გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
2-60-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
2 ოქტომბერი, 2019 წელი. ქ. ხ-–----ი
ხ-–----ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე მ------------–-ლი
წარმომადგენლები ი-----–------------------–----–-ძე
მოპასუხეები ქ---------------------------–-----------–------–-–ვილი
დ----------–--ის წარმომადგენელი ზ--------------ძე
დავის საგანი ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ------------ესა და დ----------–--ეს შორის 2005 წლის 1 აპრილს დადებული, ქ.ხ-–----ში, რ---------–---------ში მდებარე, 223 კვ.მ. ფართის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 17.7 კვ.მ. ფართის გასხვისების ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი დ----------–--ესა და ნ-----–------–-–---–ს შორის 2012 წლის 26 ნოემბერს დადებული, ქ.ხ-–----ში, რ---------–---------ში მდებარე 84 კვ.მ. ფართის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 17.7 კვ.მ. ფართის გასხვისების ნაწილში;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი დ----------–--ესა და ნ-----–------–-–---–ს შორის 2013 წლის 4 მარტს დადებული, ქ.ხ-–----ში, რ---------–---------ში მდებარე 84 კვ.მ. ფართის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება 17.7 კვ.მ. ფართის გასხვისების ნაწილში (ს.ფ. 360);
სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:
ქ------------ემ, 1972 წლის 27 აპრილის ხელშეკრულებით, იყიდა ქ.ხ-–----ში, რ---------–-------3-ში მდებარე, 148 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განლაგებული საცხოვრებელი სახლის 2/6 რაც არის 49.3 კვ.მ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, 2005 წლის 1 აპრილს ქ------------ის საკუთრებად დარეგისტრირდა არა 49.3 კვ.მ. არამედ- 223 კვ.მ. ფართის 4/6 -148 კვ.მ.
ნუმერაციის შეცვლის შემდეგ, რ---------–-------3-ს მიენიჭა N11;
2005 წლის 1 აპრილს დადებული ხელშეკრულებით, დ----------–--ემ ქ------------ისაგან იყიდა რ---------–---------ში მდებარე 223 კვ.მ. ფართის უძრავი ნივთის 4/6 ნაწილი. ამ დროს, ხელშეკრულების ორივე მხარისათვის, ცნობილი იყო, რომ ქ------------ეს ეკუთვნოდა არა 223 კვ.მ. უძრავი ნივთის 4/6, არამედ - 2/6 148 კვ. მეტრიდან. ამ გზით, ქ------------ემ და დ----------–--ემ მიითვისეს მ------------–-ლის ეზოს შესასვლელის ნაწილი რუსთაველის ქუჩის მხრიდან, - მანამდე არსებული 5.6 მ. შესასვლელი შემცირდა და დარჩა 1 მეტრზე ნაკლები;
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2012 წლის 26 ნოემბერს, დ----------–--ემ მოჩვენებითი გარიგება დადო ნ-----–------–-–---–თან და ვითომ საკუთრებაში გადასცა ქ.ხ-–----ში, რ---------–---------ში მდებარე 84 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - ქ------------ისაგან შეძენილი ქონება. ამ ხელშეკრულებით, რომ შესაბამისი იურიდიული შედეგის მიღწევა არ სურდათ მხარეებს, მოწმობს ის გარემოება, რომ 2013 წლის 4 მარტს, დ----------–--ემ, ნ-----–------–-–---–ისგან იყიდა იგივე ქონება. ნ-----–------–-–---–ი რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული 10 000 ლარის გადახდას ვერ შეძლებდა. მოჩვენებითი გარიგებების დადებით, ნ-----–------–-–---–ს და დ----------–--ეს სურდათ კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსით დაფიქსირებულიყვნენ. საქმის განხილვისას კი, მოსარჩელემ მიუთითა, რომ დ----------–--ესა და ნ-----–------–-–---–ს შორის დადებული ხელშეკრულებები თვალთმაქცური იყო, რადგან ამ გარიგებით დაფარეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - როგორც თვითონვე მიუთითეს შესაგებელში;
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოითხოვს სამივე ნასყიდობის ხელშეკრულების 17.7 კვ.მ. ფართის გასხვისების ნაწილში ბათილობას (რაც საკადასტრო აზომვით ნახაზზე ლურჯი ფერით არის აღნიშნული ს.ფ. 361) რადგან ეს ნაწილი ახლა ესაზღვრება მის ფართს და მისი საკუთრება იყო;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ სადავო გარიგებები კანონიერადაა დადებული, დ----------–--ე კეთილსინდისიერი შემძენია, დ----------–--ესა და ნ-----–------–-–---–ს შორის პირველი ხელშეკრულება დაიდო სესხის უზრუნველსაყოფად და სესხის დაფარვის შემდეგ, ისევ ნასყიდობის ხელშეკრულებით, დ----------–--ემ გაყიდული ქონება დაიბრუნა, გარდა ამისა, ეს ხელშეკრულებები მესამე პირების ინტერესებს არ ეხება და არაფერი მათი გაბათილებით არ იცვლება, რადგან ამჟამად ისევ პირვანდელი ფაქტობრივი მდგომარეობაა - ნივთი დ----------–--ის საკუთრებადაა აღრიცხული;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დ----------–--ის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული ქ.ხ-–----ში, რ---------–------------ში მდებარე 147.00 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო ფუნქციის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით 6----------- (იხ.ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ს.ფ. 345). მისი მოსაზღვრეა, მ-----------–ი მდებარე მ------------–-ლის 126 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო ფუნქციის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 6----------- (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ს.ფ. 104; საკადასტრო-აზომვითი ნახაზი. ს.ფ. 361);
3.1.2. 2005 წლის 1 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, დ----------–--ემ ქ------------ისაგან იყიდა ქ.ხ-–----ში, რ---------–---------ში მდებარე 223 კვ.მ. საერთო ფართის 4/6, - 148 კვ.მ. (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება. ს.ფ.65-66);
3.1.3. 2012 წლის 26 ნოემბერს დ----------–--ესა და ნ-----–------–-–---–ს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ნ-----–------–-–---–მა იყიდა დ----------–--ისაგან ქ.ხ-–----ში, რ---------–---------ში მდებარე 84.00 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, 2013 წლის 4 მარტს კი, ისევ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ-----–------–-–---–მა იგივე მიწის ნაკვეთი მიჰყიდა დ----------–--ეს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ს.ფ. 112-116);
3.1.4. დ----------–--ის ნაკვეთებს რამოდენიმეჯერ შეეცვალა საკადასტრო კოდი და ბოლოს, მისი საკადასტრო კოდია 6-----------; საქმეში არსებული დოკუმენტები, მიუხედავად სხვადასხვა ნუმერაციისა, შეეხება ქ.ხ-–----ში, რ---------–------------ში და მაისის ქ.3-ში მდებარე უძრავ ნივთებს;
3.1.5. ქ.ხ-–----ში, რ---------–------------ში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები არიან დ----------–--ე და თ-------–-----ძე, მოსაზღვრე, მ-----------–ი მდებარე მიწის ნაკვეთისა - მ------------–-ლი და ჯ----------------ე (იხ. ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, მხარეთა ახსნა-განმარტება);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ქ------------ეს არ ეკუთვნოდა 148 კვ.მ. ფართი - 223 კვ.მ. ფართის - 4/6, რის შესახებაც იცოდა დ----------–--ემ, რომელმაც ნასყიდობის ხელშეკრულება დადო ქ------------ესთან და დაირეგისტრირა 148 კვ.მ. შესაბამისად, ბათილია მათ შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და დ----------–--ე არ არის კეთილსინდისიერი შემძენი;
3.2.2. დ----------–--ემ და ნ-----–------–-–---–მა უძრავი ნივთის ნასყიდობის ბათილი გარიგებები დადეს - 2012 წლის 26 ნოემბერს, როდესაც ნ-----–------–-–---–მა იყიდა 84.00კვ.მ. ნაკვეთი და 2013 წლის 4 მარტს, როდესაც დ----------–--ემ იგივე ნაკვეთი იყიდა ნ-----–------–-–---–ისაგან. მოსარჩელის მითითებით, სწორედ ეს 84.00. კვ.მ. მოიცავს 17.7 კვ.მ. ფართს, რისი დაბრუნებაც სურს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები, მიაჩნია, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 180-ე, 185-ე მუხლები, 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, 312-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 423-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის დასაბუთება
6.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 185-ე მუხლის თანახმად,შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე;
187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.
312-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
იმავე ტიპის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის №ას-68-64-2017 განჩინებაში აღნიშნულია: ,, სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა”.
მოსარჩელე იურიდიულ ინტერესად აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს, რომლის 2010 წლის 17 ივნისის განჩინების საფუძველზე დ----------–--ის საკუთრებად აღირიცხა 147 კვ.მ. ნაკვეთი, მიმართავს და მოითხოვს, ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო, განჩინების გაუქმებას, ასევე, მიაღწევს, რომ ,,მიწის ნაკვეთს შეივსებს იმ ოდენობამდე - 365 კვ.მეტრამდე, რაზეც უფლების დამდგენი დოკუმენტი აქვს” და 17.7 კვ.მ. ფართს დაირეგისტრირებს (2019 წლის 18 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი: 16:57:27-17:01:20; 18:01:30-18:01:38);
უფლების დამდგენ დოკუმენტად მოსარჩელე მიუთითებს მემკვიდრეობის მოწმობას (ს.ფ. 36), რომელშიც აღნიშნულია, რომ მ------------–-ლმა მიიღო ქ.ხ-–----ში, მ-----------–ი მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 რაც განლაგებულია 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად კი, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია;
ნ-----–------–-–---–სა და დ----------–--ეს შორის დადებული სადავო ხელშეკრულებების ბათილობის მიმართ მოსარჩელე იურიდიული ინტერესი არ გააჩნია, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, იარსებებს პირვანდელი მდგომარეობა - უძრავი ნივთის 84.00კვ.მ. ნაწილი, რაზეც დაიდო სადავო ხელშეკრულებები, დ----------–--ის საკუთრება იქნება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:
ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;
გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;
დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა;
ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;
ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წ----------–- სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.
თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მ------------ ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში სასამართლო განიხილავს მოსარჩელე მხარისათვის შესაბამისი კომპენსაციის მიკუთვნების საკითხს, თუ მესამე პირების მიერ უფლებათა კეთილსინდისიერად მიღების გამო შეუძლებელია გადაწყვეტილების შეცვლა.
დ----------–--ესა და ქ------------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილში ბათილობის შემთხვევაშიც კი არ იქნება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
გარდა ამისა, დ----------–--ე სადავო ნივთის კეთილსინდისიერი შემძენია, მან შეიძინა ქ------------ისაგან უძრავი ნივთი, რომლის მესაკუთრეც, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, გამსხვისებელი იყო;
კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში შემძენის კეთილსინდისირება, როგორც წესი, ივარაუდება. საპირისპირო უნდა დაადასტუროს მოსარჩელემ.
მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, ნოტარიუსმა გააცნო მხარეებს დანართები, მათ შორის - ნასყიდობის ხელშეკრულება და საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელთა თანახმად, ქ------------ეს ნაყიდი ჰქონდა ნაწილი საერთო საკუთრების 148 კვ.მეტრიდან, დარეგისტრირებული კი ჰქონდა. 223 კვ.მ. საერთო საკუთრების 4/6, - მთლიანად 148 კვ.მ. შესაბამისად, მოპასუხემ იცოდა ამ სხვაობის შესახებ და არაკეთილსინდისიერი შემძენია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს დ----------–--ის კეთილსინდისიერებას, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
2005 წლის 1 აპრილის სანოტარო აქტში, 1972 წლის ხელშეკრულების დანართად არსებობა, რომლის მონაცემებიც, შეიძლება უცვლელი არ ყოფილიყო, თუნდაც მისი მხარეების მიერ წაკითხვა, როგორც აქტშია აღნიშნული, არ ნიშნავს, რომ შემძენი არაკეთილსინდისიერი იყო, რადგან აქტზე ასევე დართული იყო სამი დღის წინანდელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რითიც ნასყიდობის საგანზე გამსხვისებლის საკუთრების უფლება დასტურდებოდა. დ----------–--ეს არ შეეძლო ცოდნოდა, რომ ქ------------ე არ იყო მესაკუთრე ან რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ საჩივარი იყო შეტანილი, ან ჩანაწერი უზუსტო იყო, თუმცა, არც ერთი ამ გარემოების არსებობა დადგენილი არ არის;
დადგინდა, ქ.ხ-–----ში, რ---------–------------ში მდებარე დ----------–--ის და თ-------–-----ძის მიწის ნაკვეთების საერთო ფართი, შესაბამისად - 148 კვ.მ. და 74 კვ.მ. (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 107-11), რაც დაირეგისტრირეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 ივნისის განჩინების საფუძველზე (ს.ფ. 40-41), შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას - ისინი არიან, ერთად, 222 კვ.მ. ნაკვეთის მესაკუთრეები, დ----------–--ე - ქ------------ესთან დადებული სადავო ხელშეკრულებაში აღნიშნული ფართის 223 კვ.მეტრის 4/6 - ის, თ-------–-----ძე -დანარჩენი 2/6 -ის;
ის გარემოება, რომ მოსარჩელის უფლების დამდგენ დოკუმენტში სამკვიდრო მოწმობაში (ს.ფ.36) აღნიშნულია მ------------–-ლმა მიიღო 600 კვ.მ. ფართზე განლაგებული უძრავი ნივთი, რეგისტრირებული კი ნაკლები აქვს, არ ადასტურებს რომ ქ------------ე დ----------–--ესთან დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნულ ფართზე ნაკლების მესაკუთრე იყო. აღნიშნულთან მიმართებაში, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდრო მოწმობაში (ს.ფ.55), რაც ასევე თ-------–-----ძის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად არის მითითებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერში, აღნიშნულია, რომ მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებელი სახლი განლაგებულია 864 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, თუმცა რეგისტრირებული აქვს გაცილებით ნაკლები.
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
მოსარჩელე მხარემ ვერ დაამტკიცა, რომ სადავო გარიგებები, მოჩვენებითი, თვალთმაქცურია, კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს არღვევს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოპასუხე მხარეს არ უნდა დაეკისროს;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება - ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით ყადაღა დაედო ქ.ხ-–----ში, რ---------–------------ში მდებარე, დ----------–--ის უძრავ ნივთს საკადასტრო კოდით 6-----------. სარჩელის უზრუნველყოფით, დ----------–--ისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების მიზნით, მ------------–-ლს დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 5 000 ლარის განთავსება, რაც მან შეასრულა (ს.ფ.366-368, 387).
სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მ------------–-ლი სარჩელი ქ------------ის, დ----------–--ის და ნ-----–------–-–---–ის მიმართ ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ამ საქმეზე ხ-–----ის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 თებერვლის განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რომლითაც ყადაღა დაედო ქ.ხ-–----ში, რ---------–------------ში მდებარე, დ----------–--ის უძრავ ნივთს საკადასტრო კოდით 6-----------;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატაში (ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხ-–----ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხ-–----ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი