განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
080100118002727071
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002727071

საქმე №1/1027-18 (№041041018005)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

1 ივლისი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ლ----------–---

მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: მქონე

მცხოვრები: ვ----------------------–----------------

 

ადვოკატი - ნ-------------–-------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი);

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე არსებულ მუხრანის ტყეში ლ----------–---მ მეუღლეს თ---------–------ რამდენჯერმე მუჭი დაარტყა სახის არეში, ასევე სიგარეტი დააწვა სხეულის არეში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 25 სექტემბერს, ვ--–-, სოფელ ა-----–---–- თვისსავე საცხოვრებელ სახლში ლ----------–---მ მეუღლეს თ---------–------ რამდენჯერმე მუჭი დარტყა სახის არეში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 25 სექტემბერს ქუთაისში, რესტორან ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ----------–---მ მეუღლეს თ---------–------ სიგარეტის გამოყნებით მიაყენა დაზიანებები, რომლებიც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2018 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე არსებულ მუხრანის ტყეში ლ----------–--- დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ---------–------. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 3 ოქტომბერს, ვ--–-, სოფელ ა-----–---–- თავისსავე საცხოვრებელ სახლში ლ----------–---მ მეუღლეს თ---------–------ რამდენჯერმე ხელი დარტყა სახის არეში და ასევე მოქაჩა თმებში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე დანის გამოყენებით ყელის არეში მიაყენა დაზიანებები.

 

2018 წლის 3 ოქტომბერს, ვ--–-, სოფელ ა-----–---–- თავისსავე საცხოვრებელ სახლში ლ----------–--- დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ---------–------. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე არსებულ მუხრანის ტყეში ლ----------–---მ მეუღლეს თ---------–------ რამდენჯერმე მუჭი დაარტყა სახის არეში, ასევე სიგარეტი დააწვა სხეულის არეში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ლ----------–---- მიერ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლი (ორი ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ----------–---- ბრალეულობას.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს--–----------–------ განმარტა, რომ დაზარალებული თ---------–----- არის მისი და. 2018 წლის 4 ოქტომბრის ფაქტთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ დაურეკა თ---- და უთხრა, რომ იყო საღორიის ტყეში, გამოელიათ საწვავი და სთხოვა დახმარება. იქ მისულს ადგილზე დახვდა თ---------–----- და მისი მეუღლე ლ----------–---, რომლებსაც ჰქონდათ კონფლიქტი, თინა იყო აშკარად ნაცემი, შეშინებული, თმა ჰქონდა „გაწეწილი’’, იყო ნამტირალევი. თ---- ცხვირის არეში აღენიშნებოდა სიწითლე. სალომემ თ---- სთხოვა მასთან ერთად წასულიყო, თუმცა უარი მიიღო, რის შემდეგ დაძრეს მანქანა და წავიდნენ. ამ დროს სალომემ დაინახა, თუ როგორ მოუქნია ხელი ლევანმა თ----. ლევანის მიერ მოქნეული ხელი ბუნებრივია თ---- მოხვდებოდა, ამ ფაქტების გამო გადაწყვიტა დაერეკა საპატრულო პოლიციაში და ეთხოვა დახმარება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა გ----------------–---–-- განმარტა, რომ 2018 წლის 4 ოქტომბერს განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, სადაც მათ დახვდათ ლ----------–---, მისი მეუღლე თ---------–----- და დაზარალებულ თ---------–------ და. ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებთან დაზარალებულს და მის დას სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ, სიტუაციაში გარკვევის მიზნით მათი გადაყვანა მოხდა პოლიციის განყოფილებაში სადაც, დაზარალებულმა თავი დაცულად იგრძნო და განაცხადა, რომ მისი მეუღლე მასზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც მოხდა ლ----------–---- დაკავება. დაზარალებულის მდგომარეობას რაც შეეხება, მას აღენიშნებოდა დაზიანებები და იყო სტრესულ მდგომარეობაში. მოწმის განმარტებით შეტყობინების ავტორი იყო დაზარალებულის და - სალომე ხურციკიძე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ო-----------–---–-- ჩვენებით, საქმეზე მის მიერ მოხდა ლ----------–---- ბრალდებულის სახით დაკავება, მოწმე ს--–----------–------ გამოკითხვა, დაზარალებულისათვის უფლებების განმარტება, ლ----------–----ათვის ბრალის წარდგენა და აგრეთვე მის მიერ დაინიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. 2018 წლის 4 ოქტომბერს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში საპატრულო პოლიციიდან შევიდა შეტყობინება, დაზარალებული თ---------–----- აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ ადგილზე, მათ თ---------–-----მ განუცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტუაციაში შემდგომი გარკვევის მიზნით ლ----------–--- და თ---------–----- გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც თ---------–-----მ განმარტა, რომ მეუღლემ მასზე იძალადა ფიზიკურად და ეტყობოდა კიდეც კვალი სხეულზე, ასევე განმარტა, რომ აწვავდა სხეულზე სიგარეტს, აღნიშნულის საფუძველზე მოხდა ლ----------–---- ბრალდებულის სახით დაკავება. თ---------–-----მ თავიდანვე არ განაცხადა ძალადობის შესახებ, ვინაიდან ეშინოდა მეუღლის, პოლიციის განყოფილებაში კი თავი დაცულად იგრძნო და მოყვა რეალური ფაქტები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პატრულ-ინსპექტორმა ბ---–----------------- განმარტა, რომ 2018 წლის 4 ოქტომბერს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში, სადაც ქალბატონი თ---------–----- ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გამოცემას მეუღლის მიმართ, რადგან როგორც თავად განმარტავდა მეუღლე მას 3 ოქტომბრის ღამიდან მოყოლებული აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აგრეთვე ემუქრებოდა დანით. მოწმის განმარტებით ის პირველად დაზარალებულს შეხვდა ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, სადაც დაზარალებულს არ განუცხადებია მეუღლის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა შემდგომ, როდესაც სიტუაციაში გარკვევის მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაინაცვლეს, მაშინ დაზარალებულმა ახსნა-განმარტებაც მისცა და დაადასტურა, რომ ღამით მეუღლემ სცემა და სიგარეტს ადებდა სხეულზე.

