განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
330100118002415698
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1773-18

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 აგვისტო 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკანიანის მდივნობით,ბრალმდებელ ი-----–------–----–--ას,ადვოკატ მ----------–---–-ას,ბრალდებულ თ-----------–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------------–-----------–---–ის (პ--------------, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ-------–---------------–------------ - მიმართ, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

თ-----------–---–ს ბრალად ედება თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით (სამი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

თ-----------–---–მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას. ამ მიზნით, თ-----------–---–ის მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შესაქმნელად, გამოყენებულ იქნა 1994 წლის იანვრის თვით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მას ეკუთვნოდა, ამჟამად ქ. თბილისში, სოფ. გ-–----–-----–----–--------------------------------------------- მიწის ნაკვეთი.

თ-----------–---–ის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შექმნის შემდგომ, 20-8 წლის 1 აპრილს, მის სახელზე დარეგისტრირებული იქნა ქ. თბილისი, სოფ. გლდანში მდებარე 10--.69 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (-------1-.3--2---, რომელიც შემდგომ გასხვისებულ იქნა.

თ-----------–---–ი ხსენებული ხერხის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 30 0-- ლარის ღირებულების 10--.69 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (-------1-.3--2---.

თ-----------–---–მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას. ამ მიზნით, თ-----------–---–ის მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შესაქმნელად, გამოყენებულ იქნა 1997 წლის 10 ივნისით დათარიღებული ყალბი #-- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მას ეკუთვნოდა, მცხეთის რაიონის, სოფ. ძველ ქ-----ში მდებარე 140- კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

თ-----------–---–ის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შექმნის შემდგომ, 20-8 წლის 10 მაისს, მის სახელზე დარეგისტრირებული იქნა მცხეთის რაიონის სოფ. ძველ ქ-----ში მდებარე 1-98 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (-------0-.4--2--).

თ-----------–---–ი ხსენებული ხერხის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 10 149 ლარის ღირებულების 1-98 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (-------0-.4--2--).

თ-----------–---–მა განიზრახა მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ უძრავ ქონებას. ამ მიზნით, თ-----------–---–ის მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შესაქმნელად, გამოყენებულ იქნა 1997 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებული ყალბი #--- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, რომლის მიხედვითაც თითქოსდა მას ეკუთვნოდა, ამჟამად ქ. თბილისში, სოფ. აგარაკში მდებარე 150- კვ.მ. მიწის ნაკვეთი.

თ-----------–---–ის მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების სამართლებრივი საფუძვლის ყალბად შექმნის შემდგომ, 20-- წლის 4 მარტს, მის სახელზე დარეგისტრირებულ იქნა ქ. თბილისი, სოფ. აგარაკში მდებარე 150- კვ.მ. მიწის ნაკვეთი (-----------------, რომელიც შემდგომ გასხვისებული იქნა.

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ თ-----------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (სამი ეპიზოდი).

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების ნაწილი (მოწმეების ლ--------–-–---–ის, ს-------------------–--ის, ე-–-----–----–---–ის, თ------------–---–ის, გ---------------–---–ის, ნ-------------–---–ის, ე-–--------–-–---–ის და მ----------------ის ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებების ნაწილი და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ თ-----------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით (სამი ეპიზოდი). კერძოდ:

დაზარალებულის წარმომადგენელმა გ-------–----–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მიწა, რომელიც არის დაურეგისტრირებელი და არ ადევს საკადასტრო კოდი და არც იურიდიულ პირს ეკუთვნის, ექვემდებარება სახელმწიფო რეგისტრაციას და არის სახელმწიფოს ქონება. რაც შეეხება ზიანს, სოფელ გლდანში ავშნიანის დასახლებაში 10--,69 კვ.მ. (საკადასტრო კოდით 7-----2--- მიწის ნაკვეთზე, სახელმწიფოს მიადგა ზიანი 30 0-- ლარის ოდენობით. 20-8 წლის 10 მაისს მცხეთის რაიონში სოფელ ქ-----ში დარეგისტრირებული 1-98 კვ.მ. მიწის ნაკვეთით (საკადასტრო კოდი 7--------- სახელმწიფოს ზიანი მიადგა 10149 ლარის ოდენობით. 20-- წლის 4 მარტს ქალაქ თბილისში, სოფელ აგარაკში 150- კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი 7--------- სახელმწიფოს მიადგა 22658 ლარის ოდენობის ზიანი. მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული რეფორმები დაიწყო 1992 წლიდან. ეს გულისხმობდა მიწის ნაკვეთების გადაცემას უშუალოდ მეურნეობის მუშაკებისთვის. თ-----------–---–ს არ ეკუთვნოდა მიწის გადაცემა მიღება-ჩაბარების აქტით. ამ ეტაპზე თ-----------–---–ის მიერ ზიანი არ არის ანაზღაურებული.

