გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/9614-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ი-----–- გამსახურდია
მოსარჩელე - შპს ,,ა------------"
წარმომადგენლები - ნ-----–---- ა--------, გ------- კ------, ი-----–- გ----------–---–-
მოპასუხე - სს ,,თ----------ი"
წარმომადგენელი - ა---------–--–---–ი
დავის საგანი - იპოთეკის შეწყვეტილად აღიარება;
იპოთეკის ჩანაწერის გაუქმება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყვეტილად იქნეს აღიარებული შპს „ა------------ს“ კუთვნილ შემდეგ უძრავ ნივთებზე: 0----------------------, 0----------------------, 0----------------------, 0----------------------, 0----------------------, 0----------------------, 0----------------------, 0----------------------, 0----------------------, 0----------------------, 0----------------------, 0----------------------, 0---------------------- სს „თ----------ის“ იპოთეკის უფლება და გაუქმდეს ამ უკანაკსნელის სასარგებლოდ არსებული შესაბამისი იპოთეკის ჩანაწერები.
2. მოპასუხის პოზიცია
წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 0---------------------- უკვე რეალიზებულია. რაც შეეხება დანარჩენ ნივთებს, მოპასუხის განმარტებით, ყველა მსესხებელმა, რომელთა ვალდებულების უზრუნველსაყოფად იყო ეს ნივთები იპოთეკით დატვირთული, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დაარღვია პირველივე წელს, ამდენად იპოთეკის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 18 მაისს სს „თ----------ს“ (მოპასუხე, კრედიტორი, ბანკი) და შპს „ა------------ს“ (მოსარჩელე, მესაკუთრე) შორის გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეები გამოთქვამენ ურთიერთთანამშრომლობის სურვილს, რაც გამოიხატება ბანკის მხრიდან კომპანიის პოტენციურ კლიენტებზე (დაინტერესებულ პირებზე) მომსახურების გაწევაში, კერძოდ, ბანკი გასცემს საბანკო კრედიტს თავისი შეხედულებისამებრ მესაკუთრის მიერ ასაშენებელ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენის მიზნით, ხოლო მესაკუთრე, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებს, რომ მიაწოდოს ინფორმაცია პოტენციურ კლიენტებს ამ საბანკო პროდუქტით სარგებლობის თაობაზე.
შეთანხმების ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაინტერესებული პირების ვალდებულება ბანკის წინაშე უზრუნველყოფილი იქნებოდა ორი იპოთეკით - დაიტვირთებოდა უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ შესაძენი უძრავი ნივთი ასევე დამატებით მესაკუთრის კუთვნილი უძრავი ნივთი („დამატებითი გირაო“).
ხელშეკრულების 5.3.2 პუნქტის თანახმად, სესხის გაცემიდან 12 თვის გასვლის შემდეგ ბანკი ვალდებულია, გასცეს თანხმობა დამატებითი გირაოს ბანკის იპოთეკისაგან განთავისუფლების შესახებ.
5.4.2 პუნქტის თანახმად სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში მსესხებლის მიერ ერთჯერადად (ან 3 თვის განმავლობაში ჯამურად) 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდების ვადაგადაცილების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, მოახდინოს სესხის უზრუნველსაყოფად მსესხებლის სახელზე არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია. აღნიშნული უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასს განსაზღვრავს ბანკი. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის სახელზე არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია ვერ მოხერხდა ვადაგადაცილების დაფიქსირებიდან 4 თვის განმავლობაში (ან მოხერხდა, მაგრამ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნა საკმარისი მსესხებლის მიერ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების სრულად დაფარვისთვის) ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს დამატებითი გირაოს რეალიზაცია. დამატებითი გირაოს რეალიზაციის ფასი განისაზღვრება ბანკის შეფასების მიხედვით, რაზეც მესაკუთრე აცხადებს უპირობო თანხმობას.
ბანკი უფლებამოსილია, ამავე პუნქტში აღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციის პროცესის დაწყებაზე ინფორმაცია (კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით) მიაწოდოს კომპანიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 36-42)
3.1.2. 2015 წლის 10 ივლისს ბანკსა და ფ------ კ-----–---–ს (მსესხებელი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა 52600 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 9,1% სარგებლის დარიცხვით, საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
შეთანხმების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად, გარდა მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ნივთისა, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს--------------------------.
როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ისე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მეორე იპოთეკა (ე.წ. დამატებითი გირაო) ძალაშია სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა მხარეთა შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 45-49);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I; ს.ფ. 50-51);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ. II; ს.ფ. 21-32).
3.1.3. 2015 წლის 25 აგვისტოს ბანკსა და თ----- ც-----ს (მსესხებელი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა 55200 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 9,1% სარგებლის დარიცხვით, საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
შეთანხმების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად, გარდა მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ნივთისა, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0----------------------.
როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ისე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მეორე იპოთეკა (ე.წ. დამატებითი გირაო) ძალაშია სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა მხარეთა შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 54-58);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I; ს.ფ. 59-60);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ. II; ს.ფ. 33-44).
3.1.4. 2015 წლის 23 სექტემბერს ბანკსა და ე-–--- ნ--------ს (მსესხებელი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა 55200 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 9,5% სარგებლის დარიცხვით, საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
შეთანხმების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად, გარდა მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ნივთისა, იპოთეკით დაიტვირთა მოარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0----------------------.
როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ისე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მეორე იპოთეკა (ე.წ. დამატებითი გირაო) ძალაშია სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა მხარეთა შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 63-67);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I; ს.ფ. 68-69);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ. II; ს.ფ. 45-57).
3.1.5. 2015 წლის 30 სექტემბერს ბანკსა და ა----- ქ---------ს (მსესხებელი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა 39550 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 9,5% სარგებლის დარიცხვით, საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
შეთანხმების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად, გარდა მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ნივთისა, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0----------------------.
როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ისე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მეორე იპოთეკა (ე.წ. დამატებითი გირაო) ძალაშია სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა მხარეთა შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 81-85);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I; ს.ფ. 88-87);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ. II; ს.ფ. 58-70).
3.1.6 2015 წლის 27 აგვისტოს ბანკსა და ნ---- ჭ----------ეს (მსესხებელი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა 42550 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 9,5% სარგებლის დარიცხვით, საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
შეთანხმების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად, გარდა მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ნივთისა, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0----------------------.
როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ისე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მეორე იპოთეკა (ე.წ. დამატებითი გირაო) ძალაშია სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა მხარეთა შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 72-76);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I; ს.ფ. 77-78);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ. II; ს.ფ. 71-78).
3.1.7. 2015 წლის 5 ოქტომბერს ბანკსა და ლ--- ე-–----ს (მსესხებელი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა 56000 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 9,5% სარგებლის დარიცხვით, საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
შეთანხმების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად, გარდა მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ნივთისა, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0----------------------.
როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ისე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მეორე იპოთეკა (ე.წ. დამატებითი გირაო) ძალაშია სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა მხარეთა შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 90-94);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I; ს.ფ. 95-96);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ. II; ს.ფ. 79-90).
3.1.8. 2015 წლის 30 სექტემბერს ბანკსა და ა------ ე------ას (მსესხებელი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა 54200 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 9,5% სარგებლის დარიცხვით, საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
შეთანხმების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად, გარდა მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ნივთისა, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0----------------------.
როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ისე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მეორე იპოთეკა (ე.წ. დამატებითი გირაო) ძალაშია სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა მხარეთა შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 99-103);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I; ს.ფ. 104-105);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ. II; ს.ფ. 91-102).
3.1.9 2015 წლის 15 ოქტომბერს ბანკსა და გ------- შ------–---–ს (მსესხებელი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა 45700 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 9,5% სარგებლის დარიცხვით, საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
შეთანხმების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად, გარდა მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ნივთისა, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0----------------------.
როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ისე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მეორე იპოთეკა (ე.წ. დამატებითი გირაო) ძალაშია სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა მხარეთა შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 108-112);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I; ს.ფ. 113-114);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ. II; ს.ფ. 103-114).
3.1.10 2015 წლის 15 ოქტომბერს ბანკსა და თ------ ბ----–---–ს (მსესხებელი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა 36250 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 9,5% სარგებლის დარიცხვით, საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
შეთანხმების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად, გარდა მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ნივთისა, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0----------------------.
როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ისე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მეორე იპოთეკა (ე.წ. დამატებითი გირაო) ძალაშია სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა მხარეთა შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 117-121);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I; ს.ფ. 122-123);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ. II; ს.ფ. 115-127).
3.1.11 2016 წლის 29 თებერვალს ბანკსა და თ------ ნ--------ეს (მსესხებელი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა 43700 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 9,5% სარგებლის დარიცხვით, საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
შეთანხმების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად, გარდა მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ნივთისა, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0----------------------.
როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ისე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მეორე იპოთეკა (ე.წ. დამატებითი გირაო) ძალაშია სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა მხარეთა შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 126-130);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I; ს.ფ. 131-132);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ. II; ს.ფ. 128-139).
3.1.12 2016 წლის 19 ოქტომბერს ბანკსა და ბ--- ც------–--ეს (მსესხებელი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა 35100 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 9,1% სარგებლის დარიცხვით, საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
შეთანხმების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად, გარდა მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ნივთისა, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0----------------------.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართის 2.4 პუნქტის მიხედვით, თუ მსესხებელს სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში არ ექნება სესხზე ერთჯერადად 5 დღეზე მეტი ვადაგადაცილებები უზრუნველყოფის ობიექტს ს/კ 0---------------------- უნდა მოეხსნას ბანკის იპოთეკა, 3.1 პუნქტის თანახმად კი, ე.წ. „დამატებითი გირაო“ ძალაშია 12 თვის განმავლობაში სესხის გაცემიდან.
3.2. პუნქტის თანახმად, თუ მსესხებელს დაუფიქსირდა ვადაგადაცილება ერთჯერადად ან (3 თვის განმავლობაში ჯამურად) 20 დღეზე მეტი ვადით, ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს სესხის უზრუნველსაყოფად არსებული უძრავი ნივთების რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და დანართი (ტ. II; ს.ფ. 140-152).
3.1.13 2017 წლის 24 თებერვალს ბანკსა და მ-----– ა--------–--ეს (მსესხებელი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა 50500 აშშ დოლარი 10 წლის ვადით წლიური 9,5% სარგებლის დარიცხვით, საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
შეთანხმების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად, გარდა მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ნივთისა, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0----------------------.
როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ისე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მეორე იპოთეკა (ე.წ. დამატებითი გირაო) ძალაშია სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა მხარეთა შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 144-148);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ. II; ს.ფ. 153-172).
3.1.14 2017 წლის 20 სექტემბერს ბანკსა და ნ----- ც--–------ეს (მსესხებელი) შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელს გადაეცა 81612 ლარი 10 წლის ვადით წლიური 11,5% სარგებლის დარიცხვით, საცხოვრებელი ბინის შესაძენად.
შეთანხმების შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად, გარდა მსესხებლის მიერ შესაძენი უძრავი ნივთისა, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0----------------------.
როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, ისე იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მეორე იპოთეკა (ე.წ. დამატებითი გირაო) ძალაშია სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მსესხებლის ვალდებულების დროულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა მხარეთა შორის 2015 წლის 18 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- იპოთეკის ხელშეკრულება (ტ. I; ს.ფ. 153-159);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 160-161)
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტ. II; ს.ფ. 173-186).
3.1.15 ყველა მსესხებელს უფიქსირდება სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში ერთჯერადად, ან 3 თვის განმავლობაში ჯამურად, 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდების ვადაგადაცილება.
ვადაგადაცილებების შესახებ კრედიტორს მესაკუთრისათვის არ უცნობებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- გადახდების ისტორია (ტ. II; ს.ფ. 187-316).
3.1.16 სესხის გაცემიდან 16 თვის განმავლობაში კრედიტორს არც ერთ მსესხებელთან არ შეუწყვეტია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
ფ------ კ-----–---–თან, ე-–--- ნ--------თან, ლ--- ე-–----სთან, თ----- ც-----სთან, ბ--- ც------–--ესთან, თ------ ბ----–---–თან, ა----- ქ---------თან, ა------ ე------ასთან და ნ----- ც--–------ესთან არსებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები არც ამჟამადაა შეწყვეტილი და მსესხებლები აგრძელებენ გადახდას (ც--–------ის გარდა).
მ-----– ა--------–--ესთან, თ------ ნ--------ესთან და გ------- შ------–---–თან არსებული ხელშეკრულებები 2019 წელს შეწყდა და დაიწყო უძრავი ნივთების აუქციონზე რეალიზაციის პროცესი.
ნ---- ჭ----------ემ მისი კუთვნილი იპოთეკის საგანი გადასცა ბანკს პირდაპირ საკუთრებაში. იპოთეკა კვლავ რეგისტრირებულია მოპასუხის კუთვნილ ე.წ. „დამატებით გირაოზე.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (ტ. I; ს.ფ. 162-164);
- ბანკის წერილი დანართით (ტ. I; ს.ფ. 165-166).
3.1.17 მ-----– ა--------–--ის ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0---------------------- 25.04.2019 წელს გაიყიდა აუქციონზე და შეიძინა თავად მოპასუხემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ტ. I; ს.ფ. 149-150).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 327-ე, 52-ე, 337-ე, 338-ე, 286-ე, 301-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადებების თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც,რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის,მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ერთი მხრივ ბანკი გასცემდა იპოთეკურ სესხს მოსარჩელისგან მშენებარე კომპლექსში უძრავი ნივთის შეძენის მსურველებზე, ხოლო მოსარჩელე სთავაზობდა მოპასუხეს დამატებით უზრუნველყოფას, ე.წ. „დამატებით გირაოს“ - გარდა შესაძენი უძრავი ნივთისა, ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით ასევე იტვირთებოდა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი შემძენის ვალდებულების უზრუნველსაყოფად. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დადგომის შემთხვევაში, ბანკს შეეძლო მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ორივე უძრავი ნივთიდან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „დამატებით გირაო“ იმოქმედებდა სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
„დამატებითი გირაო“ გამოყენებულია ზემოთ დასახელებული 14 მსესხებლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შესაფასებელია, გაუქმდა თუ არა იპოთეკა მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთებზე სესხის გაცემიდან 12 თვის გასვლის შემდეგ.
მოსარჩელის განმარტებით, 12-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ იპოთეკა უნდა გაუქმებულიყო. დამატებითი უზრუნველყოფა ემსახურებოდა ბანკის რისკის დაზღვევას, კერძოდ, თუ ვალდებულება დაირღვეოდა პირველივე წელს, როცა დასაბრუნებელი სესხის ოდენობა არის დაახლოებით 95%, მეორე უძრავი ნივთის რეალიზების შესაძლებლობით გარანტირებულია იყო კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
მოპასუხე ამ განმარტებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ თუ 12 თვის განმავლობაში მსესხებელი დაარღვევდა ვალდებულებას, „დამატებითი გირაო“ არ გაუქმდებოდა დარჩებოდა ძალაში საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადით. მისი აზრით, ამ უფლების რეალიზება არაა დამოკიდებული იმაზე, თუ როდის შეწყვეტს ბანკი ხელშეკრულებას, მთავარია, როდის დაარღვია მსესხებელმა ვალდებულება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადასაწყვეტად უნდა შეჯერდეს და ერთიანად განიმარტოს როგორც საბანკო კრედიტის, ისე იპოთეკისა (დამატებითი იპოთეკის) და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების პირობები.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 337-338 მუხლების საფუძველზე დასაშვებია ხელშეკრულების ბუნდოვან დებულებათა განმარტება.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ. ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული (იხ. სუსგ Nა-2135-შ-46-2015).
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სწორედ ხელშეკრულების ბუნდოვანი დებულებების განმარტება უნდა მოხდეს, ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ამ დავის ფარგლებში გამოყენებული ვერ იქნება სამოქალაქო კოდექსის 337-ე მუხლით შემოთავაზებული მეთოდი, ვინაიდან მხარეების ადგილსამყოფელი არ არის სხვადასხვა, ამასთან ვერ დგინდება, ვინ იყო ოფერენტი და ვინ - აქცეპტანტი. იურიდიულ პირებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება, ჩვეულებრივ, არ იდება მარტივი შეთავაზებით და ამ შეთავაზების მიღებით. ხელშეკრულების ხელმოწერას, როგორც წესი, წინ უსწრებს სამუშაო პროცესი პირობების შესათანხმებლად და ასეთ დროს ზღვარი იშლება, თავდაპირველ ოფერენტსა და მის კონტრაჰენტს შორის.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 338-ე მუხლი და ხელშეკრულების ბუნდოვანი პირობა უნდა განიმარტოს იმგვარად, რაც ყველაზე მეტად შეესაბამება ხელშეკრულების არსს.
ამ მიზნით, სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იპოთეკის დანიშნულებაზე.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატა განმარტავს, იპოთეკა წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას, რომლის ძალითაც კრედიტორს (იპოთეკარს) აქვს უპირატესი უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით ან თავის საკუთრებაში გადაცემით. იპოთეკის უფლების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება. ამ ურთიერთობის მონაწილეებად გამოდიან, ერთი მხრივ, იპოთეკარი-ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე კრედიტორი და, მეორე მხრივ, იპოთეკის საგნის მესაკუთრე, რომელიც შეიძლება იყოს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოვალე, თუ იპოთეკის საგანი ეკუთვნის უშუალოდ მოვალეს ან მესამე პირი, რომელიც მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით ტვირთავს თავის უძრავ ქონებას.
ამდენად, იპოთეკა სანივთო სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და იგი არ არსებობოს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სსკ-ის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც.
იპოთეკა ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას.
ამრიგად, იპოთეკის აქცესორული ბუნება გამორიცხავს მის არსებობს ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლად ან უფრო ხანგრძლივი ვადით და არა პირიქით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ უზრუნველყოფის უფრო ხანმოკლე პერიოდზე, ვიდრე ძირითადი ხელშეკრულების მოქმედების ვადაა განსაზღვრული.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სწორედ ამგვარი შეთანხმება არსებობდა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეორე იპოთეკა იარსებებდა მხოლოდ სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც, იგი უნდა შეწყვეტილიყო და სესხი უზრუნველყოფილი იქნებოდა მხოლოდ ერთი იპოთეკით. როგორც თანამშრომლობის, ისე ყველა დამატებითი იპოთეკის და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობები ადგენს ამ წესს.
რაც შეეხება მოპასუხის იმ მტკიცებას, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დამატებითი იპოთეკა არ უქმდება და ის ძალაში რჩება სესხის მოქმედების ვადით, ამ პოზიციის შესაფასებლად, ჯერ უნდა განიმარტოს, რა გავლენას ახდენს სადავო სამართალურთიერთობაზე მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევა.
ხელშეკრულების მიზნებისათვის რა მიიჩნევა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევად, განსაზღვრულია თანამშრომლობის ხელშეკრულებით: მსესხებლის მიერ ერთჯერადად (ან 3 თვის განმავლობაში ჯამურად) 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადახდის გრაფიკის გადაცილება.
სადავო არაა ის გარემოება, რომ ამგვარი დარღვევა უფიქსირდება ყველა მსესხებელს სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში.
მეორე იპოთეკის (იგივე „დამატებითი გირაო“) ყველა ხელშეკრულება, ასევე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები მიუთითებენ თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე იმ წესის დასადგენად, თუ როგორ უნდა დაიკმაყოფილოს კრედიტორმა მოთხოვნა ვალდებულების დარღვევისას.
თანამშრომლობის ხელშეკრულება განმარტავს თუ რა უფლებები წარმოეშობა კრედიტორს მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისას.
ხელშეკრულების 5.4.1 პუნქტი მოცემულია ბანკის უფლებების ნაწილში და ის აკეთებს ასეთ მითითებას:
სასამართლო კიდევ ერთხელ კერძოდ, ხელშეკრულების 5.4.2 პუნქტი მიუთითებს, რომ
სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში მსესხებლის მიერ ერთჯერადად (ან 3 თვის განმავლობაში ჯამურად) 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდების ვადაგადაცილების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, მოახდინოს სესხის უზრუნველსაყოფად მსესხებლის სახელზე არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია. აღნიშნული უძრავი ქონების სარეალიზაციო ფასს განსაზღვრავს ბანკი. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის სახელზე არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია ვერ მოხერხდა ვადაგადაცილების დაფიქსირებიდან 4 თვის განმავლობაში (ან მოხერხდა, მაგრამ უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნა საკმარისი მსესხებლის მიერ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების სრულად დაფარვისთვის) ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს დამატებითი გირაოს რეალიზაცია. დამატებითი გირაოს რეალიზაციის ფასი განისაზღვრება ბანკის შეფასების მიხედვით, რაზეც მესაკუთრე აცხადებს უპირობო თანხმობას.
ამრიგად, ეს მუხლი მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრავს ბანკის უფლებას, შეწყვიტოს ხელშეკრულება და დაიწყოს მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცედურა.
რა საკვირველია, არაგონივრულია პირობის იმგვარად განმარტება, რომ სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში უნდა დაფიქსირდეს ვადის დარღვევაც, უნდა შეწყდეს ხელშეკრულებაც და განხორციელდეს ჯერ მსესხებლის კუთვნილი ქონების რეალიზაცია, შემდეგ კი, მიემართოს მესაკუთრეს მეორე იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მთავარი წინაპირობაა, სესხის გაცემიდან 12 თვეში მსესხებელმა დაარღვიოს გადახდის გრაფიკი, რის შემდეგაც ბანკს აქვს უფლება, შესაბამისი პროცედურის დაცვით შეწყვიტოს ხელშეკრულება. ამ უფლების რეალიზება დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ მას სურს, მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, გააჩნდეს მეორე იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესაძლებლობაც, ამ უფლებით უნდა ისარგებლოს გონივრულ ვადაში, მაგრამ არა ვადაგადაცილების დაფიქსირებიდან 4 თვის გასვლის შემდგომ. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვადაგადაცილების დაფიქსირებიდან 4 თვის ვადა არის ის პერიოდი, როცა ბანკმა ამ ხელშეკრულების და სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მოთხოვნების (დამატებითი ვადის დაწესება) დაცვით, უნდა შეწყვიტოს ხელშეკრულება და შეეცადოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას მსესხებლის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთიდან. მხოლოდ ამის შემდგომ, თუ ეს უძრავი ნივთი არ იქნებოდა საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შეეძლო ბანკს მეორე იპოთეკის საგნიდან დარჩენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამასთან, ბანკს უნდა ეცნობებინა კომპანიისათვის მსესხებლის უძრავი ქონების რეალიზაციის პროცესის დაწყების თაობაზე. მართალია, ინფორმაციის მიწოდების ნაწილში ხელშეკრულებაში მითითებულია ტერმინი „უფლებამოსილია“ და არა „ვალდებულია“, მაგრამ ხელშეკრულების 5.4.3-5.4.6 პუნქტების შინაარსის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეტყობინება სავალდებულო მოთხოვნაა, ვინაიდან კომპანიას გააჩნია სარეალიზაციო ძრავი ნივთის უპირატესი შესყიდვის უფლება. ხელშეკრულების 5.4.1 პუნქტის შესაბამისად, ბანკს ასევე უნდა ეცნობებინა მსესხებლის მიერ ვადის გადაცილების თაობაზე.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბანკის უფლება მეორე იპოთეკაზე არსებობდა სესხის გაცემიდან მაქსიმუმ 16 თვის განმავლობაში.
სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა ნება იმგვარი რომ ყოფილიყო, როგორც ამას მოპასუხე განმარტავს (თუ სესხის გაცემიდან პირველ წელს მსესხებელი დაარღვევდა ხელშეკრულებას, მეორე იპოთეკა ძალაში რჩებოდა საბანკო კრედიტის მოქმედების ვადით) შესაბამისი ჩანაწერი იარსებებდა ხელშეკრულებებში. არც თანამშრომლობის ხელშეკრულების და არც მის ფარგლებში მესაკუთრესთან დადებული იპოთეკის ხელშეკრულებების არც ერთი პირობა არ იძლევა ამგვარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, მათ შორის არც თანამშრომლობის ხელშეკრულების 5.3.2 პუნქტი, რომლის თანახმად, სესხის გაცემიდან 12 თვის გასვლის შემდეგ ბანკი ვალდებულია, გასცეს თანხმობა დამატებითი გირაოს ბანკის იპოთეკისაგან განთავისუფლების შესახებ. ხელშეკრულების ეს პირობა არ აკეთებს დათქმას, რომ ბანკი გასცემს თანხმობას, თუ მსესხებელი სესხის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში არ დაარღვევს ხელშეკრულებას.
დადგენილია, რომ ბანკს მსესხებლების უმრავლესობასთან არ შეუწყვეტია ხელშეკრულება. ხელშეკრულება შეწყდა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის პროცესი დაიწყო მხოლოდ 4 მსესხებლის შემთხვევაში, ისიც არა ვადაგადაცილების დაფიქსირებიდან 4 თვის განმავლობაში, არამედ 2019 წელს (ვრცლად იხ. 3.1.17 პუნქტი).
ვინაიდან ბანკმა არ გამოიყენა თანამშრომლობის ხელშეკრულებით და მესაკუთრესთან დადებული იპოთეკის ხელშეკრულებებით განსაზღვრული შესაძლებლობა, მას არ გააჩნია მეორე იპოთეკიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება, აღნიშნული იპოთეკის სანივთო ხელშეკრულება შეწყდა ვადის გასვლის გამო, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის ჩანაწერების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია.
6.2. დადგენილია, რომ მ-----– ა--------–--ის ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებული მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთი ს/კ 0---------------------- 25.04.2019 წელს გაიყიდა აუქციონზე და შეიძინა თავად მოპასუხემ. ეს უძრავი ნივთი ამჟამად მოპასუხის სახელზეა რეგისტრირებული, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
6.3. მოსარჩელე ითხოვს შეწყვეტილად იქნეს აღიარებული მის კუთვნილ უძრავ ნივთებზე ბანკის იპოთეკის უფლება და გაუქმდეს იპოთეკის ჩანაწერები, ანუ, მოთხოვნის ნაწილი აღიარებითია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების სავალდებულო წინაპირობაა იურდიული ინტერესის არსებობა. იურდიული ინტერესი არის სამართლებრივი სიკეთე, რაც მხარემ შეიძლება მიიღოს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მხარე დაადასტურებს, რომ ეს აღიარება სასამართლო წესით უნდა მოხდეს, უფრო ზუსტად კი, სასამართლო წესით უფლების აღიარების აუცილებლობა უნდა გამოირკვეს და ამ აღიარებას უნდა მოჰყვებოდეს სამართლებრივი შედეგი. იურიდული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად და აღიარებითი სარჩელი არის ამ სამართლებრივი შედეგის მიღების ეფექტიანი მექანიზმი. აღნიშნული პირობა ობიექტური გარემოებაა და არ აქვს მნიშვნელობა, თავად მხარე რა სამართლებრივი შედეგის დადგომას უკავშირებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებას (იხ. სუსგ №ას-277-264-2013). ზოგადად, სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს მისი დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფას (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ ას-1219-1139-2017). მხოლოდ აღიარებითი მოთხოვნა მხარის ინტერესების დასაცავად საკმარისია იმ შემთხვევაში, როცა სარჩელის მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ იპოთეკის სანივთო ხელშეკრულებები ვადის გასვლის გამო შეწყდა და საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის ჩანაწერების გაუქმების თაობაზე, შესაბამისად, აღნიშნული გარდაქმნითი მოთხოვნის დაკმაყოფილებით სრულადაა რეალიზებული მოსარჩელის ინტერესი და ცალკე უფლების შეწყვეტილად აღიარების იურიდიული ინტერესი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სასამართლო ხარჯები უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: სს „თ----------ს“ შპს „ა------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4645 ლარისა და 50 ლარის გადახდა
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებულია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ა------------ს“ სარჩელი სს „თ----------ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს სს „თ----------ის“ სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა შპს „ა------------ს“ კუთვნილ შემდეგ უძრავ ნივთებზე:
- 0----------------------;
- 0----------------------;
- 0----------------------;
- 0----------------------;
- 0----------------------;
- 0----------------------
- 0----------------------;
- 0----------------------;
- 0----------------------;
- 0----------------------;
- 0----------------------;
- 0----------------------.
3. დანარჩენ ნაწილში შპს „ა------------ს“ სარჩელი სს „თ----------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
4. სს „თ----------ს“ შპს „ა------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4645 ლარისა და 50 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია