გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.08.2019
საქმის ნომერი
010210018002647840
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
05.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210018002647840

2-4021/18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05/08/2019 წელი ქ. ბათუმი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე _ ჯ--–--- გ--------ე

წარმომადგენლები _ ნ----- გ--------ე

მოპასუხე - ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ი“

წარმომადგენელი - ვ-–-----------–--ლი

დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

ჯ--–--- გ--------ემ სარჩელი აღძრა ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:

- ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ 2018 წლის 7 სექტემბრის №07------------ ბრძანება ჯ--–--- გ--------ისათვის საყვედურის გამოცხადების თაობაზე;

- 2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებლის ბრალით შეწყვეტილად გამოცხადდეს შრომითი ურთიერთობა.

- 2018 წლის 15 ოქტომბერს დაწყებული გაფიცვა შეწყვეტილად გამოცხადდეს 2018 წლის 31 ოქტომბერს;

- ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ ჯ--–--- გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1 დღის ხელფასის - 20 ლარის ანაზღაურება;

-ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ ჯ--–--- გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის - 50 ლარის ანაზღაურება;

-ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ ჯ--–--- გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს ბიულეტენზე ყოფნის გამო ხელფასის სახით 250 ლარის ანაზღაურება;

- 2018 წლის ნოებრისა და დეკემბრის თვის ხელფასის სახით 1250 ლარის ანაზღაურება;

--ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ ჯ--–--- გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 450 ლარის ოდენობით;

სარჩელი დასაბუთებ---–-- შემდეგი არგუმენტებით:

2018 წლის 22 მარტს, ა(ა)იპ „ჩ--------–-----------მა“ ჯ--–--- გ--------ესთან გააფორმა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ჯ--–--- გ--------ე დასაქმდა ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ბ--–---------–ში აღმზრდელად. გამოსაცდელი ვადა ამოეწურა 2018 წლის 22 ივნისს, რის შემდეგაც მასთან გაფორმებული იქნა 1 წლიანი ხელშეკრულება. შემდეგში, 2018 წლის სექტემბერში ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ხ------- ჯ------ემ, ჯ--–--- გ--------ე მოატყუა და ხელი მოაწერინა ივნისის თვით დათარიღებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 2018 წლის ბოლომდე. ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ბ--–---------–ის მართვა ჩაბარებული აქვს ხ------- ჯ------ეს, რომელიც მუდმივ ზეწოლას ახორციელებდა მოსარჩელეზე და სხვა თანამშრომლებზე, კერძოდ, აძლევდა უსაფუძვლო შენიშვნებს, ზედმეტ დავალებებს, საყვედურებს, ავიწროებდა და მასზე ახდენდა ზეწოლას. მისი მიზანი იყო ჯ--–--- გ--------ისაგან მიეღო მონური მორჩილება. ამ მეთოდებით ხ------- ჯ------ე მოსარჩელეს სამსახურში უქმნიდა გაუსაძლის მდგომარეობას. თუმცა ხ------- ჯ------ემ ვერ მიაღწია შედეგს, რის გამოც მას მოსთხოვა ჯერ დაბალ პოზიციაზე გადასვლა, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა. ჯ--–--- გ--------ემ თავისი ინტერესების დასაცავად 2018 წლის 20 აგვისტოს მიმართა ადვოკატ ნ----- გ--------ეს და მასთან გააფორმა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულების ფარგლებში ადვოკატს გადასცა რიგი დოკუმენტები, სადაც ერთ-ერთი იყო სამსახურებრივი ჩანაწერი, რასაც აღმზრდელები აწარმოებდნენ სამუშაოს პერიოდში. აღნიშნული ჩანაწერების ადვოკატზე გადაცემის გამო ა(ა)იპ „ჩ--------–-----------მა“ 2018 წლის 7 სექტემბერს ჯ--–--- გ--------ეს გამოუცხადა საყვედური. მოსარჩელის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საყვედურის გამოცხადების თაობაზე ბრძანება უკანონოა, რადგანაც ჯ--–--- გ--------ეს ჰქონდა უფლება ადვოკატისათვის გადაეცა ყველა ის დოკუმენტი, რაც მისი ინტერესების დასაცავად იყო საჭირო. ადვოკატი არ არის ის მესამე პირი, ვისზეც არ შეიძლებოდა აღმზრდელის ჩანაწერების გადაცემა. აღნიშნულის გამო მიიჩნევს, რომ სახდელის დაკისრების თაობაზე ბრძანება უკანონოა და უნდა გაუქმდეს.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს რომ ხ------- ჯ------ის ზეწოლის გამო ჯ--–--- გ--------ე ვეღარ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. გარდა ამისა ხ------- ჯ------ის დავალებით მის წინააღმდეგ გამოვიდნენ სხვა თანამშრომლებიც. აღნიშნულის გამო 2018 წლის 15 ოქტომბერს ჯ--–--- გ--------ემ გამოაცხადა გაფიცვა, რაც გაგრძელდა 2018 წლის 31 ოქტომბრამდე. ამ თარიღის შემდეგ მოსარჩელეს მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობა აკავშირებდა 2018 წლის 1 იანვრამდე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ მოსარჩელეს კუთვნილი ხელფასი 1250 ლარი არ გადაუხადა. მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს კუთვნილი ხელფასის ანაზღაურება. მას ასევე მისაღები აქვს 2018 წლის 2 ოქტომბრის ხელფასი - 20 ლარი.

 

2018 წლის 3 ოქტომბერს მოსარჩელე ავადმყოფობის გამო გავიდა საავადმყოფო ფურცელზე. ბიულეტენი დაიხურა 2018 წლის 15 ოქტომბერს. მოპასუხეს წარუდგინა ავადმყოფობის ფურცელი და მოითხოვა ბიულეტენზე ყოფნის პერიოდის ანაზღაურება. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და მას არ აუნაზღაურა კუთვნილი სარგო 230 ლარი.

მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ხ------- ჯ------ემ დაავალა, რომ ტრენინგის პროექტი წარედგინა და სწავლება ჩაეტარებინა თ---–-სის ბ--–---------–იდან ჩამოყვანილი ბავშვებისათვის არასამუშაო დროს. ჯ--–--- გ--------ემ აღნიშნული დავალება შეასრულა, რის შემდეგადაც მას გაუჩნდა ანაზღაურების მიღების უფლება. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და ჯ--–--- გ--------ეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ღირებულება 50 ლარი არ აუნაზღაურა.

 

მოსარჩელე მიიჩნევს რომ მოპასუხის ზეწოლა და ყველა ის ქმედება, რაც მის მიმართ იქნა განხორციელებული წარმოადგენს მორალურ ზიანს და ამ ზიანის ანაზღაურებისათვის მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს 450 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ჯ--–--- გ--------ე მუშაობდა ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ში“ ბ--–---------–ში აღმზრდელად. ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას გამოცხადებული ჰქონდა საყვედური. ასევე ჯ--–--- გ--------ემ 2018 წლის 15 ოქტომბერს გამოაცხადა გაფიცვა. განმარტავს რომ ბ--–---------–ი შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას და მისი მესამე პირებზე გადაცემა აკრძალულია. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტია აღმზრდელის ჩანაწერები, სადაც აღმზრდელი წერს აღსაზრდელის სახელს, გვარს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და სხვა პირადი ხასიათის ინფორმაციას. ამ დოკუმენტის გადაცემა მესამე პირებზე დაუშვებელია. ჯ--–--- გ--------ემ დაარღვია კონფიდენციალობის დაცვის პირობა და აღმზრდელის ჩანაწერები გადასცა მესამე პირს, ადვოკატს ნ----- გ--------ეს. მიაჩნია რომ ნ----- გ--------ისათვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა კონფიდენციალობის დარღვევაა და აღნიშნულის გამო 2018 წლის 7 სექტემბერს საყვედური გამოუცხადა სწორად.

 

მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ 2018 წლის 15 ოქტომბერს ჯ--–--- გ--------ემ ნამდვილად გამოაცხადა გაფიცვა, რაშიც დამსაქმებელს ხელი არ შეუშლია. მან 31 ოქტომბერს მიმართა დამსაქმებელს გაფიცვის დასრულების თაობაზე, თუმცა ის სამსახურში აღარ გამოცხადებულა. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ 31 ოქტომბერს მოსარჩელემ თვითონ შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილად აღიარებულ იქნას დამსაქმებლის ბრალით.

 

ფულადი თანხების მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ჯ--–--- გ--------ეს ანაზღაურებული აქვს ყველა იმ სამუშაოს ღირებულება, რაც მას აქვს შესრულებული. მათ შორის 2018 წლის 2 ოქტომბრის ანაზღაურება. ზეგანაკვეთურ სამუშაოს შესრულებას უარყოფს და ამ ნაწილში მოთხოვნას მიიჩნევს უსაფუძვლოდ. ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ამ თვეებში მოსარჩელე სამსახურში არ გამოცხადებულა და მას ანაზღაურება არ ეკუთვნის. ხოლო ბიულეტენის ხელფასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მოსარჩელემ დამსაქმებელს არ წარუდგინა ბიულეტენზე ყოფნის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი, რის გამოც მას 230 ლარი სწორად არ აუნაზღაურდა.

მორალურ ზიანთან დაკავშირებით განმარტავს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულის მიმართ ჰქონდა მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობა და ამ სახელშეკრულებო ურთიერთობებში მოვალეობის შესრულების მოთხოვნა, არ წარმოადგენს ზეწოლას. შესაბამისად, მას მოპასუხისაგან მორალური ზიანი არ განუცდია.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2018 წლის 22 მარტს ა(ა)იპ „ჩ--------–-----------სა“ და ჯ--–--- გ--------ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჯ--–--- გ--------ე 3 თვის გამოსაცდელი ვადით დასაქმდა ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ბ--–---------–ში აღმზრდელის თანამდებობაზე. მისი ხელფასი განისაზღვრა თვეში 400 ლარით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება ტ. 1. ს.ფ 16-21

 

3.1.2. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ჯ--–--- გ--------ემ მუშობა გააგრძელა ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ბ--–---------–ში აღმზრდელის თანამდებობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. სადაო არაა ის გარემოება, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში ჯ--–--- გ--------ესა და ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ბ--–---------–ის ადმინისტრაციას შორის ურთიერთობა დაიძაბა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.4. ჯ--–--- გ--------ემ იურიდული დახმარება სთხოვა ადვოკატ ნ----- გ--------ეს, რომელიც იმავდროულად მისი დაა. 2018 წლის 20 აგვისტოს ჯ--–--- გ--------ესა და ნ----- გ--------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე, რომლის საფუძველზეც ნ----- გ--------ემ იკისრა ვალდებულება დაიცვას ჯ--–--- გ--------ის ინტერესები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 20 აგვისტოს ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე; ტ.1. ს.ფ. 27-28

 

3.1.5. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ჯ--–--- გ--------ემ 2018 წლის 20 აგვისტოს ნ----- გ--------ეს გადასცა აღმზრდელის ჩანაწერები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.6. აღმზრდელის ჩანაწერების ნ----- გ--------ისათვის გადაცემა ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ბ--–---------–ის ადმინისტრაციამ მიიჩნია კონფიდენციალობის დარღვევად, რის გამოც მას 2018 წლის 7 სექტემბერს გამოუცხადა საყვედური.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჩ--------–-----------ის ბრძანება ტ.1. ს.ფ. 86

 

3.1.7. 2018 წლის 3 ოქტომბერს ჯ--–--- გ--------ემ ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ წერილობით აცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდება სამსახურში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჯ--–--- გ--------ის განცხადება ტ.1.ს.ფ. 40

 

3.1.8. 2018 წლის 4 ოქტომბერს ჯ--–--- გ--------ემ ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ აცნობა რომ ხ------- ჯ------ის მხრიდან ადგილი აქვს ფსიქოლოგიურ ძალადობას, განიცდის ზეწოლას, ასევე არ აქვს უსაფრთხო სამუშაო გარემო. ფსიქოლოგიური ძალადობის გამო არის სტრესის ქვეშ, აღნიშნულის გამო აცხადებს გაფიცვას და სამსახურში არ გამოცხადდება 2018 წლის 16 ოქტომბრამდე. შემდეგში დააზუსტა და გაფიცვის თარიღად აცნობა 2018 წლის 15 ოქტომბრიდან 2018 წლის 31 ოქტომბრამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჯ--–--- გ--------ის განცხადება ტ.1.ს.ფ 41, 44-45

 

3.1.9. ჯ--–--- გ--------ემ საავადმყოფო ფურცელი წარუდგინა ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ და მოითხოვა ხელფასის ანაზღაურებისას მას აუნაზღაურონ ბიულეტენზე ყოფნის პერიოდის თანხებიც. მოპასუხემ ჩათვალა, რომ საავადმყოფო ფურცელი არ შეეს---მებოდა დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ №281/ნ ბრძანებას. მოთხოვნილ იქნა სამი დღის ვადაში წარმოადგინოს კანონის დაცვით შედგენილი საავადმყოფო ფურცელი. უდაოა, რომ ჯ--–--- გ--------ეს ახალი საავადმყოფო ფურცელი არ წარუდგენია და მოპასუხემაც ბიულეტენზე ყოფნის პერიოდის თანხა არ აუნაზღაურა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მიმართვა ტ.1.ს.ფ 229

საავადმყოფო ფურცელი ტ. 1. ს.ფ. 206-207

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.10. უდაოა რომ ჯ--–--- გ--------ემ გაფიცვა დაასრულა 2018 წლის 31 ოქტომბერს. თუმცა ის სამსახურში აღარ გამოცხადებულა. უდაო გარემოებაა, რომ მისი სამსახურში გამოუცხადებლობის გამო მოპასუხეს რაიმე ღონისძიება არ გაუტარებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.11. ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ შემუშავებული აქვს შინაგანაწესი. და თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დასახელებული შინაგანაწესით. ჯ--–--- გ--------ე მას გაეცნო 2018 წლის 1 ივლისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

იხ. შინაგანაწესი ტ. 2. ს.ფ.34-48.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებებია:

- მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი (მოსარჩელე ამტკიცებს, რომ შრომითი ურთიერთობა მოპასუხის ბრალით შეწყდა, ხოლო მოპასუხე ამტკიცებს, რომ 2018 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ მოსარჩელე სამსახურში არ გამოცხადდა და ამ გზით თავად შეწყვიტა შრომითი ურთიერობა);

- ჯ--–--- გ--------ისათვის 2018 წლის 2 ოქტომბრის ხელფასის - 20 ლარის ანაზღაურების ფაქტი;

- ჯ--–--- გ--------ის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ფაქტი;

- ჯ--–--- გ--------ის ბიულეტენზე ყოფნის ფაქტი;

- 2018 წლის ნოებრისა და დეკემბრის თვეში ჯ--–--- გ--------ე იყო თუ არა ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ თანამშრომელი;

-ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ მიერ ჯ--–--- გ--------ისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი;

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. გარდა ამისა სხვა სადაო საკითხები დამოკიდებ---–-- ფაქტების შეფასებაზე და იგი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას.

 

3.2.3. სადაო ფაქტებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ თითოეული მხარის მიერ დასახელებული ფაქტების არსებობას. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.

 

3.2.4. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

3.2.5. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებ---–-- შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. სადაო ფაქტობრივ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევა ისეთი შემთხვევაა, როდესაც მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ მან შეასრულა ზეგანაკვეთური სამუშაო, იმყოფებოდა ბიულეტენზე და ა(ა)იპ „ჩ--------–-----------მა“ მას მიაყენა მორალური ზიანი. დასახელებული ფაქტების უარყოფის დამტკიცების ვალდებულება მოპასუხეს არ აქვს. მისი ვალდებულებაა გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტების დასამტკიცებლად წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

3.2.6. მოპასუხის ვალდებულებაა დაამტკიცოს, რომ მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2018 წლის 31 ოქტომბერს, ასევე ჯ--–--- გ--------ეს აუნაზღაურა 2018 წლის 2 ოქტომბრის ხელფასი - 20 ლარი.

 

3.2.7. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

 

3.2.8. მოპასუხის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2018 წლის 31 ოქტომბერს. მოპასუხეს, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს, შესაბამისად იგი სასამართლომ არ გაიზიარა. მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა 2018 წლის 31 ოქტომბერს არ შეწყვეტილა.

 

3.2.9. მოსარჩელის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ 2018 წლის 22 ივნისს ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ და ჯ--–--- გ--------ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 1 წლის ვადით. 2018 წლის სექტემბერში ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ხ------- ჯ------ემ, ჯ--–--- გ--------ე მოატყუა და ხელი მოაწერინა ივნისის თვით დათარიღებულ ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 2018 წლის ბოლომდე. ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის აუცილებელია არსებობდეს ხელშეკრულება, სადაც მითითებული იქნება, რომ შრომითი ურთიერთობის ვადა შეადგენს 1 წელს. მოსარჩელეს ასეთი ხელშეკრულება არ აქვს, მოპასუხე კი ამ ფაქტის არსებობას უარყოფს. ამასთან გაურკვეველია როგორ ან რატომ უნდა მოტყუებულიყო მოსარჩელე. თუ ვადები სხვა ხელშეკრულებით შეიცვალა, მაშინ ცვლილებასთან დაკავშირებით მას პრეტენზია დროულად უნდა ჰქონოდა, ან კიდე მან უნდა ახსნას რაში გამოიხატება მოტყუება, რატომ ვერ მიხვდა, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა შემცირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს მყარი და დამაჯერებელი არგუმენტი არ აქვს. ის ვერ ხსნის შეცდომაში შეყვანის ობიექტურ მიზეზს. შესაბამისად დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა 2018 წლის 22 ივნისს ერთი წლის ვადით არ განსაზღვრულა.

 

3.2.10. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია როდის შეწყდა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მათ შორის შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა, რადგანაც მოპასუხეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. თავის მხრივ მოპასუხე მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობა ჯ--–--- გ--------ემ შეწყვიტა 2018 წლის 31 ოქტომბერს. მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის თარიღზე მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ 2018 წლის 22 ივნისის ხელშეკრულებით. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ მათ შორის შრომითი ურთიერთობა დასრულდეს 2018 წლის 31 დეკემბერს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არცერთი არ ადასტურებს მას, რომ მათ შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა ვადაზე ადრე. მოსარჩელის სამსხურში გამოუცხადებლობა კი არ წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2018 წლის 31 დეკემბერს, ანუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე.

იხ. ტ. 1. ს.ფ. 103-113

 

3.2.11. ჯ--–--- გ--------ე ამტკიცებს, რომ 2018 წლის 2 ოქტომბრის ხელფასი, 20 ლარი არ აქვს მიღებული. მოპასუხე ამტკიცებს, რომ ამ დღის ანაზღაურება სრულად აქვს გადახდილი. სასამართლო განმარტავს, რომ ხელფასის გაცემა ფაქტობრივი გარემოებაა. ის უნდა მტკიცდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებით. თუ მან 2018 წლის 2 ოქტომბრის ანაზღაურება მოსარჩელეს გადაუხადა, მაშინ მას ამის მტკიცებულებაც უნდა ჰქონდეს. ასეთი მტკიცებულების არარსებობა მოსარჩელის არგუმენტის ნამდვილობის ტოლფასია. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, რომ ჯ--–--- გ--------ეს 2018 წლის 2 ოქტომბრის ხელფასი - 20 ლარი მიღებული აქვს. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 2 ოქტომბრის ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ქ------–-------–---------------------------–--ის თანამშრომელთა კრების ოქმი. მასში მითითებულია, რომ ჯ--–--- გ--------ე ესწრებოდა კრებას. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ ჯ--–--- გ--------ე 2 ოქტომბერს სამსახურში იმყოფებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა

მას 2018 წლის 2 ოქტომბრის ხელფასი 20 ლარი არ აქვს მიღებული.

იხ. კრების ოქმი. ტ. 1. ს.ფ. 118-119

 

3.2.12. საქმეში მოწმის სახით დაკითხული იქნა ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ბ--–---------–ის თანამშრომლები ე-–--------- ს------–---–ი და ქ--------- ო-----------ე. მათი განმარტებით დგინდება, რომ 2018 წლის ზაფხულში ა(ა)იპ „ჩ--------–-----------მა“ ქობულეთში ნამდვილდ ჩამოიყვანა სხვა ბ--–---------–ის ბავშვები და ერთი დღის განმავლობაში მათ მოემსახურა მოსარჩელე. საქმის მასალებით დგინდება, რომ ის დღე, როცა მოსარჩელე მოპასუხეს სხვა ბავშვებთან მუშაობაში დაეხმარა, არ იყო სამუშაო დღე. მიუხედავად ამისა მოსარჩელემ სამუშაოები შეასრულა.

იხ. მოწმეთა ჩვენება.

 

3.2.13. 2018 წლის 3 ოქტომბერს ჯ--–--- გ--------ემ ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ აცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადის სამკურნალო კურსს. როგორც საქმეში წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლიდან ჩანს ჯ--–--- გ--------ე მკურნალობას გადის 2018 წლის 3 ოქტომბრიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. მუშაობის გაგრძელება რეკომენდირებულია 2018 წლის 16 ოქტომბრიდან. დასახელებული დოკუმენტის ნამდვილობაზე მოპასუხეს პრეტენზია არ აქვს, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ საავადმყოფო ფურცელი არ შეესაბამებოდა დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ #281/ნ ბრძანებას. მოთხოვნილ იქნა სამი დღის ვადაში წარმოადგინოს კანონის დაცვით შედგენილი საავადმყოფო ფურცელი. ჯ--–--- გ--------ემ ახალი საავადმყოფო ფურცელი არ წარუდგინა და მოპასუხემაც ბიულეტენზე ყოფნის პერიოდის თანხა არ აუნაზღაურა. ფაქტობრივად მოპასუხემ სადაო გახადა მოსარჩელის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის საკითხი. საქმეში წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცელის ნამდვილობა მხარეთა შორის დავას არ იწვევს, შესაბამისად დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული ის გარემოება, რომ ჯ--–--- გ--------ე მკურნალობას გადიოდა 2018 წლის 3 ოქტომბრიდან 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. შესაბამისად ის იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.

იხ. საავადმყოფო ფურცელი ტ.1.ს.ფ. 206-207

 

3.2.14. ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ მორალური ზიანის მიყენება. მოსარჩელე განმარტავს, რომ ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ბ--–---------–ის ერთერთი ხელმძღვანელი ხ------- ჯ------ე აძლევდა უსაფუძვლო შენიშვნებს, ზედმეტ დავალებებს, საყვედურებს, ავიწროებდა და მასზე ახდენდა ზეწოლას. მისი მიზანი იყო ჯ--–--- გ--------ისაგან მიეღო მონური მორჩილება. ამ მეთოდებით ხ------- ჯ------ე სამსახურში უქმნიდა გაუსაძლის მდგომარეობას. თუმცა ხ------- ჯ------ემ ვერ მიაღწია შედეგს, რის გამოც მას მოსთხოვა ჯერ დაბალ პოზიციაზე გადასვლა, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა. მიიჩნევს, ამ გზით მას მოპასუხემ მიაყენა მორალური ზიანი. სასამართლო ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ თუ დამსაქმებელი დასაქმებულის დამორჩილების მიზნით განზრახ აძლევს შენიშვნებს, ზედმეტ დავალებებს, უსაფუძვლო საყვედურებს, ავიწროებს, მასზე ახდენს კანონსაწინააღმდეგო ზეწოლას, შესაძლებელია ასეთმა ქმედებამ დასაქმებულს მიაყენოს მორალური ზიანი, მაგრამ პირველ რიგში ასეთი ფაქტი უნდა დადასტურდეს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნამდვილად დასტურდება, რომ ხ------- ჯ------ე მოსარჩელეს აძლევს მითითებებს, შენიშვნებს, რჩევებს, დავალებებს, მაგრამ ყველა ეს მოქმედება გამომდინარეობს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებიდან. შენიშვნები და დავალებები არ უკავშირდება მესამე ხარისხოვან თემებს. ყველა მათგანი დაკავშირებულია აღმზრდელის მოვალეობის შესრულებასთან. ამასთან შენიშვნებს, საყვედურებსა და დავალებებს მხოლოდ მოსარჩელე არ ღებულობდა. სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა ე-–--- რ-------ე, რომელიც ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ბ--–---------–ის აღმზრდელია. მან მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ ბ--–---------–ში აღმზრდელის მუშაობა კონტროლდება. ერთერთი მაკონტროლებელი პირია ხ------- ჯ------ე, რომელიც მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასთან დაკავშირებით ყველა აღმზრდელს აძლევს შენიშვნებს. ასეთი შენიშვნები ყოველდღიურ ხასიათს ატარებს და მისი მიზანია ბავშვთა აღზრდის პროცესში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს სხვა აღმზრდელებმაც კერძოდ ნ----- ბ---–--მ, ე-–--------- ს------–---–მა და ქ--------- ო-----------ემ. მათ განმარტეს რომ შენიშვნებს ღებულობენ ჩვეულებრივ და ცდილობენ მყისიერ გამოსწორებას. ჯ--–--- გ--------ე კი ამ ტიპის შენიშვნებს თვლიდა ზეწოლად და შენიშვნების მიმართ გამოხატავდა აშკარა უკმაყოფილებას.

იხ. მოწმეთა ჩვენებები

 

3.2.15. სასამართლო ასევე გაეცნო ხ------- ჯ------ის შენიშვნებსაც. იგი საქმეშია წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერების სახით. მიმოწერების შინაარსი არის შემდეგი კატეგორიის: - ხ------- ჯ------ე ჯ--–--- გ--------ეს შენიშვნებს აძლევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების ცალკეულ ეპიზოდებთან დაკავშირებით, რაზეც ჯ--–--- გ--------ე ასევე ელექტრონულად პასუხობს და არ ღებულობს შენიშვნებს. წერს, რომ მის მიმართ გამოხატული პრეტენზიები უსაფუძვლოა, მეტისმეტია და აღიქვამს, როგორც ზეწოლას.

- ელექტრონული მიმართვები; ტ.1.ს.ფ 49-54; 62; 135-153; 161-167, 200,301-311

 

3.2.16. საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 18 სექტემბრის, 25 სექტემბრის და 2 ოქტომბრის ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ქ------–-------–---------------------------–--ის თანამშრომელთა 2018 წლის 18 სექტემბრის, 25 სექტემბრის და 2 ოქტომბრის კრების ოქმები, სადაც განხილულია ჯ--–--- გ--------ის საკითხი. კრების ოქმებში მითითებულია, რომ ჯ--–--- გ--------ე სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ შენიშვნებს არ იზიარებს და შენიშვნებზე გამოთქვამს უკმაყოფილებას. კრების მონაწილეებმა ჯ--–--- გ--------ეს მისცეს რჩევა-დარიგებები, რომ შენიშვნა არ უნდა აღიქმებოდეს კონფლიქტად და დაძაბულობად;

იხ. კრების ოქმები ტ.1.ს.ფ.114-119;

 

3.2.17. კრების ოქმების, ელექტრონული მიმოწერებისა და მოწმეთა განმარტების საფუძველზე სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხ------- ჯ------ის შენიშვნები და დავალებები მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისაკენ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ 2018 წლის 2 ოქტომბრის და ნოემბერ-დეკემბრის თვის ხელფასის, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების და ბიულეტენის თანხის, ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტილად აღიარების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივად, ხოლო გაფიცვის შეწყვეტის ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. სხვა ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს კონსტიტუცია.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- საქართველოს შრომის კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ,,1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით”. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლით ,,შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული”.

 

საქმის განხილვით დადგინდა, რომ 2018 წლის 22 მარტს ა(ა)იპ „ჩ--------–-----------სა“ და ჯ--–--- გ--------ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჯ--–--- გ--------ე 3 თვის გამოსაცდელი ვადით დასაქმდა ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ბ--–---------–ში აღმზრდელის თანამდებობაზე. მისი ხელფასი განისაზღვრა თვეში 400 ლარით. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ჯ--–--- გ--------ემ მუშობა გააგრძელა ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ბ--–---------–ში იმავე თანამდებობაზე. 2018 წლის 7 სექტემბერს მას დაედო დისციპლინური სახდელი - საყვედური. მოსარჩელე სადაოდ ხდის დისციპლინური სახდელის კანონიერებას. საკითხის გასარკვევად, მოსარჩელეს სახდელი დაეკისრა თუ არა კანონიერად და საფუძვლიანად, უნდა შემოწმდეს საყვედურის გამოცხადების საფუძველი. ასევე შეფასება მიეცეს სახდელის საფუძვლად გამოყენებული გარემოებები, არის თუ არა გადაცდომა.

 

6.2. მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს დისციპლინური სახდელი დაედო შინაგანაწესის დარღვევისათვის. საქართველოს შრომის კოდექსის 13-ე მუხლის პირველი ნაწილით დამსაქმებელს მიენიჭა უფლება დაადგინოს შრომის შინაგანაწესი, მაგრამ იმავდროულად დაავალდებულა შინაგანაწესი გააცნოს დასაქმებულს. შრომის შინაგანაწესის შინაარსი მოცემულია ამავე კოდექსის 13.2 მუხლში, რომლის მიხედვითაც შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს:

ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა;

ბ) დასვენების ხანგრძლივობა;

გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;

ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;

ვ) შრომის პირობების დაცვის წესები;

ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი;

თ) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი.

3. სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა შრომის შინაგანაწესით შეიძლება განსაზღვროს სპეციალური წესები”.

 

უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ შემუშავებული აქვს შინაგანაწესი და თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დასახელებული შინაგანაწესით. მნიშვნელოვანია მისი დებულებები, ასევე მნიშვნელოვანი საკითხი მასზე გაცნობილია თუ არა მოსარჩელე. საქმეში წარმოდგენილია შინაგანაწესის ერთი ეგზემპლარი, სადაც მითითებულია, რომ ჯ--–--- გ--------ე გაეცნო შინაგანაწესს და მის გაცნობაზე ხელი მოწერილი აქვს 2018 წლის 1 ივლისს. ამდენად ის შინაგანაწესზე გაცნობილია (იხ. შინაგანაწესი ტ. 2. ს.ფ. 34-48).

 

6.3. შინაგანაწესის მიხედვით აღმზრდელი ვალდებულია შეავსოს ჟურნალი და მოამზადოს ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ. მისივე ვალდებულებაა დაიცვას კონფიდენციალურობის საკითხები. შინაგანაწესის 11-ე მუხლით ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურია. ამავე მუხლით, ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია (ჯანმრთელობა, ოჯახი, ქცევითი თვისებები და სხვა) საჯაროდ არ განიხილება. ბენეფიციარის პირადი საქმე ინახება არახელმისაწვდომ ადგილზე. (იხ. შინაგანაწესი ტ. 1. ს.ფ. 87-101)

 

6.4. გარდა შინაგანაწესისა, დასაქმებულის ქცევის წესები დადგენილია მხარეთა შორის 2018 წლის 22 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. შინაგანაწესის მსგავსად ხელშეკრულებითაც განსაზღვრულია კონფიდენციალური ინფორმაცია და მასში განმარტებულია, რომ ეს ნიშნავს ნებისმიერ კონფიდენციალურ ან პირადი ხასიათის ინფორმაციას, რომელიც ზოგადად არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და რომელიც ეხება დამსაქმებლის საქველმოქმედო ან მასთან დაკავშირებულ სხვა სახის საქმიანობას, რომლის შესახებაც დამსაქმებლისათვის ცნობილი გახდა და რომელზეც მას ხელი მიუწვდება მისი დამსაქმებელთან მოღვაწეობის შედეგად. ხელშეკრულების 8.2 პუნქტით დასაქმებული ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია მისი ხელმისაწვდომობისა და გავრცელებისაგან. ხოლო 11-ე პუნქტი კრძალავს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას (იხ. შრომითი ხელშეკრულება ტ.1.ს.ფ.103-111)

 

6.5 ამდენად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და შინაგანაწესით განსაზღვრული ვალდებულება მასზედ, რომ გამჟღავნებისაგან დაცული იქნას კონფიდენციალური ან პირადი ხასიათის ინფორმაცია. ასევე დაკონკრეტებულია, რომ ასეთი ინფორმაციაა, ის ინფორმაცია, რომელიც ზოგადად არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და რომელიც ეხება დამსაქმებლის საქველმოქმედო ან მასთან დაკავშირებულ სხვა სახის საქმიანობას, რომლის შესახებაც დამსაქმებლისათვის ცნობილი გახდა და რომელზეც მას ხელი მიუწვდება მისი დამსაქმებელთან მოღვაწეობის შედეგად (იხ. შრომითი ხელშეკრულება ტ.1.ს.ფ.103-111; შინაგანაწესი ტ. 1. ს.ფ. 87-101 ).

 

6.6. დადგენილია, რომ ჯ--–--- გ--------ემ ნ----- გ--------ეს გადასცა ყოველდღიური ანგარიშის ფორმა, რომელსაც მორიგეობის დასრულების შემდეგ ავსებს მორიგე-აღმზრდელი. თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ ერთ-ერთი ასეთი ანგარიში რომელიც შედგენილია 2018 წლის 5 სექტემბერს. მასში მითითებულია კონკრეტული კითხვარები, მაგალითად: რამდენი ბენეფიციარია დღეს ბ--–---------–ში, ავად არის თუ არა რომელიმე ბენეფიციარი, იღებს თუ არა რომელიმე ბენეფიციარი მედიკამენტს, ასევე მითითებულია მათი პასუხები. მასში მითითებულია რომ ბ--–---------–შია 10 ბენეფიციარი, ს--- ბ---–----ეს აქვს ჰიპოტროფია იღებს სხვადასხვა პრეპარატებს. პრეპარატებს ღებულობს ასევე რ---- ბ---–----ე, რ----- გ-----------–---–ი დიეტაზეა ვიზიტორებად მოსულები იყვნენ გ--- ვ------–--ის დედა ე----------–--ე და სხვა ინფორმაცია. (იხ. ყოველდღიური ანგარიშის ფორმა ტ.1. ს.ფ. 217-219). ასეთივე შინაარსისაა სხვა ანგარიშებიც. თითოეულ მათგანში მითითებულია სხვადასხვა ბავშვებთან გატარებული ღონისძიებები, ვიზიტორები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და შინაგანაწესით და განმარტავს, რომ ყოველდღიური ანგარიშის ფორმაში მითითებული ინფორმაცია ატარებს, როგორც პირადი ხასიათის, ისე კონფიდენციალური ინფორმაციის შინაარს, რადგანაც იგი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, ეხება დამსაქმებლის საქველმოქმედო ან მასთან დაკავშირებულ სხვა სახის საქმიანობას, და მის შესახებ დამსაქმებლისათვის ცნობილი გახდა და მასზე ხელი მიუწვდება დამსაქმებელთან მოღვაწეობის შედეგად. სწორედ ასეა განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციის მცნება შინაგანაწესის მეთერთმეტე მუხლში და ხელშეკრულების 11-ე მუხლში. ამავე მუხლებითაა მისი დაცვის ვალდებულება განსაზღვრული.

 

6.7. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს უფლება არ ჰქონდა კონფიდენციალური ინფორმაცია გადაეცა მესამე პირებისათვის მან ეს ინფორმაცია გადასცა მის ადვოკატს. საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელია განიმარტოს ადვოკატისათვის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა წარმოადგენს თუ არა კონფიდენციალობის წესების დარღვევად. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება და შინაგანაწესი არ შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევებს. კონფიდენციალური ინფორმაცია შესაძლებელია ხელმისაწვდომი იყოს იმ პირთათვის, ვისი საქმიანობაც უშუალოდ ამ დოკუმენტებთანაა სამსახურეობრივად დაკავშირებული. რა მიზანს ემსახურებოდა ადვოკატზე მისი გადაცემა? ამ კითხვის პასუხი მარტივია. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა ზეწოლა და თავისი ინტერესების დასაცავად მიმართა ადვოკატს, მაგრამ მისი ინტერესების დაცვა ადვოკატს უნდა განეხორციელებინა კანონით განსაზღვრული ფორმებით. რათქმა უნდა კანონი ადვოკატს არ ზღუდავდა მიეღო თუნდაც კონფიდენციალური ინფორმაცია, მაგრამ თვით მოსარჩელეს არ ჰქონდა ამ ტიპის ინფორმაციის ადვოკატისათვის გადაცემისა. ნებისმიერი პირისათვის (გარდა სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებული პირებისა) კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა წარმოადგენს კონფიდენციალურობის დარღვევად. შესაბამისად მოსარჩელის მიერ ადვოკატისათვის აღმზრდელის მიერ შევსებული ყოველდღიური ანგარიშის ფორმის გადაცემა შეფასებული უნდა იქნას ხელშეკრულების 11-ე მუხლის თითოეული პუნქტის დარღვევად.

 

6.8. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელება მოპასუხემ მიიჩნია დისციპლინურ გადაცდომად და მას შეუფარდა საყვედური. ხელშეკრულების 17-ე მუხლით დისციპლინურ გადაცდომად ითვლება თანამშრომლის მიერ ხელშეკრულების, ინსტრუქციების და შინაგანაწესის უხეში დარღვევა, მათ შორის კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება. ამ ტიპის დარღვევისათვის შინაგანაწესის 18-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინურ პასუხისმგებლობას, მათ შორის საყვედურს.

 

6.9. ამდენად, მოსარჩელემ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ადვოკატს მართლსაწინააღმდეგოდ გადასცა მოპასუხის კუთვნილი კონფიდენციალური ინფორმაცია. დასახელებული ინფორმაცია არ ეკუთვნებოდა მოსარჩელეს და მას უფლება არ ჰქონდა ადვოკატისათვის გადაეცა მოპასუხის კუთვნილი კონფიდენციალური ინფორმაცია, რის გამოც მის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო საფუძვლიანად და სახდელის სახით საყვედური შეეფარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა დ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.10. მოსარჩელე მოითხოვს სასამართლომ აღიაროს, რომ მოპასუხესთან შრომითი ურთიერთობა 2019 წლის 1 იანვრიდან შეწყვეტილია დამსაქმებლის ბრალით. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს შრომის კოდექსის მეორე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. გარდა ამისა ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლით განსაზღვრულია, რომ შრომითი ურთიერთობა წარმოიშვას დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

დასახელებულ ნორმებზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობის დაწყება დამოკიდებულია მხარეთა შეთანხმებაზე. ცალმხრივად შრომითი ურთიერთობის დაწყება შეუძლებელია, რადგანაც შრომითი ურთიერთობა ორმხრივი გარიგებაა და მას აუცილებლად სჭირდება მხარეთა ნების გამოვლენა. მტკიცებულებებით დადგინდა და მხარეებიც არ დაობენ მასზედ, რომ 2018 წლის 22 მარტს ა(ა)იპ „ჩ--------–-----------სა“ და ჯ--–--- გ--------ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჯ--–--- გ--------ე 3 თვის გამოსაცდელი ვადით დასაქმდა ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ბ--–---------–ში აღმზრდელის თანამდებობაზე. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ჯ--–--- გ--------ემ მუშობა გააგრძელა ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ბ--–---------–ში აღმზრდელის თანამდებობაზე. 2018 წლის 22 ივნისს ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ და ჯ--–--- გ--------ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 2018 წლის 31 დეკემბრამდე. შესაბამისად მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა წარმოიშვა 2018 წლის 22 მარტს და უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 31 დეკემბერს.

 

6.11. შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხია როდის შეწყდა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მათ შორის შრომითი ურთიერთობა არ შეწყვეტილა, რადგანაც მოპასუხეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. თავის მხრივ მოპასუხე მიიჩნევს, რომ ჯ--–--- გ--------ე სამსახურში აღარ გამოუცხადდა 2018 წლის 31 ოქტომბერს ამ მან ამ გზით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს შეეძლო 2018 წლის 31 ოქტომბერს ცალმხრივად მოეშალა გარიგება და გასულიყო შრომითი ურთიერთობიდან. ამისათვის აუცილებელი იყო წერილობითი ფორმით მიემართა მოპასუხისათვის და მოეთხოვა სამსახურიდან გათავისუფლება. მოსარჩელე ასე არ მოქცეულა. ის მართალია სამსახურში არ ცხადდებოდა, მაგრამ სამსახურიდან გათავისუფლებაზეც არ განუცხადებია. ეს იმას ნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე მას ნება არ გამოუვლენია. სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში არის შემთხვევები, როცა ქმედება ნების გამოვლენად აღიქმება, მაგრამ სამსახურში გამოუცხადებლობა არ ნიშნავს მას, რომ დასაქმებულმა სამსახურიდან გათავისუფლების ნება გამოავლინა. ეს ასე, რომ იყოს მთლიანად აირევა შრომითი ურთიერთობების გაგება, რადგანაც უამრავი შემთხვევაა, როცა დასაქმებული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო სამსახურში რამოდენიმე დღით არ ან ვერ ცხადდება, შემდეგ კი ჩვეულებრივ აგრძელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. თუ როგორ მოექცეს ასეთ მუშაკს დამსაქმებელი, ეს უკვე დამსაქმებლის ადმინისტრაციის გადასაწყვეტია. კანონმა მას მიანიჭა უფლება მიიღოს გადაწყვეტილება მისი გამოუცხადებლობის გამო დისციპლინური სახდელის შესახებ. თუმცა შესაძლებელია ეს არ იყოს გათავისუფლება და იყოს სხვა ღონისძიება. ყველა შემთხვევაში სახდელი უნდა იყოს დისციპლინური სამართალდარღვევის შესატყვისი და პროპორციული. როგორც განვმარტეთ სამსახურში გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის განცხადების ტოლფას ქმედებას. იგი დისციპლინური გადაცდომაა და მასზე გადაწყვეტილების მიღება დამსაქმებლის უფლებამოსილებაა. მან უნდა გამოარკვიოს გამოუცხადებლობის მიზეზები და შედეგების მიხედვით შეარჩიოს პასუხისმგებლობის ზომა. ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური, შენიშვნა, ხელფასიდან თანხის დაქვითვა და ასევე იგი შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველიც კი გახდეს. წინამდებარე შემთხვევაში მოპასუხეს დისციპლინური წარმოება არ დაუწყვია, არ გამოუკვლევია მისი გამოუცხადებლობის მიზეზები და არც გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად მათ შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა.

 

6.12. იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელე ხელფასს მოითოვს 2018 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვისათვის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ეთანხმება 2018 წლის 31 დეკემბერს შრომითი ურთიერთობის დასრულებას. მითუმეტეს მათ შორის შრომითი ურთიერთობა ფიზიკურადაც არ გაგრძელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2018 წლის 31 დეკემბერს, ანუ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია. მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა ნამდვილად 2018 წლის 31 დეკემბერს შეწყდა, მაგრამ არა დამსაქმებლის ბრალით, არამედ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო.

 

6.13. მოსარჩელე მოითხოვს 2018 წლის 15 ოქტომბერს დაწყებული გაფიცვა შეწყვეტილად გამოცხადდეს 2018 წლის 31 ოქტომბერს. სასამართლო განმარტავს, რომ გაფიცვა დასაქმებულის უფლებაა. გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე (შრომის კოდექსის 49.1 მუხლი). საქართველოს შრომის კანონმდებლობით გაფიცვა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა, კანონით დადგენილ, მკაცრ, პროცედურულ რეგულირებას ექვემდებარება, რომელთანაც კონკრეტული გაფიცვის შესაბამისობა გაფიცვის კანონიერებასა და უკანონობას განაპირობებს. კანონმდებლობა იცავს დასაქმებულის მხოლოდ კანონიერი გაფიცვის უფლებას. კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული გაფიცვა არ შეიძლება გახდეს დასაქმებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. მხარეებს გაფიცვის კანონიერებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვთ. ბუნებრივია გაფიცვა გარკვეული თარიღიდან იწყება და გარკვეული თარიღით სრულდება. მხარეებს შორის სადაო არაა ის გარემოება, რომ გაფიცვა დასრულდა 2018 წლის 31 ოქტომბერს. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, თუმცა ამ ფაქტის აღიარებას არ აქვს კანონიერი ინტერესი.

 

6.14. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს არ აქვს მიღებული 2018 წლის 2 ოქტომბრის ხელფასი. შრომის ანაზღაურების ვალდებულების საკითხი რეგულირდება შრომის კოდექსის 31-ე მუხლით. დასახელებული ნორმით დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს გადაუხადოს ხელფასი. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის ხელფასი შეადგენს თვეში ხელზე ასაღები 500 ლარს. მას ერთი დღის ხელფასად ერგება 20 ლარი. შესაბამისად ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.15. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, «ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ» საერთაშორისო პაქტის მე-7 და «ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის» 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება. დასაქმებულს ხელფასი ეძლევა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, განსაზღვრულია დასაქმებულისათვის ხელფასის გაცემის პერიოდი, რაც მოიცავს დროს სამსახურში მიღებიდან გათავისუფლებამდე. დადგენილია, რომ მოსარჩელეს არ მიუღია 2018 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასი. მართალია მოპასუხე ამტკიცებს, რომ ამ პერიოდში მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, მაგრამ მისი არგუმენტები სასამართლომ არ გაიზიარა. საქმის მასალებით 2018 წლის 31 დეკემბრამდე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არ დასტურდება. თუ მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობა მას მიაჩნდა დისციპლინურ სამართალდარღვევად, მაშინ მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება ამ საფუძვლით ჯ--–--- გ--------ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. სწორედ ამიტომ ის დასაქმებულად ითვლება 2018 წლის 31 დეკემბრამდე და შრომის კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად უნდა მიიღოს ანაზღაურება. მოსარჩელე ამ პერიოდის ხელფასად ასახელებს (ორ თვეზე) 1250 ლარს, ანუ თვეში 625 ლარს, თუმცა საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულება მასზედ, რომ მისი ხელფასი 625 ლარია. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 500 ლარს. შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს ორი თვის ხელფასის 1000 ლარის გადახდა.

 

6.16. მოსარჩელე მიუთითებს ზეგანაკვეთურ სამუშაოზე. შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია სამუშაო დროის ხანგრძლივობა. კერძოდ ,,დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო“. ამ დროისაგან განსხვავებული მოცულობის შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ითვლება. შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მესამე პუნქტით ,,ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომა თავისუფალია და მას იცავს კანონი. თავისუფალი შრომის დაცვა კონსტიტუციური, გარანტირებული უფლებაა. არავის არ აქვს უფლება დასაქმებული აიძულოს კვირაში 40 საათზე მეტი სამუშაოს შესრულება (გარდა საქ. შრომის კოდექსის 14-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 48 საათიანი სამუშაო პროცესისა), უფრო მეტიც, 40 საათზე მეტი საათით მუშაობა, დასაშვებია მხოლოდ ანაზღაურების საფუძველზე და ისიც უფრო მაღალი ანაზღაურებით ვიდრე ჩვეულებრივი სამუშაო საათებში დადგენილი ანაზღაურებაა. თუ მოსარჩელე შეასრულებდა ზეგანაკვეთურ სამუშაოს, მაშინ ის მიიღებდა ჩვეულებრივ ხელფასზე უფრო მაღალ ანაზღაურებას.

 

საქმეში წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულების ანალიზით დგინდება, რომ მხარები სამუშაო დღის ხანგრძლივობაზე შეთანხმებულნი არიან. მასში მითითებულია თუ როდის უნდა დაიწყოს სამუშაო დღე და როდის უნდა დამთავრდეს. სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეები. ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების და მისი ანაზღაურების შესახებ. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაო დროს, ასევე დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობა, რაც ანაზღაურდება ხელფასთან ერთად, თუმცა მხარეები არ არიან შეთანხმებული ანაზღაურების წესზე და პირობებზე.

 

საქმის განხილვით სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის ზაფხულში ა(ა)იპ „ჩ--------–-----------მა“ ქობულეთში ჩამოიყვანა სხვა ბ--–---------–ის ბავშვები და ერთი დღის განმავლობაში მათ მოემსახურა მოსარჩელე. შრომითი ხელშეკრულებით ის ვალდებული არ იყო სამსახურეობრივი მოვალეობა შეესრულებინა სხვა ბ--–---------–ის ბავშვებთან მიმართებაში. შესაბამისად მის მიერ სამუშაოს შესრულება უნდა ჩაითვალოს ზეგანაკვეთურ სამუშაოდ. შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისი ანაზღაურება.

 

6.17. მოსარჩელე მოითხოვს ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ დაეკისროს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის გამო 250 ლარის გადახდა. სასამართლო განმარტავს, რომ დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N281/ნ ბრძანების მესამე მუხლით განსაზღვრულია საავადმყოფო ფურცლის მცნება. კერძოდ: საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს თანდართული ფორმის (დანართი 11), დასაქმებულთა დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გაიცემა:

ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის გამო;

ბ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;

გ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო;

დ) კარანტინის გამო;

ე) შრომისუუნარობისას დროებით სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო;

ვ) პროთეზირების გამო.

2. საავადმყოფო ფურცელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, რომელსაც აქვს სერია, ნომერი და დაცვის სხვა ნიშნები.

3. საავადმყოფო ფურცლის დაბეჭდვა/გაცემას შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით. (24.09.2015 N 01-43/ნ)

 

ამდენად, საავადმყოფო ფურცელი წარმოადგენს იმის დადასტურებას, რომ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და აუცილებელია მისი მკურნალობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე 2018 წლის 3 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე იმყოფებოდა ბიულეტენზე და ექიმის რეკომენდაციით მას სამსახურის გაგრძელება შეეძლო 2018 წლის 16 ოქტომბერს, ანუ საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 13 დღე. მოსარჩელემ საავადმყოფო ფურცელი მოპასუხეს წარუდგინდა, მაგრამ მან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდის დახმარება არ გადაუხადა. მოპასუხე განმარტავს, რომ საავადმყოფო ფურცელი შევსებულია არასწორად. თუმცა მოსარჩელის ავადმყოფობა მას სადაო არ გაუხდია. სასამართლო განმარტავს, რომ საავადმყოფო ფურცლის შევსების წესს განსაზღვრავს კანონი, მაგრამ არასწორად შევსებისათვის დასაქმებული არ უნდა ისჯებოდეს. დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N 281/ნ ბრძანების 13-ე მუხლით მასზე პასუხისმგებლობა ექიმს ეკისრება. კერძოდ 1. საავადმყოფო ფურცლის უსაფუძვლოდ გაცემის, გაგრძელების ან არასწორად გაფორმებისათვის დისციპლინური, ადმინისტრაციული, პროფესიული ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეკისრებათ სამედიცინო დაწესებულებების ექიმებს.

2. დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის მთელ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელს (დირექტორს) ან ამ ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზაზე და საავადმყოფო ფურცლის გაცემაზე, პასუხისმგებელ სხვა პირს.

 

დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის N 87/ნ ბრძანების მეორე მუხლის პირველი ნაწილით დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ყოველ დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში. ამავე ბრძანების მესამე მუხლით დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის), ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში – დუბლიკატის, შესაბამის დამსაქმებელთან/დაწესებულებაში წარდგენის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.

 

ბრძანებებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ თუ დასაქმებული დროებით შრომისუუნაროა და სამსახურში სიარული არ შეუძლია, მას ენიშნება დახმარება საავადმყოფო ფურცლის გაცემის პირველი დღიდან. საავადმყოფო ფურცელი იგივე ბიულეტენია. ის ავად ყოფნის მტკიცებულებას წარმოადგენს და მას ექიმი გასცემს. ეს დახმარება გაიცემა შრომისუუნარობის პერიოდის მაქსიმუმ 40 კალენდარულ, ან 6 თვის განმავლობაში ჯამში მაქსიმუმ 60 კალენდარულ დღეზე. წინამდებარე შემთხვევაში ჯ--–--- გ--------ე საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 13 დღე. ხელფასის პროპორციულობის მიხედვით მას უნდა აუნაზღაურდეს ბიულეტენზე ყოფნის დახმარება 216 ლარი. (ხელფასი 500 ლარი : 30 დღეზე X ბიულეტენზე ყოფნის დრო 13 დღე=216 ლარს).

 

6.18. მოსარჩელე მოითხოვს -ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღუარება 450 ლარის ოდენობით. მორალურ ზიანად ასახელებს იმ გარემოებას, რომ ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ ერთერთი ხელმძღვანელი ხ------- ჯ------ე აძლევდა უსაფუძვლო შენიშვნებს, ზედმეტ დავალებებს, საყვედურებს, ავიწროებდა და მასზე ახდენდა ზეწოლას. მისი მიზანი იყო ჯ--–--- გ--------ისაგან მიეღო მონური მორჩილება. ამ მეთოდებით ხ------- ჯ------ე სამსახურში უქმნიდა გაუსაძლის მდგომარეობას. ასეთმა ძალადობამ და ფსიქიკურმა ზეწოლამ მასში წარმოშვა სულიერი განცდები და ამ გზით მას მიადგა მორალური ზიანი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქ. სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის განსაზღვრისას პირველ რიგში აუცილებელია განისაზღვროს თუ რა სახის მორალური ზიანი განიცადა პირმა. სამართლიანი სახელმწიფოს მთავარი და უპირატესი პრინციპია დაიცვას კანონიერების და მართლწესრიგის პრინციპი. სახელმწიფო, დემოკრატიისა და სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით ვალდებულია უზრუნველყოს ფიზიკური თუ იურიდიული პირისათვის მინიჭებული უფლებათა რეალიზაცია. ხელი შეუწყოს მის გამოსწორებას, თუკი ამ უფლებების დარღვევა მოხდება, აღკვეთოს და აღადგინოს პირვანდელი მდგომარება. მორალური ზიანი გაცილებით უფრო მძიმე შედეგს იწვევს, ვიდრე ქონებრივი ზიანი. დაზარალებულისათვის უფრო მტკივნეული და ძნელად ასატანი მორალური ზიანია, ანუ ისეთი ზიანი, რომელიც გამოიწვევს ადამიანის მთელი ცხოვრების დამახინჯებას, ტკივილს, რომელსაც ამავე დროს თან სდევს ძლიერი ნერვული აშლილობა და ა.შ.

 

სასამართლო მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (საქმე Nას-1156-1176-2011, 20.01.2012). და მის საფუძველზე განმარტავს, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი. ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო (რიგ სხვა შემთხვევაშიც). სამსახურეობრივ მოვალეობასთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნების, გაფრთხილების ან დავალებების (თუნდაც უსაფუძვლო) გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში კანონით ანაზღაურება გათვალისწინებული არაა. აქედან გამომდინარე, სამსახურეობრივი მოვალეობას შესრულებისას ხელმძღვანელის საფუძვლიანი ან უსაფუძვლო შენიშვნით მიღებული ფსიქოემოციური სტრესი არ წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა ხელფასის, ბიულეტენზე ყოფნის დახმარებისა და ზეგანაკვეთური ხელფასის ანაზღაურება. ამ ნაწილში ბაჟის ოდენობა გაიანგარიშება საქ. სსკ-ის 39-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის, 2-ე ნაწილის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის შესაბამისად. ამ ნაწილში საქმეზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. ამ ნაწილში მოსარჩელე სახ. ბაჟისაგან გათავისუფლებულია ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის ,,ა” პუნქტის საფუძველზე. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ხელფასთან დაკავშირებული ბაჟის ანგარიშში მოპასუხეს უნდა გადახდეს 50 ლარი.

ბრძანების ბათილად ცნობაზე და ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებაზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 100-100 ლარს. ამ ნაწილში ბაჟი უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 150 ლარი, ხოლო მოპასუხეს 50 ლარი. მორალურ ზიანთან დაკავშირებით გადასახდელი ბაჟი - 50 ლარი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ჯ--–--- გ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

2. ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ ჯ--–--- გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს შემდეგი თანხის გადახდა:

· 2018 წლის 2 ოქტომბრის ხელფასი - 20 ლარი;

· ზეგანაკვეთური სამუშაოს ხელფასი - 50 ლარი;

· ბიულეტენზე ყოფნის დახმარება - 216 ლარი;

· 2018 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასი 1000 ლარი;

3. ჯ--–--- გ--------ესა და ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ შორის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილად აღიარებული იქნას 2018 წლის 31 დეკემბრიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო;

4. 2018 წლის 15 ოქტომბერს ჯ--–--- გ--------ის მიერ დაწყებული გაფიცვა შეწყვეტილად აღიარებული იქნას 2018 წლის 31 ოქტომბერს;

5. ჯ--–--- გ--------ის სარჩელი ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ის“ 2018 წლის 7 სექტემბრის №07------------ ბრძანების გაუქმების, მორალური ზიანის ანაზღაურების, შრომითი ურთიერთობის მოპასუხის ბრალით შეწყვეტილად აღიარებისა და სხვა ფულად თანხების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.

6. ჯ--–--- გ--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა 200 ლარის ოდენობით.

7. ა(ა)იპ „ჩ--------–-----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე