გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310119002853891,№ 140310019003030597
საქმე № 3/26-19, № 3/122-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
მოსარჩელე (მოპასუხე): შპს ,,ტ------"
წარმომადგენლები: ზ---- მ-----–---–- და რ----- გ-----–---–-
მოპასუხე (მოსარჩელე): სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო"
წარმომადგენელი: გ------- ქ----–------
დავის საგანი: ხელშეკრულებიდან გამომდინარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალდებულება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. შპს ,,ტ------ს" სასარჩელო მოთხოვნა
1.1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში მდებარე, № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2018 წლის 10 დეკემბრის № 1/1-2684 აქტის ბათილად ცნობა.
1.2. მოპასუხის დავალდებულება, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება 1 წლით ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისა და პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების (პატიების) შესახებ.
შპს ,,ტ------ს" (საიდენტ. კოდი 4--------) სარჩელის თანახმად, 2014 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში ,,აწარმოე საქართველოში", რის მიხედვითაც სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა" და შპს ,,ტ------ს" შორის 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში მდებარე 10 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების პირობით; ხელშეკრულების პირობები (მათ შორის ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები) დამტკიცებული და უზრუნველყოფილი იყო საქართველოს მთავრობის განკარგულებებით.
შპს ,,ტ------ს" მიერ ვალდებულებების ძირითადი ნაწილი (100 580 ლარის ინვესტიციის განხორციელება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა (100 ტონა ქათმის ხორცი, ხეხილი) და მისი შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუქციონირების დაწყება განკარგულების გამოცემიდან 2 წლის ვადაში) შესრულებული იქნა, თუმცა ფინანსური პრობლემებისა და ბუნებრივი სტიქიების გამო ფუნქციონირება ვერ დაიწყო, ვერც სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია აწარმოა.
მიუხედავად იმისა, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" დაეხმარა და ხელი შეუწყო ხელშეკრულების შესრულებაში, მხედველობაში არ მიიღო, რომ გადაცემული ქონება უფრო მეტ აგრარულ-ეკონომიკურ ხარჯებს მოიცავდა, ვიდრე ეს საწყის ეტაპზე ჩანდა: შენობა სრულად ამორტიზებული იყო, არ არსებობდა მისასვლელი გზა, წყალი, ელექტროენერგია; შპს ,,ტ------მ" საკუთარი ხარჯით გაიყვანა გზა, რაც უხვი ნალექის გამო დაზიანდა და ხელმეორედ გაყვანა გახდა საჭირო, შენობის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 100 834 ლარი, 2 500 მეტრიდან მიიყვანა წყალი; ამას ემატებოდა მუშახელისა და დაცვის ხელფასი, ტრანსპორტირება, კვება, ხეხილის გაშენება, სამუშაო იარაღისა და საშუალებების შეძენა.
2015 წლიდან მიმართავდნენ საბანკო დაწესებულებებს ,,აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში სესხის გასაცემად, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს აიღეს ჩვეულებრივი სესხი, დაძლიეს სხვა და სხვა სირთულეები, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდნენ მძიმე ფინანსურ პრობლემებში და ვეღარ შეძლეს ნაკისრი ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება.
ამ გარემოებების გათვალისწინების გარეშე, მოპასუხემ უსაფუძვლოდ შეუწყვიტა ხელშეკრულება; მით უფრო, რომ მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნდა: ხელშეკრულების გაფორმებას, მასში ცვლილებების შეტანას საფუძვლად ედო საქართველოს მთავრობის განკარგულებები, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" კი, საქართველოს მთავრობის სათანადო აქტის გარეშე, თავისი ინიციატივით შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება.
2. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" სასარჩელო მოთხოვნა
2.1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში მდებარე, № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს - 371 000 ლარის დაკისრება.
2.2. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში მდებარე, № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 6.6 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს - 5 681,60 ლარის დაკისრება.
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" სარჩელის თანახმად, შპს ,,ტ------სთან" გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა; ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით, მყიდველი ვალდებული იყო, უზრუნველეყო ქონებაზე მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის მეხორცული მიმართულების საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან 2 წლის ვადაში; შემდგომ ხელშეკრულების ამ მუხლში შევიდა რა ცვლილება, იგი ვალდებული იყო, უზრუნველეყო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში; ამ პირობის შეუსრულებლობის გამო მას ეკისრება პირგასამტეხლო განაკრგულების გამოცემიდან 2 წლის შემდგომი პერიოდისათვის - 2016 წლის 29 ნოემბრიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე - 2018 წლის 10 დეკემბრამდე ყოველდღიურად 500 ლარი, რაც მთლიანობაში შეადგენს 371 000 ლარს;
ასევე, ხელშეკრულების 5.2. მუხლის მიხედვით, შპს ,,ტ------" ვალდებული იყო, საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში შეევსო იგი სრულ ოდენობამდე, რაც ასევე არ შეასრულა; ამის გამო მას ეკისრება პირგასამტეხლო გარანტიის შესავსები თანხის - 10 600 ლარის 0,1%-ის ოდენობით (10,60 ლარი) ყოველდღიურად 2017 წლის 23 ივნისიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე, რაც შეადგენს 5 681,60 ლარს.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" შპს ,,ტ------ს" სარჩელი არ სცნო, მიუთითა, რომ შპს ,,ტ------მ" არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (რასაც არ უარყოფს იგი), რაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა. ამასთან, ყოველმხრივ იქნა გათვალისწინებული შპს ,,ტ------ს" მდგომარეობა და ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა შესაბამისი ცვლილებები, თუმცა არც ეს პირობები შესრულდა.
3.2. შპს ,,ტ------მ" სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" სარჩელი არ სცნო (შესაგებელში კონკრეტული გარემოებები არ მიუთითებია), განმარტა, რომ, მართალია, სრულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების პირობების შესრულება, მაგრამ მასთან უსაფუძვლოდ და საქართველოს მთავრობის განკარგულების გარეშე შეწყდა ხელშეკრულება; გარდა ამისა, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეებს შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2----------ის № 2--- განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში მდებარე 10 000 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე განთავსებული ფერმის შენობის (საერთო ფართით 1 009,66 მ2) შპს ,,ტ------სთვის" პირდაპირი ფორმით პრივატიზება (საკადასტრო კოდი 6--0--3--1--) 1 ლარად;
მტკიცებულება: საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2----------ის № 2--- განკარგულება (ტომი 1, ს. ფ. 30-32).
3.2.2. განკარგულება მიღებული იქნა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონისა და ,,აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის № 365 დადგენილების საფუძველზე;
მტკიცებულება: საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2----------ის № 2--- განკარგულება (ტომი 1, ს. ფ. 30-32).
3.2.3. უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვრა: ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში; ბ) უძრავ ქონებაზე მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის მეხორცული მიმართულების საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში; გ) ამ პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 100 580 ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით: გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25%-ი - განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში; გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - განკარგულების გამოცემიდან მე-2 წლის განმავლობაში; დ) წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ არანაკლებ 100 (ასი) ტონა ქათმის ხორცის წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით: დ.ა) წარმოების დაწყებიდან 1-ლი წლის განმავლობაში - წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება; დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მე-2 წლის განმავლობაში წარმოების შემოთავაზებული წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.
განკარგულების მიხედვით, შპს ,,ტ------ს" მიერ წარდგენილი, განსახორციელებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ,,ა" - ,,გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" დაევალა განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველეყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
მტკიცებულება: საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2----------ის № 2--- განკარგულება (ტომი 1, ს. ფ. 30-32).
3.2.4. ამ განკარგულების საფუძველზე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა" და შპს ,,ტ------ს" შორის 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება იმ ძირითადი პირობების გათვალისწინებით, რაც ასახული იყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2----------ის № 2--- განკარგულებაში;
მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი 1, ს. ფ. 17-25).
3.2.5. ხელშეკრულების საფუძველზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში მდებარე 10 000 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული ფერმის შენობა (საერთო ფართით 1 009,66 მ2), საკადასტრო კოდით 6--0--3--1--, 2014 წლის 15 დეკემბერს საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს ,,ტ------ს" სახელზე;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 15 დეკემბრის № 8820146688128-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 153-155).
3.2.6. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" 2015 წლის 6 იანვარს მიმართა შპს ,,ტ------ს", რომლითაც დაადასტურა შპს ,,ტ------ს" მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების - საპრივატიზებო თანხის (1 ლარის) დადგენილ ვადაში გადახდა. იქვე მიუთითა, რომ შპს ,,ტ------" ვალდებულია, უზრუნველყოს ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1., 3.1.2. და 3.1.3. მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2015 წლის 6 იანვრის № 4/271 მიმართვა (ტომი 3, ს. ფ. 27).
3.2.7. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" 2016 წლის 5 აპრილს მიმართა შპს ,,ტ------ს", რომელშიც მიუთითა, რომ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2016 წლის 24 მარტის № 001656916 დასკვნით დასტურდება შპს ,,ტ------ს" მიერ ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის ,,ა" ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების - განკარგულების გამოცემიდან 1 წლის განმავლობაში ინვესტიციის არანაკლებ 25%-ის განხორციელება. იქვე მიუთითა, რომ შპს ,,ტ------" ვალდებულია, უზრუნველყოს ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით, 3.1.2. მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტითა და 3.1.3. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2016 წლის 5 აპრილის № 4/16275 მიმართვა (ტომი 3, ს. ფ. 28).
3.2.8. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9-----------ის № 1--- განკარგულებით 2014 წლის 2----------ის № 2--- განკარგულებაში შევიდა ცვლილება და უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ბ) უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში; დ) ,,ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და შეთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ არანაკლებ 120 (ასოცი) ტონა სასოფლო-სამურნეო პროდუქციის მიღება-გატარება შემდეგი პირობებით: დ.ა) წარმოების დაწყებიდან 1-ლი წლის განმავლობაში არანაკლებ 120 (ასოცი) ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის არანაკლებ 25%-ის მიღება-გატარება; დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მე-2 წლის განმავლობაში არანაკლებ 120 (ასოცი) ტონა სასოფლო-სამურნეო პროდუქციის არანაკლებ 50%-ის მიღება-გატარება.
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" დაევალა ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველეყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
მტკიცებულება: საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9-----------ის № 1--- განკარგულება (ტომი 1, ს. ფ. 33-34).
3.2.9. ამ განკარგულების საფუძველზე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა" და შპს ,,ტ------ს" შორის 2016 წლის 6 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება 2014 წლის 10 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმ ძირითადი პირობების გათვალისწინებით, რაც ასახული იყო საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9-----------ის № 1--- განკარგულებაში;
მტკიცებულება: შეთანხმება 2014 წლის 10 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (ტომი 1, ს. ფ. 26-29).
3.2.10. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, 2016 წლის 10 ოქტომბერს ცვლილება შევიდა შპს ,,ტ------ს" სახელზე არსებულ რეგისტრირებულ მონაცემებში;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 10 ოქტომბრის № 882016695969-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 169-172).
3.2.11. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016 წლის 13 დეკემბერს შპს ,,ტ------ს" ეცნობა, რომ გამგეობის სპეციალისტების მიერ ადგილზე იქნა დათვალიერებული კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში მდებარე შპს ,,ტ------ს" კუთვნილი, ,,აწარმოე საქართველოს ფარგლებში" მონაწილე ორგანიზაციის კუთვნილი შენობის სახურავი და აღმოჩნდა, რომ შენობის სახურავის ნაწილი - 120 მ2-მდე პროფნასტილი ნივნივებთან ერთად ძლიერი ქარის მიერ მთლიანად მოხსნილია სახურავიდან;
მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2016 წლის 13 დეკემბრის № 08/1/483 მიმართვა (ტომი 1, ს. ფ. 261).
3.2.12. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2016 წლის 29 დეკემბრის № 007709116 დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი მასალებისა და ობიექტის ადგილზე დათვალიერების მიხედვით დადგინდა, რომ 2014 წლის 10 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად შპს ,,ტ------ს" მიერ განკარგულების გამოცემიდან 2 წლის ვადაში (28.11.2014 - 28.11.2016) ინვესტიციის სახით გაწეული დანახარჯები დღგ-ს გარეშე შეადგენს 100 834 ლარს;
მტკიცებულება: სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2016 წლის 29 დეკემბრის № 007709116 დასკვნა (ტომი 1, ს. ფ. 35-43).
3.2.13. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" 2017 წლის 26 იანვარს მიმართა შპს ,,ტ------ს", რომელშიც მიუთითა, რომ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2016 წლის 29 დეკემბრის № 007709116 დასკვნით დასტურდება შპს ,,ტ------ს" მიერ ხელშეკრულების 3.1.2. მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების - განკარგულების გამოცემიდან 1 წლის განმავლობაში ინვესტიციის არანაკლებ 25%-ის განხორციელება. იქვე მიუთითა, რომ შპს ,,ტ------ს" მიერ ექსპერტიზის დასკვნა წარდგენილი იყო ვადის დარღვევით: 2016 წლის 28 დეკემბრის ნაცვლად, წარდგენილია 2016 წლის 30 დეკემბერს, რისთვისაც, ხელშეკრულების 6.7. მუხლის თანახმად, ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარი (ჯამში 1 000 ლარი). კომპანიას ეთხოვა ამ თანხის 2017 წლის 31 იანვრამდე ჩარიცხვა შესაბამის ანგარიშზე;
ამავე მიმართვაში აღინიშნა, რომ შპს ,,ტ------ს" მიერ დარღვეული იყო ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება (უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 წლის ვადაში), რისთვისაც კომპანიას ეკისრებოდა პირგასამტეხლო 2016 წლის 29 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის ოდენობით ვალდებულების სრულად შესრულებამდე;
მიმართვის თანახმად, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ", ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის კომპანიას განუსაზღვრა დამატებითი ვადა არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისისა. კომპანიას ეცნობა, რომ დამატებითი ვადა არ აჩერებდა პირგასამტეხლოს დაკისრებას.
კომპანიას ეთხოვა, რომ ამ წერილის მიღებიდან 1 თვის ვადაში სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში" წარედგინა ახალი ან/და ვადაგაზრდილი საბანკო გარანტია, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ამ ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას, რომლის მოქმედების ვადა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 2017 წლის 31 ოქტომბრისა.
ამავე მიმართვით, კომპანიაზე შეხსენებული იქნა, რომ მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" უფლება ჰქონდა, ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება;
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 26 იანვრის № 4/4098 მიმართვა (ტომი 3, ს. ფ. 35-36).
3.2.14. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" 2017 წლის 4 მაისს მიმართა შპს ,,ტ------ს", რომელშიც მიუთითა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით კომპანიის მიერ წარდგენილი იყო სს ,,ბ-----------------ს" 2014 წლის 11 ნოემბრის № 03798 საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2017 წლის 11 მაისის ჩათვლით მაშინ, როდესაც ვალდებულებების შესასრულებლად კომპანიას დამატებითი ვადა განესაზღვრა 2017 წლის 30 ივნისამდე.
იმის გამო, რომ კომპანიის მიერ ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებული არ იყო, შპს ,,ტ------ს" მოეთხოვა ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად ახალი საბანკო გარანტიის წარდგენა 2017 წლის 10 მაისამდე, რომლის მოქმედების ვადაც იქნებოდა არანაკლებ 2017 წლის 1 ნოემბრისა.
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 4 მაისის № 4/21737 მიმართვა (ტომი 3, ს. ფ. 37).
3.2.15. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" 2017 წლის 11 მაისს მიმართა სს ,,თ----------ს", სს ,,ბ-----------------სა" და შპს ,,ტ------ს", რომელშიც მიუთითა, რომ შპს ,,ტ------ს" მიერ შესრულებული არ იყო ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება (უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 წლის ვადაში), რისთვისაც კომპანიას ეკისრებოდა პირგასამტეხლო 2016 წლის 29 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარის ოდენობით, რაც 2017 წლის 11 მაისის მდგომარეობით შეადგენდა 82 000 ლარს;
ამის გამო გარანტორ ადრესატებს ეთხოვათ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის - 10 058 ლარის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვა;
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 11 მაისის № 4/22730 მიმართვა (ტომი 3, ს. ფ. 38-39).
3.2.16. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" 2017 წლის 26 ივნისს მიმართა შპს ,,ტ------ს", რომელშიც მიუთითა, რომ შპს ,,ტ------ს" მიერ დარღვეული იყო ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტში სს ,,თ----------ის" მიერ ჩაირიცხა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
ამ თანხით (10 058 ლარით) დაიფარა მხოლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს ნაწილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი უნდა გადაეხადა კომპანიას.
მიმართვის თანახმად, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ", ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის კომპანიას განუსაზღვრა დამატებითი ვადა არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისისა.
კომპანიას კვლავ ეთხოვა, რომ ამ წერილის მიღებიდან 10 დღის ვადაში სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში" წარედგინა არანაკლებ 2017 წლის 1 ნოემბრამდე მოქმედი არანაკლებ 10 058 ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ამ ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას.
ამავე მიმართვით, კომპანიაზე შეხსენებული იქნა, რომ მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" უფლება ჰქონდა, ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება;
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 26 ივნისის № 4/31726 მიმართვა (ტომი 3, ს. ფ. 40-41).
3.2.17. შპს ,,ტ------ს" საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 ოქტომბრის № 2151 განკარგულებით დადგინდა შპს ,,ტ------სთვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2----------ის № 2--- განკარგულებაში ცვლილებების შეტანა და განკარგულებიდან მე-2 პუნქტის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტების ამოღება იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,ტ------" უზრუნველყოფდა 25 145 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას 2017 წლის 11 ოქტომბრის განკარგულების გამოცემიდან 1 წლის ვადაში.
ამავე დროს, ამ თანხის გადახდის შემთხვევაში შპს ,,ტ------" გათავისუფლდებოდა 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან;
მტკიცებულება: შპს ,,ტ------ს" საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 ოქტომბრის № 2151 განკარგულება (ტომის 1, ს. ფ. 217-218).
3.2.18. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 18 ოქტომბრის № 4/54354 და 2018 წლის 13 სექტემბრის № 4/51143 მიმართვებით შპს ,,ტ------ს"ეცნობა, რომ 25 145 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში ძალას დაკარგავდა შპს ,,ტ------ს" საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 ოქტომბრის № 2151 განკარგულება;
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 18 ოქტომბრის № 4/54354 და 2018 წლის 13 სექტემბრის № 4/51143 მიმართვები (ტომი 1, ს. ფ. 228, 229).
3.2.19. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2018 წლის 18 ოქტომბრის მიმართვით შპს ,,ტ------ს" ეცნობა, რომ მის მიერ არ მომხდარა შპს ,,ტ------ს" საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 ოქტომბრის № 2151 განკარგულებაში მითითებული თანხის განსაზღვრულ ვადაში გადახდა, რის გამოც ამ განკარგულებამ ძალა დაკარგა; შესაბამისად, შპს ,,ტ------ს" გათავისუფლება 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან არ მომხდარა, და პირგასამტეხლო უნდა გადახდილიყო შესაბამის ანგარიშზე;
ამავე დროს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებამოსილება;
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2018 წლის 18 ოქტომბრის № 4/58369 მიმართვა (ტომი 1, ს. ფ. 231-232).
3.2.20. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2018 წლის 10 დეკემბრის № 1/1-2684 ბრძანებით, ცალმხრივად შეწყდა შპს ,,ტ------სთან" 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება.
მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2018 წლის 10 დეკემბრის № 1/1-2684 ბრძანება (ტომი 3, ს. ფ. 42-43).
3.2.21. ამ ბრძანების საფუძველზე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში მდებარე 10 000 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე განთავსებული ფერმის შენობა (საერთო ფართით 1 009,66 მ2), საკადასტრო კოდით 6--0--3--1--, 2018 წლის 18 დეკემბერს საკუთრების უფლებით კვლავ აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე;
მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 დეკემბრის № 902018080297-03 გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს. ფ. 182-184).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მოისმინა მხარეთა განმარტებები, მიაჩნია, რომ შპს ,,ტ------ს" სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები დარღვეული იქნა მის მიერ, ხოლო სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და შემცირდეს შპს ,,ტ------ზე" დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონი, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება", ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულება".
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამართლებრივი შეფასება შპს ,,ტ------ს" სარჩელზე
შპს ,,ტ------ს" სარჩელის მიხედვით, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან" 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ძირითადი ნაწილი (100 580 ლარის ინვესტიციის განხორციელება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და მისი შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა) შესრულებული იქნა.
იმის გამო, რომ ფინანსური პრობლემებისა და ბუნებრივი სტიქიების გამო ვალდებულებები სრულად ვერ შეასრულა (საწარმომ ვერ დაიწყო ფუნქციონირება და ვერც სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია აწარმოა), სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" ფორმალური საფუძვლით შეუწყვიტა ხელშეკრულება.
გარდა ამისა, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება არ გააჩნდა: ხელშეკრულების გაფორმებას, მასში ცვლილებების შეტანას საფუძვლად ედო საქართველოს მთავრობის განკარგულებები, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" კი, საქართველოს მთავრობის სათანადო აქტის გარეშე, თავისი ინიციატივით შეწყვიტა მასთან ხელშეკრულება.
თავის მხრივ, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" შპს ,,ტ------საგან" ითხოვს ხელშეკრულებების პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ანაზღაურებას.
აქედან გამომდინარე, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის თავდაპირველად უნდა შეფასდეს შპს ,,ტ------სთან" ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერება (ანუ იყო თუ არა ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძვლები სახეზე და ჰქონდა თუ არა ამ აქტის გამოცემის უფლება სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს"), ხოლო შემდეგ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს საფუძვლიანობაზე მსჯელობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
შპს ,,ტ------სა" და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" შორის 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ,,ტ------სათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2----------ის № 2--- განკარგულება, რომლითაც დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში მდებარე 10 000 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე განთავსებული ფერმის შენობის (საერთო ფართით 1 009,66 მ2) შპს ,,ტ------სთვის" პირდაპირი ფორმით პრივატიზება 1 ლარად;
თავის მხრივ, ეს განკარგულება მიღებული იქნა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის № 365 დადგენილების საფუძველზე;
,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების იმ დროისათვის მოქმედი რედაქციის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა; გ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმითა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ შპს ,,ტ------სა" და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" შორის 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში მდებარე 10 000 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მასზე განთავსებული ფერმის შენობის შპს ,,ტ------სთვის" პირდაპირი ფორმით 1 ლარად პრივატიზების (მიყიდვის) შესახებ წარმოადგენს, ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე დადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია და თვით შპს ,,ტ------სგან" სადავოდ გამხდარი არ არის ის გარემოება, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან" 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულყოფილად, დათქმულ დროში შესრულებული არ იქნა.
შპს ,,ტ------ს" მითითებით, მისი მხრიდან არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული პირობა: იგი ვალდებული იყო, უზრუნველეყო ქონებაზე მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის მეხორცული მიმართულების საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება განკარგულების გამოცემიდან 2 წლის ვადაში, ხოლო მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება ამ მუხლში - იგი ვალდებული იყო, უზრუნველეყო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში.
შპს ,,ტ------მ" ამ ვალდებულებიდან შეასრულა ის, რომ განახორციელა 100 834 ლარის ინვესტიცია: გასწია სამაცივრე მეურნეობის მოწყობისათვის სამშენებლო-სარემონტო, ობიექტის წყალმომარაგებისა და მისასვლელი გზის სამუშაოები, თუმცა ვერ უზრუნველყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის სრულად მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9-----------ის № 1--- განკარგულების გამოცემიდან 2 (ორი) წლის ვადაში.
ხელშეკრულების 5.2. მუხლის მიხედვით, შპს ,,ტ------" ვალდებული იყო, საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში შეევსო იგი სრულ ოდენობამდე, რაც ასევე ვერ შეასრულა.
მხარეთა შორის 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულება დაიდო ,,აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის № 365 დადგენილების ფარგლებში, რომლის მე-14 მუხლის თანახმად, სახელმწიფო პროგრამის სოფლის მეურნეობის ნაწილის მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პირველადი და გადამამუშავებელი ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოების გაფართოების/გადაიარაღების ხელშეწყობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საშუალებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულების უპირველესი და ძირითადი მიზანი იყო ჯერ მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის მეხორცული მიმართულების საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, ხოლო მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებით შევიდა ცვლილება - უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება;
ამავე დროს, ორივე პირობა უნდა შესრულებულიყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2----------ის № 2--- განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ შპს ,,ტ------ს" მხრიდან ხელშეკრულების ეს ძირითადი პირობები არ შესრულებულა არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში და არც მას შემდეგ.
დადგენილია, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ 2016 წლის 5 აპრილს, 2017 წლის 26 იანვარს, 2017 წლის 4 მაისს, 2017 წლის 11 მაისს და 2017 წლის 26 ივნისს არაერთხელ მიმართა შპს ,,ტ------ს" და მიუთითა, რომ შპს ,,ტ------ს" მიერ არ იყო შესრულებული ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9-----------ის № 1--- განკარგულებით 2014 წლის 2----------ის № 2--- განკარგულებაში შევიდა ცვლილება და მოხდა პირობების შპს ,,ტ------ს" სასარგებლოდ შეცვლა: მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის მეხორცული მიმართულების საწარმოს ნაცვლად, უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე უნდა მოწყობილიყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობა.
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ", ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის კომპანიას განუსაზღვრა დამატებითი ვადა არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისისა.
საქართველოს მთავრობის მხრიდან შპს ,,ტ------ს" საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელებისათვის 2017 წლის 11 ოქტომბერს გამოიცა განკარგულება 2014 წლის 2----------ის № 2--- განკარგულებიდან მე-2 პუნქტის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტების საერთოდ ამოღების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,ტ------" უზრუნველყოფდა 25 145 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას 2017 წლის 11 ოქტომბრის განკარგულების გამოცემიდან 1 წლის ვადაში; ამავე დროს, ამ თანხის გადახდის შემთხვევაში შპს ,,ტ------" გათავისუფლდებოდა 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან.
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 18 ოქტომბრის № 4/54354, 2018 წლის 11 სექტემბრის № 4/50510 და 2018 წლის 13 სექტემბრის № 4/51143 მიმართვებით შპს ,,ტ------ს" არაერთხელ ეცნობა, რომ 25 145 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადაუხდელობის შემთხვევაში ძალას დაკარგავდა შპს ,,ტ------ს" საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 ოქტომბრის № 2151 განკარგულება.
2018 წლის 18 ოქტომბრის მიმართვით შპს ,,ტ------ს" ეცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" მიიღო გადაწყვეტილება, გამოეყენებინა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებამოსილება.
მიუხედავად ამისა, შპს ,,ტ------ს" მიერ მაინც არ შესრულდა ხელშეკრულების უპირველესი და ძირითადი მიზანი: ჯერ მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის მეხორცული მიმართულების საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, ხოლო შემდეგ - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება ქმნიდა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის საკმარის ფაქტობრივ საფუძველს.
გარდა ამისა, შპს ,,ტ------მ" დაარღვია ხელშეკრულების მე-2 პირობაც, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში" უნდა წარედგინა არანაკლებ 2017 წლის 1 ნოემბრამდე მოქმედი არანაკლებ 10 058 ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ამ ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა.
შპს ,,ტ------სა" და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" შორის 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების 6.8. მუხლის თანახმად, შპს ,,ტ------ს" მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" უფლება აქვს, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2018 წლის 10 დეკემბრის № 1/1-2684 ბრძანებით, ცალმხრივად შეწყდა შპს ,,ტ------სთან" 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ გამოყენებული იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული უფლება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
შპს ,,ტ------ს" მითითებით, ხელშეკრულების დადება და მასში ცვლილებების შეტანა მოხდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებების საფუძველზე; შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება გააჩნდა არა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს", არამედ საქართველოს მთავრობას.
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,კ" ქვეპუნქტის თანახმად, მთავრობა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში მართავს სახელმწიფო ქონებას.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მე-6 და მე-61 ნაწილების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; ქონების სააგენტო აგრეთვე ახორციელებს მისთვის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
როგორც აღინიშნა, 2014 წლის 10 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და მასში ცვლილებები განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2----------ის № 2--- და 2016 წლის 9-----------ის № 1--- განკარგულებების საფუძველზე;
თავის მხრივ, ეს განკარგულებები მიღებული იქნა ,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის № 365 დადგენილების საფუძველზე.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქონების მმართველის ინიციირების ან/და წარდგინების საფუძველზე.
იმავე კანონის მე-31 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და ქონების შემძენს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების) წარმოშობის საფუძველია.
დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2----------ის № 2--- და 2016 წლის 9-----------ის № 1--- განკარგულებებით სწორედ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" დაევალა განკარგულებების შესრულების მიზნით, უზრუნველეყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, რომელმაც გააფორმა შპს ,,ტ------სთან" ნასყიდობის ხელშეკრულება და შემდგომ შეთანხმება მასში ცვლილებების შეტანის შესახებ.
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების" (დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის № 391 დადგენილებით) მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას განეკუთვნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიცირება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების" (დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის № 1-1/1537 ბრძანებით) მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქონების სააგენტო სახელმწიფო ქონების შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულებას დებს პირდაპირი მიყიდვის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის) თაობაზე საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 თვის ვადაში.
იმავე დებულების მე-4 მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ქონების სააგენტოს მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად.
დადგენილია, რომ 2014 წლის 10 დეკემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების დაიდო და მასში ცვლილებები განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2----------ის № 2--- და 2016 წლის 9-----------ის № 1--- განკარგულებების საფუძველზე;
ხელშეკრულების შესავალი ნაწილის მიხედვით, გამყიდველი არის სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" (და არა საქართველოს მთავრობა), ხოლო მყიდველი - შპს ,,ტ------".
ხელშეკრულების 6.8. მუხლის თანახმად კი, მყიდველის (ანუ შპს ,,ტ------ს") მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით (დამატებით ვადაში) შეუსრულებლობის და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში სწორედ გამყიდველს, ანუ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" აქვს უფლება, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება ისე, რომ მოშლაზე საქართველოს მთავრობის თანხმობა საჭირო არ არის.
აქედან გამომდინარე, მართალია, შპს ,,ტ------სთან" ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე, მაგრამ პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს და სახელმწიფო ქონების უშუალო განმკარგავს წარმოადგენს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო", რომელსაც მინიჭებული (დელეგირებული) აქვს როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი მიყიდვის საკითხის მომზადების და ნასყიდობის ხელშეკრულების დადების, ასევე მასა და მყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებამოსილება.
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მონაწილეობით დადებულ ხელშეკრულებაში განისაზღვრა ისეთი პირობებიც, რაც საქართველოს მთავრობის განკარგულებებში გათვალისწინებული არ იყო.
ამდენად, საბოლოო ჯამში, შპს ,,ტ------ს" სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2018 წლის 10 დეკემბრის № 1/1-2684 ბრძანების გამოცემისას, არსებობდა შპს ,,ტ------სთან" 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები: 1. შპს ,,ტ------ს" მიერ არ შესრულდა ხელშეკრულების ძირითადი მიზანი: ჯერ მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის მეხორცული მიმართულების საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, ხოლო შემდეგ - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება; შპს ,,ტ------მ" დაარღვია ხელშეკრულების მე-2 პირობაც, და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში" არ წარადგინა არანაკლებ 2017 წლის 1 ნოემბრამდე მოქმედი არანაკლებ 10 058 ლარის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (ფაქტობრივი საფუძვლები); 2. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს", კანონმდებლობისა და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, ჰქონდა ამ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლებამოსილება (სამართლებრივი საფუძვლები).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ტ------ს" სარჩელი უსაფუძვლოა და დაკმაყოფილებული ვერ იქნება.
6.2. სამართლებრივი შეფასება სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" სარჩელზე
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" შპს ,,ტ------საგან" ითხოვს 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს - 371 000 ლარის დაკისრებას.
დადგენილია, რომ შპს ,,ტ------ს" მიერ არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ძირითადი მიზანი: ჯერ მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის მეხორცული მიმართულების საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, ხოლო შემდეგ - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2----------ის № 2--- განკარგულების გამოცემიდან არაუმეტეს 2 წლის ვადაში.
ეს ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 2016 წლის 2----------ამდე.
ხელშეკრულების 6.3. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,ტ------მ" დაარღვია ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულება, ეს იძლევა პირგასამტეხლოზე მისი პასუხისმგებლობის დადგენის საფუძველს.
2016 წლის 29 ნოემბრიდან (ვალდებულების დარღვევის თარიღი) 2018 წლის 10 დეკემბრამდე (ხელშეკრულების შეწყვეტამდე) პერიოდზე ამ თანხამ შეადგინა 371 000 ლარი, და სარჩელითაც სწორედ ეს თანხაა მოთხოვნილი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულების გამო სს ,,თ----------ის" მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - 10 058 ლარით, რომლითაც მოხდა შპს ,,ტ------ზე" არსებული პირგასამტეხლოს ნაწილის დაფარვა, ხოლო დარჩენილი ნაწილი კვლავ გადასახდელი დარჩა კომპანიას (იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 3.2.16. პუნქტი).
აქედან გამომდინარე, 2016 წლის 29 ნოემბრიდან (ვალდებულების დარღვევის თარიღი) 2018 წლის 10 დეკემბრამდე (ხელშეკრულების შეწყვეტამდე) პერიოდზე ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის გამო ასანაზღაურებელი პირგასამტეხლოს ოდენობა არა 371 000, არამედ 360 942 ლარია (371 000 - 10 058 = 360 942 ლარს).
ხელშეკრულების 6.3. მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით კი სასამართლო განმარტავს შემდეგს:
პირგასამტეხლო წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.
იმავე კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 500 ლარი - არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვს მისი გონივრული შესაბამისობის დადგენას ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან მიმართებაში.
მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია, აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ ამით არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები და დაუსაბუთებლად შეიზღუდოს მხარეთა კანონიერი ინტერსები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა არც ერთი საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, მათ შორის საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2----------ისა და 2016 წლის 9-----------ის განკარგულებებით განსაზღვრული არ არის და გათვალისწინებულია მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულებით.
როგორც აღინიშნა, მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლითაც განისაზღვრება ადმინისტრაციული ორგანოს ძირითადად უფლებები, ხოლო შპს ,,ტ------ს" - ძირითადად ვალდებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული; მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1. შპს ,,ტ------ს" მიერ არაჯეროვნად შესრულდა ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა ჯერ მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის მეხორცული მიმართულების საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება, ხოლო შემდეგ - სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება; 2. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტების მიერ ადგილზე იქნა დათვალიერებული კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში მდებარე შპს ,,ტ------ს" კუთვნილი, ,,აწარმოე საქართველოს ფარგლებში" მონაწილე ორგანიზაციის კუთვნილი შენობის სახურავი და აღმოჩნდა, რომ შენობის სახურავის ნაწილი - 120 მ2-მდე პროფნასტილი ნივნივებთან ერთად ძლიერი ქარის მიერ მთლიანად მოხსნილი იყო სახურავიდან; 3. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესანახი სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად შპს ,,ტ------ს" მიერ განკარგულების გამოცემიდან 2 წლის ვადაში (28.11.2014 - 28.11.2016) ინვესტიციის სახით გაწეული დანახარჯები დღგ-ს გარეშე შეადგენდა 100 834 ლარს (გასწია სამაცივრე მეურნეობის მოწყობისათვის სამშენებლო-სარემონტო, ობიექტის წყალმომარაგებისა და მისასვლელი გზის სამუშაოები), ანუ იმაზე მეტი, რაც ხელშეკრულების 3.1.2. მუხლით იყო განსაზღვრული (არანაკლებ 100 580 ლარი).
აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო თანხა შპს ,,ტ------ს" მიერ უნდა ყოფილიყო 100 580 ლარი, პირგასამტეხლოს ოდენობა კი 3-ჯერ მეტია - 371 000 ლარი, ხოლო შპს ,,ტ------ს" მიერ ვერ იქნა წარდგენილი საბანკო გარანტია 10 058 ლარზეც კი.
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 30 058 ლარით;
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საბანკო გარანტიით პირგასამტეხლოს ჩასათვლელად უკვე გადახდილია 10 058 ლარი, გადასახდელი თანხა უნდა განისაზღვროს 20 000 ლარით, რითაც დაცული იქნება როგორც გონივრულობის ფარგლები, ასევე სამართლიანობის პრინციპი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები.
კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ხელშეკრულების გაფორმების ძირითად საფუძვლად მიჩნეული უნდა იქნეს არა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.
ამასთან, კეთილსინდისიერების პრინციპი არის როგორც ნორმატიული, ასევე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტი, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმასაც, რომ, მართალია, კონტრაჰენტის ქცევა უნდა შეესაბამებოდეს ფორმალურად მოქმედ მატერიალურ სამართალსა თუ კონტრაქტის პირობებს, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევებში არ უნდა იყოს უსამართლო ან/და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მეორე მხარის საფუძვლიან ნდობას; კეთილსინდისიერების პრინციპი ძირითადად გულისხმობს იმას, რომ კონტრაჰენტმა მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინეტერესები.
მიუხედავად იმისა, რომ გათვალისწინებული იქნა შპს ,,ტ------ს" ინტერესი და 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, გაეზარდა ვალდებულებების შესრულების ვადა, მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის 371 000 ლარის პირგასამტეხლოს სახით დაკისრება სასამართლოს გაუმართლებლად და მიზანშეუწონლად მიაჩნია, და ეს თანხა უნდა განისაზღვროს 20 000 ლარით (ამ თანხაში არ შედის საბანკო გარანტიით გადახდილი 10 058 ლარი).
დადგენილია, რომ შპს ,,ტ------მ" ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების ვერც 5.2. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება, რომლითაც იგი ვალდებული იყო, საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში შეევსო იგი სრულ ოდენობამდე;
ხელშეკრულების 6.6. მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების 5.2. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო საბანკო გარანტიის შესავსები თანხის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამის გამო შპს ,,ტ------ს" ეკისრება პირგასამტეხლო გარანტიის შესავსები თანხის - 10 600 ლარის 0,1%-ის ოდენობით (10,60 ლარი) ყოველდღიურად 2017 წლის 23 ივნისიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე, რაც შეადგენს 5 681,60 ლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრა გონივრული და სამართლიანია.
საბოლოო ჯამში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების როგორც მატერიალური, ასევე ფორმალური საფუძველი, რომლის ოდენობაც უნდა განისაზღვროს მთლიანობაში 35 739,60 ლარით, რაშიც უნდა ჩაეთვალოს საბანკო გარანტიით ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საბანკო გარანტიით უკვე გადახდილი 10 058 ლარი, და საბოლოოდ გადასახდელად განესაზღვროს 25 681,60 ლარი.
პირგასამტეხლოს ამ ოდენობით განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს არსებითად იმ გარემოებასაც, რომ თვით საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 11 ოქტომბრის № 2151 განკარგულებით გამოხატა ნება, რომ შპს ,,ტ------ს" საქმიანობის ხელშესაწყობად 2014 წლის 2----------ის № 2--- განკარგულებიდან მე-2 პუნქტის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტების ამოღება იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,ტ------" უზრუნველყოფდა 25 145 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას და ამავე დროს, ამ თანხის გადახდის შემთხვევაში შპს ,,ტ------" გათავისუფლდებოდა 2014 წლის 10 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული ყველა სახის პირგასამტეხლოსაგან.
სახელმწიფო თვითონ გამოხატავდა მზაობას, 25 145 ლარის სანაცვლოდ, მომხდარიყო ხელშეკრულების გაგრძელება და შპს ,,ტ------" გათავისუფლებულიყო სხვა ყველა სახის პირგასამტეხლოს გადახდისაგან.
სახელმწიფო ამ ოდენობის თანხის გადახდაზე თანახმა იყო მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე ანაზღაურებული იყო საბანკო გარანტიით გადახდილი 10 058 ლარი.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების დარღვევისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს მთლიანი ოდენობა განისაზღვროს 25 681,60 ლარით: 20 000 ლარი - ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის (ამ თანხაში არ შედის საბანკო გარანტიით გადახდილი 10 058 ლარი), ხოლო 5 681,60 ლარი - ხელშეკრულების 5.2. მუხლის დარღვევისათვის.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოსარჩელე შპს ,,ტ------ს" მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 და 50 ლარი (ტომი 1, ს. ფ. 56, 86) უნდა დარჩეს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
იმავე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო" სარჩელის აღძვრის ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია; იმის გამო, რომ მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს ,,ტ------ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს დაკისრებული თანხის - 25 681, 60 ლარის 3%-ი: 770, 45 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით მოხდა შპს ,,ტ------ს" სარჩელის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა სახელმწიფოს სახელზე № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება/განკარგვა ან იმავე და მსგავსი სახის პროგრამულ ნუსხაში განთავსება სხვა ბენეფიციარი პირების მოზიდვის მიზნით, ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (ტომი 1, ს. ფ. 96-99, ტომი 2, ს. ფ. 6-13).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
იმის გამო, რომ შპს ,,ტ------ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უზრუნველყოფის ეს ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 251 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ტ------ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
1.1. შპს ,,ტ------ს" სარჩელი სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიმართ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში მდებარე, № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2018 წლის 10 დეკემბრის № 1/1-2684 აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
1.2. შპს ,,ტ------ს" სარჩელი სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" დავალდებულების შესახებ, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადება 1 წლით ხელშეკრულების ვადის გაგრძელებისა და პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების (პატიების) თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2.1. შპს ,,ტ------ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლო - 30 058 ლარის ოდენობით, რაშიც გადახდილად ჩაეთვალოს საბანკო გარანტიით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 10 058 ლარი, და საბოლოოდ შპს ,,ტ------ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად განესაზღვროს 20 000 (ოცი ათასი) ლარი.
2.1.1. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" სარჩელი 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლოდან - 371 000 ლარიდან 340 942 ლარის მოპასუხე შპს ,,ტ------ზე" დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2.2. შპს ,,ტ------ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წ-------ში მდებარე, № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 6.6. მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლო - 5 681 (ხუთიათას ექვსასოთხმოცდაერთი) ლარისა და 60 თეთრის ოდენობით.
3. შპს ,,ტ------ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის საფუძველზე განსაზღვრული პირგასამტეხლოს - 20 000 (ოცი ათასი) ლარის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 600 (ექვსასი) ლარი.
4. შპს ,,ტ------ს" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 10 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 6.6. მუხლის საფუძველზე განსაზღვრული პირგასამტეხლოს - 5 681 (ხუთიათას ექვსასოთხმოცდაერთი) ლარისა და 60 თეთრის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 170 (ასსამოცდაათი) ლარი და 45 (ორმოცდახუთი) თეთრი.
5. გ------- გ------–-----ის მიერ 2019 წლის 14 იანვარს შპს ,,ტ------ს" სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (საგადახდო დავალება № 7475221027) და 2019 წლის 14 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი (საგადასახადო დავალება № 1) რეფერენსი 2482333457) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
6. გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აეკრძალა სახელმწიფოს სახელზე № 6--0--3--1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება/განკარგვა ან იმავე და მსგავსი სახის პროგრამულ ნუსხაში განთავსება სხვა ბენეფიციარი პირების მოზიდვის მიზნით.
7. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი