განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/1851-19
გამოძიების N0-----------
31 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------------–--,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ა-----------–------ დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ს------–-------------------------–---–-------------–----------ში (პ/ნ 3----------)
ადვოკატი - მ--------------ე,კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება
წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის 1--------, ქ. თბილისი, ს------–---------------------–---–-------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ა-----------–-----მა ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლის - თ-------------–---–-ს მიმართ, რომელსაც რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ჯოხი, რა დროსაც თ-------------–---–-ა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა ა-----------–------ს ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ა-----------–------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ა-----------–------ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 1--------, მოქალაქე თ-------------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების ნიშნები სისხლნაჟღენთების და ნაკაწრის სახით. დაზიანებები, როგორც ერთობლიობაში, ასევე - იზოლირებულად, ცალ-ცალკე აღებულნი, მიეკუთვნებოდნენ მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ნაკაწრი განვითარებული იყო რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და ხანდაზმულობით შეეფარდებოდა 5-9 დღეს.
ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მითითებულია, რომ გამოსაკვლევი პირი დაზიანებებს უკავშირებდა 2017 წლის 12 ივნისს მეუღლის მიერ მისი ცემის ფაქტს.
მოწმე ა-------–---–---–მა, დაზარალებულის დეიდაშვილმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ ის გარემოება, რომ ა-----------–-----მა თ-------------–---–ს ერთხელ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მისთვის ცნობილი გახდა თავად დაზარალებულისაგან, ისიც, მეუღლესთან მისი გაშორების შემდეგ.
მოწმეებმა - ბ--–---------–---–მა (დაზარალებულის დედამ), ლ--–---------–---–მა (დაზარალებულის დეიდამ) და ბ--–-----–-----მა (დაზარალებულის ყოფილმა დედამთილმა), სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნეს, რომ თანაცხოვრების პერიოდში ა-----------–------ და თ-------------–---–- ხშირად კინკლაობდნენ, თუმცა მათი ურთიერთდაპირისპირება ჩხუბში და ფიზიკურ ძალადობაში არასოდეს გადაზრდილა. მათივე განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი რომ ჰქონოდა, თ-------------–---–-სგან აუცილებლად შეიტყობდნენ.
ბრალდებულმა ა-----------–-----მა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ მეუღლის, თ-------------–---–-სთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არც 2017 წლის 1-------- და არც სხვა დროს არ მიუყენებია. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ დღეს იმყოფებოდა აჭარაში, სადაც მუშაობდა სექტემბრის თვემდე.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის ა-----------–------ს მიერ თ-------------–---–-ს მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტის დასადგენად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმე ა-------–---–---–ის ჩვენება, რომლებიც ა-----------–------ს მიერ თ-------------–---–-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე ინფორმაციას იძლევა, ნაწარმოები მტკიცებულებებია და საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის ასახვისას სხვა წყაროდან მოპოვებულ ფაქტობრივ ინფორმაციას ეყრდნობა. აღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმე ა-------–---–---–ის ჩვენება მთლიანად ეფუძნება დაზარალებულ თ-------------–---–-ს მიერ გაცხადებულ ინფორმაციას, რომელიც, თავის მხრივ, საქმის არსებითი განხილვისას არ დაკითხულა, რადგან საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისარგებლა კონსტიტუციური უფლებით არ მიეცა დანაშაულში ახლო ნათესავის (ყოფილი მეუღლის) მამხილებელი ჩვენება.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2.). აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
საქართველოს კანონმდებლობაში ირიბი ჩვენების გამოყენების დასაშვებობის კრიტერიუმებს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია (მე-2 ნაწილი); სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება (მე-3 ნაწილი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და მოწმე ა-------–---–---–ის ჩვენება არის ნაწარმოები მტკიცებულებები და მათში გაცხადებული ინფორმაციის უტყუარობა არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებით, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოებები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-----------–------ს მიერ მისი მეუღლის - თ-------------–---–-ს მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული ვერ იქნა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ა-----------–------ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.
II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება
წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 1--------ს ქ. თბილისში, გ-–--------------------–-------ში თ-------------–---–-ს სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის ა-----------–------ს მიმართ გამოიწერა N0----- შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულის შესაბამისად, მოძალადეს ერთი თვის განმავლობაში - 2019 წლის 11 აპრილამდე, აეკრძალა მიახლოება მსხვერპლთან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან, სადაც თ-------------–---–- შეიძლებოდა ყოფილიყო. მასვე აეკრძალა თ-------------–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
ა-----------–-----მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ: 2019 წლის 16 მარტს იგი შვილის – ლ--------–-----ის ტელეფონით დაუკავშირდა თ-------------–---–ს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვის გამო;
2019 წლის 21 მარტს კი ს------–---------–-----------–---–--------------ში, ნათესავის, ლ-----------–---–ის სახლში, შვილებთან შესახვედრად მისულ თ-------------–---–ს ა-----------–-----მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის თაობაზე თ-------------–---–-ა შეატყობინა პოლიციას.
სასამართლომ დადგინა:
2019 წლის 1--------ს ქ. თბილისში, გ-–--------------------–-------ში, თ-------------–---–-ს სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის ა-----------–------ს მიმართ გამოიწერა N0----- შემაკავებელი ორდერი, რომლის შესაბამისადაც, ა-----------–-----ს ერთი თვის ვადით, 2019 წლის 11 აპრილამდე, აეკრძალა თ-------------–---–თან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც იგი შეიძლებოდა ყოფილიყო. მასვე აეკრძალა თ-------------–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
ა-----------–-----მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2019 წლის 21 მარტს ს------–---------–-----------–---–--------------ში, ნათესავის, ლ-----------–---–ის სახლში, შვილებთან შესახვედრად მისულ თ-------------–---–ს იქვე მყოფი ა-----------–------ დაეკონტაქტა, რის შედეგადაც ისინი შეკამათდნენ და თ-------------–---–-ა სამართალდამცავ ორგანოს მიმართვა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2019 წლის 1--------ის N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემული იქნა ა-----------–------ს მიმართ, ყოფილი მეუღლის, თ-------------–---–-ს სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე.
შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ძალადობის მსხვერპლთან სატელეფონო გასაუბრების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 22 მარტს უ------------------------------–-----------------ს თ-------------–---–-ა აცნობა, რომ ა-----------–-----მა დაარღვია 2019 წლის 1--------ის N0----- შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული აკრძალვა, რაც გამოიხატა მასთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარებასა და ფიზიკურად მიახლოვებაში.
მოწმე ლ--–---------–---–მა, დაზარალებულ თ-------------–---–-ს დეიდამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 21 მარტს ბ--–-----–-----თან ერთად, მეუღლის ავტომანქანით ბრუნდებოდა სამსახურიდან, რა დროსაც დაურეკა თ------ და სთხოვა მისულიყო ლ--- და გ---------------–---–--ის სახლში, რადგან ქუჩაში ა-------ი იმყოფებოდა და მისთვის გვერდის ავლით შინ წასვლას ვერ ახერხებდა. ადგილზე მისულებს ა-------ი სხვა მაცხოვრებლებთან ერთად მართლაც ქუჩაში, ყ------–---–--ის სახლიდან მოშორებით დახვდათ.
მოწმე ბ--–-----–-----მა, ბრალდებულ ა-----------–------ს დედამ, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 21 მარტს ლ--–---------–---–თან და მის მეუღლესთან ერთად ავტომანქანით მგზავრობისას, ლ--–---------–---–ს დაუკავშირდა თ-----, რის შემდეგაც ყველანი ყ------–---–--ის სახლისკენ გაემართნენ. ადგილზე მისულებსდახვდათ ა-------ი, რომელიც ყ------–---–--ის სახლიდან მოშორებით იდგა. მოწმის განმარტებით, თ-----ს შიშის რაიმე საფუძველი არ ჰქონდა, ვინაიდან თავისუფლად შეეძლო იქაურობას ისე გასცლოდა, რომ ყოფილ მეუღლეს არ შეხვედროდა.
მოწმე გ---------------–---–მა, ბრალდებულ ა-----------–------ს ნათესავმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი და ა-------ის ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ. 2019 წლის 21 მარტს ა-----------–-----თან ერთად იმყოფებოდა ნოტარიუსთან, რის შემდეგაც იგი ყავის დასალევად დაპატიჟა სახლში. მისვლიდან დაახლოებით 10 წუთში მოვიდა თ-------------–---–-ც. ა-------ს არ მოეწონა თ-----ს გამოჩენა და „მიჩალიჩებო?“ ჰკითხა, რაზეც თ------ ირონიულად ჩაიცინა. როცა ა-------მა უთხრა, რომ გამომძიებელთან აპირებდა დარეკვას, თ------ უპასუხა, რომ მას ეს არ ანაღვლებდა. ა-------მა და თ------ დაახლოებით 10 წუთი ისაუბრეს და შემდეგ ა-------ი გაერიდა თ-----ს და გავიდა გარეთ. ცოტა ხანში გარედან განწირული ყვირილი შემოესმა და როცა სახლიდან გავიდა, დაინახა, რომ თ-----ს დეიდა - ლ--–---------–---–ი შეურაცხმყოფელ სიტყვებს უყვიროდა ა-------ს. ა-------მა ყოფილ ცოლს და დეიდამისს უთხრა, რომ ბავშვებისთვის მიეხედათ და ისევ თავად გაერიდა მათ, ჩემი დაჭერა უნდათო, ამბობდა. ამ ინციდენტს ა-------ის დედა, ბ--–-----–-----იც შეესწრო. მოწმემ განმარტა, რომ როცა ა-------ი მის სახლში სტუმრობაზე დათანხმდა, არც ა-------მა და არც მან არ იცოდნენ, რომ იქ მისვლას თ-----ც აპირებდა.
მოწმე ლ-----------–---–მა, დაზარალებულ თ-------------–---–-ს მეგობარმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 21 მარტს ა-----------–------ და თ-------------–---–- მის სახლში შემთხვევით შეხდნენ ერთმანეთს. თ----- გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ა-------ი მათთან ხშირად სტუმრობდა და მოსვლისგან თავი შეეკავებინა. შემთხვევის დღეს თ-----ს დედა - ნ------------–---–იც გააფრთხილა, რომ ა-------ს ელოდნენ სტუმრად, თავად თ-----ს გაფრთხილება კი ვერ მოასწრო. მიუხედავად ამისა, თ----- ბავშვების სანახავად მაინც მივიდა. ა-------მა რომ დაინახა, ბავშვებს მიხედე, აღარ შემიძლია მათი კარდაკარ ტარებაო, თ-----ს უთხრა. თ-----ც აღელდა, ა-------თან ლაპარაკი დაიწყო და ეტყობოდა, რომ მისი გამოწვევა უნდოდა, თუმცა, ა-------ი არ აჰყვა და გარეთ გავიდა. თ------ უთხრა - „აი, ნახავ, ა-------ი ამ ყველაფრის გამო თუ არ დავაჭერინო“-ო. ამასობაში თ-----ს დეიდაც მოვიდა, რომელიც გარეთ ხმამაღლა ელაპარაკებოდა ა-------ს. ამის გაგონებაზე თ----- თვითონაც გავიდა გარეთ. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ა-----------–-----მა თავად დაურეკა უბნის ინსპექტორს, მას თ-----სთან შემთხვევით შემდგარი შეხვედრის თაობაზე აცნობა და ჰკითხა თუ როგორ მოქცეულიყო.
მოწმე ზ--------------მ, უ------------------------------–მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მის მოვალეობაში შედიოდა შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი, რა მიზნითაც მსხვერპლთან და მოძალადესთან ახორციელებდა სატელეფონო გასაუბრებას. 2019 წლის 21 მარტს, თ-------------–---–-სა და ა-----------–------ს შეხვედრის თაობაზე იმავე დღეს შეიტყო ბრალდებულ ა-----------–------სგან, 22 მარტის დილას კი თ-------------–---–-აც დაურეკა და აცნობა. თ-------------–---–-ა განუმარტა ისიც, რომ ვინაიდან ა-----------–------ს მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტს გვიან ღამით ჰქონდა ადგილი, აღნიშნულის შესატყობინებლად მასთან დარეკვა და შეწუხება მოერიდა.
მოწმე ა-------–---–---–მა, დაზარალებულ თ-------------–---–-ს დეიდაშვილმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ თ-------------–---–- მასთან ცხოვრობს. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, გარკვეული ხნის განმავლობაში, ა-----------–------ ყოფილ მეუღლეს არ აწუხებდა, შემდეგ კი, როგორც თ-----სგან შეიტყო, შემაკავებელი ორდერის ვადის გასვლამდე, მასზე დაკისრებული ვალდებულებები დაარღვია. მოწმე ა-------–---–---–მა დაკითხვისას, პროკურორის მიერ დასმულ შეკითხვაზე, თუ რა იცის 2019 წლის 16 მარტს ბრალდებულის მიერ დაზარალებულთან სატელეფონო კომუნიკაციასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, განმარტა, რომ ა-----------–-----მა თ-------------–---–ს გაუგზავნა შეურაცხმყოფელი მოკლეტექსტური შეტყობინებები და ამ ფაქტის შესახებ მას თ------ უამბო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სახლიდან თ-----ს წამოსვლის შემდეგ ა-----------–-----მა დაურეკა მასაც (მოწმეს) და აგინა, იმის გამო, რომ 2019 წლის 1--------ს პოლიცია გამოიძახა, რასაც, სინამდვილეში, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
2019 წლის 2---------- დათვალიერების ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათით დგინდება, რომ თ-------------–---–-ა უცნობი აბონენტისგან გამოგზავნილი შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებები არა 2019 წლის 16 მარტს, არამედ, იმავე დღის 04:19 და 04:31 საათზე მიიღო.
შემავალი და გამავალი ზარების ამსახველი დეტალური ნუსხითა და მისი დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2019 წლის 16 მარტს, 00:10 სთ-ზე თ-------------–---–-ს მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელდა კომუნიკაცია, რომლის ხანგრძლივობამ შეადგინა 23 წუთი და 26 წამი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე თ-------------–---–-ს განმარტებით, ზემოაღნიშნული ზარი განხორციელებული იქნა ა-----------–------ს მიერ, მათი ვაჟის ტელეფონიდან, რა დროსაც ბრალდებულმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მოწმე ა-----–-------–---–--, ბრალდებულ ა-----------–------ს ნათესავის, ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ა-----------–-----მა გადაწყვიტა ს------–---------ში, მამამისის დანატოვარ მიწაზე, კერძო სახლის აშენება. ვინაიდან ოჯახის კუთვნილი მთელი უძრავი ქონება გაფორმებული იყო მისი მეუღლის - თ-------------–---–-ს სახელზე, სამშენებლო პროექტის დასამტკიცებლად საჭირო გახდა ამ უკანასკნელის თანხმობა, მაგრამ თ------ სათანადო დოკუმენტაციას, გაურკვეველი მიზეზების გამო, ხელი არ მოაწერა. ა-----------–------ ოჯახური ძალადობის ბრალდებით აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. მოწმე არჩილ ბერიაშვილმა ასევე განმარტა, რომ 2017 წლის 1-------- ა-----------–------ არ იმყოფებოდა თბილისში და ივნისის თვიდან სექტემბრამდე მასთან და სხვა მეგობრებთან ერთად, გზის გაყვანაზე მუშაობდა აჭარაში. იმავე წელს, ა-----------–------ს დაბადების დღის აღსანიშნავად, 23 ივლისს, აჭარაში ჩასული იყო მისი ცოლ-შვილიც, რომლებიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ისვენებდნენ ა-------თან ერთად.
ბრალდებულის დედამ, ბ--–-----–-----მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ასევე დაადასტურა, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, მთელი უძრავი ქონება გააფორმეს რძლის, თ-------------–---–-ს სახელზე. ა-------ის დაკავების შემდეგ თ------ მათ დაუბრუნა ყოფილი მეუღლის ოჯახის კუთვნილი ქონება, თუმცა, არასრულად, - ს------–---------ში არსებული მიწის ნაკვეთი დაიტოვა თავად.
ბრალდებულმა ა-----------–-----მა მისთვის საქართველოს სსკ-ის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ ბრალდება ეფუძნება მისი ყოფილი მეუღლის, თ-------------–---–-ს მიერ მოგონილ ფაქტებს, რომელსაც ქონებრივი ინტერესი ამოძრავებს. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ 2019 წლის 16 მარტს ყოფილ მეუღლესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და არც შეურაცხყოფა მიუყენებია მისთვის, 2019 წლის 21 მარტს კი მეზობლად მცხოვრებ ნათესავთან სტუმრობისას თ-------------–---–ს შემთხვევით შეხვდა, რადგან არ იცოდა, რომ იმ დროს ისიც აპირებდა ბავშვების სანახავად მისვლას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ა-----------–------ს პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან თვლის, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა 2019 წლის 21 მარტს, ლ--- და გ---------------–---–--ის სახლში, შვილებთან შესახვედრად მისულ თ-------------–---–თან მისი კომუნიკაციის ფაქტი. სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც იგი გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დადგენილად მიიჩნევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით ა-----------–------ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მეორე, 2019 წლის 16 მარტის ეპიზოდით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.
ლ--–---------–---–ის, ბ--–-----–-----ის, გ---------------–---–ის, ლ-----------–---–ის და თავად ბრალდებულ ა-----------–------ს ჩვენებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 მარტს ლ--- და გ---------------–---–--ის სახლში ბრალდებულისა და დაზარალებულის შეხვედრა ნამდვილად შედგა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის გარემოება, რომ თ-------------–---–თან შეხვედრა ა-----------–-----ს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი ვერ იქნა, თუმცა, დაზარალებულისა და ბრალდებულის მასპინძლების ჩვენებებიდან გამომდინარე, ცალსახად დადგინდა, რომ შემაკავებელი ორდერით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ა-----------–------ თავად შევიდა თ-------------–---–თან კომუნიკაციაში და საყვედურით მიმართა მას, რასაც შედეგად მათ შორის შეკამათება მოჰყვა (დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებებზე, რომ დაზარალებულს შესაძლებლობა ჰქონდა თავად გარიდებოდა ბრალდებულს, ა-----------–------ს ბრალეულობის შეფასებისთვის, მოცემულ ვითარებაში, სასამართლოსთვის რელევანტური არ არის).
სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ 2019 წლის 16 მარტის ეპიზოდთან დაკავშირებით წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულება - თ-------------–---–-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების, სატელეფონო ზარების დათვალიერების ოქმი, რომელიც შეიცავს თ-------------–---–-ს განმარტებას, იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის 16 მარტის 00:10 საათზე დაფიქსირებული კომუნიკაციის მონაწილე ა-----------–------ იყო, სასამართლოს შეფასებით, არ წარმოადგენს უტყუარობის ისეთი ხარისხის მტკიცებულებას, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა ბრალდებულის ინტერესების საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებები დაედგინა. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არც ბრალდების და არც დაცვის მხარეს არ მიეცა თ-------------–---–-ს, როგორც ბრალდების ძირითადი მოწმის, დაკითხვის შესაძლებლობა, მაშინ, როცა დაზარალებულის დაკითხვას შეეძლო გავლენა მოეხდინა მისი, როგორც ინფორმაციის პირველწყაროს, სანდოობის შეფასებაზე და ნათელი მოეფინა ისეთ გარემოებებისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნებოდა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო მოქმედების ოქმში ასახული, თ-------------–---–-ს განმარტება, იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წლის 16 მარტს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში, ა-----------–-----მა მასთან სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, არ დასტურდება საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული სხვა არცერთი მტკიცებულებით. სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხა, რომელიც სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ზემოაღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად იქნა წარმოდგენილი, წარმოადგენს მხოლოდ იმ ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებას, რომ 2019 წლის 16 მარტს, 00:10 საათზე თ-------------–---–-ს მობილური ტელეფონის ნომერზე მართლაც განხორციელდა კომუნიკაცია, რომლის ხანგრძლივობამაც შეადგინა 23 წუთი და 26 წამი; თუმცა, იმ გარემოებების დადგენის შესაძლებლობას, რომ კომუნიკაციის ინიციატორი თ-------------–---–-ს შვილის მობილური ტელეფონის ნომრით სარგებლობდა ან/და ის მართლაც ა-----------–------ იყო, ზემოაღნიშნული მტკიცებულება არ იძლევა.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეულ საკითხებს, რომლებიც შეეხება 2019 წლის 1--------ის (შემაკავებელი ორდერის გამოწერის თარიღი) და 2019 წლის 2---------- (თ-------------–---–-ს მიერ, უცნობი ტელეფონის ნომრიდან გაგზავნილი, შეურაცხმყოფელი შინაარსის მოკლეტექსტური შეტყობინებების მიღების თარიღი) მოვლენებს, სასამართლო შეფასების მიღმა ტოვებს, რადგან ისინი სცდება ა-----------–------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ 2019 წლის 21 მარტს, 2019 წლის 1--------ის N0----- შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში, ამავე ორდერით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ა-----------–------ კომუნიკაციაში შევიდა თ-------------–---–თან, რასაც შედეგად ამ უკანასკნელის უკმაყოფილება და მის მიერ სამართალდამცავი ორგანოსთვის მიმართვა მოჰყვა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით დაწესებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით დაკისრებული ვალდებულებების/მოთხოვნების დარღვევაში გამოიხატება, ქმედების სუბიექტური შემადგენლობა კი მის განზრახ ჩადენას გულისხმობს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 3811 მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ყოფილი მეუღლე, ამ მუხლის მიზნებისათვის, ითვლება ოჯახის წევრებად.
სასამართლო თვლის, რომ ა-----------–------ს ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ) ნიშნები და არსებობს ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის ა-----------–------ს მსჯავრდების და საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით სანქციის ფარგლებში მისთვის სასჯელის სახით სისხლისსამართლებრივი ღონისძიების შეფარდების საფუძვლები.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-----------–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ სასჯელის მიზნების განხორციელებას სავსებით უზრუნველყოფს ა-----------–------ს მიმართ ჯარიმის შეფარდება, რაც, სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენს საკმარის ღონისძიებას მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის გაცნობიერებისა და მომავალში ახალი დანაშაულებრივი ფაქტების პრევენციისათვის. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-----------–-----ს სასჯელად უნდა განესაზღვროს 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობის ჯარიმა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენით ა-----------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ამავე კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებით სასჯელებად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით და 3 (სამი) წლის ვადით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.
სასამართლო უთითებს, რომ მსჯავრდებულ ა-----------–-----ს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2022 წლის 01 მარტს, ხოლო დამატებითი სასჯელი ჯარიმა გადახდილია ნაწილობრივ, კერძოდ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია 4672,9 ლარი. ასევე, დამატებითი სასჯელი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა მოხდილია ნაწილობრივ.
სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა-----------–------ს მიერ განზრახი დანაშაული ჩადენილია გამოსაცდელი ვადის პერიოდში, რაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის განსაზღვრის საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა-----------–------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ა-----------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ძირითადი სასჯელის ნაწილობრივ შეკრების და დამატებითი სასჯელის განსაზღვრის წესის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით და დამატებითი სასჯელები ჯარიმა 327 (სამას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-----------–-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) თვისა და 5 (ხუთი) დღის ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 327 (სამას ოცდაშვიდი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და 2 (ორი) წლისა და 2 (ორი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
მსჯავრდებულ ა-----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 26 მარტიდან - 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი