გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
330210116001476018
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 33---------------8

საქმე N2/24042-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - ო----------–-------------------–-----ა

წარმომადგენელი - თ----–------------–--ე

მოპასუხე - დ----------------ე, შ--–----–---–----ე, ვ--------------–-–---–ი

წარმომადგენელი - მ--------------ე, ბ---------–---------ი

დავის საგანი - ქონებრივი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს - დ----------------ეს, შ--–----–---–----ესა და ვ--------------–-–---–ს მოსარჩელის - ო----------–-------------------–-----ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 62 017.26 ლარის გადახდა.

 

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2014 წლის 18 ივლისიდან მოსარჩელის საკუთრებაშია ქ. თ---–--–---------------------ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ N0---------------). ხოლო ამავე მისამართზე 2014 წლიდანვე მეზობლად არსებული უძრავი ქონების (ს/კ N0---------------) თანამესაკუთრეები არიან მოპასუხეები - დ----------------ე, შ--–----–---–----ე და ვ--------------–-–---–ი. მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მისივე კუთვნილი სამი ავტოფარეხი, რომელიც იმყოფებოდა ს------------------ს“ მფლობელობაში. მასში დაყენებული იყო ს------–----------------“-ს კუთვნილი ავტომანქანები.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2014 წლის 12 ნოემბერს, მოპასუხეების მიწის ნაკვეთზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სხვა პირთა საკუთრებაში არსებულ ქონებებთან ერთად ხანძარი გაუჩნდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სამივე ავტოფარეხს. რა დროსაც, ხსენებული ავტოფარეხები დაიწვა და ძლიერ დაზიანდა. დაზიანდა აგრეთვე ამ ავტოფარეხებში მყოფი ავტომანქანები. იმის გათვალისწინებით, რომ ხანძრის კერა იყო მოპასუხეების მიწის ნაკვეთზე, სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი ხანძრის გაჩენაზე და მისგან გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზეც.

 

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ივნისის განჩინებით (საქმე N2-------), ს------–----------------ა“ და მოპასუხეებს შორის გაფორმდა მორიგება, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელებმა იკისრეს ვალდებულება ს------–----------------სთვის“ გადაეხადათ 45170 ლარი ხანძრის შედეგად დაზიანებული, მოსარჩელის ავტოფარეხებში დაყენებული ავტომანქანების დაწვა-დაზიანებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად.

 

მხარის განმარტებით, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე იგი ცნობილი იქნა დაზარალებულად ზემო ხსენებული ავტოფარეხების დაზიანების ფაქტზე. წარმოდგენილი სარჩელით კი მიყენებული ზიანის ოდენობად უთითებს 62 017.26 ლარს, რაც დასტურება საინჟინრო-ტექნიკური დასკვნით (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმები).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს, განმარტეს, რომ სადავო გარემოება არ არის ის, რომ მხარეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები მდებარეობს ერთმანეთის მომიჯნავედ. ამასთან, ვინაიდან ხანძრის გაჩენა მოხდა სწორედ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უკანონო დენის კაბელიდან, ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეებმა რეალურ დაზარალებულს აუნაზღაურეს ხანძრით მიყენებული ზიანი. რაც შეეხება უშუალოდ მოსარჩელის საკუთრების დაზიანების ფაქტს, როგორც ექსპერტიზის დასკვნაშია მითითებული, შენობა-ნაგებობებს დაუზიანდათ მხოლოდ სახურავები. არსებული დასკვნების თანახმად, არსად არის განსაზღვრული უშუალოდ მესაკუთრეზე მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

მოპასუხე მხარის განმარტებით, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არ იყო დასაბუთებული შესაბამისი მტკიცებულებებით, ამასთან, ხანძრის გაჩენაში არანაირი ბრალი არ მიუძღვოდათ მათ და სწორედ გამოძიებით უნდა დადგენილიყო აღნიშნული სადავო გარემოება, შესაბამისად, სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმები).

 

3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2015 წლის 05 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ 2014 წლის 18 ივლისიდან მოსარჩელის - ო----------–-------------------–-----ა საკუთრებაშია ქ. თ---–--–---------------------ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 0---------------).

 

მხარეთა განმარტებით, მითითებულ უძრავ ქონებაზე განთავსებულია 3 ავტოფარეხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 05 ივნისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ტ.1., ს.ფ. 17-19)

- მხარეთა ახსანა-განმარტება

 

3.2 2014 წლის 13 ოქტომბრისა და 2016 წლის 15 აგვისტოს ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 2014 წლის 13 ოქტომბრიდან ქ-------–--–--------------------–- მდებარე უძრავი ქონების 0---------------) თანამესაკუთრეები არიან მოპასუხეები - დ----------------ე, შ--–----–---–----ე, ვ--------------–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 13 ოქტომბრისა და 2016 წლის 15 აგვისტოს ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან (ტ.1., ს.ფ. 20-21; 46-47)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.3. 2016 წლის 19 მაისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე, ქ------–--–--------------- ქუჩაზე მდებარე ავტო სერვისის ხანძრის გაჩენის ფაქტზე, მოსარჩელე - ო----------–-------------------–-----ა ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტ.1., ს.ფ. 22-23)

- დაზარალებულის უფლებების განმარტების ოქმი (ტ.1., ს.ფ. 24-25)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.4 ს------–----------------“-სა და მოპასუხეებს - დ----------------ეს, შ--–----–---–----ესა და ვ--------------–-–---–ს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ივნისის განჩინებით მხარეთა მორიგების გამო შეწყდა საქმის წარმოება. მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ ს------–----------------სთვის“ 45 170 ლარი, როგორც ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი.

 

სარჩელის მე-5 ფაქტობრივი გარემოება, რომელიც შესაგებლით მოპასუხემ უდავო გარემოებად მიიჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 09 ივნისის განჩინება (ტ.1., ს.ფ. 27-29)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე და 992-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან).

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს დელიქტი, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, ზიანის მიმყენებელი ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს შესაბამისი ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი

 

განსახილველი დავის საგნის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარე მოთხოვნას დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობაზე ამყარებს, მოცემული დავის მარეგულირებელ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს.

 

ხოლო ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ განხორციელდეს ზიანის ანაზღაურება, ჯერ უნდა დადგინდეს ვალდებულების, როგორც ფაქტის და შემდგომ ვალდებული პირის არსებობა. ამიტომ, განსახილველ საქმეში, უნდა დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი დელიქტს, რომელიც თავის მხრივ, გახდება დამოუკიდებელი საფუძველი ვალდებულების წარმოშობისთვის.

 

სასამართლო, აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“).

 

ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

 

ამგვარად, დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში:

1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება,2) სახეზე უნდა იყოს ზიანი,3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის,4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეა ვალდებული დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, თუ მოსარჩელე წარმოადგენს შესაბამისი მტკიცებულებებს, ზიანის მიმყენებელმაც უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

აქვე, მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს უზენაესი სასამართლოს განმარტება (სუსგ, ას-1294-1214-2015, 27 ივნისი, 2016 წ) – „საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარ პრაქტიკაზე (იხ. სუსგ-ებები: # ას-944-894-2015, 27.11. 2015წ.; # ას-1326-1252-2012, 25.03.2013 წ.; # ას-1142-1071-2012, 07.03,2013 წ.) დაყრდნობით განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.

 

აქედან გამომდინარე, რადგან სწორედ მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ზიანი მიადგა სწორედ მოპასუხეების მხრიდან, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად, შესაბამისად, მოსარჩელეა ვალდებული წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებებიც.

 

რაც შეეხება იმ ძირითად კომპონენტებს და წინაპირობებს, რომლებიც დელიქტის დადასტურებისთვის არის აუცილებელი, სასამართლო ეყრდნობა საკასაციო სასამართლოს შემდეგ განმარტებას (სუსგ, №ას-862-2019, 26 ივლისი, 2019 წელი): -

 

1) ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა.

 

2) საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (სსკ-ის 415-ე მუხლი;) პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

 

3) ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. ბრალის სამართლებრივი კატეგორია განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა და გაუფრთხილებლობა, რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია.

 

საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე ცალსახაა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეული კომპონენტის არსებობას დელიქტის დადგენაში. ამასთან, საგულისხმოა, რომ თითოეული კომპონენტი უნდა დადგინდეს კუმულატიურად და აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია. რომელიმე მათგანის ვერ დადასტურების შემთხვევაში, შეუძლებელია ვისაუბროთ დელიქტის არსებობაზე, როგორც ვალდებულების წარმოშობის კონკრეტულ საფუძველზე.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე, მის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ეფუძნება მსჯელობას, რომ რადგან ხანძრის კერა მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გაჩნდა, შესაბამისად, სწორედ ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი ხანძრისგან გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე ანუ ავტოფარეხების დაწვაზე. შესაბამისად, არ მიუთითებს არც მოპასუხეების ბრალეულ ქმედებაზე და არც სხვა აუცილებელ ელემენტებზე დელიქტის დასადგენად.

 

სასამართლო დაეთანხმებოდა მოსარჩელის შეფასებებს იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნებოდა სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას.

 

საგულისხმოა, რომ საკასაციო სასამართლოს სხვა არაერთი საქმის მსგავსად, გაკეთებული აქვს შემდეგი განმარტება: „სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ადგენს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან, ნივთის მფლობელს, ბრალის მიუხედავად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას უდგენს, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს განხორციელებამ ადამიანის სხეულისა და ჯანმრთელობის, ასევე, ნივთის დაზიანება გამოიწვია. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს ნებისმიერ ისეთ ნივთს, რომელიც თავისი თვისებებით მომეტებული საფრთხის შემცველია. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას ადამიანის მიერ მასზე სრული კონტროლის შეუძლებლობის გამო (იხ. სუსგ-ები # ას-40-37-2015, 24.12.2015; # ას-1295-1215-2017, 23.10.2017წ; # ას-55-55-2018, 31.03.2018წ)...ამდენად, ამ კატეგორიის დავებზე სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობის (ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირი, ბრალი და მართლწინააღმდეგობა) არსებობა და მტკიცება არ არის საჭირო, რადგან მომეტებული საფრთხის წყაროს გამოყენების დროს, ბრალის გარეშეც, ასეთი საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობაა მიყენებული ზიანის ანაზღაურება (სუსგ, №ას-1350-2018, 22 თებერვალი, 2019 წელი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმის მარეგულირებელი ნორმა არ არის სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი, რადგან ადგილი არ აქვს ???????????????? ??????????? ??????????? ?????????? ???????? ?????????? ??????????? . შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს აქვს ვალდებულება დაძლიოს მტკიცების ტვირთი იმგვარად, რომ სასამართლოს დაუდასტუროს მოპასუხეთა ბრალეულობა, ყველა სხვა ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტთან ერთად.

 

გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრივი წარმოებისაგან. კანონით მინიჭებული შესაძლებლობა, საქმე განხილულ იქნას გამარტივებული წესით შემჭიდროვებულ ვადებში, მოსარჩელე მხარის დისპოზიციური უფლებაა და მას არ ეკრძალება სარჩელის წარდგენა საერთო საფუძველზე. გამარტივებული წარმოებით საქმის განსახილველად კი, მოსარჩელეს კანონი ვალდებულებას აკისრებს, სარჩელს თან დაურთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი (თუ დანაშაული გვაქვს სახეზე) ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რითაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).

 

რაც შეეხება განსხვავებას დელიქტით მიყენებული ზიანის გამარტივებული და ჩვეულებრივი სასარჩელო წესით განხილვას შორის, აღნიშნულთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ გამარტივებული წესით საქმის განხილვის დროს სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ. სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტით იგი არ არის დადგენილი. ასეთ დროს ზიანის ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელემ უნდა წარადგინოს. ჩვეულებრივი სასარჩელო წესით დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვის დროს კი, მხარეები სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად წარუდგენენ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველ მტკიცებულებებს, ხოლო სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად აფასებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი დაზარალებულის შესახებ დადგენილება (ტ.1, ს.ფ. 22) არაფერს ამტკიცებს, გარდა იმისა, რომ ო----------–-------------------–-----ას ავტოფარეხები ხანძრის შედეგად დაზიანდა. ეს ფაქტობრივი გარემოება კი, მოპასუხესაც არ გაუხდია სადაოდ. ამ დოკუმენტით კი არ დგინდება არც პასუხისმგებელი პირის ვინაობა და არც ზიანის ოდენობა. სასამართლო ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე მიუთითებს, რომ როდესაც ადგილი აქვს დელიქტის შედეგად მიყენებულ ზიანს, იქ რელევანტური დოკუმენტი შეიძლება იყოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. ამასთან, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, წარმოადგენს საპროცესო დოკუმენტს და არა მტკიცებულებას, შესაბამისად, აღნიშნული საპროცესო დოკუმენტი, რომელშიც, როგორც მინიმუმ, შესაძლო დანაშაულის ჩამდენი (მართლსაწინააღდეგო და ბრალეული ქმედების ჩამდენი) პირიც კი არ არის მითითებული, ვერ იქნება მიჩნეული განსახილველ საქმეში რაიმე მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2015 წლის 09 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც დამტკიცდა მორიგება ს------–----------------“-სა და მოპასუხეებს: დ----------------ეს, შ--–----–---–----ესა და ვ--------------–-–---–ს შორის, ასევე არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას. ის, ფაქტი, რომ მოპასუხეებმა, თავიანთი მხრივ, იკისრეს ვალდებულება გადაეხადათ ხსენებული იურიდიული პირისთვის 45 170 ლარი, როგორც ხანძრის შედეგად მიყენებულ ზიანი, არ შეიძლება რაიმე ფორმით მიჩნეულ იქნეს განსახილველ საქმეში მტკიცებულებად მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს განჩინების არსებობა, მხარეთა მორიგების თაობაზე, თავის თავად, არ გულისხმობს იმას, რომ მოპასუხეებმა ჩაიდინეს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, მით უფრო, სასამართლო ვერ მიიჩნევს ამ გარემოებას დადასტურებულად. სასამართლოს ზემოთ ხსენებული განჩინებით არ დგინდება ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ მხარეს აქვს სურვილი, შეუძლია ნებისმიერი მიზეზით შეუთანხმდეს მორიგების პირობებზე მეორე მხარეს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პასუხისმგებელი კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომ, ხსენებული ფაქტობრივი გარემოება სასამართლოსთვის ვერ იქნება მიჩნეული უტყუარად იმ აუცილებელი წინაპირობების (ზიანი, ქმედების მართლწინააღმდეგობა, მიზეზობრივი კავშირი და ბრალი) დასადასტურებლად, რომელიც საჭიროა განსახილველ საქმეში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.

 

გარდა ამისა, საქმეში არ არის კანონით დადგენილი წესით წარმოდგენილი მიყენებული ზიანის ოდენობის განმსაზღვრელი მტკიცებულება, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას იმსჯელოს ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. ზიანის ოდენობის განსაზღვრის გარეშე კი, ყველა სხვა ელემენტი რომც ყოფილიყო სახეზე, მაინც შეუძლებელი იქნებოდა წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილება.

 

ამდენად, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს - იმისათვის, რომ მოსარჩელემ კანონით დაცული უფლების მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით დარღვევისათვის მიყენებული ზიანის დაკისრება მოითხოვოს მოპასუხისგან, აუცილებელია, დაადასტუროს ოთხივე წინაპირობის არსებობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალი, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა განამტკიცებს მოდავე მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის თანაბრად გადანაწილებას ორივე მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს წარდგენილი სარჩელისა თუ შესაგებლის საფუძვლიანობა. მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილია და ვალდებული, თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და, შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. ვინაიდან, მოცემულ დავაში მოსარჩელე სარწმუნოდ ვერ ადასტურებს ზემოთ აღნიშნული გარემოებებს, თავისთავად გამოირიცხება ზიანის დაკისრების სამართლებრივი შესაძლებლობა.

 

დასკვნით სახით სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე, კერძოდ, მოპასუხეთა მიერ შესაგებელში მითითებული იქნა, რომ ისინი წარმოადგენდნენ ექსპერტიზის დასკვნას, რის შემდეგაც დააზუსტებდნენ შესაგებელს, აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა თუ ზიანის ოდენობის ფაქტის დადგენის მტკიცების ტვირთი გადავიდა მოპასუხე მხარეზე, ამასთან, მოპასუხის მიერ დაზუსტებული შესაგებლის წარმოუდგენლობა არ არის მხარის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე მიუთითა თავად მოპასუხემ შესაგებელში და ასევე არ ადასტურებს მოპასუხეზე ზიანის მიყენების ფაქტს.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხეთა მიერ შესაგებელში მითითებულ გარემოებას, რომ „შენობა-ნაგებობებს დაუზიანდა მხოლოდ სახურავები“. თუმცა თუ გავაგრძელებს მოპასუხე მხარის საბოლოო პოზიციის გარკვევას, იქვე მითითებულია, რომ „დასკვნის თანახმად, არსად არ არის განსაზღვრული უშუალოდ მესაკუთრეზე მიყენებული ზიანი ოდენობა.“

 

ამდენად, სასამართლომ რომც ჩათვალოს, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ არის ზიანის მიყენების ფაქტი სადავო გამხდარი და იგი უდავო გარემოებაა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ზიანის ოდენობა და რაც მთავარია, მოპასუხეთა ქმედებასა და დამდგარ შედეგს ანუ ზიანს შორის არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ იკვეთება.

 

კიდევ ერთი გარემოება რაზეც მოსარჩელემ გაამახვილა ყურადღება, იყო მოპასუხეთა მიმართვა საგამოძიებო ორგანოსთვის დასკვნის მიღების თაობაზე (ტ.1., ს.ფ. 88). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა მიერ ასეთი მიმართვის განხორციელება უდავოდ არ ხდის იმ სადავო ფაქტს, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საგამოძიებო ორგანოებიდან მოპასუხეს მიღებული ექნებოდა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა მოსარჩელის მიერ განცდილ ზიანთან დაკავშირებით (ასეთი დოკუმენტი საქმეში არ წარმოდგენილა), აღნიშნული არ ადასტურებს არც ზიანის მიყენებისა და არც მისი ოდენობის ფაქტს. მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელეზეა გადატანილი და ის გარემოება, თუ რა იცის ან რა შეიძლება იცოდეს მოპასუხე მხარემ ზიანთან დაკავშირებით, აღნიშნულ სადავო გარემოებას უდავოდ ვერ გახდის. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ დოკუმენტზე (ტ.1., ს.ფ. 124), რითაც დასტურდება საგამოძიებო ორგანოს მიერ მოსარჩელეზე საინჟინრო ტექნიკური და სახანძრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების გადაცემას, თუმცა აღნიშნული ფაქტით ვერ დგინდება ზიანის მიყენების ფაქტი და არც ზიანის ოდენობა. აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევაში მითითებული დასკვნები საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი, ამასთან, არცერთი მათგანი არ არის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შესაძლოა დადგენილიყო დაზიანებული ქონების ღირებულება.

 

ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მისი მოთხოვნის შესაბამისად საგამოძიებო ორგანოსგან გადაეცა სისხლის სამართლის საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნები, საქმეში არსებულ არცერთ სადავო გარემოებებს არ ადასტურებს მით უმეტეს, რომ აღნიშნული დასკვნები საქმეში არ წარმოდგენილა.

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ 2016 წლის 19 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც მართალია მოსარჩელე ცნობილი იქნა დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული არ ყოფილა მისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა. ამავე დადგენილების თანახმად, მართალია მასში მითითებულია, რომ ს------------------ს“ მფლობელობაში არსებული სამი ავტოფარეხი, რომელიც გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა, ეკუთვნის ე-----ს მოქალაქე ო----------–-------------------–-----ას, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს არც მოპასუხეების მიერ მოსარჩელეზე მიყენებული ზიანის მიყენების ფაქტს, არც მის ოდენობას და არც მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მოპასუხეთა ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.

ამდენად, აღნიშნული დადგენილებითაც კი არ დასტურდება თუნდაც სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის მიერ განცდილი ქონებრივი ზიანის ოდენობა.

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომელიც შეეხება სახელმწიფო ბაჟის ოდენობას. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის სახით 1860,52 ლარი, რაც შეადგენს სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი თანხის 3%-ს. თუმცა აღნიშნული უდავოდ არ მოწმობს და უდავო გარემოებად არ აქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელეზე მიყენებული ზიანის ოდენობა სწორედ 62017,26 ლარია ანუ ის თანხა, რაც სასარჩელო მოთხოვნით აქვს მოთხოვნილი მოსარჩელეს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება არც ხანძრის წარმოშობის მიზეზები, ასევე არ დგინდება ხანძრის წარმოშობის კერა, თუ საიდან და (თუნდაც სავარაუდო დონეზე) როგორ მოხდა ხანძრის გავრცელება და რა დაზიანდა, ასევე რა წვლილი მიუძღვით აღნიშნულში მოპასუხეებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 860.52 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ გაუქმდეს მოპასუხეების დ----------------ის (პ/ნ N0-----------), ვ--------------–-–---–ის (პ/ნ N0----------) და შ--–----–---–----ის (პ/ნ N2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ------–------------------------- (ს/კ N0---------------) გამოყენებული ყადაღა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ო----------–-------------------–-----ას სარჩელი მოპასუხეების დ----------------ის, შ--–----–---–----ისა და ვ--------------–-–---–ის მიმართ ზიანის სახით 62017,26 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. 2016 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 860.52 ლარის, ასევე 50 ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში) ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. 2016 წლის 26 აგვისტოს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის საჩივარის ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ გაუქმდეს მოპასუხეების დ----------------ის (პ/ნ N0-----------), ვ--------------–-–---–ის (პ/ნ N0----------) და შ--–----–---–----ის (პ/ნ N2----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ------–------------------------- (ს/კ N0---------------) გამოყენებული ყადაღა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე