გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210118002526977
N2/805-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელეები (შეგებებულ სარჩელში მოპასუხეები) ლ------ ს--------–--, კ------ ა-–------, შპს „მ--------“, რ---- ლ-----–---, ბ------- ს-----–---, ი-–-- ფ-----, ბ--–- კ----–--, ნ---- თ-----–---, მ--------- კ----–--, ნ------- უ----–---, ე-–--- თ------, ა--- თ-------
წარმომადგენელი მ------ რ------
მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) შპს „კ------“
წარმომადგენლები ა--- ბ-----, ლ-- კ------–---–-
ძირითადი სარჩელის დავის საგანი - საკუთრების უფლებით სარგებლობის
ხელშეშლის აღკვეთა, უსაფუძვლო
გამდიდრების საფუძველზე მიღებული
თანხის დაბრუნება
შეგებებული სარჩელის დავის საგანი საკუთრების უფლებით სარგებლობის
ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი:
1.ძირითადი სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „კ------ს“ აეკრძალოს მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული, ქ. ფოთი, ა---------–- ბ------- ტერიტორია, ს/კ 0-----------, სამსაფეხურიანი კიბის უჯრედზე მესაკუთრეებისათვის სარგებლობის უფლების შეზღუდვა (ხელშეშლა);
1.2. ბათილად იქნას ცნობილი შპს „კ------ს“ და მოსარჩელეთა: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს, ა--- თ-------ს შორის 2015 წლის 04 ივლისიდან, 2016 და 2017 წლებში დადებული იჯარის ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დადებული შეთანხმებები, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
1.3. შპს „კ------ს“ დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მიღებული 10150 ლარის მოსარჩელეებისათვის: კ------ ა-–------ს, რ---- ლ-----–---ს, მ--------- კ----–--ს, ი-–-- ფ-----ს, ლ------ ს--------–--ს, ბ--–- კ----–--ს და ნ------- უ----–-------- გადახდის ვალდებულება.
შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აეკრძალოს მოპასუხეებს: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს, ა--- თ-------ს ქ. ფოთში, ა---------–- ბ------- ტერიტორიაზე მდებარე თანასაკუთრებაში არსებული მიწის ს/კ 0-----------, სამსაფეხურიანი კიბის უჯრედით სარგებლობის უფლების შეზღუდვა (ხელშეშლა).
სარჩელი (ძირითადი, თავდაპირველი) ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2006 წელს ქ. ფოთში, ა---------– ბ------–-, შპს "კ---–-- 2-"-ის მიერ განხორციელდა მსუბუქი კონსტრუქციების სავაჭრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის პროექტი შეთანხმდა ქ. ფოთი, ა---------------- ს----------- უფროსთან. განმარტებითი ბარათის მიხედვით, შენობა-ნაგებობა შედგებოდა 38 სავაჭრო ობიექტისაგან. პროექტი მოიცავდა მთავარი ფასადის მხრიდან დიდი ვიტრაჟების მოწყობას, რომლის წინათ მთელს პერიმეტრზე ჩნდება სამი საფეხური და ორი გამჭოლი გასასვლელი. აშენებული სავაჭრო კომპლექსის 38 ობიექტი გადავიდა მოსარჩელეების: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს და ა--- თ-------ს საკუთრებაში. შპს "კ------ს" და მოსარჩელეებს შორის ინდივიდუალურად გაფორმდა იჯარის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემდეგი - "გამქირავებელი დროებით სარგებლობაში დამქირავებელს ქირით გადასცემს საზოგადოების საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ობიექტს, შემდგომში ფარდული". ყოველთვიური ქირის ოდენობა შეადგენდა 50 ლარს. ხელშეკრულება სამოქალაქო კანონმდებლობის ნორმების დარღვევით არის შედგენილი, იჯარის ხელშეკრულებაში მხარეები გამქირავებლად და დამქირავებლად არიან მოხსენიებულნი. სადგომი, რომელიც ხელშეკრულებაშია მითითებული, რეალურად არ არსებობს. მოსარჩელეები იჯარის თანხას იხდიდნენ შენობის შესასვლელში არსებული სამსაფეხურიანი კიბის გამოყენებისათვის. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გაგრძელება ხორციელდებოდა ვადის ამოწურვიდან შემდეგი 6 თვის განმავლობაში. 2018 წელს შპს "კ------მ" საიჯარო ქირად 100 ლარით განსაზღვრა მოითხოვა. შპს "კ------ს" დირექტორის განცხადებით სამ საფეხურიანი კიბე, რომელიც ესაზღვრება მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ფართებს, წარმოადგენს მის ინდივიდუალურ საკუთრებას, რაც სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა. მოპასუხე მხარე ემუქრებოდა მოსარჩელეებს, რომ იჯარის ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის და შესაბამისი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში არ შეუშვებდა მათ საკუთრებაში რიცხულ ფართებში.
მოსარჩელეები ითხოვენ შპს "კ------ს" მხრიდან მოსარჩელეთა საკუთრების უფლების შეზღუდვის შეწყვეტას და უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მიღებული თანხის 12600 ლარის უკან დაბრუნებას.
შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. ფოთის მერის 1998 წლის 30 სექტემბრის N3-- ბრძანებით გამოცხადდა ტენდერი მენაშენე-მოიჯარეთა გამოსავლენად. ამ ტენდერში გაიმარჯვა შპს „კ---–-- 2-“-მა და ა---------–- ბ------- ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად ქ. ფოთის მერის 22 ოქტომბრის N1-- ბრძანებით მას გამოეყო 5000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც 1999-2006 წლებში აშენდა ორი შენობა. ერთი მათგანი იყო სამსართულიანი შენობა დღევანდელი ა---------–- ბ-------- ხოლო მეორე მსუბუქი კონსტრუქციის სავაჭრო კომპლექსი, რომლეიც შედგება 100-ზე მეტი სავაჭრო ობიექტისგან. კომპლექსი 2007 წლის 02 ივლისს შევიდა ექსპლუატაციაში და დაიწყო ფუნქციონირება, როგორც სავაჭრო ცენტრმა და მის ერთადერთ მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „კ---–-- 2-“.
სავაჭრო კომპლექსში სხვადასხვა დროს ინდივიდუალური სავაჭრო ფართები სხვა პირებთან ერთად შეიძინეს მოპასუხეებმა (2012-2018 წწ). მათ ნაწილმა ფართები იყიდა შპს „კ---–-- 2-“-საგან, ნაწილმა - შპს „კო--------“, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2014 წელს სს „ვ------ ბ---- ჯორჯიას“ წინაშე არსებული ვალდებულებების გამო შპს „კ---–-- 2-“-ის კუთვნილი უძრავი ქონება აუქციონის წესით შეიძინა კრედიტორმა ბანკმა, ხოლო მისგან ქონება 2017 წლის ივლისში გამოისყიდა შპს „კ------მ“. მოსარჩელეთა მიერ შეძენილი თითოეული სავაჭრო ობიექტის ფართი დაახლოებით 15-17 კვ.მ-ს შეადგენს. კომპლექსს გარე პერიმეტრზე გასდევს სამსაფეხურიანი ბეტონის კიბე, რომელიც მოსარჩელისა და მოპასუხეების საერთო საკუთრებას წარმოადგენს. მოპასუხეებს თავიანთი სავაჭრო ფართების წინ კიბის მთელ პერიმეტრზე მოწყობილი აქვთ დახლები, რომლებზეც განთავსებულია სავაჭრო საქონელი ანუ ისინი კიბეს იყენებენ კომერციული მიზნით. ხსენებული გარემოების გამო წლების განმავლობაში მოსარჩელეს შეზღუდული აქვს კიბით სარგებლობისა და ფლობის უფლება.
კიბის საფეხურზე მოწყობილი დახლები ესაზღვრება მუნიციპალურ გზას, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა და არც მომგებიანია კომერციული თვალსაზრისით. ასეთივე მიზნით შეუძლია კიბის საფეხურების გამოყენება მოსარჩელესაც მოპასუხეების მხრიდან ხელშეშლის არსებობის შემთხვევაში.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები არ არის მართლსაწინააღმდეგო, რამეთუ მათი დადების დროს იძულებას ადგილი არ ჰქონია, ისინი თანხას იხდიდნენ იმ მომსახურების მიღებაში (ელ. ენერგიის მიწოდება, დაცვა, დასუფთავება), რაც აუცილებელი იყო მათი საქმიანობის ნორმალური წარმართვისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ძირითადი სარჩელით მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.
2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიცია
შეგებებულ სარჩელში მოპასუხე მხარემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. არქიტექტორ ი. ჩ-----ს და კონსტრუქტორ ლ. გ-----–--- განმარტებითი ბარათის მიხედვით, სპს "მ----------- განცხადებით მიმართა შპს „კ---–-- 2-“-მა და ითხოვა მათ კუთვნილ ფართზე ერთსართულიანი მსუბუქი კონსტრუქციის სავაჭრო ობიექტების კომპლექსის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა, მათ მიერ შესწავლილ იქნა ტერიტორია, რომელიც მდებარეობს ა---------–- ბ------- ტერიტორიაზე და მომზადდა სათანადო პროექტი. პროექტი ითვალისწინებს შპს „კ---–-- 2-“-ის სავაჭრო კომპლექსის პირველი ეტაპის სამუშაოების პროექტირებას, რომელიც შედგება 38 სავაჭრო ობიექტისგან და მათი საერთო ფართი არის 580 კვ.მ. კომპლექსის მეორე ეტაპის სამუშაოების გაგრძელება იგეგმება პირველი ეტაპის სამუშაოების შესრულების შემდეგ. საპროექტო ტერიტორიის სამი გვერდი თითქმის მთელ პერიმეტრზე ათვისებულია ხუთ მეტრიანი სიგანის ზოლით, რომელშიც განლაგებულია ზემოთ ნახსენები 38 სავაჭრო ობიექტები. მთავარი ფასადის მხრიდან მოეწყობა დიდი ვიტრაჟები, რომლის წინაც, მთელ პერიმეტრზე ჩნდება სამი საფეხური და ორი გამჭოლი გასასვლელი, ხოლო ეზოს მხრიდან სავაჭრო ობიექტებს გასასვლელი არ გააჩნიათ. სავაჭრო კომპლექსის საძირკველი არის მონოლითური წერტილოვანი, რომელზეც ეყრდნობა ლითონის კოლონები, კარკასი იკერება ლითონის კოჭებით, ნაწილობრივ მილკვადრატით, გადახურვა არის ერთქანობიანი და გადაიხურება რბილი შიფერით. სავაჭრო ობიექტის კედლები ადგილზე დადუღდება ლითონის ფურცლებით. ბეტონის დასხმაზე მოეწყობა მოზაიკის ფენა, ლითონის კონსტრუქციები დამუშავდება და შეიღებება ორჯერ ზეთოვანი საღებავით, კიბის საფეხური მოპირკეთდეს მოზაიკის თხელი ფენით.
3.2.2. ქალაქ ფოთის მერიის ა----------------ა და ტ--------------, ა------------–----–- ზ------------–------ და ქ----------------ს ს----------- უფროსის 2007 წლის 02 ივლისის N1-- ბრძანების შესაბამისად, შპს „კ---–-- 2-“-მა 2007 წლის 20 ივნისის N18 წერილით მიმართა თავითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ა----------------, ტ--------------, ა------------–----–- ზ------------–------ და ქ----------------ს სამსახურს და ითხოვა მის საკუთრებაში არსებული თვითმმართველი ქალაქ ფოთში ა---------–- ბ------- ტერიტორიაზე N2 სავაჭრო ცენტრის მშენებლობადამთავრებული სავაჭრო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ 201-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველ ქალაქ ფოთში მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ა----------------, ტ--------------, ა------------–----–- ზ------------–------ და ქ----------------ს სამსახური. თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ა----------------, ტ--------------, ა------------–----–- ზ------------–------ და ქ----------------ს ს----------- ა---------------- განყოფილების უფროსის (ლ. რ------ს), ა------------–----–- ზ------------–----------------–------------------–---–-----ს (ტ. ჩ--–-----ს) 2007 წლის 29 ივნისის მოხსენებითი ბარათით დადგინდა, რომ თვითმმართველ ქალაქ ფოთში ა---------–- ბ------- ტერიტორიაზე შპს „კ---–-- 2-“-ის N2 სავაჭრო ცენტრის მშენებლობადამთავრებული სავაჭრო ობიექტები აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N140 დადგენილების „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" 201-ე მუხლის მოთხოვნებს და სათანადო დოკუმენტაცია თან ერთვის ბრძანებას. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში თვითმმართველი ქალაქ ფოთში ა---------–- ბ------- ტერიტორიაზე შპს „კ---–-- 2-“-ის N2 სავაჭრო ცენტრის მშენებლობადამთვრებული სავაჭრო ობიექტები შემდეგი ტექნიკური მაჩვენებლით: სავაჭრო ობიექტების რაოდენობა - 23 (N13 – N35-ის ჩათვლით). საერთო ფართი - 340.3 კვ.მ.
3.2.3. 2017 წლის 21 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის კ------ ა-–------, საკადასტრო კოდი: 0------------------- იპოთეკარი - სს „ს----------–--- ბ----“.
3.2.4. 2015 წლის 29 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის რ---- ლ-----–---, საკადასტრო კოდი: 0-----------.01.525. იპოთეკარი - სს „ს----------–--- ბ----“.
3.2.5. 2018 წლის 20 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის მ--------- კ----–--, საკადასტრო კოდი: 0-----------.-------
3.2.6. 2018 წლის 30 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ნ---- თ-----–---, საკადასტრო კოდი: 0-----------.------- იპოთეკარი - სს „ს----------–--- ბ----“.
3.2.7. 2017 წლის 27 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ე-–--- თ------, საკადასტრო კოდი: 0-----------.-------
3.2.8. 2017 წლის 14 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე:ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ე-–--- თ------, საკადასტრო კოდი: 0-----------.-------
3.2.9. 2017 წლის 10 იანვარს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ბ------- ს-----–---, საკადასტრო კოდი: 0-----------.------.
3.2.10. 2017 წლის 02 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის შპს „მ--------“, საკადასტრო კოდი: 0-----------.01.539.
3.2.11. 2017 წლის 15 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ა--- თ-------, საკადასტრო კოდი: 0-----------.01.540, იპოთეკარი - სს „თ----- ბ----“.
3.2.12. 2014 წლის 12 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ი-–-- ფ-----, საკადასტრო კოდი: 0-------------------
3.2.13. 2013 წლის 06 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ბ--–- კ----–--, საკადასტრო კოდი: 0-------------------
3.2.14. 2013 წლის 26 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ლ------ ს--------–--, საკადასტრო კოდი: 0------------------- იპოთეკარი - სს „ბ---- კ-----------“.
3.2.15. 2012 წლის 11 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ნ------- უ----–---, საკადასტრო კოდი: 0------------------, იპოთეკარი - სს „ს----------–--- ბ----“.
3.2.16. 2017 წლის 15 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ა--- თ-------, საკადასტრო კოდი: 0-----------.01.540, იპოთეკარი - სს „თ----- ბ----“.
3.2.17.2016 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულების შეცვლაზე და მასში დამატებების შეტანაზე შეთანხმების შესაბამისად, შპს „კ------“ შემდგომში „მხარე1“-ად წოდებულმა, რომელსაც წარმოადგენს შპს „კ------ს" დირექტორი ლ-–----------- ერთის მხრივ და შემდგომში „მხარე2“-ად წოდებულმა, რომელსაც წარმოადგენს მეორეს მხრივ, დ--–- შ-----, დადეს ხელშეკრულება შემდეგზე: მხარეებმა გადაწყვიტეს ცვლილებები შეიტანონ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანი არის ფარდული, 1. ხელშეკრულების პუნქტი 3, ქვეპუნქტი 3.2. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდეს 6 თვით, 1.12.2016 წლიდან 1.06.2017 წლამდე.2. შეთანხმება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერისთანავე. მხარეთა ვალდებულებები, რომლებსაც ეს შეთანხმება არ შეხებია, დარჩეს უცვლელად (პუნქტი 4, ქვეპუნქტი 4.1. დამატებითი ცვლილება თანხის მომატებასთან დაკავშირებით) „დამქირავებელი“ „გამქირავებელს“ „სადგომის“ ქირას გადაუხდის - 50 ლარს, ყოველი თვის 25 რიცხვში).
3.2.18.2017 წლის 1 დეკემბრის იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, „მოიჯარე“ შპს „კ------“, წარმოდგენილი დირექტორის - ნ. კ------------დ--------- სახით, - შემდგომში „გამქირავებლად“ წოდებული, ქვემოიჯარე შემდგომში „დამქირავებლად“ წოდებული რ---- ლ-----–--- შეთანხმდნენ შემდეგზე: 1.1.“გამქირავებელი" დროებით სარგებლობაში „დამქირავებელს“ ქირით გადასაცემს საზოგადოების საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ობიექტს, შემდგომში ფარდული კვ.მ. ოდენობით; 1.2. ხელშეკრულების საგნის მისამართი: ქ. ფოთი, ფ---------------------, ა---------–- ბ------- მიმდებარე ტერიტორია. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, „გამქირავებელი“ იღებს შემდეგი სახის ვალდებულებებს: „გამქირავებელი“ მოვალეა „დამქირავებელს“ დროებით სარგებლობაში გადასცეს უფლებრივად უნაკლო „სადგომი“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 დღის ვადით; შეუქმნას „დამქირავებელს“ ნორმალური მუშაობის პირობები (ელექტროენერგიის მიწოდება, დაცვა, დასუფთავება); „გამქირავებელს“ შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულია „დამქირავებლის“ მიერ სადგომის დაზიანებით ან რეკონსტრუქციით; თუ „დამქირავებელი“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ გადაიხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საზღაურს „გამქირავებელს“ უფლება აქვს დამქირავებელს აუკრძალოს სავაჭრო კომპლექსის სადგომით სარგებლობა, ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, „დამქირავებელი“ ვალდებულია: ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დააბრუნოს სადგომი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც მისგან მიიღო, დაზიანების შემთხვევაში „გამქირავებელთან“ შეთანხმებით ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები; „დამქირავებელმა“ უნდა ითმინოს ქირავნობის ნივთის მიმართ გატარებული ზემოქმედებანი, რომლებიც აუცილებელია გაქირავებული სადგომის შესანახად; „დამქირავებელს“ არ აქვს დაქირავებული სადგომის გადაკეთების, რეკონსტრუქციის უფლება გამქირავებლის თანხმობის გარეშე; დამქირავებელს არ აქვს უფლება სადგომი „გამქირავებლის“ თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს; თუ „დამქირავებელს“ ხელი ეშლება სარგებლობაში თავისი მიზეზით, იგი ქირის გადახდისაგან არ თავისუფლდება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, „გამქირავებელთან“ შეთანხმებით, ყოველი თვის 25 რიცხვამდე გადაიხადოს მიმდინარე თვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირავნობის თანხა, მიუხედავად იმისა „დამქირავებელი“ სისტემატიურად სარგებლობს სადგომით თუ არა; მოიჯარის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოიჯარეს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,7%-ის ოდენობით, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და ვადაგადაცილების დღეებზე რიცხული პირგასამტეხლოს გარდა დაეკისროს ერთჯერადი პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით. 4.1. პუნქტის მიხედვით, დამქირავებელი“ „გამქირავებელს“ სადგომის ქირას გადაუხდის 50 ლარს, ყოველი თვის 25 რიცხვში. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულება იდება 6 თვის ვადით.
3.2.19.შპს „კ------ს“ ტერიტორიაზე განთავსებული მოვაჭრე კერძო მესაკუთრეთა კოლექტიური განცხადების მიხედვით, ბ------- შიდა ტერიტორიაზე განთავსებულია როგორც კაპიტალური, ასევე მსუბუქი კონსტრუქციის სავაჭრო პავილიონები პლასტიკატების, მინებიანი ფანჯრებითა და კარებით. ამჟამად ობიექტის ნახევარზე მეტი გაყიდულია და ჰყავს მესაკუთრე, მაღაზიაში შესვლა ხდება სამსაფეხურიანი ჩამოსხმული ბეტონის კიბით. ნ. კ----------- წინა წლებში ითხოვდა 50 ლარს იმ მოტივებით, რომ განლაგებული საფეხურების ტერიტორია თითქოსდა ეკუთვნის მას, 2018 წელს ითხოვს 100 ლარს. კერძო მოვაჭრეები არ ეთანხმებიან მის უკანონო ქმედებას, რის გამოც ითხოვენ დახმარებას. იმ მიზნით, რომ გაარკვიონ არის თუ არა ნ. კ-----------ს საკუთრებაში მოცემული მიწის ნაკვეთი და ქონდა თუ არა ნ. კ-----------ს მაღაზიის გაყიდვის უფლება საფეხურების გარეშე.
3.2.20.შპს „კ------ს“ დირექტორის ნ. კ------------დ--------- 2018 წლის 27 ივნისის N11 წერილის მიხედვით, დ--–- შ-----ს ეცნობა, რომ 2017 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო შეწყვეტილია. უნდა გაათავისუფლოს დაკავებული ფართი, სხვა შემთხვევაში ის მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
3.2.21.შპს „კ------ს“ დირექტორის ნ. კ------------დ--------- 2018 წლის 27 ივნისის N12 წერილის მიხედვით, ი.მ. მ--------- კ----–--ს ეცნობა, რომ 2017 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო შეწყვეტილია. უნდა გაათავისუფლოს დაკავებული ფართი, სხვა შემთხვევაში ის მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
3.2.22. შპს „კ------ს“ დირექტორის ნ. კ------------დ--------- 2018 წლის 27 ივნისის N6 წერილის მიხედვით, ი.მ. ნ---- თ-----–---ს ეცნობა, რომ 2017 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო შეწყვეტილია. უნდა გაათავისუფლოს დაკავებული ფართი, სხვა შემთხვევაში ის მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას.
3.2.23. შპს „კ------ს“ დირექტორის ნ. კ------------დ--------- 2018 წლის 06 ივნისის N5 წერილის მიხედვით, კერძო მესაკუთრეებს: ა--- თ-------ს, რ---- ლ-----–---ს, ი-–-- ფ-----ს, მ--------- კ----–--ს, მ-------- დ--------- და სხვებს ეცნობათ, რომ შპს „კ------ს“ საკუთრებაშია ქ. ფოთი, ა---------–- ბ------- ტერიტორიაზე 1878,50 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 0------------------) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, მათ შორის სამსაფეხურიანი კიბე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება მათ საკუთრებაში არსებულ სავაჭრო ფართებს. ხსენებული კიბეები არის ინდივიდუალურ საკუთრებაში, რაც დასტურდება რეესტრის ამონაწერით, არქიტექტურული ნახაზებით და სხვა მტკიცებულებებით, ის იხდის საგადასახადო მოსაკრებელს, მიწის გადასახადს და ა.შ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
- უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს, ა--- თ-------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს „კ------ს“ მიმართ, ამ უკანასკნელს აეკრძალოს მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული, ქ. ფოთი, ა---------–- ბ------- ტერიტორია, ს/კ 0-----------, სამსაფეხურიანი კიბის უჯრედზე მესაკუთრეებისათვის სარგებლობის უფლების შეზღუდვა (ხელშეშლა);
- ბათილად უნდა იქნას ცნობილი შპს „კ------ს“ და მოსარჩელეთა: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს, ა--- თ-------ს შორის 2015 წლის 04 ივლისიდან, 2016 და 2017 წლებში დადებული იჯარის ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დადებული შეთანხმებები, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
- შპს „კ------ს“ უნდა დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მიღებული 10150 ლარის მოსარჩელეებისათვის: კ------ ა-–------ს, რ---- ლ-----–---ს, მ--------- კ----–--ს, ი-–-- ფ-----ს, ლ------ ს--------–--ს, ბ--–- კ----–--ს და ნ------- უ----–---სთვის გადახდის ვალდებულება.
-უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კ------ს“ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და შეგებებული სარჩელის მოპასუხეებს: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს, ა--- თ-------ს აეკრძალოს ქ. ფოთში, ა---------–- ბ------- ტერიტორიაზე მდებარე თანასაკუთრებაში არსებული მიწის ს/კ 0-----------, სამსაფეხურიანი კიბის უჯრედით სარგებლობის უფლების შეზღუდვა (ხელშეშლა);
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი, საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).
6. სამართლებრივი შეფასება
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეები თვითონვე განსაზღრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები.
ეს ნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლო არ არის უფლებამოსილი საკუთარი ინიციატივით განსაზღვროს დავის საგანი და, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა, მიუთითოს და იმსჯელოს იმ ფაქტებზე, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.
როგორც მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, საჯარო რეესტრისა და მისი მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედება კეთილსინდისიერ შემძენს ათავისუფლებს მომეტებული პასუხისმგებლობისა და რისკისაგან. ხსენებული ნორმები იცავენ რა შემძენის ინტერესებს, აღნიშნულით ადგენენ, რომ გამსხვისებელის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირების ფაქტი საკმარის საფუძველს წარმოადგენს შემძენისათვის, რომ გამსხვისებელი მესაკუთრედ ჩათვალოს. კეთილსინდისიერებისადმი პრიორიტეტის მინიჭებით კი კანონმდებელი იცავს თავად სამოქალაქო ბრუნვას, როგორც ფასეულობას და ამ გზით ბრუნვის მონაწილეთა პატივსადებ ინტერესებს. კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო რეესტრი ასრულებს გარანტიის ფუნქციას, რომლითაც დაცულია საკუთრების, ანუ აბსტრაქტული (სანივთო) უფლება და ამ შემთხვევაში აღნიშნული ფუნქცია გვევლინება არა მარტო მესაკუთრის, არამედ უძრავი ნივთის შემძენის, უფლების გარანტად. აღნიშნული დანაწესიც იცავს შემძენის ინტერესებს.
2017 წლის 21 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის კ------ ა-–------, საკადასტრო კოდი: 0------------------- იპოთეკარი - სს „ს----------–--- ბ----“.
2015 წლის 29 დეკემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის რ---- ლ-----–---, საკადასტრო კოდი: 0-----------.01.525. იპოთეკარი - სს „ს----------–--- ბ----“.
2018 წლის 20 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის მ--------- კ----–--, საკადასტრო კოდი: 0-----------.-------
2018 წლის 30 აპრილს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ნ---- თ-----–---, საკადასტრო კოდი: 0-----------.------- იპოთეკარი - სს „ს----------–--- ბ----“.
2017 წლის 27 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ე-–--- თ------, საკადასტრო კოდი: 0-----------.-------
2017 წლის 14 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე:ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ე-–--- თ------, საკადასტრო კოდი: 0-----------.-------
2017 წლის 10 იანვარს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ბ------- ს-----–---, საკადასტრო კოდი: 0-----------.------.
2017 წლის 02 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის შპს „მ--------“, საკადასტრო კოდი: 0-----------.01.539.
2017 წლის 15 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ა--- თ-------, საკადასტრო კოდი: 0-----------.01.540, იპოთეკარი - სს „თ----- ბ----“.
2014 წლის 12 აგვისტოს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ი-–-- ფ-----, საკადასტრო კოდი: 0-------------------
2013 წლის 06 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ბ--–- კ----–--, საკადასტრო კოდი: 0-------------------
2013 წლის 26 მარტს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ლ------ ს--------–--, საკადასტრო კოდი: 0------------------- იპოთეკარი - სს „ბ---- კ-----------“.
2012 წლის 11 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ნ------- უ----–---, საკადასტრო კოდი: 0------------------, იპოთეკარი - სს „ს----------–--- ბ----“.
2017 წლის 15 ნოემბერს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქ ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, მესაკუთრე არის ა--- თ-------, საკადასტრო კოდი: 0-----------.01.540, იპოთეკარი - სს „თ----- ბ----“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული ნორმით განმტკიცებულია საკუთრების უფლების არსი და მასში გადმოცემულია ის ელემენტები, რომელთა ერთობლიობაც ქმნის საკუთრების სოციალური უფლების შინაარსს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლის მიხედვით, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა თუ: 1. მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; 2. ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში; 3. მოპასუხეს არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 172-ე მუხლი იძლევა ხელშეშლის აღკვეთის უფლებას სწორედ იმ პირის მიერ, რომელსაც დაერღვა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. ასეთ პირს წარმოადგენს მოსარჩელე, რომელიც ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სარჩელით მიმართავს სასამართლოს მაშინ, როცა მას ხელი ეშლება ნივთის ფლობასა და სარგებლობაში, კერძოდ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა, მოსარჩელემ მოთხოვა აღნიშნული ხელშეშლის აღკვეთა მოპასუხეს, რომელიც უკანონოდ სარგებლობს ნივთით, თუმცა უშედეგოდ. ამასთან, დავის საგნიდან გამომდინარე, აღსანიშნავია, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი, რომლის თანახმად, გარიგების საფუძველზე უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. უფლების მართლზომიერად განხორციელება ნიშნავს სასამართლო დავაში მონაწილე პირთა უფლების თანაზომიერად დაცვას. დავის გადაწყვეტისას სამართლის ნორმათა შეფასებას ისე, რომ არ დაირღვეს რომელიმე მხარის კანონით დაცული უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, 1. საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.2. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის.3. საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.4. თუ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ დადგენილი არ არის, საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.
დადგინდა, რომ შპს "კ------ს" არანაირი სამართლებრივი უფლებამოსილება არ გააჩნია კიბის ნაწილების გასხვისებასთან, ის არ არის ობიექტის ერთადერთი მესაკუთრე.
სასამართლოს არაერთი ძალისხმევა საქმის მორიგებით დასრულების თაობაზე უშედეგოდ დასრულდა.
მესაკუთრის მიერ საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა ხანდაზმულობას არ ექვემდებარება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, 1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.3. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მიხედვით, 1. იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. 2. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, ?? 581 606-? მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის შესაბამისად, 1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ:
ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
2. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ:
ა) შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან
ბ) გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან
გ) მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა
დ) მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება.
ცნობილია, რომ სამართალი პირთა სამართლიანობის შეგრძნებით ნაკარნახევი პრინციპები და წესებია, ამიტომ, ნებისმიერი პირი, თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას უნდა მოქმედებდეს ამ პრინციპების შესაბამისად.
კეთილსინდისირების პრინციპი კი, პირის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში განიხილავს. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ვალდებულია გამიჯნოს სამართლიანი უსამართლოსაგან და თავისი ქცევა სამართლიანობის კრიტერიუმს შეუსაბამოს.
უფლების აღდგენის გზა გამათანაბრებელი სამართლიანობის პრინციპია - ის, რაც სამართლებრივ საფუძვლის გარეშეა შეძენილი, უნდა დაბრუნდეს.
კანონმდებელი უსაფუძვლო გამდიდრების ცნებას არ გვთავაზობს, მაგრამ თავად ამ ინსტიტუტის მნიშვნელობისა და შინაარსის მიხედვით, უსაფუძვლო გამდიდრება აწესრიგებს იმ ურთიერთობას, რომლებიც აღმოცენდება ერთი პირის მიერ, იმ ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენის შედეგად, რომელიც სხვა პირის კუთვნილებაა. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იქნას სამართლიანობის აღდგენა.
შესაბამისად, შეცილების განხორციელების მომენტიდან, მოსარჩელის მიერ ნების გამოვლენა ითვლება ბათილად, რაც გულისხმობს იმ სამართლებრივი შედეგების გაუქმებას, რაც ამ ქონებასთან არსებულ გარიგებას (აქტს) მოჰყვა.
კონდიქციური ვალდებულებებისას კვლევას არ საჭიროებს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი ერთ-ერთი მხარის ბრალეული მოქმედების გამოვლენასთან მიმართებით, ვინაიდან, გარიგების ბათილად ცნობის პირობებში უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, მიღებული უპირობო დაბრუნებას ექვემდებარება.
კონკრეტულ შემთხვევაში, ცხადია, რომ მოიჯარე იხდიდა თანხას, რომელიც არ უნდა გადაეხადა, რამეთუ ასეთი ხელშეკრულება იყო უსაგნო, რადგან დაცვის, ელ. ენერგიის, დასუფთავების საკითხები ამ დავის საგნით არ არის სასამართლოს განსჯადი საკითხი.
იჯარის ხელშეკრულება, კლასიკური გაგებით, კიბის უჯრედის, როგორც სადგომის გამოყენების თაობაზე ბათილია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანია უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს, ა--- თ-------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს „კ------ს“ მიმართ, უნდა დაკმაყოფილდეს და ამ უკანასკნელს უნდა აეკრძალოს მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული, ქ. ფოთი, ა---------–- ბ------- ტერიტორია, ს/კ 0-----------, სამსაფეხურიანი კიბის უჯრედზე მესაკუთრეებისათვის სარგებლობის უფლების შეზღუდვა (ხელშეშლა);
- ბათილად უნდა იქნას ცნობილი შპს „კ------ს“ და მოსარჩელეთა: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს, ა--- თ-------ს შორის 2015 წლის 04 ივლისიდან, 2016 და 2017 წლებში დადებული იჯარის ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დადებული შეთანხმებები, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
- შპს „კ------ს“ უნდა დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მიღებული (1750 ლ (2015 წლის ივლისიდან) + 4200 ლ + 4200 ლ) კ----–--ს, ი-–-- ფ-----ს, ლ------ ს--------–--ს, ბ--–- კ----–--ს და ნ------- უ----–---სთვის გადახდის ვალდებულება.
- უნდა დაკმაყოფილდეს შპს „კ------ს“ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და შეგებებული სარჩელის მოპასუხეებს: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს, ა--- თ-------ს უნდა აეკრძალოს ქ. ფოთში, ა---------–- ბ------- ტერიტორიაზე მდებარე თანასაკუთრებაში არსებული მიწის ს/კ 0-----------, სამსაფეხურიანი კიბის უჯრედით სარგებლობის უფლების შეზღუდვა (ხელშეშლა);
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ძირითადი სარჩელის მოპასუხეს შპს „კ------ს“ მოსარჩელეთა ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს და ა--- თ-------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 378 ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელის მოპასუხეებს: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს და ა--- თ-------ს შპს „კ------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა წარმომადგენლის მ------ რ------- შუამდგომლობა შპს "კ------ს" მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და ყადაღა დაედო შპს „კ------ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს, მდებარე: ქ. ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, ს/კ 0------------------ და ქ. ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ, ს/კ 0------------------.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს "კ------ს" წარმომადგენლების ა--- ბ-----ს და ლ-- კ------–---–-ს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის N 030210118002526977 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.
ნაწილობრივ გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის №030210118002526977 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას შპს "კ------ს" (ს/კ 4--------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ფოთი, ა---------–- ბ------- მიმდებარედ (ს/კ 0------------------).
რთლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-248-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1.დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს, ა--- თ-------ს სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს „კ------ს“ მიმართ, ამ უკანასკნელს აეკრძალოს მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებული, ქ. ფოთი, ა---------–- ბ------- ტერიტორია, ს/კ 0-----------, სამსაფეხურიანი კიბის უჯრედზე მესაკუთრეებისათვის სარგებლობის უფლების შეზღუდვა (ხელშეშლა);
- ბათილად იქნას ცნობილი შპს „კ------ს“ და მოსარჩელეთა: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს, ა--- თ-------ს შორის 2015 წლის 04 ივლისიდან, 2016 და 2017 წლებში დადებული იჯარის ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დადებული შეთანხმებები, ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;
- შპს „კ------ს“ დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე მიღებული 10150 ლარის მოსარჩელეებისათვის: კ------ ა-–------ს, რ---- ლ-----–---ს, მ--------- კ----–--ს, ი-–-- ფ-----ს, ლ------ ს--------–--ს, ბ--–- კ----–--ს და ნ------- უ----–---სთვის გადახდის ვალდებულება.
- დაკმაყოფილდეს შპს „კ------ს“ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და შეგებებული სარჩელის მოპასუხეებს: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს, ა--- თ-------ს აეკრძალოს ქ. ფოთში, ა---------–- ბ------- ტერიტორიაზე მდებარე თანასაკუთრებაში არსებული მიწის ს/კ 0-----------, სამსაფეხურიანი კიბის უჯრედით სარგებლობის უფლების შეზღუდვა (ხელშეშლა);
2. ძირითადი სარჩელის მოპასუხეს შპს „კ------ს“ მოსარჩელეთა: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს და ა--- თ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 378 ლარის გადახდა.
3. შეგებებული სარჩელის მოპასუხეებს: ლ------ ს--------–--ს, კ------ ა-–------ს, შპს „მ--------ს“, რ---- ლ-----–---ს, ბ------- ს-----–----, ი-–-- ფ-----ს, ბ--–- კ----–--ს, ნ---- თ-----–----, მ--------- კ----–--ს, ნ------- უ----–---ს, ე-–--- თ------ს და ა--- თ-------ს შპს „კ------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე