განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N01010011-0030-7959
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 ოქტომბერი, 201- წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - პა-----–-–--–-ძე
ბრალდებული - გი---------------–--ნი
ადვოკატი - და--------------ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: გი---------------–--ნი
მამის სახელი: დავითი
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ------–---ი, კ. ლ----–--ის შესახვევი N23
ფაქტობრივი მისამართი: ქ------–---ი, დ. ა----–-----–ის გამზ. 116, ბინა N12
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
1261 მუხლის 1-ლი ნაწილი (02 ეპიზოდი)
187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
დაკავების თარიღი და დრო: 201- წლის 13 მაისი, 1-:38 საათი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. 201- წლის 04 იანვარს, ღამის საათებში, გი---------------–--ნმა გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ დააზიანა ქ. ქ------–---ში, 9-------–-ს ქ. N1-ში მდებარე მ----–------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კარის მინა - პაკეტი და კედელი, ქ. ქ------–---ში, 9-------–-ს ქ. N1-ში მდებარე დუ----–--------–-ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კარის მინა - პაკეტი, ქ. ქ------–---ში, 9-------–-ს ქ. N1-ში მდებარე ი----------–---ძის მაღაზიის ვიტრაჟის მინა - პაკეტები, ქ. ქ------–---ში, თ---------–-ბის ქ. N6-ში მდებარე შპს ,,ა---–------------------------–--’’ (ე-----–-----–ი)-ს ოფისის მინა - პაკეტი და კედელი, ქ. ქ------–---ში, თ---------–-ბის ქ. N8-ში მდებარე ლე-–----------ას მაღაზიის კარის მინა და ქ. ქ------–---ში, თ---------–-ბის ქ. N8-ის მიმდებარედ გაჩერებული სე-------------ძის კუთვნილი ავტომანქანა ,,O---------A’’, სახელმწიფო ნომრით X--------, რითაც დაზარალებულებს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი.
2. 201- წლის 10 აპრილს, ქ. ქ------–---ში, ა----–-----–ის გამზირი N116, ბინა N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გი---------------–--ნმა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, დედას - ც-–-------------–--ნს ხელის მკერდის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. 201- წლის 09 მაისს, ღამის საათებში, ქ. ქ------–---ში, ა----–-----–ის გამზირი N116, ბინა N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გი---------------–--ნმა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, დედას - ც-–-------------–--ნს ხელის სახის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
4. 201- წლის 04 იანვარს, ღამის საათებში, გი---------------–--ნმა გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით განზრახ დააზიანა ქ. ქ------–---ში, 9-------–-ს ქ. N1-ში მდებარე მ----–------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კარის მინა - პაკეტი და კედელი, ქ. ქ------–---ში, 9-------–-ს ქ. N1-ში მდებარე დუ----–--------–-ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კარის მინა - პაკეტი, ქ. ქ------–---ში, 9-------–-ს ქ. N1-ში მდებარე ი----------–---ძის მაღაზიის ვიტრაჟის მინა - პაკეტები, ქ. ქ------–---ში, თ---------–-ბის ქ. N6-ში მდებარე შპს ,,ა---–------------------------–--’’ (ე-----–-----–ი)-ს ოფისის მინა - პაკეტი და კედელი, ქ. ქ------–---ში, თვისუფლების ქ. N8-ში მდებარე ლე-–----------ას მაღაზიის კარის მინა და ქ. ქ------–---ში, თ---------–-ბის ქ. N8-ის მიმდებარედ გაჩერებული სე-------------ძის კუთვნილი ავტომანქანა ,,O---------A’’, სახელმწიფო ნომრით X--------, რითაც დაზარალებულებს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი.
5. 201- წლის 10 აპრილს, ქ. ქ------–---ში, ა----–-----–ის გამზირი N116, ბინა N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გი---------------–--ნს თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ, დედის ც-–-------------–--ნის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
6. 201- წლის 09 მაისს, ღამის საათებში, ქ. ქ------–---ში, ა----–-----–ის გამზირი N116, ბინა N12-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გი---------------–--ნს თავისი ოჯახის წევრის მიმართ კერძოდ, დედის ც-–-------------–--ნის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
7. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული გი---------------–--ნი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს ოჯახური ძალადობის ნაწილში წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, გი---------------–--ნმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი:
8. ბრალდებულ გი---------------–--ნის განმარტებით, მას დედის - ც-–-------------–--ნის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია და ამ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
9. მოწმე ზუ-----------ძის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, აღნიშნულ სს საქმეზე მას ჩატარებული აქვს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გამოკითხული ჰყავს მოწმეები, გაგზავნილი აქვს წერილები პრობაციის და სააღსრულებო ბიუროებში, საიდანაც გამოთხოვილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია. გამოცემული აქვს შემაკავებელი ორდერი, სადაც მსხვერპლი მიუთითებდა ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოკითხული იქნა მსხვერპლი - ც-–-------------–--ნი, რომელმაც აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას გი---------------–--ნის მხრიდან და მოითხოვა აღნიშნულზე რეაგირება. შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარე შედგა შემაკავებელი ორდერი.
10. დაზარალებულმა ც-–-------------–--ნმა უარი განაცხადა სასამართლოსთვის მისი ოჯახის წევრის - ბრალდებულ გი---------------–--ნის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე;
11. მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ობიექტური შეფასება გამორიცხავს ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
12. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეტანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
13. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
14. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არათუ მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს გი---------------–--ნის მიერ ბრალად წარდგენილი (ოჯახში ძალადობა) დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. დაზარალებულმა ც-–-------------–--ნმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
15. სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით.
16. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის მიხედვით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
17. ამდენად, კანონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოწმის მიერ სწორედ სასამართლოსთვის მიცემულ ინფორმაციას, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ მიცემულს, როგორც მტკიცებულებითი ძალის მქონეს. როგორც უკვე აღინიშნა, ც-–-------------–--ნმა სასამართლოს წინაშე ჩვენება არ მისცა, რითაც უარყოფილად ჩაითვლება მისი მხრიდან გამოძიებაში გამოკითხვის ოქმში არსებული განმარტება ბრალდებულის მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტზე.
18. რაც შეეხება მოწმეების ირიბ ჩვენებებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, რომელიც ასახულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში, ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან. ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს.
1-. ირიბი ჩვენების - სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია, ვინაიდან სასამართლო შეზღუდულია შესაძლებლობაში, შეამოწმოს ინფორმაციის გამავრცელებელი პირის განწყობა, მისი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც სისხლისსამართლებრივ საქმეს უკავშირდება. ასევე რთულია იმის განჭვრეტა, თუ როგორ ჩვენებას მისცემდა ეს პირი, ის რომ სასამართლოში გამოცხადებულიყო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება).
20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.
21. ამდენად, განსახილველ საქმეზე (ოჯახში ძალადობის ნაწილში) ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, არათუ ასეთი მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალდებით გათვალისწინებულ ეპიზოდში გი---------------–--ნის დამნაშავედ ცნობისთვის. ბრალდებული უარყოფს ოჯახში ძალადობის ნაწილში წარდგენილ ბრალდებას, დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა სასამართლოს.
22. ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ/18 განაჩენში მიუთითა, რომ იმ "...მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მათი განმარტებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს".
23. მითითებული განაჩენით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა ოჯახურ დანაშაულში. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო დაზარალებულის ჩვენება, თუმცა მხოლოდ ერთი მტკიცებულება სასამართლომ არ მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტის შემქმნელ ინფორმაციად, რადგან სახეზე არ იყო სხვა, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა.
24. განსახილველ შემთხვევაში კი საქმეში დაზარალებულის ჩვენებაც არაა მტკიცებულებად წარმოდგენილი, შესაბამისად, სახეზეა არა მტკიცებულებების არასაკმარისობა, არამედ არარსებობაა, რაც ქმნის გამამართლებელი განაჩენის მიღების უპირობო საფუძველს.
25. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, (ოჯახში ძალადობის ნაწილში) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
27. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ (ნივთის დაზიანების ნაწილში) მტკიცებულებები სადავო არ არის, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
28. ბრალდებულმა გი---------------–--ნმა დაადასტურა, რომ 201- წლის 04 იანვარს, ღამის საათებში გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით დააზიანა სხვისი ნივთი.
29. 201- წლის 30 იანვრის სასაქონლო ექსპერტიზის №20/ს დასკვნის თანახმად:
- ქ. ქ------–---ში, 9-------–-ს ქუჩა N1-ში მ----–------ის საცხოვრებელი სახლის კარის მინა - პაკეტისა და კედლის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 87,38 (ოთხმოცდაშვიდი ლარი და 38 თეთრი) ლარს.
- ქ. ქ------–---ში, 9-------–-ს ქ. N1-ში დუ----–--------–-ძისს საცხოვრებელი სახლის კარის მინა - პაკეტის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 72,38 (სამოცდათორმეტი ლარი და 38 თეთრი) ლარს.
- ქ. ქ------–---ში, 9-------–-ს ქ. N1-ში ი----------–---ძის მაღაზიის ვიტრაჟის მინა - პაკეტების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 234,28 (ორასოცდათოთხმეტი ლარი და 28 თეთრი) ლარს.
- ქ. ქ------–---ში, თ---------–-ბის ქ. N6-ში შპს ,,ე-----–-----–ი’’-ს ოფისის მინა - პაკეტისა და კედლის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 87,12 (ოთხმოცდაშვიდი ლარი და 12 თეთრი) ლარს.
- ქ. ქ------–---ში, თ---------–-ბის ქ. N8-ში ლ. ჩხვირკიას მაღაზიის კარის მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 11,08 (თერთმეტი ლარი და 08 თეთრი) ლარს.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომანქანის ,,O---------A’’-ს, სახ. ნომერი X-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 470 (ოთხასსამოცდაათი) ლარს.
30. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
31. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მიყენებული ზიანი 150 ლარზე მეტია.
32. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი---------------–--ნმა დააზიანა მ----–------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კარის მინა - პაკეტი და კედელი, დუ----–--------–-ძის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კარის მინა - პაკეტი, ი----------–---ძის მაღაზიის ვიტრაჟის მინა - პაკეტები, შპს ,,ა---–------------------------–--’’-ს (ე-----–-----–ი)-ს ოფისის მინა პაკეტი და კედელი, ლე-–----------ას მაღაზიის კარის მინა და სე-------------ძის კუთვნილი ავტომანქანა ,,O---------A’’, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამართლებრივი შეფასება:
33. სასამართლოს მიაჩნია, რომ გი---------------–--ნმა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
34. გი---------------–--ნის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება.
35. გი---------------–--ნის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებაა რეციდივი.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
36. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი გარემოებაა რეციდივი, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების ნაწილობრივ აღიარება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
37. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ გი---------------–--ნს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თ---------–-ბის აღკვეთა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ თ---------–-ბის აღკვეთის გამოყენება არის მიზანშეწონილი და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და გი---------------–--ნის რესოციალიზაციისათვის.
38. ამასთან, გი---------------–--ნის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატება წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გი---------------–--ნი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (201- წლის 10 აპრილის და 9 მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდეს.
ბრალდებული გი---------------–--ნი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გი---------------–--ნის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 03 (სამი) წელი თ---------–-ბის აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 01 (ერთი) წელი და 0- (ექვსი) თვე თ---------–-ბის აღკვეთა და საბოლოოდ, გი---------------–--ნს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თ---------–-ბის აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 0- (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 3.000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გი---------------–--ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
გი---------------–--ნს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 201- წლის 13 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
აღებული ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, უცხო მეტალი, პლასტმასის დეტალი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული სანადირო გლუვლულიანი თოფი, გადაეცეს შსს შეიარაღების სამსახურს.
გი---------------–--ნის ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ანდა მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი