განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1/3293-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ლილი მსხილაძე
სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე :
პროკურორი - ნ---- ც------–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული:
ნ-----–---- ძ--------ი - დაბადებული 1--- წლის 1--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ი---------–------------; ფაქტობრივად მცხოვრები - თბილისი, რ------------------–--–--------------
ადვოკატი - ი---- ი---------
კვალიფიკაცია:
ნ-----–---- ძ--------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 1-----–--ს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნ-----–---- ძ--------ი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გაასამართლა და განაჩენთა ერთობლიობით 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც სსკ-ს 50-ე მუხლის საფუძველზე, 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
ნ-----–---- ძ--------მა პირობით გამოსაცდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული. კერძოდ, 2019 წლის 12 ივნისს დაახლოებით 04:00 საათზე, ნ-----–---- ძ--------ი ქ. თბილისში, ბ----------------------------–------------–--------------------------------------------------- სართულიდან ფარულად დაეუფლა ვ---- ზ----–---–ის კუთვნილ 250 ლარად ღირებულ “FLAUX”-ის მოდელის ყვითელი ფერის ველოსიპედს და 300 ლარად ღირებულ”SAFT 2018”- ის მოდელის ლურჯი ფერის ველოსიპედს. ნ-----–---- ძ--------ის ქმედებამ დაზარალებულ ვ---- ზ----–---–ისათვის 550 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2.1. ბრალდებულმა ნ-----–---- ძ--------მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ მასში, რომ 2019 წლის 12 ივნისს დაახლოებით 04:00 ქ. თბილისში, ბ----------------------------–------------–------------------------------------------------- სართულიდან ფარულად დაეუფლა ვ---- ზ----–---–ის კუთვნილ 250 ლარად ღირებულ “FLAUX”- მოდელის ყვითელი ფერის ველოსიპედს და 300 ლარად ღირებულ”SAFT 2018”- ს მოდელის ლურჯი ფერის ველოსიპედს.
2.2. ბრალდების მტკიცებულებები მხარეთა მიერ არ გახდა სადავო და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული უდაო მტკიცებულებებად.
2.3. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ-----–---- ძ--------მა ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.4. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბრალდებულ ნ-----–---- ძ--------ის ქმედების შედეგად დაზარალებულ ვ---- ზ----–---–ს მიადგა 550 (ხუთასორმოცდაათი) ლარის მატერიალური ზიანი.
2.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
2.6. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ნ-----–---- ძ--------მა ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.
ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის
2.7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1-----–--ის განაჩენით ნ-----–---- ძ--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0---------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, ნ-----–---- ძ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანხმად, 02 (ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 (სამი) წელი და 06 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
2.8. სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 2-----------–ის N---------- გადაწყვეტილებით მსჯავრდებული ნ-----–---- ძ--------ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 01 (ერთი) თვით და 08 (რვა) დღით ადრე.
2.9. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2.10. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.11. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ ნ-----–---- ძ--------ი, ამჟამად ბრალად შერაცხული ინკრიმინირებული ქმედების ჩადენისას ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ადასტურებს, რომ ნ-----–---- ძ--------მა ჩაიდინა ქურდობა არაერთგზის.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ნ-----–---- ძ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ვ---- ზ----–---–ის და მოწმეების - გ------- ჩ------–---–-ს, ზ---- კ------–---–ის გამოკითხვით მიღებული ინფორმაცია, ნ-----–---- ძ--------ის პირადი ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი ველოსიპედი, ნ-----–---- ძ--------ის აღიარებითი ჩვენება და მასთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ოქმი და ნივთის ამოცნობის ოქმები, 2017 წლის 0---------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს და 2017 წლის 1-----–--ის ქუთაისის საქალაქო სასამრთლოს განაჩენი ნ-----–---- ძ--------ის მიმართ, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა N------ და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ნ-----–---- ძ--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ქურდობით, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
4.2. სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქ/პ თანახმად, საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეთა შეთანხმებით გამოკვლევის გარეშე მიჩნეულ იქნა უდაო მტკიცებულებებად.
4.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ-----–---- ძ--------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5.პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ნ-----–---- ძ--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5.2. ნ-----–---- ძ--------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ბრალად წარდგენილი ქმედების პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნის ვადაში ჩადენა.
6.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას. ნ-----–---- ძ--------ი არის დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი პიროვნება, ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრი ქვეშ.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად სასჯელის დანიშვნისას ნ-----–---- ძ--------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე, რომლის დანიშვნის შემთხვევაშიც უზრუნველყოფილ იქნება სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულება, განხორციელდება მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ამასთან, ბრალდებული განიმსჭვალება მართლწესრიგის დაცვის და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, გამოიტანს სათანადო დასკვნებს და მომავალში აღარ ჩაიდენს დანაშაულს.
6.3. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით, როგორც ზოგადი, ასევე კერძო პრევენციის გათვალისწინებით, სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია ნ-----–---- ძ--------ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.
7.ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. ნ-----–---- ძ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,SAFT 2018”-ის და
,,FLAUX”-ის ფირმის ველოსიპედები, დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. თბილისის ი-----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ-----–---- ძ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ნ-----–---- ძ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ნ-----–---- ძ--------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1-----–--ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი.
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს 2017 წლის 1-----–--ის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–---- ძ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
5. ნ-----–---- ძ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
6. ნ-----–---- ძ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 12 ივნისიდან.
7.ნივთმტკიცება:
7.1. ნ-----–---- ძ--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,SAFT 2018”- ის და ,, FLAUX”-ის ფირმის ველოსიპედები, დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქ. თბილისის ი-----------------------------–--------–-–-------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე /ლილი მსხილაძე/