 

დაზარალებულმა თ---------–-----მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე.

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, 2018 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, ვინაიდან მოქალაქე თ---------–-----მ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ლ----------–---მ სცემა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების N2423224 თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) „110“ საპატრულო ეკიპაჟიდან აცნობეს, რომ ინიციატორმა ს--–----------–------ ტელეფონით განაცხადა, რომ ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მის დას, თ---------–------ მეუღლემ ლ----------–---მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ო-----------–---–-- მიერ, პოლიციის მე-6 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში 2018 წლის 4 ოქტომბერს ლ----------–--- დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

 

2018 წლის 7 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა თ---------–-----მ მიუთითა ის ადგილები, სადაც მისმა მეუღლემ ლ----------–---მ მის მიმართ განახორციელა დანაშაულებრივი ქმედებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა გ-------------------- და შ--–-------------- დაადასტურეს საგამოძიებო ექსპერიმენტში მათი მონაწილეობა და შედგენილი ოქმის სისწორე.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N007848818 დასკვნით, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების ბარათი N506-ის ასლი) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. თ---------–------ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია 04.10.2018 წელს 13:59 საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: ზედაპირული ტრავმები, რომლებიც მოიცავს სხეულის რამდენიმე მიდამოს. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ექსკორაციები და ჰემატომები. თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ს.ს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N10562-ის ასლი და ამავე დაწესებულების ცნობა N2227/4 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 06.11.2018წ) მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. თინა ხურციძემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 04.10.2018 წელს 18:22 საათზე, საიდანაც გაეწერა 06.10.2018 წელს 13:00 საათზე დიაგნოზით: ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, თხემ-კეფის, სახის და კიდურების არეში. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები ზედა კიდურების მიდამოებში და ჰემატომები მარცხნივ ზედა ქუთუთოს, მარცხენა მხრის უკანა ზედაპირზე და თავის მიდამოებში. 04.10.2018 წელს 16:40 საათიდან 17:20 საათამდე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: მოქ. თინა ხურციძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევების, სისხლნაჟღენთებისა და დამწვრობითი უბნების სახით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები თავის ტვინის შერყევის, სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ნაჭდევების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (03.10.18წ), ხოლო დაზიანებები თავის ტვინის შერყევისა და სისხლნაჟღენთების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (04.10.18წ). დაზიანება სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად და იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (04.10.18წ). დაზიანებები დამწვრობითი უბნების სახით განვითარებულნი არიან რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები I ხარისხის დამწვრობითი უბნების სახით იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს (04.10.18წ). დაზიანება II ხარისხის დამწვრობითი უბნის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს (25.09.18წ).

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ----------------–-–---–-- დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

შემაკავებელი ორდერის N003576 თანახმად, 2018 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირ N44-ში მოძალადე ლ----------–---მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს თ---------–------.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განაჩენით ლ----------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 5 ოქტომბრის მომართვის თანახმად ლ----------–---მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 მაისის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით, დაასრულა 2018 წლის 31 ივლისს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლით დაწესებულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრია მეუღლე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ლ----------–---- მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), ჩადენა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის დასადასტურებლად, რომ 1. 2018 წლის 25 სექტემბერს, ვ--–-, სოფელ ა-----–---–- თვისსავე საცხოვრებელ სახლში ლ----------–---მ მეუღლეს თ---------–------ რამდენჯერმე მუჭი დარტყა სახის არეში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2018 წლის 25 სექტემბერს ქუთაისში, რესტორან ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ----------–---მ მეუღლეს თ---------–------ სიგარეტის გამოყნებით მიაყენა დაზიანებები, რომლებიც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; 2. 2018 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე არსებულ მუხრანის ტყეში ლ----------–--- დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ---------–------. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; 3. 2018 წლის 3 ოქტომბერს, ვ--–-, სოფელ ა-----–---–- თავისსავე საცხოვრებელ სახლში ლ----------–---მ მეუღლეს თ---------–------ რამდენჯერმე ხელი დარტყა სახის არეში და ასევე მოქაჩა თმებში. დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე დანის გამოყენებით ყელის არეში მიაყენა დაზიანებები; 4. 2018 წლის 3 ოქტომბერს, ვ--–-, სოფელ ა-----–---–- თავისსავე საცხოვრებელ სახლში ლ----------–--- დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს თ---------–------. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ----------–---- მოცემულ ეპიზოდებში ბრალდების დასადასტურებლად. აღნიშნულთან დაკავშრებით სასამართლო უთითებს, რომ დაზარალებულმა თ---------–-----მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. რაც შეეხება საქმეზე დაკითხული მოწმეების ო-----------–---–--, გიორგი გოგატიშვილის, ბეგლარი ედიბერიძის, გიორგი ქავთარაძისა და შალვა გაბრიჭიძის ჩვენებებს, არცერთი მათგანი არ არის მოცემული ფაქტების თვითმხილველი და ისინი ავრცელებენ იმ დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად სასამართლო სხდომაზე დაკითხული აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. რაც შეეხება მოწმე სალომე ხურციკიძეს, მან სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გარდა 2018 წლის 4 ოქტომბრის კონფლიქტისა, სხვა ფაქტის შემსწრე არ არის და აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას არ ფლობს. სხვა მტკიცებულება, რაც ლ----------–---- ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სამედიცინო ექსპერტიზის N007848818 დასკვნას, რომლითაც დადგენილია, რომ თ---------–------ სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს სხეულზე მიყენებული დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე და რაოდენობა, თუმცა სამედიცინო ექსპერტი ვერ დაადგენს თუ ვის მიერ იქნა მიყენებული ეს დაზიანებები. საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული დაზიანებები თ---------–-----მ 2018 წლის 25 სექტემბერსა და 3 ოქტომბერს მიიღო ლ----------–---- ძალადობრივი ქმედებების შედეგად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ლ----------–---- ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111, 120-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებში. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს, რის გამოც ლ----------–--- წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

რაც შეეხება ბრალდებულ ლ----------–---- მიმართ, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

რაც შეეხება ოჯახის წევრის ცნებას მოცემულია საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნაში. კერძოდ ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 4 ოქტომბერს, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე არსებულ მუხრანის ტყეში ლ----------–---მ მეუღლეს თ---------–------ რამდენჯერმე მუჭი დაარტყა სახის არეში, ასევე სიგარეტი დააწვა სხეულის არეში, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო უთითებს, რომ სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ს--–----------–------ 2018 წლის 4 ოქტომბრის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ მას დაურეკა თ---------–-----მ და უთრა, რომ იყო საღორიის ტყეში, გამოელიათ საწვავი და ითხოვა დახმარება. იქ მისულს ადგილზე დახვდა თ---------–----- და მისი მეუღლე ლ----------–---, რომლებსაც ჰქონდათ კონფლიქტი, თინა იყო აშკარად ნაცემი, შეშინებული, თმა ჰქონდა „გაწეწილი’’, იყო ნამტირალევი. თ---- ცხვირის არეში აღენიშნებოდა სიწითლე. სალომემ თ---- სთხოვა მასთან ერთად წასულიყო, თუმცა უარი მიიღო, რის შემდეგ დაძრეს მანქანა და წავიდნენ. ამ დროს სალომემ დაინახა, თუ როგორ მოუქნია ხელი ლევანმა თ----. ლევანის მიერ მოქნეული ხელი ბუნებრივია თ---- მოხვდებოდა. ს--–----------–------ დარეკა საპატრულო პოლიციაში და ითხოვა დახმარება. სასამართლო აღნიშნულ მოწმესთან დაკავშირებით უთითებს, რომ მოწმე სალომე ხურციკიძე უშუალოდ შეესწრო დისა და სიძის კონფლიქტს, აღწერს თ---------–------ ვიზუალურ მდგომარეობას და სწორედ მან განახორციელა შეტყობინება 112-ზე მომხდარის შესახებ, რაც დადასტურებულია დანაშაულის შესახებ N2423224 შეტყობინებით. სასამართლო ასევე უთითებს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ომარ ხოხიაშვილმა, გ----------------–---–-- და ბეგლარი ედიბერიძე გადმოსცეს დაზარალებულ თ---------–------ მდგომარეობა, რომ მას ვიზუალურად ეტყობოდა დაზიანების კვალი, ამასთან იყო შეშინებული და მან ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს არ განუმარტა, ვიდრე მისი გადაყვანა არ მოხდა პოლიციის განყოფილებაში და არ იგრძნო თავი დაცულად.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 04.10.2018 წელს 16:40 საათიდან 17:20 საათამდე ჩატარებული პირადი შემოწმებისას: თ---------–------ სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევების, სისხლნაჟღენთებისა და დამწვრობითი უბნების სახით.

 

მოწმეების ჩვენებებში გადმოცემული ფაქტები კონფლიქტისა და ფიზიკური ძალადობის შესახებ სრულ თანხვედრაშია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებთან, რაც მიუთითებს მათი ჩვენებების სარწმუნოობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნა შესაბამისობაშია თ---------–------ სხეულზე არსებული დაზიანების და დაზიანების გამომწვევ მიზეზებთან.

მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ მისი სუბიექტური აღქმა არ შეიძლება იყოს დანაშაულებრივი ქმედების განმსაზღვრელი (მაგალითად: 10-12 თვის ბავშვის (ან იმ ბავშვის მიმართ, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე ჯერ არ შეუძლია საუბარი) მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა არის თუ არა ფიზიკური ტკივილის გამომწვევი, სასამართლოს აზრით, უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტის დადგენა ნებისმიერ შემთხვევაში ობიექტურად შეუძლებელია რამეთუ ამ ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა ვერბალურად ვერ გამოთქვამს ემოციებსა და გრძნობებს. ის ფაქტი, რომ თ---------–-----მ მეუღლის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებით განიცადა ფიზიკური ტკივილი, ნათლად დააფიქსირა გამოძიებისას, ამასთან ლოგიკურია, რომ ნებისმიერი საშუალო ფიზიკური მონაცემებისა და ჯანმრთელობის მქონე ადამიანისათვის ახალგაზრდა მამაკაცის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, იმ ფონზე როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დაზარალებულს არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა (თ---------–------ სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სწორკიდეებიანი ჭრილობის, ნაჭდევების, სისხლნაჟღენთებისა და დამწვრობითი უბნების სახით) ფიზიკური ტკივილის გამომწვევია.

სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ ლ----------–--- საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებული და დაზარალებული ოჯახის წევრები არიან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ----------–---მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ლ----------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით- მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

 

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახში ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს, ქმედების ჩადენის დროს, ლ----------–--- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა.

 

ლ----------–---- სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წესს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ----------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, ლ----------–---- მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევა ვერ იქნება უზრუნველყოფილი მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, არაადეკვატური, არაგონივრულად ლმობიერი სასჯელის გამოყენებამ კი შესაძლოა წარმოშვას დაუსჯელობის გრძნობის განვითარების რისკი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ----------–---ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: საგამოიებო ექსპერტიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები (რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლ----------–--- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით (2018 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 4 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 120-ე მუხლით (2018 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ლ----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენისას მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ლ----------–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ლ----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 4 ოქტომბრიდან.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: საგამოიებო ექსპერტიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები (რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური