერთი თვე მადროვე და გადაგიხდიო. მოწმის ჩვენებით, ლ------ არ ჰქონდა უფლება სასტუმროს გარეთ მისულიყო ვინმესთან და გამოერთვა თანხა. კომპანია „------------------–-- არის მათი კლიენტი, რომელთანაც თანამშრომლობენ წლებია და რამდენიმედღიანი თანხის დაგვიანების შემთხვევაში არ ქმნიდა პრობლემას. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მოსთხოვა დავალიანების 20 000 ლარის გადახდა. ლ------ მიაწოდა სს „-------------- გადახდის ქვითარი, რომ თითქოსდა თანხა ჩარიცხული იყო ორი დღის წინ. ორი დღე დაელოდა, თუმცა თანხა არ აისახა ანგარიშზე, რის გამოც გასარკვევად მივიდა კომპანია „------------------––-- და გაესაუბრა მენეჯერს, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული ჯავშანი მათ არ გაუკეთებიათ. შპს „---–--------------- მფლობელი და დირექტორია ა---------–--------------–---–-, რომელთანაც თანამშრომლობენ წლებია. მისი და მისი ძმის უკრაინაში ყოფნისას შპს „---–--------------- კლიენტები ცხოვრობდნენ სასტუმროში. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ უკან დაბრუნებულს აღნიშნული მომსახურების თანხა 4000 ლარი უნდა დახვედროდა. ლ------ მოსთხოვა აღნიშნული თანხა, რომელმაც გადასცა თანხის ნაწილი, ხოლო 2770 ლარი დარჩა გადასახდელი. ლ------ გადასცა ქვითარი, რომელიც დამოწმებული იყო შპს „---–--------------- ბეჭდით, თუმცა შემდგომ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ქვითარი იყო ყალბი. დაუკავშირდა ა---------–--------------–---–-, რომელმაც უთხრა, რომ მისმა სტუმრებმა პირადად ლ------ გადაუხადეს თანხა. მისივე განმარტებით, 1200 ლარიანი ჯავშანი მას საერთოდ არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნულზე არსებობდა ყალბი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ინფორმაციის გადასამოწმებლად ქვითარი მიიტანა ბანკში, სადაც განუმარტეს, რომ თანხა არ იყო ჩარიცხული და ქვითარი ყალბი იყო. ა---------–--------------–---–ზე თანხების დამატებით დარიცხვის მიზანი იყო ის გარემოება, რომ ლ-------------–----ისთვის ცნობილი იყო, რომ იგი პროგრამას ამოწმებდა და დიდი შანსი იყო მიმხვდარიყო, რომ ატყუებდა. ტურისტულ კომპანია შპს „------------ის წარმომადგენლებს არ იცნობს პირადად. მისთვის ცნობილია, რომ ჰქონდათ დავალიანება 540 ლარი. ლ----- ახსენებდა ვიღაც „------“, რომელსაც უნდა ჩაერიცხა თანხა და ატყუებდა დღეს ჩარიცხავს, ხვალ ჩარიცხავს და ა.შ. ლ------ სამსახურიდან წასვლის შემდეგ დაინტერესდა და მოუსმინა სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რომელშიც საუბარი იყო ლ------ და ტურისტულ კომპანია შპს „------------ის წარმომადგენელს შორის. ლ----- არწმუნებდა, რომ ი/მ „მ--------------ის“ ანგარიშს ჰქონდა პრობლემა და სთხოვა თანხის ჩარიცხვა სხვა პირის ანგარიშზე. აღნიშნულმა პირმა ჰკითხა ლ------ რამეს ხომ არ ატყუებდა, რაზეც ლ------ უპასუხა, რომ ეს კომპანიის მიმდინარე ანგარიში იყო. სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ეს იყო ლ------ მეგობრის მიმდინარე ანგარიში, რომლის სახელი-გვარი არ ახსოვს. მას შემდეგ, რაც ლ----- წავიდა სასტუმროდან, იგი მივიდა ლ-------------–----ის დედასთან სიტუაციაში გარკვევის მიზნით, რომელმაც უთხრა, რომ მას 42 000 ლარზე არ ჰქონდა ინფორმაცია, იცოდა მხოლოდ 3000 ლარის შესახებ. ლ-------------–----ის დედის განმარტებით, ლ------ დილით ესესხა 10 ლარი, ხოლო წინა დღით გამოატანინა 2500 ლარის ოდენობით სესხი ბანკიდან და განუმარტა, რომ სამსახურის ვალი ჰქონდა და უნდა დაებრუნებინა. ორი დღის შემდეგ მივიდა ა---–----, ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად, რომელმაც წარუდგინა დოკუმენტაცია და განუმარტა, რომ თანხა 42 000 ლარი გადასცა ლ-------------–----ს. აღნიშნულის შემდგომ მიმართა პოლიციის განყოფილებას და განაცხადა მომხდარის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------–--------------–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „---–--------------- დირექტორის თანამდებობაზე. მას ჰყავს უცხოელი პარტნიორები, რომლებსაც საქართველოში მივლინებით ჩამოსვლის დროს აბინავებს სასტუმრო „-----ში. ლ-------------–----ს იცნობს აღნიშნული საქმიანობიდან გამომდინარე. 2016 წლის 5 ნოემბერს შპს „---–--------------- მიერ სასტუმრო „-----ში მოხდა ორი ნომრის დაჯავშნა, რომელშიც ცხოვრობდა 5-6 ქალბატონი. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის შემდგომ ანგარიშსწორება არც მას და არც შპს „---–--------------- ადმინისტრაციას არ მოუხდენია, ვინაიდან დადგენილი წესის შესაბამისად, ყოველთვის კლიენტი იხდის მომსახურების საფასურს. მან დანამდვილებით იცის, რომ მათ მიერ ლ-------------–----ისათვის თანხის გადახდა მოხდა ნაღდი ანგარიშსწორებით, ვინაიდან თავად დაეხმარა სტუმრებს ევროს ლარში გადახურდავებაში. 2016 წლის 18 ნოემბრით დათარიღებული სს „-–---------------- საბანკო ქვითარი, რომლის თანახმად, თითქოსდა შპს „---–--------------- მიერ ინდ. მეწარმე მ--------------ის საბანკო ანგარიშზე სასტუმროს მომსახურებისათვის გადაირიცხა თანხა და მასში მითითებული მონაცემები არის ყალბი, რადგან სასტუმროში სტუმრების მომსახურების თანხებს თავად არ იხდიან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს---–------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ტურისტულ კომპანია შპს „------------ში ბუღალტრის პოზიციაზე. აღნიშნული სააგენტო ფუნქციონირებს 2006 წლიდან, რომელიც მოიცავს ჯომარდულ ტურიზმს, ტრანსპორტის გაქირავებას და ავიაბილეთების გაყიდვას. სასტუმრო „-----თან ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობა. 2016 წლის 6 ოქტომბრიდან - 9 ოქტომბრის ჩათვლით ტურ მენეჯერს სასტუმრო „-----ში დაჯავშნილი ჰქონდა 3-4 ოთახი, რომელმაც მეილზე „----------------- გადაუგზავნა ინვოისი აღნიშნულ მომსახურებაზე. მენეჯერმა მიუტანა ინვოისი და უთხრა, რომ ინვოისში მითითებული თანხა გადაერიცხა სასტუმრო „------- ანგარიშზე, რის გამოც 564,88 ლარი გადარიცხა დ------------ის სახელზე. მას ინვოისში არანაირი საეჭვო არ შეუნიშნავს, ვინაიდან ანალოგიურად აპრილის თვეშიც ჰქონდა თანხა გადარიცხული ინდ. მეწარმე მ--------------ის სახელზე. გადარიცხვებთან დაკავშირებით ეჭვი არაფერში შეპარვია მანამ, სანამ მ--------------ის სახელზე ანგარიშფაქტურა არ მიიღო, სადაც დანიშნულებაში ეწერა ინვოისის ნომერი და გადარიცხული თანხა 564,88 ლარი. ვინაიდან მის მიერ თანხის გადარიცხვა მოხდა დ------------ის სახელზე, ხოლო ანგარიშფაქტურაში მითითებული იყო მ--------------ე, მიიჩნია საეჭვოდ აღნიშნული გარემოება და დაუკავშირდა სასტუმრო „-----ში მომუშავე ლ-------------–----ს. მან უთხრა, რომ აღნიშნული ანგარიში მიბმული იყო ინდ. მეწარმე მ--------------ის ანგარიშზე და ანგარიშფაქტურაც გამოწერილი იყო მათ მიერ. შესაბამისად, არ იყო პრობლემა. ვინაიდან ლ-------------–----ს წვდომა ჰქონდა „RS.ge“-ზე, ჩათვალა, რომ იყო ნდობით აღჭურვილი პირი, ვინაიდან მას პაროლი თუ არ ეცოდინებოდა, ვერ გადაუგზავნიდა ანგარიშფაქტურას. აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდნენ სასტუმროდან და მოსთხოვეს 564,88 ლარის გადახდა. როდესაც ჰკითხა რისი დავალიანება იყო, მას შემდეგ გაარკვია დეტალები. გამომძიებლის მიერ დაიკითხა მოწმის სახით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ლ-------------–----თან მეგობრობს 2009-2010 წლიდან, რომელიც მუშაობდა სასტუმრო „-----ში. სს „------------–-- გახსნილი აქვს ანგარიში. ორი-სამი წლის წინ დაუკავშირდა ლ-------------–----ი, რომელმაც უთხრა, რომ ჩაურიცხავდა თანხას 2000 ლარს და გადაერიცხა კომპანია „------------------ის ანგარიშზე, მ--------------ის სახელზე. ლ-------------–----მა ორ ეტაპად 1500 და 500 ჩაურიცხა თანხა, რომელიც გადარიცხა მ--------------ის სახელზე კომპანია „------------------ში. ლ------ მისწერა ანგარიშის ნომერი, რომელზეც უნდა გადაერიცხა თანხა, ხოლო დანიშნულებაში უნდა მიეთითებინა „-----------------. ლ-------------–----ის მიერ მითითებულ რეკვიზიტებზე გადარიცხა 2000 ლარი. თანხის გადარიცხვის შემდეგ მას არავინ დაკავშირებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ------------------ ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის თებერვლიდან - 2017 წლის მარტამდე მუშაობდა იტალიურ კომპანიაში, რომელსაც საქართველოში აქვს ოფისი. მისი უფროსი - მა------------- საქართველოში ჩამოდიოდა ყოველთვის 3-4 დღით, რომელმაც იტალიიდან დაჯავშნა სასტუმრო „-----ში ნომერი, რომლის ღირებულება იყო 900 ლარი. იტალიის კომპანიის მიერ გაცემული ბარათით იხდიდა თანხას სასტუმროშიც და რესტორანშიც. ოქტომბრის თვეში მიიღო შეტყობინება, რომ აღნიშნული ბარათიდან თანხა ირიცხებოდა სასტუმროს ანგარიშზე, თუმცა სინამდვილეში ამ დროს ბარათის მფლობელი იმყოფებოდა იტალიაში. უფროსმა უთხრა, რომ მას შეატყობინეს ბანკიდან, რომ ერთი და იგივე დღეს აღნიშნული ანგარიშიდან თანხა იხსნებოდა, როგორც სტოკჰოლმში, ისე საქართველოში და სთხოვა გაერკვია რა ხდებოდა, თან „Google Maps“-?? ??????? ????????? ????????????. ??? ?????? ??????????, ??????? ????????? ??????? ?----- ?? ???????????, ??? ????????????????. ????????? ??????? ?????? 2-3-??? ??? ??????????, ?? ?????? ?------ ?????, ??? ???????? ????? ???????. ???????????, ???? ???????? ??????????? ?? ??????????. ??? ??????? ?????????? ?????, ????? ??????, ??? ??? ??????? ??? ??????????? ?? ???? ???????????? ????????. ?----- ??????????, ??? ???????? ?? ????????? ????????????? ?????? ???????? ????????? ????????????, ????????????? ??????? ?? ??????????? ??????????, ??? ????????, ??? ????????? ?? ??? ??????????. ????????????? ??? ?????????? ?? ?????? ??????????? ?????? ?????? ?-------------–----???. ?????? ???????? ??????? ??????????, ???????? ?????, ??? ?----- ???? ???????? ??????????. ???????? ????????? ?????? ?????? ????????, ???????? ?????, ??? ???????? ?? ???????? ????????????. ?????? ??????????, ?????? ?? ????????? ????????, ???????? ?????, ??? ???? ?????????????? ??????? ?????????? ?? ???????????? ???? ??????????. ???????? ??????? ?------? ?? ??? ????? ?????? ???????? ???????? ?? ??????? ???????? ??????, ???????? ?????????? ???, ??? ??????? ????????????? ??? ????????? ?????, ??????? ????? ????????? 16 000 ????? ?? ????????? ??????????. ???????? ??????? ?????????? ?????. მისთვის არ არის ცნობილი კომპანიისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებულია თუ არა, მისი სამსახურიდან წამოსვლის დროს ზიანი არ იყო ანაზღაურებული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-----–-------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ 2005-2006 წლებში დაარსა „------------------–--, თუმცა რეალურად საქმიანობა არ განუხორციელებია და არც ანგარიში გაუხსნია ბანკში. სასტუმრო „-----ში ჰყავს მეგობრები, დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გადარიცხვები იყო გაკეთებული მისი კომპანიის სახელით, რომ თითქოსდა მისმა კომპანიამ სასტუმრო „-----ში დაჯავშნა ნომრები, რაზეც მან განუმარტა, რომ აღნიშნული არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------------------ ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–- დეტექტივის თანამდებობაზე. 2016 წელს, თვე და რიცხვი არ ახსოვს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ბრალდებული ლ-------------–----ი იმყოფებოდა ქ.თბილისში, ჩ-----–-----------. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგ გამოიკითხა მოწმის სახით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ-------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–- დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. ბრალდებულის თანხმობით, ნებაყოფლობით აღებული იქნა ლ-------------–----ის ხელმოწერის ნიმუში. შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილეები და მოაწერეს ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–- დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ აღნიშნულ საქმეზე დაკითხული იქნენ მოწმეები: ლ------------ და დ-----------------. შეადგინა შესაბამისი ოქმები, რომელსაც გაეცნენ გამოკითხული პირები და მოაწერეს ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი--–------------- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–- დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ აღნიშნულ საქმეზე დაკითხული იქნენ მოწმეები, მათ შორის ერთ-ერთი ირანის მოქალაქე, რომელთა ვინაობა არ ახსოვს. მოწმემ დაადასტურება მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობას. მის მიერ ასევე დათვალიერებული იქნა დოკუმენტაცია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–------------ ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ გამოკითხული იქნა გ-----------------, ბრალდებულის დედა, ტურისტული კომპანია „------------ის ბუღალტერი და მენეჯერი - ს---–------------–---–ი, რომელმაც წარადგინა სასტუმროდან გაგზავნილი აქტი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს-------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ მოწმის სახით დაკითხული იქნა ა---------–--------------–---–-.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს-------------–---- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ გამოკითხული იქნენ მოწმეები, დაათვალიერა ქვითრები, ელექტრონული პროგრამა, სასტუმრო „-----ში ფუნქციონირებადი ელექტრონული პროგრამა და ყველა დოკუმენტი, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე იყო წარდგენილი. ასევე დანიშნა ექსპერტიზა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------------------- ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლიდან 2016 წლის დეკემბრამდე მუშაობდა სასტუმრო „------- „------------–- ადმინისტრატორის პოზიციაზე. აღნიშნულ პერიოდში ლ-------------–----ი მუშაობდა სასტუმრო „-----ში პირველ კორპუსში. მისი და ლ-------------–----ის მოვალეობაში შედიოდა სტუმრების მიღება-განთავსება, წასვლისას კლიენტისთვის თანხის გამორთმევა და ოთახების შემოწმება. კომპანიებისგან დავალიანების ამოღებას აგვარებდნენ მ------ და მ--------------ეები. მათ დავალიანების ამოღებასთან შეხება არ ჰქონიათ. სასტუმროს ჰქონდა ონლაინ პროგრამა, რომელშიც ყველანაირი ცვლილების შეტანა შეიძლებოდა, თუკი იცოდი პაროლი. აღნიშნულ პროგრამაში შეჰყავდათ კლიენტები, რომელსაც აკონტროლობდნენ ძმები კ---------- და იცოდნენ ვინ მიდიოდა და ვინ ტოვებდა სასტუმროს. ლ-------------–----ისგან იცნობს დ------------ეს და ნ----------------. ა---–-------–-- ტურისტული კომპანიის მეპატრონე იყო, რომელიც ხშირად მიდიოდა სასტუმროში და შეხვედრია პირადად. ღამით ნამუშევარ თანხას დილით აძლევდა მ---------------ს ხელზე. ძმები კ----------სათვის თანხის გადაუცემლობა შეუძლებელი იყო იმიტომ, რომ მ------ გამუდმებით აკონტროლებდა კამერებს. კითხულობდა სტუმრების ვინაობას, ვინ რომელ ოთახში ცხოვრობდა, რომელსაც ამოწმებდა პროგრამულადაც. პროგრამა ჰქონდა ტელეფონშიც და კომპიუტერშიც. შესაბამისად, მუდმივად აკონტროლებდა სასტუმროში მიმდინარე მოვლენებს. დ------------ეს რამდენჯერმე შეხვედრია სასტუმროში, როდესაც ლ-------------–----ს მიაკითხა. მ--------------- სასტუმროში რომ არ იყო, მაინც ტელეფონით ყოველდღიურად ახორციელებდა მათ კონტროლს. პროგრამაში მითითებული ინფორმაციის შეცვლა შესაძლებელი იყო, რომელზეც მას და ლ-------------–----ს ჰქონდათ წვდომა.

 

გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----------------–---–-- და განმარტა, რომ 2017 წლის 16 თებერვალს გამომძიებლის მიერ წარდგენილი იქნა დადგენილება და დასმული იყო კითხვა „-----------–----------- ქვითრებზე არსებული ლათინური ანბანის ასოებით წარწერები „--------------- და „---------- შესრულებული იყო თუ არა ლ-------------–----ის მიერ. ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ „-----------–----------- ჩეკებზე ლათინური ანბანის ასოებით არსებული ჩანაწერები „--------------------------, შესრულებულია ლ-------------–----ის მიერ.

 

ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ა---–-------–--ს 2016 წლის 29 ნოემბრის გამოკითხვის ოქმი. მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის შპს „ჯ--------------–------- დირექტორი. აღნიშნული ფირმის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საქართველოში ტურისტების ჩამოყვანა, მათთვის შესაბამისი ტურების მოწყობა და სასტუმროებში განთავსება. ამ მიზნით მოლაპარაკება აქვს სხვადასხვა სასტუმროებთან და მას შემდეგ, რაც უცხოელი სტუმრები ჩამოდიან საქართველოში, წინასწარ მათი კომპანია ჯავშნის სასტუმროებში ნომრებს და ტურისტების გამგზავრების შემდეგ მათი კომპანია უზრუნველყოფს სასტუმროების მიერ გაწეული მომსახურეობის ანაზღაურებას. მოლაპარაკება აქვს სასტუმრო „-----თან, სადაც ხშირად ანთავსებენ სტუმრებს. მათ ფირმას 2016 წლის 30 მარტიდან - 25 ოქტომბრის ჩათვლით დაუგროვდა სასტუმრო „------- დავალიანება, რის გამოც გადაეგზავნათ სასტუმროდან შესაბამისი მომსახურების ინვოისი. იმავდროულად დაუკავშირდა ხსენებული სასტუმროს ადმინისტრატორი - ლ-------------–----ი, რომელსაც იცნობს პირადად და უთხრა, რომ ანგარიშსწორება მოეხდინა ნაღდი ფულით ხელზე, რაზედაც დათანხმდა და ეტაპობრივად სხვადასხვა დროს ლ------ ხელზე გადასცა სხვადასხვა ოდენობის თანხა ლარებში, კერძოდ: საერთო ჯამში გადასცა 43 735 ლარი, რასთან დაკავშირებითაც მიუტანა ჩეკი 17 177 ლარზე და ასევე დანარჩენი თანხის მიღება დადასტურებული აქვს ხელმოწერებით. ისეთ ფაქტს არ ჰქონია ადგილი, რომ ლ------თვის გადაეცეს პლასტიკური ბარათი და ეთქვას, რომ აღნიშნული ბარათიდან მოეხდინა დავალიანების ჩამოჭრა. ა---–-------–--ს წარედგინა მ--------------ის მიერ გამოძიებისათვის გადაცემული სს „-----------–----------- ტერმინალის ორი ჩეკი დათარიღებული 2016 წლის 21 ნოემბრით, რომელთაგანაც ერთი არის 11 000 ლარიანი, ხოლო მეორე 20 000 ლარიანი, ჩეკებზე აღნიშნულია ხელმოწერები, რომლებიც მოწმის განცხადებით, მას არ ეკუთვნის. არ ჰქონია ისეთ ფაქტს ადგილი, რომ მისთვის ლ-------------–----ს ეთქვას, რომ მ---------------ს სურდა მასთან შეხვედრა და ამ მიზნით მისულიყო სასტუმროში. ლ-------------–----ი პირადად მიდიოდა მასთან ოფისში, მდებარე ქ.თბილისი, ა-–-----------------------------------ში ღამის საათებში და მათ მიერ გადაცემული თანხა მიჰქონდა ხელზე. ვინაიდან იცნობდა ლ-------------–----ს, როგორც სასტუმრო „------- მთავარ ადმინისტრატორს, ეგონა, რომ მას ფულადი თანხების ხელზე აღებასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩაყენებული ჰყავდა სასტუმროს მეპატრონეები და აღნიშნული ფაქტი არც გადაუმოწმებია. მომსახურების ანაზღაურება ხდება შემდეგი წესით, კერძოდ: ელექტრონულად სასტუმროდან ეგზავნება ინვოისი, სადაც აღნიშნულია მომსახურეობის სახე და ღირებულება, რის შემდეგაც ხდება ინვოისში მითითებული თანხის ანაზღაურება საბანკო გადარიცხვით ან თანხის ხელზე გადაცემით. კომპანიაში ზემოთაღნიშნული 43 735 ლარიდან არ აქვთ გადახდის ჩეკი დაახლოებით 3000 აშშ დოლარის ფარგლებში, რომელიც, ლ------ განმარტებით, მას უნდა მოეტანა მოგვიანებით, მაგრამ აღნიშნული ჩეკები დღემდე არ აქვს მიტანილი.

 

2016 წლის 28 ნოემბრის დეტალური ამონაბეჭდის, დეტალური ამონაბეჭდის ფორმის და სალაროს ჩეკის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა მოწმე მ--------------ის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი დეტალური ამონაბეჭდი 325 ფურცლად, დეტალური ამონაბეჭდის მოთხოვნის ფორმა ორ ფურცლად და სალაროს ჩეკი ერთ ფურცლად. წარდგენილი დეტალური ამონაბეჭდი დათარიღებულია 0--10.2016 წლიდან - 31.10.2016 წლამდე და არის 200 ფურცელი, სადაც აღნიშნულია აბონენტის ნომერი 5-----------, აბონენტის საიდენტიფიკაციო N---------. ამონაბეჭდზე იკითხება წარწერა „------------ და ლოგო ყველა ფურცელზე. ასევე დართული აღწერის ფურცელი. მეორე დეტალური ამონაბეჭდი დათარიღებულია 0--11.2016 წლიდან - 28.11.2016 წლამდე და არის 125 ფურცელი, სადაც აღნიშნულია აბონენტის ნომერი 5-----------, აბონენტის საიდენტიფიკაციო N---------. ამონაბეჭდზე იკითხება წარწერა „------------ და ლოგო ყველა ფურცელზე, ასევე დართულია აღწერის ფურცელი. აღნიშნულის შემდეგ დათვალიერებულ იქნა დეტალური ამონაბეჭდის მოთხოვნის ფორმები ორ ფურცლად, კერძოდ: პირველი დათვალიერდა დეტალური ამონაბეჭდის ფორმა, სადაც მითითებულია ამონაბეჭდის პერიოდი 0--10.2016-31.10.2016, სადაც მითითებულია სახელი-გვარი მ--------------ე, თარიღი: 28.11.2016, პირადი N-----------, იურიდიული მის: მ----------–------------ მობილური ტელეფონის ნომერი - 5-----------, ფასი - 20 ლარი დღგ-ს ჩათვლით, გაცემის თარიღი 0--1--2016 და ფორმა დადასტურებულია კომპანიის წარმომადგენლის და ამონაბეჭდის მომთხოვნის მ--------------ის ხელმოწერები, ასევე დასმულია ბეჭედი. რაც შეეხება მეორე ამონაბეჭდის მოთხოვნის ფორმას იქ აღწერილია ზუსტად იმავე ინფორმაცია გარდა გამოთხოვილი დეტალური ამონაბეჭდის პერიოდისა, რომელიც არის 0--11.2016 წლიდან 28.11.2016 წლამდე და საფასური შეადგენს 15 ლარს დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნულის შემდეგ დათვალიერებულ იქნა სალაროს ჩეკი, რომელზეც აღნიშნულია შემდეგი ინფორმაცია: შპს „------------, ს------------- მოლარე 09-09, განყოფილება 0-----8--, ჯამი 35.80.01 ცალი, თარიღი 28-11-2016, დრო 12:04, N------ სალაროს აპარატის და ჩეკის ნომრები, კერძოდ: D---------------------.

 

2016 წლის 28 ნოემბრის მ--------------ის მიერ წარდგენილი „CD - R“ დისკის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მ---------------მ წარადგინა „CD - R“ დისკი, რომელიც დათვალიერებული იქნა მისი თანდასწრებით. პირველი ვიდეო ფაილის გახსნისას ჩანს, რომ ჩანაწერი არის 06:58 წუთის ხანგრძლივობის, კამერაზე ჩანს სასტუმრო „------- მისაღები, სადაც მოსჩანს ერთი ბიჭი და გოგონა. მ--------------ის მითითებით, ბიჭი არის ლ-------------–----ი, ხოლო გოგონა არის სასტუმროს ადმინისტრატორი - თ--------------. ჩანაწერის 0.42 წამის გასვლის შემდეგ ლ-------------–----ი აღებს უჯრას, სადაც მ--------------ის მითითებით, ინახება სასტუმროს ფულადი თანხები, იღებს უჯრიდან ფულად თანხას და ათავსებს პოლიეთილენის პაკეტში, რის შედეგადაც კეცავს პოლიეთილენის პაკეტს, მიხურავს უჯრას და ტრიალდება გოგონას მიმართულებით, რა დროსაც პოლიეთილენის პაკეტს იდებს მარცხენა ხელით შარვლის მარცხენა ჯიბეში, რის შედეგადაც იცვამს ქურთუკს და გადის კადრიდან, ხოლო გოგონა რჩება მისაღებში. მეორე ვიდეო ფაილის გახსნისას ჩანს 19:58 წუთიანი ვიდეო ფაილი. ჩანაწერზე მოსჩანს სასტუმრო „------- მისაღები, სადაც განთავსებულია სტუმრების მისაღები და სათვალთვალო კამერების კუთხე. აღნიშნულ კუთხესთან ზის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც, მ--------------ის მითითებით, არის სასტუმროს თანამშრომელი - ნო------------–---–-. სასტუმროს მისაღებში დგას ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც, მ--------------ის მითითებით, არის ლ-------------–----ი. მისაღებში ასევე ზის გოგონა, რომელიც, მ--------------ის მითითებით, არის სასტუმროს თანამშრომელი - თ-------------–---–-- 00:45 წამზე ჩანაწერზე მოსჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია მუქი ფერის ფეხსაცმელი, მოლურჯო ფერის შარვალი, მოგრძო ზომის ქურთუკი, რომელსაც ზურგზე მოკიდებული აქვს ჩანთა, მამაკაცს აქვს დაბალზე შეჭრილი მუქი ფერის თმები და მუქი ფერის დიდი ზომის წვერი. მ--------------ის მითითებით, აღნიშნული მამაკაცი არის სწორედ ის პირი, რომელიც მივიდა სასტუმროში, როგორც კომპანია „------–-------------“ წარმომადგენელი, ის მიდის ლ-------------–----თან, ესაუბრება მას, რის შემდეგ აწვდის რაღაც ნივთს, რომელიც, მ--------------ის მითითებით, არის საბანკო ბარათი. ლ-------------–----ი ართმევს მას აღნიშნულ ბარათს, რის შემდეგ ის ჩნდება ჩანაწერზე საბანკო ტერმინალით ხელში. ვიდეოს გაშვებიდან 02:00 წუთის გასვლის შემდეგ მისაღებში შედის მამაკაცი, რომელიც მ--------------ის მითითებით არის თავად. ის ზემოთაღნიშნული მამაკაცი დიდი ზომის წვერით და ლ-------------–----ი საუბრობდნენ ერთმანეთთან ისე, რომ ტერმინალი ხელში უჭირავს ლ-------------–----ს. მათ შეუერთდებათ ნო------------–---–-. ლ-------------–----ი აწვდის ტერმინალს მამაკაცს დიდი ზომის წვერით, რომელიც კრეფს ტერმინალზე კოდს, რის შემდეგაც ტერმინალს ისევ იღებს ლ-------------–----ი და იღებს ტერმინალიდან ჩეკს (ქვითარს), რის შედეგადაც იღებს ბარათს ტერმინალიდან და გადის კადრიდან, თუმცა მალევე ბრუნდება უკან და ბარათს უბრუნებს ზემოთაღნიშნულ მამაკაცს დიდი ზომის წვერით. აღნიშნულის შემდეგ ლ-------------–----ი ესაუბრება მ---------------ს, რის შემდეგაც ანახებს მას ფურცელს. ამის შემდეგ ნახულობს რაღაც ინფორმაციას მობილურ ტელეფონში, ამის შემდეგ ლ-------------–----ი ფურცელზე დაწერს თავად რაღაცას. აღნიშნულის შემდეგ მამაკაცი დიდი ზომის წვერით ხელს ართმევს ჯერ ლ-------------–----ს, შემდეგ მ---------------ს და გადის კადრიდან. დათვალიერებულ იქნა აუდიო ჩანაწერი, სადაც ჩანს ჩანაწერის თარიღი, დრო და ტელეფონის ნომერი 2-------------------------------------. სატელეფონო საუბარს იწყებს მამაკაცი, რომელიც მ--------------ის განმარტებით, არის ლ-------------–----ი, საუბრიდან ირკვევა, რომ პიროვნება, რომელიც რეკავს „------------დან, კითხულობს ხომ არ შეექმნება რაიმე პრობლემა, რადგან თანხა გადარიცხეს დ------------ესთან, ხოლო დღგ-ს ფაქტურა მიიღეს მ--------------ის სახელით. ლ-------------–----ი ესაუბრება აღნიშნულ პიროვნებას და ეუბნება, რომ აღნიშნული ანგარიში არის ალტერნატიული ანგარიში ანუ სასტუმრო „------- ანგარიში და მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.

 

2016 წლის 28 ნოემბრის მ--------------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გამოკითხვის შემდეგ მ---------------მ წარადგინა სახელფასო ამონაწერი, სადაც მითითებულია სახელები და გვარები, მათი შორის იკითხება ლ-------------–----ის სახელი და გვარი, რომელსაც ხელფასის გრაფაში მითითებული აქვს 625 ლარი. წერილი სს „------------------------- თანხების, კერძოდ: 22 000 ლარის და 20 000 ლარის ტერმინალში გატარებით მოხსნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. სასტუმრო „------- ინვოისი და 2 სს „---------------------- ქვითარი (ტერმინალი 24152) ასლებთან ერთად. ერთ ქვითარზე მითითებული არის თანხა 20 000 ლარი, ხოლო მეორეზე 22 000 ლარი, ქვითრები თარიღდება 22.09.2016 წლით. მ--------------ის მითითებით, აღნიშნულ თანხებთან დაკავშირებით არის პრობლემა სს „------------------------- და აღნიშნული ბანკი ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას. მ---------------მ წარადგინა სს „-----------–----------- ორი ქვითარი, რომლებიც დათარიღებულია 16.11.2016. ერთ ქვითარზე მითითებულია თანხა 20 000 ლარი, ხოლო მეორეზე 11 000 ლარი. ორივე ქვითარზე ჩანს წარწერები ლათინურ ენაზე კალმით. მ--------------ის მითითებით, აღნიშნული ქვითრები მას გადასცა ლ-------------–----მა იმის დასტურად, რომ თითქოს „---------------–------- წარმომადგენელმა ა---–-------–--მ გადაიხადა 31 000 ლარი. თუმცა მ---------- მითითებით, ქვითრებზევეა მითითებული, რომ გადახდა არ განხორციელებულა. მ----------- ასევე წარადგინა სს „---------------------- (ტერემინალი 24152) ქვითარი, სადაც მითითებულია ფულადი თანხა 20 000 ლარი. აღნიშნული თანხა მ----------- მითითებით, ლ-------------–----მა პრეავტორიზაციით გადარიცხა სასტუმრო „------- ანგარიშზე პლასტიკური ბარათიდან, რომელიც ჩაუყლაპა სს „-----------–----------- ბანკომატმა. აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მ----------- წარადგინა ქვითრის ასლი და სალაროს გასვლის ორდერის ასლი, სადაც მითითებულია ფულადი თანხები, სალაროს გასვლის ორდერზე ასევე იკითხება წარწერები, მათ შორის ჩანს ლ-------------–----ის ხელმოწერაც. მ--------------ის მითითებით, აღნიშნული ქვითრით და სალაროს გასავლის ორდერით დასტურდება, რომ ა---–-------–--ს მიმართ ფულადი თანხა გადახდილ იქნა ხელზე ანუ გადარიცხვა არ მომხდარა და ფულადი თანხა შპს „---------------–------- წარმომადგენელმა გადაიხადა ხელზე. შპს „---–----------------- არსებულ ეპიზოდთან დაკავშირებით ლ-------------–----ის მიერ წარდგენილია სს „-–---------------- ქვითარი, სადაც მითითებულია თარიღი 18.11.2016, გადამხდელში მითითებულია „---–--------------- ხოლო თანხა მითითებულია 2 770 ლარი. მ----------- მითითებით, აღნიშნული ქვითარი არის ყალბი და რეალურად შპს „---–-------------- თანხა არ გადაურიცხავს. ასევე მ----------- წარადგინა საბანკო ამონაწერი სს „------------------------- 0--05.2016-დან 25.11.2016-მდე. აღნიშნულ ამონაწერში 18.11.2016 წელს 2770 ლარის გადახდის ფაქტი არ დასტურდება. შპს „-----------თან არსებულ ეპიზოდთან დაკავშირებით ინვოისი, სადაც მითითებულია, რომ შპს „-----------ს გადასახდელი აქვს თანხა 564 ლარის და 88 თეთრის ოდენობით. მ---------------მ შემდგომი საჭიროებისათვის ასევე წარადგინა სასტუმრო „------- ჩეკების 2 ცალი შეკვრა.

 

2017 წლის 10 იანვრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გამოკითხვის დასრულების შემდეგ დ------------ემ წარადგინა 2 ცალი საბანკო ოპერაციის ამონაწერი. ამონაწერი პირველი არის N---------- თარიღით 17.10.2016 წელი. აღნიშნული ამონაწერის მიხედვით, დ------------ის ანგარიშზე შპს „------------------- გადაირიცხა ფულადი თანხა 564.88 ლარის ოდენობით. მეორე ამონაწერი არის ასევე 17.10.2016 წლით დათარიღებული N----------- აღნიშნული ამონაწერის მიხედვით დ------------ემ ლ-------------–----ს გადაურიცხა ფულადი თანხა 564.00 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 16 თებერვლის გრაფიკული ექსპერტიზის №------ დასკვნით დადგენილია, რომ „-----------–----------- ჩეკებზე ლათინური ანბანის ასოებით არსებული ჩანაწერები „--------------------------, შესრულებულია ლ-------------–----ის მიერ.

 

2017 წლის 8 მარტის დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მ--------------ის მიერ წარდგენილი იქნა სს „------------------------- მ--------------ის მიმართ გაგზავნილი წერილი 1 ფურცელად, დათარიღებული 14.02.2017 წლით. სასტუმრო „------- სს „---------------------- სალაროს ტერმინალის ჩეკი დათარიღებული 22/10/2016 წლით, ტერმინალის ნომერი „---------, გადახდილი თანხა შეადგენს 2180 ლარს, მითითებულია ბარათის ნომერი 4------------------- ჩეკს თან ახლავს ინვოისი, რომელზეც მითითებულია ნომერი 1--- და დრო 22.10.2016 წ. ინვოისში მითითებულია სტუმრის სახელი „-------- და დაჯამებული თანხა 2180, ინვოისი დამოწმებულია ბეჭდით. ასევე მ---------------მ წარადგინა სასტუმრო „------- სს „---------------------- სალაროს ტერმინალის ორი ცალი ჩეკი, დათარიღებული 21/10/2016 წლით, ტერმინალის ნომრით გადახდილი თანხა შეადგენს 6655 ლარს, მითითებულია ბარათის ნომერი 4------------------ წ. ინვოისში მითითებულია სტუმრის სახელი „----------------- და დაჯამებული თანხა 6655, ინვოისი დამოწმებულია ბეჭდით. აღნიშნულის შემდეგ მ---------------მ წარადგინა სს „------------------------- მ--------------ის საბანკო ამონაწერი 01/10/2016 წლიდან-0-/------- წლამდე 23 ფურცლად, სადაც რიცხვებში 2--------- წელი კალმით შემოხაზული არის ფულადი თანხა 6655.00 და იმავე თარიღში 2180.00.

 

2017 წლის 25 მაისის სს „--------------- ოპერაციების ცენტრალიზებულად დამუშავების განყოფილების სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის და ფილიალების საოპერაციო მომსახურების ქვეგანყოფილების უფროსის თ--------------- გამომძიებლისადმი მიმართვით და ლ-------------–----ის 2016 წლის 1 იანვრიდან - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სს „--------------- ამონაწერით ანგარიშიდან დგინდება, რომ 2016 წლის 29 ივნისს დ------------ის ანგარიშიდან ლ-------------–----ის ანგარიშზე ჩაირიცხა 100 ლარი, თუმცა არ არის მითითებული ჩარიცხვის დანიშნულება. ასევე დ------------ის (---------------- N---------------------- ანგარიშზე 2016 წლის 17 ოქტომბერს 564 ლარი ჩაირცხა შპს „---------------- (ს------------) ანგარიშიდან, აღნიშნული თანხა დ------------ემ იმავე დღეს გ-------–----–----- თ-----–------ (---------------- N---------------------- ანგარიშზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის ლ-------------–----ის ჩვენების თანახმად, იგი 2012 წლის დეკემბრიდან - 2016 წლის ნოემბრამდე მუშაობდა სასტუმრო „-----ში ადმინისტრატორის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა სტუმრების მიღება-განთავსება, ფინანსური ანგარიშსწორება, იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ადგილზე იხდიდნენ თანხას და წასვლისას მათი გაცილება. სასტუმროს ხელმძღვანელები ი------------- და მ---------------ები. მ--------------ე იყო სასტუმროს დირექტორი, მ--------------- კი იყო მთავარი მენეჯერი და ეხმარებოდა გარკვეულ საკითხებში. მათი უფლება-მოვალეობები იყო კონტროლი, სასტუმროზე ზედამხედველობა, კომპანიებიდან თანხის ამოღება, სასტუმროს ტექნიკური გამართულობა და ა.შ. სასტუმროს ორივე ძმა თანაბრად აკონტროლებდა, თუმცა გადანაწილებული ჰქონდათ საქმეები, კონტროლი მიმდინარეობდა 24 საათის განმავლობაში. სასტუმროში იყო 25-30 კამერა და სასტუმროს მეპატრონეები აკონტროლებდნენ ყველაფერს, სადაც კი ინტერნეტთან წვდომა ჰქონდათ. შეუძლებელი იყო კლიენტს სასტუმროში ეცხოვრა და კ---------- არ სცოდნოდათ აღნიშნული შესახებ, რადგან პროგრამულად ხდებოდა კონტროლი. შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ოთახის ისე გაქირავება, რომ ვერ გაეგო უფროსობას. სასტუმროს პროგრამით სარგებლობდნენ ადმინისტრატორები, ჯამში 7 ადამიანი. გარდა ამისა, მ------ და მ--------------ეები და ელემენტარულ დონეზე წვდომა ჰქონდათ დაცვის წევრებსაც, რადგან ხანდახან საჭირო იყო მათაც სცოდნოდათ კონკრეტული საკითხები პროგრამაში. პროგრამა იყო ინტერნეტზე მიბმული, საიტი უნდა აგეკრიფა ინტერნეტით და შესულიყავი, რომელიც იცოდა დაახლოებით 10-12 ადამიანმა. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ინტერნეტთან წვდომა ექნებოდა, ნებისმიერი აპარატით შეეძლო პროგრამაში შესულიყო და გაეკეთებინა მოდიფიკაცია, ცვლილებები განეხორციელებინა, რამე გაეუქმებინა, ან დაემატებინა, ყველას თანაბარი წვდომა ჰქონდა სასტუმროს პროგრამასთან. ერთ ადამიანს რომ განეხორციელებინა პროგრამაში ცვლილებები, ამას ნახავდნენ სხვებიც. ეს პროგრამა იყო საერთო. სასტუმროში ანგარიშსწორების რამდენიმე ფორმა არსებობდა: 1. როდესაც სტუმარი მიდიოდა, ადგილზე იხდიდა ან ნაღდი ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში, დოლარში ან ევროში, ან პლასტიკური ბარათით, ან თანხის გადარიცხვით კონკრეტულ ანგარიშებზე, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ სასტუმროს ანგარიში. მ--------------ის ანგარიშიც ხშირად ფიგურირებდა. მ---------------მ რამდენჯერმე მას სთხოვა, რომ მისი ანგარიში გამოეყენება,, რაზეც უარი უთხრა, რადგან ეშინოდა და არც ჰქონდა სურვილი მის ანგარიშზე ვიღაცის თანხა ჩარიცხულიყო, რომელსაც დანიშნულებაში ეწერებოდა სასტუმროს მომსახურება და კონკრეტული ინვოისი. შემდეგ მ------მ დაავალა, რომ მისი მეგობრის ანგარიშები მოეძიებინა, რომლის გამოყენებასაც შეძლებდა, როგორც სასტუმროს ალტერნატიული ანგარიში. აქ საუბარია ნ------------------ და დ------------ეზე, რომლებმაც ჯამში სამჯერ მიიღეს თანხები რომელიღაც კომპანიებიდან, რომელიც შემდეგ გადარიცხეს მ--------------ის ანგარიშზე. ნ---------------- და დ------------ემ როგორც კი თანხა ანგარიშზე ჩაერიცხათ, პირდაპირ გადაურიცხეს მ---------------ს, რომელიც ფოიეში იდგა, ნახა მოკლე ტექსტური შეტყობინება, თან გაბრაზდა, რადგან თანხის დანიშნულებაში ეწერათ „-----------------. ამაზე საკმაოდ ხმამაღალი საუბარი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ „ასე რომ მდგომოდა სასტუმროს დასახელება დაფიქსირებულიყო პირდაპირ ჩემს ანგარიშზე ჩავარიცხინებდი, შუამავალი რაღაში მჭირდებოდაო“. მან თავად გადასცა მის მეგობრებს მ------ს ანგარიში და წამებში ჩაურიცხეს თანხა, ამას დრო არ სჭირდებოდა. მ--------------- დ------------ეს იცნობდა პირადად და სახელი-გვარითაც იცოდა, რადგან ამ სასტუმროში მრავალი წელი გაატარა. დ------------ეს ბავშვობიდან იცნობს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ სამსახურის მერე მიუკითხავს მისთვის და ერთად გასულან, სანამ თავად მოემზადებოდა, დ------------ე ეზოში ელოდებოდა და მ---------------ს ესაუბრებოდა. მას და მ---------------ს ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ, როგორც უფროსსა და ქვეშევრდომს. პრობლემები დაიწყო იქიდან, როცა მ---------------მ დაიწყო სხვადასხვა კომპანიებიდან პირად ანგარიშზე თანხის მიღება. ეს თანხები ხან მისი მეგობრების, ხან თავად მ------ს მეგობრების, ახლობლების და ნათესავების ანგარიშით ხვდებოდა მის ანგარიშზე სასტუმროს ოფიციალური ანგარიშის გვერდის ავლით. მ------ ეუბნებოდა, რომ საკმაოდ დიდი თანხებით თამაშობდა კაზინოებში, ტოტალიზატორებში და აგებდა თანხებს. მისი შემოსავლის წყარო იყო სასტუმრო, სხვა ბიზნესს მაშინ იგი არ ფლობდა. შესაბამისად, რასაც ტოტალიზატორში ხარჯავდა, მ------ს მიჰქონდა სასტუმროდან. მისი ხარჯები მეტი იყო, ვიდრე შემოსავალი და შეეტყო მ--------------ის ბიუჯეტს. იმის შესახებ, რომ მ------ ტოტალიზატორში თამაშობდა, მ--------------ემ არ იცოდა, რადგან მ------ მას აღნიშნულს უმალავდა. ადმინისტრატორებმა უფრო მეტი იცოდნენ მ------ს პირადი ცხოვრების შესახებ, ვიდრე მისმა ძმამ. აღნიშნული თანხები ავიდა დიდ ოდენობაზე. მ--------------ეს უჩნდებოდა გარკვეული კითხვები მასთან, თავის ძმასთან და დანარჩენ ადმინისტრატორებთან, რომ ჰყავდათ კლიენტები და სად მიდიოდა თანხა. მ---------------მ ცოტა ხნით ადრე ჩართო პრეავტორიზაციის ფუნქცია პ-------------------- ტერმინალზე და ზოგიერთი ადამიანი, როდესაც ჯავშნიდა ნომერს, მათ ჰქონდათ გაგზავნილი ბარათები. პრეავტორიზაცია ნიშნავს, როდესაც სტუმარი აკეთებს ჯავშანს აგზავნის თავის ბარათს, რომ ესე სურს გადახდა. აღნიშნული ბარათის 11 ნიშნა კოდი შედის ტერმინალში და თანხა იყინება. 24 საათის შემდეგ ეს თანხა იგივე ვარიანტით, იგივე ოპერაციით იხსნება და მიდის ოფიციალურ იურიდიულ ანგარიშზე. პრეავტორიზაციის ჩართვის უფლება მას არ ჰქონდა. ამას სჭირდებოდა ოფიციალური წარმომადგენელი ბანკისგან. მ---------------მ ამ გზით რამდენჯერმე მოხსნა თანხები. მის ძმას უჩნდებოდა კითხვები. ამ კითხვების გასაბათილებლად ინვოისებს ამზადებდა, რომელსაც ქვითართან ერთად ინახავდა, შემდეგ თანხები რეალურად უჯდებოდა ანგარიშზე, ამიტომ მისი ძმა ნელ-ნელა დაწყნარდა. დ-----------------მ მისწერა და მოსთხოვა თავისი თანხები უკან. მან ნახა მეილი და აჩვენა მ------ს. მ------მ დააწერინა ინგლისურ ენაზე წერილი, რომელიც უნდა გადაეგზავნა დ---------------, რომელშიც ეწერა, რომ გარკვეული დრო სჭირდებოდათ, რომ გაერკვიათ, რატომ მოხდა ეს, ვის რა შეეშალა და ა.შ. ხვდებოდა დაახლოებით, რაც იყო მის თავზე, არ აიღო არანაირი პასუხისმგებლობა და მისი სახელი-გვარის გვერდზე მ------საც დააწერინა თავის სახელი-გვარი და ორივემ მოაწერეს ხელი, რადგან თავად უცხო ადამიანთან არ აიღებდა ამხელა თანხის პასუხისმგებლობას და გააგზავნა. შემდეგ დ------------- დაიწყო წერილების გაგზავნები და ა.შ. ცოტა ხნის მერე დაძაბულობა იყო სასტუმროში, თანხები პრობლემდებოდა დიდი რაოდენობით. დაეძაბათ ურთიერთობა, იყო შემთხვევა, რომ რაღაც ბარათიდან მ------მ მოხსნა 20 000 ლარი, როგორც იცის დროის მოსაგებად, რადგან უკვე საკმაო თანხებზე იყო ეს ყველაფერი ასული. ბანკმა ეს თანხა საკმაოდ მალე მოითხოვა უკან, მერე დაიწყო არეულობა მ------- უნდოდა ა---–-ს ნახვა და უკვე ხვდებოდა, რომ იქ გაუსაძლისი ხდებოდა მუშაობა. მაგ პერიოდში ა---–- მივიდა სასტუმროში, მიყვა სტუმრებს, მ------- უნდოდა მასთან დალაპარაკება, მაგრამ მ------მ უთხრა, რომ უხერხული იყო, სტუმრები ახლდა თან და თავად დაელაპარაკებოდა მოგვიანებით. შესაბამისად, შეხვედრა არ შედგა. მათ შორის საუბარი შედგა თუ არა, არ იცის. სასტუმროში მისვლა ხდებოდა აუტანელი, რადგან მ------ მასაც და დანარჩენ ადმინისტრატორებსაც ეჭვის თვალით უყურებდა. მ------- უთხრა, რომ თანხები ჩარიცხული იყო და თავი დაენებებინათ მისთვის, რის შემდეგ წამოვიდა სასტუმროდან, რაც მ------მაც გაიგო და დააპირა მისკენ ფიზიკურად გაწევა, რაზეც დაემუქრა, რომ ზედმეტი არ მოსვლოდა, რადგან მისი შავი საქმიანობის შესახებ ყველაფრის საქმის კურსში იყო. აღნიშნულის გაგონებაზე მ------ დამშვიდდა, რომელსაც დაუტოვა სამსახურის ტელეფონი და წამოვიდა. ამის შემდეგ დააკავეს რამდენიმე დღეში სახლთან ახლოს. ბრალდებულის ჩვენებით, მას ა---–-------–--სთან მისვლის და თანხის წამოღების უფლება არ ჰქონდა და არც მისულა. რეალურად არც არავის უთქვამს მიდი და თანხა წამოიღეო. ა---–- გაიცნო, როდესაც პირველად მივიდა სასტუმროში. მ------მ არ იცოდა ინგლისური და ასრულებდა თარჯიმნის ფუნქციას. შემდეგ დაიწყო ჩვეულებრივი ურთიერთობა, იგი აგზავნიდა ტურისტებს, თავად ხვდებოდნენ და შემდეგ უშვებდნენ, მათთან ფინანსური ანგარიშსწორება არცერთი ადმინისტრატორის, მათ შორის არც მისი მოვალეობა არ იყო, ამაზე თანხმდებოდნენ მ------ და ა---–-. ა---–- მიდიოდა სასტუმროში კვირაში ერთხელ, მ------სთან ჰქონდა საუბარი, რომელსაც ნაღდი ანგარიშსწორებით უხდიდა თანხას. ახსოვს, რომ მ------მ ერთი-ორჯერ აიღო თანხა ლარში თუ დოლარში და მიაწოდა ქვითარი, გასავლის ორდერი თუ რაღაც მსგავსი და ხელი მოაწერინა. ამ ქვითარს, როგორც ახსოვს, ბეჭედი არ ჰქონდა დასმული და არც ის ეწერა, რომ კომპანია გასცემდა. რაც შეეხება მის ა---–-------–--სთან მისვლას, მისული იყო რამდენჯერმე, რის მიზეზსაც წარმოადგენდა ის, რომ ა---–- ურიცხავდა მ------ს თანხებს სს „--------------- ტერმინალით. როგორც მისთვის ცნობილია, ა---–-ს დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ ნებისმიერი სასტუმროს წარმომადგენელი მისულიყო მასთან, რათა ხელისმოწერით დაედასტურებინა, რომ თანხა გადაცემული იყო, რათა მ------ს ამ თანხაზე პრეტენზია არ გასჩენოდა. ვინაიდან ტერმინალით თანხის შეტანის შემთხვევაში არ ჩანს თანხა ვინ შეიტანა, ა---–- სჭირდებოდა მ------ს მიერ გაგზავნილი ადამიანის დასტური, რომ მ------მ თანხა ნამდვილად მიიღო და სხვა დროს აღარ მოითხოვდა და პრეტენზია არ ექნებოდა. იყო შემთხვევები, რომ ა---–-------–-- თანხას რიცხავდა მ--------------ის პირად ანგარიშზეც. შესაბამისად, ა---–-------–--ს თანხები გადახდილი ჰქონდა, თუმცა მ--------------ემ არ იცოდა თავის დროზე ამის შესახებ. ა---–-------–--ს სასტუმროს წინაშე დავალიანება არ ჰქონდა, როგორც მისთვის ცნობილია. სხვა კომპანიებს რაც შეეხება, მოკლე პერიოდში ხდებოდა დავალიანების დაფარვა. ბრალდებულის ჩვენებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეო კადრებში დაფიქსირებულია მის მიერ ჩეკზე ხელმოწერის პროცესი. ეს იყო მ--------------ის დავალება, რადგან ნებისმიერ ქვითარზე თუ ინვოისზე უნდა არსებობდეს კომპანიის წარმომადგენლის ხელმოწერა. შესაბამისად, იმ მომენტში თავად იყო ადგილზე, თუმცა სხვა ადმინისტრატორი რომ ყოფილიყო, ისიც მოაწერდა ხელს. მ--------------ემ სასტუმროს საქმიანობის შესახებ იცოდა, უბრალოდ კარგად გათვითცნობიერებული არ იყო თანამედროვე ტექნოლოგიებში, შესაბამისად პროგრამაში დიდად არ ერეოდა, რომ არაფერი გადაეადგილებინა შემთხვევით. თავადაც ამბობდა, რომ მას შეიძლება არ სცოდნოდა კონკრეტულ კომპანიას რამდენი ჰქონდა დავალიანება, რადგან ინვოისებს მ--------------- აკეთებდა, თორემ კომპანიის კლიენტებმა რამდენი დღე იცხოვრეს სასტუმროში, ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილი იყო. მ--------------ის ანგარიშზე 2016 წლის 22 ივლისს ჩაირიცხა 600 აშშ დოლარი, იმავე დღეს ორ ეტაპად 600-600 აშშ დოლარი. 2016 წლის 8 აპრილს 300 აშშ დოლარი, 2016 წლის 9 ივნისს 200 აშშ დოლარი, 600 აშშ დოლარი, 600 აშშ დოლარი, 2016 წლის 9 ივნისს 600 აშშ დოლარი, იმავე დღეს 600 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხების ჩარიცხვა დაამახსოვრდა იქიდან გამომდინარე, რომ ა---–-------–--ს ერთ-ერთ მისვლაზე ნახევარი საათი - ერთი საათი დაელოდა, რადგან ა---–- თავის საქმეს აკეთებდა, შემდეგ ჩამოვიდნენ ერთად საბურთალოზე ალ. ყ----------------- მდებარე თ-------------- ოფისში, ა---–-- ჩარიცხა თანხები მ--------------ის ანგარიშზე და ჩეკები მიაწოდა. აღნიშნული ფაქტი დაამახოვრდა იქიდან გამომდინარე, რომ 600 აშშ დოლარიანი ჩეკები იყო და ჰკითხა ა---–-, რატომ გადარიცხა თანხა ნაწილ-ნაწილ, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ შეტანაზე 2000 ლარის ექვივალენტის შეტანა იყო შესაძლებელი, რის გამოც თანხა ნაწილ-ნაწილ ჩარიცხა. სს „-------------- და ა---–-ს ოფისი ახლოს იყო ერთმანეთთან, 10-15 მეტრში მაქსიმუმ. რაც შეეხება ა---------–--------------–---–-ს კომპანიასთან დაკავშირებულ ეპიზოდს, სტუმრებმა ნოემბრის დასაწყისში თანხა 2770 ლარი გადაუხადეს მას. ცოტახანში ესაუბრა მ------ს, რომელმაც უთხრა, რომ აღნიშნული თანხით ეყიდა 1000 აშშ დოლარი, რომელიც შემდეგ ჩაერიცხა მის პირად ანგარიშზე. მას უნდოდა მ------სთვის ეთხოვა, რომ 300 ლარამდე თანხა მიეცა ავანსის სახით. ზუსტად დაემთხვა ისე, რომ თანხა დარჩა. მ------ დათანხმდა, დაახურდავა თანხა „---------------–-- დ-------- მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჩარიცხა მ--------------ის პირად ანგარიშზე სს „--------------- ტერმინალით, ხოლო დანარჩენი თანხა 270 ლარი დაიტოვა ავანსად შეთანხმებისამებრ. რაც შეეხება დ------------ის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, მას მანამდეც ჰქონდა გადარიცხული მ--------------ის ანგარიშზე თანხა, რომელიც შემდგომ გადარიცხა სასტუმროს ანგარიშზე. როდესაც დარეკეს „------------------- და მოიკითხეს რატომ მიიღეს ანგარიშფაქტურა მ--------------ისგან და რატომ იყო დ------------ის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა, იგი დაიბნა, რადგან არ ელოდა ასეთ ზარს, მაგრამ მ------სგან გაფრთხილებული იყო, ის ხშირად ცდილობდა კომპანიისგან გვერდის ავლით აეღო თანხა, შესაბამისად მ------მ ათქმევინა, რომ ჰქონდათ ალტერნატიული ანგარიში და არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ. როგორც იცის შემდეგ ანგარიშფაქტურა აუტვირთეს ანგარიშზე, რაზეც მ------ ძალიან გაბრაზდა, რადგან თანხა მის ანგარიშზე შევიდა, ისევ სასტუმროს მომსახურების დანიშნულებით. აღნიშნულზე მ------მ უთხრა, რად მინდოდა ასეთი სახით ჩარიცხვა, მაშინ ჩემს ანგარიშზე ჩავრიცხავდიო. თანხა გადაირიცხა მის ანგარიშზე, რომელიც შემდეგ გადაირიცხა მ--------------ის ევროპაბეთის ანგარიშზე. „ჯ--------------–------- ეპიზოდში 42 000 ლარი ჩაირიცხა მ--------------ის პირად ანგარიშზე, ეს ხდებოდა სისტემატურად, რამდენჯერმე იყო გადარიცხული ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით, რამდეჯერმე ხელზე ა---–- მიუცია თანხა. მ------მ იმიტომ დააბრალა მითვისება, რომ სულ მასთან ერთად იყო და მისი მხილება შეეძლო. სასტუმროს სხვა თანამშრომლები ფლობდნენ ინფორმაციას, რომ მ------ს დავალებით ხდებოდა თანხების გადარიცხვა. „---------------- ეპიზოდში 564.88 ლარის ოდენობით თანხა ჩაირიცხა დ------------ის ანგარიშზე, რომელიც მისი ანგარიშის გავლით მიიღო მ---------------მ რამდენიმე წუთში.

 

ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული ლ-------------–----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („------------------ისთან დაკავშირებული ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად „განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში მტკიცებულებათა ასეთი საკმარისი ერთობლიობა სახეზე არ არის. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-------------–----ი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („------------------ისთან დაკავშირებული ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს.

 

სასამართლო შეფასებას მისცემს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

ლ-------------–----ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, მაშინ როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.

 

ლ-------------–----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, ბრალდების მხარის მტკიცებით, ეფუძნება მოწმეების: მ--------------ის, მ--------------ის, ლ-------------, დ------------------, გ--------------------------–- თ-----–------, ა---–--------–---- თ----------------–-–---–--- დ------------ის, თ--------------- ს---–-------------–---–--- მ-----–-------–---- გამოკითხვის ოქმებს, სალაროს გასავლის ქვითრებს, საბანკო ამონაწერებს, საანგარიშო თვის მიხედვით განაცემების და დასაკავებელი გადასახადის შესახებ ამონაწერს, ს--------------–--------------, სს „--------------------, სს „-–-------------------, სს „----------------- მოპოვებულ ინფორმაციას, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნას.

 

ბრალდების ამ ნაწილში სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სარწმუნო, დამაჯერებელი, არ არის თანხვედრაში ერთმანეთთან და ეწინააღმდეგება ერთმანეთს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, კერძოდ:

 

ბრალდების მხარე ბრალდებულს ბრალს სდებს მასში, რომ 2016 წლის მარტი-ოქტომბრის პერიოდში ტურისტულმა კომპანია „------------------მ გამოიყენა ქ.თბილისში, მ---------------–--–-------------–- მდებარე სასტუმრო „------- მომსახურება, რის გამოც სასტუმრო „------- მიმართ დაუგროვდა დავალიანება 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით. მითითებულ პერიოდში, სასტუმრო „------- ადმინისტრატორმა ლ-------------–----მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქ.თბილისში, ა-–------------------------------------–ი, შპს ,,------------------ის დირექტორისგან ა---–-------–------ სასტუმროს ანგარიშზე შესატანად ეტაპობრივად მიიღო ფულადი თანხა ჯამში 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარის ოდენობით და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

აღნიშნული ქმედებით ინდ. მეწარმე მ--------------ეს მიადგა 42 000 (ორმოცდაორი ათასი) ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.

 

აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის გასამყარებლად წარმოადგინა დაზარალებულების მ--------------ის და მოწმეების: მ--------------ის და ა---–--------–--- ჩვენებები.

 

მ--------------ის ჩვენების თანახმად, ტურისტულ კომპანია ,,------------------ის ჰქონდა სასტუმრო „------- დავალიანება 42000 ლარის ოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ ლ-------------–----ი არ იყო უფლებამოსილი მისულიყო ა---–-------–--სთან თანხის ამოსაღებად, ის სისტემატურად მიდიოდა „------------------ის ოფისში, მ--------------ის სახელით და ა---–-------–--ს ართმევდა მომსახურების თანხას. აღნიშნულის შედეგად ლ-------------–----მა საერთო ჯამში მიითვისა 42000 ლარი.

 

ბრალდებულის ლ-------------–----ის ჩვენებით: მას 42000 ლარი არ მიუთვისებია, ვინაიდან ა---–-------–------ მას თანხა არასოდეს მიუღია. აღნიშნულის დასადასტურებლად მიუთითა, რომ თანხები ა---–-------–--ს მიერ ჩარიცხულია მ--------------ის პირად ანგარიშზე სს „------------–--. ბრალდებულის ჩვენების ამ ნაწილის დასადასტურებლად დაცვის მხარის მიერ წამოდგენილი იქნა მ--------------ის მიერ სს „------------–-- არსებული საბანკო ანგარიშების ამონაწერი 2016 წლის 1 იანვრიდან - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რომელითაც დადგინდა, რომ „G-----------------ის დავალიანების დასაფარად 2016 წლის 3 აგვისტოს ნ---------------- მ---------------ს გადაურიცხა 3000 ლარი, ხოლო დ------------ემ 2000 ლარი. ასევე, მ--------------ის მითითებულ ანგარიშზე „G-----------------ის დავალიანების დაფარვის მიზნით ჩარიცხულია 2016 წლის 15 აგვისტოს 8484.00 ლარი, 25 აგვისტოს 6313.00 ლარი, 1 სექტემბერს 4170.00 ლარი, 15 სექტემბერს 7427.00 ლარი, 3 ნოემბერს 1350.88 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული ამონაწერით დასტურდება ის გარემოება, რომ მ--------------ის პირად ანგარიშზე ხდებოდა „G-----------------ის დავალიანების დასაფარად თანხების ჩარიცხვა.

 

ლ-------------–----მა ჩვენებაში მიუთითა, რომ მ--------------ის პირად საბანკო ანგარიშზე 2016 წლის 22 ივლისს, 4 აგვისტოსა და 6 სექტემბერს ა---–-------–--მ ჩაირიცხა თანხები რამდენიმე ეტაპად 600 აშშ დოლარის, 300 აშშ დოლარისა და 200 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხების ჩარიცხვა დაამახსოვრდა იქიდან გამომდინარე, რომ ა---–-------–--სთან ერთად ჩავიდა ქ.თბილისი, ა-–----------------------ე მდებარე სს „თ--------------“ ოფისში, სადაც ა---–-------–--მ მ---------------ს ჩაურიცხა თანხები და ჩეკები მიაწოდა. აღნიშნული ფაქტი დაამახოვრდა იქიდან გამომდინარე, რომ 600 აშშ დოლარიანი ჩეკები იყო და ჰკითხა ა---–-, რატომ გადარიცხა თანხა ნაწილ-ნაწილ, რაზეც მან უპასუხა, რომ ერთ შეტანაზე 2000 ლარის ექვივალენტის შეტანა იყო შესაძლებელი, რის გამოც თანხა ნაწილ-ნაწილ ჩარიცხა. სს „--------------- ა-–------------------ არსებული ფილიალი და ა---–-------–--ს ოფისი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან.

 

აღნიშნულის დასადასტურებლად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა კომპანია „----------------- გამოთხოვილი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელი ტერმინალიდან მოხდა თანხების ჩარიცხვა მ--------------ის სს „--------------–-- არსებულ პირად ანგარიშზე. გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ თანხები ჩარიცხული იქნა ქ.თბილისში, ა-–--------------------------–- მდებარე სს „--------------- ფილიალიდან. დაცვის მხარის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა ისიც, რომ მ--------------ის ანგარიშზე 2016 წლის 22 ივლისს ჩაირიცხა 200 აშშ დოლარი, იმავე დღეს ასევე სამჯერ ჩაირიცხა 600-600 აშშ დოლარი. 2016 წლის 4 აგვისტოს ჩაირიცხა 300 აშშ დოლარი, იმავე დღეს ორჯერ ჩაირიცხა 600-600 აშშ დოლარი, 2016 წლის 6 სექტემბერს 200 აშშ დოლარი, იმავე დღეს 8-ჯერ ასევე ჩაირიცხა 600-600 აშშ დოლარი.

 

დაცვის მხარის მიერ „---------------- გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელი ანძები ემსახურებოდა ზემოთმითითებული თანხების ჩარიცხვის დროს ლ-------------–----ის და ა---–-------–--ს მობილურ ტელეფონებს. გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ ლ-------------–----ს და ა---–-------–--ს თანხის ჩარიცხვის დროს ემსახურებოდა ერთი და იგივე ა-–---------------------- მომსახურე ანძა. შესაბამისად, გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ ლ-------------–----ი და ა---–-------–-- თანხების ჩარიცხვის დროს იმყოფებოდნენ ერთი და იგივე ანძის მომსახურების ზონაში.

 

მ--------------------------- სიტუაციის გასარკვევად იგი დაუკავშირდა ა---–-, რომელმაც ენობრივი ბარიერის გამო ვერ აუხსნა თანხასთან დაკავშირებული საკითხები. რამდენიმე წუთში მას დაუკავშირდა ა---–-ს ბუღალტერი, რომელმაც უთხრა, რომ თანხა 42 000 ლარი მ--------------ისათვის გადასაცემად გაატანეს ლ-------------–----ს. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ აღნიშნულის საპირისპიროდ ბრალდების მხარის მიერ არ დაკითხულა ა---–-------–--ს კომპანიის ბუღალტერი, რომლის ჩვენებაც ნათელს მოჰფენდა იმ გარემოებას, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი ლ-------------–----ისათვის თანხის ხელზე გადაცემის ფაქტს.

 

მ--------------ის ჩვენებით: ა---–-------–--სთვის მას მისი პირადი ანგარიშის ნომერი არ მიუცია. მანვე განმარტა, რომ ა---–-- მას რაღაც თანხა ჩაურიცხა, მაგრამ თანხის ოდენობა არ ახსოვს. ლ------ უთხრა, რომ ა---–-ს ანგარიში იყო დაყადაღებული, რის გამოც პირად ანგარიშზე ჩაურიცხავდა თანხას. იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც ჩაერიცხა თანხა, ლ----- დაუკავშირდა და ჰკითხა ჩაერიცხა თუ არა თანხა, რა დროსაც დაუდასტურა, რომ თანხა ჩაერიცხა. შემდეგ შეხვდა ა---–-, რომელსაც ჰკითხა რა პრობლემები ჰქონდა ანგარიშთან დაკავშირებით, რომელმაც უთხრა, რომ მის ანგარიშზე ერთი დოლარიც კი არ გადაურიცხავს. ა---–-------–--მ დაასტურა, რომ ლ-------------–----ი მიდიოდა მასთან და მისგან იღებდა თანხას. რაც შეეხება ა---–-------–--ს ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის ფაქტს, აღნიშნულზე მ---------------მ დაკითხვისას განმარტა, რომ ერთხელ მოხდა შეცდომით მის ანგარიშზე დაახლოებით 3000 ლარის ჩარიცხვა, რომელიც დაუბრუნდა უკან ა---–-.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მ--------------ის სს „თ--------------“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, რომლითაც ირკვევა, რომ მ--------------ის პირად ანგარიშზე და არა სასტუმროს ანგარიშზე 2016 წლის 3 აგვისტოს ნ---------------- მიერ გადარიცხულია 3000 ლარი, დ------------ის მიერ 2000 ლარი. „G-----------------ის დავალიანების დაფარვის მიზნით ჩარიცხულია 2016 წლის 15 აგვისტოს 8484.00 ლარი, 25 აგვისტოს 6313.00 ლარი, 1 სექტემბერს 4170.00 ლარი, 15 სექტემბერს 7427.00 ლარი, 3 ნოემბერს 1350.88 ლარი. მოწმე მ---------------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი ა---–-------–--სათვის შეეძლო ლ------ მიეცა, რადგან ლ-------------–----მა იცოდა მისი ანგარიშის ნომერი და იყო შემთხვევები, როდესაც თანხა ირიცხებოდა მის ანგარიშზე. დამცველის შეკითხვაზე, მ---------------მ განმარტა, რომ თუკი ა---–- გადაიხდიდა რაღაც თანხას სასტუმროს მომსახურების საფასურად, რომელსაც დღგ-ს ფაქტურის გარეშე აიღებდა, მასზე გავრცელდებოდა ფასდაკლება. შესაბამისად, ნათელია ის ფაქტი, რომ მოწმე აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოს ვერ აწვდის დამაჯერებელ და თანმიმდევრულ ინფორმაციას.

 

დაცვის მხარის მიერ მ---------------ს წარედგინა ამონაწერი მისი პირადი საბანკო ანგარიშიდან, სადაც თანხების დიდი ნაწილი, კერძოდ: 28 000 ლარზე მეტი ლარი. „G-----------------ის დავალიანების დაფარვის მიზნით გადარიცხულია მ--------------ის ანგარიშზე. აღნიშნულზე მ---------------მ განაცხადა, რომ ალბათ ა---–-------–--ს ლ-------------–----მა მისცა მისი ანგარიშის ნომერი და ზოგჯერ ირიცხებოდა თანხები, ვინაიდან ლ------ დაარწმუნა, რომ ა---–-ს ანგარიშს ყადაღა ედო. მ--------------ის განმარტებით, ეს სწორედ ის თანხა იყო, რომელზეც ა---–- ფასდაკლებას უკეთებდა.

 

ბრალდების ამ ეპიზოდთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ არ დადგენილა რა მოცულობის მომსახურება გაუწია სასტუმრო „-----მა „------------------ის ბრალად შერაცხული ქმედების განხორციელების პერიოდში და რა ოდენობის დავალიანება ჰქონდა ა---–-------–--ს კომპანიას სასტუმრო „------- მიმართ. აღნიშნული გარემოების გასარკვევად დაცვის მხარის მიერ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის მომსახურება გაუწია სასტუმრო „-----მა ,,------------------ის 2016 წელს. 2017 წლის 24 ივლისის შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ადვოკატისადმი მიმართვით და თანდართული საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დადგინდა, რომ „------------------ის მომსახურებაზე სასტუმრო „------- ადმინისტრაციის მიერ გამოწერილი იქნა 45 041 ლარის ანგარიშფაქტურა. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, სასტუმრო „---- ვალდებული იყო ანგარიშფაქტურა გამოეწერა კონკრეტული მომსახურეობის გაწევის დასრულებისთანავე. ამ შემთხვევაში, გარდა ერთი 2451 ლარიანი ანგარიშფაქტურისა, 12 ანგარიშფაქტურა გამოწერილი არის 2017 წლის 10 თებერვალს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ დროისათვის განსახილველ საქმეზე უკვე დაწყებული იყო გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა ლ-------------–----ის მიმართ.

 

მ---------------მ სასამართლოში დაკითხვისას ასევე განაცხადა, რომ ლ-------------–----ისთვის არასდროს მიუციათ უფლება თავად მისულიყო ა---–-------–--სთან და კომპანიის დავალიანების სახით არსებული თანხა ხელზე გამოერთვა. მანვე განმარტა, რომ იყო შემთხვევა, როდესაც ა---–-------–--მ ლ-------------–----ს 3000 აშშ დოლარი გამოატანა ხელზე, ლ------ მას მიუტანა 2000 დოლარი, 1000 დოლარი კი მიითვისა. სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარის მიერ არ გამორკვეულა ზემოაღნიშნული გარემოებები სრულფასოვნად, ბრალდების ამ ნაწილში გამოძიების მიერ არ ჩატარებულა გამოძიება ყოველმხრივ და სრულყოფილად, სახეზეა უამრავი ეჭვი, რაც სასამართლოს შეფასებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.

 

სასამართლოს შეფასებით, ლ-------------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის არასარწმუნო, არადამაჯერებელი, არ არის ურთიერთშეთანხმებული, წინააღმდეგობებია მათ შორის, რის გამოც, არსებული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასიკეთოდ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლია მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49) .

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ლ-------------–----ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ლ-------------–----ის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც, ლ-------------–----ი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით („G-----------------სთან დაკავშირებული ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.

 

ამავდროულად, ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ ლ-------------–----ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-------------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტიდან (კომპანია „------------თან დაკავშირებული ეპიზოდი) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და სამართლებრივად შეაფასებს ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

ბრალდების მხარე ბრალდებულს ედავება მასში, რომ 2016 წლის ოქტომბერში ტურისტულმა კომპანია „------------მა გამოიყენა ქ.თბილისში, მ---------------–--–-------------–- მდებარე სასტუმრო „------- მომსახურება, რომლის საფასურიც შეადგენდა 564,88 (ხუთას სამოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარს. 2016 წლის 17 ოქტომბერს სასტუმრო „------- ადმინისტრატორმა ლ-------------–----მა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კომპანია „------------- სასტუმრო „------- მომსახურების საფასური ჩაარიცხინა თავისი ნაცნობის დ------------ის სს „---------- ბანკში გახსნილ ანგარიშზე, რომელიც იმავე დღეს გადაარიცხინა თავის კუთვნილ ანგარიშის ნომერზე და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

აღნიშნული ქმედებით ინდ. მეწარმე მ--------------ეს მიადგა 564,88 (ხუთას სამოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ-------------–----ის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში იმყოფებოდა მხოლოდ ის ფულადი თანხები, რასაც მას სასტუმროს კლიენტები მომსახურების სანაცვლოდ ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადაუხდიდნენ. შესაბამისად, საბანკო ოპერაციების საშუალებით გადმორიცხული თანხები არ იმყოფებოდა ბრალდებულის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას. მოცემული დანაშაულის სპეციფიკურ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპანია „------------თან დაკავშირებულ ბრალად შერაცხულ ეპიზოდში ბრალდებულის მიერ ჩადენილია არა მითვისება, არამედ თაღლითობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მ--------------ის ჩვენების თანახმად, სასტუმროში არსებულ ტელეფონზე ხდებოდა სატელეფონო საუბრების ჩაწერა. როდესაც ჩანაწერებს გადახედა, აღმოჩნდა, რომ შპს „------------ის წარმომადგენელი ესაუბრებოდა ლ-------------–----ს, რომ გარკვეული თანხა უნდა დაერიცხა კომპანიის ანგარიშზე, თუმცა ლ-------------–----მა კომპანიის კუთვნილი თანხა ჩაარიცხინა დ------------ის ანგარიშზე. ამ ჩანაწერის თანახმად, შპს „------------ის წარმომადგენელი ეკითხება ლ-------------–----ს, რამე პრობლემა ხომ არ არის, რაზეც ლ----- პასუხობს, რომ დ------------ის სახელით გახსნილი ანგარიში არის სასტუმროს ალტერნატიული ანგარიში და არანაირი პრობლემა არ შეექმნება. დ------------ის საბანკო ამონაწერით დადგინდა, რომ 564,88 ლარი, რაც კომპანია O---------“-ს უნდა ჩაერიცხა სასტუმრო „------- ანგარიშზე, ჩაირიცხა დ------------ის ანგარიშზე, რომელმაც იმავე დღეს აღნიშნული თანხა გადაურიცხა ლ-------------–----ს მის პირად ანგარიშზე. დ------------ის ჩვენებითაც დადასტურდა ის გარემოება, ლ-------------–----ის თხოვნით მის ანგარიშზე ჩაირიცხა გარკვეული თანხები.

 

მოწმე ს---–------------–---–-- ჩვენებით დადგინდა, რომ ნამდვილად დ------------ის აგნარიშზე იქნა ჩარიცხული შპს „------------ის მიერ ზემოთმითითებული თანხა. როდესაც გადაიგზავნა ანგარიშის ნომერი, ეჭვი შეიტანა რატომ არ იყო ეს პირადად მ--------------ის ანგარიშის ნომერი, რის გამოც დაურეკა ლ-------------–----ს, რომელმაც უთხრა, რომ დ------------ის ანგარიში იყო სასტუმროს ალტერნატიული ანგარიში. საქმეზე გამოკვლეული იქნა აღნიშნული საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერი, რომლითაც დადასტურდა, რომ ამ შინაარსის საუბარი ნამდვილად შედგა, სადაც ლ-------------–----ი ს---–------------–---–ს ეუბნება, რომ დ------------ის ანგარიში სასტუმროს არის ალტერნატიული ანგარიში და გამომდინარე აქედან მას არ შეემქნება არანაირი პრობლემა.

 

მ---------- მ---------------ებმა დაკითხვისას განმარტეს, რომ ლ-------------–----ი იყო სასტუმროს მთავარი ადმინისტრატორი. როდესაც შეამოწმეს სასტუმროს წინაშე არსებული დავალიანებები, აღმოჩნდა, რომ შპს „------------- უფიქსირდებოდა 564,88 ლარის ოდენობით დავალიანება, თუმცა როგორც შემდგომ გაარკვიეს, მითითებული თანხა შპს „------------დან გადაირიცხა ლ-------------–----ის მეგობრის დ------------ის ანგარიშზე და მათ ეს თანხა არ მიუღიათ.

 

სასამართლოს შეფასებით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ის ფაქტი, რომ ლ-------------–----მა მოიპოვა მ--------------ის ნდობა, რის შემდეგ მოტყუებით დაეუფლა ინდ. მეწარმე მ--------------ის კუთვნილ ფულად თანხა 564.88 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მითითებული თანხა მ--------------ის მოთხოვნის შესაბამისად გადაირიცხა დ------------ის ანგარიშზე, რაც შემდგომ გადაირიცხა ლ-------------–----ის ანგარიშზე და მან ეს თანხა გადასცა მ---------------ს, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რამეთუ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ეს გარემოება არ დადასტურდა. ასევე, მ---------------მაც გამორიცხა მითითებული თანხის მიღების ფაქტი.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია ლ-------------–----მა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა მისი სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ მას მაკვალიფიცირებელ გარემოებად არ უნდა შეერაცხოს ქმედების ჩადენა სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოძიების ეტაპზე ბრალდებულს არასწორი კვალიფიკაციით წარედგინა ბრალი, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით მას დაუდინდა არა მითვისების, არამედ თაღლითობის ჩადენის ფაქტი. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, მაშინ როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაული სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ასევე თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით; თაღლითობის ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე ვადით; შესაბამისად, მაკვალიფიცირებელ გარემოებად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების შერაცხვის შემთხვევაში, გაუარესდება ბრალდებულის სამართლებრივი მდგომარეობა, ვინაიდან ბრალის წარდგენისას ბრალდებულს ბრალი წარედგინა უფრო მსუბუქი ბრალდებით. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდებულის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს და მას სასჯელი უნდა დაენიშნოს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის სანქციაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით (182-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციაც ასევე ითვალისწინებს ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით).

 

რაც შეეხება ტურისტული კომპანია „------------თან დაკავშირებულ ეპიზოდს, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:

 

მ--------------ის ჩვენებით, მისი და მისი ძმის უკრაინაში ყოფნისას შპს „---–--------------- კლიენტები ცხოვრობდნენ სასტუმროში. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, რომ უკან დაბრუნებულს აღნიშნული მომსახურების თანხა 4000 ლარი უნდა დახვედროდა. ლ-------------–----ს მოსთხოვა აღნიშნული თანხა, რომელმაც გადასცა თანხის ნაწილი, ხოლო 2770 ლარი დარჩა გადასახდელი. მოგვიანებით ლ------ გადასცა ქვითარი, რომელიც დამოწმებული იყო შპს „---–--------------- ბეჭდით, თუმცა შემდგომ აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ქვითარი იყო ყალბი. დაუკავშირდა ა---------–--------------–---–-, რომელმაც განუმარტა, რომ მის კომპანიას სასტუმროს წინაშე დავალიანება არ ჰქონდა, რადგან მისმა სტუმრებმა მისი თანდასწრებით ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხა ხელზე გადაუხადეს ლ-------------–----ს. მისივე განმარტებით, 1200 ლარიანი ჯავშანი მას საერთოდ არ გაუკეთებია, თუმცა აღნიშნულზე არსებობდა ყალბი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ინფორმაციის გადასამოწმებლად ქვითარი მიიტანა ბანკში, სადაც განუმარტეს, რომ თანხა არ იყო ჩარიცხული და ქვითარი ყალბი იყო.

 

თავად ა---------–--------------–---–-ს ჩვენებით, იგი არის შპს „---–--------------- დამფუძნებელი და დირექტორი და საქმიანობიდან გამომდინარე, როდესაც მასთან სტუმრები ჩამოდიან, უზრუნველყოფს მათ სასტუმროში მოთავსებას. აღნიშნული მიზნით თანამშრომლობს სასტუმრო „-----თან. 2016 წლის 5 ნოემბრიდან - 12 ნოემბრის ჩათვალით მითითებულ სასტუმროში აღებული ჰქონდა ორი ნომერი, სტუმრებმა ცხოვრების შემდეგ მომსახურების თანხა გადაიხადეს ნაღდი ანგარიშსწორების გზით. აღნიშნულში დარწმუნებულია იქიდან გამომდინარე, რომ 1000 ევრო თავად გადაახურდავა და დაინახა როგორ გამოართვა ნაღდი ფული ლ-------------–----მა სტუმრებს. სხვა შემთხვევებშიც, როდესაც აღნიშნულ სასტუმროსთან ჰქონდა ურთიერთობა, მხოლოდ ლ------თან უწევდა კომუნიკაცია და მისი სტუმრები თავადვე იხდიდნენ თანხას. მისივე განმარტებით, გარდა აღნიშნული ნომრისა, იმ პერიოდში სხვა ნომერი დაჯავშნილი არ ჰქონია. მას გამოძიების ეტაპზე წარედგინა სს „-–---------------- მონაცემები და ბარათები, რაც არის ყალბი, ვინაიდან მას არასოდეს არ მოუხდენია გადარიცხვა სასტუმროს ანგარიშზე.

 

ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ სასამართლოს მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა ლ-------------–----მა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული ინდ. მეწარმე მ--------------ის კუთვნილი 2770 ლარი, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ლ-------------–----ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ-------------–----ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ტურისტული კომპანია „------------თან დაკავშირებული ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (შპს „---–----------------- დაკავშირებული ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. დანაშაულის შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3.მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.

 

იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას. მოცემული დანაშაულის სპეციფიკურ გამოხატულებას წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ გარეგნულად ქონების თუ ქონებრივი უფლების გადაცემა დამნაშავისათვის ხორციელდება ნებაყოფლობით, თავად დაზარალებულის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული ნათელია, რომ ბრალდებული ლ-------------–----ი მოტყუებით დაეუფლა ინდ. მეწარმე მ--------------ის კუთვნილ ფულად თანხას 564,88 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ: დანაშაულებრივ ქმედებაში თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაც მოახერხა ბრალდებულმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 564,88 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით: პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ითვისებს ან ფლანგავს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ითვალისწინებს, რომ თავისი ქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს კიდეც ზიანის მიყენება. ამ დროს იგი ხელმძღვანელობს ანგარების მოტივით და მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე. ამ მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტი არ შეიძლება იყოს თანამდებობის პირი. ეს ის პირია, რომელსაც კონკრეტული ნივთის მიმართ აქვთ იურიდიული წვდომა და მის მიმართ სხვაგვარი იურიდული წვდომა და რაც მთავარია მის მიმართ სხვაგვარი სამართლებრივი უფლებამოსილება გააჩნიათ. თუ მიმთვისებელი ამგვარი პირია მისი მოქმედება დაკვალიფიცირდება 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სადაც საუბარია მითვისებაზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. სწორედ სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშრებით აღმოჩნდა ეს ქონება მის მართლზომიერ გამგებლობაში. ამ დამამძიმებელი გარემოების ამსრულებელი შეიძლება იყოს არა მარტო სამოხელეო დანაშაულის სუბიექტი (მოხელე, მასთან გათანაბრებული პირი ან სახელმწიფო-პოლოტიკური თანამდებობის პირი), არამედ სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციის (კერძო სექტორის) ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ ეპიზოდში მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 150 ლარს, კერძოდ: დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 2770 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ლ-------------–----ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-------------–----ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; მანვე, ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, მაშინ როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ-------------–----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, იმ გარემოებას, რომ ლ-------------–----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და მიაჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ლ-------------–----ის რესოციალიზაციისათვის, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან და საზოგადოებისაგან მის იზოლაციასთან, რაც სასამართლოს შეფასებით სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 2016 წლის 3 დეკემბრიდან - 2----–-–---------------- ჩათვლით, დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- მ--------------ის მიერ წარდგენილი CD-R დისკი-დალუქული სახით და „------- ჩეკების ორი შეკვრა-დალუქული სახით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ლ-------------–----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული პლასტიკური ბარათებით და ორი ცალი მობილური ტელეფონი, დალუქული სახით, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- საქართველოს ბანკის 2 ცალი ქვითარი და ლ-------------–----ის ხელმოწერის ნიმუშები დალუქული F--------- სპეც. პაკეტში, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–-, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-272, 275-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დგინა:

 

1. ლ-------------–----ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (კომპანია „G-----------------სთან დაკავშირებული ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. ლ-------------–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებიდან (ტურისტული კომპანია „------------თან დაკავშირებული ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

3. ლ-------------–----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ტურისტული კომპანია „------------თან დაკავშირებული ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (შპს „---–----------------- დაკავშირებული ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ტურისტული კომპანია „------------თან დაკავშირებული ეპიზოდი) - ჯარიმა 3600 (სამიათას ექვსასი) ლარის ოდენობით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (შპს „---–----------------- დაკავშირებული ეპიზოდი) - ჯარიმა 3600 (სამიათას ექვსასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების უფლება.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (შპს „---–----------------- დაკავშირებული ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ლ-------------–----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3600 (სამიათას ექვსასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6(ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების უფლება.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2016 წლის 3 დეკემბრიდან - 2----–-–---------------- ჩათვლით, ლ-------------–----ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანამდებობის დაკავების უფლება.

 

8. ლ-------------–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2----–-–---------------- განჩინებით ბრალდებულ ლ-------------–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 10000 (ათი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მ----------------–---------–------------------------ კუთვნილი უძრავი ქონების, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართის 100.00 კვ.მ, მდებარე ქ. თბილისი, შ-----–-----------2, საკადასტრო კოდით N--.1--0-.0--.0-------–--–-- რაც ეკვივალენტურია შეფარდებული გირაოს თანხისა;

 

9. ნივთიერი მტკიცებულებები:

- მ--------------ის მიერ წარდგენილი CD-R დისკი-დალუქული სახით და „------- ჩეკების ორი შეკვრა-დალუქული სახით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- ლ-------------–----ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული პლასტიკური ბარათებით და ორი ცალი მობილური ტელეფონი, დალუქული სახით, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–-, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- საქართველოს ბანკის 2 ცალი ქვითარი და ლ-------------–----ის ხელმოწერის ნიმუშები დალუქული F--------- სპეც. პაკეტში, რომელიც ინახება ძ---–-------–-----------------–-----------–-----------–---–-, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი