განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/169-19
(№01----------)
რ-------ის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 სექტემბერი, 2019 წელი ქ.რ-------ი
რ-------ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე: პროკურორი ნუგზარ მახათაძე,ბრალდებული: რ-–---------------ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–--------------–--------------–------------–--------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ------–--------------–---–-----------------------.
ადვოკატი: ლალი ბიწოშვილი,თარჯიმანი: ორხან რამაზანოვი,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტები - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2----–-–-------------------------–------------- საათზე, ქ--------------------------------------------ში დროებით მცხოვრებ ა--------–-–---ს და ზ------------–--------ს, მითითებულ საცხოვრებელ ბინაში, მათი მოძრავი ნივთის დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუდგენელ პირებთან ერთად თავს დაესხა რ-–---------------ი. მათ ცივი იარაღის ე.წ ,,კ---------“ და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მოსთხოვეს ფული, რის შემდგომ ა--------–-–---ს გასტაცეს დიდი ოდენობით თანხა 9500 აშშ დოლარის ოდენობით, ლართან მიმართებაში - 25374 ლარი და 90 თეთრი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ა--------–-–---სა და ზ------------–--------ს მიმართ თავდასხმას:
2----–-–----------------ს შსს რ-------ის საქალაქო სამმართველოში ა---------------------–-------–----------ს შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N01---------- საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. შეტყობინების თანახმად, ქ-------------------------------------------ში ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქეებს ა--------–-–---ს და ზ------------–--------ს თავს დაესხა მისთვის უცნობი 3 პიროვნება, რომელთაგანაც ორს ეკეთა ნიღაბი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და იარაღის მუქარით გასტაცეს ფულადი თანხა 9500 აშშ დოლარი, ხოლო ერთ-ერთი რ-–---------ს დაემუქრა ცეცხლსასროლი იარაღით.
საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული მოწმეების ა--------–-–---ის, ზ------------–--------ს და რ-–---------ის მიერ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენებები. მათ დაკითხვას სასამართლოში ესწრებოდა დაცვის მხარე.
2----–-–----------------ს ა--------–-–---ის სასამართლოში გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ ა------------იდან დაახლოებით 10 მდე სხვა თავის ნაცნობთან ერთად გამთენიისას ჩამოვიდა საქართველოში. დაკავებულია ელექტროსაქონელის ყიდვა-გაყიდვით და თან ყოველთვის აქვთ დიდი ოდენობის თანხა. ერთ მანქანაში ისხდნენ თითონ, მამამისი, ზ-------ი და რ-–---------ი, ის და ზ-------ი გაემართნენ ბინისკენ, რომელიც დაქირავებული აქვთ, ხოლო მამამისი და რ-–---------ი მაღაზიაში წავიდნენ. იმ მომენტში, როდესაც სახლის შესასვლელ კარს აღებდა, კეფაში რაღაც ჩაარტყეს და სახით ძირს დაეცა. როდესაც ადგომას ცდილობდა თვალში რაღაც მოხვდა და იარა ეხლაც ეტყობა, მის წინ ორი მამაკაცი იდგა და ერთ-ერთმა, რომელიც უფრო სუსტი აღნაგობის იყო და ქერა, დაარტყა კ-------ი. მანვე გაიყვანა სხვა ოთახში და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით მოსთხოვა ფული. მეორე მამაკაცი, რომელიც სრული აღნაგობის იყო და დიდი ზომის თავი ჰქონდა, ე.წ. სკოჩით შეუკრა მას ხელ-ფეხი და პირზეც ააფარა. მას სახეზე ნიღაბი ეკეთა, თუმცა აეწია სახიდან და დაიმახსოვრა მისი სახე, მოგვიანებით შეძლო ორივეს ამოცნობა ფოტოსურათზე და პიარადად. ორივე სთხოვდა მას ფულს და უთხრა, რომ ჯიბეში ე----. როგორც ახსოვს ფული მისი ჯიბიდან გამხდარმა მამაკაცმა ამოიღო, ეშინოდა რომ მოკლავდნენ, რადგან თავში ურტყავდნენ და ჩუმად ყოფნას სთხოვდნენ. როდესაც ფული აიღეს, მალევე კარზე კაკუნი გაიგონა და ჯერ სრული აღნაგობის მამაკაცი გაიქცა კარისკენ, შემდეგ - გამხდარი. იგი დაჩოქილი იდგა ოთახში და მოახერხა კარებთან მისვლა, იქ ნახა ზ------------–--------, რომელიც ასევე ნაცემი იყო და შემდეგ მისი გადმოცემით იცის, რომ მას ერთი მამაკაცი დაესხა თავს. ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები იმიტომ გაიქცნენ, რომ სახლში მამამისი და მანქანაში მასთან ერთად მყოფი სხვა პირები მოდიოდნენ და ამით ნიშანი მისცეს. ტექნიკის საყიდლად მას თან ჰქონდა 9500 აშშ დოლარი და ეს თანხა სულ წაიღეს. თავდამსხმელები ერთმანეთში საშუალო დონის რუსულით საუბრობდნენ და მასაც რუსულად მიმართავდნენ. საქართველოში ნაცნობები არ ჰყავს, ბინის მესაკუთრე ქართველია, თუმცა მას არ იცნობს, რადგან რ-–---------მა მოძებნა ეს სახლი და სხვა დროსაც რჩებოდნენ ხოლმე იქ. როდესაც სახლში შევიდნენ მხოლოდ ის და ზ-------ი იყვნენ, სხვები მოგვიანებით მოვიდნენ და თავდასხმა დაახლოებით 5 წუთამდე გაგრძელდა. დაზარალებულის განმარტებით მას არ სურს ზიანის ანაზღაურება, უნდა, რომ სწორედ მისგან წაღებული ფული დაუბრუნონ და არა სხვა.
2----–-–----------------ს ზ------------–--------ს სასამართლოში მიცემული ჩვენების მიხედვით ირკვევა, რომ ბ----დან ორი მანქანით ჩამოვიდა თავის ნაცნობებთან ერთად და უნდა მისულიყვნენ მათ მიერ დაქირავებულ ბინაში. მასთან ერთად იყო ა--------–-–---ი, მამამისი და რ-–---------ი. პირადად მას თან ჰქონდა 9500 აშშ დოლარი, სხვებს რამდენი ჰქონდათ არ იცის. ის და ა-----ი სახლისკენ წავიდნენ, ხოლო დანარჩენები მაღაზიაში საკვების საყიდლად. მეორე მანქანა ამ დროს ჯერ კიდევ გზაში იყო. როდესაც კარის საკეტს ხსნიდნენ, ზედა სართულიდან სამი მამაკაცი ჩამოვიდა და როგორც ახსოვს იარაღიდან ისროდნენ. მათ შეეშინდათ, კარი სწრაფად გააღეს და ბინაში შესვლის დროს სამივე შეჰყვა სახლში. ერთ-ერთმა მას თავში რაღაც საგანი ჩაარტყა და წაიქცა. სამი მამაკაციდან ორს ნიღაბი ეკეთა, ხოლო ერთი ქერა გარეგნობის იყო. ერთი ნიღბიანი მამაკაცი მასთან დარჩა, ხოლო ორი ა-----თან მივიდა, ისიც ძირს ეგდო და მისი საუბარი ესმოდა - არ მომკლათო. როდესაც მას ფული მოსთხოვეს, უთხრა, რომ არ ჰქონდა და მ/ტელეფონი მისცა. თავდამსხმელი ამაზე გაბრაზდა და თავში ძლიერ დაარტყა, ორ ადგილას სისხლი სდიოდა თავიდან. ძირს ეგდო და ვერც ინძრეოდა. მალევე კარზე კაკუნი გაისმა და მათი ნაცნობები შემოვიდნენ, ხოლო თავდამსხმელები გაიქცნენ. ის იატაკზე სახით იწვა და ვერ ხედავდა რა ხდებოდა მის უკან. ბრალდებული ამოიცნო აღნაგობით, თვალების და ტუჩის ფორმით, მესამე მამაკაცი, რომელიც მას ედგა თავზე არ დაუნახავს, ხოლო ქერა რადგან უნიღბოდ იყო, მისი ამოცნობა ფოტოსურათზე მარტივად შეძლო.
2----–-–----------------ს რ-–---------ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით ირკვევა, საქართველოში ჩამოვიდა სხვა თავის ნაცნობებთან ერთად ორი მანქანით. ელექტროტექნიკის შეძენა სურდა, თუმცა ა/მანქანის ყიდვასაც ფიქრობდა, რადგან იმ პეიროდისთვის აქციები იყო. სულ 9870 აშშ დოლარი ჰქონდა. სხვებს რა ოდენობის თანხა ჰქონდათ არ იცის. რ-------ში ბინა ჰქონდათ ნაქირავები და როდესაც ჩამოდიოდნენ ღამე იქ რჩებოდნენ. საჭესთან თავად იჯდა და ჯერ მისი მანქანით გაჩერდნენ, მეორე მანქანა ცოტა გვიან მოვიდა. როდესაც სახლში შედიოდა, კარი ვერ გააღო, იცოდა რომ იქ ა-----ი და ზ-------ი უნდა ყოფილიყო და დაუძახა. კარი გაუღეს და ვიღაც დიდი ზომის მამაკაცმა რუსულად მიმართა შემოდიო. მას ხელში რაღაც საგანი ეჭირა, მაგრამ სიბნელის გამო ვერ დაინახა იარაღი იყო თუ სხვა რამ. სულ სამი მამაკაცი დაინახა, ორი ნიღბით იყო, ხოლო ზ-------ი იატაკზე იწვა. მან ვინც კარი გააღო, ფული სთხოვა, როდესაც უარი უთხრა, სახეში გაარტყა, მაგრამ მალევე სამივე გაიქცა სახლიდან. ა-----მა თქვა, რომ მას ფული წაართვეს. იგი სკოჩით იყო შეხვეული. მან ბრალდებული ამოიცნო აღნაგობით, თვალისა და ტუჩის ფორმით.
მოწმე ა---- მ--------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რ-–---------თან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სახლში შევიდა და ნიღბიანი მამაკაცები დაინახა, ერთ-ერთს სავარაუდოდ იარაღი ეჭირა. ზ-------ი კი იატაკზე იწვა. თავდაპირველად ვერ მიხვდა რა ხდებოდა. ვიღაცამ დაიყვირა და დახმარება ითხოვა. მიხვდა, რომ საშიში ვითარება იყო და თავადაც ყვირილით გაიქცა უკან. შევიდა მაღაზიაში და სთხოვა დახმარება. როდესაც სახლში დაბრუნდა ა-----ი და ზ-------ი ნაცემები ნახა. მათი განმარტებით თავდამსხმელები სამნი იყვნენ, მაგრამ მან მხოლოდ ერთი დაინახა და ასევე ა-----ისგან შეიტყო, რომ თანხა, რომელიც მას ჰქონდა სულ წაართვეს.
მოწმე ქ--------------ის განმარტებით იგი საქართველოში ჩამოვიდა ა--------–-–---თან, ზ------------–--------სთან და სხვა პირებთან ერთად. როდესაც ნაქირავებ ბინაში მივიდა, ა-----ი და ზ-------ი უკვე იქ იყვნენ და რ-–---------მა დაურეკა თავდასხმის შესახებ. იგი ითხოვდა დახმარებას და პოლიციაში დარეკვას. უშუალოდ შემთხვევის ადგილზე ის არ ყოფილა და თავდამსხმელები არ დაუნახავს, თუმცა ადასტურებს, რომ ა--------–-–---ი და ზ------------–-------- ნაცემები იყვნენ და ა-----ის თქმით, მას სრულად წაართვეს ბ----დან ჩამოტანილი თანხა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ა----------მა, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ბ----დან ორი მანქანით ჩამოვიდნენ და თანმხლებ პირებთან ერთად იმავე დღეს აპირებდა ა------------ში დაბრუნებას. შემდეგ შეიტყვეს თავდასხმის შესახებ და ნაქირავებ სახლთან მივიდნენ. ა-----ი და ზ-------ი ნაცემები იყვნენ და ა-----ი ამბობდა, რომ თავდამსხმელებმა თანხა წაართვეს.
2----–-–---------------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ა--------–-–---ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალ-ბუდის მიდამოში, დაჟეჟილი ჭრილობა თხემის მიდამოში, ნაჭდევები შუბლის და მარცხენა ბუდის მიდამოებში, აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2----–-–---------------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გარეგანი დათვალიერებით, ზ------------–--------ს აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობები თხემის მიდამოში, რომლებიც განვითარდა მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
აღნიშნული დასკვნების ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ--------–---------ძე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
2----–-–----------------ს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს ქ-------------------------------------------ში, ბინის მფლობელის რ-–---------ის, კინოლოგ რ-----–------–---–ის, ექსპერტების ნ-----------ის და ი-----–--–------ას მონაწილეობით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: ობიექტი N1-დან - მუქი ფერის ლაქის ანაწმენდი ორ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, ობიექტი N2-დან - სკოჩის ფრაგმენტი, ობიექტი N3-დან - სკოჩის ფრაგმენტი, ობიექტი N4-დან - სკოჩის ფრაგმენტი, ობიექტი N5-დან - ერთი ცალი შ--- ფერის პლასტმასის ხამუთი, ობიექტი N6-დან - სკოჩის რგოლი, ობიექტი N7-დან - სკოჩის ფრაგმენტი, ობიექტი N8-დან - ანაწმენდები ოთხ ბიოლოგიურ ჩხირზე, ობიექტი N9-დან - ერთი ცალი ქსოვილის პირსახოცი მუქი ფერის ლაქებით, ობიექტი N10-დან - ორი ცალი დაქტოლოფირი, ობიექტი N11-დან - სუნის ნიმუში, ორი ქილა. ამოღებული საგნები სათითაოდ წესისამებრ დაილუქა პაკეტებში.
მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ რ-–---------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას:
ბრალდებულმა რ-–---------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ს---------–---ს ჯერ სასეირნოდ, შემდეგ მისი სტუმრის, ვინმე ე----ს თხოვნით ნათესავი ა------------ელებისგან თავისი ვალის ასაღებად გაჰყვა. ყველანი თ-----------------ის მანქანით იყვნენ და ერთ-ერთ მისამართზე მივიდნენ. თავდაპირველად მანქანიდან ე---- გადავიდა და მარტო წავიდა, რადგან მალევე არ დაბრუნდა ბიჭებთან ერთად მივიდა ერთ-ერთ ბინასთან, საიდანაც ხმაური გაიგონეს. ბინაში რომ შევიდნენ, ნახა, რომ იქ მყოფი მამაკაცები ჩხუბობდნენ, გააშველეს და წამოვიდნენ. მათ არავინ უცემიათ და არც თანხა წაურთმევიათ ვინმესთვის. ე---- მაღალი და გამხდარი აღნაგობისაა, ქერა თმით, ის ბინაში მყოფ მამაკაცებს თავისი ვალის დაბრუნებას სთხოვდა, მაგრამ მათ უთხრეს, რომ ფული არ ჰქონდათ და ვერ დაუბრუნებდნენ. მანქანაში ე---- გაუბრაზდა გაშველების გამო და იმ დღესვე წავიდა ა------------ში. დაზარალებულმა იგი ამოიცნო იმიტომ, რომ პოლიციის განყოფილებაში პირდაპირ უთხრეს, რომ ის დაესხა თავს.
მოწმე ს---------–---მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ა------------იდან ინტერნეტით გაიცნო ვინმე ე----, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და მეგობრებთან თ---------ნ და ე---–---ნ ერთად დახვდა მას საბაჟო საზღვარზე. შემდეგ მათ რ-–---იც შეუერთა და ყველანი წავიდნენ მაკდონალდსში. საღამოს ე----მ უთხრა მათ, რომ რაღაც თანხა უნდა მიეცათ მისთვის და კონკრეტულ მისამართზე სთხოვა მიყვანა. ამ დროს ისინი თ-----------------ის კუთვნილი მანქანით ჰ------ ფიტით გადაადგილდებოდნენ. მან აფთიაქში იყიდა ე.წ. ლეიკოპლასტირი და პირბადე, რადგან სიგარეტის სუნს ვერ იტანს. ე----მ სთხოვა კორპუსის უკანა მხარეს დალოდებოდა. ყაჩაღობის შესახებ არაფერი იცის, არ დაუნახავს სცემა თუ არა ვინმე რ-–---------------მა და წაართვა თუ არა ფული. გამოძიებაში მიცემულ ინფორმაციას არ ეთანხმება, არ იცის წერა-კითხვა და არც თარჯიმანი უთარგმინდა სრულყოფილად. იგი მანქანაში იჯდა და ელოდებოდა მათ. პარალელურად სახლში ტელეფონით ესაუბრებოდა თავის ოჯახის წევრებს და სახლში წასვლა მოუწია. მისთვის უცნობია მისი მეგობრები ამ შეხვედრის შემდეგ სად წავიდნენ და რა მოხდა დანაშაულის ირგვლივ. ე---- ა------------ის მოქალაქეა, ჰქვია თუ არა მას ე-----------------ი არ იცის, არ იცნობს ამ სახელით.
მოწმე ს-----------–--ვმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 9 დეკემბერს ს---------–---თან ერთად, თ-----------------ის მანქანით დახვდნენ აზერბაიჯდანიდან ჩამოსულ სტუმარს. ასევე ახლდათ ე---–ი და მოგვიანებით შეხვდნენ რ-–---------------ს. უცნობმა მამაკაცმა სთხოვა მათ, რომ რ-------ში ერთ-ერთ მისამართზე მიეყვანათ, რადგან ნათესავებს მისი ვალი ჰქონდათ და უნდა დაებრუნებინათ. დაახლოებით ღამის პირველი საათი იყო, როდესაც მანქანით ერთ-ერთ მისამართზე მივიდნენ და მანქანაც იქ გააჩერეს, სადაც ა------------ელმა მამაკაცმა უთხრა. იგი გადავიდა მანქანიდან და უთხრა, რომ ფულს აიღებდა და მალე დაბრუნდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ სადარბაზოდან ხმაური შემოესმათ. მანქანისკენ მორბოდნენ თ------ი, ე---–ი, რ-–---ი, ს---------–---ი და ა------------ელი სტუმარი. ის ჩხუბობდა, რომ თანხა არ დაუბრუნეს. კ-------ი მას ჰქონდა, სხვებს ხელში რა ეჭირათ არ იცის, მისთვის ასევე უცნობია რა მოხდა იმ ბინაში, სადაც ისინი მივიდნენ.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ-----------------მა. მანვე დამატებით განმარტა, რომ ს---------–---თან და რ-–---------------თან ერთად გადაადგილდებოდა თავისი მანქანით, რადგან ს------ს მეგობარი იყო ჩამოსული ა------------იდან. ისინი იყვნენ სხვადასხვა ადგილას და სტუმრის თხოვნით მივიდნენ ერთ-ერთ მისამართზე, სადაც მას ნათესავებისგან ვალი უნდა აეღო. როდესაც იგი მანქანიდან გადავიდა, ის და რ-–---------------ი და ს---------–---ი მაღაზიაში შევიდნენ და საჭმელი იყიდეს. მას არ დაუნახავს ე---- რომელ სადარბაზოში შევიდა და არც ის დაუნახავს ვისთან ერთად გამოვიდა. 10-15 წუთის შემდეგ დაბრუნდა და თქვა, რომ ფული ვერ აიღო, თუმცა მას რ-–---თან და სამირთან არ უჩხუბია. გამოძიებაში მიცემული ჩვენება სწორი არ არის, თარჯიმანი არ უთარგმნიდა მას სრულად და რაც იქ წერია არ არის მისი ნაკარნახევი.
2----–-–---------------ის შსს რ-------ის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ რ----------------ის პატაკის მიხედვით, ქ-------------------------------------------ში, ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქეების ა--------–-–---ის და ზ------------–--------ს დაყაჩაღების ფაქტი ჩადენილი აქვთ ს--------–------------–---ს, რ-–--- ვ----------------------ს, ა------------ის რესპუბლიკის მოქალაქეს ე-----------------ს, რომელმაც იმავე დღეს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ამჟამად არ იმყოფება საქართველოში. აღნიშნული პირები გადაადგილდებოდნენ და დანაშაულის ჩადენის ადგილზე მივიდნენ თ-----------------ის კუთვნილი და მართვის ქვეშ მყოფი შ--- ფერის ჰ-------------- მარკის ავტომანქანით, ს/ნ B-------.
აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები:
2----–-–---------------ის პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ა--------–-–---მა წარმოდგენილი 3 მამაკაციდან ამოიცნო რ-–---------------ი. მისი განმარტებით, შუაში მდგომი პიროვნება ერთ-ერთია ვინც 2----–-–----------------ს მას და მის მეგობარს, გ---–-------ე ზ-------ს თავს დაესხა. მან ცემა ის, გაათრია ძალის გამოყენებით ოთახში, მონაწილეობა მიიღო მის წებოვანი ლენტით დაბმაში. მას თვდაპირველად ნიღაბი ეკეთა, თუმცა ლენტის დახვევის დროს აეწია და მისი ნაკვთები დაინახა. ამომცნობმა ის ამოიცნო აღნაგობით (სრული), შავგვრემანი პირისახით, თვალის ფორმით და ფერით, ტუჩის მოყვანილობით და სხვა ვიზუალური მახასიათებლებით.
2----–-–---------------ის პირის ამოცნობის ოქმის მიხედვით, ზ------------–--------მ წარმოდგენილი 3 მამაკაციდან ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ რიგით მეორე (შუაში მდგომი) პიროვნება, ვინც 2----–-–----------------ს მათ ნაქირავებ ბინაში მას და მის მეგობარს, ა--------–-–---ს თავს დაესხა. აღნიშნული პიროვნება იმყოფებოდა ორ სხვა მამაკაცთან ერთად, მამაკაცმა, რომელიც ამოიცნო, მეორე მის თანმხლებ პირთან ერთად ა-----ი გაათრია საძინებელში, უტყამდნენ მას. როდესაც კარზე კაკუნის გამო აღნიშნული პირები გამოიქცნენ ოთახიდან და მას ჩაუარა, ნიღაბი აწეული ჰქონდა. დაინახა მისი თვალები და დიდი ზომის ტუჩები. იგი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით - სრული აღნაგობით, შავგვრემანი პირისახით, თვალის ფორმით და ფერით, ტუჩის მოყვანილობით და სხვა ვიზუალური მახასიათებლებით. ზ------------–--------ს მიერ ამოცნობილი იქნა რ-–---------------ი.
2----–-–----------------ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით ამომცნობ პირს, ა--------–-–---ს, წარედგინა 4 ფოტოსურათი. ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამომცნობმა პირმა განაცხადა, რომ წარმოდგენილ ფოტოებზე დაკვირვების შემდეგ მან ამოიცნო მამაკაცი, რომელიც გამოსახულია რიგით მეორე ფოტოსურათზე. აღნიშნული ფოტოსურათი აღნიშნული N2 ნიშნულით და განთავსებული იყო ფურცელზე ზედა მხარეს, მეორე. ის იყო მამაკაცი, რომელიც მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ქ. რ-------ში მას და მის მეგობარს, ზ------------–--------ს თავს დაესხა. მას აღნიშნულმა პიროვნებამ მეორე ნიღბიან მამაკაცთან ერთად, რომელიც ასევე პირადად ამოიცნო, ჯერ დაუწყო ცემა ე.წ. „კ-------ით“, ურტყამდა სახეში და სხვაგანაც, შემდეგ ის გაათრია ოთახში და მოსთხოვა მისთვის ფულის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქა მოკვლით, ცემით, ისევე როგორც მეორე, ნიღბიანი მამაკაცი. მის მიერ ფოტოსურათით ამოცნობილმა ბიჭმა ამოაცალა ჯიბიდან და გასტაცა ფულადი თანხა. ამომცნობმა პირმა ფოტოსურათზე გამოსახული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: თვალის ფორმით, თმის ფერითა და სიგრძით, ტუჩის ფორმით, სახის მოყვანილობით, იერით. ამოცნობილი პირია ე-----------------ი.
2----–-–----------------ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის მიხედვით ამომცნობ პირს, ზ------------–--------ს წარედგინა 4 ფოტოსურათი. ფოტოსურათების წარდგენის შემდეგ ამომცნობმა პირმა ამოიცნო მამაკაცი, რომელიც გამოსახულია რიგით პირველ ფოტოსურათზე ზედა მხარეს, რომელიც აღნიშნულია N1 -ით და ის იყო მამაკაცი, რომელიც მიმდინარე წლის 10 დეკემბერს ქ. რ-------ში მას და მის მეგობარს, ა--------–-–---ს ნაქირავებ ბინაში თავს დაესხა სხვა პირებთან ერთდ. მის მიერ ფოტოსურათით ამოცნობილი პირი ცემდა ა-----ს ე.წ „კ-------ით, სთოვდა ფულს და ემუქრებოდა იარაღით მოკვლით. ამომცნობმა პირმა ფოტოსურათზე გამოსახული პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: თვალის ფორმით, თმის ფერითა და სიგრძით, ტუჩის ფორმით, სახის მოყვანილობით, იერით. ამოცნობილი პირია ე-----------------ი.
2----–-–---------------ის ამოღების ოქმის მიხედვით, შსს რ-------ის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, შსს რ-------ის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ-------–-----ის მიერ რ-–-----------------გან ამოღებული იქნა ჯინსის მუქი მოლურჯო ფერის შარვალი, ზოლიანი ნაცრისფერი მაისური და დუტის მასალის შ--- ქურთუკი, ელვა შესაკრავით, რომელსაც აქვს ე.წ. „კაპუშონი“; გულმკერდთან, მარცხენა მხარეს აქვს ლათინურენოვანი წარწერა „L---“. ქურთუკის მარჯვენა მკლავის მანჟეტზე და მის მიმდებარედ აღენიშნა მუქი ფერის მომცრო ზომის ლაქები. ასევე, მარჯვენა ჯიბის ელვა შესაკრავზე და მის მიმდებრედ აღენიშნება ასეთივე ზომის ლაქები. ს---------- მოდელის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3--------------, სიმ ბარათი ნომრით 5--------. ამოღებული საგნები დაილუქა წესისამებრ.
შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუშისა და მოწმეების რ-–---------------ის, ს------------–----ს, თ-----------------ის სუნის ნიმუშების შესადარებლად, ასევე შემდგომში ნიმუშებზე ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, მოწმეების რ-–---------------ისაგან, ს------------–----საგან, თ-----------------ისაგან აღებულ იქნა სუნის და ნერწყვის ნიმუშები. სუნის ნიმუშები აღებულ იქნა ასევე შემთხვევის ადგილიდან და შედარდა ერთმანეთს.
ნიმუშის სასამართლოს განჩინების გარეშე აღების საფუძველი გახდა მათი წერილობითი თანხმობა, სადაც მითითებულია, რომ რ-–---------------ი, ს------------–---- და თ-----------------ი თანახმა არიან მათგან აღებული იქნეს სუნის და ნერწყვის ნიმუშები.
სუნის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, კინოლოგ ნ-----–-----------–---–ის მონაწილეობით, სპეციალური აქტივირებული ნახშირის მეშვეობით, აღებული იქნა სუნის ნიმუშები, დოლბანდი მოთავსდა აქტივიზირებულ ნახშირთან ერთად ქილაში და დაილუქა. გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერები, მიეთითა თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი.
შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშების იდენტურობის განსასაზღვრად საქმეზე დაინიშნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა და 2019 წლის 24 იანვრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია რ-–---------------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია თ-----------------ისაგან, ს---------–---ისაგან და ს-----------–---ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.
2019 წლის 14 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური,) ექსპერტიზის დასკვნით:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ლაქებზე, წებოვან ლენტზე, ასევე ს---------–---ის, თ-----------------ის, რ-–---------------ის ტანსაცმელზე დაინიშნა ბიოლოგიური ექსპერტიზა, კერძოდ ტანსაცმელზე იყო თუ არა ა--------–-–---ის ან ზ------------–--------ს სისხლი, სისხლის ლაქები იყო თუ არა ადამიანის სისხლის და დადებით შემთხვევაში, განსაზღვრულიყო ჯგუფური კუთვნილება, ხოლო წებოვანი ლენტის ხვეულზე არსებული ბოლოგიური მასალა (გენეტიკური პროფილი) მიეკუთვნება თუ არა ს---------–---ს, თ-----------------ს, რ-–---------------ს, ს------------–---ს.
პაკეტში, წარწერით: “1...მუქი ფერის ლაქის ანაწმენდი ორ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე ფოტო N1,8...“, მოთავსებული ჩხირებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა--------–-–---ს (ობ. N36;პაკეტი,წარწერით: „ა--------–-–---ის სისხლის ნიმუში“);
პაკეტში წარწერით: „9... ერთი ც. ქსოვილის პირსახოცი მუქი ფერის ლაქებით. ფოტო N9...“ მოთავსებულ პირსახოცზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N3,4) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა--------–-–---ს (ობ. N36)
პაკეტში, წარწერით: „...წებოვანი ლენტის ხვეულადან და ფრაგმენტებიდან აღებული ანაწმენდები, თმის მაგვარი ღერები და წებოვანი ლენტის ფრაგმენტი მოყავისფრო ლაქით...“, მოთავსებულ:
კონვერტში წარწერებით: „F----------წებოვ. ლენტ. ფრაგ. აღ. ანაწმენდი“ და „F---------- წებოვანი ლენტის ფრაგმენტიდან აღ.ანაწმენდი“, მოთავსებული ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N5,8,9) და კონვერტში წარწერით: „წებოვანი ლენტის ფრაგმენტი მოყავისფრო ლაქით (პაკ NF---------)“, მოთავსბეყლ წებოვანი ლენტის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ N10), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ------------–--------ს (ობ. N35; პაკეტი, წარწერით: „ზ------------–--------ს სისხლის ნიმუში“);
ამავე პაკეტში მოთავსბეულ კონტეინიერებში, წარწერებით: „წებოვანი ლენტის ხვეულა-ანაწმენდი F---------“, მოთავსებულ ცხირებზე (ობ. N6,7), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოცნდა;
ამავე პაკეტში, კონვერტში წარწერით : „F-------- თმის მაგვარი ღერები პაკეტი N3“, მოთავსებული თმების (ობ.13) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ------------–--------ს (ობ. N35). კონვერტებში, წარწერებით : „F-------- პაკეტი N7“, მოთავსებულ თმის ღერებზე (ობ. N11,12,14,15), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული ფნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;
-პაკეტში, წარწერით: :...ს---------–---ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ ჟილეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N16,16ა,17), წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა--------–-–---ს (ობ. N36). სპორტულ შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N19) სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა--------–-–---ს (ობ. N36). სპორტულ შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N19) სისხლს არ შეიცავს. ობ.N19-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს---------–---ს (ობ.N31; პაკეტი, წარწერით: :...1 ც ნერწვის იმუში ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული მოწმე ს---------–---ისგან...“). ამავე ჟილეტსა და შარვალზე არსებული ბიომასალის (ობ. N18,20), გენეტიკური პროფილები შერეულია და ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
პაკეტში წარწერით: „... ს-----------–-----აგან ამოღებული ქურთუკი ...“, მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოშავო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N21) სისხლს არ შეიცავს. ობ. N21-ის გენეტიკური პროფილი შერეულია და ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია;
პაკეტში წარწერით „... თ-----------------ის ტანსაცმელი...“, მოთავსებულ მაისურზე, ქურთუკსა და შარვალზე არსებული ბიომასალის (ობ. N22-25) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N22,25-ის გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის თ-----------------ს (ობ. N34; პაკეტები, წარწერით: „ ... თ-----------------ის ნერწვის ნიმუში 1ც ბიოლოგიურ ჩხირზე...“). ობ. N22,25-ის გენეტიკურ პროფილში ს---------–---ის (ობ. N31), რ-–---------------ის ( ობ. N32; პაკეტი, წარწერით: „... რ-–---------------ის ნერწვის ნიმუში 1 ც ბიოლოგიურ ჩხირზე...“), ს-----------–---ის (ობ. N33; პაკეტი, წარწერით: „...ს-----------–---ის ნერწყვის ნიმუში 1ც ბიო. ჩხირზე...“), ზ------------–--------სა (ობ N35) დაა--------–-–---ის (ობ. N36) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ობ. N23,24-ის გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ს---------–---ის (ობ N31), რ-–----------------- (ობ N32), ს-----------–---ის (N33), თ-----------------ის (N34), ზ------------–--------სა (ობ. N35) და ა--------–-–---ის (ობ. N36) გენეტიკური პროფილის. ობ. N24-ის გენეტიკური პროგილის მინორული წილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე პაკეტში მოთავსებულ ფეხსაცმელზე სისხლისა და სხვა ბიომასალაზე საეჭვო ლაქები არ რინიშნება;
პაკეტში, წარწერით: „... რ-–---------------ის ტანსაცმელი...:, მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N26,27) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ------------–--------ს (ო. N36). ასავე ქურთუკზე არსებული ბიომასალის (ობ. N28) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N28-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის რ-–---------------ს (ობ. N32), მინორულ წილში ს---------–---ის (ობ. N31), ს-----------–---ის (ობ. N33), თ-----------------ის (ობ. N34), ზ------------–--------სა (ობ. N35) და ა--------–-–---ის (ობ. N36) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამავე პაკეტში მოთავსებულ შარვალსა და მაისურზე სისხლისა და სხვა ბიომასალაზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება;
პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდი ოთხ ც. ბ/ჩხირზე...“, მოთავსებულ ჩხირებზე (ობ. N29,30), გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.
ზ------------–--------ს სისხლი (ობ. N35) მიეკუტვნება O (I) ჯგუფს, Rh+ ფაქტორს;
ა----- ა-–---–---ის სისხლი (ობ. N36) მიეკუთვნება AB (IV) ჯგუფს, Rh+ ფაქტორს.
აღნიშნული ექსპერტიზის ირგვლივ დაიკითხა ექსპერტი ი------------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ წებოვან ლენტზე არსებული ბოჭკოების მიკრონაწილაკების გამოკვლევის შედეგად, აღინიშნებოდა თუ არა საკვლევად წარმოდგენილ ს---------–---ის (შ--- ფერის დუტის ჟილეტი, რუხი ფერის სპორტული შარვალი), ს-----------–---ის (მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი), თ-----------------ის (მომწვანო ფერის ქურთუკი, შ--- ფერის ჯინსის შარვალი, შავ-თეთრი ზოლებით სვიტრი; ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი), რ-–---------------ის (ჯინსის მოლურჯო ფერის შარვალი, ზოლიანი ნაცრისფერი მაისური, დუტის შ--- ფერის ქურთუკი) ტანსაცმლის ქსოვილის ბოჭკოების მიკრონაწილაკები, საქმეზე დაინიშნა ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზა და 2----–-–-----------ის დასკვნით: „ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სპეც. პაკეტში შტრიხკოდით F-------- და წარწერით : “ წებოვანი ლენტებიდან ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკები “ მოთავსებულ ქაღალდის ფურცლებში წარწერით: „ფოტო 3“ და „7 ფოტო“ (ყვითელი ფერის ფურცელი) არსებულ ბოჭკოვან მასებში აღმოჩენილ არათანაბრად შეღებილ მოლურჯო ფერის ბამბის ბოჭკოებს და ექსპერტიზაზე წარმოდგენილ რ-–---------------ის ჯინსის შარვლის ნართის შემადგენელ შესაბამის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება. აღნიშნული სახის ბოჭკოები შედიან ჯინსის ქსოვილების შემადგენლობაში და არიან ფართოდ გავრცელებული, რის გამოც მათ გააჩნიათ ნაკლები საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სპეც. პაკეტში შტრიხკოდით F-------- და წარწერით: „წებოვან ლენტებიდან ამოღებული ბოჭკოს მიკრონაწილაკები“ მოთავსებულ ქაღალდის ფურცლებში წარწერით: „ფოტო 3“, „7 ფოტო“ (ყვითელი ფერის ფურცელი) და „7 ფოტო“ (თეთრი ფერის ფურცელი) არსებულ ბოჭკოვან მასებში არ აღინიშნება ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ს-----------–---ის ქურთუკის, თ-----------------ის ტანსაცმლის და ს---------–---ის ტანსაცმლის ნართის შემადგენელი ბოჭკობის მიკრონაწილაკები.
აღნიშნული ექსპერტიზის ირგვლივ დაიკითხა ექსპერტი ლ--–--------–-–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. მანვე განმარტა, რომ 2----–-–----------------ს დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზა და ნივთები გამოსაკვლევად გადაეცა დალუქული სახით. გამოსაკვლევი ობიექტები დამუშავდა სპეცწებოვანი ფირფიტებით, მის მიერ შესადარებელი ტანსაცმლიდან მომზადდა შესადარებელი მიკროპრეპარატები, დათვალიერდა მიკროსკოპის გამჭოლ შუქზე და დათვალიერებით მივიდა დასკვნამდე, რომელიც გასცა.
2----–-–---------------ის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქმეზე წარმოდგენილ პაკეტში მოთავსებული წებოვანი ლენტის ფრაგმენტებიდან ამოღებული ბოჭკოს მიკრინაწილაკები ვარგისია შემდგომი შედარებითი კვლევის ჩასატარებლად. აღნიშნული ექსპერტიზის ირგვლივ დაიკითხა ექსპერტი თ---------, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე. მანვე განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა ქიმიური, კერძოდ ბოჭკოს ნაწილაკების კვლევა, წარმოდგენილი იყო წებოვანი ფირები. შესადარებელი ობიექტი წარმოდგენილი არ ყოფილა. ადასტურებს მის მიერ ჩატარებული კვლევის ნამდვილობას.
საქმეზე პროკურორის შუამდგომლობების საფუძველზე სასამართლოს განჩინებით ჩატარებულია რიგი ფარული საგამოძებო მოქმედებები, ასევე გამოთხოვილია ინფორმაციები სატელეფონო კომპანიებიდან, კერძოდ: რ-------ის საქალაქო სასამართლოს N1---------- განჩინებით:
ქ.რ-------ი, მ---------------------------ში მდებარე შპს „ე-–------------“ მაღაზიათა ქსელის რ-------ის ფილიალიდან გამოთხოვილი იქნა შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, 2----–-–----------------------- საათიდან 0---------------; ქ.რ-------ი, მ---------------------------ში მდებარე სააფთიაქო ქსელ შ---------------- აფთიაქების ქსელის რ-------ის ფილიალიდან გამოთხოვილი იქნა გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, 2----–-–----------------------- საათიდან 0---------------. ქ.თბილისი, ა-–-------------------------ში მდებარე სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი იქნა გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, 2----–-–----------------------- საათიდან 0---------------. ქ-----–---------------------------ში მდებარე ს---------------–----------- სათაო ოფისიდან გამოთხოვილი იქნა გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერები 2----–-–----------------------- საათიდან 0---------------.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შპს „ე-–------------“ კუთვნილი, ქ--------------------------------------ში მდებარე მაღაზიის შიდა პერიმეტრზე განლაგებული ვიდეოკამერების 2----–-–-----------------------------–------------ საათიდან 0---------------, ვიდეოკადრში ჩანს მაღაზია ე-–------------ შესასვლელიდან ხელმარცხნივ განთავსებული ორი სალარო ზედხედით. კადრში ჩანს, რომ სალაროსთან მიდის სრული აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც აცვია შ-----------–---------–----------------------------–--------------------------------–----–-----------–----------------–------–---------------–-----–--------------ი. ზ/ხსენებულ პიროვნებასთან ერთად კადრში ჩანს მეორე, გამხდარი აღნაგობის პიროვნება, რომელსაც აცვია მ–-------------------–-----------------–--------–------–------–----------–---–---, ხელში კი უჭირავს მობილური ტელეფონი. თ-----------------ის განმარტებით, კადრში ასახული პიროვნება იყო ე-----------------ი.
ქ.რ-------ი, მ---------------------------ში მდებარე აფთიაქ შ----------------ს გარე პერიმეტრზე განლაგებული ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს რომ ტროტუარზე შ---------------- მიმართულებით ჩერდება შ--- ფერის „ჰ--------------“ მარკის ავტომობილი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა, სრული აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც აცვია შ--- ფერის, კაპ-–----------------------------------–--------–-------------------------------------------------------------------–------–-----------------–--------–---–--ი. მამაკაცი მიდის მაღაზია „ე-–------------“ მიმართულებით და ქრება კადრიდან. ვიდეჩანაწერში ასევე ჩანს, რომ უკანა სალონში ერთზე მეტი პიროვნებაა კადრში ჩნდება ავტომობილის სახელმწიფო ნომერი B--------. შემდეგ ავტომობილს მიდის ძველი რ-------ის მიმართულებით.
ქ.რ-------ი, მ----------------------------–-------------------–------------ს წინა მხარის ტერიტორიაზე მოჩანს 0-----–--, მარჯვენა დაბლა მხარეს ჩამომავალ გზაზე დაბლა მხარეს მიემართება შ--- ფერის, მოკლე პატარა ზომის მანქანა, რომელიც უნდა იყოს ჰ-------ფ-----------ისა და მოდელის. მანქანა რამდენიმე წამი გაჩერებულია მარჯვნივ გზაზე, ზედა მხარეს, შემდეგ ჩამოდის და შუქნიშანთან უხვევს მარჯვნივ და გზას აგრძელებს პირდაპირ, რის შემდეგაც გადის ჩანაწერის კადრიდან. 0-----–--. აღნიშნული ავტომანქანა მოჩანს ზედა მარჯვენა მხარეს გზაზე. უხვევს ზემოთ შუქნიშანთან, ატრიალებს და ბრუნდება, უხვევს მარჯვნივ დაბლა მხარეს პ------–-------------თან. მიდის ზემოთ და იკარგება კადრიდან.
2----–-–---------------ის ინტერნეტ საიტის დათვალიერების ოქმის მიხედვით მოხდა w--------------ის დათვალიერება რა დროსაც გაიხსნა აღნიშნული ვებ გვერდის ინტერფეისი, “გაცვლითი კურსები“, რა დროსაც ეკრანზე აისახა ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები. გრაფის „ყველა ვალუტა“- გვერდით შეიყვანა თარიღი, 2--------- ეკრანზე აისახა ლარის მიმართ სხვა ვალუტებთან ერთად ერთი აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალური კურსი: 2.6682. გამოთვლის საშუალებით მოახდინა 9 500 აშშ დოლარის კოვერტაცია ლარებში ზემოაღნიშნული კურსით, რითაც დადგინდა, რომ 9 500 აშშ დოლარი 2----–-–---------------ის მდგომარეობით შეადგენს 25 347 ლარსა და 90 თეთრს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალდებულს ყაჩაღობა არ ჩაუდენია და მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობის კვალიფიკაციით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, როგორც ა--------–-–---ზე და ზ------------–--------ზე თავდასხმა ფულადი თანხის დაუფლების მიზნით, ისე ამ დანაშაულის ჩადენა რ-–---------------ის მიერ. დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის, რომ რ-–---------------ი სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა იმ მისამართზე, სადაც დროებით ცხოვრობდა ა--------–-–---ი და ზ------------–--------, ხოლო შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს არა მხოლოდ თანხმლები პირის მიერ დანაშაულის ჩადენას, არამედ რ-–---------------ის უშუალო მონაწილეობას. იგი ამოიცნეს დაზარალებულებმა და მიუთითეს მასზე თუ როგორ შეუკრა ხელ-ფეხი სკოჩით ა--------–-–---ს და მიაყენა მათ დაზიანებები. დაზიანებების არსებობის საკითხი უტყუარად დგინდება როგორც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ისე ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით ზ------------–--------ს სისხლი აღმოჩენილი იქნა რ-–---------------ის ტანისამოსზე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2----–-–----------------ს რ-–---------------ი სხვა პირებთან ერთად, დილის საათებში, ა--------–-–---ის საქართველოში ჩამოსვლისთანავე, დროებით საცხოვრებელ ბინაში მივიდა არა ვინმე ე----სთვის ვალის დაბრუნების მოტივით, არამედ მისთვის და მასთან ერთად მყოფი პირებისთის ცნობილი იყო, რომ ა------------იდან ჩამოსულ პირებს თან დიდი ოდენობით თანხა უნდა ჰქონოდათ, ვინაიდან ისინი საქართველოში პერიოდულად სწორედ ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე ჩამოდიოდნენ და ა------------ელი სტუმარიც შემთხვევის დღეს სწორედ მათი თანხების დაინტერესების გამო შეხვდა მათ. აშკარაა, რომ რ-–---------------ი და მისი თანხმხლები პირები საქმის კურსში იყვნენ შესაძლო დანაშაულებრივი გეგმის შესახებ და განახორციელეს კიდეც იგი ზუსტად ისე, როგორც ამას დაზარალებულები აღნიშნავენ და დადგენილია საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია და ადამიანის საკუთრების უფლება დაცულია სხვადასხვა ნორმატიული აქტებით. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი უნდა ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის მართლზომიერ მფლობელობაში.
სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით და ამ მუხლის ყოველი შემდგომი ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტი ამძიმებს პასუხისმგებლობას მითითებული გარემოებების გათვალისწინებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის.
ვინაიდან რ-–---------------ის განზრახვა მოიცავდა ფულადი თანხის დაუფლებას, რომელიც არ იყო მისი საკუთრება და მას არანაირი მართლზომიერი უფლება არ გააჩნდა მის დასაუფლებლად, იგი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო მიზნით.
ქმედების დამამძიმებელი გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. იმის გათვალისწინებით, რომ რ-–---------------ის ქმედებით დაზარალებულს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს მსჯავრი უნდა დაე----ს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” პუნქტით.
სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობას, ჩადენილს დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს, რადგან ამ დროს შეიძლება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მხოლოდ მიზანი არსებობდეს და რეალურად არ მოხდეს ამ ოდენობის ნივთის დაუფლება, ვინაიდან ეს უკანასკნელი ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. მთავარია დადგენილი იქნეს განზრახვა, რომ ყაჩაღობა მიმართული იყო ასეთი ოდენობით ნივთის (ფულის) დაუფლებისაკენ, რაც მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არის დადგენილი. თავდასხმის დროს თანხის მოთხოვნა და დაზარალებულების საქართველოში ჩამოსვლის გეგმის დადგენა რეალურ საფუძველს ქმნის, რომ თავდამსხმელებს წინასწარ ჰქონდათ განზრახული დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება.
საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთახმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორის 2----–-–-----------ის დადგენილების საფუძველზე სისხლის სამართლის №01---------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ე-----------------ის და და დაუდგენელი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” და მესამე ნაწილის ”ბ” და „გ“ ქ/პუნქტებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დანაშაულის ჩადენისას, საერთო გეგმაზე შეთანხმება შესაძლებელია როგორც სიტყვიერად, ისე მოქმედებით, თანაამსრულებლობისთვის არაა აუცილებელი ამ საერთო გეგმის ყოველი დეტალის გათვალისწინება, ერთმანეთის მოქმედების ცოდნა და ამ ცოდნის საფუძველზე მოქმედება ცალსახად მიგვანიშნებს თანაამსრულებელთა საერთო მიზნის ერთობლივ შეთანხმებაზე და საერთო გეგმაზე.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ა--------–-–---ზე და ზ------------–--------ზე თავდასმის დროს, რ-–---------------ი იმყოფებოდა სხვა პირებთან ერთად და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
ბინაში უკანონო შეღწევა:
კანონმდებელი ცალკე დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს ქმედებას ჩადენილს ბინაში უკანონო შეღწევით, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც წესი ბინა არის ადგილი, სადაც ადამიანი თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს, ამასთან ბინაში დანაშაულის ჩადენას ახასიათებს ქმედების მართლწინააღმდეგობის მაღალი ხარისხი, ბინაში შეღწევა საჭიროებს დამატებით მობილიზებას და დანაშაულს მეტი ორგანიზებულობით გამოარჩევს. შეღწევასთან დაკავშირებით კი მნიშვნელოვანია დადგინდეს, რომ ბინაში შესვლა არ არის დაზარალებულის ნების გამოვლინების შედეგი და დამნაშავე მასთან ნებაყოფლობით არ იმყოფება, ამასთან რა ფორმით ხდება შეღწევა, კარის და ფანჯრის დაზიანების თუ სხვა გზით, მნიშვნელოვანია არა ქმედების კვალიფიკაციისთვის, არამედ ქმედების საშიშროების შეფასების თვალსაზრისით, არსებითია, რომ პირმა გადალახოს სამართლებრივი აკრძალვა ბინაში შეღწევის მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ა--------–-–---ზე თავდასხმა განხორციელდა მის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ--------------------------------------------ში და რ-–---------------მა, თანამზრახველებთან ერთად ბინაში შეაღწიეს, რაც გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, დასტურდება შ/ადგილის დათვალიერების ოქმით და ოდოროლოგიური ექსპერეტიზის დასკვნით.
ამდენად, სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა რ-–---------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან დამაჯერებელია და აშკარად უთითებს მათ მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც რ-–---------------ის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
რ-–---------------ს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფარგლებს - არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშ---ს რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშ---ს პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულების ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ რ-–---------------ს, სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში. სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
რ-–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ-–---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა რ-–---------------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–----------------იდან.
3. რ-–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმეზე დართული ნივთების: (თ-----------------ის ავტომანქანა, ჰ------------- - რომელიც გაჩერებულია რ---------------–-----------------–--------------------------------------------------------------------------ა; დაზარალებულ ზ------------–--------ს სისხლის ნიმუში - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში; დაზარალებულ ა--------–-–---ის სისხლის ნიმუში - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში; ანაწმენდი მუქი ფერის ლაქებით, ამოღებული შესასვლელი კარის იატაკის ზედაპირიდან პაკეტი N1 - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში; ანაწმენდი შესასვლელი ოთახის კედლიდან, პაკეტი N8 - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში; ნაჭრის ზოლიანი პირსახოცი, მასზე არსებული მუქი ლაქებით, პაკეტი N9 - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში;ანაწმენდები წებოვანი ლენტის ხვეულადან აღებული ბოჭკოს ნაწილაკები - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში; ს---------–---ის ტანსაცმელი - შ---------------------–--–--------------------------------–--–------–ი - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში; ს---------–---ის ბიოლოგიური (ნერწყვის) მასალა - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში; ს-----------–---ის ტანსაცმელი - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში; ს-----------–---ის ბიოლოგიური (ნერწყვის) მასალა - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში; თ-----------------ის ტანსაცმელი - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში; თ-----------------ის ბიოლოგიური (ნერწყვის) მასალა, - გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში; რ-–---------------ის ბიოლოგიური (ნერწყვის) მასალა, გაგზავნილია საექსპერტო კვლევისათვის ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში; თ-----------------ის მობილური ტელეფონი - ინახება რ---------------–-----------------–--ში; რ-–---------------ის მობილური ტელეფონი - ინახება რ---------------–-----------------–--ში; ს---------–---ის მობილური ტელეფონი - ინახება რ---------------–-----------------–--ში; ს-----------–---ის მობილური ტელეფონი - ინახება რ---------------–-----------------–--ში; ხელის კვლები შემთხვევის ადგილიდან - ინახება რ---------------–-----------------–--ში; წებოვანი ლენტის ფრაგმენტები, ამოღებული შემთხვევის ადგილიდან, ინახება რ-------ის საქალაქო სამმართველოში) საკითხი გადაწყდეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რ-------ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მადონა მაისურაძე