გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3005373-2/32--19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
7 ოქტომბერი 2--9 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - რ---ზ თუ----–---–-
წარმომადგენელი - ც---ა მ---------ე
მოპასუხე - ბ---რ ჭ---------ე, ც-–--ო პე---–---–ი
დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეებს ბ---რ ჭ---------ეს და ც-–--ო პე---–---–ს აღეკვეთოს რ---ზ თუ----–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ა------ის რაიონი, სოფელი უ--ე „სოფლის დასახლება სახლთან, დაზუსტებული ფართობის 600 კვ.მ. ს/კ 6--1-.2-.2-3 სარგებლობის ხელშეშლა, აღნიშნული ქონება გამოთხოვილ იქნას ბ---რ ჭ---------ის და ც-–--ო პე---–---–ის უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე რ---ზ თ------–--ლს.
მოსარჩელეებმა სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე რ---ზ თ------–--ლმა საარქივო ცნობა Nაა---------7-05, დამოწმების თარიღი 02.12.2--6, სამკვიდრო მოწმობა N1-------1, დამოწმების თარიღი 10.05.2--7წ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N4--, დამოწმების თარიღი 15.05.1998წ საფუძველზე 2--7 წლის 24 მაისს საკუთრებაში გაიფორმა უძრავი ნივთი მდებარე ა------ის რაიონი, სოფელი უ--ე „სოფლის დასახლება სახლთან“ . სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 300 კვ.მ. N1 შენობა-ნაგებობით. ს.კ. 6--1-.2-.2-2, ასევე უძრავი ნივთი მდებარე ა------ის რაიონი, სოფელი უ--ე „სოფლის დასახლება სახლთან“. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 600 კვ.მ. N1 შენობა-ნაგებობით. ს.კ. 6--1-.2-.2-3, გაფორმების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული უძღავი ქონება დაკავებული აქვს მოპასუხეებს და მისი ოჯახის წევრებს არ ეძლევათ საშუალება გამოიყენონ იგი. აღნიშნულიდან გამომდინარე მან თავისი უფლებების აღსადგენად მიმართა სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სამკვიდრო მოწმობით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მიიღო გარდაცვლილი დედის ქე-----ნ თუ----–---–-ს ზოგადი ხასითის სამკვიდრო, თუმცა გაურკვეველია დედის კუთვნილი, რომელი მიწის ნაკვეთები გაიფორმა. იმ პერიოდში, როცა ქე-----ნ თ------–--ლმა 2002 წელს ც-–--ო პე---–---–ს მიყიდა სოფელ უ--ეში მდებარე მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლით. ის ქონება კი რაც ქე-----ნ თუ----–---–-ს საკუთრებას აღარ წარმოადგენდა ვერ შევიდოდა სამკვიდროს მასაში, შესაბამისად სარჩელი უსაფუძლოა ვერ დგინდება კავშირი უძრავ ქონებებს შორის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უ--ავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--8 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის №8-------------- (24.05.2--7) გადაწყვეტილება 600 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 300 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობაზე (მთლიანად) რ---ზ თუ----–---–-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში;
განახლდეს 6--1-.2-.2-3 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მონაცემების მოქმედება;
დაევალა ქონების რეგისტრაციის დეპარატმენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს № 882--738---- სარეგისტრაციო განცხადების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს 30-დღიან ვადას დარჩენილ 300 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარსადგენად.
ბათილად იქნეს ცნობილი რეგისტრაციის შესახებ ა------ის სარეგისტრაციო სამსახურის №88---91-3167-07 (28.05.2009) გადაწყვეტილება საკადასტრო მონაცემების დაზუსტების ნაწილში;
სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს დაევალოს უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი: 6--1-.2-.001) საკადასტრო მონაცემებს ცვლილების რეგისტრაცია ბ---რ ჭ---------ის წარმომადგენლის ც-–--ო პე---–---–ის მიერ 2--8 წლის 11 ოქტომბერს №559318/17 განცხადებით წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად, სხვა დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში;
თუ №882--738---- სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში არ წარადგენს კორექტირებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, დაკორექტირდეს 6--1-.2-.2-3 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ბ---რ ჭ---------ის წარმომადგენლის ც-–--ო პე---–---–ის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად და მხოლოდ მასზე ასახული მიწის ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთის საზღვრის ქვემოთ დარჩენილი ფართობის ნაწილში;
1-.2-.2-3 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მონაცემების ბ---რ ჭ---------ის წარმომადგენლის ც-–--ო პე---–---–ის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად დაკორექტირების შემთხვევაში, რ---ზ თ------–--ლს უფლება აქვს წარმოადგინოს კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი 300 კვ.მ ფართობის ფარგლებში და მოითხოვოს მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 6--1-.2-.2-3) საზღვრების ცვლილების რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 02.11.2--8წ. N458291 გადაწყვეტილება; (ტომი 4. ს/ფ. 38-48).
3.1.2. ბ---რი ჭ---------ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ა------ის რაიონი, სოფელი უ--ე, 300.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობა, N1 საცხოვრებელი სახლი. ს/კ 6--1-.2-.001; ნაკვეთის წინა ნომერი 6--1-.1-.0---
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 4 ს.ფ.51-52);
3.1.3. რ---ზ თუ----–---–-ს საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ა------ის რაიონი, სოფელი უ--ე, 300.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: ს/კ 6--1-.2-.2-3;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 4 ს.ფ.49-50);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეებს ბ---რ ჭ---------ეს და ც-–--ო პე---–---–ს მესაკუთრის ნებართვის გარეშე დაკავებული აქვთ უძრავი ქონება, მდებარე ა------ის რაიონი, სოფელი უ--ე, „სოფლის დასახლება სახლთან“, ს/კ 6--1-.2-.2-3, რომელიც წარმოადგენს რ---ზ თუ----–---–-ს საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 4 ს.ფ.49-50);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ---ზ თუ----–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე, 158-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. იგი ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა, ეს უფლება დაცულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტით - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამდენად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულია პირთა საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები სხვათა ხელყოფისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება).
გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პიტივისცემით მოპყრობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის თანახმად, ნივთის განკარგვის უფლებას კანონმდებელი მის მესაკუთრეს ანიჭებს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება წარმოიშობა თუ: 1. მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; 2. ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში; 3. მოპასუხეს არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი. ამდენად, მოსარჩელე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელით მიმართავს სასამართლოს მაშინ, როცა იგი არის ნივთის მესაკუთრე და შელახულია ნივთზე მისი მფლობელობის უფლება, კერძოდ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა.
2--8 წლის 21 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ №6--1-.2-.2-3 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს რ---ზ თუ----–---–-ს საკუთრებას.
აღნიშნულ უძრავ ქონებას უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები, რის გამოც მოსარჩელე რ---ზ თ------–--ლს შეზღუ--ული აქვს საკუთრებით სარგებლობის უფლება. მის მიერ სადაო ქონების ფლობას რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მოსარჩელეს კი უფლება აქვს ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, თავისუფლად განკარგოს საკუთრება, რაშიც ხელს უშლის მოპასუხე უკანონო მფლობელობით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, ივარაუ--ება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა და ასეთად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არის მოსარჩელე.
6.4. სადავო ნივთზე რ---ზ თ------–--ლს გააჩნია საკუთრების უფლება და ის არ არის შეზღუ--ული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე რ---ზ თუ----–---–- აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ საპირისპირო ვერ დაამტკიცა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მათთვის ჩაბარების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს ბ---რ ჭ---------ეს და ც-–--ო პე---–---–ს აღეკვეთოს რ---ზ თუ----–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ა------ის რაიონი, სოფელი უ--ე, ს/კ 6--1-.2-.2-3 სარგებლობის ხელშეშლა, აღნიშნული ქონება გამოთხოვილ იქნას ბ---რ ჭ---------ის და ც-–--ო პე---–---–ის უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე რ---ზ თ------–--ლს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლი ადგენს: სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველის ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ხელშეშლის აღკვეთა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, შესაბამისად, აღნიშნულ დავაზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 120 (ასოცი) ლარს.
საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდა, სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეებს ბ---რ ჭ---------ეს და ც-–--ო პე---–---–ს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120 (ასოცი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 2-8-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. რ---ზ თუ----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2 მოპასუხეებს ბ---რ ჭ---------ეს და ც-–--ო პე---–---–ს აღეკვეთოს რ---ზ თუ----–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ა------ის რაიონი, სოფელი უ--ე, ს/კ 6--1-.2-.2-3 სარგებლობის ხელშეშლა, აღნიშნული ქონება გამოთხოვილ იქნას ბ---რ ჭ---------ის და ც-–--ო პე---–---–ის უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე რ---ზ თ------–--ლს.
3. მოპასუხეებს ბ---რ ჭ---------ეს (პ/ნ 0----------) და ც-–--ო პე---–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120 (ასოცი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 1- დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია