გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 100210119002941962
#2/147-19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24.09.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელეები: ბა------ კ-----ძე, ფრ------ აბ-----
წარმომადგენელი: ირ---–- წი--–------, და---- ტა------ე, გი------ ბა---–--ე.
მოპასუხეები: შა-–-- ენ-----ე, მი----– გუ-----–ი, ივ--- ფა--------ე, მი----– სი----ე
წარმომადგენელი: ა-–- კა---------, მა----- გო-----–---–-, მა-- მა------–-–---–ი.
დავის საგანი: საზოგადოების პარტნიორების გარიცხვა, წილების გადანაწილება.
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართეს მოსარჩელეებმა ფრ------ აბ-----მ (პ/ნ 3----------) და ბა------ კ-----ძემ (პ/ნ0----------), მოპასუხეებად მიუთითეს მი----– სი----ე (პ/ნ 3----------), მი----– გუ-----–ი (3----------), შა-–-- ენ-----ე (პ/ნ 0----------), ივ--- ფა--------ე(პ/ნ0----------). მოსარჩელეები ითხოვენ აღიარებული იქნას 2019 წლის 05 აპრილის შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს პარტნიორთა კრების ოქმით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, პარტნიორები მი----– სი----ე, მი----– გუ-----–ი, შა-–-- ენ-----ე, ივ--- ფა--------ე გარიცხული იქნან შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს პარტნიორებიდან და მათი კუთვნილი წილები აღირიცხოს მოსარჩელეების საკუთრებაში მათი წილების პროპორციულად, კერძოდ, ბა------ კ-----ძის სახელზე აღირიცხოს შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს 50,595 % წილი და ფრ------ აბ-----ს სახელზე აღირიცხოს შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს 49,405 % წილი.
1.2. მოსარჩელეები სარჩელში მიუთითებენ, რომ მოსარჩელეები და მოპასუხეები არიან შპს „ კ----–-------------–--„-ს (შემდგომში „კომპანია“) პარტნიორები. შპს „ კ----–-------------–--“ დაფუძნებულ იქნა კომპანიის დირექტორის და პარტნიორის ბა------ კ-----ძის ინიციატივით.
კომპანიის შექმნას ჰქონდა ორი ძირითადი მიზანი: პირველი, კომპანიას უნდა მოეწესრიგებინა საჩხერეში საწარმოო პროცესი, უნდა შექმნილიყო სათანადო ინფრასტრუქტურა. მოწესრიგებულიყო გზები, შეძენილი ყოფილიყო ტექნიკა სამუშაოს უკეთ კოორდინაციისათვის, სასწორი ნედლეულის ოდენობის ზუსტად განსაზღვრის და დოკუმენტაციის სწორად შედგენის მიზნით და ა.შ. კომპანიას, აგრეთვე, უნდა მოეწესრიგებინა სამუშაო პროცესი და გრაფიკი იმგვარად, რომ მოსახლეობა ნაკლებად შეწუხებულიყო ნედლეულის გადაზიდვის დროს გამოწვეული ხმაურითა და მტვერით.
კომპანიის დაფუძნების მეორე მიზანი იყო თბილისში სარეალიზაციო პუნქტის შექმნა, მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, კომპანიის ცნობადობის ამაღლება, მოწოდებული ქვიშის სარეალიზაციო ბაზრების მოძიება გაფართოება, აღურიცხველი საქონლის რეალიზაციის პრევენცია შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის შეძენის გზით და ა.შ.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მოპასუხეებმა მათივე კუთვნილი და კონტროლირებადი კომპანიების სახელით დადეს ხელშეკრულებები შპს „კ----–-------------–--“-სთან ნედლეულის ექსკლუზიურად მიწოდების თაობაზე. მიწოდების ხელშეკრულებების თანახმად, მომწოდებლები კისრულობდნენ ვალდებულებას მიეწოდებინათ ქვიშა კომპანიისათვის მოთხოვნილი ოდენობით. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მიწოდება განხორციელებულიყო მოსარჩელის მოთხოვნილი ოდენობით და ნედლეულის წონაც უნდა ყოფილიყო ზედნადებში დაფიქსირებული ოდენობის შესაბამისი.
მოპასუხეები ხელს უშლიან შპს „კ----–-------------–--“-ს სამეწარმეო საქმიანობაში. მოპასუხეები დაუპირისპირდნენ კომპანიის მენეჯმენტს და უკანონოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობენ წესდების შეცვლას და დირექტორის გათავისუფლებას. მოპასუხეებმა ორჯერ სცადეს წესდებაში გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა, რათა მისცემოდათ შესაძლებლობა განეხორციელებინათ დანარჩენი 2 პარტნიორისათვის (მოსარჩელეებისათვის) საზიანო მოქმედებები. საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა რეგისტრაციის განაცხადი, ვინაიდან, განაცხადი ეწინააღმდეგებოდა წესდებას.
მოპასუხეები რეგულარულად ახდენდნენ ზედმეტად დატვირთული აღურიცხავი ქვიშის რეალიზაციას, რითაც ერთის მხრივ არღვევდნენ ხელშეკრულებას და მეორეს მხრივ მიზანმიმართულად ხელს უშლიდნენ კომპანიის ზემოაღნიშნული მიზნების განხორციელებას. მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხეებმა რომლებიც პირადად არიან მომწოდებლების მფლობელები, განზრახ დაარღვევინეს ხელშეკრულება მომწოდებლებს შპს „ კ----–-------------–--“-სთან. მათ, ერთობლივად, ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, 2018 წლის 19 სექტემბერს გაუგზავნეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილი კომპანიას და ამავე დღეს დაიწყეს კონკურენტი საწარმოს ფუნქციონირება. დღემდე ნაცვლად კომპანიისა, ისინი ხელშეკრულების დარღვევით, ნედლეულს აწოდებენ მათ მიერ ამისთვის სპეციალურად შექმნილ კონკურენტს - შპს „ ს-------------–--„. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების დარღვევა უკანონო იყო, დადგენილია საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ. მოპასუხეებმა როგორც ჩანს განიზრახეს შპს „კ----–-------------–--“-ს გაკოტრება და ამ მიზნით ყველანაირად ხელს უშლიან მას საქმიანობაში.
ამდენად, კონკურენტი საწარმოს დაფუძნება, ქვიშის მიწოდების შეწყვეტა, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების დარღვევით აღნიშნული ახალი საწარმოსთვის ინტერესების საზიანოდ, სხვა არაფერია თუ არა საბოტაჟი კომპანიის გასაკოტრებლად და ბაზრიდან გასაქრობად.
დარჩენილმა ორმა კეთილსინდისიერმა პარტნიორმა რომ შეძლოს სამეწარმეო საქმიანობის ჩვეულებისამებრ განხორციელება საჭიროა იმ პარტნიორების გარიცხვა, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ კომპანიას.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეები არ ეთანხმებიან, რადგან არ არსებობს საფუძველი, რის გამოც, მოსარჩელეები ითხოვენ მოპასუხეთა გარიცხვას კომპანიიდან; ხმის უფლების ჩამორთმევა ოთხივე პარტნიორისთვის ერთდროულად ეწინააღმდეგება კანონს და მოქმედ წესდებას. შესაბამისად, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგოა. მოპასუხეთა პოზიციით პარტნიორის გარიცხვა არის მისი ნების საწინააღმდეგო უკიდურესი ღონისძიება, რაც დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობების განხორციელებისას.
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს საზოგადოებიდან პარტნიორთა გარიცხვა და მათი წილების მოსარჩელეთა სახელზე აღრიცხვა. მოთხოვნის საფუძვლად წარმოდგენილია პარტნიორთა კრების ოქმი, რომლის თანახმადაც, ორმა პარტნიორმა- ბა------ კ-----ძემ და ფრ------ აბ-----მ მიიღეს დანარჩენი ოთხი პარტნიორის მიხელი სი----ის, მი----– გუ-----–ის, ივ--- ფა--------ის და შა-–-- ენ-----ის გარიცხვის გადაწყვეტილება მათთვის კენჭისყრაში ხმის უფლების ერთდროულად ჩამორთმევით, რაც კანონსაწინააღმდეგოა. დაუსაბუთებელია პარტნიორთა გარიცხვის საფუძველი, დარღვეულია მათი გარიცხვის პროცედურა. კრების მიერ თითოეული პარტნიორის გარიცხვის საკითხი უნდა განხილულიყო დამოუკიდებლად, მის მიერ კომპანიისთვის მიყენებული ზიანის დასაბუთებით მხოლოდ კონკრეტული და არა, ოთხივე პარტნიორისთვის ხმის უფლების ჩამორთმევით. გარიცხვის შესახებ სასარჩელო წარმოებისას, სასამართლო ამოწმებს, რამდენად კეთილსინდისიერად გამოიყენეს პარტნიორებმა გარიცხვის უფლება, ხომ არ იყო მათი გადაწყვეტილება მოტივირებული პარტნიორთა ცალკეული ჯგუფის პირადი ინტერესებით, პირადი სარგებლის ან ქონებრივი უპირატესობის მოსაპოვებლად. სწორედ აღნიშნული გარემოებაა სახეზე, რადგანაც მოსარჩელეები, რომელთა შორის კომპანიის დირექტორი ბა------ კ-----ძეცაა, ცდილობენ აღნიშნული არაკეთილსინდისიერი გზით „ჩამოიშორონ“ მოპასუხეები, კომპანიაზე სრული კონტროლის უფლება მოიპოვონ და მიითვისონ მოგება. შესაბამისად, მარტივი გზით განიზრახეს უმრავლესობის მქონე პარტნიორები ხმათა უმცირესობით, კანონის უგულებელყოფით გაერიცხათ შპს „კ----–-------------–--“-დან.
მოპასუხეთა აზრით სახეზეა აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--„ რეგისტრირებულია 2017 წლის 24 თებერვალს ს/ნ 4--------. მოცემული საწარმოს დირექტორია ბა------ კ-----ძე. საწარმოს პარტნიორები არიან: ბა------ კ-----ძე 17 % , მი----– სი----ე 16,6 % , შა-–-- ენ-----ე 16,6%, ივ--- ფა--------ე 16,6 %, მი----– გუ-----–ი 16,6 %, ფრ------ აბ----- 16,6 %.
დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ჯ---------–-“ რეგისტრირებულია 2008 წლის 24 ნოემბერს, ს/ნ2--------. პარტნიორები არიან თე--------- ჭი------ა 33 %, ან------ ფა--------ე 33%, მი----– სი----ე 34%. საწარმოს დირექტორია მი----– სი----ე.
დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ი----------–------–-“ რეგისტრირებულია 2013 წლის 29 იანვარს ს/ნ 4--------. პარტნიორები არიან მი----– გუ-----–ი 50% და გი------ გუ-----–ი 50%. საწარმოს დირექტორია მი----– გუ-----–ი.
დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,მ–------–------ „ რეგისტრირებულია 2015 წლის 23 აპრილს ს/ნ 4--------. პარტნიორები არიან მა-- ხუ--–--–--- 50% და ივ--- ფა--------ე 50%. საწარმოს დირექტორია ან------ ფა--------ე.
დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,G-------“-ს რეგისტრირებულია 2013 წლის 07 თებერვალს ს/ნ 4--------. პარტნიორები არიან მა----- დე-------ე, 40% და ივ--- ფა--------ე 30%, ალ---------- სი----ე 30% საწარმოს დირექტორია მა----- დე-------ე.
დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ზ--------------“ რეგისტრირებულია 1996 წლის 6 მაისს ს/ნ2--------- საწარმოს 100 პროცენტიანი წილის მფლობელია ზ---- ენ-----ე. საწარმოს დირექტორები არიან ზ---- ენ-----ე და ან----- ენ-----ე. დადგენილი ფაქტია, რომ მოპასუხე შა-–-- ენ-----ე და ზ---- ენ-----ე არიან ნათესავები -ბიძაშვილები. აღნიშნულს ადასტურებენ მოპასუხე შა-–-- ენ-----ის წარმომადგენლები.
დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,ს------------–-“ რეგისტრირებულია 2018 წლის 25 ივნისს ს/ნ 4--------. პარტნიორები არიან მი----– გუ-----–ი 25% , ზ---- ენ-----ე 25 % მი----– სი----ე 50 %. დირექტორია გი------ გუ-----–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რეესტრის ამონაწერები (ტ.1.ს.ფ.132, 145,157, 159, 161,163, 164 . ტ2. ს.ფ51-52 ტ. 3. ს.ფ. 55-56. ტ4. ს.ფ.51-52).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია რომ, 2017 წლის 16 ივნისს შპს „კ----–-------------–--“-ს და შპს „ჯ---------–-“ შორის დაიდო ქ--–-- ექსკლუზიურად მიწოდების ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გამყიდველის საკუთრებაში არსებული #1------ ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული და გადამუშავებული ნედლეულის, კერძოდ, კვარცმინდვრშპატიანი ქ--–-- (შემდგომში „ნედლეული“) ექსკლუზიურად მიყიდვა მყიდველისათვის. მყიდველი აუნაზღაურებს გამყიდველს შესყიდული ნედლეულის ღირებულებას ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ექსკლუზივის დარღვევისათვის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლო.
დადგენილია, რომ ანალოგიური შინაარსის და კონსტრუქციის ხელშეკრულება იქნა დადებული 2017 წლის 16 ივნისს შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-სა და შ.პ.ს. ,,G-------“-ს შორის, მხოლოდ ამ შემთხვევაში განსხვავებული იყო ლიცენზია და აღნიშნული ხელშეკრულების საგანი განსაზღვრული იყო შ.პ.ს. ,,G-------“-ის საკუთრებაში არსებული N1002589 ლიცენზიის ფარგლებში.
დადგენილია ასევე, რომ ანალოგიური შინაარსის და კონსტრუქციის ხელშეკრულება იქნა დადებული 2017 წლის 16 ივნისს შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-სა და შ.პ.ს. ,,მ–------–------ „-ს შორის, მხოლოდ ამ შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულების საგანი განსაზღვრული იყო შ.პ.ს. ,,მ–------–------„-ის საკუთრებაში არსებული N1002590 ლიცენზიის ფარგლებში.
საქმეში წარმოდგენილია ასევე 2017 წლის 16 ივნისის ანალოგიური შინაარსის და კონსტრუქციის ხელშეკრულება შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-სა და შ.პ.ს. ,, ი----------–------–„-ს შორის, თუმცა შ.პ.ს.,,ი----------–------–-„ სადაოდ ხდის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას და ზოგადად ხელშეკრულების არსებობას. N 0--------
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ხელმოწერები მი----– გუ-----–ის სახელით (ტექსტის სახით) განლაგებული: ხელშეკრულებაზე 2017 წლის 16 ივნისის თარიღით (მხარები ; შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“ დირექტორი ბა------ კ-----ძე-მყიდველი :შ.პ.ს. ,,ი----------–------–-“ დირექტორი მი----– გუ-----–ი-გამყიდველი) ყველა გვერდზე და ბოლო გვერდზე: გრაფაში : ,,მხარეთა ხელმოწერები“ შესრულებულია არა მი----– გუ-----–ის, არამედ სხვა პირის მიერ.
დადგენილია რომ, 2017 წლის 16 ივნისს შპს „კ----–-------------–--“-ს და შპს „ზ-------------“-ს შორის დაიდო ქ--–-- ექსკლუზიურად მიწოდების ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გამყიდველის საკუთრებაში არსებული #0---- ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული და გადამუშავებული ნედლეულის, კერძოდ, კვარცმინდვრშპატიანი ქ--–-- (შემდგომში „ნედლეული“) ექსკლუზიურად მიყიდვა მყიდველისათვის. მყიდველი აუნაზღაურებს გამყიდველს შესყიდული ნედლეულის ღირებულებას ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ექსკლუზივის დარღვევისათვის გათვალისწინებული არ არის პირგასამტეხლო.
დადგენილია რომ, ხელშეკრულების მხარეებმა (შ.პ.ს. ,,მ–------–------ „ -ის , შ.პ.ს. ,,ჯ---------–-“-ს , შ.პ.ს. ,,G-------“-ის, შ.პ.ს. ,,ზ-------------მა“) ხელშეკრულების ფარგლებში ქ--–-- მიწოდება დაიწყეს 2017 წლის 27 ივნისიდან და ქ--–-- მიწოდება შეწყვიტეს 2018 წლის 19 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან.
შ.პ.ს. ,,ს------------–-“, რომლის დამფუძნებელია მი----– გუ-----–ი, ზ---- ენ-----ე და მი----– სი----ე და დირექტორია გი------ გუ-----–ი 2018 წლის 20 სექტემბრიდან იგივე კონსტრუქციით, რაც მითითებულ ხელშეკრულებებშია ახორციელებს ქვიშის რეალიზაციას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 16 ივნისს ხელშეკრულება. (ს.ფ.26-32 ტომ 1).
- 2017 წლის 16 ივნისს ხელშეკრულება. (ს.ფ.33-40 ტომ 1).
- 2017 წლის 16 ივნისს ხელშეკრულება. (ს.ფ.41-50 ტომ 1).
- 2017 წლის 16 ივნისის ხელშეკრულება. (ს.ფ.51-58 ტომ 1).
- 2017 წლის 16 ივნისის ხელშეკრულება. (ს.ფ.59-62 ტომ 1).
-ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.110-114)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 5 სექტემბერს საჯარო რეესტრს მიმართა შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს პარტნიორმა მი----– გუ-----–მა და მოითხოვა საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია, კერძოდ წესდების 7.11 პუნქტის ცვლილება. საჯარო რეესტრის სააგენტოს 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით შეჩერებული იქნა სარეგისტრაციო წარმოება. ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს (ს/ნ4--------) პარტნიორთა კრების ოქმი, რომელსაც ესწრებოდნენ კომპანიის 66,4 % წილის მესაკუთრეები -მი----– სი----ე , შა-–-- ენ-----ე , ივ--- ფა--------ე , მი----– გუ-----–ი. აღნიშნულ კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების თაობაზე, კერძოდ, წესდების 7 მუხლის 7.11. პუნქტის ცვლილება, რომლის საფუძველზეც მოხდა რეგისტრირებული უფლების ცვლილება. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს, კერძოდ, 7.11. პუნქტი ყალიბდებოდა შემდეგნაირად: ,,პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება ხმების საერთო რაოდენობის 65%. მარეგისტრირებელი ორგანოს პოზიციით აღნიშნული გადაწყვეტილება ცვლის პარტნიორის რეგისტრირებულ უფლებას. შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ წარმოსადგენია კანონის შესაბამისად, შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია. აღნიშნულის გამო, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო, შეჩერების ვადაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო შეწყდა წარმოება 2018 წლის 24 ოქტომბერს.
აღნიშნული სახის განცხადება მი----– გუ-----–ის მიერ შეტანილი იქნა ასევე 2018 წლის 11 ივლისს, რომელიც შეჩერებული იქნა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2018 წლის 11 ივლისს, ხოლო 2018 წლის 20 აგვისტოს შეწყვეტილი იქნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კრების ოქმი და განცხადება (ს.ფ.178-179 ტომ. 7).
- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ (ს.ფ.169-170)
- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ (ს.ფ.171)
- გადაწყვეტილებები და განცხადება (ს.ფ.186-190)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. საქმეში წარმოდგენილია წერილი, რომლის შინაარსსაც მხარეები არ უარყოფენ. აღნიშნულ წერილის ავტორები არიან მი----– სი----ე, მი----– გუ-----–ი, ივ--- ფა--------ე და შა-–-- ენ-----ე, ხოლო ადრესატია შ.პ.ს.,,კ----–-------------–--“-ს დირექტორი -ბა------ კ-----ძე. წერილის თანახმად, ავტორები ითხოვენ დირექტორმა გადასცეს მათ-პარტნიორებს მომხმარებელი და პაროლი. მეტი სანდოობისათვის შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დაამატოს ქვემომხმარებელად, რომელსაც წვდომა ექნება დეკლარაციის წაკითხვაზე და ყველა სხვა ფუნქცია მათთვის იქნება შეზღუდული. ავტორები გამოთქვავენ შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ მიუხედავად რამდენჯერმე თხოვნისა დირექტორი არ იძლევა ინფორმაციას ბანკის სრული ამონაწერისა და ორგანიზაციის ვებგვერდის პაროლის თაობაზე. ავტორების პოზიციით შეგნებულად ხდება დროის გაჭიანურება, საზოგადოების მართვა ხორციელდება არაკეთილსინდისიერად და მათ ადგებათ ზარალი. გამომდინარე აქედან, თუ 2018 წლის 19 სექტემბრის 19 საათამდე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა, ის ორგანიზაციები, რომლის წარმომადგენლებიც ისინი არიან დაუყოვნებლივ წყვეტენ შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-სთან თანამშრომლობას, კერძოდ, ქ--–-- მიწოდებას. წერილებით, ასევე, დასტურდება მოპასუხე პარტნიორებსა და დირექტორ ბა------ კ-----ძეს შორის არსებული სადაო ურთიერთობების რეგულაციები. დადგენილია, რომ დირექტორსა და მოპასუხე პარტნიორებს შორის არსებობდა დავა გარკვეული სახის ინფორმაციის მათ შორის საბალანსო უწყისის სხვადასხვა პუნქტების შინაარსის, მოგება-ზარალის უწყისის სხვადასხვა პუნქტების შინაარსის მიუწოდებლობასთან დაკავშირებით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი(ს.ფ.196ტ1)
-კრების ოქმი(ს.ფ.240ტ1)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით, რომელიც ჩატარებულია შ.პ.ს. ,,თ----–--------–------“-ის მიერ გაანგარიშებულია საპროგნოზო მაჩვენებლები, სადაც მითითებულია ფაქტობრივად 12 თვის განმავლობაში მოსარჩელის და მოპასუხეთა ფინანსური გაანგარიშება, კერძოდ, შპს „კ----–-------------–--“-სთან (ს/ნ 4--------) (შემდგომში „კომპანია“ ან/და „დამკვეთი“) 2018 წლის 01 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „თ----–--------–------“- (შემდგომში „შემსრულებელი“ ან/და „აუდიტორი“) განახორციელა კომპანიის შემდეგი მონაცემების დამუშავება და ანალიზი:
· მოწოდებული ქვიშის თვითღირებულება;
· კომპანიის წმინდა მოგება;
ზემოთ აღნიშნული მონაცემების საფუძველზე 2017 წლის 24 თებერვლიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში კომპანიის წმინდა მოგებამ შეადგინა 707,514 ლარი, ხოლო მოწოდებული ქვიშის ღირებულებამ - 3,654,291 ლარი, კერძოდ:
კომპანიის დასახელება ქვიშის თვითღირებულება შეწონილი წმინდა მოგება
შპს ზ-------------- 357,705 75,555
შპს G------- 345,652 65,321
შპს ჯ---------–- 538,133 104,393
შპს ი----------–------–- 499,329 93,551
შპს მ–------–------ 155,430 31,772
შპს კ-------- 644,407 124,591
ი.მ. ფ------------------- 59,038 11,915
შპს ქ--–-- კ-------- 170,117 45,316
სს დ-------------–--------–---------------- 677,994 128,053
შპს კ----–- 206,427 27,036
შპს მ–------–-- 60 10
ჯამი 3,654,292 707,513
შეწონილი წმინდა მოგება გამოთვლილია შემდეგნაირად: კომპანიის წმინდა მოგება, 2017 წლის 24 თებერვლიდან 2018 წლის 30 ივნისამდე, შეწონილი საშუალოს გამოთვლის პრინციპით გადანაწილებულია ქვიშის მომწოდებლის მიერ მოწოდებული პროდუქციის თვითღირებულებაზე. აღნიშნული პრინციპით ვიგებთ თითოეული კომპანიის მიერ მოწოდებულმა ნედლეულმა წმინდა მოგების რა წილი შექმნა.
აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად განვახორციელეთ პროგნოზი იმისა, თუ რა იქნებოდა კომპანიის ჯამური წმიდა მოგება და მომწოდებელ კომპანიებზე გადანაწილებული შეწონილი წმინდა მოგება 2040 წლის 01 იანვრამდე.
· თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანიამ რეალიზაცია ფაქტობრივად დაიწყო 2017 წლის ივლისში და მან 2018 წლის ივნისის ბოლომდე დააგროვა 707,514 (შვიდას შვიდი ათას ხუთას თოთხმეტი) ლარი წმინდა მოგება. შენიშვნა: 2017 წლის ივნისის თვეში მთლიანი რეალიზებული საქონლის თვითღირებულება იყო 1224 ლარი და რადგან აღნიშნული რიცხვი უმნიშვნელოა კომპანიის შემოსავლებში იგი გამოთვლის დროს უგულებელვყავით. ასევე, უმნიშვნელოა შპს „მ–------–---“-ისგან შესყიდული ქვიშის თვითღირებულებაც და ისიც უგულებელვყავით;
· თუ დავუშვებთ რომ 2018 წლის 30 ივნისის შემდგომ ყოველ მომდევნო 12 თვეში საშუალო წმინდა მოგება 2040 წლის პირველ იანვრამდე კომპანიას ექნებოდა იგივე ანუ 707,514 (შვიდას შვიდი ათას ხუთას თოთხმეტი) ლარი;
· თუ დავუშვებთ რომ მომწოდებლები იგივე პროპორციით მიაწვდიდნენ ნედლეულს 2040 წლის პირველ იანვრამდე.
აღნიშნული დაშვებებით გამოთვლილი პროგნოზირებული მონაცემები იქნება შემდეგი:
კომპანიის დასახელება ქვიშის თვითღირებულება შეწონილი წმინდა მოგება
შპს ზ-------------- 7,690,658 1,624,433
შპს G------- 7,431,518 1,404,402
შპს ჯ---------–- 11,569,860 2,244,450
შპს ი----------–------–- 10,735,574 2,011,347
შპს მ–------–------ 3,341,745 683,098
შპს კ-------- 13,854,751 2,678,707
ი.მ. ფ------------------- 1,269,317 256,173
შპს ქ--–-- კ-------- 3,657,516 974,294
სს დ-------------–--------–---------------- 14,576,871 2,753,140
შპს კ----–- 4,438,181 581,274
ჯამი 78,565,988 15,211,315
მხარეები ადასტურებენ, რომ ფაქტობრივად ქვიშის მიწოდება ხელშეკრულების შესაბამისად დაიწყო 2017 წლის 28 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
- აუდიტის დასკვნა(ს.ფ. 87-131 ტ.1)
3.2.6. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--„-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შ.პ.ს.,,G-------”-ს შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრა 125321 ლარის გადახდა. შ.პ.ს.,,ჯ---------–-”-ს შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრა 194 393 ლარის გადახდა. შ.პ.ს.,,მ–------–------”-ს შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრა 61772 ლარის გადახდა . შ.პ.ს. ,,ი----------–-----–-“-ს მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ორივე მხარის მიერ სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული აღნიშნული გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება(ს.ფ.262)
- მხარეთა განმარტებები.(იხ.ოქმი11.022019წ)
3.2.7. შ.პ.ს.,,კ----–-------------–--“-ს 2019 წლის 05 აპრილს ხელმოწერილი 2018 წლის 31 ოქტომბერს გამართულ პარტნიორთა კრებაზე განხილული იქნა მესამე საკითხად კომპანიისათვის მიყენებული ზიანისა და მიზანმიმართულად შექმნილი მძიმე ვითარების გამო, კომპანიის პარტნიორების-მი----– სი----ის, ივ--- ფა--------ის, შა-–-- ენ-----ის და მი----– გუ-----–ის გარიცხვა. კრებაზე ბა------ კ-----ძისა(16,6 % ) და ფრ------ აბ-----ს(17%) მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მი----– სი----ის, ივ--- ფა--------ის, მი----– გუ-----–ის, შა-–-- ენ-----ის საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვის თაობაზე. მოცემული გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ მიუღიათ მი----– სი----ეს, ივ--- ფა--------ეს, მი----– გუ-----–ს, შა-–-- ენ-----ეს. გადაწყვეტილება.
სხდომაზე პარტნიორების გარიცხვის მიზეზად მითითებულია ის, რომ პარტნიორები მოქმედებდნენ ერთობლივად და ერთობლივად აყენებენ ზიანს კომპანიას. პარტნიორები -ფრ------ აბ----- და ბა------ კ-----ძე ერთობლივი მოქმედებებით პარტნიორებისათვის ზიანის მიყენების გამო ყველა პარტნიორი ერთად გარიცხეს კომპანიიდან. ოქმში მითითებული არ არის კონკრეტულ სამართლებრივ საფუძვლებზე და კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კრების ოქმი(ს.ფ.296)
- მხარეთა განმარტებები.(იხ.ოქმი11.022019წ)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი გარემოებები და მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. სასამართლოს მიერ გასარკვევი იყო მიაყენეს თუ არა მოპასუხეებმა შეუქცევადი ზიანი საწარმოს თავიანთი მოქმედებებით და იმსახურებენ თუ არა აღნიშნული ქმედებებისათვის საწარმოს პარტნიორობიდან გარიცხვას. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები ზოგ შემთხვევაში დაკავშირებულია არა მოპასუხეებთან, არამედ იმ ხელშეკრულებაში მონაწილე იურიდიულ პირებთან, სადაც ისინი პარტნიორები არიან. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება დამოუკიდებლად აგებს მესამე პირებთან ურთიერთობაში და პარტნიორების პასუხისმგებლობა მოცემული ხელშეკრულებაში ცალკე ვერ განისაზღვრება . რაც შეეხება პარტნიორების ქმედებებს შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს მართვის კუთხით (წესდების ცვლილება და დირექტორთან ურთიერთობები) სრულად შეესაბამება პარტნიორთა უფლება მოვალეობების ფარგლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის , მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საზოგადოების წესდება წარმოადგენს გარიგებას და მასში მითითებული შეთანხმებები პარტნიორებისათვის სავალდებულოა.
6.2. ,,მეწარმეთა შესახებ „ საქართველოს კანონის მე- 91 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად თუ გადაწყვეტილება შეეხება საზოგადოებასა და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, მაშინ ამ პარტნიორს ხმის უფლება არა აქვს.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხზე ბ) იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებას დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე აქვს დირექტორის ან/და პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს;
ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის დარღვევითაა მიღებული პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის თაობაზე, რადგან ერთობლივად ე.ი. ოთხივე პარტნიორს ერთად უყარეს კენჭი პარტნიორობიდან გარიცხვის თაობაზე, როცა თითოეულზე ცალ-ცალკე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება. ერთმნიშვნელოვანია, რომ დაიკარგა და დაირღვა იმ პარტნიორის ხმის უფლება, რომელსაც ცალკე კენჭის ყრის დროს არ ეხებოდა პროცედურა.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს შემდეგ ძირითად ფაქტობრივ გარემოებებზე: ა) 2017 წლის 16 ივნისს შპს „ კ----–-------------–--“-ს მიერ დადებული ზემოთ მითითებული ქ--–-- ექსკლუზიურად მიწოდების ხელშეკრულებები; ბ) მოსარჩელის პოზიციით ქ--–-- მომწოდებლის ბენეფიციარები არიან ამავდროულად მოსარჩელის შპს „კ----–-------------–--„-ს პარტნიორები; გ) შპს „კ----–-------------–--“-ს დაფუძნებამდე ქ--–-- მომპოვებელი კომპანიები ვერ ახერხებდნენ მოეწესრიგებინათ საქმიანობა; დ) შპს „კ----–-------------–--„ გახდა ცნობადი ბაზარზე და იგი ნელ-ნელა ყალიბდებოდა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობად და წარმატებულ ქ--–-- რეალიზატორად; ე) ხელშეკრულების დადებამდე გარდა იმისა რომ მოწესრიგებული არ იყო გაყიდვების სისტემა და მენეჯმენტი, პრობლემები არსებობდა ნედლეულის მოპოვების ან წარმოების ადგილებზეც; ვ) მოპასუხეები ხელს უშლიან კომპანიას სამეწარმეო საქმიანობაში; მოპასუხეები დაუპირისპირდნენ კომპანიის მენეჯმენტს და უკანონოდ, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობენ წესდების შეცვლას და დირექტორის გადაყენებას; ზ) მათ წესდების დარღვევით, ორჯერ სცადეს დირექტორის გადაყენება თუმცა საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა რეგისტრაციის განაცხადი, ვინაიდან, განაცხადი ეწინააღმდეგებოდა წესდებას და კანონმდებლობას; თ) მოპასუხეების ზიანის მომტანმა ქმედებებმა, მათ შორის მათ მიერ კონტროლირებული კომპანიების მიერ ერთობლივად, განზრახ ზიანის მიყენების მიზნით ხელშეკრულებების უხეშმა დარღვევამ კომპანიას მიაყენა ზიანი, რომლის ოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
6.4.დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა უკიდურესი ღონისძიებაა, რაც დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და ის უნდა ეფუძნებოდეს გასარიცხი პარტნიორის კანონისა და საზოგადოების ინტერესების აშკარად საწინააღმდეგო ქმედებას (სუსგ # ას-812-1099-2009, 09.11.2009).
6.5.მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.
მოსარჩელის პოზიცია 2017 წლის 16 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში ხელშეკრულების შეწყვეტის გამო პარტნიორების მიერ შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-სათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით შეუსაბამოა მითითებულ ნორმასთან. პარტნიორების გარკვეული კავშირები ხელშემკვრელ საწარმოებთან არსებობს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი პასუხისმგებლობა ამ კავშირებით (თუნდაც ნათესაური ) განისაზღვრება. საკანონმდებლო რეგულაცია ზიანზე პასუხისმგებელ პირებს განსაზღვრავს და ეს პირები ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეები-პარტნიორები არ არიან. 2017 წლის 16 ივნისს შპს „კ----–-------------–--“-ს მიერ დადებული ქვიშის ექსკლუზიურად მიწოდების ხელშეკრულებში არსებულ ნებისმიერ ურთიერთობაზე პასუხისმგებელნი არიან ხელშემკვრელი მხარეები.
6.6.,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით).
ამავე მუხლის მეორე პუნქტით წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორთა ხმის უფლება ან/და პარტნიორთა შორის მოგების/ზარალის განაწილება არ არის მათი წილების პროპორციული.
ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დირექტორებმა პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ მას ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ და ნება დართონ, გაეცნოს საზოგადოების წიგნებსა და ჩანაწერებს.
მეწარმეთა კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეთა ქმედებები (ინფორმაციის მოთხოვნა, დირექტორის გადაყენების პროცედურა, წესდების შეცვლის პროცედურა და სხვა) შესაბამისობაშია წესდებით და კანონით განსაზღვრულ საზოგადოების პარტნიორების უფლებებთან და მოვალეობებთან.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, ის პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს მიმართ მოპასუხეთა მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი არ არსებობს. რაც შეეხება 2017 წლის 16 ივნისის ხელშეკრულების შეწყვეტასთან ზიანის მიყენების ფაქტს , საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შ.პ.ს. ,,G-------”-ს შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრა 125321 ლარის გადახდა. შ.პ.ს.,,ჯ---------–-”-ს შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრა 194 393 ლარის გადახდა. შ.პ.ს.,,მ–------–------”-ს შ.პ.ს. ,,კ----–-------------–--“-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისრა 61772 ლარის გადახდა . შ.პ.ს. ,,ი----------–-----–-“-ს მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ორივე მხარის მიერ სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული აღნიშნული გადაწყვეტილება.
6.8.ამდენად სახეზე არ არის ის განსაკუთრებული შემთხვევა, რის გამოც პარტნიორები უნდა გაირიცხონ შ.პ.ს.,,კ----–-------------–--“-ს პარტნიორობიდან.
6.9. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სარეზოლუციო ნაწილი :
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბა------ კ-----ძის და ფრ------ აბ-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი