განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2019
საქმის ნომერი
190140019002808560
თარიღი
30.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-35-19

(№021170119002)

(№021251118001)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 სექტემბერი, 2019 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძე

 

სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე

 

პროკურორი: თინათინ სტურუა,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: ო---------------ი, დ----------–-------–-–--------------ს, პირადი №1----------, ს----------–----------–--ე, არასრული საშუალო განათლებით, ნ----------–---------------ე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–-----------–--------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ , ,,გ” და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

ბრალდებული: ნ----------------, დ----------–-------–-–----------ს, პირადი №1----------, ს----------–----------–--ე, საშუალო განათლებით, ნ----------–---------------ე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–-----------–-------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ” და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტები - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

ადვოკატები: ვაჟა არობელიძე, გიორგი დავითაშვილი, დავით სარიბეგოვი,თარჯიმანი: თალე ალიევა

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

2----–-–----------------ს, საქართველოს შსს გ---------------------–--------------–----------ის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №021251118001 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით.

 

ო---------------ი დაკავებულია 2----–-–-------------------------------ე; 2----–-–----------------ს გამოტანილი იქნა დადგენილება ო---------------ის ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

2----–-–-------------ს დადგენილებით, სისხლის სამართლის №021251118001 საქმიდან გამოიყო ახალი სისხლის სამართლის საქმე ნ----------------ს მიმართ და გაგრძელდა მასზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ნ----------------ი დაკავებულია 2----–-–----------------------------ე, 2----–-–-------------ს გამოტანილია დადგენილება ნ----------------ის ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ” და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, 2----–-–-----------ს რ--------------------–-------------------ის პროკურორ დავით მუხიაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბრალდებულების ო---------------ის და ნ----------------ს სისხლის სამართლის საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. ო-----------ს ს--------------- (021251118001) გაუერთიანდა ნ-------------------------------------------- და სისხლის სამართლის საქმეს მიენიჭა N-------.

 

საქმის არსებითი განხილვის შედეგად, ბრალდების მხარეს უარი ეთქვა ო---------------თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე და განაჩენი ორივე ბრალდებულის მიმართ სასამართლომ გამოიტანა არსებითი განხილვის შედეგად.

 

ო---------------ისა და ნ----------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

20---–-–--------------------------ს, ღამის საათებში, გ----------------------------–----------–---ში მცხოვრებმა ო---------------მა მეზობელთან, ნ-----------------ან ერთად, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით, უკანონოდ შეაღწია სოფელ ყ--------–---ში მდებარე ა---–---------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა---–---------ის კუთვნილ ფულად თანხას 6000 ლარს და 7000 აშშ დოლარს 18 340 ლარის ექვივალენტის ოდენობით, 3500 აშშ დოლარის ექვივალენტად - 9170 ლარად ღირებულ მასიური ოქროს ყვავილის ორნამენტებიან ყელსაბამს, სხვადასხვა ღირებულების ოქროს 6 ცალ ბეჭედს და ერთ წყვილ ოქროს საყურეებს, „ნექსთის“ და „პანასონიკის“ ფირმის პლაზმურ ტელევიზორებს, „არისტონის“ ფირმის სარეცხ მანქანას, „კანდის“ ფირმის ჭურჭლის სარეცხ მანქანას, სხვადასხვა დასახელების საოჯახო, საყოფაცხოვრებო და პირად ნივთებს, რის შედეგადაც ა---–---------ს მიაყენა სულ 72 495 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ნ---------------მა ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული.

 

ნ----------------ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოხატა შემდეგში:

2----–-–-----------ის თვეში, გ----------------------------–----------–---ში მცხოვრებმა, ნ----------------ს ნაცნობმა ო---------------მა, ბინაში უკანონო შეღწევის გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, გაქურდა ა---–---------ის საცხოვრებელი სახლი და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვადასხვა დასახელების საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ფულად თანხას და ოქროს სამკაულებს, რის შედეგადაც ა---–---------ს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ა---–---------ის საცხოვრებელი სახლიდან დაუფლებული ნივთების ნაწილი ო---------------ისაგან შეიძინა და ასევე სახლში ინახავდა ნ----------------, რომელმაც დანაშაულის ჩადენიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიტყო, რომ ო---------------მა ჩაიდინა ქურდობა და მისგან შეიძინა სწორედ ის ნივთები, რომლებიც ა---–---------ის სახლიდან იყო მოპარული. მიუხედავად იმისა, რომ მან ნივთები ო---------------ს უკან დაუბრუნა, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს მძიმე დანაშაულის შესახებ.

 

ო---------------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც გამოიწვია დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2----–-–-----------ის თვეში, ორჯერ (ზედიზედ), ღამის საათებში, გ----------------------------–----------–---ში მცხოვრებმა ო---------------მა დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, ერთიანი მიზნით და საერთო განზრახვით, უკანონოდ შეაღწია სოფელ ყ--------–---ში მდებარე ა---–---------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა---–---------ის კუთვნილ ფულად თანხას 6000 ლარს და 7000 აშშ დოლარს 18 340 ლარის ექვივალენტის ოდენობით, 3500 აშშ დოლარის ექვივალენტად - 9170 ლარად ღირებულ მასიური ოქროს ყვავილის ორნამენტებიან ყელსაბამს, სხვადასხვა ღირებულების ოქროს 6 ცალ ბეჭედს და ერთ წყვილ ოქროს საყურეებს, „ნექსთის“ და „პანასონიკის“ ფირმის პლაზმურ ტელევიზორებს, „არისტონის“ ფირმის სარეცხ მანქანას, „კანდის“ ფირმის ჭურჭლის სარეცხ მანქანას, სხვადასხვა დასახელების საოჯახო, საყოფაცხოვრებო და პირად ნივთებს, რის შედეგადაც ა---–---------ს მიაყენა სულ 72 495 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, დასკვნითი სიტყვების წარმოდგენის ეტაპზე რ--------------------–-------------------ის პროკურორ თინათინ სტურუამ წარმოადგინა შუამდგომლობა, ბრალდებულ ო---------------ის მიმართ, წარდგენილი ბრალდების მიხედვით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ ო---------------მა ნ-----------------ან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩაიდინა ქურდობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

ბრალდებულმა ო---------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და ასევე დანაშაულის ჩადენაში ამხილა ნ----------------. მისი განმარტებით, ნ---------------ს წინასწარ შეუთანხმდა, რომ ა---–---------ის სახლი გაექურდათ. შეთანხმების მიხედვით მას ნივთები უნდა გამოეტანა სახლიდან, ხოლო ნ----ს მანქანით უნდა წაეღო. ეზოში ღობიდან გადახტა, სახლის კარი კი ღია იყო. ბინაში ორჯერ იყო შესული, სავარაუდოდ 22 და 23 ნოემბერს, ზუსტი რიცხვები არ ახსოვს, მაგრამ გამორიცხავს, რომ სამჯერ იქურდა. ერთ დღეს დიდი ზომის ნივთები გამოიტანა, ხოლო მეორე დღეს თეთრეული და სხვა საოჯახო თუ პირადი ნივთები წამოიღო. სარეცხის მანქანა აბაზანიდან გაიტანა, რომელიც ეზოში ცალკე მდებარეობს და მანქანაში ჩასადებად ნ----ი მიეხმარა. ნ----ი გარეთ ელოდებოდა და მისი მანქანით მიიტანეს ნივთები მის სახლში. როდესაც ნივთები გამოჰქონდა სახლიდან, ეზოში კართან ალაგებდა და ბოლოს ურეკავდა ნ----ს, რომ მოსულიყო. იგი სახლში არ შესულა. ადასტურებს, რომ ა---–---------ის სახლიდან მოიპარა ტელევიზორები, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სარეცხის მანქანა, ფულადი თანხა, ოქროს ნაკეთობები, ალკოჰოლური სასმელები, თეთრეული, ჭურჭელი. სამკაული ლომბარდში დააგირავა, თანხა კი ერთმანეთში გაინაწილეს. მისმა ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ ქურდობის შესახებ და როდესაც მამამისმა შეიტყო, თვითონ მიიყვანა პოლიციაში.

 

2018 წლის 10 დეკემბერს მოწმე ო---------------ისაგან მიღებული ჩვენების/გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც ო---------------თან ერთად მონაწილეობდნენ ექსპერტი ა-–-----------–-–---–ი, გამომძიებლები გ--------------ა, გ--–----–----–---–ი და თარჯიმანი ნ-----------–---–ი. ო---------------ის მითითებით გაემართნენ გ----------------------------–----------–-–ი, ა---–---------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც ო---------------მა მიუთითა კარი, საიდანაც მან და ნ---------------მა ა---–---------ის სახლიდან მოპარული ნივთები გაზიდეს. შემდგომ ო---------------მა მიუთითა სახლის პირველ სართულზე, ე.წ „სარდაფის“ ჩასასვლელი კარებისაკენ და განმარტა, რომ აღნიშნული კარიდან შევიდნენ ის და ნ----ი სახლის პირველ სართულზე, კარადიდან მან და ნ----მა მოიპარეს კარაქი, ასევე კერხელი, მეორე სართულის ოთახიდან კედლიდან ჩამოხსნეს ტელევიზორები და მოიპარეს, მესამე სართულზე მდებარე საწოლის ქვემოთ ლეიბის ქვეშ მან და ნ----მა ნახეს ორი ცალი ოქროს ნივთი და ფულადი თანხა, ამავე სართულზე მდებარე მეორე საძინებელი ოთახიდან მან და ნ----მა მოიპარეს წვრილმანი ნივთები, ასევე ვიდეორესივერი. ამის შემდგომ ო-----ის მითითებით გაემართნენ ნ----–-----------ის სახლში, სადაც მიუთითა ადგილი სადაც ა---–---------ის სახლიდან მოპარული ნივთებს ის და ნ----ი ინახავდნენ. შემდგომ ო---------------მა მიუთითა გ----------------------------–------–----------------ენ და განმარტა, რომ მან და ნ----მა ა---–-------ების სახლიდან მოპარული ნივთები გადაიტანეს მანქანით ფ---–------------ში მიდვრებში. საგამოძიებო ექსპერიმენტი მოწმის მითითებით გაგრძელდა ქ---------–------–--------------“ ლომბარდში, სადაც მოპარული ყელსაბამი ჩააბარა, ქ------–--–--------–----------------------------–---ე ჩააბარა ოქროს ოთხი ცალი ნივთი.

 

ბრალდებულმა ნ---------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ა---–---------ის სახლიდან მოპარული ნივთები ო---------------ისგან შეიძინა, მან უთხრა, რომ სახლიდან ყიდდა ვიღაც საოჯახო ნივთებს და შეეძლო ფული ნელ-ნელა მიეცა, თითო ნივთში 2-3 ლარი რჩებოდა. ო-----ი არწმუნებდა, რომ ისინი მოპარული არ იყო. მან შეიძინა ტელევიზორი, სარეცხის მანქანა, მტვერსასრუტი და სხვადასხვა საოჯახო ნივთები, რაშიც სულ გადაუხადა 3830 ლარი. ფულს ეტაპობრივად აძლევდა, ხან სამსახურში, ხან სახლში. ო-----ი ერთი კვირის მანძილზე მიდიოდა მასთან. შემდეგ შეიტყო, რომ სოფელში ა---–---------ის ბინა გაქურდეს და ამბობდნენ, რომ ისეთი ნივთები იყო წაღებული, რაც მან ო-----ისგან შეიძინა. ამან დააეჭვა და როდესაც გაირკვა, რომ სახლში ნაქურდალი ნივთები ედო, ყველაფერი უკან მიუტანა ო-----ს და ფულის დაბრუნება მოსთხოვა.

 

დაზარალებულმა ა---–---------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ა----------------გან შეიტყო მისი ბინის ქურდობის შესახებ. მას თავისი ტელეფონი გაუფუჭდა და სახლში სხვა ტელეფონის ასაღებად მივიდა. როდესაც სახლში შევიდა, ნახა, რომ არც ტელეფონი და არც ტელევიზორები ოთახში არ იდო და დაურეკა, ვინმეს ხომ არ აჩუქა. მან ურჩია, რომ ხელი არაფრისთვის ეხლო და დაერეკა პოლიციაში. იმ პერიოდისთვის იგი რუსეთში იმყოფებოდა და მეორე დღესვე ჩამოვიდა საქართველოში. სახლიდან ძალიან ბევრი ნივთი იყო წაღებული, დიდი ხანია რაც საქართველოში მუდმივად არ ცხოვრობს და ზუსტად არ ახსოვს რა ნივთები ჰქონდა, თუმცა ეთანხმება გამოძიებით დადგენილი ზიანის ოდენობას და აღნიშნავს, რომ ღირებულება იმისდა მიხედვით მიუთითა, რაც ჰქონდა გადახდილი. წაღებული იყო ტელევიზორები, ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ოქროული, ფული, თეთრეული. ნივთების ნაწილი დაუბრუნეს, ასევე მონაწილეობა მიიღო მათ ამოცნობაშიც. ო---------------თან პრეტენზია არ აქვს.

 

მოწმე ა--------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ა---–---------ი მისი მამაა, იგი ბებიასთან იმყოფებოდა და მამის სახლში ტელეფონის ასაღებად მივიდა. სახლის კარი ღია იყო და ოთახები არეული დახვდა. არ იდო ტელევიზორები, იცოდა, რომ სახლში ფულს ინახავდნენ და ისიც არ დახვდა, ვერც ოქროს სამკაულებს მიაგნო. ამის შემდეგ წავიდა ბიძასთან და მამამისს იქიდან დაურეკა, ასევე დარეკა პოლიციაში. მათ მოსვლამდე ნახა, რომ ვიდეო-კამერების რესივერი იყო წაღებული. სახლის გასაღები ჰქონდა მას და მის დედინაცვალს. დედინაცვალი იმ პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდა. სახლს აქვს ერთი შესასვლელი, ჯერ სარდაფში ჩადიხარ და იქიდან ადიხარ მეორე სართულზე. თვითონ ეზოს ჭიშკარი გააღო, ხოლო სახლში შესასვლელი კარები ღია იყო.

 

მოწმე ე--------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მისი შვილის ო---------------ის გადმოცემით, მან გაქურდა ა---–---------ის ბინა ნ-----------------ან ერთად. მან არაფერი იცის ნივთების შენახვის შესახებ და არც სახლში მიუტანია ო-----ს რაიმე ნაქურდალი ნივთი.

 

მოწმე შ----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ო---------------ი მისი შვილია და მისგანვე შეიტყო, რომ ნ-----------------ან ერთად გაქურდა ა---–---------ის სახლი და აჩვენა ის ადგილი, სადაც ნაქურდალ ნივთებს ინახავდა.

 

2----–-–---------------ს ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი მოწმე შ----------------ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით, რა დროსაც ამოღებულ იქნა „პანასონიკის“ ფირმის ტელევიზორი, NEXT-ის ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, ხორცის გასატარებელი მანქანა, ქვაბების ნაკრები, წვენის საწური აპარატი და მტვერსასრუტი, ერთი ცალი მიკროტალღური ღუმელი EFBA-ს ფირმის, სამი ყუთი თეთრეული, SONY-ს ფირმის DVD, ქვაბების კრებული „როიალი” და ქვაბების კრებული წარწერით „ZC“, “CANDY”-ის ფირმის სარეცხი მანქანა, WOULINEX-ის ფირმის მრგვალი ფორმის მიკროტალღური ღუმელი და გადასაფარებელი საბანი, პირსახოცი, “ARISTON”-ის ფირმის სარეცხი მანქანა.

 

2----–-–----------------------------- დროის შუალედში, გ---------------------–--------------–----------ის პოლიციის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - გ----------------–---–ის დადგენილების საფუძველზე, სოფელ ფ---–------------ში არსებულ მინდვრებიდან (რკინიგზის ლიანდაგის მახლობლად) მოწმე შ----------------ის მონაწილეობით ამოღებული იქნა ა---–---------ის სახლიდან მოპარული 25 სახეობის საყოფაცხოვრებო ნივთები;

 

მოწმე ო----- მ------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ო---------------ისგან 40 ლარად შეიძინა კერხერის ფირმის სარეცხი აპარატი.

 

მოწმე ა-----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ---------------ა დაურეკა და სთხოვა თავისი მანქანით მისულიყო მასთან. მისი გადმოცემით მან ო---------------ისაგან იყიდა ნივთები, რაშიც ფული გადაუხადა და მის მანქანზე დატვირთა. შემდეგ ნ----მა უთხრა რომ ეს ნივთები ო-----ს ნაქურდალი ჰქონდა.

 

დაცვის მხარის მოწმე ა----------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ---------------- მისი შვილია. მასთან ერთად იმყოფებოდა როდესაც პოლიციაში წაიყვანეს და დანაშაულის აღიარებას სთხოვდნენ. მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნ----მა ო-----ისგან საოჯახო ნივთები შეიძინა და უსაყვედურა. ყველა ის ნივთი რაც მან იყიდა, სახლში ისედაც ჰქონდათ, თუმცა სარეცხის მანქანაში რძალი ბავშვის ტანსაცმელს რეცხავდა და ახალიც დასჭირდათ. ა/მანქანა მის სახელზეა რეგისტრირებული და ნ----ი მას თითქმის არ მართავს, მან მანქანის ტარება კარგად არ იცის.

 

დაცვის მხარის მოწმე თ----------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ---------------- მისი მეუღლეა. იგი თავად შეესწრო 7-8 საათის განმავლობაში როგორ ცდილობდნენ პოლიციის თანამშრომლები ნ---------------ს ეღიარებინა დანაშაული. მისთვის ცნობილია, რომ მეუღლეს ჰქონდა გარკვეული დანაზოგი და იყიდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე მოწმე მ------------------მ. მან დაადასტურა, რომ ნ---------------მა შეიძინა გარკვეული საოჯახო ნივთები და შემდეგ შეიტყო, რომ ისინი მოპარული იყო.

 

მტკიცებულებები საქმეზე ჩატარებულ საპროცესო/საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით:

 

ჩატარებული საგამოძიებო/ საპროცესო მოქმედებების ირგვლივ დაიკითხნენ გამომძიებლები: გ--–----–----–---–ი, დ-----------------–---–ი, ლ--–-----------ე, გ------------------ე, ნ---------–---–ი, გ--------------ა, რ-----–------–---–ი, ნ----–-----------–---–-, ა-–-----------–-–---–ი, ნ----------------ა, ლ-----–----–----ე.

 

2018 წლის 25 ნოემბერს დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელი ყ--------–---ი, რა დროსაც ამოღებული იქნა 6 ქილაში მოთავსებული სუნის ნიმუში, ერთი ცალი სანთებელა, ანაწმენდები 4 ცალ ბიოლოგიურ ჩხირებზე, კარის საკეტი, ხელის კვლები, ერთი ცალი ბოთლი, ერთი ბოქლომი.

 

მოწმე დ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ როგორც ექსპერტ-კრიმინალისტმა მონაწილეობა მიიღო 2----–-–-----------ის თვეში ყ--------–აში მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში გადაიღო სურათები, სახლის სხვადასხვა ადგილებიდან ამოიღო დაქტილოფირები ხელის კვლებით. ასევე - შესასვლელი კარის საკეტები სახელურებით და ბოქლომი.

 

2018 წლის 10 დეკემბერს 16:58 - 17:20 დროის შუალედში, ო---------------ის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას და ასევე მისი მოწმის სახით მიცემული ჩვენების საფუძველზე, გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ---------–---–ის მიერ, ქ. რუსთავში მ-----------------------ში არსებულ შპს ,,ა-–------------ის“ ლომბარდიდან, ამოღებული იქნა ოქროს ყელსაბამი, N38966 ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და გადაცემის ორდერი;

 

2018 წლის 10 დეკემბერს 18:39 - 19:15 დროის შუალედში, ო---------------ის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მის მიერ მითითებული ფაქტის საფუძველზე, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ----------------–---–ის მიერ ქ.თბილისში ვაგზლის მოედნის N2-ში მდებარე ,,ოქროს ბირჟიდან“ ამოღებული იქნა ოქროს ნივთების შესყიდვის აქტი;

2018 წლის 8 დეკემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ა---–---------ს ამოსაცნობად წარედგინა „next“-ის ტელევიზორები. ამომცნობმა პირმა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: იგი არის “next”-ის ფირმის, მარჯვენა ქვედა ადგილას ნაკაწრით. იგივე ფირმის დისტანციური მართვის პულტი მწვანე და წითელი ელემენტებით და ელემენტების ჩასადები ადგილას არ აქვს ხუფი. ამოცნობის შემდეგ ტელევიზორი მოთავსდა თეთრი ფერის ტომარაში და დაილუქა გაჩიანის პოლიციის ლუქით პაკეტებისათვის, მასზე გაკეთდა ხელმოწერები დაისვა თარიღი და საქმის ნომერი.

 

2018 წლის 8 დეკემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ა---–---------ს წარედგინა “panasonic“-ის ტელვიზორები. ამომცნობმა პირმა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: ტელევიზორს ეკრანის ქვედა მხარეს ოდნავ მარჯვნივ აქვს დაახლოებით 2-3 სანტიმეტრ სიგრძეზე ჰორიზონტალური ნახაზი და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ნივთი მოპარეს მისი საცხოვრებელი სახლიდან. ამოცნობის შემდეგ აღნიშნული ტელევიზორი მოთავსდა თეთრი ფერის ტომარაში და დაილუქა გაჩიანის პოლიციის განყოფილების ლუქით პაკეტებისათვის. მასზე გაკეთდა ხელმოწერები, დაისვა თარიღი და საქმის ნომერი.

 

2018 წლის 8 დეკემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ა---–---------ს წარედგინა „SCARLETT“-ის ფირმის ფენები. ამომცნობმა პირმა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: ფენი არის SCARLETT ის ფირმის, ზედა მხარეს აქვს ნაკაწრები გამოყენებისგან. ამოცნობის შემდეგ ფენი მოთავსდა პარკში და დაილუქა გაჩიანის პოლიციის ლუქით პაკეტებისათვის. მასზე გაკეთდა ხელმოწერები დაისვა თარიღი და საქმის ნომერი.

 

2018 წლის 8 დეკემბრის ნივთის ამოცნობის ოქმის მიხედვით: ა---–---------ს წარედგინა “ARISTON”-ის ფირმის სარეცხი მანქანები. ამომცნობმა პირმა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: აბილ მეტიხოვმა განმარტა, რომ N1 ნივთი ამოიცნო იმით, რომ სარეცხის მანქანას ზედა მხარეს ეტიკეტი შუა ნაწილში აქვს წაშლილი და არაფერი იკითხება.

 

2018 წლის 10 დეკემბრის ობიექტის (საგნის) ამოცნობის ოქმის მიხედვით: ა---–---------ს წარედგინა ოქროს ყელსაბამი. ამომცნობმა პირმა, ა---–---------მა, ნივთი ამოიცნო საკეტით, რომელსაც ოდნავ აქვს საკეტი შეღუნული და ასევე არ იკეტება კარგად თუ არ დაახმარა ხელი. ამოცნობის შემდეგ ოქროს ყელსაბამი მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა.

 

2----–-–----------------ს ო---------------ისაგან აღებულ იქნა სუნის ნიმუშები, ხოლო 14 დეკემბერს - ნ----------------სგან. ნიმუშები შემდგომში გაიგზავნა ექსპერტიზის ჩასატარებლად. ნიმუშების აღების პროცედურა დაადასტურა მოწმე ნ-----–-----------–---–მა. 2018 წლის 26 ნოემბრის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, მოწმეების ა----------------აგან, ნ-------------------აგან, ა---–---------ისაგან აღებული იქნა ხელის კვლების ნიმუშები.

 

2018 წლის 14 დეკემბრის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმის მიხედვით, ექსპერტ-კრიმინალისტმა მ-------------–--ემ ნ----------------სგან აიღო ნერწყვის ნიმუში, რომელიც მოთავსდა ერთ ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, აღნიშნული მოთავსდა მუყაოს პაკეტში და დაილუქა შესაბამისი წესით. მოწმე მ-------------–--ემ დაადასტურა მის მიერ ნიმუშის აღება.

 

2019 წლის 16 იანვრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: გ----------------------------–----------–---ში ა---–---------ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ო---------------ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია ნ----------------საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე მ----------------ე.

 

2019 წლის 8 იანვრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით: პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N7 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 7.11.1--- წელს დაბადებული ო----- შ----უს ძე მ--------ის მარცხენა ხელის ცერი თითის ანაბეჭდის ნიმუშის. პიროვნების ოდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N1, N3, N4, N5, N6 არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში რიცხული 7.11.1--- წელს დაბადებული ო----- შ----უს ძე მ--------ის ხელის ანაბეჭდების მინუშისა.

 

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე რ------–--–-------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვის სისწორე.

 

2018 წლის 4 დეკემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით: გამოკვლევაზე წარმოდგენილი კვალი N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. აღნიშნული ხელის კვლები მაქსიმალური ზომებით 22X35მმ, 31X41მმ, 21X44მმ, 37X44მმ, 42X50მმ და 72X88მმ, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N2 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული 19.03.1--- წელს დაბადებული ნ---------------ის ასული მ-------ას მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N1, 3, 4, 5, 6 და 7 არ არის იდენტური დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში რიცხული 13.02.1--- წელს დაბადებული მასრადინის ძე მ-------ა, 10.08.1--- წელს დაბადებული აისუნ აბილის ასული მ-------ა და 19.03.1--- წელს დაბადებული ნ---------------ის ასული მ-------ას ხელის ანაბეჭდების. პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი ხელის კვალი N1, 3,4, 5, 6 და 7-ის იდენტური ხელის კვლები და ანაბეჭდების ნიმუშები დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ნ----------------ა.

 

მოწმე გ---–----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ო---------------ს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზისათვის აუღო ანაბეჭდები, შემდეგ მოხდა კრიმინალისტიკის ერთიან ბაზაში გადაგზავნა ამ ანაბეჭდების.

 

მოწმე ლ-----–----–----ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებისა და 2018 წლის 9 ნოემბრის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით: „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საკიდე ბოქლომის ჩამკეტ რიგელზე აღინიშნება დაზიანება ტეხის სახით. აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით, რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საკიდე ბოქლომი გახსნილია ჩამკეტი რკალის ამოგლეჯით მისთვის განკუთვნილი ბუდიდან, საკიდე ბოქლომში რაიმე უცხო საგანი აღმოჩენილი ვერ იქნა.“ ასევე ლაშა შარაშენიძის მიერ იქნა გაცემული 2018 წლის 28 თებერვლის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა: „ექსპერტიზაზე წარმოდგენილ საკეტებს რაიმე სახის დაზიანება, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება. ექსპერტიზაზე წარმოდგენი საკეტები გახსნილია თავისი ან ანალოგიურად დამზადებული გასაღებით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N2 ქაღალდის პაკეტში მოთავსებული გასაღები განკუთვნილია N2 ქაღალდის პაკეტში მოთავსებული საკეტისათვის“.

 

მტკიცებულებები ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით:

 

2019 წლის 15 იანვრის სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების საბაზრო ღირებულებათა ჯამი შეადგენს 4605 ლარს. აღნიშნული ექსპერტიზის ირგვლივ დაიკითხნენ ექსპერტები: ე-–----–--–--–---–ი, ნ------------ა და რ------------------–---–ი.

 

მოწმე ე-–----–--–--–---–მა დამატებით განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარედგინა 11 ფუთა და ყველა ობიექტი იყო დალუქული. ნივთების ნაწილი იყო ახალი, ხოლო ნაწილი ექსპლუატაციაში იყო მიცემული. ღირებულება მათი მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრა. ტექნიკის ნაწილი შეამოწმეს მუშა მდგომარეობაში იყო თუ არა, რაც შეეხება სარეცხის მანქანას, იგი სპეციფიკურ შემოწმებას საჭიროებდა და მისი მდგომარეობა შეაფასეს გამომძიებლის წერილის მიხედვით.

 

მოწმე ნ------------ამ განმარტა, რომ საკვლევი ობიექტები წარმოდგენილ იქნა პოლიციის განყოფილებაში, ვინაიდან რაოდენობრივად იყო ძალიან ბევრი. სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო და საოჯახო ნივთების ფასი განისაზღვრა ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით. ზოგადად ნივთის ფასის დადგენისას ხელმძღვანელობს ინტერნეტში საიტებზე მითითებული ფასებით და პირდაპირი გამოკითხვით. გაითვალისწინება ნივთის მდგომარეობა, ექსპლუატაციის ხარისხი. თუ ნივთს აქვს დაზიანება, წერს ნივთის აღწერილობით ნაწილში. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე რ------------------–---–მა.

 

2018 წლის 10 ნოემბერს შპს „ა-–------------სა“ და ო---------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N GOLD-AG-38966 რომლის მიხედვითაც ო---------------მა ოქროს ნივთის (სინჯი: 500; მასა: ოქრო 19.90, შეფასება 975. 1000 ლარი) დაგირავების სანაცვლოდ გამსესხებლისგან (შ.პ.ს. „ა-–------------ი“) მიიღო სესხი 1 000 ლარის ოდენობით.

 

მოწმე ნ----------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს შპს ა-–------------ში ფინანსურ მენეჯერად, რომელიც ახორციელებს სალომბარდე მომსახურებას. მის ფუნქციაში შედის ფინანსებისა და მიღებული საქონლის კონტროლი. შპს „ა-–------------იდან“ ამოღებულ იქნა ოქროს ძეწკვი 19 და 9 გრამი 583 სინჯის. ამ ნივთის დალომბარდება მოხდა 2018 წლის 4 ნოემბერს, ხოლო ამოღება მოხდა 10 დეკემბერს. ეს ნივთი მიიღო ოპერატორმა, ნივთის ჩაბარების შემდეგ მოხდა ხელშეკრულების შედგენა და ნივთს ინახავენ საცავში. ამ შემთხვევაში მათთან დაგირავდა გრეხილი ფორმის ოქროს ცეპი. ნივთი მათთან მიიტანა ო---------------მა და ხელშეკრულებაც მასთან დაიდო. მას გადაუხადეს 1000 ლარი.

 

მოწმე თ----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ე.წ. ოქროს ბირჟაზე და როგორც ახსოვს ო---------------ისგან იყიდა მამაკაცის ოქროს ბეჭედი, ცეპი და კულონი. ნივთებში მას გადაუხადა 600 ლარი. ნივთების შეძენისას ადგენს შესყიდვის აქტს, რომელიც ამ შემთხვევაში ამოღებულია გამომძიებლის მიერ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს რა არის მტკიცებულება, დადგენილია მტკიცებულებათა სახეები და მათი მოპოვების წესი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 თავში ნორმათა თანმიმდევრობით გათვალისწინებულია მტკიცებულებათა შემდეგი სახეები: მოწმის (დაზარალებულის, ბრალდებულის) ჩვენება, ნივთიერი (ნებისმიერი საგანი ან ობიექტი) მტკიცებულება და დოკუმენტები (ექსპერტის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებების ოქმები), შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება სისხლის სამართლის პროცესში უნდა დადგინდეს სწორედ ამ სადავო გარემოების დამდგენი/დამადასტურებელი მტკიცებულებით. ფაქტების ერთობლიობას სასამართლოში უნდა ქმნიდეს მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო სასამართლო აფასებს მათ დამაჯერებლობის, საკმარისობისა და ურთიერთშეთანხმებისთვის ლოგიკური, აშკარა და ობიექტური კავშირით. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა შეფასდეს დანაშაულის გარემოებების მიხედვით და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაშია ის საჭიროც და საკმარისიც, იმისდამიხედვით თუ როგორ ავითარებს მხარე მტკიცების პროცესს სასამართლოში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასასმართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 353994/97, 34; Bykov.v Russia, no 7378/02,5).

 

ნ----------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასება:

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ნ----------------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ნ----------------ს მიერ ო---------------თან ერთად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი ჩვენება, რომელიც ეკუთვნის ო---------------ს და მასთან დაკავშირებული ირიბი ჩვენებები, რომელიც ასევე ო---------------ის ოჯახის წევრს ეკუთვნის. სასამართლო გარკვეულწილად ეთანხმება ბრალდების მხარეს, რომ ნ-----------------ან დაკავშირებით მხოლოდ იმიტომ არ აღმოჩნდა სუნის და ხელის კვლები, რომ იგი ა---–---------ის ბინაში არც კი შესულა და ო---------------ს გარეთ ელოდებოდა, თუმცა ამ ფორმით ო---------------მა ჩვენება მისცა მხოლოდ სასამართლოში, მაშინ როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტში (ნ----------------ს ს/ს საქმე, ტომი 1. ო---------------ის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ს.ფ. 182-186) მონაწილეობის დროს მრავლობით რიცხვში საუბრობს და ყველა მოქმედებაზე უთითებს, რომ ა---–---------ის ბინაში ნ-----------------ან ერთად შევიდა და ნივთები მასთან ერთად მოიპარა. შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ სასამართლოში ო---------------ის ამგვარი ჩვენება ნ----------------ს თითის კვლების და სუნის კვალის არქონითაა გამოწვეული. სასამართლო ასევე გვერდს ვერ აუვლის იმ ფაქტს, რომ ნ----------------ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ფაქტობრივად არის ო---------------ის სისხლის სამართლის საქმის ასლები განსხვავებული ბრალდების შესახებ დადგენილებით და მის მიმართ გამოძიების წარმოების პროცესშიც ბრალდების მხარე სრულად დაეყრდნო ო---------------ის ჩვენებას. რაც შეეხება შ----------------ის და ე--------------ის ჩვენებებს, ისინი მხოლოდ უთითებენ ო---------------ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას და ამ მხრივ არც ეს ჩვენებები შეიცავს რაიმე სახის მონაცემებს, რომელიც დამატებით გარემოებებზე მიუთითებდა სასამართლოს. ცხადია შეფასებას საჭიროებს ნ----------------ს სახლში ა---–---------ის კუთვნილი ნივთების აღმოჩენის საკითხი, თუმცა მხოლოდ ის ფაქტი, რომ მის სახლში ნაქურდალი ნივთები ინახებოდა, გარდა ო---------------ის ჩვენებისა, სხვა მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ისინი ნ---------------მა მოიპარა და ასევე სხვა მტკიცებულებებით არ გამოირიცხება, რომ მან ისინი არ შეიძინა და არ გადაუხადა ო-----ს მ--------ს ფული.

 

სასამართლო ასევე ცალკე იმსჯელებს ო---------------ის ჩვენების, როგორც მტკიცებულების მნიშვნელობაზე და მის გავლენაზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ო---------------ი გარდა იმისა, რომ ნ----------------ს საქმეზე არის მოწმე, იმავდორულად არის ბრალდებული ამავე საქმეზე და მათი საქმეები გამოძიების ეტაპზე მხოლოდ იმ მიზნით გამოეყო ცალკე წარმოებად, რომ ნ-----------------ან მიმართებაში ბრალდების მხარეს დამატებით მოეპოვებინა მტკიცებულებები, რაც რეალურად ვერ მოხერხდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ არ არის სრულყოფილი და ცხადი მტკიცებულებების ერთობლიობა, სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ო---------------ის როგორც ბრალდებულის პოზიციაზე, რომელთანაც ბრალდების მხარემ დადო საპროცესო შეთანხმება მისთვის მისაღები სასჯელის პირობით. ცხადია სასამართლო არ აკნინებს პირის თანამშრომლობის როლს გამოძიების პროცესში, პირიქით, ხშირ შემთხვევაში თანამშრომლობა ხელს უწყობს მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვას სამართალწარმოებაში, თუმცა როდესაც თანამშრომლობა საკუთარი ინტერესების უპირატესობითა და სხვა პირის დანაშაულის ჩადენაში მხილებით ხორციელდება, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თანამონაწილის მიმართ არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასეთ შემთხვევაში პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა არსებობდეს მამხილებელი ჩვენების გარეშეც, რადგან სასამართლოს შეფასებით თანამშრომლობის შედეგად პირის მხილება დანაშაულის ჩადენაში მის მიმართ მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის არის საკმარისი. გონივრული ეჭვს მიღმა არის სტანდარტი, როდესაც უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი საეჭვო გარემოებები და ფაქტი, რომელიც ვერ დგინდება შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, შეუძლებელია შეფასდეს ბრალდებულის საზიანოდ.

 

პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობაზე მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 16 აპრილის N510-აპ-14 და 2015 წლის 3 აპრილის N448-აპ განაჩენებში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ შემადგენლობათა კატეგორიას, რომელიც დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც პირისათვის ცნობილი გახდა მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან ჩადენილია შესაბამისი ზემოაღნიშნული კატეგორიების დანაშაული. ამასთან, აღნიშნული მუხლის დისპოზიცია მკაფიოდ გულისხმობს პირის მიერ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ ნამდვილ/სარწმუნო ინფორმაციის ფლობას/ცოდნას. კერძოდ, პირს უნდა გააჩნდეს სარწმუნო ინფორმაციის დანაშაულის ხასიათზე და შინაარსზე ან იმ პირზე ვინც უნდა განახორციელოს ან განახორციელა განსაკუთრებით მძიმე ან მძიმე დანაშაული, ხოლო ცოდნის ნამდვილობა კი შესაძლებელია ეფუძნებოდეს იმას, რომ პირი იყო დანაშაულის თვითმხილველი, ან დამნაშავეებთან/თანამონაწილესთან საუბრის დროს გაიგოს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან/და ჩადენის შესახებ, ასევე ინფორმაცია პირისთვის შესაძლებელია ცნობილი/მოპოვებული გახდეს დოკუმენტებიდან, კერძო მიმოწერიდან და ა.შ.

 

დანაშაულის შეუტყობინებლობა განზრახი დანაშაულია, დამნაშავეს გაცნობიერებულ აქვს, რომ არ ატყობინებს მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადების ან ჩადენის შესახებ შესაბამის ორგანოებს/პირებს, რომლის შესახებაც დანამდვილებით იცის და სურს ეს შედეგი. მოტივი შესაძლებელია იყოს შესაძლო შურისძიების შიში, ანგარება და სხვა. (ამასთან, დაკავშირებით საინტერესოა უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის მსჯელობა, რომელიც არსებით მნიშვნელობას ანიჭებს იმას, რომ იმ დანაშაულის შეუტყობინებლობა, რომლის ჩადენასაც ბრალდებულ პირებს სახელმწიფო ბრალდება ედავება, გამოცხადებული/აღიარებული უნდა იყოს დანაშაულად. იხ. უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 ივლისის 251აპ-16 გადაწყვეტილება). ასევე მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პირს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, თუ მან მის მიერ ჩადენილი დანაშაული დამალა.

 

ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, სასამართლოს, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებების საფუძველზე, დადგენილად მიაჩნია, რომ ნ---------------მა, რომელმაც ნამდვილად იცოდა, რომ ო---------------ის მიერ ჩადენილი იყო მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ შეატყობინა მომხდარის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოს.

 

აღსანიშნავია, რომ ნ---------------- თავადვე არ უარყოფს, რომ იცოდა ო---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ და არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს, შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის დროს დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა ედავა ამ საკითხზეც და ქმედების კვალიფიკაციის შეცვლით მას არ შეეზღუდა უფლება გამოეყენებინა ეფექტური სამართლებრივი შესაძლებლობები.

 

ო---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრება ხელშეუვალია. სისხლის სამართლის კოდექსით საკუთრების უფლება დაცულია ნებისმიერი მართლსაწინაღმდეგო ქმედებისაგან. ადამიანს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი ქონება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის საგანი ეკუთვნოდეს სხვას, რომ ის არის სხვის (მართლზომიერ) მფლობელობაში.

სსკ-ს 177-ე მუხლით, ქმედების ქურდობად დაკვალიფიცირებისთვის უნდა დადგინეს შემდეგი ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები: 1. მისაკუთრების მიზანი, 2. ქმედების ფარული ხასიათი და 3. არის თუ არა ნივთი სხვისი. ამ გარემოებებიდან თუნდაც ერთის არარსებობის შემთხვევაში ქმედება ვერ ჩაითვლება ქურდობად. ქურდობა განზრახი დანაშაულია და განზრახვის შეფასებისას უნდა დადგინდეს, რომ პირი აცნობიერებს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ითვალისწინებს ამ ქმედებით გამოწვეულ დამდგარ შედეგს ან ასეთის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, ანუ აქვს ქმედების განხორციელების სურვილი. მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება გულისხმობს, რომ პირი აცნობიერებს, რომ ჩადის კანონით აკრძალულ ქმედებას, ითვალისწინებს, რომ მის ქმედებას მოჰყვება შედეგი, რომლითაც ზიანი ადგება სხვა პირს ან სახელმწიფოს და სურს ასეთი ქმედების ჩადენა. ქურდობის შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნივთი, რომელსაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება, იყოს სხვისი. ასევე აღსანიშნავია, რომ დანაშაულის ჩადენის განზრახვა შესაძლოა პირს ჰქონდეს როგორც წინასწარ მოფიქრებული, ისე უეცრად წარმოშობილი, ანუ სხვისი ნივთის ქურდობის განზრახვა შესაძლებელია პირს გაუჩნდეს ნივთით დაინტერესების მომენტში და მის დაუფლებამდე არც ითვალისწინებდეს მის არსებობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მისი მესაკუთრისაგან, ისევე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ დანაშაულის ფაქტი, ასევე მნიშვნელოვანია პირის აღქმა, კერძოდ, შეგნებული აქვს თუ არა მას, რომ ნივთს სხვისგან ფარულად ეუფლება. იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას ჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა”, ა „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქ/ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს თუ მიყენებული ქმედებით დაზარალებულს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, ქმედება ჩადენილია ბინაში უკანონო შეღწევით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნა ადგენს დიდი ოდენობით ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, შესაბამისად, ვინაიდან ნივთების დაუფლების მომენტში ო---------------ი იმყოფებოდა დაუდგენელ პირთან ერთად, ბრალდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.

 

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ო---------------მა ჩაიდინა ა---–---------ის ბინის ქურდობა, რასაც იგი თავადვე ეთანხმება და მიუთითა კიდეც აღნიშნულის შესახებ თავის ჩვენებაში. გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ო---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა ასევე დასტურდება შ----უ და ე--------------ის ჩვენებებით, ო----- მ------ის, თ----------------ის ჩვენებით, დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, საქმეზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში და თავად ო---------------ის მიერ მითითებული ნივთების ამოღების ოქმებით. მიუხედავად იმისა, რომ ნ----------------ს მიმართ ქურდობის ჩადენის ეპიზოდში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები და მისი ქმედება გადაკვალიფიცირდა დანაშაულის შეუტყობინებლობაზე, სასამართლოს შეფასებით აღნიშნული არ იწვევს ო---------------ის წინასწარი შეთანხმებით მიერ ჯგუფურად ჩადენილ ბრალდებაში გამართლებას, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათელია, რომ მან დანაშაული ჩაიდინა სხვა პირთან ერთად, რომელიც დაეხმარა მას ნივთების სახლიდან გამოტანასა და გადაზიდვაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

ო---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ნ---- ს---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ო---------------ს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, ასევე კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, ,,გ” და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ამ მუხლით დადგენილი სანქციის მინიმუმი, ხოლო ნ---- ს---------ს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით.

6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:

 

ო---------------ის და ნ---- ს---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ--------------------–-------------------ის პროკურორ თინათინ სტურუას შუამდგომლობა, ბრალდებულ ო---------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

ო---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, ,,გ” და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

ო---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 დეკემბრიდან.

 

ო---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ნ---- ს---------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ” და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილზე.

 

ნ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ნ---------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 21 იანვრიდან.

 

ნ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ:

ოქროს ცეპის მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება, სალაროს გასავლის ორდერი, მიღება ჩაბარების აქტი. (დართულია სისხლის სამართლის საქმეზე), ოქროს შესყიდვის აქტი (დართულია სისხლის სამართლის საქმეზე), შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

კარის საკეტები დალუქული N FCI426259 ფუთაში (გაგზავნილია საექსპერტო ვლევისთვის), ერთი ცალი ბოქლომი დალუქული NFCD718711 ფუთაში (ინახება გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში), ოქროს ცეპი დალუქული საექსპერტო ლუქით N201874776 ინახება გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში, panasonic-ის ტელევიზორი, next-ის ტელევიზორი, SCARLETT-ის ფირმის ფენი, KALIBR-ის ფირმის წყლის ტუმბო, ARISTON-ის სარეცხის მანქანა, CANDY ჭურჭ. სარეცხი მანქანა, KENWOOD-ის ბლენდერი, SINBO-ს მტვერსასრუტი, EFBA-ს მიკროტალღური ღუმელი, SONY-ს დვდ, OMEGA-ს ხორცის საკეპი მანქანა, WOULINEX-მიკროტალღ. ღუმელი, დიპლომატი, მასში დანები, ცისფერი ქვაბები 20 სმ, ცისფერი 24 სმ ქვაბების კრებული, ცისფერი 28 სმ. ქვაბები, წითელი 28 სმ. ტაფების კრებული, ტაფების და ქვაბების კრებული, ქვებები ყვავილების ორნამენტებით, ორი ვარდისფერი გადასაფარებელი, NOBLE-ს საწოლის გადასაფარებელი, ყვავილებიანი გადასაფ. 5 ც, ROYAL-ის ჭურჭლის კრებული, თეთრეულის კრებული, WHIRLPOOL-ის მიკროტ. ღუმელი (25-ივე ნივთი ინახება გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში), დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

6 ქილა სუნის ნიმუში მოთავსებული N FCI545186 ფუთაში ინახება გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში, ერთი ცალი სანთებელა დალუქული N FCI368004 ფუთაში (გაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის - ბიოლოგიურზე), ანაწმენდები 4 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე დალუქული NFCI368060 ფუთაში (გაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის -ბიოლოგიურზე), ხელის კვლები დაქტილოფირზე დალუქული NFCD759291 ფუთაში (ინახება გაჩიანის პოლიციის შენობაში), ერთი ცალი ბოთლი დალუქული NFCI426260 ფუთაში (გაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის-ბიოლოგიურზე), ო---------------ის სუნის ნიმუში ინახება გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში), ნ----------------ს სუნის ნიმუში ინახება გაჩიანის პოლიციის განყოფილებაში, ნ----------------ს ნერწყვის ნიმუში. დალუქული FCI413917 ფუთაში. (გაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის- ბიოლოგიურზე), განადურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ო---------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 15 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ.მაისურაძე