გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210019002985158
2-1398/19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16/10/2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - ნ--- ჩ-------–---–ი
მოპასუხე - ი----- შ----–--ე
წარმომადგენელი - ლ------------
დავის საგანი: - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
შეგებებული სარჩელი:
მოსარჩელე - ი----- შ----–--ე
წარმომადგენელი - ლ------------
მოპასუხე - ნ--- ჩ-------–---–ი
მესამე პირი - ს--–---–------------------------------------------------------ი
წარმომადგენლები - გ---–-------–--------
დავის საგანი: - შვილთან ურთიერთობის დორის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ნ--- ჩ-------–---–მა სარჩელი აღძრა ი----- შ----–--ის წინააღმდეგ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:
- ი----- შ----–--ესთან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა განქორწინების გზით;
- ი----- შ----–--ეს თავისი არასრულწლოვანი შვილის, ა---------– შ----–--ის რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით.
სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
ნ--- ჩ-------–---–ი და ი----- შ----–--ე 2015 წლის 26 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ქორწინების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - ა---------– შ----–--ე, დაბადებული - 2016 წლის 6 აგვისტოს. ცოლ-ქმარს შორის დაიძაბა ურთიერთობა, რის გამოც ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელეს არ სურს მოპასუხესთან შერიგება. მიიჩნევს, რომ მათი ოჯახის აღდგენა და თანაცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია, რის გამოც მოითხოვს განქორწინების გზით ქორწინების შეწყვეტას. მოსარჩელე ასევე მოითხოვს განქორწინებასთან ერთად გადაწყდეს მოპასუხის საალიმენტო ვალდებულება. ამტკიცებს, რომ მოპასუხე ვალდებულია არჩინოს შვილი. მისი შემოსავალი საკმარისია იმისათვის, რომ მოპასუხეს დაეკისროს ალიმენტი თვეში ორასი ლარის ოდენობით.
1.1. მოპასუხის პოზიცია:
ი----- შ----–--ე სარჩელს სცნობს სრულად.
2. შეგებებული სარჩელი:
ი----- შ----–--ემ შეგებებული სარჩელი აღძრა ნ--- ჩ-------–---–ის მიმართ და შეგებებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვა დაუდგინდეს შვილის ნახვის დღეები, კერძოდ ყოველ კვირაში პარასკევს 17:00 საათიდან კვირას 17:00 საათამდე ღამე დარჩენით.
შეგებებულ სარჩელს მოსარჩელის წარმომადგენელი ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით
ნ--- ჩ-------–---–ს და ი----- შ----–--ეს ჰყავთ ერთი შვილი - ა---------– შ----–--ე, დაბადებული - 2016 წლის 6 აგვისტოს. შვილი იზრდება დედასთან. მშობლები შვილებთან ურთიერთობაში თანაბარნი არიან, მიუხედავად ამისა ი----- შ----–--ეს ნ--- ჩ-------–---–ისაგან ხელი ეშლება შვილის ნახვაში და აღზრდაში. მოითხოვს დაუდგინდეს ა---------– შ----–--ის ნახვის დღეები.
2.1. მოპასუხის პოზიცია:
ნ--- ჩ-------–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნო ნაწილობრივად. ის თანახმაა მისი შვილი ი----- შ----–--ემ მოინახულოს და ღამით თავისთან წაიყვანოს თვეში ორჯერ.
3.ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ნ--- ჩ-------–---–ი და ი----- შ----–--ე დაქორწინდნენ 2015 წლის 26 ოქტომბრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ქორწინების მოწმობა. ს.ფ. 16.
3.1.2. ნ--- ჩ-------–---–ს და ი----- შ----–--ეს ქორწინების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - ა---------– შ----–--ე, დაბადებული - 2016 წლის 3 აგვისტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა. ს.ფ. 15.
3.1.3. მხარეებს აქვთ კონფლიქტური სიტუაცია, რის გამოც ერთმანეთს დაშორდენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
3.1.4. ა---------– შ----–--ე ცხოვრობს დედასთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.5. ნ--- ჩ-------–---–ი მუშაობს ქ. ფ----–- სამკერვალო საწარმოში და ხელფასის სახით ღებულობს 350 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.6. ი----- შ----–--ე მუშაობს ლამინატის საამქროში და ხელფასს ღებულობს გამომუშავებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 მხარეთა შორის მთავარი სადაო საკითხია როგორი გრაფიკით ჰქონდეს ი----- შ----–--ეს თავის შვილთან ურთიერთობა. დასახელებული საკითხი არაა ფაქტობრივი გარემოება. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ალიმენტის და განქორწინების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება:
განქორწინების ნაწილი:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეები 2015 წლის 26 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. განქორწინების საქმის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს არსებობს თუ არა საქართველოს სკ-ის 1123-ე მუხლით გათვალისწინებული განქორწინების დაუშვებელი გარემოება.
სასამართლომ შეამოწმა განქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება დასახელებულ ნორმით გათვალისწინებული განქორწინების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის II-III ნაწილის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი). როგორც დაქორწინებისას, ისე ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთ სიყვარულზე, ურთიერთ დაფასებასა და პატივისცემაზე. თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. მოსარჩელემ გამოავლინა ნება განქორწინებისა და კატეგორიულად გამორიცხა შერიგება და ოჯახის შენარჩუნება. მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა მათი შერიგება ვერ მოხერხდა. საქმის სიტუაციის მიხედვით მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მოსარჩელე მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებას არ ფიქრობს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს განქორწინების გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ისინი ვერ შერიგდნენ, ამჟამად მათი ქორწინება ატარებს ფიქტიურ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში მხარეთა ნების თავისუფლებიდან გამომდინარე განქორწინება წარმოადგენს ერთადერთ სწორ გამოსავალს, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. მით უფრო, როცა მოპასუხეც ეთანხმება მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.
ალიმენტის ნაწილი:
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. აღნიშნული გულისხმობს საალიმენტო ვალდებულების გონივრულ დაწესებასაც.
6.5. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:
,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.
ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩიონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ ერთი საერთო შვილი - ა---------– შ----–--ე, დაბადებული 201---–-–------------ოს. ის ცხოვრობს და იზრდება დედასთან - ნ--- ჩ-------–---–თან.. მიუხედავად იმისა, რომ ი----- შ----–--ე არ ცხოვრობს ნ--- ჩ-------–---–თან ერთად, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას ნ--- ჩ-------–---–ს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მისი რჩენა და აღზრდა-განვითარება.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.
ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.
საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 200 ლარით. მოპასუხე თანახმაა ამ ოდენობის ალიმენტი გადაიხადოს. შესაბამისად ალიმენტის ოდენობა სადაო არარის.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სარჩელი აღძრულია 2019 წლის 8 მაისს. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 8 მაისიდან.
შვილის ნახვის დღეები:
6.9. სასამართლო განმარტავს, რომ 1994 წლის 21 აპრილიდან საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა კონვენციაზე, რომლის პრეამბულაშიც ნათქვამია, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებაა განუხრელად ზრუნავდეს ბავშვთა უფლებების დაცვაზე და ქმნიდეს გარანტიებს მათი ინტერესების დასაცავად. მასზე ზრუნვამ უნდა განაპირობოს ის, რომ ბავშვი სრულყოფილად იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და ზოგადსაკაცობრიო იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. საქართველო აღიარებს ბავშვის უფლებათა კონვენციას და ქმნის ყველა პირობას ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში.
6.10. გარდა საერთაშორის აქტებისა, მშობლისა და შვილების ურთიერთობები, დარეგულირებულია შიდა კანონმდებლობით. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 1197-ე მუხლით ,,შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში“. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით ,,მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით“.
6.11. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად მშობლების უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
6.12. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვთან ურთიერთობა და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება, მშობლის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა, ხოლო დედას, რომელიც თავად ზრდის ბავშვს, უფლება არა აქვს ცალკე მცხოვრობ მამას ხელი შეუშალოს მშობლის უფლება-მოვალეობების განხორციელებაში.
6.13. ”ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ”ჭეშმარიტი ინტერესი” მოცემულ შემთხვევაში არის ის, რომ ა---------– შ----–--ეს ორივე მშობელთან ჰქონდეს ერთნაირი ურთიერთობა და ამასთან მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა იქნეს დარღვეული მისი, როგორც ბავშვის უფლებები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელი თანაბარწილად არის ვალდებული შვილის აღზრდა-განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად უნდა შეიქმნას ისეთი ურთიერთობა, რაც ბავშვს საშუალებას მისცემს იყოს ორივე მშობელთან მჭიდრო ურთიერთობაში. სწორედ ასეთი ურთიერთობით ხდება ბავშვის სათანადო აღზრდა და ჩამოყალიბება. ბავშვს, რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნება ორივე მშობელთან, მით მეტად მოხდება მისი პიროვნების სრულფასოვანი ჩამოყალიბება და განვითარება.
6.14. ერთი მშობლის მიერ მეორისათვის, შვილთან ურთიერთობის აკრძალვა, არა მარტო მშობლის უფლების დარღვევაა, არამედ იგი ლახავს თვით შვილის უფლებებს ცალკე მცხოვრებ მშობელთან ურთიერთობის სფეროში, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის აღზრდის ინტერესებს. შვილს უფლება აქვს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს იმ მშობელთან ვისთანაც არ ცხოვრობს და არ იზრდება (ამ შემთხვევაში თავის მამასთან). თავის მხრივ მამაც მონაწილეობდეს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში და ასევე რჩენაში. ეს უფლება მამებს მინიჭებული აქვთ არამარტო კანონით, არამედ ზნეობის ნორმებით, ადათებითა და ჩვეულებებით. მათი ერთობლიობით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება უნდა მიეცეს ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან მაკა ბაბიაშვილთან. ასეთი ურთიერთობის არ ქონა, ან ხელშეშლა პირველ რიგში დააზარალებს არასრულწლოვანის ინტერესებს, რაც დაუშვებელია და უნდა აღმოიფხვრას სასწრაფოდ. თუ გამოვლინდება შემთხვევა, რა დროსაც ერთერთი მშობელი მართლსაწინააღმდეგოდ ცდილობს მეორე მშობელმა არ ინახულოს ბავშვი, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს ერთ-ერთი მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.
6.15. ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ა---------– შ----–--ე მცირეწლოვანია. იგი დაბადებულია 201---–-–------------ოს, ანუ საქმის განხილვის მომენტისათვის დაახლოებით 3 წლის და ორი თვისაა. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მისი ასაკი, ოჯახის წევრებზე მიჩვევის, თანატოლებთან ურთიერთობის, დედის გარეშე სხვაგან დარჩენისას ფსიქოლოგიური განცდები და სხვა აუცილებელი საკითხები. შესაძლებელია დედის გარეშე ბავშვის სხვაგან დარჩენამ, შორ გზაზე მგაზვრობამ, უცხო გარემომ გამოიწვიოს ნეგატიური შედეგი, ამიტომ მისი ნახვის დღეები შეზღუდულად უნდა გადაწყდეს. არ არის სასურველი გარკვეულ ასაკის მიღწევამდე ის დედის გარეშე ხანგრძლივი ვადით რჩებოდეს მამასთან. მსგავსი ქმედება არ არის მამის დისკრიმინაცია. შეზღუდვა გამომდინარეობს შვილის ინტერესებიდან. ბუნებრივია მამასთან ხანგრძლივი ვადით დარჩენის აკრძალვა არ არის გონივრული, ამიტომ სასამართლომ მოსარჩელის, შვილთან ურთიერთობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს გონივრულად. ნახვის დღეების განსაზღვრისას ერთერთი პრობლემური საკითხია ის, რომ ა---------– შ----–--ე ცხოვრობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მოსარჩელე ცხოვრობს ქ. ბათუმში და მათ საცხოვრებელ პუნქტებს შორის მანძილი დაახლოებით 40 კილომეტრია. ა---------– შ----–--ის გადაადგილება დაკავშირებული იქნება არა მხოლოდ თანხებთან, არამედ დროსთანაც. სწავლის, დასვენებისა და აღზრდისათვის განკუთვნილი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიხარჯება გზაში. იქედან გამომდინარე, რომ შვილის აღზრდაში მამის მონაწილეობა აუცილებელია, დასაშვებია და საპატიოა დასახელებული დროის მგზავრობაში დახარჯვაც, მაგრამ იგი დაყვანილი უნდა იქნას მინიმუმამდე. მაქსიმალურად თავიდან უნდა იქნას აცილებული აღზრდის პერიოდის, მგზავრობაში გახარჯვა. ამ პრინციპის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს ნახვისათვის უნდა დაუდგინდეს შემდეგი გრაფიკი: - ყოველ მეორე და მეოთხე კვირის პარასკევს 17:00 საათზე ა---------– შ----–--ე წაიყვანოს და ღამის თევით ჰყავდეს საკუთარ ოჯახში შაბათი დღის 18:00 საათამდე. ყოველი თვის პირველ და მესამე შაბათს მოსარჩელეს ექნება შესაძლებლობა ჩავიდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, დარჩეს და ა---------– შ----–--ე მოინახულოს 14:00 საათიდან 19:00 საათამდე. ამჯერად მისი დამატებით ქ. ბათუმში წაყვანა აღარ იქნება შვილის ჭეშმარიტი ინტერესის შესაბამისი. ამ პერიოდში მას საშუალება ექნება წაიყვანოს ნებისმიერ ადგილას, მაგრამ ვალდებული იქნება დედასთან დააბრუნოს 19:00 საათზე. ნახვის დღეების ამდაგვარი განსაზღვრა მაქსიმალურად შესაბამისია, როგორც მშობლის ისე შვილის უფლებების რეალიზებისათვის. ბუნებრივია ყოველდღიური ურთიერთობა უკეთესია, მაგრამ ცალკე მცხოვრები შვილისა და მშობლისათვის ყოვედღიური ურთიერთობის დაწესება შეუძლებელია, ამიტომ პირველ რიგში შვილის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე შერჩეული უნდა იქნას ოპტიმალური დრო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული დრო ოპტიმალური დროა.
6.16. სასამართლო მიიჩნევს, რომ შვილებთან მშობლის ურთიერთობაზე მხარეები თავად უნდა თანხმდებოდნენ. შეთანხმებით შვილის აღზრდა წარმატებული აღზრდაა. ამ საკითხში მხარეებს მართებთ უფრო ცივილური მიდგომა. იქედან გამომდინარე, რომ არასრულწლოვანს, მშობელი წარმოადგენს 18 წლის ასაკამდე, შესაბამისად შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა გულისხმობს 18 წლამდე ასაკის პერიოდს. რთულია სასამართლომ გაითვალისწინოს ყველა წვრილმანი და ზუსტად განსაზღვროს ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად მამისა და შვილის ურთიერთობის ზუსტი და სრულყოფილი პარამეტრები, ამიტომაც მიზანშეწონილია ბავშვთან ურთიერთობის საკითხი დარეგულირდეს 7 წლის ასაკამდე. 7 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, შვილის მამასთან ურთიერთობის საკითხი გადაწყდეს მშობლების შეთანხმებით. ამ ფორმატით მამის ურთიერთობა შვილებთან იქნება გონივრული და შვილის ინტერესების შესაბამისი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
ალიმენტის ნაწილში მოსარჩელე ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. ამ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი სცნო სრულად. სარჩელის ცნობის გამო ის ამ ნაწილში სახ. ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაილის საფუძველზე.
განქორწინების ნაწილში გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. მოპასუხემ ამ ნაწილშიც სცნო სარჩელი და შესაბამისად ის ამ ნაწილშიც თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან.
შეგებებული სარჩელის ნაწილში გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი. ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივად. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო ბაჟი უნდა გადანაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად, მაგრამ მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ სცნო. მან სარჩელი იმ ნაწილში სცნო, რა ნაწილშიც დაკმაყოფილებულია, შესაბამისად ის ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება, მოსარჩელეს კი ეთვლება გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე; 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ--- ჩ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. ი----- შ----–--ეს, თავისი არასრულწლოვანი შვილის ა---------– შ----–--ის (დაბადებული 201---–-–------------ოს) რჩენისათვის, მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 200 ლარის ოდენობით.
3. ალიმენტის გადახდის ათვლა დაიწყოს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 8 მაისიდან.
4. ნ--- ჩ-------–---–სა (პ/ნ 2----------) და ი----- შ----–--ეს (პ/ნ 6----------- შორის 2015 წლის 26 ოქტომბერს №7---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინების შეწყდეს განქორწინების გზით;
5. ნ--- ჩ-------–---–ს უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ.ბაჟის ნაწილი 50 ლარი (გადახდის თარიღი - 08/05/2019 წელი, გადამხდელის ბანკი - სს თიბისი ბანკი, სახაზინო კოდი - 300693150)
6. ი----- შ----–--ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
7. ი----- შ----–--ეს, თავისი არასრულწლოვანი შვილის - ა---------– შ----–--ის ნახვისათვის, დაუდგინდეს შემდეგი დღეები:
- 7 წლის ასაკის მიღწევამდე ყოველი თვის პირველი და მესამე შაბათი დღე - 14:00 საათიდან 18:00 საათამდე;
- 7 წლის ასაკის მიღწევამდე ყოველი თვის მეორე და მეოთხე კვირის პარასკევს 17:00 საათიდან შაბათის 18:00 საათამდე, ი----- შ----–--ის მიერ მიერ თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანით და ღამე დარჩენით.
8. ი----- შ----–--ის შვილთან ურთიერთობის საკითხი, მისი 7 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით. ასეთი შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში დავა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე.
9. ი----- შ----–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისროს 50 ლარის გადახდა. მას ბაჟი გადახდილი აქვს.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე