გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.08.2019
საქმის ნომერი
090210018002654566
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
16.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(2/127–18 ) 090210018002654566

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16.08. 2019 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი - ქეთევან არჩვაძე

 

მოსარჩელე (ძირითადი სარჩელით)– მ------–---–-----

წარმომადგენელი – ა-–------------------–-–---–-

 

მესამე პირები (ძირითადი სარჩელით) – ო-----------–---–---------–-----------–----------

წარმომადგენელი – ა-–------------------–-–---–-

 

მოპასუხეები (ძირითადი სარჩელით) – ბ--------------–--–-------------------

წარმომადგენელი – ბ----------------

 

დავის საგანი: (ძირითადი სარჩელით) უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით)– ზ-------------

წარმომადგენელი – ბ----------------

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) – მ------–---–-----

წარმომადგენელი – ა-–------------------–-–---–-

 

მესამე პირები – ო-----------–---–---------–-----------–----------

წარმომადგენელი – ა-–------------------–-–---–-

დავის საგანი: (შეგებებული სარჩელით) უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ნივთის გამოთხოვა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1ბათილად იქნეს 20---–-–-----------------------------------–--–-- და ზ-------------ს შორის დადებული – უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე მზ-----–---–------ სარჩელისა გამო, მოპასუხე სა-------------------ა და მესამე პირის ბ--------------–--–-- მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კონკრეტულად კი, სარჩელით მ------–---–----- ითხოვს სა------------------- ე---------–------------- 1-----------–-–--------------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მ------–---–------ მიერ, ათეული წლების განმავლობაში, მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი ს--------------- დარეგისტრირდა ბ--------------–--–-- სახელზე. მ------–---–-----მ სადავოდ გახადა გ---–--–-- სახელზე, სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რის გამოც, ადმინისტრაციულ საქმეზე მიმდინარეობს არსებითი განხილვა, მხარეების მიერ, წარდგენილია მტკიცებულებები, დაკითხულია მოწმეები. თუმცა, შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. ამასთან, საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა და აღნიშნული გარემოებით ისარგებლა ბ--------------–--–-- და სადავო უძრავი ნივთი (მდებარე ო----------------------–--------–--- სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მოჩვენებითი გარიგებით, გადააფორმა სხვა მესამე პირის ზ-------------- სახელზე. კერძოდ, 2----–-–---------------------------------–--–-- და ზ-------------ს შორის, დადებული იქნა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ზ------------- გახდა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე. 2----–-–----------------- ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია კანონის უხეში დარღვევით და იგი უნდა იქნას გაუქმებული. კერძოდ, ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოჩვენებით, რათა შექმნილიყო ე.წ ,, კეთილსინდისიერი შემძენი ,,მესაკუთრე’’, რათა გ---–--–- თავი აერიდებინა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული N------- საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებისაგან. მოსარჩელის მოთხოვნა : ბათილად ცნოთ 20---–-–-----------------------------------–--–-- და ზ-------------ს შორის დადებული – უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ბ--------------–--–-- წარმომადგენელი წარმოდგენილი შესაგებლით, არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს: რომ კანონით, ნივთის გასხვისება აკრძალული არ არის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184–ე მუხლის მეორე ნაწილით, მხარეებს აძლევთ უფლებას გაყიდონ, ან სხვა გზით გაასხვისონ დავის საგანი, შესაბამისად, დავის პროცესში გ---–--–-- მიერ ნივთის გასხვისება, არ წარმოადგენს არამართლზომიერ ფაქტს, გ---–--–მა ქონება გაყიდა ოჯახში და მის საქმიანობაში წარმოქმნილი ფინანსების მოსაგვარებლად და გაყიდვის ფაქტთან მიმართებაში, ის არ მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, მართალია, მან მყიდველს დაუმალა სასამართლოში დავის ფაქტი, მაგრამ იძულებული იყო ასე ემოქმედა, დავის გამხელის შემთხვევაში, ქონება არ გაიყიდებოდა და ვერც ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებდა. მყიდველმა ბ------ გ---–--–თან ერთად, გადაამოწმა გასაყიდ ქონებაზე გ---–--–-- საკუთრების უფლება, დარწმუნდა ქონების უნაკლობაში, იქვე ს------------------ში გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და გადაიხადა საფასური, იმ შემთხვევაში , თუ მას ეცოდინებოდა სასამართლოში დავის შესახებ, ის ქონებას არ შეიძენდა, ამ მიზეზით, 2018 წლის აპრილ – მაისში 2 კლიენტი იქნა დაკარგული და გ---–--–-- ინტერესში არ შედიოდა ბ----ეს ცოდნოდა აღნიშნულზე. მყიდველმა გაყიდულ ქონებაზე, მისი საკუთრების რეესტრში არსებული რეგისტრაცია ჩათვალა სწორად და სარწმუნოდ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქონებაზე გ---–--–-- საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 2011 წელს და რეგისტრაციაზე ეს გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული. მ------–---–------ მიერ, სასამართლოში გასაჩივრებულია 2001 წლის ჩანაწერით, საკუთრებაში დაუზუსტებელი მიწის ნაკვეთის დაზუსტებული საზღვრებითა და ოდენობით რეგისტრაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნასყიდობა გაფორმებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2.2 სასამართლო სხდომაზე ზ-------------- წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

3.შეგებებული სარჩელი (დაზუსტებული მოთხოვნა)

3.1 გამოსახლებულ იქნას მ------–---–-----, მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად, ზ-------------- საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონებიდან (ს---------------), მდებარე ო---------–----–-----------------–------–-, ამ ქონების მოძრავი ქონებიდან გამონთავისუფლებით.

 

შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მოსარჩელე ზ-------------- წარმომადგენელი წარმოდგენილი შეგებებული სარჩელით განმარტავს, რომ 2----–-–----------------- ნასყიდობის ხელშეკრულებით, ბ--------------–--–--აგან შეიძინა უძრავი ქონება მდებარე – ო----------------------–-------–- ს---------------, მოპასუხემ სარჩელი შეიტანა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ფიქტიურობის მოტივით.

 

ზ-------------- წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დააზუსტა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, გამოსახლებული იქნას მ------–---–----- მასთან ერთად მცხოვრებ პირებთან ერთად, ზ-------------- საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონებიდან, ს--------------- – მდებარე ო----------–----–----------------–------–-, ამ ქონების მოძრავი ქონებიდან გამონთავისუფლებით.

 

3.2 შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მ------–---–----- წარმოდგენილი შესაგებლით, არ ეთანხმება შეგებებულ სარჩელს და განმარტავს: ბ----ის მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. გ---–--–-ა და ბ----ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო უძრავი ქონების ყიდვა – გაყიდვის შესახებ, უნდა ჩაითვალოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით დადებულად, რადგან გარიგება არის მოჩვენებითი. სინამდვილეში, არც გ---–--–- გაუსხვისებია უძრავი ნივთი და არც ე.წ ,, მყიდველს’’ ზ-------------ს შეუძენია იგი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შორის , რომ გარიგება მხოლოდ იმის გამო გაფორმდა, რათა თავი აერიდებინა ამბროლაურის რაიონული საამართლოს წარმოებაში არსებულ ადმინისტრაციულ საქმეზე მოპასუხე გ---–--–- მოსალოდნელი სასამართლო გადაწყვეტილების შედეგებისაგან, ეს დღესავით ნათელია. გარემოებების სრულყოფილად და ობიექტურად შესწავლით შესაძლოა საქმე გვქონდეს დანაშაულთან. გაუგებარია რა ქონება გაასხვისა ბ--------------–--–--, მაშინ როდესაც სასამართლოში მ------–---–-----ს დავა ჰქონდა სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის კანონიერებაზე. შეგებებული სარჩელის ავტორი არ არის კეთისინდისიერი შემძენი.

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე მ------–---–------ წარმომადგენელმა განმარტა, რომ ზ-------------- შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რადგან ზ-------------მ სარჩელი წარადგინა ბ--------ნ გ---–--–-- კარნახით, ფაქტიურად შედგენილი და წარდგენილია სასამართლოში ბ--------------–--–-- ავტორობით. შეგებებულ სარჩელს ხელს აწერს ბ--------------–--–-- პირადი ადვოკატი და რწმუნებული ბ----------------, რომელმაც ახსნა – განმარტებაში განაცხადა, რომ თავიდანვე უთხრა მის მარწმუნებელს ბ--------ნ გ---–--–-, რომ მოეშორებინა სადავო სახლი და გაესხვისებინა იგი. ცხადია , რომ მოსარჩელე ზ-------------ს არ წარუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც გახდებოდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების იურიდიული და ფაქტობრივი საფუძველი.

 

3.3 შეგებებულ სარჩელზე მესამე პირების პოზიცია:

 

მესამე პირებმა ვლ----------–---–----ემ და ო-----------–----------მ წარმოდგენილი შესაგებლით, არ ცნეს შეგებებული სარჩელი და განმარტეს, რომ მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და უკანონო და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ბ----ესა და გ---–--–- შორის დადებული იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, სადავო უძრავი ქონების ყიდვა – გაყიდვის შესახებ, მოჩვენებით.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. 201--–-–---------------დან, ზ------------- წარმოადგენდა ო----------------------–------–- მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ს------------------იდან.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. დადგენილია, რომ 201--–-–---------------ს ბ--------ნ გ---–--–-ა და ზ-------------ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს შორის, 201--–-–---------------ს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის დადებული მოჩვენებით და მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება რეალურად, მიზნად ისახავდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას. ამავდროულად, ზ------------- წარმოადგენს კეთილსინდისიერ მხარეს (კეთილსინდისიერ შემძენს),შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოჩვენებითია გარიგება, როცა ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი, ე.ი. ახდენენ გარეგნულად გამოხატულის მიღწევის სიმულაციას. მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს (სუსგ №ას-976-908-2017, 22 იანვარი, 2018 წელი).

 

მოჩვენებითი გარიგების მიზანი, როგორც წესი, მესამე პირის მოტყუებაა. სასამართლო პრაქტიკაც ადასტურებს, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან, (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). სავალდებულო არ არის მოჩვენებითი გარიგების მიზანი ყოველთვის იყოს მესამე პირის მოტყუება. მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის, გადამწყვეტია ფაქტი, რომ მხარეებს არა აქვთ გარიგებაში მითითებული შედეგის დადგომის განზრახვა, მაგალითად, ხელშეკრულებაში მითითებული ფასის გადახდა.

 

ამასთან, მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში, აწევს იმ პირს, ვინც ამტკიცებს, რომ არსებობს მოჩვენებითი გარიგება ანუ, მას ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა, მისი უფლება. სასამართლოსათვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 201--–-–---------------ს ბ--------ნ გ---–--–-ა და ზ-------------ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებმა დადეს მოჩვენებით, რათა შექმნილიყო ე.წ,, კეთილსინდისიერი შემძენი, მესაკუთრე’’. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ მყიდველმა არც კი იცოდა რას ყიდულობდა, კერძოდ, სადავო ხელშეკრულებაში საერთოდ არაა მითითებული მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის შესახებ ინფორმაცია. ფაქტიურად ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველმა ზ-------------მ მხოლოდ მიწის ნაკვეთი შეიძინა. ასევე მოსარჩელე მიუთითებს, რომ ზ-------------ს არაფერში არ სჭირდებოდა ო-–-----------–------–- მდებარე სადავო უძრავი ქონება. იგი არის 65 წლის, არის პენსიონერი, ცხოვრობს თბილისში და არც სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდა შეეძინა უძრავი ქონება. იგი დაეთანხმა ბ--------------–--–-- თხოვნას ფაქტობრივად შეიძინა სადავო უძრავი ნივთი, რათა დროებით მის სახელზე გადაფორმებულიყო, რაც წარმოადგენს მოსარჩელის მოსაზრებებს და რაიმე მტკიცებულებები ამის შესახებ, წარმოდგენილი არ არის და შესაბამისად უსაფუძვლოა.

 

ვინაიდან მოჩვენებით დადებული გარიგების დროს, ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს, უნდა დადგინდეს, მოპასუხეების მხრიდან, ჰქონდა თუ არა ადგილი, სადავო გარიგების დადების დროს, შეთანხმებულად მოქმედებას.

 

მოპასუხეები მოქმედებდნენ შეთანხმებულად და მათ სამოქალაქო უფლება არ განუხორციელებიათ კეთილსინდისიერად. მართალია, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება სა------------------- ეროვნულ სააგენტოში გააფორმეს , თუმცა სინამდვილეში, მათ ასეთი განზრახვა არ ჰქონიათ. კერძოდ, რეალურად არც ბ--------ნ გ---–--–- გაუყიდია უძრავი ნივთი და არც ზ-------------ს შეუძენია ქონება. მათი განზრახვა მხოლოდ ერთი იყო, ხელი შეშლოდა მ------–---–------ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელებას. ,, ნასყიდობის ხელშეკრულების’’ მხარეებმა კარგად იცოდნენ, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაუქმდებოდა სადავო ნივთზე – ო--------------------–------–- (ს---------------) ბ--------------–--–-- სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას, უძრავ ქონებაზე მოჩვენებითი გარიგების დადების შესახებ, რადგან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ ბ--------------–--–-- მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო ნივთზე მოჩვენებით გადააფორმა ზ-------------ზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ------–---–-----ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამასთან, უნდა დაკმაყოფილდეს ზ-------------- შეგებებული სარჩელი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს როგორც ნამდვილი, ისე ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას, სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, ან ზნეობის ნორმებს.

 

აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული მოჩვენებითი გარიგების ბუნების

 

განმარტება. მოჩვენებითი გარიგების დროს, კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებას და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა ,,ურთიერთშეთანხმება’’, ,,გარიგება’’ მოჩვენებითი ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ, ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. ამრიგად, იმისთვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომელებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე’’, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (იხ. სუსგ საქმე Nას-1439-1357-2012).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს, მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად, ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში, შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში, ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც, მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა.

 

ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება (სუსგ 11.11.2015, საქმე №ას-862-812-2015).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

დადგენილია, რომ 2----–-–----------------ს, ბ--------ნ გ---–--–-ა და ზ-------------ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბ--------------–--–-- ზ-------------ს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება მდებარე, ონ--------------------–------–ი, ს---------------, ხოლო მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა ნასყიდობის ფასი.

მოსარჩელე მ------–---–----- სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სადავო გარიგება დადებულია მოჩვენებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნვთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა, ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება 20----–-–-------------ოს, ანუ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის, სა------------------- მონაცემებით, საკუთრების უფლებით, აღრიცხული იყო ბ--------------–--–-- საკუთრებაში (და არა მ------–---–------ საკუთრებაში). შესაბამისად, სა------------------- მონაცემების უტყუარობის და სიზუსტის პრეზუმციის გათვალისწინებით, ზ------------- სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე მოქმედებდა და მას არ ევალებოდა დამატებით მოეძია ინფორმაცია სადავო უძრავ ქონებაზე არსებობდა თუ არა რაიმე დავა. შესაბამისად, ზ------------- სადავო ხელშეკრულების დადებისას, მოქმედებდა კეთილსინდისიერად. შესაბამისად, გამორიცხავს სადავო გარიგების მოჩვენებით დადებულად მიჩნევას, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, მოჩვენებითად შეიძლება ჩაითვალოს გარიგება, თუ ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვეს, მათ შორის, უნდა არსებობდეს ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმება, საერთო მიზანი, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით, ვერ დაასაბუთა ნასყიდობის მოჩვენებითი ხასიათი. სადავო გარიგების ბათილად ცნობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე მხარეს. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე უნდა დაამტკიცოს მან ვისაც მიაჩნია, რომ მოჩვენებით/თვალთმაქცურად დადებული გარიგებით, შეილახა მისი უფლება.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას, დავის გადაწყვეტისას, სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.

 

ამავე კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება ს------------------იდან.

განსახილველ შემთხვევაში, სა------------------- ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა და ასეთად, ს------------------ში რეგისტრირებულია ზ-------------.

 

7.2 საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტის დანაწესის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

7.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ, ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების, ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სარჩელი არის ვინდიკაციური, რომლითაც მესაკუთრე ახდენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან, მისი საკუთრების ვინდიცირებას, მისი გამოთხოვის გზით. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან, მის გამოთხოვას გულისხმობს.

 

დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ, უკანონო მფლობელობიდან, ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის, უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით დადგენილია, რომ ო----------------------–------–ი მდებარე უძრავი ქონება, საკუთრების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 201--–-–---------------დან, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ზ-------------- სახელზე.

 

7.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება ს------------------იდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ, არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორი ზ------------- სა------------------- მონაცემებით, აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ და, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება, აღნიშნული ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.

 

სადავო ნივთზე შეგებებული სარჩელის ავტორს ზ-------------ს გააჩნია საკუთრების უფლება და ის არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან, ამ ნივთის ფლობით, რადგან საქმეზე არაა დადგენილი, რომ მოპასუხე წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ასკვნის, რომ არ არსებობს მოპასუხის სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელად მიჩნევის საფუძველი. ხოლო, სხვა დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მას აქვს სადავო ნივთის ფლობის უფლება მოპოვებული, საქმის მასალებით, ვერ დგინდება. საქმის მასალებით, ვერ დასტურდება, რომ დღეის მდგომარეობით, მოპასუხეს აღნიშნული ნივთის მართლზომიერად ფლობის უფლება გადაეცა მესაკუთრისგან და არის ნაწარმოები თვით მესაკუთრის მფლობელობიდან.

 

ამდენად, ზ-------------- კუთვნილ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს მოპასუხე - მ------–---–-----.

 

შესაბამისად, მოცემულ არგუმენტებზე დაყრდნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში, არ შეიძლება ნივთის მესაკუთრეს მოეთხოვოს მისი საკუთრების ხელყოფის მოთმენა, რადგან აღნიშნული ლახავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას; ხოლო მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია უძრავი ნივთის მესაკუთრე და დადგენილია მოპასუხე მხარის მიერ, ზ-------------- კუთვნილ უძრავი ნივთის ნაწილზე უკანონო ხელყოფა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ-------------- მოთხოვნა – მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის ჩაბარების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ, საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება.

ვინაიდან შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, მ------–---–-----ს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის –120 ლარის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას, სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც, მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მ------–---–------ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების, ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით), აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე –3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.მოსარჩელე მ------–---–------ სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2.ზ-------------- შეგებებული სარჩელი უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

2.1. გამოსახლებულ იქნას მ------–---–-----, მასთან ერთად, მცხოვრებ პირებთან ერთად, ზ-------------- საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონებიდან (ს---------------) მდებარე, ო----------–----–----------------–------–-, ამ ქონების მოძრავი ქონებიდან გამონთავისუფლებით.

 

3.მოსარჩელე მ------–---–------ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4.მ------–---–-----ს დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 120 ლარის გადახდა, რომელიც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300803150;

 

5.გაუქმდეს ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------------ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელთა საფუძველზეც, ყადაღა დაედო ზ------ი ბ----ის (პ--------------) სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებას – მდებარე ო----------------------–-------- (ს---------------).

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32), სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ამბროლაური, მ. კოსტავას ქუჩა N13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში.

 

7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 (ოცი) და არა უგვიანეს – 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან – 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე