განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100119002846078
N1/31-2019
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ------- ნ-------;
დაცვის მხარე:
ადვოკატი - კ---- ს------;
ბრალდებული - ლ---- დ--–---–---–-, დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, დასაოჯახებელი, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი ჩ-----, ამჟამად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N2 დაწესებულების პატიმარი;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილი (პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - დაცვის პოლიციელის და პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდი); 2) საქართველოს სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილი (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - ვ----– ა----–--ის ა/მანქანის ეპიზოდი); 3) საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდი); 4) საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ვ----– ა----–--ის ავტომანქანის ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკები ა---------– მ------–-–---–ი, გ---- ჭ---–------ და ზ---- გ--------ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, სამსახურებრივი „შ-----------------“ მარკის ავტომანქანით იმყოფებოდნენ შ--–-- რ-------ის კუთვნილ სასურსათო მაღაზიასთან, რა დროსაც პოლიციის მუშაკების სამსახურებრივი საქმიანობის გამო განაწყენებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლ---- დ--–---–---–- თავს დაესხა პოლიციის მუშაკებს და მათ ავტომანქანას, კერძოდ, ლ---- დ--–---–---–მა სანადირო თოფიდან განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული ავტომანქანის საბარგული, ბამპერი და უკანა მაშუქი, რის შემდეგაც ლ---- დ--–---–---–- მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
2. 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ჩ----–ი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თერჯოლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვ----– ა----–--ის სამსახურებრივი საქმიანობის გამო განაწყენებული, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლ---- დ--–---–---–- თავს დაესხა ვ----– ა----–--ის კუთვნილ „მ---------ის“ მარკის ავტომანქანას და სანადირო თოფიდან ორჯერ გასროლით დააზიანა აღნიშნული ავტომანქანის საბარგული, უკანა მაშუქები, ბამპერი, უკანა მარჯვენა ფრთა და უკანა სავარძლის საზურგე, რის შემდეგაც ლ---- დ--–---–---–- მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
3. 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკები ა---------– მ------–-–---–ი, გ---- ჭ---–------ და ზ---- გ--------ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, სამსახურებრივი „შ-----------------“ მარკის ავტომანქანით სახ. ნომრით S------ იმყოფებოდნენ შ--–-- რ-------ის კუთვნილ სასურსათო მაღაზიასთან, რა დროსაც პოლიციის მუშაკების სამსახურებრივი საქმიანობის გამო განაწყენებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლ---- დ--–---–---–- თავს დაესხა პოლიციის მუშაკებს და მათ ავტომანქანას, კერძოდ, ლ---- დ--–---–---–მა სანადირო თოფიდან განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული ავტომანქანის საბარგული, ბამპერი და უკანა მაშუქი, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიადგა 570 ლარის ქონებრივი ზიანი.
4. 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ჩ----–ი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თერჯოლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვ----– ა----–--ის სამსახურებრივი საქმიანობის გამო განაწყენებული, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლ---- დ--–---–---–- თავს დაესხა ვ----– ა----–--ის კუთვნილ „მ---------ის“ მარკის ავტომანქანას და სანადირო თოფიდან ორჯერ გასროლით დააზიანა აღნიშნული ავტომანქანის საბარგული, უკანა მაშუქები, ბამპერი, უკანა მარჯვენა ფრთა და უკანა სავარძლის საზურგე, რის შედეგადაც ვ----– ა----–--ეს მიადგა 720 ლარის ქონებრივი ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
5. 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკები ა---------– მ------–-–---–ი, გ---- ჭ---–------ და ზ---- გ--------ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, სამსახურებრივი „შ-----------------“ მარკის ავტომანქანით იმყოფებოდნენ შ--–-- რ-------ის კუთვნილ სასურსათო მაღაზიასთან, რა დროსაც პოლიციის მუშაკების სამსახურებრივი საქმიანობის გამო განაწყენებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლ---- დ--–---–---–- თავს დაესხა პოლიციის მუშაკების ავტომანქანას, კერძოდ, ლ---- დ--–---–---–მა სანადირო თოფიდან განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული ავტომანქანა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
6. 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ჩ----–ი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თერჯოლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ვ----– ა----–--ის სამსახურებრივი საქმიანობის გამო განაწყენებული, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლ---- დ--–---–---–- თავს დაესხა ვ----– ა----–--ის კუთვნილ „მ---------ის“ მარკის ავტომანქანას და სანადირო თოფიდან ორჯერ გასროლით დააზიანა აღნიშნული ავტომანქანა, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
7. 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მუშაკები ა---------– მ------–-–---–ი, გ---- ჭ---–------ და ზ---- გ--------ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, სამსახურებრივი „შ-----------------“ მარკის ავტომანქანით სახ. ნომრით S------ იმყოფებოდნენ შ--–-- რ-------ის კუთვნილ სასურსათო მაღაზიასთან, რა დროსაც, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ლ---- დ--–---–---–მა სანადირო თოფიდან განახორციელა გასროლა, მანქანის მიმართლებით, რის შედეგადაც დაზიანდა აღნიშნული ავტომანქანის საბარგული, ბამპერი და უკანა მაშუქი, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიადგა 570 ლარის ქონებრივი ზიანი.
8. 2019 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 23:30 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ჩ----–ი, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ლ---- დ--–---–---–მა სანადირო თოფიდან ორჯერ გასროლით დააზიანა ვ----– ა----–--ის კუთვნილი „მ---------ის“ მარკის ავტონმანქანა, კერძოდ: ავტომანქანის საბარგული, უკანა მაშუქები, ბამპერი, უკანა მარჯვენა ფრთა და უკანა სავარძლის საზურგე, რის შედეგადაც ვ----– ა----–--ეს მიადგა 720 ლარის ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება: - 1) პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (დაცვის პოლიციელის და პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდი);
2) პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (ვ----– ა----–--ის ა/მანქანის ეპიზოდი);
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ა---------– მ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, უმცროს ინსპექტორად. 2019 წლის 5 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სამსახურში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომ ობიექტი არ ადიოდა დაცვაზე, მეწყვილე გ---- ჭ---–------სთან და ტექნიკოს ზ---- გ--------ესთან ერთად გამოცხადდა ობიექტზე. ობიექტზე შევიდნენ გ---- და ზ----, ხოლო თვითონ დარჩა მანქანაში. დაახლოებით 21:30 საათზე ჩავიდა მანქანიდან, ვინაიდან მოუნდა გავლა. ჩამოსვლიდან რამდენიმე ხანში გაიგო გასროლის ხმა და როდესაც მიიხედა, დაინახა პიროვნება, თოფით ხელში, რომელიც შეტრიალდა და გაიქცა. აღნიშნულის შესახებ შეტყობინება გააკეთა პოლიციაში. როდესაც მივიდნენ პოლიციელები, ექსპერტების მონაწილეობით მოხდა მანქანის დათვალიერება, რასაც აღენიშნებოდა დაზიანებები. დაზარალებულის განმარტებით, ადგილზე ყოფნისას, მანქანას ციმციმები ჩართული ჰქონდა. მანქანას გარედან აქვს პლაკატები, რომ სახელმწიფო მანქანაა. მისივე განმარტებით, მან გამომძიებელ ა---------–ისგან, რომლის გვარიც არ ახსოვს გაიგო, რომ ლ---- დ--–---–---–- არის პიროვნება, რომელმაც დააზიანა დაცვის პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა. მას, ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნია.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა გ---- ჭ---–------მ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, უმცროს ინსპექტორად. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს საათებში, სამსახურში შესული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ა---------– მ------–-–---–თან და ტექნიკოს ზ---- გ--------ესთან ერთად, გამოცხადდა სოფელ თერჯოლაში, მაღაზიაში, ვინაიდან ობიექტი არ ადიოდა დაცვაზე. ის და ზ.გ--------ე შევიდნენ მაღაზიაში, ხოლო ა.მ------–-–---–ი დარჩა მანქანაში. როდესაც ახდენდნენ ობიექტზე პრობლემის გამოსწორებას, გაიგო თოფის გასროლის ხმა და გარეთ გავიდნენ. მოიკითხა მეწყვილე და ჰკითხა რა ხდებოდა. უთხრა, რომ იყო თოფის გასროლის ხმა და თითქოს ვიღაცას მოჰკრა თვალი. დაათვალიერეს მანქანა და ნახეს, რომ მანქანა, საბარგულზე დაზიანებული იყო. მოწმის განმარტებით, მანქანა, რომლითაც ისინი ადგილზე მივიდნენ, იყო წარწერებით, დაცვის პოლიცია და ციმციმა მაშუქებით. ადგილზე ყოფნის დროს, მანქანა იყო გამორთულ მდგომარეობაში, თუმცა ციმციმები ჩართული ჰქონდა. გასროლის და დაზიანებული მანქანის ნახვის შემდეგ, შეეშინდა. ის არ იცნობს ლ---- დ--–---–---–ს, მასთან შეხება არასდროს ჰქონია. მოწმის განმარტებითვე, ის დაცვის პოლიციელია, შეხება ჰქონია თოფთან, იარაღთან და ავტომატთან. ავტომატს სხვა ხმა აქვს, ასევე, პისტოლეტსაც, სწორედ ამიტომ განაცხადა სხდომაზე, რომ გაიგო თოფის გასროლის ხმა.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ზ---- გ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში, წამყვან სპეციალისტად. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება, რომ ობიექტი არ ადიოდა დაცვაზე. აღნიშნულის საფუძველზე, გამოცხადდა ობიექტზე თანამშრომლებთან ერთად, ოპერატიული მანქანით. ადგილზე დაიწყო დაზიანების აღმოფხვრა. მუშაობის პროცესში, გაიგეს გასროლის ხმა და როდესაც გარეთ გავიდნენ, ნახეს, რომ მანქანა იყო დაზიანებული უკანა მხარეს. ავტომანქანაში იჯდა ა.მ------–-–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ გაიგო თოფის გასროლის ხმა. მოწმის განმარტებით, ის არის ნადირობის მოყვარული ადამიანი და კარგად არჩევს თოფის ხმას. გასროლისას მას შეეშინდა, თუმცა უფრო მეტად დაეუფლა შიშის გრძნობა მას შემდეგ, რაც ნახა დაზიანებული ავტომანქანა. მისივე განმარტებით, გამოძიების პროცესში გაიგო ლ---- დ--–---–---–-ს ვინაობა, ვინაიდან მისი სახელი და გვარი ეწერა დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის წარმომადგენლის) სახით დაკითხულმა ბ------ ტ---–----ამ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად. მისი განმარტებით, ჯგუფი, შ----------------- ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით S------ მისული იყო გამოძახებაზე მარკეტში, რა დროსაც მოხდა თავდასხმა მანქანაზე და დაზიანება. ადვოკატის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 301-302), სადაც აღნიშნულია „მოგახსენებთ, რომ ვცხოვრობ და ვმუშაობ ზემოთაღნიშნულ მისამართზე, არსებული საქმის ირგვლივ მოგახსენებთ, რომ მე თანახმა ვარ ნებაყოფილობით, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე მოგაწოდოთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება წარმოვადგენდე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გამოძიებასა და სასამართლოში. 2019 წლის 05 იანვარს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში ლ---- დ--–---–---–მა თოფიდან გასროლის შედეგად დააზიანა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოზე რიცხული S-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ,,შ-----------------'' მოდელის ავტომანქანა..... სხვა რაიმე დასამატებელი არაფერი არ მაქვს“. ადვოკატის შეკითხვაზე, მოწმის მიერ დადასტურებული იქნა გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე. თუმცა, ადვოკატის შეკითხვაზე, მოწმემ განაცხადა, რომ არ ახსოვს ვინ უთხრა ლ---- დ--–---–---–-ს სახელი და გვარი.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ვ----– ა----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 5 იანვარს, სამუშაოს დასრულების შემდეგ, მთელი დღის მანძილზე იმყოფებოდა სახლში, თერჯოლის რაიონის სოფელ ჩ----–ი და საქმიანობდა. დაახლოებით 23:00 საათზე, დააპირა დაწოლა და გავიდა გარეთ, გასავლელად. როდესაც გარეთ გავიდა, გაიგო ფეხის ხმა, ასევე, გინება „ვ---- ა----–--ე შენ ვინ დაიჭირე და გინება მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით“. მანქანა ეყენა გარეთ, ჭიშკართან. გაიხედა და დაინახა ლ---- დ--–---–---–-, რომელსაც ცალ ხელში თოფი ეჭირა, ხოლო მეორეში ფანარი. ლ---- დ--–---–---–- შეჩერდა და გაისროლა თოფი მისი მანქანის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ, შეტყობინება გააკეთა პოლიციაში, რის საფუძველზეც მოხდა მისი მანქანის დათვალიერება და ამოღებული იქნა ნივთები, რაც დაილუქა ადგილზე და მოაწერა ხელი. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა ოქმი. მოწმის განმარტებით, ლ---- დ--–---–---–ს იცნობს ბავშვობიდან. როგორ იცის, ლ---- პირობითი ჰქონდა, არ დადიოდა და აღნიშნულის გამო მოხდა მისი დაკავება. როგორც მისთვისაა ცნობილი, ლ----ი დაკავებას მას აბრალებდა, თუმცა, მას, ლ----ის დაკავებაში მონაწილეობა არ მიუღია.
14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი---- პ--------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა კუთვნილ ავტომანქანების სახელოსნოში და ემსახურებოდა კლიენტს. დაახლოებით 22:00 საათიდან, 23:00 საათამდე გავიდა გარეთ, საპირფარეშოში რა დროსაც გაიგო ფეხის ხმა. დაიძახა და იკითხა თუ ვინ იყო, თუმცა ხმა არ გასცა. დაინახა პიროვნება, რომელსაც თავზე ეხურა ქუდი და უჩანდა მხოლოდ ტუჩები, ცხვირი და პირი. პიროვნებამ თავისით მოიხსნა ქუდი და აღმოჩნდა ლ---- დ--–---–---–-, რომელსაც ეცვა მწვანე ფერის სამხედრო ფორმა, ე.წ. „პლაშოვკა“, შავი შარვალი და ბოტასები. თან ჰქონდა თოფი. დაახლოებით 10-15 წუთი ისაუბრეს მან და ლ----მა, რა დროსაც, ლ----მა უთხრა, რომ სანადიროდ მიდიოდა. საუბრის დასრულების შემდეგ შევიდა სახელოსნოში და ასე 10-15 წუთში გაიგო აფეთქების ხმა. გავიდა გარეთ და დაინახა, რომ შ--–--ს მაღაზიის წინ, დაცვის პოლიციელმა მანქანას დაარტყა წრე და შევიდა მაღაზიაში. მეორე დილით, შ--–--მ უთხრა, რომ იარაღი ლ---- დ--–---–---–მა ისროლა. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია თუ ვინ უთხრა აღნიშნულის შესახებ შ--–--ს.
15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა------- ა-------–---–მა განაცხადა, რომ 2019 წლის 5 იანვარს, საღამოს საათებში იმყოფებოდა სახლში, წამოწოლილი და უყურებდა ტელევიზორს. გაიგო საუბრის ხმა და როდესაც გავიდა, ნახა, რომ საუბრობდნენ მისი ძმა, გია ა------ე და ლ---- დ--–---–---–-. ლ----ი იძახდა, რომ მაღაზიასთან ესროლა ყველას და დაცვის პოლიციის მანქანას. ესროლეს და იყო დაჭრილი ფეხის არეში. ნახა და ლ----ს არაფერი ეტყობოდა, არ იყო დაჭრილი. ვინაიდან ნასვამი იყო, ჩათვალა, რომ ლ----ს ნასვამობის გამო მოსდიოდა აღნიშნული. ის და დედამისი შეეცადნენ ლ----ის დაწყნარებას, თუმცა ლ----ი არ გაჩერდა მათთან და წავიდა ვ---- ა----–--ის სახლის მიმართულებით, რა დროსაც დაიწყო გინება მისი და ვ---- ა----–--ის მისამართით. ლ----ის წასვლიდან რამდენიმე ხანში, გაიგო გასროლის ხმა. მეორე დღეს გაიგო მომხდარი ამბების შესახებ. მოწმის განმარტებით, როდესაც ლ----ი მასთან იმყოფებოდა, ლ----ს ეცვა მწვანე ფერის მოსაცმელი, სპორტული შარვალი და ბოტასები, ასევე, თან ჰქონდა სანადირო თოფი. საუბრისას, ლ----მა უთხრა, რომ ესროლა ყველას, დაცვის პოლიციას. მისივე განმარტებით, ლ----მა მას დაურეკა და ჰკითხა თუ ჰქონდა ინტერნეტი, მივიდოდა და ითამაშებდა, ჩარიცხავდა ფულს. სწორედ ამიტომ მოხვდა ლ---- დ--–---–---–- მაღაზიასთან. ასევე, ლ----მა უთხრა, რომ გაიარა ე.წ. „ბოქსში“ და ნახა ი----, რომელსაც უთხრა, რომ დაეკეტა „ბოქსი“ და წასულიყო სახლში.
16. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, პროკურორის მიერ, გამოქვეყნებული იქნა მოწმე ი-----–- ა-------–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 75-77), სადაც აღნიშნულია „მ/წლის 05 იანვარს დაახლოებით 21:45 საათზე ვიმყოფებოდი თერჯოლის რაიონის სოფელ ჩ----–ი ჩემს საცხოვრებელ სახლში, კერძოდ საცხოვრებელი სახლის აივანზე ჩემს მეზობელ გია ა------ესთან ერთად, რა დროსაც ჩვენთან მოვიდა ჩემს მეზობლად მცხოვრები ლ----ი დ--–---–---–-, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, მას მხარზე ჩამოკიდებული ჰქონდა ორლულიანი სანადირო თოფი, ტანთ ეცვა მწვანე ფერის ზედა მოსაცმელი, შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი, ასევე, მას თან ჰქონდა ხელნაკეთი ღამის სანათი ე.წ ,,ფარი“. როდესაც ლ----ი ჩვენთან მოვიდა, მე და გიას გვითხრა რომ ,,გასული ვიყავი მეტლახში მდებარე შ--–-- რ-------ის მაღაზიასთან და თოფი ვესროლე ყველასო“, მაგრამ კონკრეტულად არ უთქვამს თუ ვის ესროლა თოფი. ლ----ი ამ ყველაფერს ხმამაღლა გვიყვებოდა. ლ----მა, ასევე, გვითხრა რომ ,,როდესაც მეტლახში შ--–-- რ-------ის მაღაზიასთან ყველას ვესროლეო", ასევე, თქვა რომ ამ დროს იქ იმყოფებოდა ი---- პ--------ე რომელსაც მაღაზიის მიმდებარედ აქვს მანქანების შესაკეთებელი სახელოსნო და ხედავდა მომხდარ ფაქტს, თქვა რომ მისთვის არ უსვრია. როდესაც ლ----ი მე და გიას გვესაუბრებოდა, სახლიდან, აივანზე, გამოვიდა ჩემი ძმა ა------- ა-------–---–ი, რომელიც ჩაერთო საუბარში და ლ----ს მანაც ჰკითხა თუ ვის ესროლა თოფი, შემდეგ ლ----მა ჩემი ძმა ცალკე გაიყვანა და რაღაც უთხრა, მაგრამ ვერ გავიგონე თუ რა უთხრა. ა-------ი შეეცადა ლ----ის დამშვიდებას შეიყვანა სახლში, ლ----ი სკამზე დაჯდა ფეჩთან და იყო დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ისე, რომ არაფერი უთქვამს, შემდეგ ადგა და თქვა რომ უნდა წასულიყო და წავიდა, ჩვენ არ შევეწინააღმდეგეთ ვინაიდან მას თოფი კვლავ მხარზე ჰქონდა ჩამოკიდებული. დაახლოებით 10-15 წუთში ლ----ი კვლავ მობრუნდა ჩემს საცხოვრებელ სახლის ეზოში, მე საძინებელ ოთახში ვიყავი დაწოლილი და გარეთ აღარ გავსულვარ, მაგრამ გავიგონე ხმა ლ----ი ჩემს ძმას ეუბნებოდა თოფის ვაზნები გამომელია და მომეციო, მაგრამ ჩემმა ძმამ მას უარი უთხრა, ამის შემდეგ გავიგონე ლ----ის გინების ხმა და ასევე, თოფის გასროლის ხმა. განგიმარტავთ, რომ როგორც შემდეგ ჩემი ძმიდან გავიგე, ლ---- დ--–---–---–ს უთქვამს მისთვის ,,მეტლახში შ--–-- რ-------ის მაღაზიასთან დაცვის პოლიციის ავტომანქანას ვესროლეო", ასევე, ჩემი ძმიდან გავიგე რომ ლ---- დ--–---–---–მა თოფიდან გასროლით დააზიანა ჩვენს უბანში მცხოვრები ვ----– ა----–--ის, რომელიც შსს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში მუშაობს უბნის ინსპექტორ გამომძიებლად მ---------ის მარკის ავტომანქანა. კითხვაზე გიპასუხებთ რომ მე ლ---- დ--–---–---–- მ/წლის 05 იანვრის საღამოს შემდეგ არ მინახავს და მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია. სხვა დასამატებელი საქმის ირგვლივ ამ ეტაპზე არაფერი მაქვს“.
17. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, პროკურორის მიერ, გამოქვეყნებული იქნა მოწმე ლ---- ს------–--ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 280-281), სადაც აღნიშნულია „2019 წლის 05 იანვარს ღამის საათებში სახლში ვიყავი მეუღლესთან გ------ი ს------–--ესთან ერთად, საღამოს დაახლოებით ღამის 23:30 საათზე მე ვაპირებდი დაძინებას, ჩემს მეუღლეს უკვე ეძინა, ამ დროს ქუჩიდან მომესმა გასროლის ხმა, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ახალი წლები იყო და ისროდნენ შუშხუნებს, ამიტომ ამ გასროლისათვის ყურადღება არ მიმიქცევია და დავიძინე ჩვეულებრივად. მეორე დღეს დილით გავიღვიძე და გავედი გარეთ, ამის შემდეგ გადავედი მეზობელთან ვ----– ა----–--ესთან, რომელიც არის პოლიციის თანამშრომელი, ჩვეულებრივად მოვიკითხე ის, რის შემდეგაც ვ----–მა მითხრა, რომ წინა ღამით მისი კუთვნილი ავტომანქანისათვის, რომელიც ვ----–ს დატოვებული ჰყოლია ქუჩაში, თოფიდან უსვრია სოფელ ჩ----–ი მცხოვრებ ლ---- დ--–---–---–ს. მოგახსენებთ, რომ მე ლ---- დ--–---–---–ს და მისი ოჯახის წევრებს ვიცნობ მხოლოდ მისალმებით, მათთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. მოგახსენებთ, რომ მე კარგად ვიცნობ და კარგი ურთიერთობა მაქვს ვ----– ა----–--ესთან და მისი ოჯახის წევრებთან. მოგახსენებთ, რომ მე არასოდეს არ გამიგია ჰქონდათ თუ არა ერთმანეთში რაიმე კონფლიქტი ვ----– ა----–--ესა და ლ---- დ--–---–---–ს. სხვა რაიმე დასამატებელი არაფერი არ მაქვს“.
18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ--------- ფ------–--ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 5 იანვარს არ იმყოფებოდა სახლში, დაბრუნდა 7 იანვარს. 7 იანვარს ნახა ვ----– ა----–--ე, რომელმაც უთხრა, რომ ლ---- დ--–---–---–მა ესროლა თოფი მის კუთვნილ მანქანას. დაზიანებული მანქანა თავად არ უნახავს და არც დეტალები იცის, ვინაიდან არ უკითხავს ვ----–ისთვის. მოწმის განმარტებით, ლ---- დ--–---–---–- არის წესიერი და მშრომელი ადამიანი და მას ახასიათებს დადებითად. წარსულში ლ---- და ვ----–ს ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება და მათ შორის რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
19. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-- რ-------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სოფელ ა---–----------–აში, მის კუთვნილ მაღაზიაში, დაცვის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც ასწორებდნენ სიგნალიზაციას. სამუშაოების შესრულების დროს, გაიგონა რაღაც ხმა, „ხლაპუშკების“ ხმა ეგონა და იფიქრა, რომ ბავშვები აფეთქებდნენ. სიგნალიზაციის გასწორების შემდეგ, დახურა მაღაზია და წავიდა სახლში. გარეთ როდესაც გავიდა, დაინახა დაცვის პოლიციის მანქანა, რომელიც ცხვირით მისი მაღაზიისკენ იდგა. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადვოკატის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 138-139), სადაც აღნიშნულია „მოგახსენებთ, რომ ვცხოვრობ ზემოთაღნიშნულ მისამართზე ოჯახის წევრებთან ერთად. თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში მაქვს სასურსათო მაღაზია, რომელშიც ვმუშაობ პირადად. აღნიშნული მაღაზია მე აყვანილი მყავს დაცვაზე და ვსარგებლობ შესაბამისი მომსახურებით. 2019 წლის 05 იანვარს ჩემთან მაღაზიაში ამოსული იყვნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ასწორებდნენ მაღაზიაში არსებულ დაცვის სიგნალიზაციას. დაცვის პოლიციელები იყვნენ სულ სამნი, მათგან ორი შემოსული იყო მაღაზიაში, ხოლო მესამე იყო გარეთ მანქანაში. მაღაზიაში ვიყავი მეც. დაახლოებით იქნებოდა 21 საათი და 35 წუთი როდესაც გარედან გავიგონე გასროლის ხმა. ამის შემდეგ დაცვის პოლიციის თანამშრომლები გავიდნენ გარეთ, მეც გავედი გარეთ, სადაც ვნახეთ, რომ დაცვის პოლიციელების ავტომანქანას, რომელიც იდგა ჩემი მაღაზიის წინ უკანა მხრიდან საბარგულზე ჰქონდა თოფიდან ნასროლი. სხვა რაიმე დაზიანებული მანქანას არ ჰქონდა, ასევე, არანაირი დაზიანება არ ჰქონდა გარეთ მყოფ დაცვის პოლიციელს. მოგახსენებთ, რომ ჩემს მაღაზიას თოფიდან ნასროლი არ მოხვედრია და არაფერი არ დამზიანებია მაღაზიაში. მე არ ვიცი ვინ მოახდინა აღნიშნული გასროლა და რის გამო. მე ვინმე კონკრეტულ პირთან არანაირი დაძაბული და ცუდი ურთიერთობა არც ეხლა და არც ადრე არ მქონია. მოგახსენებთ, რომ მე ვიცნობ თერჯოლის რაიონის სოფელ ჩ----–ი მცხოვრებ ლ---- დ--–---–---–ს, მაგრამ მასთან არანაირი ცუდი ურთიერთობა ამჟამად არ მაქვს და არც გვინახავს ეს პიროვნება მე და ჩემი ოჯახის წევრებს რამოდენიმე წელიწადია, მასთან ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს. სხვა რაიმე დასამატებელი არაფერი არ მაქვს“. ადვოკატის შეკითხვაზე, მოწმემ არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ დაზიანებული მანქანა არ უნახავს.
20. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ჯ--------მ განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მოვალეობას. სამსახურში შესული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე გ.ჟ---------ან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში რა დროსაც დათვალიერებული იქნა შკოდას ფირმის ავტომობილი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები წინწკლების სახით. მოახდინეს ავტომანქანის დასურათება. ადგილზე შედგენილი იქნა ოქმი, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით. მეორე დღეს, ღამის საათებში, გამომძიებლის მითითებით, ასევე, მოახდინეს ავტომანქანა მ---------ის დათვალიერება, რასაც აღენიშნებოდა დაზიანებები - დაწინწკვლები და ჩახევები. შედგენილი იქნა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
21. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------ ჟ--------ა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში უფროს ექსპერტად. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მოვალეობას. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე გ.ჯ--------სთან ერთად მონაწილოება მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში თერჯოლის რაიონში, რა დროსაც დათვალიერებული იქნა დაცვის პოლიციის მანქანა, რასაც აღენიშნებოდა დაზიანებები საბარგულზე. ასევე, გამომძიებლის მითითებით, იმავე დღეს დათვალიერებული იქნა მ---------ის ავტომანქანა, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები. ორივე შემთხვევაში, ადგილზე შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. დათვალიერებისას, ასევე, მოახდინა ფოტოგადაღება.
22. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ფ--------მ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2019 წლის 5 ინავრს იმყოფებოდა სამსახური და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, სამსახურში მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ მოხდა შემთხვევა და დაზიანებული იყო დაცვის პოლიციის ავტომანქანა. აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას შემდგომი რეაგირების მიზნით.
23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უ–---- გ---–--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში. სამსახურში ყოფნის დროს, ა.მ------–-–---–ისგან მიღებული იქნა შეტყობინება მანქანის დაზიანების ფაქტზე. თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისვლისას, სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ლ---- დ--–---–---–-ს მიერ. აღნიშნულის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა ლ---- დ--–---–---–-ს საცხოვრებელ სახლში. სახლში მისვლისას დაიძახეს და გამოხედა ლ-----–---–---–ის მამამ, პ---–- დ--–---–---–მა. მათ კითხვაზე, თუ სად იყო ლ----ი, პ---–-მ უპასუხა, რომ არ იცოდა. როდესაც გზაში იყვნენ და ბრუნდებოდნენ, მდინარე ჩხარასთან, გაიგეს გასროლის ხმა და როდესაც მიიხედეს გასროლის ხმის მიმართულებით, დაინახეს ლ---- დ--–---–---–-, რომელსაც ხელში ეჭირა თოფი და გაიქცა. ვინაიდან ლ---- დ--–---–---–- შეიარაღებული იყო, ამასთან დადევნებას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან სანამ მანქანას გააჩერებდა და გადავიდოდა ლ-----–---–---–ი შეძლებდა მიმალვას, განაგრძო გზა. აღნიშნულის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ---- დ--–---–---–მა ესროლა ვ----– ა----–--ის მანქანას და დააზიანა. მოწმის განმარტებით, სადაც მან ლ---- დ--–---–---–- დაინახა, იქიდან ვ----– ა----–--ის სახლამდე 50 მეტრია დაშორება, ხოლო მაღაზიამდე დაახლოებით 800 მეტრი. ლ-----–---–---–ს მათი მისამართით გასროლა არ განუხორციელებია და არც მათ მიმართ გამოუჩენია აგრესია. ლ----ი, დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით დაინახა ავტომანქანიდან.
24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---- კ---–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში. დაახლოებით 21:00 საათზე, მიღებული იქნა ინფორმაცია დაცვის პოლიციის მანქანა - შ----------------- დაზიანების შესახებ. თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. გზაში, მოძრაობისას, მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ლ---- დ--–---–---–-ს მიერ. ვინაიდან იცოდა მისი საცხოვრებელი ადგილი, უ–---- გ---–--–-–---–თან და მ.ა-–-------სთან ერთად წავიდა ლ-----–---–---–ის სახლში როდესაც ადგილზე მივიდნენ და დაიძახეს, გამოხედა ლ-----–---–---–ის მამამ, რომელმაც უთხრა, რომ ლ----ი სახლში არ იყო. ადგილზე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი. როდესაც ბრუნდებოდნენ უკან და გადაიარეს ე.წ. „ბოგირი“, გაიგეს გასროლის ხმა და როდესაც მიტრიალდნენ, დაინახეს პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა ორლულიანი თოფი - ლ---- დ--–---–---–-. ლ----ს ეცვა მწვანე ფერის ზედა, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი. გასროლის შემდეგ, ლ----ი შევიდა ხე-ბუჩქნარში და მის მიმართ დადევნება არ განუხოციელებიათ. მოწმის განმარტებით, ლ----ი, დაახლოებით 10-15 მეტრიდან დაინახა და ის ამ დროს ვ---- ა----–--ის სახლიდან, დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით იყო.
25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ---- ა----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ. დაახლოებით 23:00 საათზე, მას დაურეკა ა.მ------–-–---–მა და აცნობა, რომ დაუზიანეს მანქანა. შემთხვევის ადგილზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი. მალევე, მას დაუკავშირდა ვ----– ა----–--ე და უთხრა, რომ ლ---- დ--–---–---–მა, თოფის გამოყენებით დაუზიანა ავტომანქანა. ვინაიდან მუშაობს ძებნის განყოფილებაში, შესასრულებლად დაეწერა განჩინება და ძებნის დადგენილება ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ, რის საფუძველზეც, ქ.ქუთაისში მოახდინა ლ---- დ--–---–---–-ს დაკავება და წარადგინა ქუთაისის პოლიციის უახლოეს განყოფილებაში ოქმის დასადასტურებლად. აღნიშნულის შემდეგ კი, ლ-----–---–---–ი გადაიყვანა თერჯოლის სამმართველოში.
26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ა-–-------მ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება, დაცვის პოლიციის ავტომანქანის თავდასხმის ფაქტზე. აღნიშნულის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ცნობილი გახდა, რომ თითქოს, აღნიშნული თავდასხმა განახორციელა ლ---- დ--–---–---–მა. აღნიშნულის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა ლ-----–---–---–ის საცხოვრებელ ადგილზე, სადაც მათ დახვდათ ლ-----–---–---–ის მამა, რომელმაც განუმარტა, რომ არ იცოდა სად იყო ლ----ი. შეადგინა შესაბამისი ოქმი და წავიდა სამსახურში. სამსახურში დაბრუნების შემდეგ, ვ----– ა----–--ის მიერ გაკეთებული იქნა შეტყობინება, რომ მას მანქანა დაუზიანა ლ---- დ--–---–---–მა. აღნიშნულის საფუძველზე, ექსპერტებთან გ.ჯ--------სთან და გ.ჟ---------ან ერთად, სოფელ ჩ----–ი ჩაატარა ავტომანქანა მ---------ის დათვალიერება. 2019 წლის 6 იანვარს, თანამშრომლებთან ერთად, პ.დ--–---–---–-ს მონაწილეობით, ასევე, ჩაატარა ლ-----–---–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ლ-----–---–---–ის მობილური ტელეფონი და პასპორტი. კისტის თოფი, ცარიელი მასრები და ერთლულიანი სანადირო თოფი. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე. ასევე, შედგა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურეს ხელის მოწერით.
27. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ც------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის უმცროს ინსპექტორად. 2019 წლის 6 იანვარს, მ.ა-–-------სთან და ხ------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ლ---- დ--–---–---–-ს სახლის ჩხრეკაში. ადგილზე მისულებს, სახლში დახვდათ ლ-----–---–---–ის მამა პ---–- დ--–---–---–-, რომელსაც გამომძიებელმა გააცნო დადგენილება, განუმარტა მისი უფლებები და პ.დალაქიშვლის თანხმობით ჩატარებული იქნა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთლულიანი თოფი, კისტის თოფი, გილზები, ტელეფონი და პასპორტი. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე. ასევე, შედგა საგამოძიებო მოქმედების შესახებ ოქმი, რაცა დაადასტურა ხელის მოწერით.
28. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-–---------- ხ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 6 იანვარს, სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღო ლ---- დ--–---–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, პასპორტი, კისტის თოფი, თოფი და ვაზნები. ამოღებული ნივთები, დალუქული იქნა ადგილზე. მოწმის განმარტებით, ადგილზე მისულებს, სახლში დახვდათ პ---–- დ--–---–---–-, რომელსაც გამომძიებელმა გააცნო დადგენილება და ჩატარებული იქნა ჩხრეკა ნებაყოფლობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.
29. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა---------– ბ-----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. ლ---- დ--–---–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, გამოკითხა დაზარალებულები და მოწმეები. მოწმის განმარტებით, პროკურორის მითითებით, დაზარალებულის შესახებ დადგენილებები გააცნო დაზარალებულებს. ასევე, გააცნო საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგ გამოკითხა დაზარალებულები.
30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ გ---–--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო ლ---- დ--–---–---–-ს ბრალდების საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დანიშნა ექსპერტიზები. ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ადვოკატს და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, დაკავების შემდეგ, ბრალდების დადგენილება გააცნო ლ-----–---–---–ს. ასევე, საქმეზე გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, რაც დალუქა ადგილზე. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში, დაშვებული აქვს ტექნიკური შეცდომა მანქანის ნომერში, კერძოდ მანქანის ნომრად მითითებული აქვს 497, ნაცვლად 479-ისა.
31. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმემ - პ---–- დ--–---–---–მა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ხოლო ბრალდებული ლ---- დ--–---–---–-, სასამართლოს მიერ, საქართველოს სსსკ 85-ე მუხლის შესაბამისად, გაძევებული იყო სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
32. 2019 წლის 5 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში მდებარე, მოქალაქე შ--–-- რ-------ის მაღაზიის წინამდებარე ტერიტორიაზე, თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის გვერდით, სადაც დგას დაცვის პოლიციის ლოგოტიპიანი ოპერატიული ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S------. ავტომანქანა დგას ცხვირით მაღაზიის, ხოლო საბარგულით საავტომობილო გზის მხარეს. ავტომანქანას უკანა მხარეს, საბარგულზე აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც, სავარაუდოდ, მიყენებულია სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად...... დაცვის პოლიციის ინსპექტორის ა---------– მ------–-–---–ის განმარტებით, მის სამსახურებრივ ავტომანქანას დაუდგენელმა პირმა სანადირო თოფიდან ესროლა საავტომობილო გზის მეორე მხრიდან, რის შემდეგაც გაიქცა გზის მეორე მხარეს არსებული შენობების მიმართულებით.
33. 2019 წლის 6 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ჩ----–ი და წარმოადგენს ვ----– ა----–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოს წინამდებარე ტერიტორიას, სადაც საუბნო საავტომობილო გზის მარცხენა გვერდულზე/მხარეს, ე.წ. მეტლახის საზღვრიდან სოფელ ალისუბნისკენ მიმართულებით, ვ----– ა----–--ის ეზოში შესასვლელი რკინის ჭიშკრის წინ, გვერდულად, მარცხენა მხარით მიყენებული არის - დგას ამ უკანასკნელის მ---------ის მარკის, ლურჯი ფერის მსუბუქი, სახელმწიფო ნომრით A------ ავტომანქანა. ავტომანქანა დგას ცხვირით ალისუბნის მიმართულებით, ხოლო საბარგულით მეტლახის მხარეს. ავტომანქანის უკანა მხარეს, საბარგულზე აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც, სავარაუდოდ, მიყენებულია სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად...... აღნიშნულზე ვ----– ა----–--ემ განაცხადა, რომ სოფელ ჩ----–ი მცხოვრებმა ლ---- დ--–---–---–მა სანადირო თოფიდან ესროლა მის ავტომანქანას უკანა მხრიდან ორჯერ, რის შემდეგაც გაიქცა უკან თავისი სახლის მიმართულებით. ვ----– ა----–--ემ ასევე განაცხადა, რომ ბავშვობიდან კარგად იცნობს მის მეზობლად მცხოვრებ ლ---- დ--–---–---–ს. მან თავისი ეზოდან დაინახა თუ როგორ ესროლა თოფი ლ---- დ--–---–---–მა მის ავტომანქანას ორჯერ. იცნო ის პირისახით და აღნაგობით ღამის ელ. განათების შუქზე, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი და ხელში ეჭირა თოფი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ვ----– ა----–--ის კუთვნილი ავტომანქანა გადაყვანილი იქნა თერჯოლის რაიონული სამმართველოს ეზოში.
34. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, ლ---- დ--–---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების თანახმად, ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
35. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსის ლ---- შ----ის წარდგინება, მსჯავრდებულ ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა;
გაუქმდა მსჯავრდებულ ლ---- დ--–---–---–-ს (პ/ნ 2----------, დაბადებული 1----–-–------------–-) მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
36. N------- ცნობის ასლით დასტურდება, რომ ლ---- დ--–---–---–-, N14 დაწესებულებიდან, სასჯელის მოხდით გათავისუფლებული იქნა 2018 წლის 27 ივლისს.
37. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნით დასტურდება, რომ სს N------------ საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ: 1. „-------------- მარკის სახ. N---------- ავტომობილის უკანა მხარეს არსებული დაზიანებები შესაძლებელია წარმოშობილი იყოს რაიმე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (მათ შორის სანადირო თოფიდან) გასროლილი მრავლობითი ჭურვების ზემოქმედების შედეგად, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მრავლობითი ჭურვებით, გასროლის მანძილითა და მიმართულებით.
2. ტყვიის ლითონის ოვალური ფორმის ოთხი ცალი დეფორმირებული სხეული წარმოადგენს სანადირო საფანტის მარცვლებს, რომლებიც განკუთვნილია სანადირო ვაზნების გასაწყობად, წარმოადგენს სანადირო ვაზნების გასაწყობ საკუთვნოს, ისინი გასროლილია რაიმე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ხოლო დადგენა იმისა, არის თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „-------------- მარკის სახ. N---------- ავტომობილის უკანა მხარეს არსებული ნაჭდევი ხასიათის დაზიანებები მიყენებული წარმოდგენილი დეფორმირებული სანადირო საფანტის ოთხი ცალი მარცვლის ზემოქმედების შედეგად, შეუძლებელია.
3. 16 კალიბრის პლასტმასისკორპუსიანი (მუყაოსკორპუსიანი) სანადირო ვაზნების გასაწყობად განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული ტიზ-კონტეინერი, სავარაუდოდ, გასროლილია 16 კალიბრის გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ „-------------- მარკის სახ. N---------- ავტომობილის უკანა მხარეს არსებული ნაჭდევი ხასიათის დაზიანებები არ არის წარმოშობილი წარმოდგენილი ტიზი-კონტეინერის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- შ--–-------. მოწმის განმარტებით, დასკვნის გაცემისას დაშვებული აქვს მექანიკური, ტექნიკური შეცდომა ნაცვლად მანქანის სახელმწიფო ნომრისა S------, მითითებული აქვს S------.
38. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის N13/ბ დასკვნით დასტურდება, რომ სს N------------ საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი: 1. M------- მარკის A-------- ავტომობილის უკანა მხარეს და სალონში არსებული დაზიანებები შესაძლებელია წარმოშობილი იყოს რაიმე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (მათ შორის სანადირო თოფიდან) გასროლილი მრავლობითი ჭურვების ზემოქმედების შედეგად, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული სახის მრავლობითი ჭურვებით, გასროლის მანძილითა და მიმართულებით.
2. ტყვიის ლითონის ოვალური ფორმის სამი ცალი დეფორმირებული სხეული წარმოადგენს სანადირო საფანტის მარცვლებს, რომლებიც განკუთვნილია სანადირო ვაზნების გასაწყობად, წარმოადგენს სანადირო ვაზნების გასაწყობ საკუთვნოს, ისინი გასროლილია რაიმე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ხოლო დადგენა იმისა, არის თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი M------- მარკის A-------- ავტომობილის უკანა მხარე არსებული ნაჭდევი ხასიათის დაზიანებები მიყენებული წარმოდგენილი დეფორმირებული სანადირო საფანტის სამი ცალი მარცვლის ზემოქმედების შედეგად, შეუძლებელია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- შ--–-------.
39. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესუსრების მართვის სამმართველოს 2019 წლის 15 იანვრის N----------------- მიმართვითა და თანდართული ბრძანებებით დასტურდება, რომ ა---------– მ------–-–---–ი და გ---- ჭ---–------ საქართველოს შს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოში დანიშნულები არიან უმცროსი ინსპექტორის, ხოლო ზ---- გ--------ე ამავე სამმართველოს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობებზე.
40. 2019 წლის 8 თებერვლის ვ----– ა----–--ის სამსახურებრივი მოწმობის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ თერჯოლის რაიონული სამმართველოს შენობაში, დაზარალებულ ვ----– ა----–--ის მონაწილეობითა და თანხმობით, გამომძიებელ თ.გ---–--–-–---–ის მიერ დათვალიერებული იქნა ვ----– ა----–--ის სამსახურებრივი მოწმობა. მოწმობის ნომერია 1------, რაც ძალაშია 1--------- წლამდე. თანამდებობა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი.
41. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 3531 ნორმით დაცვის ძირითადი ინტერესი სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესია, ხოლო დამატებით - პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და საკუთრება. დანაშაულის მსხვერპლის, კერძოდ პოლიციელის იდენტიფიკაციისათვის უნდა დავეყრდნოთ საქართველოს კანონს პოლიციის შესახებ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა. 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის ან ხელისულების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მუხლით გათვალიწინებული ნებისმიერი ქმედება კავშირში უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის - პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან. სუბიექტური მხრივ, აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა და შემოწმება, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე ანდა კანონში მითითებულ ობიექტზე განხორციელებულ ხელყოფას შორის.
42. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 2019 წლის 5 იანვარს, სანადირო თოფით შეიარაღებული ლ---- დ--–---–---–-, თავს დაესხა თავდაპირველად დაცვის პოლიციის, ხოლო შემდეგ პოლიციელის - ვ----– ა----–--ის ავტომანქანას, მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ა---------– მ------–-–---–მა, გ---- ჭ---–------მ და ზ---- გ--------ემ განაცხადეს, რომ ისინი ლ---- დ--–---–---–ს არ იცნობდნენ და მასთან შეხება არასდროს არ ჰქონიათ. ვ----– ა----–--ემ კი განაცხადა, რომ იცნობს ლ---- დ--–---–---–ს ბავშვობიდან, თუმცა მასთან უთანხმოება არასდროს არ ჰქონია. ა.მ------–-–---–ის, გ-----–-----ის და ზ.გ--------ის განმარტებებითვე, დაცვის პოლიციის მანქანას აქვს წარწერები, რომ მანქანა დაცვის პოლიციისა და აქვს ციმციმები. როდესაც ადგილზე იდგნენ, მანქანა მართალია გამორთული იყო, თუმცა ციმციმები ჩართული ჰქონდა. ვ----– ა----–--ის განმარტებით კი, როდესაც გაიგო ფეხის ხმა, ასევე, გაიგო ლ---- დ--–---–---–-ს სიტყვები - "ვ---- ა----–--ე შენ ვინ დაიჭირე" და შეგინება მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით. მისივე განამრტებით, როგორც სოფელში გაიგო, ლ----ი მის დაკავებას მას აბრალებდა, თუმცა მის დაკავებასთან კავშირი არ ჰქონია. მას არ დაუკავებია. ნეიტრალური მოწმეების, მეზობლების ა------- და ი-----–- ა-------–---–ების ჩვენებებითვე დასტურდება, რომ როდესაც ლ-----–---–---–ი მათთან სახლში მივიდა, უთხრა, რომ ესროლა დაცვის პოლიციელების მანქანას. სასამართლო სხდომაზე, თავად ბრალდებულის მიერ გაკეთებული განმარტებები, როდესაც პოლიციელები მოიხსენია “ძაღლებად”, ადასტურებს ფაქტს, რომ ლ---- დ--–---–---–ს პოლიციის თანამშრომლების მიმართ გააჩნია უარყოფითი დამოკიდებულება (აგრესია), რამაც გამოიწვია მისი მხრიდან პოლიციელების სატრანსპორტო საშუალებებზე თავდასხმა.
43. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---- დ--–---–---–მა განხორციელებული ქმედებებით, ჩაიდინა: 1) პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდი) და 2) პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (ვ----– ა----–--ის ა/მანქანის ეპიზოდი).
ლ---- დ--–---–---–-ს უდანაშაულოდ ცნობის საფუძვლები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით:
44. როგორ უკვე აღინიშნა, საქართველოს სსკ 3531 ნორმით დაცვის ძირითადი ინტერესი სახელმწიფო მმართველობის დადგენილი წესია, ხოლო დამატებით - პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და საკუთრება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ თავდასხმაში. თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რასაც თან ახლავს ძალადობა ან ძალადობის მუქარა. 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მუხლით გათვალიწინებული ნებისმიერი ქმედება კავშირში უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგენლის - პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან. სუბიექტური მხრივ, აუცილებელია ქმედების მოტივის გარკვევა და შემოწმება, არსებობს თუ არა კავშირი პოლიციელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და მასზე ანდა კანონში მითითებულ ობიექტზე განხორციელებულ ხელყოფას შორის.
45. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების - ფაქტის უშუალო შემსწრე მოწმეების ჩვენებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ როდესაც დაცვის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე, თერჯოლის რაიონის სოფელ ახალ თერჯოლაში, შ--–-- რ-------ის კუთვნილ მაღაზიაში გ---- ჭ---–------ და ზ---- გ--------ე შევიდნენ მაღაზიაში და დაიწყეს სიგნალიზაციის შესაკეთებელი სამუშაოების განხორციელება. ა---------– მ------–-–---–ი კი დარჩა მანქანაში. დაახლოებით 21:30 საათზე, ა.მეგრელიშვლი გადავიდა მანქანიდან, ვინაიდან უნდოდა გავლა. გადასვლიდან რამდენიმე ხანში გაიგო გასროლის ხმა და როდესაც მოიხედა, დაინახა პირი, რომელსაც ხელში ეჭირა თოფი და გაიქცა. თოფის გასროლის ხმაზე გარეთ გამოვიდა გ-----–-----ე და ზ.გ--------ე. მათივე განმარტებით, ჯერ გასროლის, ხოლო შემდეგ დაზიანებული მანქანის დანახვაზე, დაეუფლათ შიშის გრძნობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებით, უტყუარი დადასტურება ვერ ჰპოვა ფაქტმა იმის შესახებ, რომ ლ---- დ--–---–---–მა იცოდა დაცვის პოლიციელის ა---------– მ------–-–---–ის ადგილზე ყოფნის შესახებ, დამიზნებით მას ესროლა იარაღი და დაესხა თავს. თავად ა.მ------–-–---–ის ჩვენებითვეა დადასტურებული ფაქტი იმის შესახებ, რომ მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, რამდენიმე ხანში გაიგო გასროლის ხმა და გადმოსვლის პროცესში, მას, არავინ შეუმჩნევია ადგილზე. რაც შეეხება ზ.გ--------ის და გ-----–-----ის მიმართ თავდასხმის ფაქტს, აღნიშნულ ნაწილში უტყუარადაა დადასტურებული ფაქტი იმის შესახებ, რომ აღნიშნული ორი პიროვნება გასროლის მომენტში იმყოფებოდა მაღაზიაში. შესაბამისად, ფაქტი იმისა, რომ ლ---- დ--–---–---–მა იცოდა ზ.გ--------ის და გ-----–-----ის მაღაზიაში ყოფნის შესახებ და მათ ესროლა, წარმოდგენილი არ ყოფილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ლ---- დ--–---–---–-ს მიერ დაცვის პოლიციელზე თავდასხმის ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული წარდგენილი ბრალდების ნაწილით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს ლ---- დ--–---–---–-ს ბრალეულობა დაცვის პოლიციელზე თავდასხმაში. შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ - დაცვის პოლიციელზე თავდასხმის ნაწილში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ლ---- დ--–---–---–-ს მხრიდან დაცვის პოლიციელებზე - ა---------– მ------–-–---–ზე, გ---- ჭ---–------ზე და ზ---- გ--------ეზე თავდასხმა, მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2019 წლის 5 იანვარს, ლ---- დ--–---–---–ს დაცვის პოლიციელებზე - ა---------– მ------–-–---–ზე, გ---- ჭ---–------ზე და ზ---- გ--------ეზე თავდასხმა, მათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით არ განუხორციელებია.
ქმედება: 1) სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდი);
2) სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ვ----– ა----–--ის ავტომანქანის ეპიზოდი);
46. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ა---------– მ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, უმცროს ინსპექტორად. 2019 წლის 5 იანვარს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. სამსახურში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, რომ ობიექტი არ ადიოდა დაცვაზე, მეწყვილე გ---- ჭ---–------სთან და ტექნიკოს ზ---- გ--------ესთან ერთად გამოცხადდა ობიექტზე. ობიექტზე შევიდა გ---- და ზ----, ხოლო თვითონ დარჩა მანქანაში. დაახლოებით 21:30 საათზე ჩავიდა მანქანიდან, ვინაიდან მოუნდა გავლა. ჩამოსვლიდან რამდენიმე ხანში გაიგო გასროლის ხმა და როდესაც მიიხედა, დაინახა პიროვნება, თოფით ხელში, რომელიც შეტრიალდა და გაიქცა. აღნიშნულის შესახებ შეტყობინება გააკეთა პოლიციაში. როდესაც მივიდნენ პოლიციელები, ექსპერტების მონაწილოებით მოხდა მანქანის დათვალიერება და ამოღებული იქნა გილზი და საფანტი. მანქანას დაზიანებული ჰქონდა საბარგული, ფარი და ნომერი. მისივე განმარტებით, მან გამომძიებელ ა---------–ისგან, რომლის გვარიც არ ახსოვს გაიგო, რომ ლ---- დ--–---–---–- არის პიროვნება, რომელმაც დააზიანა დაცვის პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა. მას, ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ არანაირი სახის პრეტენზია არ გააჩნია.
47. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა გ---- ჭ---–------მ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, უმცროს ინსპექტორად. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს საათებში, სამსახურში შესული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე ა---------– მ------–-–---–თან და ტექნიკოს ზ---- გ--------ესთან ერთად, გამოცხადდა სოფელ თერჯოლაში, მაღაზიაში, ვინაიდან ობიექტი არ ადიოდა დაცვაზე. ის და ზ.გ--------ე შევიდნენ მაღაზიაში, ხოლო ა.მ------–-–---–ი დარჩა მანქანაში. როდესაც ახდენდნენ ობიექტზე პრობლემის გამოსწორებას, გაიგო თოფის გასროლის ხმა და გარეთ გავიდნენ. მოიკითხა მეწყვილე და ჰკითხა რა ხდებოდა. უთხრა, რომ იყო თოფის გასროლის ხმა და თითქოს ვიღაცას მოჰკრა თვალი. დაათვალიერეს მანქანა და ნახეს, რომ საბურგულზე მოხვედრილი იყო საფანტი.
48. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ზ---- გ--------ემ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში, წამყვან სპეციალისტად. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება, რომ ობიექტი არ ადიოდა დაცვაზე. აღნიშნულის საფუძველზე, გამოცხადდა ობიექტზე თანამშრომლებთან ერთად, ოპერატიული მანქანით. ადგილზე დაიწყო დაზიანების აღმოფხვრა. მუშაობის პროცესში, გაიგეს გასროლის ხმა და როდესაც გარეთ გავიდნენ, ნახეს, რომ მანქანა იყო დაზიანებული უკანა მხარეს. ავტომანქანაში იჯდა ა.მ------–-–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ გაიგო თოფის გასროლის ხმა.
49. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის წარმომადგენლის) სახით დაკითხულმა ბ------ ტ---–----ამ განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად. დაზარალებულის განმარტებით, ჯგუფი, შ----------------- ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით S------ მისული იყო გამოძახებაზე მარკეტში, რა დროსაც მოხდა მისი დაზიანება. მანქანას დაზიანებული ჰქონდა საბარგული, ე.წ. „ბამპერი“, ფარი და სანომრე ნიშანი. აღნიშნული ფაქტის შემდგომ, მანქანა გადაყვანილი იქნა ექსპერტიზის ჩასატარებლად, ხოლო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დაუბრუნდათ ხელწერილით. სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით, ავტომანქანა დღეის მდგომარეობით შეკეთებულია. ზიანის შეფასება მოხდა და დადგინდა, რომ ზიანის ოდენობამ გადააჭარბა 500 ლარს. ადვოკატის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 301-302), სადაც აღნიშნულია „მოგახსენებთ, რომ ვცხოვრობ და ვმუშაობ ზემოთაღნიშნულ მისამართზე, არსებული საქმის ირგვლივ მოგახსენებთ, რომ მე თანახმა ვარ ნებაყოფილობით, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე მოგაწოდოთ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია. მე მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება წარმოვადგენდე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარატმენტს გამოძიებასა და სასამართლოში. 2019 წლის 05 იანვარს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში ლ---- დ--–---–---–მა თოფიდან გასროლის შედეგად დააზიანა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოზე რიცხული S-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ,,შ-----------------'' მოდელის ავტომანქანა. აღნიშნულ ავტომანქანაზე მიყენებული დაზიანების აღდგენის ღირებულება სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით შეადგენს 570 ლარს, რასაც ვეთანხმები მთლ----დ. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს. სხვა რაიმე დასამატებელი არაფერი არ მაქვს“. ადვოკატის შეკითხვაზე, მოწმის მიერ დადასტურებული იქნა გამოძიებაში მიცემული ჩვენების სისწორე. თუმცა, ადვოკატის შეკითხვაზე, მოწმემ განაცხადა, რომ არ ახსოვს ვინ უთხრა ლ---- დ--–---–---–-ს სახელი და გვარი.
50. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ვ----– ა----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 5 იანვარს, სამუშაოს დასრულების შემდეგ, მთელი დღის მანძილზე იმყოფებოდა სახლში, თერჯოლის რაიონის სოფელ ჩ----–ი და საქმიანობდა. დაახლოებით 23:00 საათზე, დააპირა დაწოლა და გავიდა გარეთ, გასავლელად. როდესაც გარეთ გავიდა, გაიგო ფეხის ხმა, ასევე, გინება „ვ---- ა----–--ე შენ ვინ დაიჭირე და გინება მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით“. მანქანა ეყენა გარეთ, ჭიშკართან. გაიხედა და დაინახა ლ---- დ--–---–---–-, რომელსაც ცალ ხელში თოფი ეჭირა, ხოლო მეორეში ფანარი. ლ---- დ--–---–---–- შეჩერდა და გაისროლა თოფი მისი მანქანის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ, შეტყობინება გააკეთა პოლიციაში, რის საფუძველზეც მოხდა მისი მანქანის დათვალიერება და ამოღებული იქნა ნივთები, რაც დაილუქა ადგილზე და მოაწერა ხელი. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა ოქმი. დაზარალებულის განმარტებით, ავტომანქანას დაზიანებული ჰქონდა საბარგული, ე.წ „ბამპერი“, ფარი, ნომერი და მანქანის „სიდენია“. დღეის მდგომარეობით მოახდინა საბარგულის შეკეთება, ვინაიდან წვიმის დროს წყალი ჩადიოდა საბარგულში. მანქანის შეკეთება 300 ლარამდე დაუჯდა, თუმცა ავტომანქანა კვლავ შესაკეთებელია.
51. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი---- პ--------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა კუთვნილ ავტომანქანების სახელოსნოში და ემსახურებოდა კლიენტს. დაახლოებით 22:00 საათიდან, 23:00 საათამდე გავიდა გარეთ, საპირფარეშოში რა დოსაც გაიგო ფეხის ხმა. დაიძახა და იკითხა თუ ვინ იყო, თუმცა ხმა არ გასცა. დაინახე პიროვნება, რომელსაც თავზე ეხურა ქუდი და უჩანდა მხოლოდ ტუჩები, ცხვირი და პირი. პიროვნებამ თავისით მოიხსნა ქუდი და აღმოჩნდა ლ---- დ--–---–---–-, რომელსაც ეცვა მწვანე ფერის სამხედრო ფორმა, ე.წ. „პლაშოვკა“, შავი შარვალი და ბოტასები. თან ჰქონდა თოფი. დაახლოებით 10-15 წუთი ისაუბრეს მან და ლ----მა, რა დროსაც, ლ----მა უთხრა, რომ სანადიროდ მიდიოდა. საუბრის დასრულების შემდეგ შევიდა სახელოსნოში და ასე 10-15 წუთში გაიგო აფეთქების ხმა. გავიდა გარეთ და დაინახა, რომ შ--–--ს მაღაზიის წინ, დაცვის პოლიციელმა მანქანას დაარტყა წრე და შევიდა მაღაზიაში. მეორე დილით, შ--–--მ უთხრა, რომ იარაღი ლ---- დ--–---–---–მა ისროლა. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია თუ ვინ უთხრა აღნიშნულის შესახებ შ--–--ს.
52. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა------- ა-------–---–მა განაცხადა, რომ 2019 წლის 5 იანვარს, საღამოს საათებში იმყოფებოდა სახლში, წამოწოლილი და უყურებდა ტელევიზორს. გაიგო საუბრის ხმა და როდესაც გავიდა, ნახა, რომ საუბრობდნენ მისი ძმა, გია ა------ე, ლ---- დ--–---–---–- და თამაზ ა-------–---–ი. ლ----ი იძახდა, რომ მაღაზიასთან ესროლა ყველას და დაცვის პოლიციის მანქანას. ესროლეს და იყო დაჭრილი ფეხის არეში. ნახა და ლ----ს არაფერი ეტყობოდა, არ იყო დაჭრილი. ვინაიდან ნასვამი იყო, ჩათვალა, რომ ლ----ს ნასვამობის გამო მოსდიოდა აღნიშნული. ის და დედამისი შეეცადნენ ლ----ის დაწყნარებას, თუმცა ლ----ი არ გაჩერდა მათთან და წავიდა ვ---- ა----–--ის სახლის მიმართულებით, რა დროსაც დაიწყო გინება მისი და ვ---- ა----–--ის მისამართით. ლ----ის წასვლიდან რამდენიმე ხანში, გაიგო გასროლის ხმა. მეორე დღეს გაიგო მომხდარი ამბების შესახებ. მოწმის განმარტებით, როდესაც ლ----ი მასთან იმყოფებოდა, ლ----ს ეცვა მწვანე ფერის მოსაცმელი, სპორტული შარვალი და ბოტასები, ასევე, თან ჰქონდა სანადირო თოფი. საუბრისას, ლ----მა უთხრა, რომ ესროლა ყველას, დაცვის პოლიციას. მისივე განმარტებით, ლ----მა მას დაურეკა და ჰკითხა თუ ჰქონდა ინტერნეტი, მივიდოდა და ითამაშებდა, ჩარიცხავდა ფულს. სწორედ ამიტომ მოხვდა ლ---- დ--–---–---–- მაღაზიასთან.
53. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, პროკურორის მიერ, გამოქვეყნებული იქნა მოწმე ი-----–- ა-------–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 75-77), სადაც აღნიშნულია „მ/წლის 05 იანვარს დაახლოებით 21:45 საათზე ვიმყოფებოდი თერჯოლის რაიონის სოფელ ჩ----–ი ჩემს საცხოვრებელ სახლში, კერძოდ საცხოვრებელი სახლის აივანზე ჩემს მეზობელ გია ა------ესთან ერთად, რა დროსაც ჩვენთან მოვიდა ჩემს მეზობლად მცხოვრები ლ----ი დ--–---–---–-, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, მას მხარზე ჩამოკიდებული ჰქონდა ორლულიანი სანადირო თოფი, ტანთ ეცვა მწვანე ფერის ზედა მოსაცმელი, შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ფეხსაცმელი, ასევე, მას თან ჰქონდა ხელნაკეთი ღამის სანათი ე.წ ,,ფარი“. როდესაც ლ----ი ჩვენთან მოვიდა, მე და გიას გვითხრა რომ ,,გასული ვიყავი მეტლახში მდებარე შ--–-- რ-------ის მაღაზიასთან და თოფი ვესროლე ყველასო“, მაგრამ კონკრეტულად არ უთქვამს თუ ვის ესროლა თოფი. ლ----ი ამ ყველაფერს ხმამაღლა გვიყვებოდა. ლ----მა, ასევე, გვითხრა რომ ,,როდესაც მეტლახში შ--–-- რ-------ის მაღაზიასთან ყველას ვესროლეო", ასევე, თქვა რომ ამ დროს იქ იმყოფებოდა ი---- პ--------ე რომელსაც მაღაზიის მიმდებარედ აქვს მანქანების შესაკეთებელი სახელოსნო და ხედავდა მომხდარ ფაქტს, თქვა რომ მისთვის არ უსვრია. როდესაც ლ----ი მე და გიას გვესაუბრებოდა, სახლიდან, აივანზე, გამოვიდა ჩემი ძმა ა------- ა-------–---–ი, რომელიც ჩაერთო საუბარში და ლ----ს მანაც ჰკითხა თუ ვის ესროლა თოფი, შემდეგ ლ----მა ჩემი ძმა ცალკე გაიყვანა და რაღაც უთხრა, მაგრამ ვერ გავიგონე თუ რა უთხრა. ა-------ი შეეცადა ლ----ის დამშვიდებას შეიყვანა სახლში, ლ----ი სკამზე დაჯდა ფეჩთან და იყო დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ისე, რომ არაფერი უთქვამს, შემდეგ ადგა და თქვა რომ უნდა წასულიყო და წავიდა, ჩვენ არ შევეწინააღმდეგეთ ვინაიდან მას თოფი კვლავ მხარზე ჰქონდა ჩამოკიდებული. დაახლოებით 10-15 წუთში ლ----ი კვლავ მობრუნდა ჩემს საცხოვრებელ სახლის ეზოში, მე საძინებელ ოთახში ვიყავი დაწოლილი და გარეთ აღარ გავსულვარ, მაგრამ გავიგონე ხმა ლ----ი ჩემს ძმას ეუბნებოდა თოფის ვაზნები გამომელია და მომეციო, მაგრამ ჩემმა ძმამ მას უარი უთხრა, ამის შემდეგ გავიგონე ლ----ის გინების ხმა და ასევე, თოფის გასროლის ხმა. განგიმარტავთ, რომ როგორც შემდეგ ჩემი ძმიდან გავიგე, ლ---- დ--–---–---–ს უთქვამს მისთვის ,,მეტლახში შ--–-- რ-------ის მაღაზიასთან დაცვის პოლიციის ავტომანქანას ვესროლეო", ასევე, ჩემი ძმიდან გავიგე რომ ლ---- დ--–---–---–მა თოფიდან გასროლით დააზიანა ჩვენს უბანში მცხოვრები ვ----– ა----–--ის, რომელიც შსს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში მუშაობს უბნის ინსპექტორ გამომძიებლად მ---------ის მარკის ავტომანქანა. კითხვაზე გიპასუხებთ რომ მე ლ---- დ--–---–---–- მ/წლის 05 იანვრის საღამოს შემდეგ არ მინახავს და მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია. სხვა დასამატებელი საქმის ირგვლივ ამ ეტაპზე არაფერი მაქვს“.
54. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, პროკურორის მიერ, გამოქვეყნებული იქნა მოწმე ლ---- ს------–--ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 280-281), სადაც აღნიშნულია „2019 წლის 05 იანვარს ღამის საათებში სახლში ვიყავი მეუღლესთან გ------ი ს------–--ესთან ერთად, საღამოს დაახლოებით ღამის 23:30 საათზე მე ვაპირებდი დაძინებას, ჩემს მეუღლეს უკვე ეძინა, ამ დროს ქუჩიდან მომესმა გასროლის ხმა, მაგრამ მე ვიფიქრე, რომ ახალი წლები იყო და ისროდნენ შუშხუნებს, ამიტომ ამ გასროლისათვის ყურადღება არ მიმიქცევია და დავიძინე ჩვეულებრივად. მეორე დღეს დილით გავიღვიძე და გავედი გარეთ, ამის შემდეგ გადავედი მეზობელთან ვ----– ა----–--ესთან, რომელიც არის პოლიციის თანამშრომელი, ჩვეულებრივად მოვიკითხე ის, რის შემდეგაც ვ----–მა მითხრა, რომ წინა ღამით მისი კუთვნილი ავტომანქანისათვის, რომელიც ვ----–ს დატოვებული ჰყოლია ქუჩაში, თოფიდან უსვრია სოფელ ჩ----–ი მცხოვრებ ლ---- დ--–---–---–ს. მოგახსენებთ, რომ მე ლ---- დ--–---–---–ს და მისი ოჯახის წევრებს ვიცნობ მხოლოდ მისალმებით, მათთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. მოგახსენებთ, რომ მე კარგად ვიცნობ და კარგი ურთიერთობა მაქვს ვ----– ა----–--ესთან და მისი ოჯახის წევრებთან. მოგახსენებთ, რომ მე არასოდეს არ გამიგია ჰქონდათ თუ არა ერთმანეთში რაიმე კონფლიქტი ვ----– ა----–--ესა და ლ---- დ--–---–---–ს. სხვა რაიმე დასამატებელი არაფერი არ მაქვს“.
55. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ--------- ფ------–--ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 5 იანვარს არ იმყოფებოდა სახლში, დაბრუნდა 7 იანვარს. 7 იანვარს ნახა ვ----– ა----–--ე, რომელმაც უთხრა, რომ ლ---- დ--–---–---–მა ესროლა თოფი მის კუთვნილ მანქანას. დაზიანებული მანქანა თავად არ უნახავს და არც დეტალები იცის, ვინაიდან არ უკითხავს ვ----–ისთვის. მოწმის განმარტებით, ლ---- დ--–---–---–- არის წესიერი და მშრომელი ადამიანი და მას ახასიათებს დადებითად. წარსულში ლ---- და ვ----– ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება და მათ შრის რაიმე კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
56. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შ--–-- რ-------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სოფელ ა---–----------–აში, მის კუთვნილ მაღაზიაში, დაცვის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, რომლებიც ასწორებდნენ სიგნალიზაციას. სამუშაოების შესრულების დროს, გაიგონა რაღაც ხმა, „ხლაპუშკების“ ხმა ეგონა და იფიქრა, რომ ბავშვები აფეთქებდნენ. სიგნალიზაციის გასწორების შემდეგ, დახურა მაღაზია და წავიდა სახლში. გარეთ როდესაც გავიდა, დაინახა დაცვის პოლიციის მანქანა, რომელიც ცხვირით მისი მაღაზიისკენ იდგა. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადვოკატის მიერ გამოქვეყნებული იქნა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 138-139), სადაც აღნიშნულია „მოგახსენებთ, რომ ვცხოვრობ ზემოთაღნიშნულ მისამართზე ოჯახის წევრებთან ერთად. თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში მაქვს სასურსათო მაღაზია, რომელშიც ვმუშაობ პირადად. აღნიშნული მაღაზია მე აყვანილი მყავს დაცვაზე და ვსარგებლობ შესაბამისი მომსახურებით. 2019 წლის 05 იანვარს ჩემთან მაღაზიაში ამოსული იყვნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ასწორებდნენ მაღაზიაში არსებულ დაცვის სიგნალიზაციას. დაცვის პოლიციელები იყვნენ სულ სამნი, მათგან ორი შემოსული იყო მაღაზიაში, ხოლო მესამე იყო გარეთ მანქანაში. მაღაზიაში ვიყავი მეც. დაახლოებით იქნებოდა 21 საათი და 35 წუთი როდესაც გარედან გავიგონე გასროლის ხმა. ამის შემდეგ დაცვის პოლიციის თანამშრომლები გავიდნენ გარეთ, მეც გავედი გარეთ, სადაც ვნახეთ, რომ დაცვის პოლიციელების ავტომანქანას, რომელიც იდგა ჩემი მაღაზიის წინ უკანა მხრიდან საბარგულზე ჰქონდა თოფიდან ნასროლი. სხვა რაიმე დაზიანებული მანქანას არ ჰქონდა, ასევე, არანაირი დაზიანება არ ჰქონდა გარეთ მყოფ დაცვის პოლიციელს. მოგახსენებთ, რომ ჩემს მაღაზიას თოფიდან ნასროლი არ მოხვედრია და არაფერი არ დამზიანებია მაღაზიაში. მე არ ვიცი ვინ მოახდინა აღნიშნული გასროლა და რის გამო. მე ვინმე კონკრეტულ პირთან არანაირი დაძაბული და ცუდი ურთიერთობა არც ეხლა და არც ადრე არ მქონია. მოგახსენებთ, რომ მე ვიცნობ თერჯოლის რაიონის სოფელ ჩ----–ი მცხოვრებ ლ---- დ--–---–---–ს, მაგრამ მასთან არანაირი ცუდი ურთიერთობა ამჟამად არ მაქვს და არც გვინახავს ეს პიროვნება მე და ჩემი ოჯახის წევრებს რამოდენიმე წელიწადია, მასთან ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს. სხვა რაიმე დასამატებელი არაფერი არ მაქვს“. ადვოკატის შეკითხვაზე, მოწმემ არ დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ დაზიანებული მანქანა არ უნახავს.
57. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ჯ--------მ განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მოვალეობას. სამსახურში შესული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე გ.ჟ---------ან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში რა დროსაც დათვალიერებული იქნა შკოდას ფირმის ავტომობილი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანებები წინწკლების სახით. მოახდინეს ავტომანქანის დასურათება და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოიღეს ცილინდრის ფორმის საგანი და მორუხო ფერის ფრაგმენტები. დალუქეს ამოღებული ნივთები და პაკეტებზე მოაწერეს ხელი. ადგილზე შედგენილი იქნა ოქმი, რაც, ასევე, დაადასტურეს ხელის მოწერით. მეორე დღეს, ღამის საათებში, გამომძიებლის მითითებით, ასევე, მოახდინეს ავტომანქანა მ---------ის დათვალიერება, რასაც აღენიშნებოდა დაზიანებები - დაწინწკვლები და ჩახევები. დათვალიერების დროს, ამოღებული იქნა ფრაგმენტები და ნივთები. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე და პაკეტებს მოაწერეს ხელი. ასევე, შედგენილი იქნა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
58. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------ ჟ--------ა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში უფროს ექსპერტად. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მოვალეობას. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილე გ.ჯ--------სთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში თერჯოლის რაიონში, რა დროსაც დათვალიერებული იქნა დაცვის პოლიციის მანქანა, რასაც აღენიშნებოდა დაზიანებები საბარგულზე. ასევე, დათვალიერებისას, ამოღებული იქნა ლითონის ნამცეცები და ე.წ. „პარაშუტი“, ნივთი, რაშიც ნამცეცები იყო. ასევე, გამომძიებლის მითითებით, იმავე დღეს დათვალიერებული იქნა მ---------ის ავტომანქანა. დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ტყვიის ნამცეცები. ორივე შემთხვევაში, ადგილზე შედგენილი იქნა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ადგილზე დალუქეს ამოღებული ნივთები და მოაწერეს ხელი პაკეტებს. დათვალიერებისას, ასევე, მოახდინა ფოტოგადაღება.
59. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ ფ--------მ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლად. 2019 წლის 5 ინავრს იმყოფებოდა სამსახური და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, სამსახურში მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ მოხდა შემთხვევა და დაზიანებული იყო დაცვის პოლიციის ავტომანქანა. აღნიშნულთან დაკავშირებით მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას შემდგომი რეაგირების მიზნით.
60. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა უ–---- გ---–--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში. სამსახურში ყოფნის დროს, ა.მ------–-–---–ისგან მიღებული იქნა შეტყობინება მანქანის დაზიანების ფაქტზე. თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისვლისას, სამმართველოში მიღებული იქნა შეტყობინება, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ლ---- დ--–---–---–-ს მიერ. აღნიშნულის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა ლ---- დ--–---–---–-ს საცხოვრებელ სახლში. სახლში მისვლისას დაიძახეს და გამოხედა ლ-----–---–---–ის მამამ, პ---–- დ--–---–---–მა. მათ კითხვაზე, თუ სად იყო ლ----ი, პ---–-მ უპასუხა, რომ არ იცოდა. როდესაც გზაში იყვნენ და ბრუნდებოდნენ, მდინარე ჩხარასთან, გაიგეს გასროლის ხმა და როდესაც მიიხედეს გასროლის ხმის მიმართულებით, დაინახეს ლ---- დ--–---–---–-, რომელსაც ხელში ეჭირა თოფი და გაიქცა. ვინაიდან ლ---- დ--–---–---–- შეიარაღებული იყო, ამასთან დადევნებას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან სანამ მანქანას გააჩერებდა და გადავიდოდა ლ-----–---–---–ი შეძლებდა მიმალვას, განაგრძო გზა. აღნიშნულის შემდგომ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ლ---- დ--–---–---–მა ესროლა ვ----– ა----–--ის მანქანას და დააზიანა. მოწმის განმარტებით, სადაც მან ლ---- დ--–---–---–- დაინახა, იქიდან ვ----– ა----–--ის სახლამდე 50 მეტრია დაშორება, ხოლო მაღაზიამდე დაახლოებით 800 მეტრი. ლ----ი, დაახლოებით 10 მეტრის დაშორებით დაინახა ავტომანქანიდან.
61. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---- კ---–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ ჯგუფში. დაახლოებით 21:00 საათზე, მიღებული იქნა ინფორმაცია დაცვის პოლიციის მანქანა - შ----------------- დაზიანების შესახებ. თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე. გზაში, მოძრაობისას, მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ლ---- დ--–---–---–-ს მიერ. ვინაიდან იცოდა მისი საცხოვრებელი ადგილი, უ–---- გ---–--–-–---–თან და მ.აბჟანდაძსთან ერთად წავიდა ლ-----–---–---–ის სახლში როდესაც ადგილზე მივიდნენ და დაიძახეს, გამოხედა ლ-----–---–---–ის მამამ, რომელმაც უთხრა, რომ ლ----ი სახლში არ იყო. ადგილზე შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმი. როდესაც ბრუნდებოდნენ უკან და გადაიარეს ე.წ. „ბოგირი“, გაიგეს გასროლის ხმა და როდესაც მიტრიალდნენ, დაინახეს პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა ორლულიანი თოფი - ლ---- დ--–---–---–-. ლ----ს ეცვა მწვანე ფერის ზედა, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი. გასროლის შემდეგ, ლ----ი შევიდა ხე-ბუჩქნარში და მის მიმართ დადევნება არ განუხოციელებიათ. მოწმის განმარტებით, ლ----ი, დაახლოებით 10-15 მეტრიდან დაინახა და ის ამ დროს ვ---- ა----–--ის სახლიდან, დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით იყო.
62. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ---- ა----–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, ოპერატიულ მორიგედ. დაახლოებით 23:00 საათზე, მას დაურეკა ა.მ------–-–---–მა და აცნობა, რომ დაუზიანეს მანქანა. შემთხვევის ადგილზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი. მალევე, მას დაუკავშირდა ვ----– ა----–--ე და უთხრა, რომ ლ---- დ--–---–---–მა, თოფის გამოყენებით დაუზიანა ავტომანქანა. ვინაიდან მუშაობს ძებნის განყოფილებაში, შესასრულებლად დაეწერა განჩინება და ძებნის დადგენილება ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ, რის საფუძველზეც, ქ.ქუთაისში მოახდინა ლ---- დ--–---–---–-ს დაკავება და წარადგინა ქუთაისის უახლოეს პოლიციის განყოფილებაში ოქმის დასადასტურებლად. აღნიშნულის შემდეგ კი, ლ-----–---–---–ი გადაიყვანა თერჯოლის სამმართველოში.
63. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ--–---- ა-–-------მ განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2019 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება, დაცვის პოლიციის ავტომანქანის თავდასხმის ფაქტზე. აღნიშნულის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ცნობილი გახდა, რომ თითქოს, აღნიშნული თავდასხმა განახორციელა ლ---- დ--–---–---–მა. აღნიშნულის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა ლ-----–---–---–ის საცხოვრებელ ადგილზე, სადაც მათ დახვდათ ლ-----–---–---–ის მამა, რომელმაც განუმარტა, რომ არ იცოდა სად იყო ლ----ი. შეადგინა შესაბამისი ოქმი და წავიდა სამსახურში. სამსახურში დაბრუნების შემდეგ, ვ----– ა----–--ის მიერ გაკეთებული იქნა შეტყობინება, რომ მას მანქანა დაუზიანა ლ---- დ--–---–---–მა. აღნიშნულის საფუძველზე, ექსპერტებთან გ.ჯ--------სთან და გ.ჟ---------ან ერთად, სოფელ ჩ----–ი ჩაატარა ავტომანქანა მ---------ის დათვალიერება.
64. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ გ---–--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო ლ---- დ--–---–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დანიშნა ექსპერტიზები. ბრალდების შესახებ დადგენილება გააცნო ადვოკატს და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, დაკავების შემდეგ, ბრალდების დადგენილება გააცნო ლ-----–---–---–ს. ასევე, საქმეზე გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, რაც დალუქა ადგილზე. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებაში, დაშვებული აქვს ტექნიკური შეცდომა მანქანის ნომერში, კერძოდ მანქანის ნომრად მითითებული აქვს 497, ნაცვლად 479-ისა.
65. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმემ პ---–- დ--–---–---–მა უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ხოლო ბრალდებული ლ---- დ--–---–---–-, სასამართლოს მიერ, საქართველოს სსსკ 85-ე მუხლის შესაბამისად, გაძევებული იყო სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
66. 2019 წლის 5 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ა---–----------–აში მდებარე, მოქალაქე შ--–-- რ-------ის მაღაზიის წინამდებარე ტერიტორიაზე, თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის გვერდით, სადაც დგას დაცვის პოლიციის ლოგოტიპიანი ოპერატიული ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით S------. ავტომანქანა დგას ცხვირით მაღაზიის, ხოლო საბარგულით საავტომობილო გზის მხარეს. ავტომანქანას უკანა მხარეს, საბარგულზე აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც, სავარაუდოდ, მიყენებულია სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად. ავტომანქანას დაზიანებული აქვს საბარგული, ასევე, უკანა მარცხენა მაშუქის მინა. ავტომანქანის უკან, გზის გვერდულიდან ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა პლასტმასის ცილინდრული ობიექტი და ოთხი ცალი ლითონის ფრაგმენტი, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში N F--------. სხვა რაიმე დაზიანება პოლიციის მანქანას არ აღენიშნება. დაცვის პოლიციის ინსპექტორის ა---------– მ------–-–---–ის განმარტებით, მის სამსახურებრივ ავტომანქანას დაუდგენელმა პირმა სანადირო თოფიდან ესროლა საავტომობილო გზის მეორე მხრიდან, რის შემდეგაც გაიქცა გზის მეორე მხარეს არსებული შენობების მიმართულებით.
67. 2019 წლის 6 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს თერჯოლის რაიონის სოფელ ჩ----–ი და წარმოადგენს ვ----– ა----–--ის საცხოვრებელი სახლის ეზოს წინამდებარე ტერიტორიას, სადაც საუბნო საავტომობილო გზის მარცხენა გვერდულზე/მხარეს, ე.წ. მეტლახის საზღვრიდან სოფელ ალისუბნისკენ მიმართულებით, ვ----– ა----–--ის ეზოში შესასვლელი რკინის ჭიშკრის წინ, გვერდულად, მარცხენა მხარით მიყენებული არის - დგას ამ უკანასკნელის მ---------ის მარკის, ლურჯი ფერის მსუბუქი, სახელმწიფო ნომრით A------ ავტომანქანა. ავტომანქანა დგას ცხვირით ალისუბნის მიმართულებით, ხოლო საბარგულით მეტლახის მხარეს. ავტომანქანის უკანა მხარეს, საბარგულზე აღენიშნება დაზიანებები, რომლებიც, სავარაუდოდ, მიყენებულია სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად. ავტომანქანას დაზიანებული აქვს საბარგული, ასევე, უკანა მარცხენა და მარჯვენა მაშუქების შუშები. ავტომანქანის უკან, გზის გვერდულიდან ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა მოშავო ფერის ლითონის ფრაგმენტები, რომლებიც დაილუქა სპეციალურ პაკეტში F--------. სხვა რაიმე დაზიანება აღნიშნულ მანქანას არ აღენიშნება. აღნიშნულზე ვ----– ა----–--ემ განაცხადა, რომ სოფელ ჩ----–ი მცხოვრებმა ლ---- დ--–---–---–მა სანადირო თოფიდან ესროლა მის ავტომანქანას უკანა მხრიდან ორჯერ, რის შემდეგაც გაიქცა უკან თავისი სახლის მიმართულებით. ვ----– ა----–--ემ ასევე განაცხადა, რომ ბავშვობიდან კარგად იცნობს მის მეზობლად მცხოვრებ ლ---- დ--–---–---–ს. მან თავისი ეზოდან დაინახა თუ როგორ ესროლა თოფი ლ---- დ--–---–---–მა მის ავტომანქანას ორჯერ. იცნო ის პირისახით და აღნაგობით ღამის ელ. განათების შუქზე, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი და ხელში ეჭირა თოფი. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ვ----– ა----–--ის კუთვნილი ავტომანქანა გადაყვანილი იქნა თერჯოლის რაიონული სამმართველოს ეზოში.
68. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის N---- დასკვნით დასტურდება, რომ სს N------------ საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ: 1. „-------------- მარკის სახ. N---------- ავტომობილის უკანა მხარეს არსებული დაზიანებები შესაძლებელია წარმოშობილი იყოს რაიმე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (მათ შორის სანადირო თოფიდან) გასროლილი მრავლობითი ჭურვების ზემოქმედების შედეგად, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მრავლობითი ჭურვებით, გასროლის მანძილითა და მიმართულებით.
2. ტყვიის ლითონის ოვალური ფორმის ოთხი ცალი დეფორმირებული სხეული წარმოადგენს სანადირო საფანტის მარცვლებს, რომლებიც განკუთვნილია სანადირო ვაზნების გასაწყობად, წარმოადგენს სანადირო ვაზნების გასაწყობ საკუთვნოს, ისინი გასროლილია რაიმე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ხოლო დადგენა იმისა, არის თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „-------------- მარკის სახ. N---------- ავტომობილის უკანა მხარეს არსებული ნაჭდევი ხასიათის დაზიანებები მიყენებული წარმოდგენილი დეფორმირებული სანადირო საფანტის ოთხი ცალი მარცვლის ზემოქმედების შედეგად, შეუძლებელია.
3. 16 კალიბრის პლასტმასისკორპუსიანი (მუყაოსკორპუსიანი) სანადირო ვაზნების გასაწყობად განკუთვნილი ქარხნული წესით დამზადებული ტიზ-კონტეინერი, სავარაუდოდ, გასროლილია 16 კალიბრის გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ „-------------- მარკის სახ. N---------- ავტომობილის უკანა მხარეს არსებული ნაჭდევი ხასიათის დაზიანებები არ არის წარმოშობილი წარმოდგენილი ტიზი-კონტეინერის ზემოქმედების შედეგად. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- შ--–-------. მოწმის განმარტებით, დასკვნის გაცემისას დაშვებული აქვს მექანიკური, ტექნიკური შეცდომა ნაცვლად მანქანის სახელმწიფო ნომრისა S------, მითითებული აქვს S------.
69. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სასაქონლო ექსპერტიზის N03/ს დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2014 წელს გამოშვებული „-------------“ მარკის და მოდელის, სახ. N---------- ავტომობილის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს - 570 (ხუთას სამოცდაათ) ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–---- ს--------ამ. მოწმის განმარტებით, დასკვნის გაცემისას დაშვებული აქვს მექანიკური, ტექნიკური შეცდომა ნაცვლად მანქანის სახელმწიფო ნომრისა S------, მითითებული აქვს S------.
70. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის N13/ბ დასკვნით დასტურდება, რომ სს N------------ საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი: 1. M------- მარკის A-------- ავტომობილის უკანა მხარეს და სალონში არსებული დაზიანებები შესაძლებელია წარმოშობილი იყოს რაიმე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (მათ შორის სანადირო თოფიდან) გასროლილი მრავლობითი ჭურვების ზემოქმედების შედეგად, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული სახის მრავლობითი ჭურვებით, გასროლის მანძილითა და მიმართულებით.
2. ტყვიის ლითონის ოვალური ფორმის სამი ცალი დეფორმირებული სხეული წარმოადგენს სანადირო საფანტის მარცვლებს, რომლებიც განკუთვნილია სანადირო ვაზნების გასაწყობად, წარმოადგენს სანადირო ვაზნების გასაწყობ საკუთვნოს, ისინი გასროლილია რაიმე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან, ხოლო დადგენა იმისა, არის თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი M------- მარკის AL-777EQ ავტომობილის უკანა მხარე არსებული ნაჭდევი ხასიათის დაზიანებები მიყენებული წარმოდგენილი დეფორმირებული სანადირო საფანტის სამი ცალი მარცვლის ზემოქმედების შედეგად, შეუძლებელია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- შ--–-------.
71. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის სასაქონლო ექსპერტიზის N04/ს დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1998 წელს გამოშვებული „---------------------- სახ. N A-------- ავტომობილის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით საორიენტაციოდ შეადგენს -720 (შვიდას ოც) ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–---- ს--------ამ.
72. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის (სსკ 187-ე მუხლი) ობიექტია საკუთრების უფლება. იგი მიეკუთვნება ქონებაზე არაანგარებით ხელყოფას. დანაშაული არ ისახავს მიზნად დამნაშავის გამდიდრებას, მაგრამ მესაკუთრეს სერიოზულ ზიანს აყენებს, ვინაიდან მოქალაქეები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები განიცდიან მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს ან მოკლებულნი არიან შესაძლებლობას გამოიყენონ თავისი ქონება მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით და სარგებელი მიიღონ მისგან. დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება გააჩნია. ობიექტური მხრივ დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. კოდექსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნივთის დაზიანების ან განადგურებისათვის სისხლისაამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის ქონება სხვისი უნდა იყოს. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის. განადგურებისაგან განსხვავებით, როდესაც ნივთი ფაქტობრივად ისპობა, დაზიანებისას, მართალია, ხდება მისი თვისებრივი გაუარესება, მაგრამ ნივთის აღდგენა შეიძლება რესტავრაციის, რემონტის და სხვა საშუალებებით. დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება განხორციელდეს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობითაც. ნივთის განადგურება ან დაზიანება შესაძლებელია მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. დანაშაულის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი განზრახვით. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ აზიანებს ან ანადგურებს სხვის ქონებას, ითვალისწინებს მის მართლსაწინააღმდეგო შედეგს და სურს მისი დადგომა, ან ითვალისწინებს ამ შედეგს - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას. დანაშაულის ამსრულებელია ყველა კერძო, შერაცხადი და თოთხმეტ წელს მიღწეული პირი.
73. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ---- დ--–---–---–მა განხორციელებული ქმედებებით, ჩაიდინა: 1) სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდი) და 2) სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ვ----– ა----–--ის ავტომანქანის ეპიზოდი).
სამართლებრივი შეფასება:
74. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
75. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
76. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
77. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
78. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებებით, ლ---- დ--–---–---–მა ჩაიდინა: 1) პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით); 2) პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - ვ----– ა----–--ის ა/მანქანის ეპიზოდი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით); 3) სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) და 4) სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - ვ----– ა----–--ის ავტომანქანის ეპიზოდი (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ლ---- დ--–---–---–-ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ ლ---- დ--–---–---–-ს მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
79. ლ---- დ--–---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
80. საქართველოს სსსკ 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
81. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლ---- დ--–---–---–ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
82. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).
მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).
83. ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ მე-17, 58-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, ლ---- დ--–---–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით, იმერეთის პრობაციის ბიუროს უფროსის ლ---- შ----ის წარდგინება, მსჯავრდებულ ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მსჯავრდებულ ლ---- დ--–---–---–-ს (პ/ნ 2----------, დაბადებული 1----–-–------------–-) მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით. ლ---- დ--–---–---–-, N14 დაწესებულებიდან, სასჯელის მოხდით გათავისუფლებული იქნა 2018 წლის 27 ივლისს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნებოდა ნაკლებად მძიმე კატეგორიას და არ არის გასული სამ წლიანი ნასამართლობის გაქარწყლების ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან არ არსებობს ნასამართლობის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი. შესაბამისად, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ლ---- დ--–---–---–-ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული საშუალო ვადასთან მიახლოებული სასჯელი. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“.
84. ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას კი, სასამართლო, ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიაჩნია, რომ დანაშაულთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ, გამოყენებული უნდა იქნას სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი, კერძოდ: საქართველოს სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით (დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდით) დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) წლის ვადით, ნაწილობრივ უნდა დაემატოს სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით (ვ----– ა----–--ის ა/მანქანის ეპიზოდით) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი, სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდით) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წელი, სსკ 187-ე მუხლი 1-ლი ნაწილით (ვ----– ა----–--ის ა/მანქანის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ ლ---- დ--–---–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებლობა არ უნდა იძლეოდეს ე.წ. „სანიმუშო“ სასჯელების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სასჯელი მისივე მიზნებისგან ობიექტურად აცდენილი ხდება. ასეთი მიდგომა არღვევს პროპორციულობის პრინციპს, შედეგად იწვევს პირის არაპროპორციულ დასჯას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე ბექა წიქარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, პარაგრაფი 102). სწორედ „სანიმუშოდ დასჯის“ თავიდან აცილების მიზნით, სასამართლოს პროპორციულ ღონისძიებად მიაჩნია ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენება და არ არის მიზანშეწონილი მის მიერ ხანგრძლივი ვადით პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რაც შეიძლება სწორედაც კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
ნივთიერი მტკიცებულებები:
85. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებითა და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ---- დ--–---–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება დაცვის პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;
ლ---- დ--–---–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდი), სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ვ----– ა----–--ის ა/მანქანის ეპიზოდი), სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით (დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდი) და სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით (ვ----– ა----–--ის ა/მანქანის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (ვ----– ა----–--ის ა/მანქანის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით (დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით (ვ----– ა----–--ის ა/მანქანის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ, კერძოდ: საქართველოს სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით (დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდით) დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთას 6 (ექვსი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს სსკ 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით (ვ----– ა----–--ის ა/მანქანის ეპიზოდით) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი, სსკ 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დაცვის პოლიციის ა/მანქანის ეპიზოდით) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წელი, სსკ 187-ე მუხლი 1-ლი ნაწილით (ვ----– ა----–--ის ა/მანქანის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ ლ---- დ--–---–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
ლ---- დ--–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 11 იანვრიდან;
ლ---- დ--–---–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის (შ--–-- რ-------ის მაღაზიის წინამდებარე ტერიტორია) დათვალიერების დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დაბრუნებული პლასტმასის ცილინდრული ობიექტი (ტიზ-კონტეინერი) და ოთხი ცალი ლითონის ფრაგმენტი (სანადირო საფანტის მარცვალი), რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის (ვ----– ა----–--ის საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორია) დათვალიერების დროს ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დაბრუნებული მოშაო ფერის ლითონის ფრაგმენტი (3 ცალი სანადირო საფანტის მარცვალი), რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ლ---- დ--–---–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პასპორტი და ,,ნოკიას’’ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ლ---- დ--–---–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული პნევმატური თოფი, ერთლულიანი სანადირო თოფი, ქაღალდის ყუთი და 29 ცალი მასრა, რომლებიც ინახება თერჯოლის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის (ვ----– ა----–--ის საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორია) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ,,CD’’ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის (შ--–-- რ-------ის მაღაზიის წინამდებარე ტერიტორია) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ,,CD’’ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე