გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.10.2019
საქმის ნომერი
140210019003065561
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210019003065561

საქმე №2/932-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

მოსარჩელე - გ------------–----–---------------

წარმომადგენელი - გ------------------–---–ი, ნ--------------ი

მოპასუხე - თ--------–--–---–ი

დავის საგანი: საიჯარო ქირის დაკისრება, ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე თ--------–--–---–ს მოსარჩელე გ------------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი საიჯარო ქირის სახით - 308 ლარის და პირგასამტეხლოს გადახდა 3200 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე გორის მუნიციპალიტეტსა და თ--------–--–---–ს შორის 2018 წლის 25 მაისს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება ორი წლის ვადით. მოიჯარეს სარგებლობაში გადაეცა ქ. გ----–--------–-----------------ის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული 4.78 კვ.მ ფართის მაღაზია №10 (ს/კ: 66.45.18.148). მოიჯარე ვალდებული იყო გადაეხადა საიჯარო ქირა, რომლის ოდენობა ყოველთვიურად შეადგენდა 44 ლარს. მოიჯარე სისტემატიურად არღვევდა იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, არ იხდიდა იჯარის საფასურს, რის გამოც დაუგროვდა დავალიანება 1488 ლარის ოდენობით, საიდანაც 338 ლარი არის 7 თვის ქირა, 1150 ლარი პირგასამტეხლო. ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე გადაწყდა, რომ მომხდარიყო მოიჯარისათვის დაკისრებული დავალიანების გადანაწილება. აღნიშნული საფუძვლით, 2019 წლის 28 მარტს მოიჯარე გამოცხადდა გორის მუნიციპალიტეტისა მერიაში, თუმცა უარი განაცხადა შეთანხმების აქტის ხელმოწერაზე.

 

მოსარჩელე მხარემ მოსამზადებელ ეტაპზე გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის 3508 ლარის დაკისრება, საიდანაც 308 ლარი არის 7 თვის საიჯარო ქირა, ხოლო 3200 ლარი - პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მას საიჯარო ფართში მაღაზიის გახსნა სურდა, თუმცა ოჯახის წევრის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლო ამ ფართის გამოყენება, რაც მოსარჩელისათვის ცნობილი იყო და მას ხელშეკრულების თანახმად, შეეძლო 3 თვის შემდეგ შეეწყვიტა ხელშეკრულება, რაც არ გააკეთა. შესაბამისად, მან თანხმობა განაცხადა 3 თვის საიჯარო ქირის - 132 ლარის - გადახდაზე.

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ დააზუსტა შესაგებელში მითითებული პოზიცია, სარჩელი ცნო საიჯარო ქირის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო მთავარ სხდომაზე მიუთითა, რომ მან ხელშეკრულების გაფორმებამდე წინსწრებით გადაიხადა 144 ლარი, რაც ასევე უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საიჯარო ქირის ოდენობას (იხ. შესაგებელი და 02.10.2019წ. სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 25 მაისს გ------------–----–---------------სა და თ--------–--–---–ს შორის 2 წლის ვადით დაიდო იჯარის ხელშეკრულება. საიჯარო ქირა განისაზღვრა ყოველთვიურად 44 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მხარეთა ახსნა-განმარტებები;

_ 2018 წლის 25 მაისის საიჯარო ხელშეკრულება.

 

3.1.2. მოპასუხე თ--------–--–---–ის ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 144 ლარი, რომელიც გათვალისწინებული იყო იჯარის ხელშეკრულების მე-5 პუნქტით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მხარეთა ახსნა-განმარტებები (02.10.2019 წ. სხდომის ოქმი 11:28:37 სთ.);

_ 2018 წლის 25 მაისის საიჯარო ხელშეკრულება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 25 მაისის იჯარის ხელშეკრულებით დადგენილი იყო იჯარის ქირის გადახდის თარიღი, ყოველი თვის 25 რიცხი და ასევე საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება - არსებულ დავალიანებასთან ერთად გადაუხდელი ქირის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

_ 2018 წლის 25 მაისის საიჯარო ხელშეკრულება.

 

3.2.2. მოიჯარეს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართით არ უსარგებლია და არ გადაუხდია არცერთი თვის საიჯარო ქირა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

_ მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2.3. მოსარჩელემ 2018 წლის 21 დეკემბერს, 7 თვის შემდეგ შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის - განმარტება;

- გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 21 დეკემბრის №6022 ბრძანება.

 

3.2.3. მოპასუხის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირის დავალიანება შეადგენს 308 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა - განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, გ------------–----–--------------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თ--------–--–---–ს გ------------–----–--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საიჯარო ქირის გადახდა და ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით 154 ლარის გადახდა. ამასთან, მოპასუხეს გადახდილად უნდა ჩაეთვალოს 144 ლარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 581-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 420-ე, მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას დათქმულ ვადაში და დათქმული პირობებით არ ასრულებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ხელშეკრულება, ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე და საერთოდ, იმაზე, იქონიებს თუ არა ეს ურთიერთობა დასახულ შედეგებს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ------------–----–---------------სა და თ--------–--–---–ს შორის 2018 წლის 25 მაისს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალებანი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 25 მაისს გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, მოსარჩელემ მოპასუხეს (მოიჯარეს) გადასცა საიჯარო ფართი, ხოლო მოიჯარემ იკისრა ყოველთვიურად საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ გამხდა მათ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების კანონიერება, სადავო არ გამხდარა არც მეიჯარის მხრიდან საიჯარო ფართის გადაცემა, სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ მოიჯარის მხრიდან საიჯარო ქირა არ არის გადახდილი, სადავოა მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 25 მაისის ხელშეკრულების პირობები საიჯარო ქირის გადახდის შესახებ, მოიჯარის (მოპასუხის) მხრიდან არ შესრულდა, შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მხარეებს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

 

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალებები, რომელიც მიმართულია მოვალის იძულებისაკენ შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულება. სწორედ, ამ შედეგების აღკვეთის მიზნით, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობამ თუ არაჯეროვანმა შესრულებამ შეიძლება გამოიწვიოს, კანონმდებელი ითვალისწინებს სხვადასხვა ზომებს, რომლებიც ახდენენ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას და მისი შედეგების აღმოფხვრას. პირგასამტეხლოს ინსტიტუტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობაა 3200 ლარი, რასაც მოსარჩელე ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ აღნიშნული პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ვალდებულების დარღვევის პირველივე დღიდან.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------------–----–--------------ის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, გარდა იმისა, რომ არის დაუსაბუთებელი და გაუგებარი პრინციპით დაანგარიშებული, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არანეკლებ 5 ლარი - არის შეუსაბამო, როგორც საიჯარო ფართან, ისე თ--------–--–---–ის მიერ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საიჯარო ქირის ოდენობასთან იმდენად, რამდენადაც საიჯარო ქირა თვეში 44 ლარი და მისი გადაუხდელობისათვის პირგასამტეხლოს სახით თუნდაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველდღიურად 5 ლარი (საერთო ჯამში თვეში 150 ლარი), რაც სამჯერ და უფრო მეტად აღემატება ყოველთვიურ ქირას, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა განისაზღვროს 154 ლარით (თვეში 22 ლარი - საიჯარო ქირის ნახევარი.

 

გარდა ამისა, საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მოპასუხემ (მოიჯარემ) მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გადაიხადა ხელშეკრულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საგარანტიო თანხა 144 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოსარჩელე მხარემაც. აღნიშნული საგარანტიო თანხა ხელშეკრულების მიხედვით, ხელშეკრულების ვადის სრულად ამოწურვის შემთხვევაში ჩაითვლება იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო თვეების გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შემთხვევაში, თუ ვადამდე მოშლისათვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა მოიჯარის მიერ, საგარანტიო თანხას იტოვებს მეიჯარე პირგასამტეხლოს სახით.

 

აღნიშნული გარემოების და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ იჯარის ხელშეკრულების მოშლა გამოწვეული იყო მოიჯარის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობით (საიჯარო ქირის გადაუხდელობით), რის გამოც მას ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მოპასუხის პოზიციას ამ თანხის გადაუხდელი საიჯარო ქირის თანხაში ჩათვლის შესახებ სასამართლო ვერ გაიზიარებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დადებამდე გადახდილი 144 ლარი მოსარჩელე მხარემ მიიჩნია რა პირგასამტეხლოდ, მოპასუხეს მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოდან -154 ლარიდან გადახდილად უნდა ჩაეთვალოს 144 ლარი და გადასახდელად უნდა დარჩეს 10 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, საპროცესო კოდექსის 38-? ?????? „?“ , „?“, „?“ ?? „?“ ???????????? გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს პირველი ინსტანციით განიხილავენ მაგისტრატი მოსამართლეები, რა დროსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნახევრდება.

 

7.3. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასი 3508 ლარია, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული საქმე მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეს წარმოადგენს, შეადგენს 52.62 ლარს, ამდენად, მოსარჩელეს 47.38 ლარი ზედმეტად აქვს გადახდილი და უნდა დაუბრუნდეს. გარდა ამისა, მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 52 ლარი, ხოლო დანარჩენი 48 ლარიდან მოპასუხეს უნდა დაეკისროს 3 ლარის ანაზღაურება (დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად).

 

8. საპროცესო უზრუნველყოფა

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-14, 38-ე, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. გ------------–----–--------------ის სარჩელი თ--------–--–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე თ--------–--–---–ს მოსარჩელე ქ. გ------------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს იჯარის ქირის დავალიანების გადახდა 308 ლარის ოდენობით და ასევე პირგასამტეხლოს გადახდა 154 ლარის ოდენობით, ამასთან 154 ლარიდან გადახდილად ჩაეთავალოს 144 ლარი.

 

3. მოსარჩელე გ------------–----–---------------ს დაუბრუდეს 05/06/2019 წ. მის მიერ, შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადასახადო მოთხოვნა №00297), თათია ელიაშვილის საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 52 ლარი, დანარჩენი 48 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე თ--------–--–---–ს მოსარჩელე გ------------–----–--------------ის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელ;მწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროს 3 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი