გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/2191-19
12 ივლისი, 20-9 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - ქე---------------ძე
წარმომადგენელი - სა-–-------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
წარმომადგენელი - მა--------–---–---–ი
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური
წარმომადგენელი - თა--------------ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-8 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20-9 წლის 5 თებერვლის №0--------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;
1.3. დაევალოს მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქე---------------ძის დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული დაბადების თარიღის - 0-.1-.1--- წლის ნაცვლად 0-.1-.1--- წლით შესწორების თაობაზე (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, 20-9 წლის 21 ივნისის სხდომის ოქმი; ს.ფ.121-130).
2.1. მოპასუხეების პოზიცია
2.1.1. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.1.2. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. გუ---------------------------–--ის მიერ 1998 წლის 2- თებერვალს რეგისტრირებულია დაბადების აქტის №-- ჩანაწერი, სადაც ქე---------------ძის დაბადების დროდ მითითებულია 1--- წლის 0- ნოემბერი, დაბადების ადგილად კი გ-----------
1998 წლის 2- თებერვალს მოსარჩელის სახელზე გაცემულია დაბადების მოწმობა, სადაც მითითებულია, რომ ქე---------------ძე დაიბადა 1--- წლის 0--------------- ქალაქ გ----------–-. დაბადების მოწმობაში დაბადების თარიღი (თვე) ციფრებით და სიტყვიერად გასწორებულია 1---------------- და ეს შესწორება დამოწმებულია ხელმოწერით და ბეჭდით.
1999 წლის 05 ივლისს ს---------–--------- მიერ ქე---------------ძის სახელზე გაცემულია პირადობის მოწმობა, სადაც მითითებულია შემდეგი მონაცემები: დაბადების თარიღი - 0-.1-.1---, დაბადების ადგილი - გ-----------
სო--------------------–---------------–--ის მიერ 1992 წლის 26 ნოემბერს რეგისტრირებულია ქე---------------ძის ქორწინება. ქორწინების მოწმობაში ქე---------------ძის გრაფაში მითითებულია მონაცემები: დაბადების თარიღი - 01 ო----------- 1---წ.; დაბადების ადგილი - ქ. გ-----------
1999 წლის 26 ივლისს ქე---------------ძის სახელზე გაცემულ პასპორტში №0------ დაბადების თარიღად მითითებულია 1---------- წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16);
- პირადობის მოწმობა (ს.ფ. 17);
- დაბადების აქტის ჩაწერა №-- (ს.ფ. 56-57);
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 18-20);
- პასპორტი №0------ (ს.ფ. 21).
3.1.2. 20-8 წლის 08 ოქტომბერს ქე---------------ძემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა თავის დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის 0-.1-.1---წლის შესწორება 0-.1-.1--- წელზე.
ქე---------------ძის განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოთხოვილი ინფორმაციით, აფხ-----------------------------------–------------–-----------------------------–---------–-------–---------------------------------------------–---------------------------–--- უფროსის 20-8 წლის 29 ნოემბრის №4-------- წერილით თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოში არ არის დაცული გუ---------------------------–--ის მიერ 1998 წლის 2- თებერვალს გაცემული ქე---------------ძის დაბადების აქტის (აქტის ჩანაწერი №--) რეგისტრაციის საფუძვლები.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-8 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილებით ქე---------------ძეს უარი ეთქვა 20-8 წლის 08 ოქტომბრის №0----------- განცხადების დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქე---------------ძის დაბადების აქტის ჩანაწერის ორივე ეგზემპლარში ბავშვის გრაფაში დაბადების თარიღი გადასწორების გარეშე ფიქსირდება - 0-.1-.1--- წელი, ხოლო განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი დოკუმენტი, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის შესწორება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-8 წლის 08 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 58).
- აფხ-----------------------------------–------------–-----------------------------–---------–-------–-----------------–--ს უფროსის 20-8 წლის 29 ნოემბრის №4-------- წერილი (ს.ფ. 65).
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-8 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 24-25).
3.1.3. 20-9 წლის 14 იანვარს ქე---------------ძემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-8 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის - 0-.1-.1--- წლის 0-.1-.1--- წელზე შესწორება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 85-86).
3.1.4 სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20-9 წლის 5 თებერვლის №0--------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქე---------------ძის 20-9 წლის 14 იანვრის №6--- ადმინისტრაციული საჩივარი; ძალაში დარჩა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-8 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქმისწარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოში ვერ იქნა მოძიებული ქე---------------ძის დაბადების აქტის ჩანაწერის აღდგენის საქმესთან დაკავშირებული გუდაუთის მმრ განყოფილების მიერ მიღებული დადგენილება, სააგენტო ვერ მიანიჭებდა უპირატეს მტკიცებულების ძალას საქმეში წარმოდგენილ ქე---------------ძის დაბადების მოწმობას, სადაც ბეჭდითა და ხელმოწერით ბავშვის დაბადების თვე, ციფრებით და სიტყვიერად შესწორებულია დაბადების თვეზე - ოქტომბერზე და ქორწინების განმეორებით მოწმობას, რომლის აქტის ჩანაწერიც აღდგენილი არ არის, ვინაიდან სახეზეა დაბადების აქტის ჩანაწერი, სადაც გარკვევით და შესწორების გარეშე ფიქსირდება ბავშვის დაბადების თარიღი - 0-.1-.1--- წელი. ამასთანავე, მოქალაქის მიერ სააგენტოში წარდგენილია გუდაუთის რაიმილიციის განყოფილების მიერ 1958 წლიდან ლენინგრადის ქ-------–ი მცხოვრებ მოქალაქეებისათვის გახსნილი საბინაო წიგნი, სადაც 1983 წლის 7 დეკემბერს საბინაო წიგნში ქე---------------ძის საიდენტიფიკაციო მონაცემები და მათ შორის დაბადების თარიღი - 0-.1-.1--- წელი, შეტანილია 1----–-–------------–- გუდაუთის რაიონის სს განყოფილების მიერ მის სახელზე გაცემული სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის საფუძველზე, რაც სარწმუნოს ხდიდა ამ აქტის ჩანაწერში დაფიქსირებულ მონაცემთა სისწორეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20-9 წლის 5 თებერვლის №0--------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 26-28).
- საბინაო წიგნი (ს.ფ. 1-5-1-0).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-2 წლის 31 იანვრის №18 ბრძანება (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია).
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-8 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20-9 წლის 5 თებერვლის №0--------- გადაწყვეტილება, შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა - დაევალოს მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქე---------------ძის დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული დაბადების თარიღის - 0-.1-.1--- წლის ნაცვლად 0-.1-.1--- წლით შესწორების თაობაზე.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტი არის ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება, ხოლო „გ“ პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია არის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია.
ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებას წარმოადგენს დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა.
ამავე კანონის მე-9 მუხლის თანახმად, პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.
მითითებული კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში გულისხმობს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლას, ხოლო 79-ე მუხლის თანახმად კი, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.
სასამართლო ასევე მიუთითებს „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-2 წლის 31 იანვრის №18 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 58-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტი შეეხება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული დოკუმენტების ასლებს. ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, მტკიცებულებების შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანის ან შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
დადგენილია, რომ 20-8 წლის 08 ოქტომბერს ქე---------------ძემ განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა თავის დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის 0-.1-.1--- წლის შესწორება 0-.1-.1--- წელზე.
ქე---------------ძის განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოთხოვილი ინფორმაციით, აფხ-----------------------------------–------------–-----------------------------–---------–-------–---------------------------------------------–---------------------------–--- უფროსის 20-8 წლის 29 ნოემბრის №4-------- წერილით თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოში არაა დაცული ქე---------------ძის დაბადების აქტის რეგისტრაციის საფუძვლები.
ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-8 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილებით ქე---------------ძეს უარი ეთქვა 20-8 წლის 08 ოქტომბრის №0----------- განცხადების დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ქე---------------ძის დაბადების აქტის ჩანაწერის ორივე ეგზემპლარში ბავშვის გრაფაში დაბადების თარიღი გადასწორების გარეშე ფიქსირდება - 0-.1-.1--- წელი, ხოლო განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი დოკუმენტი, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა დაბადების აქტის ჩანაწერში დაბადების თარიღის შესწორება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 20-9 წლის 14 იანვარს გასაჩივრებულ იქნა ქე---------------ძის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20-9 წლის 5 თებერვლის №0--------- გადაწყვეტილებით. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულია, რომ საქმისწარმოებისას მოპოვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოში ვერ იქნა მოძიებული ქე---------------ძის დაბადების აქტის ჩანაწერის აღდგენის საქმესთან დაკავშირებული გუდაუთის მმრ განყოფილების მიერ მიღებული დადგენილება, სააგენტო ვერ მიანიჭებდა უპირატეს მტკიცებულების ძალას საქმეში წარმოდგენილ ქე---------------ძის დაბადების მოწმობას, სადაც ბეჭდითა და ხელმოწერით ბავშვის დაბადების თვე, ციფრებით და სიტყვიერად შესწორებულია დაბადების თვეზე - ოქტომბერზე და ქორწინების განმეორებით მოწმობას, რომლის აქტის ჩანაწერიც აღდგენილი არ არის ვინაიდან, სახეზეა დაბადების აქტის ჩანაწერი, სადაც გარკვევით და შესწორების გარეშე ფიქსირდება ბავშვის დაბადების თარიღი - 0-.1-.1--- წელი. ამასთანავე, მოქალაქის მიერ სააგენტოში წარდგენილია გუდაუთის რაიმილიციის განყოფილების მიერ 1958 წლიდან ლენინგრადის ქ-------–ი მცხოვრებ მოქალაქეებისათვის გახსნილი საბინაო წიგნი, სადაც 1983 წლის 7 დეკემბერს საბინაო წიგნში ქე---------------ძის საიდენტიფიკაციო მონაცემები და მათ შორის დაბადების თარიღი - 0-.1-.1--- წელი, შეტანილია 1----–-–------------–- გუდაუთის რაიონის სს განყოფილების მიერ მის სახელზე გაცემული სსრკ სიმბოლიკიანი პასპორტის საფუძველზე, რაც სარწმუნოს ხდიდა ამ აქტის ჩანაწერში დაფიქსირებულ მონაცემთა სისწორეს.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით; ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი
ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს გამონაკლის შემთხვევას, კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
ამავე კოდექსის 1-5-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხე სარწმუნოდ ვერ ადასტურებს, რატომ უნდა მიენიჭოს უპირატესობა ქე---------------ძის 1998 წლის 2- თებერვალს დაბადების შესახებ მონაცემების შემცველ დაბადების აქტის ჩანაწერს იმ პირობებში, როდესაც ქე---------------ძის დაბადების აქტის რეგისტრაციის საფუძვლები არ იძებნება (ს.ფ. 65) და არ არის გამორიცხული, რომ აქტის ჩანაწერში მონაცემები შეყვანილია შეცდომით. ამასთან, შეცდომის არსებობაში მოსარჩელის ბრალეულობა დადასტურებული არ არის.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოწმეთა სახით დაკითხულმა პირებმა, მოსარჩელის ძმამ - გ---------------- (დაბ. 2-.0-.1---წ.) დაადასტურა, რომ ქე---------------ძე დაიბადა 1--- წლის 1--------------. მითითებული თარიღით ქე---------------ძის დაბადება დაადასტურა ასევე მოწმის სახით დაკითხულმა ახლობელმა (თანაკურსელი) - ი-------------ამ. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეიცავენ მოწმეთა განმარტებების საწინააღმდეგო მოსაზრების დასაბუთებას, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით.
მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ქორწინების მოწმობა, პასპორტი) გაცემულია დაბადების მოწმობაში ასახული მონაცემების შესაბამისად, ხოლო ის გარემოება, რომ აქტის ჩანაწერსა და დაბადების მოწმობაში არსებული მონაცემები არ შეესაბამებოდა ერთმანეთს, მითითებული დოკუმენტების გაცემისას არ გამოვლენილა. გარემოების ამ დროისათვის გამოვლენა კი, ზიანს აყენებს მოსარჩელის
კონსტიტუციურ უფლებებს, მათ შორის - პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხების გადაწყვეტისას მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა არამხოლოდ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა განმარტებას, არამედ დაინტერესებული პირის ინტერესსაც, რომელიც დაკავშირებულია საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაუბრკოლებლად რეალიზებასთან.
6.4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60- მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-8 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილება ქე---------------ძის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ასევე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20-9 წლის 5 თებერვლის №0--------- გადაწყვეტილება ქე---------------ძის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქე---------------ძის დაბადების აქტის ჩანაწერში დაფიქსირებული დაბადების თარიღის - 0-.1-.1--- წლის ფაქტობრივი დაბადების თარიღით - 0-.1-.1--- წლით შეცვლის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 1-0 ლარს. ხოლო მითითებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 1-0 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 1-0 (ასი) ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქე---------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-8 წლის 24 დეკემბრის №0----------- გადაწყვეტილება.
3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 20-9 წლის 5 თებერვლის №0--------- გადაწყვეტილება.
4. დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქე---------------ძის დაბადების აქტის ჩანაწერში დაფიქსირებული დაბადების თარიღის - 0-.1-.1--- წლის ფაქტობრივი დაბადების თარიღით - 0-.1-.1--- წლით შეცვლის თაობაზე.
5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროთ ქე---------------ძის სასარგებლოდ 1-0 (ასი) ლარის სოლიდარულად გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.
მოსამართლე ნანა აფციაური