განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2019
საქმის ნომერი
330100119003138849
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

1/3717-19

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - თ----- ი-------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

ი----- ღ------–---–ი - დაბადებული 1--- წლის 3------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, ც---------------------------------------

 

კვალიფიკაცია:

ი----- ღ------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2014 წლის 2------------ის თბილისის საქართველოს სასამართლოს განაჩენით ი----- ღ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

2019 წლის 23 მაისს, დღის საათებში ქ. თბილისში მ--------–---–ის ქუჩა, კ-------------–- სადარბაზო N-------ში, ი----- ღ------–---–ი, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამხანაგობა „მ--------–---–----“-ის კუთვნილ ლიფტის პირწონის მარეგულირებელ თუჯის 10 ცალ დეტალს. ი----- ღ------–---–ის ქმედებამ გამოიწვია 1000 (ათასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

1.2. 2014 წლის 2------------ის თბილისის საქართველოს სასამართლოს განაჩენით ი----- ღ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით.

2019 წლის 29 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისში მ--------–---–ის ქუჩა, კ---------------–-------------------ში ქურდობისთვის ნასამართლევი ი----- ღ------–---–ი, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამხანაგობა „ბ-----–-------“ -ის კუთვნილ ლიფტის პირწონის მარეგულირებელ თუჯის 4 ცალ დეტალს. ი----- ღ------–---–ის ქმედებამ გამოიწვია 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

2.1. ბრალდებულმა ი----- ღ------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 23 მაისს, დღის საათებში ქ. თბილისში მ--------–---–ის ქუჩა, კ--------------–------------------------ში, ი----- ღ------–---–ი, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამხანაგობა „მ--------–---–----“-ის კუთვნილ ლიფტის პირწონის მარეგულირებელ თუჯის 10 ცალ დეტალს. ასევე, 2019 წლის 29 მაისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. თბილისში მ--------–---–ის ქუჩა, კორპუსის N---–-------------------ში ფარულად დაეუფლა ამხანაგობა „ბ-----–-------“-ის კუთვნილ ლიფტის პირწონის მარეგულირებელ თუჯის 4 ცალ დეტალს.

 

2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.

 

2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი----- ღ------–---–მა ამხანაგობა „მ--------–---–----“-ის და ამხანაგობა „ბ-----–-------“-ის მიმართ ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბრალდებულ ი----- ღ------–---–ის ქმედების შედეგად ამხანაგობა - მ--------–---–-------ს მიადგა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ხოლო ამხანაგობა „ბ-----–-------“-ს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

2.6. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი----- ღ------–---–მა ამხანაგობა „მ--------–---–----“-ის და ამხანაგობა „ბ-----–-------“-ის მიმართ ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

 

ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის

 

2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2------------ის განაჩენით ი----- ღ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

2.8. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 0-----------–ის N------------- გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული ი----- რ---------ის ძე ღ------–---–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე- 04 (ოთხი) თვითა და 22 (ოცდაორი) დღით ადრე.

 

2.9. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

2.10. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

2.11. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ ი----- ღ------–---–ი ამჟამად ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენისას ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ადასტურებს, რომ ნ-----–---- ღ------–---–მა ბრალად წარდგენილ ორივე ეპიზოდში ჩაიდინა ქურდობა არაერთგზის.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ი----- ღ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: რ----- მ--------ს, ნ---- ი-–---–-ს, კ--- ა---–--ის, ს---–---- ხ-------–---–ის, ი---- მ------ს, ა-–---------- მ--–---ს, მ------- თ---–--------ას, ი----- ღ------–---–ის გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2-------------ის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა.

 

4.სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ი----- ღ------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ქურდობით, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.

 

4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი----- ღ------–---–ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. ი----- ღ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

5.2. ი----- ღ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ი----- ღ------–---–ი არის დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი პიროვნება, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას ი----- ღ------–---–ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.

 

6.3. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, როგორც ზოგადი, ასევე კერძო პრევენციის გათვალისწინებით, სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია ი----- ღ------–---–ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

 

7.ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. ფორდ ტრანზიტი, თეთრი ფერის, ს/ნG---------- ა/მანქანის ორი ცალი გასაღები, ხელწერილით დაუბრუნდა ა/ მანქანის მფლობელს ს---–---- ხ-------–---–ს.

 

7.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი----- ღ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ამხანაგობა - ,,მ--------–---–-----“-ის ეპიზოდი).

 

2. ი----- ღ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

3. ი----- ღ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ამხანაგობა -,,ბ-----–-------“-ის“ ეპიზოდი).

 

4. ი----- ღ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობისას თანაბარი სასჯელი შთანთქავს თანაბარს და საბოლოოდ, ი----- ღ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

5. ი----- ღ------–---–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

6. ი----- ღ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 25 სექტემბრიდან.

 

7.ნივთმტკიცება:

7.1. ფორდ ტრანზიტი, თეთრი ფერის, ს/ნ G---------- ა/მანქანის ორი ცალი გასაღები, ხელწერილით დაუბრუნდა ა/ მანქანის მფლობელს ს---–---- ხ-------–---–ს.

7.2. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ ლაზერულ დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/