გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.10.2019
საქმის ნომერი
050310018002691984
კატეგორია
დავის ტიპი
საიჯარო ურთიერთობებიდან გამომდინარე
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 050310018002691984

N 3/169-18წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02.10.2019 წელი ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე,მოსარჩელე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ო,მოსარჩელის წარმომადგენელი - ლე-–-----------ია

მოპასუხე - შპს ,,ს----------–------------–ი",მოპასუხის წარმომადგენელი - ილ-------------–-–--ლი და აკ---------ძე

დავის საგანი -თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს "ს----------–------------–ს" სსიპ-სა---–-–-------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - ჯამში 2050 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით შპს "ს----------–------------–სა" და სსიპ-სა---–-–-------------------------–----------ოს შორის 2015 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ს----------–------------–ს სარგებლობაში მიეცა ორი ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ 26.--.1--0-- და ს/კ 26.--.1--02-- ამასთან მხარეთა შორის 2----–-–------------- გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მყიდველს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება ს/კ 2--1--1-.0---

 

2----–-–---------------- იჯარის ხელშეკრულებების 3.1.1 მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების დანართ N2-ის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 6.3. მუხლის თანახმად აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შმეთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ხელშეკრულების 6.3. მუხლის თანახმად შპს ს----------–------------–ს ეკისრება პირგასამტეხლო 1000 ლარის ოდენობით.

 

2----–-–-------------- ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია განახორციელოს ინვესტიციის არანაკლებ 25%-ი განკარგულების გამოცემიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო ამავე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად-ინვესტიციის დარჩენილი ნაწილის-განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 3.1.5. მუხლის თანახმად მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების 3.1.2. მუხლით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელების გრაფიკის თითოეული ეტაპის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა, გამყიდველს წარუდგინოს აუდიტორული დასკვნა, რომელიც მომზადებული უნდა იყოს წარმოებისათვის აუდიტორული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახ. საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2----–-–---------------------- დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც ასახავს ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, ხელშეკრულების 6.7 მუხლის შესაბამისად, 3.1.5. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, შპს ს----------–------------–ს ეკისრება პირგასამტეხლო ჯამში- 2050 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა-აკ---------ძემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მოითხოვა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება.

 

აკ---------ძეს დაეთანხმა შპს ს----------–------------–ის დირექტორი-ილ-------------–-–--ლი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ - სა---–-–-------------------------–---------ოსა (შემდგომში-სააგენტო) და შპს "ს----------–------------–ს შორის" 2015 წლის 08 დეკემბერს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულებები (ორი ხელშეკრულება), რომლის თანახმადაც, შპს "ს----------–------------–ს" სარგებლობაში გადაეცა:

1). ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნ--------–- მდებარე ორი ერთეული სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის 19 815 კვ.მ (ს/კ 26.--.1--0--) და 22 330 კვ.მ (ს/კ26.--.1--0----

2). ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნ--------–- მდებარე 7 709 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 26.--.1--0----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–---------------------––-------–--- (ს/კ 26.--.1--0-- და ს/კ26.--.1--0-- ); (ს.ფ. 1--28)

- 2----–-–---------------------––-------–--- (ს/კ 26.--.1--0---- (ს.ფ. 29-40)

 

3.2. სააგენტოსა და შპს "ს----------–------------–ს შორის" 2----–-–------------- გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს "ს----------–------------–ს" საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტიში, სოფელ დვაბზუში მდებარე 6912 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N26/1--1-.0---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–-------------- ხელშეკრულება; (ს.ფ. 41-52)

 

3.2. 2----–-–----------------- ხელშეკრულებების 3.1.1 მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო უზრუნველეყო ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების დანართ N2-ის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულებების 6.3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, შპს "ს----------–------------–ს" ეკისრება პირგასამტეხლო თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 500 ლარი, ჯამში, ორივე ხელშეკრულებიდან 1000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2----–-–---------------------––-------–--- (ს/კ 26.--.1--0-- და ს/კ26.--.1--0-- ); (ს.ფ. 1--28)

- 2----–-–---------------------––-------–--- (ს/კ 26.--.1--0---- (ს.ფ. 29-40)

 

3.3. 2----–-–-------------- ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია, განახორციელოს ინვესტიციის (38 708 ლარი) არანაკლებ 25% (9677 ლარი) განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად - ინვესტიციის დარჩენილი ნაწილის - განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 3.1.5 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელების გრაფიკის თითოეული ეტაპის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა გამყიდველს წარუდგინოს აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რაც შესრულებული ვადის დარღვევით. კომპანია ვალდებული იყო ხელშეკრულების 3.1.5 მუხლით გათვალისწინებული დასკვნა წარმოედგინა ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან (27.02.201-წ.) არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში (13.04.201-წ). ხოლო შესაბამისი დასკვნა წარმოდგენილ იქნა 201- წლის 04 მაისს.

 

14.03.2---–-----––-------–---- 6.7 მუხლის შესაბამისად, 3.1.5 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, შპს "ს----------–------------–ს" ეკისრება პირგასამტეხლო ჯამში 1050 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–-------------- ხელშეკრულება;

- შპს "ს----------–------------–ის" 201- წლის 0----------------------–--------

 

3.4. შესასრულებელი ვალდებულებების შესახებ შპს "ს----------–------------–ს" ეცნობა 201- წლის 1- თ-------–----------- 201- წლის 27 ივნისის N4/32019, 201- წლის 05 ოქტომბრის N4/51843, 2018 წლის 12 თებერვლის N4/8097, 2018 წლის 22 თებერვლის N4/10483, 2018 წლის 16 აპრილის N4/20914, 2018 წლის 03 მაისის N4/25130 და 2018 წლის 07 ივნისის N4/3241- წერილებით, თუმცა რეაგირება მითითებულ წერილებზე არ მომხდარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 201- წლის 1- თებერვლის N4/7753 წერილი და ჩაბარების დასტური;

- 201- წლის 27 ივნისის N4/32019 წერილი;

- 201- წლის 05 ოქტომბრის N4/51843 წერილი;

- 2018 წლის 12 თებერვლის N4/8097 წერილი და ჩაბარების დასტური;

- 2018 წლის 22 თებერვლის N4/10483 წერილი და ჩაბარების დასტური;

- 2018 წლის 16 აპრილის N4/20914 წერილი და ჩაბარების დასტური;

- 2018 წლის 03 მაისის N4/25130 წერილი;

- 2018 წლის 07 ივნისის N4/3241- და ჩაბარების დასტური;

 

3.6. სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა განმარტების მოსმენის შემდეგ დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს "ს----------–------------–ის" მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში შპს "ს----------–------------–მა“ არ შეასრულა 2----–-–----------------- იჯარის ხელშეკრულებების 3.1.1 მუხლი, რომლის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო უზრუნველეყო ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების დანართ N2-ის შესაბამისად. ამასთან 2----–-–-------------- ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებული იყო, განახორციელებინა ინვესტიციის (38 708 ლარი) არანაკლებ 25% (9677 ლარი) განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად - ინვესტიციის დარჩენილი ნაწილის - განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 3.1.5 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელების გრაფიკის თითოეული ეტაპის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა გამყიდველს წარუდგინოს აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებული უნდა იყოს "საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2----–-–----------------------------------–----- განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ რომელიც ასახავს ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულება არ მომხდარა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ვადაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე, 327-ე, 361-ე, 41--ე, 418-ე და 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251.1 მუხლით, სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება და შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულების შესახებ. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმები.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

მხარეთა შორის ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა ხელშეკრულების ორივე მხარის მიერ. ხელშეკრულების მონაწილე პირებმა ხელშეკრულების დადებისას კანონის ფარგლებში თვითონ განსაზღვრეს ხელშეკრულების შინაარსი და დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა პირობაზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ძალით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებმა, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ვალდებულება.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მოთხოვნები, ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ვადაში, კერძოდ მან არ განახორციელა მხარეთა შორის გაფორმებული იჯარისა და ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება რითაც დაარღვია ხელშეკრულებები.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581.1 მუხლით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

 

2----–-–----------------- იჯარის ხელშეკრულებების 3.1.1 მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების დანართ N2-ის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულებების 6.3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით.

 

2----–-–-------------- ხელშეკრულების 3.1.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მყიდველი ვალდებულია, განახორციელოს ინვესტიციის (38 708 ლარი) არანაკლებ 25% (9677 ლარი) განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, ხოლო ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად - ინვესტიციის დარჩენილი ნაწილის - განკარგულების გამოცემიდან მეორე წლის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 3.1.5 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელების გრაფიკის თითოეული ეტაპის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა გამყიდველს წარუდგინოს აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებული უნდა იყოს "საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2----–-–----------------------------------–----- განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ რომელიც ასახავს ხელშეკრულების 3.1.2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ხელშეკრულების 6.7 მუხლის შესაბამისად, 3.1.5 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო 50 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად. ამდენად, დადგენილია, რომ ხელშეკრულების მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დანიშნულება ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში ამ თანხის ჩათვლაა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად მიღებული ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება, ანუპირგასამტეხლოს დაკისრებისათვის სავალდებულოა მხარეთა მიერ შესაბამისი ფორმით შეთანხმების მიღწევა, რაც რეგულირებულია სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირე ითხოვა, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა.

 

მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს თანაზომიერი, გონივრული და სამართლიანი ოდენობის დადგენისათვის სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს შემდეგი სახით:

- ვინაიდან 2015 წლის 08 დეკემბერს გაფორმებული ორი ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 500 ლარით უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 100 ლარით რაც ჯამში ორი ხელშეკრულების დარღვევისათვის წარმოადგენს - 100 ლარი X 2 = 200 ლარს, ხოლო 2----–-–-------------- ხელშეკრულების 6.7 მუხლის თანახმად 3.1.5 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა ვინაიდან შეადგენს - 50 ლარი უნდა შემცირდეს და დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა განისაზღვროს 10 ლარით, რაც საერთო ჯამში შეადგენს - 10 ლარი X 21 დღეზე = 210 ლარს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ ვადაში არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ ასეთი შემთხვევისათვის გაითვალისწინეს მხარეებმა ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს გადახდა. დასაკისრებელი პირგასამტეხლო კი უნდა განისაზღვროს არა მოთხოვნილი ოდენობით 2050 ლარით არამედ, 410 (ოთხას ათი) ლარით, რაც სავსებით უზრუნველყოფს მინიმალური ზიანის ანგარიშში კრედიტორის ინტერესების დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 12 (თორმეტი) ლარის და 30 (ოცდაათი)თეთრის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე - შპს ,,ს----------–------------–ს" მოსარჩელე - სსიპ სა---–-–-------------------------–----------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 410 (ოთხას ათი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე - შპს ,,ს----------–------------–ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 12 (თორმეტი) ლარი და 30 (ოცდაათი)თეთრის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: მარინა კიკნაძე