მოწმე ა-–-----------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2014 წელს მუშაობდა თბილისის იუსტიციის სახლის ოპერატორად საჯარო რეესტრის განხრით. მის მოვალეობაში შედიოდა უძრავი ქონების რეგისტრაცია. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაც ამ უფლება-მოვალეობაში შედიოდა. ამ გარიგების დამოწმება ხდება შემდეგნაირად: გამყიდველი და მყიდველი (ანუ დაინტერესებული პირები) მობრძანდებიან უშუალოდ ოპერატორთან თავიანთი პირადობის მოწმობით და ნასყიდობის ხელშეკრულებით. მის მოვალეობაში შედიოდა უშულოდ გადაემოწმებინა დაინტერესებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემები. მყიდველი თუ იმყოფება ადგილზე მისი პირადობის მოწმობით ამოწმებს მას ეროვნულ ბაზაში, რომ იდენტური იყოს წარმოდგენილი პირადობის მოწმობა ამ პირთან. ასევე მოწმდება მყიდველიც. ხელშეკრულების შინაარსი არ მოწმდება. ამის შემდეგ მისი თანდასწრებით ხდება ხელმოწერა. არ არის შესაძლებელი, რომ ქონების გამყიდველი არ იყოს წარმოდგენილი ადგილზე და მის მაგივრად სხვა პირი მოვიდეს. ამის სანაცვლოდ არის ალტერნატივა, რომ გამყიდველმა გააკეთოს მინდობილობა მის წარმომადგენელზე. მინდობილობაში უნდა ეწეროს სახელი, გვარი და პირადი ნომერი. ასევე იმ უფლებების განსაზღვრება რაც გააჩნია მინდობილ პირს და რომელ ქონებას ასხვისებს იგი. ხელმოწერა აუცილებლად უნდა მოხდეს მისი ვიზუალური კონტროლის ქვეშ. თუ უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულება მოიტანეს, ის არ მოწმდება და ხელახლა დგება ხელშეკრულება, რომელსაც მხარეები მისი კონტროლის ქვეშ მოაწერენ ხელს. სხვა შემთხვევაში დამოწმება გამორიცხულია. მან დაადასტურა, რომ საქმის მასალებში არსებული შტამპი და მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა, ნამდვილად მას ეკუთვნის.

მოწმე მუ--------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 1995-1997 წლებში მუშაობდა მცხეთის სახელმწიფო მეურნეობაში. როდესაც დაიწყო მიწის განაწილება და პრივატიზაცია, შეიქმნა სპეციალური კომისია და დაიწყო მიწის განაწილება. ჯერ აღრიცხეს მთელი სოფელი. ვინც მეურნეობაში მუშაობდა, ან ექიმი, ან მასწავლებელი იყო, შევიდნენ პირველ კატეგორიაში. მეორე კატეგორიაში იყვნენ ისინი, ვინც ვერ გავიდა პირველ კატეგორიაში, მესამე კატეგორიაში იყვნენ სოფლიდან წასულები და მათ 10-- ჰექტრები მიეცათ. საგადასახადო სიის მიხედვით ზომავდნენ და ანაწილებდნენ მიწებს, ადგენდნენ მიღება-ჩაბარების აქტებს, რომელსაც კომისიის წევრები აწერდნენ ხელს და ადასტურებდნენ. კომისიის უფროსი იყო ნოვრუზ ბ-----ი, ხოლო ილო ილიაევი, თემურ იაკოფოვი, ელიზმარ ფხენიანი და სხვები იყვნენ კომისიის წევრები, სულ 9 კაცი. თ-----------–---–ი არის მისი მეზობლის ნელი სოხაშვილის სიძე. სოხაშვილის შვილი ცალკე მიწას ვერ მიიღებდა, მათ მისცეს ის ფართობი, რაც ერთ კომლს ეკუთვნოდა. თ-----------–---–ი ბოლოს მოვიდა მეურნეობაში და მძღოლად მუშაობდა. თ-----------–---–ის გვარი არ ფიგურირებდა არც ერთ მიღება-ჩაბარების აქტში, ასევე არც ბ----–-----ის გვარი. მიღება-ჩაბარების აქტზე მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის და სავარაუდოდ იგი ყალბია.

მოწმე მ-----------–--------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 1994-1998 წლებში პრივატიზაციასთან დაკავშირებით სოფელ ქ-----ში მიწის გაცემასთან დაკავშირებით იყო შექმნილი კომისია და ეს კომისია ახდენდა მიწის განაწილებას. კომისიას ჰქონდა დადგენილი სია, რომელიც რაიონში მცხოვრებ პირთა კუთვნილ მიწის ოდენობას და მოცულობას ადგენდა, ასევე იმას თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებოდა მიწები, პირველს, მეორეს თუ მესამეს. ეს ყველაფერი იყო ოფიციალურად დამტკიცებული, თუმცა მის თანამდებობრივ პოზიციას არ ეხებოდა ამის კონტროლი. მას ევალებოდა აზომვითი სამუშაოების წარმოება და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, სიის მიხედვით, რომელიც მათ ჰქონდათ მოცემული, დამტკიცებული და შესწავლილი როგორც წესი და რიგია, შეჰქონდათ მასში სახელი და გვარები და ვისზე რომელი მიწის ნაკვეთი უნდა გაცემულიყო. შემდეგ კომისიიდან მოდიოდა სახელი და გვარები და ისინი ატარებდნენ აზომვით სამუშაოებს და ხელს აწერდნენ, ხოლო ხელმოწერას და ბეჭდის დარტყმას თვითონ კომისია ახორციელებდა. პირველი კატეგორია იყო სოფლის ის მაცხოვრებლები, რომლებიც ადგილობრივ მეურნეობას ეწეოდნენ, ასევე მასწავლებლები და მედიცინის მუშაკები. მეორე კატეგორია იყო სოფლის ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც მეურნეობაში არ მუშაობდნენ, ხოლო მესამე კატეგორია იყვნენ სოფლის ყოფილი მაცხოვრებლები, რომლებიც ქალაქში წავიდნენ. თ-----------–---–ს არ იცნობს. მასზე მიღება-ჩაბარების აქტს იმ შემთხვევაში გასცემდა, თუ სიაში იქნებოდა, თუმცა იგი სიაში არ ყოფილა. საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელზეც მისი ხელმოწერაა დაფიქსირებული, მას არ ეკუთვნის. არ არის შესაძლებელი, რომ ქალაქში მცხოვრებმა პირმა სამ სხვადასხვა სოფელში მიიღოს მიწის ნაკვეთები. თუ თ-----------–---–ი ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო თბილისში, მას ეკუთვნოდა მესამე კატეგორიის მიწა, მიუხედავად იმისა მუშაობდა თუ არა სოფელში.

მოწმე ე-–-----------------მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 1995-20-- წლებში მუშაობდა მცხეთის სანერგე მეურნეობაში ბრიგადირად. შემდეგ შეიქმნა მიწის სარეფორმო კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრი თვითონაც იყო 1997 წლამდე. სარეფორმო კომისიის წევრები ასევე იყვნენ მუ--------------ე, ი-–-----–----ი და ვ------------ი. მიწის რეფორმის კომისია შეიქმნა მიწის რეფორმასთან დაკავშირებით. კომისიამ პირველ რიგში შემოსაზღვრა სარეფორმო მიწის ნაკვეთები, რომელიც დაყო პირველ, მეორე და მესამე კატეგორიად. პირველი კატეგორიის მიწები ეკუთვნოდათ მათ, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფელ ქ-----ში და ფიზიკურად მუშაობდნენ მეურნეობაში. მათი მიწის მაქსიმალური რაოდენობა იყო ნახევარი ჰექტარი. მეორე კატეგორიის მიწები ეკუთვნოდათ მათ, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფელ ქ-----ში, მაგრამ არ ეწეოდნენ მეურნეობას და არ მუშაობდნენ, მათ ეკუთნოდათ 30-- კვ.მ. მესამე კატეგორიის მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდათ მათ, რომლებიც წასულები იყვნენ სოფელი ქანდიდან სხვა ქალაქში საცხოვრებლად. მთავარ დოკუმენტს წარმოადგენდა მიღება-ჩაბარების აქტი, რაზეც გარკვეული ფორმა იყო შემუშავებული თავისი ნომრით, სადაც იწერებოდა ყველა მონაცემი, არსებული მიწის ნაკვეთი თუ ჰქონდა, რამდენი ჰქონდა და ამაზე დგებოდა ცალკე დოკუმენტი. ამაში მონაწილეობას იღებდა კომისიის თავმჯდომარე და მათი წევრები. მიღება-ჩაბარების აქტის შევსებისას ხდებოდა პირადობის მოწმობის ინფორმაციის შევსება. ეს სიები საჭირო იყო იმ მოქალაქეთა რაოდენობის დასადგენად, რომლებზეც უნდა გაცემულიყო მიწის ნაკვეთები. მიღება-ჩაბარების აქტის გაცემის შემდეგ პირზე შეიძლება გაცემულიყო მხოლოდ ერთი მიწის ნაკვეთი. მიწების ნომრები არ შეიძლება განმეორედეს, განმეორება გამორიცხულია. მიწის ნაკვეთებზე იყო ობიექტები, რომლებიც იყო ცალკე სათბურები, ბლოკის საჭრელი ცეხები, ასევე ფერმის ტერიტორია, ავტოფარეხი, ეს ყველაფერი იყო ცალკე საპრივატიზაციო ობიექტები, ავტოფარეხი იყო მეურნეობის ბალანსზე. საპრივატიზაციო ობიექტები იყო ცალკე. თ-----------–---–ი იმ პერიოდში მუშაობდა მეურნეობაში, რა დროსაც დირექოტი იყო ბ-----ი. შედგენილი სია საკმაოდ დიდი იყო, თუმცა თ-----------–---–ი იყო თუ არა იმ სიაში, არ ახსოვს. თ-----------–---–ის სახელზე რომ გაცემულიყო მიწის ნაკვეთი, ასეთ შემთხვევაში კომისია შეიკრიბებოდა და განიხილავდა ამ საკითხს, თუმცა თ-----------–---–ზე მიწის ნაკვეთის გაცემის შემთხვევა არ ახსოვს. მისი თქმით, საქმის მასალებში არსებულ მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთი გაიცა თ-----------–---–ის სახელზე, მისი ხელმოწერა გაყალბებულია და მას არ ეკუთვნის.

მოწმე ე------------–---მა სასამართლოს მოახსენა, რომ მიწის რეფორმის პერიოდში მუშაობდა სარეფორმო კომისიაში და ევალებოდა მიწის აზომვა. იგი უშუალოდ ავსებდა აზომვის აქტს. სარეფორმო კომისია უშუალოდ ღებულობდა გადაწყვეტილებას თუ ვის ეკუთვნოდა ნაკვეთი და რამდენი უნდა გადასცემოდა. პირს, რომელსაც უნდა გადასცემოდა მიწის ნაკვეთი, უნდა უნდა წარმოედგინა პირადობის მოწმობა, ასევე კომისიიდან მოდიოდა საგადასახადო სია, სადაც დაფიქსირებული იყო თუ ვინ იყო სოფლის მაცხოვრებლად დარეგისტრირებული. მიწა გაიცემოდა მთლიან კომლზე, შესაბამისად პირს გამგეობიდან რაიმე ცნობა უნდა წარმოედგინა, რომ ცალკე კომლად იყო რეგისტრირებული. ერთ კომლზე გაიცემოდა დაახლოებით 50-- ან 30-- კვ.მ. ნაკვეთები შეიძლება სხვადასხვა ადგილას ყოფილიყო, მაგრამ საბოლოო ოდენობა ხსენებულ ციფრს არ უნდა აღმატებულიყო. თ-----------–---–ს რეფორმის პერიოდში მიწა არ მიუღია, მაგრამ შემდეგ პერიოდში მისთვის აზომვითი ნახაზი აქვს გაკეთებული სოფელ ქ-----ში. ამ მომსახურების შესრულებისას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იყო მესაკუთრე. მოწმემ უარყო, რომ საქმის მასალებში (ტომი N2) არსებული მიღება-ჩაბარების აქტი მისი შევსებული არ არის და არც ხელმოწერა ეკუთვნის მას. თ-----------–---–ს მიწის ნაკვეთები ასევე მიღებული ჰქონდა სოფელ აგარაკში და გლდანში, თუმცა ერთ კაცს, მხოლოდ ერთხელ ჰქონდა მიწის ნაკვეთის მიღების უფლება. მართალია თ-----------–---–ი მიწის რეფორმის დროს იყო მაია სოხაშვილის მეუღლე, მაგრამ უშუალოდ თ-----------–---–ის სახელზე მიღება-ჩაბარების აქტი არ უნდა შედგენილიყო, ამასთან მაია სოხაშვილს და მის ოჯახის წევრებს მიწის რეფორმის ფარგლებში უკვე გადაცემული ჰქონდათ მიწის ნაკვეთი და აღარ უნდა გადასცემოდათ.

მოწმე გ----------–---მა სასამართლოს მოახსენა, რომ 1997 წელს სოფელ აგარაკში შედგა სარეფორმო კომისია, ერთ თვეში უნდა მორჩენილიყო ეს რეფორმა და ფორსირებული რეჟიმით ხორციელდებოდა მუშაობა, განაწილდა მიწის ფართობი, რამდენიმე კატეგორია იყო სოფლის მაცხოვრებლების. მიწის მართვის სამმართველო იყო მაშინ მცხეთაში და შემდეგ დასტურდებოდა ბეჭდით, რაც მონაცემებიც იყო გადმოცემული სარეფორმო ფონდიდან და მაცხოვრებლების სია, ის მიწა განაწილდა 1997 წლის აპრილიდან რამოდენიმე თვეში. კატეგორიების მიხედვით ხდებოდა მიწების განაწილება, პირველ კატეგორიაში შედიოდა 12 50- კვ. მ. შემდეგი კატეგორია იყო - 750- კვ. მ. ზოგი უკვე ფლობდა ამ მიწის ოდენობას და მათ დაუტოვეს დანარჩენი 150- კვ.მ. პირველ კატეგორიაში შედიოდნენ მეურნეობის მუშაკები, ვინც მეურნეობაში მუშაობდნენ და მათთან გათანასწორებული მასწავლებლები, მეორეში შედიოდა მოსახლეობა, ვინც იქ ცხოვრობდა და მესამეში სოფელთან კავშირში მქონე პირები, რომლებიც ქალაქში ცხოვრობდნენ და აგარაკად ჰქონდათ. 0.15 ჰექტარი სოფელ აგარაკში, რაც განაწილდა ეხებოდა სახნავ-სათეს მიწას. იგი თამაზ ბ----–-----ს არ იცნობს. საქმის მასალებში მისი სახელით შესრულებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც თ-----------–---–ს გადაეცა მიწის ნაკვეთი, მას არ ეკუთვნის. რომ გაეცა აღნიშნული აქტი, მაშინ ეხსომებოდა თ-----------–---–ი და სხვებსაც ეხსომებოდათ იგი.

მოწმე ლ---–---------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ თ-----------–---–ი მისი უბნელია. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს აზომვითი ნახაზების გაკეთება, იურიდიული მომსახურების გაწევა, არქიტექტურა და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან. იგი 20-7-2016 წლებში მუშაობდა ,,პ--------------–---------–-----------------–ი“. მას მესაკუთრის ნაცვლად სარეგისტრაციოდ დოკუმენტები შეჰქონდა საჯარო რეესტრში. მან თ-----------–---–ის მომსახურების ფარგლებში განცხადება, აზომვითი ნახაზი და მიღება-ჩაბარების აქტი შეიტანა საჯარო რეესტრში. თ-----------–---–ს ამ განცხადებით სურდა ქ. თბილისში, სოფ. აგარაკში მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. ასევე თ-----------–---–მა მას მიმართა სოფელ ქ-----ში მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თხოვნით. მან მეორეჯერაც გაუწია მომსახურება, მიმართა საჯარო რეესტრს და საჯარო რეესტრმა ორივე შემთხვევაში დაარეგისტრირა მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. აზომვითი ნახაზები მისი გაკეთებული არ ყოფილა.

მოწმე ნ----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2011 წლიდან მუშაობს დუშეთის რეგიონალური არქივის დირექტორად. მის ფუნქციებში შედის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ეროვნული სააქციო დოკუმენტების აღრიცხვა, გამოყენება თანამშრომლებთან დავალებების გადანაწილება და კონტროლი. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მან გამოძიებას მიმართვის საფუძველზე მიაწოდა ინფორმაცია სოფელ გლდანზე, სოფელ ქ-----ზე და სოფელ აგარაკზე თ-----------–---–ის შესახებ, ასევე გადასინჯა საკომლო წიგნები და აღმოჩნდა, რომ არც ერთ სოფელში აღნიშნული პიროვნება არ ფიქსირდებოდა, ასევე არც ბ----–-----ის გვარით. აღნიშნული ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდა წერილის ფორმით, რომელზეც თავის ხელმოწერას ადასტურებს.

მოწმე ლ-------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2012 წლიდან 2018 წლის ივლისამდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თბილისის სამმართველოს გამომძიებლის პოზიციაზე. მოცემული სისხლის სამართლის საქმე იყო მის წარმოებაში. 2017 წელს დაიწყო გამოძიება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე. გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე ეპიზოდი ამ საქმესთან დაკავშირებით და გამოიყო სხვა სისხლის სამართლის საქმეები. ერთ-ერთი საქმე ოყო თ-----------–---–ის მიმართ, რომელიც იყო მის წარმოებაში. მან გამოკითხა ათეულობით მოწმე, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და ბრალი წარუდგინა თ-----------–---–ს. გამოძიების ეტაპზე დაათვალიერა საჯარო ბაზები, ასევე სხვადასხვა ორგანოდან, მათ შორის საჯარო რეესტრის არქივიდან ამოიღო დოკუმენტაცია, შეადგინა შესაბამისი ოქმები. მიწის ნაკვეთის ღირებულებებთან დაკავშირებით მის მიერ იქნა დანიშნული შესაბამისი სასაქონლო ექსპერტიზები და მიღებული იქნა ექსპერტიზის დასკვნები. გამოძიება დაიწყო 2017 წელს, ამ დროს მრავალი ეპიზოდი იყო სახეზე. პროკურორმა მიმართა სასამართლოს შესაბამისი საფუძვლით და საჯარო რეესტრიდან იქნა ამოღებული დოკუმენტაცია. გამოძიება თვლიდა, რომ მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებული იყო ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე. სრული დოკუმენტაცია ამოღებული იქნა საჯარო რეესტრიდან, ასევე ამოღებული იქნა არქივებიდან, ერთ-ერთი იყო დუშეთის არქივიდან ამოღებული მიღება-ჩაბარების აქტი და ასევე იყო მიწის გადამხდელთა საგადასახადო სიები. მიწის ნაკვეთები იყო სახელმწიფოს საკუთრებაში და ამოწმებდნენ მისი დარეგისტრირების საფუძველს. წარდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტები, საგადასახადო სიები და ხდებოდა ამ მიღება-ჩაბარების აქტების შედარება საგადასახადო სიებთან. საგადასახადო სია აღნიშნავს იმ პიროვნებებს, რომლებიც რეალურად ფლობდნენ ამ მიწის ნაკვეთებს 1995-20-- წლებში, მაგრამ დარეგისტრირებული არ ჰქონდათ. თუ პიროვნება იყო ამ სიაში გაფორმებული, ეს ადასტურებდა მის ფაქტობრივ მფლობელობას ამ მიწის ნაკვეთზე. დადგინდა, რომ თ-----------–---–ი არ იყო ამ სიებში და არც მიღება-ჩაბარების აქტი არ იყო მასზე გაცემული. მოწმეთა გამოკითხვის დროს გამოვლინდა, რომ თ-----------–---–ი ადრე ატარებდა სხვა გვარს. იმის დასადგენად, თუ როდის შეიცვალა გვარი სამოქალაქო რეესტრს მიმართეს შესაბამისი წერილით და მიიღეს დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დადასტურდა, რომ 20-3 წლამდე პიროვნება ატარებდა სხვა გვარს და 20-3 წელს შეიცვალა. იგი გახდა კ----–---–ი მანამდე იყო ბ----–-----ი. ასევე მიღება-ჩაბარების აქტი თარიღდებოდა 1992-1998 წლებით და აქტში ეწერა გვარი კ----–---–ი, თუმცა რეალურად ეს გვარი მან შეიცვალა 20-3 წელს. ამან გააჩინა ეჭვი მიღება-ჩაბარების აქტის ნამდვილობასთან დაკავშირებით. საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ბ----–-----ის გვართან დაკავშირებით, თუმცა არც ბ----–-----ის და არც კ----–---–ის გვარით არ იყო რეგისტრირებული საგადასახადო სიაში. სისხლის სამართლის საქმე დაიწყო სხვა ეპიზოდზე, რომელზეც გამოიკვეთა აწ გარდაცვლილი რ----------–---------–---ის სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტი. გამოძიების მიერ გადამოწმებული იქნა რობერტის მიერ შედგენილი აქტები და გამოთხოვილი იქნა რ----------–---------–---ის მონაწილეობით დარეგისტრირებული უძრავი ქონების აქტები. მიღებული ინფორმაციის შესწავლით დადგინდა, რომ რ----------–---------–---ს ჰქონდა მიღებული მინდობილობა თ-----------–---–ისგან და მისი სახელით ახდენდა რეგისტრაციასთან თუ გასხვისებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს. როდესაც ნოტარიუსიდან მოვიდა ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამის საფუძველზე მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა საჯარო რეესტრიდან. ეს საქმე ინახებოდა მასთან, რადგან იგი იძიებდა. მან დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტიკურობა.

გამომძიებელმა მ-------------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.

2017 წლის 20 ივლისის დოკუმენტაციის დათვალიერების შესახებ ოქმით და თანდართული სიით დასტურდება, რომ დათვალიერდა ლისის საკრებულოს სოფელ აგარაკის მიწის რეფორმის შედეგად გამოყოფილი ნაკვეთების მეპატრონეთა სია, რომლის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ სიაში არ ფიქსირდება თ-----------–---–ი (ბ----–-----ი) (ტომი I, ს.ფ. 7--76).

2016 წლის 31 მარტის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ მცხეთა, სოფელი ძველი ქ----- (საკადასტრო კოდი 7-.0-.4--2---- 1-98.0- კვ.მ. საკუთრების უფლებით ეკუთვნის თ-----------–---–ს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 1997 წლის 6 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი #--; განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 20-8 წლის 1 მაისი (ტომი I ს.ფ. 1-7-1-8).

2018 წლის 9 მარტის საინფორმაციო ბაზების დათვალიერების შესახებ ოქმით და თანდართული აქტით დასტურდება, რომ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“-ს არქივში დაცული არ არის თ-----------–---–ის სახელზე გაცემული 1997 წლის 6 ოქტომბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის #-- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც მას საკუთრებაში გადაეცა სოფელ ძველ ქ-----ში მდებარე მიწის ნაკვეთი. სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“-ს არქივში დაცულია 1997 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული #-- მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც ოთარ რევაზის ძე გაბიტაშვილს გადაეცა ს. ძველ ქ-----ში მდებარე 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი (ტომი I, ს.ფ. 144-149).

2017 წლის 27 სექტემბრის სასაქონლო ექსპერტიზის #--------- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარმოდგენილი, ქ. თბილისის სოფ. აგარაკში განთავსებული #7-.16.0-.614 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 150- კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 20-- წლის 4 მარტის მდგომარეობით შეადგენს 1- 50- აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 22 856 ლარს.

ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარმოდგენილი, მცხეთა, სოფ. ძველ ქ-----ში განთავსებული #7-.0-.4--2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1-98 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 20-8 წლის 10 მაისის მდგომარეობით შეადგენს 6990 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 10149 ლარს.

ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარმოდგენილი თბილისში, სოფელ გლდანში განთავსებული #7-.1-.3--207 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 10--.69 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 20-8 წლის 1 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 20429 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 30 0-- ლარს (ტომი I, ს.ფ. 155-17-).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი დ--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.

თ-----------–---–ის დანაშაულებრივი ქმედება ასევე დასტურდება სხდომაზე გამოკვლეული თ-----------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციით, მათ შორის სოფელ აგარაკში მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან, გაყოფასთან და გასხვისებასთან დაკავშირებული შემოვლის ფურცლებით, საგადასახადო დავალებებით, განცხადებებით, ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო აზომვითი ნახაზებით, ხელშეკრულებებით, სანოტარო აქტებით, მიღება-ჩაბარების #--- აქტით და პირადობის მოწმობის ასლებით (ტომი II, ს.ფ. 33-103); სოფელ ძველ ქ-----ში მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შემოვლის ფურცლებით, საგადასახადო დავალებებით, განცხადებებით, ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო აზომვითი ნახაზებით, მიღება-ჩაბარების #-- აქტით და პირადობის მოწმობის ასლებით (ტომი II, ს.ფ. 10-114); ქ. თბილისი, სოფ. გლდანში მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციასთან და გასხვისებასთან დაკავშირებული, შემოვლის ფურცლებით, ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო აზომვითი ნახაზებით, ხელშეკრულებებით, გადახდის ქვითრებით და მიღება-ჩაბარების აქტით (ტომი II, ს.ფ. 115-141).

20-3 წლის 3 დეკემბრის გვარის შეცვლის აქტის მიხედვით, თ-----------–---–ს შეცვლილი აქვს გვარი ,,ბ----–-----ი“ გვარით, - ,,კ----–---–ი“ (ტომი III, ს.ფ. 207-20-).

ბრალდებულმა თ-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მან ქ-----ში დაიწყო მუშაობა 1994 წელს, მცხეთის სანერგე მეურნეობაში დირექტორის - ნ-------- ბ-----ის მძღოლად. დაახლოებით ერთ წელიწადში ნ-------- ბ-----მა გააცნო რ----------–---------–---ი. შემდეგ 1996-1997 წლებში ნ-------- ბ-----მა უთხრა, რომ მიწის ნაკვეთები რიგდებოდა და თუ სურვილი ჰქონდა მიეღოო, რაზეც დათანხმდა. ჩავიდნენ მცხეთის რაიონის გამგეობაში, სადაც უთხრეს, რომ ჯერ სოფლის მაცხოვრებლები ჰყავდათ დასაკმაყოფილებლები, რომლებიც პირველ კატეგორიაში შედიოდნენ, ხოლო მას როგორც ქალაქში მაცხოვრებელს უნდა დაეცადა. დაახლოებით თვენახევარში დაუკავშირდნენ გამგეობიდან, გამოაყოლეს ე------------–---ი, რომელმაც კუთვნილი ნაკვეთი აუზომა და უთხრა, რომ მის მომიჯნავედ იქნებოდნენ ვახო სოხაშვილი და ზალი სოხაშვილი.

დაახლოებით 20-8 წელში მას დაუკავშირდა რ----------–---------–---ი და უთხრა, რომ მისი სახელით და გვარით, ასევე მისი მიწის კოდით გაფორმდა თბილისში, გლდანში მიწის ნაკვეთი, რაზეც იგი შეშფოთდა. ლ---------–---მა ურჩია, რომ პოლიციისთვის არ მიემართა და ნოტარიუსთან გაერკვიათ. ასევე ნ-------- ბ-----მა ურჩია, რომ ლიპატლიანისთვის დაეჯერებინა.

დაახლოებით 2014 წელში ანალოგიური საუბარი ჰქონდა მასთან რ----------–---------–---ს, რომ მიწის ნაკვეთი იყო მის სახელზე. იგი უარზე იყო და არ მიყვებოდა ნოტარიუსთან გადაფორმებაზე. ნ-------- ბ-----ი ურჩევდა, რომ გაყოლოდა ლ---------–---ს ნოტარიუსში.

მას წარედგინა მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისთვის წარდგენილი განცხადება სოფელ აგარაკზე 150- კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 33), რაზეც განაცხადა, რომ დოკუმენტეზე შესაძლოა სხვას ჰქონოდა მოწერილი ხელი, რადგან მარტივი ხელმოწერა აქვს, ხოლო აზომვით ნახაზზე (ტომი II, ს.ფ. 38) სავარაუდოდ მისი ხელმოწერაა. იგი შეცდომაში შეიყვანეს ნ-------- ბ-----მა და რ----------–---------–---მა. იგი ბ-----ს ოჯახის წვრეივით ენდობოდა. იგი ადასტურებს, რომ ქ-----ში მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე მიმართა საჯარო რეესტრს, თუმცა დოკუმენტზე მის ხელმოწერას ვერ ადასტურებს (ტომი II, ს.ფ. 11-), ასევე გლდანის და აგარაკის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე რომ მიემართოს საჯარო რეესტრისთვის, არ ახსოვს. სავარაუდოდ სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ბ-----მა და ლ---------–---მა გადასცეს მას, თუმცა არ ახსოვს. მისი პირადობის მოწმობა მათ ჰქონდათ. რეგისტრაცია ბ-----მა მოითხოვა, რაზეც მან სავარაუდოდ ხელი მოუწერა, თუმცა არ ახსოვს რაზე და როგორ.

კითხვაზე, - 20-3 წლამდე მისი გვარი ბ----–-----ი იყო და 20-3 წელს გახდა კ----–---–ი, რით ხსნის იმ ფაქტს, რომ 1997 წლის დოკუმენტებში მითითებულია კ----–---–ის გვარით, - ბრალდებულმა უპასუხა, რომ იმ პერიოდში მას ყველა კ----–---–ის გვარით იცნობდა. ბაბაიანმა და ლ---------–---მა იძულებით გააკეთებინეს მინდობილობა ლ---------–---ზე, რის შედეგადაც დაიდო სოფელ აგარაკის მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი II, ს.ფ. 49). სოფელ გლდანში მდებარე მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით (ხელშეკრულება ტომი II, ს.ფ. 126), ბრალდებულმა განმარტა, რომ მართალია მან გაყიდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მაგრამ ფული მისთვის არავის მიუცია. იგი მოატყუეს ბაბაიანმა და ლ---------–---მა, ისარგებლეს მისი გაუთვითცნობიერებლობით ამ საქმეში. მყიდველმა სამაკაშვილმა მას განუცხადა, რომ თანხა მისცა ლ---------–---ს. ხელშეკრულება მას არ წაუკითხავს. მან როგორც იცოდა, ხელშეკრულებაში შეცდომა იყო დაშვებული. იგი ადასტურებს, რომ არც გლდანის და არც აგარაკის მიწის ნაკვეთები არ ეკუთვნოდა, მაგრამ მის სახელზე აღმოჩნდა დარეგისტრირებული, ხოლო ქ-----ში მუშაობდა და ეკუთვნოდა. მან 20-3 წელს შეიცვალა გვარი, რადგან ყველა კ----–---–ად იცნობდა, მანამდე იყო ბ----–-----ი.

მოწმეებთა ჩვენებები და წერილობითი მტკიცებულებები სასამართლოს აძლევს საფუძველს დასკვნისათვის, რომ მტკიცებულებები საკმარისობის და საქმესთან შემხებლობის კუთხით აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაული.

საქართველოს სსსკ-ის კოდექსის მე-1- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

ამდენად, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ თ-----------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით - დანაშაული საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთთან თანმხვედრი მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების საფუძველზე გამოკვეთილი მოვლენების თანმიმდევრულობა, მათი ერთიანობაში შეფასებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად ადასტურებს ფაქტს, რომ თ-----------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ქონების მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს ის პირი, რომელიც ამ ქმედებას სჩადის. ამ პირს ასევე გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის.

დანაშაულებრივი განზრახვის წარმატებით განსახორციელებლად თ-----------–---–მა საჯარო რეესტრს წარუდგინა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რა გზითაც მართლსაწინაარმდეგოდ დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. თ-----------–---–ის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილ ქმედებას უტყუარად ადასტურებს ასევე ურთიერთშეთანხმებულ, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ცალსახად დასტურდება ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობა საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით, ამიტომ თაღლითობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებით, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ თ-----------–---–მა შეცდომაში შეიყვანა საჯარო რეესტრის სამსახური და მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთებს.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებული თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დამაფუძნებელი ნიშანია ის, რომ დამნაშავე დაზარალებულს ქონებრივ ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გამოყენების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს მას ქონების დაუფლებას.

თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი. პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში.

მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებები მკაფიოდ მიუთითებს, რომ თ-----------–---–მა საჯარო რეესტრს წარუდგინა ყალბი დოკუმენტები, რითაც შეცდომაში შეიყვანა ის. საჯარო რეესტრის თანამშრომლებს ეჭვი არ შეპარვიათ კ----–---–ის სანდოობაში, რის გამოც სახელმწიფო გახდა თაღლითობის მსხვერპლი. ბრალდებულ თ-----------–---–ის თაღლითური ქმედებით დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 0-- ლარის ზევით.

ამდენად, დაზარალებულის წარმომადგენლის და მოწმეების ჩვენებების, ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების აქტების, დათვალიერების ოქმების, ექსპერტიზის დასკვნის და სხვა წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ-----------–---–ის ქმედებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ეს მტკიცებულებები არის სანდო, სარწმუნო და უტყუარი და თ-----------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს თ-----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან და საზოგადოებრივი საშიშროებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის სასჯელის სახით ჯარიმის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის თანახმად, აღნიშნული კანონი არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ ჯარიმაზე, ამიტომ თ-----------–---–მა მართალია დანაშაულები ჩაიდინა 20-8-20-- წლებში, მაგრამ მის მიმართ ხსენებული ,,ამნისტიის შესახებ“ კანონი ვერ გავრცელდება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (20-8 წლის 1 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 0-- (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

თ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (20-8 წლის 10 მაისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 0-- (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

თ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (20-- წლის 4 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 0-- (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით (20-8 წლის 1 აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ თ-----------–---–ს სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 0-- (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით, თ-----------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული - გირაოს 20 0-- ლარის ოდენობით უზრუნველსაყოფად, ნელი სოხაშვილის (პ/#310-1017678) საკუთრებაში არსებულ ორ უძრავ ქონებას - მცხეთაში, სოფელ ძველ ქ-----ში მდებარე მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდით #7-.0-.4--183) საერთო ფართით 150-.0- მ2 და მცხეთაში, სოფელ ძველ ქ-----ში არსებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდით #7-.0-.45.059) საერთო ფართით 150-.0- მ2, მიწის ნაკვეთების ფართის იმ წილს, რომელიც გირაოს ფულადი თანხის ექვივალენტურია.

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 10 მარტის განჩინებით, თ-----------–---–ის (დაბადებული: 20.07.1970 წელს, პ/ნ 0----------) სახელზე რეგისტრირებულ მცხეთა, სოფელ ძველ ქ-----ში მდებარე 1-98.0- კვ.მ მიწის ნაკვეთს (-------0-.4--2--).

ნივთიერი მტკიცებულებები:

თ-----------–---–ის პასპორტი - დაუბრუნდეს თ-----------–---–ს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი