გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
140210016001488345
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210016001488345

საქმე № 2/1111-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - ე-–---------------–--ლი

წარმომადგენლები - ნ-------------–---–ი, ზ-------------ი

მოპასუხე ები - სს „ე------------------------“

შ-------------“

შპს „გ-------–-“

შპს „ჯ-------–---------ი“

შპს „--–---------–--ი“

შპს „კ------ი“

შპს „ი-----------------ი“

შპს „ქ--------–------–ი“

შპს „ს-----------–-----–---------------–-----“

შპს „ე----–---“

შპს „ს--–---–-----–-------–----–----------ი“

 

წარმომადგენლები - თ--------------–---–ი, ი--------–---–---–ი, ბ--------–-----ი, ი-–---------ე, ი----------–--ე, ტ------–-------–---–ი, ნ------------–---–ი

 

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს: სს „ე-------------------------“, შ-------------ს“, შპს „გ-------–-ს“, შპს „ჯ-------–---------ს“, შპს „--–---------–--ს“, შპს „კ------ს“, შპს „ი-----------------ს“, შპს „ქართულ სახლს“, შპს „ს-----------–-----–---------------–-----“-ს, შპს „ე----–---“-ის და შპს „ს--–---–-----–-------–----–----------ს“ მოსარჩელე ე-–---------------–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 24 181.70 ლარის დაკისრება, საიდანაც დახოცილი ძროხების საბაზრო ღირებულებაა 10 400 ლარი, ნამატის (ხბოს) მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 2400 ლარი, რძის მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 6877.50 ლარი. (მოსარჩელე მხარემ მოსამზადებელ ეტაპზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ასევე დააზუსტა მოპასუხეთა წრე).

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2013 წლის 7 სექტემბერს გ------------------------–--------–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გორის წ------–----------ის გვერდით 35/10 ქვესადგურ „ფ-------დან“ გამავალი 10 კვ.ფიდე „ს------------ს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის შედეგად დაიხოცა ე-–---------------–--ლის კუთვნილი 4 სული რქოსანი პირუტყვი. აღნიშნულის გამო მან მიმართა საგამოძიებო ორგანოებს, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. 2016 წლის 18 აგვისტოს დადგენილებით ე-–---------------–--ლი ცნობილი იქნა დაზარალებულად. გამოძების მიერ ჩატარდა ექსპეტიზა, რომლის წინაშე დაისვა კითხვები: 1. აკმაყოფილებდა თუ არა 35/10 ქვესადგურ „ფ-------დან“ გამომავალი 10 კვ.მ ფიდერი „ს------------ს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი უსაფრთხოების ნორმებს; 2. რას შეიძლება გამოეწვია აღნიშნული მაღალი ძაბვის ელეტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნა; 3. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაცული იქნა თუ არა აღნიშნული ტერიტრია.

 

ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დარღვეული იყო ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები, რისი დარღვევის შედეგადაც დაიღუპა ე-–---------------–--ლის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი, რის შედეგადაც მიადგა 6200 ლარის მატერიალური ზიანი.

 

ვინაიდან მოპასუხე სს „ე------------------------“ პასუხისმგებელია ელექტრომოწყოილობების ტექნკური ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა, მოსარჩელის კუთვნილი საქონლის დახოცვა პირდაპირ და უშუალო კავშირშია მოპასუხის ქმედებასთან (უმოქმედობასთან). რაც შეეხება დანარჩენ მოპასუხეებს, მათ აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზით მიეწოდებათ ელექტროენერგია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სს „ე------------------------მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი მასალებით. არ დასტურდება ის გარემოება, რომ პირუტყვი დაიღუპა დენის ზემოქმედების შედეგად, რაც მხოლოდ მოსარჩელის პირადი ვარაუდია, ვინაიდან მას არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება. ამასთან, არ დასტურდება მოსარჩელეს მართლაც ჰყავდა თუ არა პირუტყვი, თან მითითებული ოდენობით. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მიუთითებს 4 სულზე, გამომძიებლის მიერ ენერგო-კომპანიაში გაგზავნილ წერილებში კი მითითებულია 2 სული, ექსპერტიზის დასკვნაზე დართულ ფოტოზე ჩანს მხოლოდ ერთი სული. რაც შეეხება მოსარჩელის დაზარალებულად ცნობის ფაქტს, მოსარჩელის დაზარალებულად ცნობა არ ნიშნავს, რომ მას დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი, რადგან დადგენილება სისხლის სამართლის პროცესში არის სავარაუდო მტკიცებულება და არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, არ აქვს გავლილი დასაშვებობის ეტაპი, სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სხვაგვარად დოკუმენტი მტკიცებულების ძალას ვერ იძენს და არის მხოლოდ რიგითი საპროცესო დოკუმენტი.

 

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი, რომ პირუტყვის დაცემა გამოწვეულია დენის ზემოქმედების შედეგად, ამაზე არ ყოფილა დასმული კითხვა ექსპერტიზის წინაშე. ამასთან, წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითება უსაფრთხოების ტექნიკის წესების ისეთ დარღვევაზე, რასაც შეეძლო გამოეწვია მსხვილფეხა რქოსანი საქონლის დაღუპვა. დასკვნის თანახმად, უსაფრთხოების ტექნიკის წესების დარღვევად მიჩნეულია გამაფრთხილებელი პლაკატების, ფირნიშების არარსებობა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ხაზის დაზიანების შესახებ ცნობილი იყო უფლებამოსილი პირისათვის. სადავო არაა, რომ სს „ე-------------------------ათვის“ ხაზის დაზიანების შესახებ ცნობილი არ იყო და რომც ყოფილიყო, სადავო ვერ იქნება ის ფაქტი, რომ პლაკატების განთავსება/არგანთავსებას შეეძლო რაიმე სახის გავლენის მოხდენა რქოსანი პირუტყვის გადაადგილებაზე.

 

გარდა ზემოთ აღნიშნული გრემოებებისა, ზიანის ოდენობა არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან მოსარჩელეს რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმის დასადასტურებლად, რომ მას რეალურად 6200 ლარის ზიანი მიადგა, მითუმეტეს მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი მასალებიდან არ ჩანს მოსარჩელემ დაცემული საქონლის ხორცი თავად გამოიყენა თუ რეალიზაცია გაუკეთა.

 

2.2. მოპასუხე შპს „ს-----------–-----–---------------–-----“-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისთვის მომხდარი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სასარჩელო განცხადებიდან და რაიმე ფორმით კავშირი არ აქვს მოსარჩელის კუთვნილი რქოსანი პირუტყვის დაღუპვასთან.

 

2.3. მოპასუხე შპს „--–---------–--მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისთვის მომხდარი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სასარჩელო განცხადებიდან და მისთვის უცნობია ახორციელებდა თუ არა მესაკუთრე ელექტროენერგიის ტექნიკურ გამართულობის კონტროლს.

 

2.4. მოპასუხე შპს „ქ--------–-------–მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისთვის მომხდარი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სასარჩელო განცხადებიდან და რაიმე ფორმით კავშირი არ აქვს მოსარჩელი კუთვნილი რქოსანი პირუტყვის დაღუპვასთან. ამასთან, იგი არის ელექტროენერგიის მომხმარებელი, მათი შეკვეთით არ აშენებულა დასახელებული ხაზი და არც შემხებლობა აქვთ, ელექტროენერგიას კი აწვდის ე------------------------ და შესაბამის გადასახადსაც იხდიან.

 

2.5. მოპასუხე შპს „ი-----------------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისთვის მომხდარი ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სასარჩელო განცხადებიდან და რაიმე ფორმით კავშირი არ აქვს მოსარჩელის კუთვნილი რქოსანი პირუტყვის დაღუპვასთან. ამასთან, იგი არის ელექტროენერგიის მომხმარებელი, ელექტროენერგიას კი აწვდის ე------------------------ და შესაბამის გადასახადსაც მას უხდიან.

 

2.6. მოპასუხე შპს „გ-------–-მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას კავშირი არ აქვს მოსარჩელის კუთვნილი რქოსანი პირუტყვის დაღუპვასთან, რადგან ქვესადგური მისი ტერიტორიიდან 3-4 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

 

2.7. მოპასუხე შპს „ჯ-------–---------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისთვის უცნობია რა სახის ზიანი მიადგა მოსარჩელეს ან რა ბრალი მიუძღვის მას მაშინ, როდესაც ძროხების დახოცვის ადგილი მათ მრიცხველამდეა. იგი ვალდებულია დაიცვას მისი ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაცია იმის შემდეგ, რაც მის მრიცხველში გაივლის ელექტროენერგია და ტექნიკური უსაფრთხოების ზომებიც მიღებული აქვს, ხოლო მრიცხველამდე ხაზებზე პასუხისმგებელი არ არის, თუმცა შსს გორის რაიონულ სამმართველოში დაიბარეს და დაჰკითხეს ძროხების დახოცვის თაობაზე, რომელიც მოხდა ქარხნიდან სამი კილომეტრის მოშორებით. ამასთან, მათთვის არავის უცნობებია ექსპერტიზის დანიშვნის და მისი შედეგების შესახებ.

 

2.8. მოპასუხე შპს „კ------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნასთან კავშირი არ აქვს, არც ვალდებულება ეკისრება, ვინაიდან პს „კ------ის“ საკუთრებაში არსებული 35/10 კვ. ქვესადგურით სარგებლობს და სარგებელსაც იღებს სს „ე------------------------“ და ვინაიდან ამ ქვესადგურიდან გამავალი ხაზებზე მყოფ მოსარგებლეებთან (აბონენტებთან) ელექტროენერგიის მოხმარების თანხებს იღებს სს „ე------------------------“ მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ხაზების უსაფრთხოებასა და მწყობრში ყოფნაზე.

 

2.9. მოპასუხე შ-------------მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნასთან კავშირი არ აქვს, არც ვალდებულება ეკისრება, ვინაიდან მოსარჩელის ძროხები დახოცვისას, 2013 წლის 7 სექტემბერს, შ-------------“ არც კი არსებობდა.

 

2.10. მოპასუხე შპს „ე----–---“-ის შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

2.11. მოპასუხე შპს „ს--–---–-----–-------–----–----------ს“ შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 07 სექტემბერს გ------------------------–--------–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გორის წიქვილკომბინატის (შპს „კ------ი“) გვერდით დაფიქსირდა 35/10 ქვესადგურ ფ-------დან გამომავალი 10 კვ ფიდე „ს------------ს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- მოწმეთა ჩვენებები;

- სისხლის სამართლის საქმის მასალები

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 07 სექტემბერს გ------------------------–--------–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გორის წიქვილკომბინატის (შპს „კ------ი) გვერდით მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა მოსარჩელე ე-–---------------–--ლის კუთვნილი 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- სისხლის სამართლის საქმის მასალები.

 

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით შსს გორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ს.ს. საქმეზე 2013 წლის 7 სექტემბერს მაღალი ძაბვის ელგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის შედეგად გ------------------------–--------–--ში მცხოვრები ე-–---------------–--ლის კუთვნილი 2 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1881 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, თუმცა შემდეგში შეიცვალა კვალიფიკაცია სსკ-ის 2401-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2013 წლის 07 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს გ------------------------–--------–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გორის წ------–----------ის უკანა მხარეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე გზას სამხრეთის მხარეს გასდევს ბეტონის ბოძებზე დამაგრებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. გზას სამხრეთის მხარეს ორი ცალი ბეტონის ბოძზე გამავალი ელექტროსადენის ერთი ხაზი არის დაშვებულ მდგომარეობაში და დევს ბუჩქნარზე. აღნიშნული ბოძიდან 15 მეტრში ბუჩქებთან ძირს გდია ყავისფერი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ძროხა) მკვდარ მდგომარეობაში, რომელსაც ყურზე უკეთია ყვითელი პლასტმასისმაგვარი ნაჭერი, სადაც აწერია 63443. ყავისფერი მკვდარი ძროხიდან დაახლოებით 32 მეტრის მანძილზე გადის წყლის არხი, რომლის ნაპირები ორივე მხარეს არის დაბეტონებული. აღნიშნულ არხში გდია თაფლისფერი ძროხა, რომელსაც ყურზე უკეთია ყვითელი პლასტმასისმაგვარი ნაჭერი, სადაც აწერია 63444. არცერთ ძროხას არ აღენიშნება გარეგანი დაზიანების კვალი. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ორი სული მკვდარი ძროხა, რომლებიც ხელწერილის ჩამორთმევით ჩაბარდა მის მესაკუთრეს, ყვითელი ფერის პლასტმასის მაგვარი ნაჭრები, რომლებსაც აწერია ნომრები - 63443 და 63444 დაილუქა.

 

აღნიშნული შემთხვევის დათვალიერების ოქმის მიხედვით, დათვალიერებისას მიმდინარეობდა ფოტოგადაღება, ფოტოსურათები ერთვის ოქმს და ფოტოსურათებში დაფიქსირებულია ჩამოვარდნილი ელექტრო სადენი, რომელიც დევს ასკილის ბუჩქზე, ელექტროსადენის ქვეშ გდია მკვდარი ყავისფერი ძროხა, ხოლო მეორე მკვდარი თაფლისფერი ძროხა გდია წყლის არხში, რომელიც ჩამოვარდნილ ელექტროგადამცემ ხაზთან ახლოსაა.

 

მოსარჩელე ე-–---------------–--ლის შვილმა ლ-–----------–---–მა გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2013 წლის 06 სექტემბერს მისი და მისი ოჯახის კუთვნილი ძროხები გაუშვეს საბალახოდ გორის რაიონის საოფელ ხელთუბნის მინდვრებში. საღამოს რომ აღარ დაბრუნდნენ, ის და მამამისი წავიდნენ მოსაძენად. აღნიშნულ ტერიტორიაზე წ------–----------ის უკანა მხარეს მთელ სიგრძეზე აშენებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც სავარაუდოდ მარაგდება გორის წ------–----------ი და ს------------ ქარხანა. ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ არის ასკილის ბუჩქი. ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი ჩამოვარდნილი იყო ასკილის ბუჩქებზე, ხოლო მათი კუთვნილი ერთი მეწველი ძროხა ეგდო ძირს, ხოლო მეორე მეწველი ძროხა ცოტა მოშორებით ჩავარდნილიყო წყლის არხში, რომელიც გადის ფერდობის ძირში. აღნიშნულის შესახებ აცნობა მამამისს და დარეკეს 112-ში. ცოტა ხნის შემდეგ ადგილზე მივიდა ე------------------------- თანამშრომელი ა-–-----------–---–ი, რომელმაც თქვა, რომ ჩამოვარდნილი ხაზი არ ეკუთვნოდა ე------------------------- და წარმოადგენდა ს------------ ქარხნის საკუთრებას. ა-–-----------–---–მა სპეციალური მოწყობილობით შეამოწმა გადიოდა თუ არა დენი და დარეკა, რომ დენი გამოერთოთ. ამის შემდეგ წავიდნენ დანარჩენი დაკარგული 2 სული პირუტყვის მოსაძებნად (ს.ს. საქმის მასალები ს.ფ.6-7).

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა ე-–---------------–--ლმა და დამატებით მიუთითა, რომ მას შემდეგ რაც მისი შვილი ლაშა წავიდა დანარჩენი პირუტყვის მოსაძებნად, ცოტა ხანში მივიდა ს------------ს ინჟინერი, ვაჟა, რომელმაც უთხრა, რომ აღნიშნული ხაზი იყო ს------------ - შპს „გორკონის“ საკუთრება და მივიდა იმიტომ, რომ დენის მიწოდება შეუწყდა (ს.ს. საქმის მასალები ს.ფ. 6-7).

ე-–---------------–--ლი მოწმის სახით დამატებით დაიკითხა 2013 წლის 23 სექტემბერს რა დროსაც მიუთითა, რომ 2013 წლის 7 სექტემბერს ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვადნისას დაიხოცა მისი კუთვნილი საქონელი, თუმცა 7 სექტემბერს ადგილზე, წ------–----------ის უკანა მხარეს იპოვა 2 სული ძროხა, დანარჩენი ორი კი დაიკარგა, თუმცა 21 სექტემბერს მას შეატყობინეს, რომ სოფელ ტინისხიდთან სარწყავ არხში იპოვეს 2 სული მკვდარი ძროხა. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ შემთხვევის ადგილიდან ქვემოთ სოფელ ტინისხიდის მხარეს დაახლოებით 100 მეტრში საწყავ არხში, რომელიც დაფარულია მაყვლის ბუჩქებით ეგდო მისი კუთვნილი 2 სული მკვდარი ძროხა, რომელთაგან ერთი იყო წაბლისფერი, იწონიდა დაახლოებით 300 კგ. და იწველიდა 8 ლიტრს და მოსაგები იყო დეკემბერ-იანვარში, ხოლო მეორე ძროხა იყო 2 წლის და 6 თვის, ღია წაბლისფერი, დაახლოებით 250 კგ. და იყო მოსაგები იანვრის თვეში (ს.ს. საქმის მასალები ს.ფ. 65-66).

 

2013 წლის 7 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს გ------------------------–--------–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გორის წ------–----------ის უკანა მხარეს. შემთხვევის ადგილზე გადის მიწიანი გზა და აღნიშნულ გზას სამხრეთით გასდევს ბეტონის ბოძებზე დამაგრებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. გზის სამხრეთის მხარეს ორი ცალი ბეტონის ბოძზე გამავალი ელექტროსადენის ერთი ხაზი არის დაშვებულ მდგომარეობაში და დევს ბუჩქნარზე. აღნიშნული ბოძიდან 15 მეტრში ბუჩქებთან გდია ყავისფერი ძროხა მკვდარი, ხოლო მისგან დაახლოებით 32 მეტრის მანძილზე გადის წყლის არხი, რომლის ნაპირები არის დაბეტონებული აღნიშნულ არხში გდია თაფლისფერი ძროხა. დათვალიერების შედეგად ძროხებს გარეგანი დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ. აღნიშნული ძროხები ხელწერილის ჩამორთმევით ჩაბარდა მეპატრონეს, ე-–---------------–--ლს (ს.ს. საქმის მასალები ს.ფ. 12-32), ხოლო 21 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით სოფელ ტინისხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სარწყავ არხში ნანახი იქნა 2 სული დახოცილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ს.ფ. 67-94).

 

მოწმის სახით დაკითხული ე------------------------- თანამშრომლის, წამყვანი ინჟინრის, ა-–-----------–---–ის ჩვენებით 2013 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 10 საათზე მობილურ ტელეფონზე დაურეკა უფროსმა და უთხრა, რომ ო-----–-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გორის წ------–----------ის უკანა მხარეს ჩამოვარდნილი იყო ელექტროგადამცემი ხაზი, რომ დახოცილი იყო პირუტყვი. ადგილზე მისვლისას გაარკვია, რომ იზოლატორიდან ჩამოვარდნილი იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც არ ზის ე------------------------- ბალანსზე, იდო ასკილის ბუჩქზე და დახოცილი იყო 2 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - ერთი ეგდო გზის პირას ასკილის ბუჩქთან, მეორე ცოტა მოშორებით წყლის არხში, რომელიც გადის წ------–----------ის ძირში. ადგილზე დახვდა დახოცილი საქონლის მესაკუთრე ე-–---------------–--ლი. მან დარეკა ქვესადგურის მორიგესთან, რომელიც ასევე გავიდა ადგილზე და მან თქვა, რომ აღნიშნული ხაზი იყო ს------------ს (ფიდერი ს------------) საკუთრება. ამის შემდეგ ქვესადგურის მორიგეს გამოართვევინა ელექტროენერგია (ს.ს. საქმის მასალების ს.ფ. 38-39).

 

18.08.2016 წლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით, ს.ს. №011070913002 საქმეზე ე-–---------------–--ლის პირუტყვის დახოცვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2401 მუხლის პირველი ნაწილით, ე-–---------------–--ლი ცნობილი იქნა დაზარალებულად და დაზარალებულად ცნობის საფუძველი გახდა 2013 წლის 07 სექტემბერს გ------------------------–--------–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გორის წ------–----------ის გვერდით 35/10 ქვესადგურ „ფ-------დან გამომავალი 10 კვ ფიდერ „ს------------ს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის შედეგად ე-–---------------–--ლის კუთვნილი 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაღუპვა, რის შედეგადაც ე-–---------------–--ლს მიადგა 6200 ლარის მნიშვნელვანი ზიანი (ს.ს. საქმის მასალების გვერდი 226-227).

 

3.2.2. 2013 წლის 07 სექტემბერს, იმ დღეს, როდესაც მოსარჩელის კუთვნილი 4 სული პირუტყვი დაიხოცა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ჩამოვარდნის შედეგად, ქ. გორში 35/10 ქვესადგურ „ფ-------დან“ გამომავალი 10 კვ ფიდერ „ს------------ს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით სს ,,ე------------------------’’ აწვდიდა ელექტროენერგიას შ-------------ს“, შპს „გ-------–-ს“, შპს „ჯ-------–---------ს“, შპს „--–---------–--ს“, შპს „კ------ს“, შპს „ი-----------------ს“, შპს „ქ--------–------–ს“, შპს „ს-----------–-----–---------------–-----“-ს, შპს „ე----–---“-ის და შპს „ს--–---–-----–-------–----–----------ს“ ზემოაღნიშნული ფიდერ „ს------------ს“ (შპს „კ------ის“ კუთვნილი ქ/სადგური) გავლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სს „ე-------------------------“ ფილიალის დირექტორის მიმართვა გაგზავნილი გამომძიებლისათვის (სამოქალაქო საქმის ს.ფ. 74)

- ს.ს. საქმის მასალები

 

სს „ე-------------------------“ ფილიალის დირექტორი გამომძიებელს, მისი წერილის პასუხად, აცნობებს, რომ ფ-------ს 35/10 კვ ქ/ს-დან გამომავალი 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ს------------“ არ ირიცხება „ე-------------------------“ ბალანსზე და არც მის მართვაშია და მათთვის უცნობია თუ ვის ბალანსზეა აღნიშნული 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზი. აღნიშნული 10 კვ. ხაზით ელექტროენერგიით იკვებებიან: შპს „ი-----------“, ს-------------, ს--------------------–--, უ-------–--------------------ა, წ---------------ა, შპს „კ-------------------“ და ს------------ ქარხანა.

 

მოწმის სახით დაკითხული შპს „გორის“ (უსინათლოთა კავშირის სასწავლო საწარმოო წამოყება შპს „გორი“) დირექტორის, სამსონ დაჰკოშვილის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, შემთხვევის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა შპს გ-------–-ს“ თანამშრომლისაგან, ვ-–-----------–---–ისაგან“. რაც შეეხება ელექტროენერგიით მომარაგებას, შპს „გორს“ ელექტროენერგია მიეწოდება ფ-------ს 35/10 კვ ქვესადგურიდან 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზით „ს------------“ (ს.ს. საქმის მასალების ს.ფ. 109-111).

შპს „გ-------–-ს“ მიერ გამომძიებლისათვის გაგზავნილი მიმართვის მიხედვით ქარხანას გააჩნია ორი ტრანსფორმატორი, რომელიც მდებარეობს ქარხნის ტერიტორიაზე, გორი, შინდისის გზატკეცილი №17. აღნიშნული ტრანსფორმატორის მეშვეობით ქარხანას მიეწოდება ელექტრო ენერგია. რაც შეეხება შპს „ფ-------დან“ გამომავალი 10 კვ ფიდერი მათ ბალანსზე არ ირიცხება და მათივე ინფორმაციით აღნიშნული ფიდერიდან მოდის ხაზი, რომელზეც ჩართულია დაახლოებით 10 ორგანიზაცია, მათ შორის ამ ხაზით მიეწოდება ელექტროენერგია მათ ტრანსფორმატორებამდე (ს.ს. საქმის მასალების ს.ფ. 120).

შპს „კ------ის“ ენერგო სამსახურის უფროსის, ა---------–-----–--ის ჩვენებით, შპს „კ------ი“ ადრე იწოდებოდა შპს „ფ-------დ“. წ------–----------ს საკუთრებაში აქვს 35/10 ქვესადგური „ფ-------“. აღნიშნულ ქვესადგურში დგას ორი ტრანსფორმატორი, რომელთაგან ერთს მთლიანად მოიხმარს შპს „კ------ი“, ხოლო მეორე ტრანსფორმატორს მოიხმარს ე------------------------“ და ამ ტრანსფორმატორიდან გადის 10 კვ ფიდერი ს------------ს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც, როგორც მისთვისაა ცნობილი არ ირიცხება „ე-------------------------“ ბალანსზე და წესით უნდა ირიცხებოდეს იმ წარმოების ბალანსზე, ვინც აღნიშნული ხაზიდან მოიხმარს ელექტროენერგიას. აღნიშნული ხაზიდან ელექტროენერგიას მოიხმარს შპს „გ-------–-“ წ---------------ა და ასევე სხვა რამდენიმე საწარმო, თუ რომელი საწარმოებია მისთვის უცნობია, თუმცა ვინაიდან „ე------------------------“ მოიხმარს 35/10 ქვესადგური „ფ-------ს“ ერთ ტრანსფორმატორს, წესით მას უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება იმ მომხმარებლებთან, რომლებსაც ელექტროენერგია მიეწოდებათ აღნიშნული ტრანსფორმატორიდან გამავალი 10 კვ ფიდერი „ს------------ს“ მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზიდან (ს.ს. საქმის მასალების ს.ფ. 137-138).

მოწმის სახით დაკითხული სს „ე-------------------------“ გორის მომსახურების ცენტრის მენეჯერის, ს-------------–-----–---–ის ჩვენებით, ქ. გორში შინდისის გზ. მე-2 კილომეტრზე მდებარეობს 35/10 ქვესადგური „ფ-------“, რომელიც არის წ------–----------ის საკუთრება და მის მართვაშია. ქვესადგურში დგას ორი ტრანსფორმატორი, რომელთაგან ერთს მთლიანად მოიხმარს შპს „კ------ი“ (ყოფილი ფ-------), ხოლო მეორე ტრანსფორმატორს მოიხმარს „ე------------------------“ და იმ ტრანსფორმატორიდან გადის 10 კვ ფიდერი ს------------ს მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზი, რომელიც არ ირიცხება „ე-------------------------“ ბალანსზე და არც მის მართვაშია. აღნიშნული ტრანსფორმატორიდან გამოდის კიდევ რამდენიმე ფიდერი, რომლებიც არის აბონენტების საკუთრებაში და მართვაში და არის მათი კერძო საკუთრება, ხოლო ერთერთ ფიდერზე, რომელსაც ჰქვია „ფორტუნა“ ემსახურება „ე------------------------ და მისი დაზიანების შემთხვევაში აღადგენს ე------------------------. რაც შეეხება ქვესადგური „ფ-------დან“ გამომავალი 10 კვ. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, რომელსაც მოიხმარს ს------------ ქარხანა, სავარაუდოდ არის მისი საკუთრება და ე------------------------- ბალანსზე არ ირიცხება და არც მისი შეკეთების ვალდებულება გააჩნია (ს.ს. საქმის მასალების ს.ფ.143-144)

მოწმის სახით დაკითხული შპს „--–---------–--ის“ წარმომადგენლის, ტ------–-------–---–ის ჩვენებით, შპს „--–---------–--ს“ ელექტროენერგია მიეწოდება ფ-------ს 35/10 კვ ქვესადგურიდან გამავალი 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზით „ს------------“, მაგრამ აღნიშნული ხაზი არ ირიცხება მის ბალანსზე (ს.ს. საქმის მასალების ს.ფ. 154)

მოწმის სახით დაკითხული შპს „ს-----------–-----–---------------–-----“-ის დირექტორის შოთა აბულაძის ჩვენებით, 1995 წლიდან აქვს შპს „ს-----------–-----–---------------–-----“, რომელიც მდებარეობს ქ. გორში, შინდისის გზ. მე-2 კმ და აქვს ოფისი, საწარმოო პროცესი არ მიმდინარეობს და ელექტროენერგია მიეწოდება ფ-------ს 35/10 ქვ. სადგურიდან გამომავალი 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზით ს------------ „ს-------------ს“ ტერიტორიაზე განთავსებული ტრანსფორმატორის გავლით (ს.ს. საქმის მასალების ს.ფ. 171-172).

გამოძიების მიმდინარობისას სს „ე-------------------------“ მოეთხოვა გაეცა პასუხი კითხვებზე: 1. არის თუ არა ხელშეკრულება „ე-------------------------“ მიერ გაფორმებული რომელიმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, ქვესადგურ „ფ-------დან“ გამავალ 10 კვ ელექტროგადამცემ ე.წ. „ს------------ს“ ხაზში მაღალი ძაბვის დენის გატარებასთან დაკავშირებთ, იხდის თუ არა დენის ტრანსპორტირების საფასურს და ვის ანგარიშზე. დადებით შემთხვევაში წარმოსადგენია ხელშეკრულება, ხოლო თუ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს, რის საფუძველზე ატარებს მაღალი ძაბვის ელექტროენერგიას „ე------------------------“ აღნიშნულ ხაზზე; 2 ვინ არის პასუხისმგებელი აღნიშნული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გამართულ მუშაობაზე და არსებობს თუ არა რაიმე დოკუმენტი აღნიშნული ხაზის ტექნიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. შემოწმებული იქნა თუ არა „ე-------------------------“ მიერ აღნიშნული მაგისტრალი ვიდრე მაღალი ძაბვა ჩაირთვებოდა, რამდენად აკმაყოფილებდა იგი ტექნიკური უსფრთხოების პირობებს; 3. როგორ ხდება პირის აბონენტად აყვანა და ელექტრო ენერგიის მიმწოდებელი კომპანია ამ შემთხვევაში „ე------------------------“ არის თუ არა ვალდებული აბონენტამდე დენის ტრანპორტირებაზე.

2016 წლის 15 თებერვალს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულმა კომისიამ ანალოგიური შინაარსის წერილით მიმართა სს „ე-------------------------“ გენერალური დირექტორს, მიხეილ ბოცვაძეს (ს.ს. საქმის მასალების ს.ფ. 198-199).

 

სს „ე-------------------------“ მიერ გამომძიებელ თ--------–-----ისათვის 14.03.2016წ. გაგზავნილი წერილის მიხედვით, ქ. გორში ქვესადგურ „ფ-------დან“ გამომავალი 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ს------------“ არის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი - ეს არის ღია ცის ქვეშ განთავსებული სახაზო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით“ (უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანადგარების ექსპლუატაცია“ მუხლი 2, პარაგრაფი - 52). 10 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი „ს------------“ არის მომხმარებლის. ელექტროდანადგარების ტექნიკურ მდგომარეობასა და ექსპლუატაციაზე პახისმგებლობის საზღვარი მომხმარებელსა და ენერგომომმარაგებელ ორგანიზაციას შორის დგინდება მათი საბალანსო კუთვნილების მიხედვით. ამ შემთხვევაში საბალანსო კუთვნილების საზღვარი არის 35/10 კვ ძაბვის ქვესადგური „ფ-------ს“ 10 კვ ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობიდან გამომავალ იზოლატორებთან ხაზის მიერთება (ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები დწ 1.06. 07 თავი 2.3 ელექტროდანადგარების ექსპლუატაცია პარაგრაფი 2.3.3). მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გამგებლობაში მყოფი ელექტროდანადგარების ტექნიკურად გამართულობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე (ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები დწ 1.06. 07 თავი 2.3 ელექტროდანადგარების ექსპლუატაცია პარაგრაფი 2.3.4) (ს.ს. საქმის მასალების ს.ფ. 214).

 

3.2.3. საქმის განხილვისას და ასევე შსს გორის რაიონულ სამმართველოში გამოძიებისას ვერ დადგინდა მესაკუთრე იმ ელექტროგადამცემი ხაზისა, რომლის ჩამოვარდნამაც გამოიწვია მოსარჩელის კუთვნილი 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ე------------------------- მიმართვები (ს.ფ. 73-74).

 

ე------------------------- გენერალური დირექტორი 04.10.2013წ. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ი-–-----–--–---–ს, მისი წერილის პასუხად აცნობებს, რომ ელექტროგადამცემი ხაზი არ წარმოადგენს სს „ე------------------------- საკუთრებას და თხოვნით მიმართავს, რომ მომავალში გაითვალისწინონ, რომ სს „ე------------------------“ არ ფლობს ინფორმაციას მის საკუთრებაში არარსებული ქონების მესაკუთრეების შესახებ.

 

სს „ე-------------------------“ წამყვანმა ინჟინერმა, ალექსანდრე ბერუაშვილმა გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას დარეკა ქვესადგურის მორიგესთან და გამოართვევინა ელექტრო ენერგია, მაგრამ გამაფრთხილებელი პლაკატები და ნიშნები ჩამოვარდნილ ხაზთან არ დაუდგამს, რადგან აღნიშნული მაღალი ძაბვის ხაზი არ ზის სს „ე-------------------------“ ბალანსზე და მის მოვალეობაში არ შედიოდა. რაც შეეხება 112-დან შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე მისვლისას, ადგილზე დახვდა დახოცილი პირუტყვის პატრონი ე-–---------------–--ლი და მოსახლეობა და უსაფრთხოების წესები დაცული იმ მომენტისათვის არ ყოფილა (ს.ს. საქმის მასალების ს.ფ. 221-222).

 

3.2.4. 35/10 კვ ქ/ს ფ-------დან გამომავალი 10 კვ ფიდერი „ს------------ს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნისას დარღვეული იყო ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ს.ს. საქმის მასალები

 

გამოძიების მიმდინარეობისას მოწმის სახით დაკითხული შპს „გორის ს------------ ქარხანა კულას“ მთავარი ინჟინრის, ვ-–-----------–---–ის ჩვენებით, მას ევალება ს------------ ქარხანაში დანადგარების მოვლა და ზედამხედველობა და ასევე ელექტროენერგიის მოხმარების კონტროლი. მისი განმარტებით, ს------------ ქარხანას ელექტროენერგია მიეწოდება ფ-------ს 35/10 კვ. ქვესადგურიდან 10 კვ. ელექტროგადამცემი ხაზით „ს------------“, რომელიც არ წარმოადგენს ს------------ ქარხნის საკუთრებას და საბუთებით არ ირიცხება ს------------ ქარხნის ბალანსზე. აღნიშნული 10 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მეშვეობით ელექტროენერგია მიეწოდება დაახლოებით 15-დან 20-მდე სხვადასხვა ობიექტს. 2013 წლის 7 სექტემბერს იგი იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 10 საათისათვის ს------------ ქარხანაში გამოირთო ელექტროენერგია, რის შემდეგაც დარეკა წ------–----------ში (კ------ი) ქვესადგურის მორიგესთან, რომელმაც შეატყობინა, რომ ფ-------ს 35/10 კვ. ქვესადგურიდან გამავლი 10 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზი იყო ჩამოვარდნილი, რის შემდეგაც მორიგე ელექტრიკოსი, ზურა მინდიაშვილი გააგზავნა ხაზის შესამოწმებლად და დაბრუნდა დაახლოებით 40 წუთის შემდეგ და უთხრა, რომ წ------–----------ის ჩაყოლებაზე ჩამოვარდნილი იყო მაღალი ძაბვის 10 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც იდო ბუჩქებზე და იქვე ახლოს ეგდო ორი სული მკვდარი ძროხა. ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთების თხოვნით მიმართა ე-------------------------, თუმცა დირექტორმა უარი განუცხადა იმ საფუძვლით, რომ ხაზი მათი საკუთრება არ იყო და ვერ შეაკეთებდა. მოწმის განმარტებით, ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის მიზეზი იყო სადენის დამჭერი იზოლატორის დაზიანება. მოწმის ჩვენებით, მას ასევე დაურეკა ტ------–-------–---–მა (შპს „--–---------–--ი“), რომელსაც აინტერესებდა ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი და მან უთხრა, რომ იზოლატორი მას ჰქონდა, რის შემდეგაც წაიყვანეს ამწეკალათა და ორი თანამშრომელი ჩამოვარდნილი ხაზის შესაკეთებლად. ადგილზე მისულმა ნახა, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი მართლაც ჩამოვარდნილი იყო და იდო ბუჩქებზე, ბუჩქებთან ძირს კი ეგდო მკვდარი ყავისფერი ძროხა, ხოლო დაახლოებით 30 მეტრში სარწყავ არხში თაფლისფერი ძროხა. სავარაუდოდ ორივე ძროხა ელექტრო ენერგიის დარტყმის შედეგად იყო მკვდარი. მისი განმარტებით, ფ-------ს 35/10 კვ ქვესადგურიდან გამავალი 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „ს------------“ არ ირიცხება შპს „გ-------–-ს“ ბალანსზე და ამ ხაზით მარაგდება დაახლოებით 15-დან 20-მდე სხვადასხვა დაწესებულება (ს.ს. საქმის მასალები ს.ფ. 41-44).

 

2013 წლის 16 სექტემბრის დადგენილებით დაინიშნა ტექნოლოგიურ-მასალათმცოდნეობითი ექსპერტიზა, რომელსაც დაესვა შემდეგი კითხვები:

1. რამ გამოიწვია მაღალი ძაბვის 10 კვ. ელექტრო გადამცემი ხაზის ჩამოვარდნა და იზოლატორის დაზიანება;

2. შესაძლებელია თუ არა მაღალი ძაბვის იზოლატორის ექსპლუატაციის ვადის გასვლას გამოეწვია ელექტრო სადენის ჩამოვარდნა.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 27.09.2013 წლის №004346013 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 1. 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზის სადენის ჩამოვარდნა შესაძლებელია გამოეწვია, როგორც გარემო ბუნებრივ პირობებს, ისე ფიზიკურ ზემოქმედებასა და იზოლატორის არასათანადო დამაგრებას ტრავერსზე; 2. ელექტროგადამცემი ხაზის სადენის ჩამოვარდნა და იზოლატორის დაზიანება არ არის გამოწვეული იზოლატორის ექსპლუატაციის ვადის გასვლის გამო.

 

სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ 15.02.2016 წ. დადგენილებით ექსპერტიზას დაესვა შემდეგი კითხვები: 1. აკმაყოფილებდა თუ არა 35/10 ქვესადგურ „ფ-------დან“ გამოომავალი 10 კვ. ფიდერი „ს------------ს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი უსაფრთხოების ნორმებს; 2. რას შეიძლებოდა გამოეწვია აღნიშნული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნა; 3. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე დაცული უნდა ყოფილიყო თუ არა აღნიშნული ტერიტორია (ს.ს. საქმის მასალები ს.ფ. 204-205).

 

31.03.2016 წ. №001820116 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით; 1. 2013 წლის 07 სექტემბერს გ------------------------–--------–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე-–---------------–--ლის კუთვნილი ოთხი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაღუპვის დროს დარღვეული იყო ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 2.5.23 პუნქტის მოთხოვნა; 2. 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზის სადენის ჩამოვარდნა შესაძლებელია გამოეწვია, როგორც გარემო კლიმატურ პირობებს, ასევე ფიზიკურ ზემოქმედებასა და იზოლატორის არასათანადო დამაგრებას ტრავერსზე; 3. საქართველოს ენეგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის №100 ბრძანების, „უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას“ მუხლი 57 პუნქტი 3-ის მოთხოვნის თანახმად, აკრძალულია 8 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მიახლოება 1000 ვოლტზე მეტი ძაბვის სეგხ-ის მიწაზე დავარდნილ სადენთან, ძაბვის ქვეშ მყოფ 6-35 კვ სეგზ-ის რკინაბეტონის საყრდენებთან თუ არსებობს მიწასთან შერთვის დენის გადინების ნიშნები (იზოლატორის დაზიანება, სადენის საყრდენთან შეხება, ნიადაგიდან ტენის აორთქლება ელექტრული რკალის წარმოშობა ანძის გრუნტში ჩამაგრების ადგილებში და სხვა). ასეთ შემთხვევაში სადენებთან და ანძებთან ადამიანების და ცხოველების მიახლოების აღსაკვეთად ორგანიზებული უნდა იყოს დაცვა, შეძლებისდაგვარად უნდა დაყენდეს გამაფრთხილებელი პლაკატები ან ნიშნები და მომხდარის შესახებ ეცნობოს ხაზის მფლობელს.

 

ამავე ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე დამატებით წარმოდგენილი ფოტო ილუსტრაციის მიხედვით იზოლატორის ტრავერსიდან ამოგდების შედეგად სადენი ჩამოვარდნილია, რის შედეგადაც დარღვეულია მანძილი მიწის ზედაპირიდან არაიზოლირებულ ელ. სადენამდე.

 

ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 2.5.23 მოთხოვნის თანახმად, - დაუსახლებელ პუნქტში 110 კვ-მდე, საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზსა და მიწის ზედაპირს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 6 მეტრს.

 

ჩვენს შემთხვევაში ელექტროსადენი ჩამოვარდნილია და დევს ბუჩქებზე, რასთან შეხებამაც გამოიწვია ძროხების სიკვდილი, შესაბამისად, აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევაში დარღვეულია ელექტრომოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 2.5.23 პუნქტის მოთხოვნა (ს.ს. საქმის მასალების ს.ფ. 216-224).

 

მოწმის სახით დაკითხული შპს „გ-------–-ს“ მთავარი ინჟინრის, ვ-–-----------–---–ის განმარტებით, 2013 წლის 7 სექტემბერს მათ მიერ აღდგენილი იქნა ელექტროგადამცემი ხაზი, ვინაიდან სს „ე------------------------მ“ უარი განაცხადა საკუთარი ხარჯებით ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული ხაზი არ ირიცხებოდა მათ ბალანსზე. რაც შეეხება ს------------ ქარხანას, მას არ ჰყავს სერტიფიცირებული სპეციალისტი, რომელსაც შეხება აქვს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან და არ დაუცვიათ უსაფრთხოების ნორმები, ვინაიდან ს------------ ქარხანას არ ჰქონდა ამის ცოდნა და ვალდებულება (ს.ს საქმის მასალების ს.ფ. 224-225).

 

3.2.5. მოსარჩელე ე-–---------------–--ლმა ფ-------ს 35/10 კვ ქ/ს-დან გამომავალი 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნისას მისი კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვის შედეგად მიიღო 15 677.50 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ს.ს.საქმის მასალები

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.10.2013 წლის №004722913 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, (ფ. 113) ორი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვის შედეგად ე-–---------------–--ლზე მიყენებული ზარალის ოდენობა შეადგენს 3200 ლარს, ხოლო 21.10.2013 წ. №004722713 დასკვნის თანახმად, ასევე 2 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვის შედეგად ზარალი შეადგენს 3200 ლარს (ს.ს. საქმის მასალები ს.ფ. 113-117, სამოქალაქო საქმის მასალები - ს.ფ. 112-117).

18.08.2016 წლის დაზარალებულად ცნობის დადგენილების მიხედვით, ს.ს. №011070913002 საქმეზე ე-–---------------–--ლის პირუტყვის დახოცვის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2401 მუხლის პირველი ნაწილით, ე-–---------------–--ლი ცნობილი იქნა დაზარალებულად და დაზარალებულად ცნობის საფუძველი გახდა 2013 წლის 07 სექტემბერს გ------------------------–--------–--ის მიმდებარე ტერიტორიაზე გორის წ------–----------ის გვერდით 35/10 ქვესადგურ „ფ-------დან გამომავალი 10 კვ ფიდერ „ს------------ს“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის შედეგად ე-–---------------–--ლის კუთვნილი 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაღუპვა, რის შედეგადაც ე-–---------------–--ლს მიადგა 6200 ლარის მნიშვნელვანი ზიანი (ს.ს. საქმის მასალების გვერდი 226-227).

 

ა(ა)იპ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის 2017 წლის 05 ივნისის №1/5/0076 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ე-–---------------–--ლის საკუთრებაში არსებული ოთხი სული შვიცური ჯიშის მეწველი ძროხების სიკვდილის შედეგად მიყენებულმა ზარალმა ოთხი წლის განმავლობაში შეადგინა 24 181.70 ლარი, კერძოდ:

- 4 სული შვიცური ჯიშის მეწველი ძროხების საბაზრო ღირებულება - 10 400 ლარი;

- ხბოების მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 2400 ლარი;

- რძის მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 6877.50 ლარი (ს.ფ. 239-241)

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებთან და ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაშვებ მტკიცებულებად, მათ შორის ექსპერტის დასკვნას მიიჩნევს. თავის მხრივ, ამავე კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილი იძლევა შესაძლებლობას, რომ მხარეებმა დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის წარმოდგენა სასამართლოსათვის.

 

ამასთან, სასამართლოსათვის არავითარი მტკიცებულება, მათ შორის ექსპერტის დასკვნა, სავალდებულო არ არის და მისი შეფასების პროცესუალურ საფუძველს 105-ე მუხლი წარმოადგენს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია საპირისპირო ექსპერტიზის დასკვნა, აფასებს განსახილველ დავის საგანთან დაკავშირებით გამოძიებისას მოპოვებულ ექსპერტიზის დასკვნებს (ორი ექსპერტიზის დასკვნა), რომელიც გაცემულია ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ და რომლითაც შეფასებულია უშუალოდ შემთხვევის შედეგად დამდგარი მატერიალური ზარალის ოდენობა, კერძოდ, ოთხი სულის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საბაზრო ღირებულება, რომელიც შეადგენს 6400 ლარს.

 

სასამართლო მოსარჩელისათვის დამდგარი ზიანის ამ ნაწილში შეფასებისას, კერძოდ, მოსარჩელის კუთვნილი 4 სული დახოცილი მსხვილფეხა რქოსანი საქონლის საბაზრო ღირებულების შეფასებისას, იზიარებს გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერეტიზის მიერ გაცემულ დასკვნებს, ვინაიდან აღნიშნული დასკვნები უფრო რეალურად ასახავს ზიანს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ა(ა)იპ ექსპერტთა კავშირის მიერ გაცემულ დასკვნას, აღნიშნული დასკვნა დახოცილი საქონლის საბაზრო ღირებულების შეფასების ნაწილში ბუნდოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია კონკრეტულად შვიცური ჯიშის ძროხის ფასი, განსახილველ შემთხვევაში კი არ არის დადგენილი მოსარჩელის კუთვნილი ძროხების კონკრეტული ჯიში.

 

რაც შეეხება მოსარჩელისათვის მიყენებული ზარალს მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, კერძოდ, ნამატისა და რძის პროდუქტებით მისაღები შემოსავლის ნაწილში, სასამართლო იზიარებს ა(ა)იპ დამოუკიდებელ საზოგადოებრივი ექსპერტთა კავშირის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნას, ვინაიდან მოპასუხე მხარეს აღნიშნული მტკიცებულების საპირისპირო მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ექსპერტიზის დასკვნის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი კი არ გამოვლენილა.

 

3.2.6. მოსარჩელის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვა გამოიწვია სს ,,ე-------------------------’’ მხრიდან აბონენტებისათვის, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებისათვის ელექტოენერგიის მიწოდების პროცესში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნამ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ს.ს.საქმის მასალები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხეების შპს „კ------ის“ და შ-------------ს“ მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია;

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე, 992-ე, მე-1000 მუხლებით;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე, 162-ე მუხლები;

??????????? ???????????? ?? ??????????????? ?????????????? ???????? ???????? ?20 ???????????;

ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. 2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.

 

6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა საქართველოს კონსტიტუციით და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლების უზრუნველყოფით (კონსტიტუციის 31-ე მუხლი) ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისი საკუთრება, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცვის მიზეზი გახდა მოპასუხეთა მფლობელობაში არსებული მომეტებული საფრთხის წყარო, ელექტროენერგია და შესაბამისად, ზიანი უნდა აუნაზღაურონ მოპასუხეებმა, ვინაიდან მისი საქონლის დახოცვა სწორედ მოპასუხეთა მფლობელობაში არსებულმა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან, ხოლო მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, ანუ მოსარჩელემ განიცადა თუ არა ზიანი და ეკისრებათ თუ არა მოპასუხეებს ამ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც, ხოლო ამავე საქართველოს 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმით დადგენილი დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით და არსებობს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს (რეზულტატს) შორის და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.

 

სსკ-ის 992-ე მუხლის მიხედვით, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულიქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018).

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დელიქტური ვალდებულება, ვინაიდან საქმიდან იკვეთება 992-ე მუხლით განსაზღვრული ოთხივე წინაპირობა, კერძოდ:

 

სს ,,ე-------------------------“ ბრალეული ქმედება გამოიხატა, წინდახედულობისა და უსაფრთხოების ნორმების უგულველყოფით, კონტროლის განხორციელების გარეშე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზში ელექტროენერგიის გატარებაში, მის აღდგენასა თუ ზედამხედველობაზე პასუხიმგებელი პირი ყოლის ვალდებულების იგნორირებაში. აღნიშნული ქმედება მართლსაწინააღმდეგოა იმდენად, რამდენადაც ეწინააღმდეგება უსაფრთხოების სტანდარტებს, რასაც ადგენს ელექტროენერგიის მოხმარების დროებითი წესები და უსაფრთხოების ტექნიკის წესები. სს ,,თელასი’’ წარმოადგენს მონოპოლისტს ელექტროენერგიის მიწოდების ბაზარზე ქ. თბილისის მასშტაბით და მას ევალება, როგორც ელექტროენერგიის მომხმარებლისთვის მიწოდება, ისე უსაფრთხოების დაცვა.

 

სს ,,ე-------------------------’’ ბრალი გამოიხატება უხეშ გაუფრთხილებლობაში, ვინაიდან მან წინდახედულების ნორმების უგულველყოფით, აუცილებელი ყურადღებიანობის მაღალი ხარისხით დარღვევით, განახორციელა ელექტროენერგიის მიწოდება იმდენად, რამდენადაც გაუკონტრელებელი მაღალი ძაბვის ელექტროსადენით იგი მიაწვდიდა ელექტროენერგიას მომხმარებელს მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო აღნიშნული გადამცემი ხაზის მესაკუთრე, მითუმეტეს, მან პასუხისმგებლობა მოიხსნა აღნიშნული სადენის დაზიანებისას მის შეკეთებაზე და აღდგენის უფლება მისცა გარეშე, არასპეციალისტ პირს. რაც შეეხება ელ.ენერგიის მიწოდებას მოპასუხის მიერ უდავოდაა დადგენილი საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

რაც შეეხება ფაქტს, ხელყო თუ არა მოპასუხემ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, საქმის მასალებით დადგენილია და ეჭვის ქვეშ არ დამდგარა ის ფაქტი, რომ მოსარჩელის 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიხოცა სწორედ მაღალი ძაბვის ელქტროგადამცემი ხაზის ჩამორდნის შედეგად, რის საფუძველსაც სასამართლოს აძლევს გამოძიების პროცესში შეგროვილი მასალები, რომლებსაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების დაცვით დასაშვებობის ეტაპი არ გაუვლიათ, თუმცა აღნიშნული მასალები მტკიცებულების სახით დაერთო სამოქალაქო საქმეს და სასამართლოს მიერ შეფასდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რაც შეეხება მიზეზობრივ კავშირს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ სს ,,ე-------------------------’’ მიერ არამართლზომიერად (ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე) მიწოდებულმა ელექტროენერგიამ გამოიწვია დამდგარი ზიანი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზიანის აღდგენა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია (სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლი).

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ხოლი 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმნოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ე------------------------’’ წარმოადგენს პირს, რომელსაც ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. ამდენად, იგი მოვალეა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა.

 

6.7. რაც შეეხება მოპასუხე სს „ე-------------------------“ წარმომადგენლის პოზიციას, რომ იგი არ წარმოადგენს მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურებისათვის ვალდებულ პირს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ პირველ რიგში ჩამოვარდნილი ელექტროგადამცემი ხაზი მის საკუთრებას არ წარმოადგენს და არც მისი მოვლის ვალდებულება ეკისრებოდა, მეორე - მართალია სისხლის სამართლის საქმეზე ე-–---------------–--ლის საქონლის დაღუპვის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, მაგრამ არ არის დადგენილი დანაშაულში ბრალდებული პირი, მითუმეტეს არ არის დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი, რაც გამორიცხავს კონკრეტულ შემთხვევაში დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მესამე - არ არის დადგენილი რამდენი სული პირუტყვი დაიხოცა, ვინაიდან საქმის მასალებში ზოგან მითითებულია ორი სული, ზოგან ოთხი და მეოთხე - უტყუარად არ არის დადგენილი ე-–---------------–--ლის საქონლის დახოცვის მიზეზი და მხოლოდ დაზარალებულად ცნობის დადგენილება ვერ გამოდგება ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, ვინაიდან მას არ გაუვლია მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპი, სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს შემდეგს:

 

6.8. ??????????? ???????????? ?? ??????????????? ?????????????? ???????? ???????? ?20 ???????????? პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს, ხოლო ამავე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია: ბ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები და წესები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ პირს, თუკი ირღვევა მისი უფლებები, უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან, კომისიაში ან მიმართოს სასამართლოს. მას ასევე უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით მოსთხოვოს დამრღვევს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც გამოწვეულ იქნა ამ წესებით გარანტირებული უფლებების დარღვევით ან/და დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობით.

 

6.9. ამავე დადგენილების მე-6 მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, ელექტროდანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს „ე------------------------“ ელექტროენერგიას მიაწვდის მომხმარებელს და ვალდებულია, რა მის მიერ მომხარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდებისას დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები, ვალდებულია იცოდეს ვის მიაწვდის ელექტროენერგიას, ვალდებულია აკონტროლოს, რომ ელექტროენერიგიის მიწოდება იყოს უსაფრთხო, ვალდებულია უზრუნველყოს ელექტროენერგიის (მომეტებული საფრთხის წყაროს) მიწოდებისას გამოყენებული დანადგარების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა.

 

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „მფლობელობა არ შეიძლება გაიზომოს ნივთთან სივრცობრივი კავშირურთიერთობით. მფლობელობა ფაქტია და იგი გამიჯნულია საკუთრებასთან. მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე არამესაკუთრეც, ან ორივე ერთად. მფლობელობაში შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც სანივთო, ისე სხვა უფლებებიც, მათ შორის, ნივთის გამოყენების უფლებაც. მოცემულ შემთხვევაში, როცა სს „თ.-ი“ მის კუთვნილ პროდუქციას, ელექტროდენს, მიაწოდებდა შპს „გ.-ის“ საკუთრებაში არსებულ ქვესადგურს და ახდენდა ამ ქვესადგურის გამოყენებას, ფაქტობრივად იგი იყო ამ ქვესადგურზე გარკვეული უფლების მატარებელიც.“ „მფლობელობის მიმართ გამოიყენება ორი სხვადასხვა დონის მფლობელობა: პირდაპირი და არაპირდაპირი. ნივთი შეიძლება ან მარტო პირდაპირი მფლობელის ბატონობაში იმყოფებოდეს, ანდა იმავდროულად არაპირდაპირი მფლობელის ბატონობის ქვეშაც. თუ ნივთის მფლობელობა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ხდება (სანივთო, ვალდებულებითი), ამ ურთიერთობაში მესაკუთრე წარმოადგენს არაპირდაპირ მფლობელს, ხოლო ის, ვინც გამოიყენებს ამ ნივთს, პირდაპირ მფლობელს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე აწვდიდა რა ელენერგიას ქვესადგურს და იყენებდა ამ ნაგებობას თავისი პროდუქციის სარეალიზაციოდ, იგი მისი პირდაპირი მფლობელი იყო, ხოლო მითითებული ქვესადგური იყო რა შპს „გ.-ის“ საკუთრება, მიუხედავად იმისა, რომ იგი უმეთვალყურეოდ ჰქონდა მიტოვებული, ამ ქვესადგურის არაპირდაპირი მფლობელი იყო“ (იხ. სუსგ, საქმე №3კ/571-01, 8.08.2001წ.).

 

ამდენად, დადასტურებულია რა, რომ მოპასუხე სს „ე------------------------“ ელექტროენერგიას დანარჩენ მოპასუხეებს მიაწვდის შპს „კ------ის“ საკუთრებაში არსებული ქვესადგურის მეშვეობით და აღნიშნული ქვესადგურის მეშვეობით ახდენს თავისი პროდუქციის (ელექტროენერგიის) რეალიზაციას, იგი ვალდებული იყო აღნიშნული პროდუქცია მომხმარებლებისათვის მიეწოდებინა უსაფრთხოდ, უსაფრთხოდ მიწოდებაში კი იგულისხმება არა მარტო აბონენტები, არამედ ნებისმიერი პირი, რომელსაც შესაძლოა ზიანი მიადგეს ელექტროენერგიის მიწოდების პროცესში. შესაბამისად, მისი მხრიდან ელექტროენერგიის რეალიზაციისას უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო დამდგარი ზიანი მისი მხრიდან ანაზღაურებას უნდა დაექვემდებაროს.

 

6.9. რაც შეეხება მოპასუხე სს „ე-------------------------“ პოზიციას, რომ საქონლის დაღუპვის ფაქტზე მართალია დაწყებულია გამოძიება, მაგრამ არ არის დადგენილი ბრალდებული პირი, მითუმეტეს არ არის დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი, მოსარჩელის მოთხოვნა დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ XXXIV3 თავით დადგენილია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის გამარტივებული წარმოების წესი, რა დროსაც სახეზეა კანონიერ ძალაში არსებული განაჩენი, რომლითაც უტყუარად დასტურდება ზიანის ფაქტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს აღნიშნულ საკითხებს (ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც განჩენითაა დადგენილი) და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე დადასტურებულად მიიჩნევს მათ. სასამართლო კვლევისა და შეფასების საგანია მხოლოდ ზიანის ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც განაჩენით იგი არ არის დადგენილი, რაც თავისთავად არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას აღძრას სარჩელი საერთო წესით, რა დროსაც დელიქტის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ სარჩელის განხილვისას მხარეებმა შეჯიბრებითობის საფუძველზე, მტკიცების ტვირთის სტანდარტის გათვალისწინებით, თავად უნდა წარადგინონ, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების, ასევე ზიანის ფაქტის, მიზეზობრივი კავშირისა და ზიანის ოდენობის ამსახველი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლო შეაფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად.

 

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული დამართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).

 

ამდენად, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელის საერთო წესით განხილვისას, მოსარჩელეს არ ეკისრება ვალდებულება წარმოადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრს დაკარგავდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული აბსოლუტური უფლება სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შესახებ იმდენად, რამდენადაც მხარეს ეზრუდება უფლება სისხლის სამართლის საქმეზე გამამტუნებელი განაჩენის დადგენამდე მაშინ, როცა გამოძიების მიმდინარეობის ვადა განუსაზღვრელია, ხოლო წარმატებით დასრულება არ არის გარანტირებული, საკუთარი სამოქალაქო უფლების და მოვალეობის დასადგენად მიმართოს სასამართლოს, ხოლო სასამართლომ განიხილოს მისი საქმე სამართლიანად, საჯაროდ და გონივრულ ვადაში (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია მე-6 მუხლი), რასაც სს „ენერგო-პრო ჯორჯას“ პოზიციის მართებულობის შემთხვევაში მოსარჩელე ე-–---------------–--ლი ვერ მიაღწევს, ვინაიდან 2013 წლის 07 სექტემბრიდან და დღევანდელი მდგომარეობითაც ს.ს. საქმეზე გამოძიება არ არის დასრულებული. აღნიშნული გარემოება კი განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს დაზარალებულს, რომელსაც ხელთ აქვს გამამტყუნებელი განაჩენი და დაზარალებულს, რომლის საჩივარზეც დამნაშავე პირი ვერ დადგინდა.

 

6.10. რაც შეეხება მოპასუხე სს „ე-------------------------“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას არ არის დადგენილი ბრალდებული პირი და მხოლოდ დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რომელიც არ არის მტკიდებულება და ვერ გახდება მისთვის ზიანის დაკისრების საფუძველი, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, ნებისმიერ პირს უფლება აქვს დარღვეული უფლების დაცვის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, მათ შორის დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით (განაჩენის გარეშე), რა დროსაც საერთო წესით სარჩელით მიმართვის შემთხვევაში თავად უნდა წარადგინოს მტკიცებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საქმეზე გამოძიება ვერ დასრულდა, მხარემ აირჩია სასამართლოსათვის საერთო წესით მომართვის გზა, მან შემთხვევის დღიდან სამი წლის განმავლობაში მომართა სასამართლოს და მტკიცებულების სახით გამოიყენა სისხლის სამართლის გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაშვებობის ეტაპი არ გაუვლია, სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებად და ექვემდებარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შესაფასებს განსხვავებით გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი ფაქტებისა.

 

6.11. რაც შეეხება მოპასუხე სს „ე-------------------------“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიების მიერ არ არის ზუსტად დადგენილი დახოცილი პირუტყვის რაოდენობა, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის მასალებით და ასევე სასამართლო სხდომებზე მხარეთა განმარტებებით თუ მოწმეთა ჩვენებებით ცალსახადაა დადგენილი, რომ ე-–---------------–--ლის კუთვნილი და დაკარგული 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიდან (4 სულზე იგი პირველივე დაკითხვისას მიუთითებდა) ორი სული ნანახი იქნა 2013 წლის 7 სექტემბერსვე, როდესაც აღმოჩენილი იქნა ჩამოვარდნილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რაც შემთხვევის ოქმშია დაფიქსირებული, ხოლო დანარჩენი ორი სული ნანახი იქნა მოგვიანებით, 2013 წლის 21 სექტემბერს, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით, სარწყავ არხში, რომელიც ასევე 21 სექტემბრის შემთხვევის ოქმშია დაფიქსირებული.

 

6.12. მოპასუხე სს „ე-------------------------“ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიების მიერ ვერ დადგინდა საქონლის დაღუპვის მიზეზი, რაც გამორიცხავს მისთვის ზიანის დაკისრებას, სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული რომ მოსარჩელემ 2013 წლის 6 სექტემბერს დაკარგა 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და მათი ძებნისას ნახა, რომ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი იყო ჩამოვარდნილი და მის ახლო მანძილზე ეგდო 2 მკვდარი ძროხა, რის გამოც დაიწყო გამოძიება და გამოძიების მიმდინარეობისას ეჭვის ქვეშ არ დამდგარა რომ აღნიშნული ორი ძროხა ე-–---------------–--ლს ეკუთვნოდა და მათი სიკვდილი დენის დარტყმამ გამოიწვია, რადგან აღნიშნული ორი ძროხა ძალიან ახლო იყო ჩამოვარდნილ ხაზთან, ხოლო მოგვიანებით აღმოჩენილ ორ ძროხასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს ორი ძროხა ნანახი იქნა წყლის არხი, რომელიც გადის დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ, რაც ნათლად ჩანს 2013 წლის 7 სექტემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმში და ამ ოქმზე დართულ ფოტოსურათში დაფიქსირებულია ერთი მკვდარი ძროხა გდია სწორედ იმ არხში, რომელშიც, ცოტა მოშორებით (ჩამოვარდნილი სადენიდან), ნანახი იქნა დანარჩენი 2 ძროხა და 21 სექტემბრის ადგილზე დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტოსურათების დათვალიერებისას კარგად ჩანს, რომ აღნიშნული 2 მკვდარი ძრახა წყალმა წაიღო და წყლის დაგებების შედეგად შეაჩერა ერთ ადგილზე. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის მასალების ერთიანობაში შეფასებისას იქმნება ერთიანი უწყვეტი ჯაჭვი იმ გარემოებების დასადასტურებლად, რომ მოსარჩელის კუთვნილი 4 ძროხა დაიხოცა ელექტროენერგიის დარტყმის შედეგად, ხოლო ის ფაქტი, რომ ექსპერტიზამ ვერ დაადგინა საქონლის დახოცვის უშუალო მიზეზი, რაც გამოწვეული იყო საქონლის გახრწნით, თავისთავად წინააღმდეგობაში არ მოდის ზემოთ მითითებულ სასამართლოს შეფასებასთან.

 

6.13. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ე-–---------------–--ლს დაეხოცა 4 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ძროხა), რომელთაგან ზოგი იყო მეწველი და ამავდროულად მოსაგები, ზოგი მოსაგები.

 

ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ, დამაჯერებლობის თვალსაზრისით შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, რომელთაგან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 21.10.2013 წლის №004722913 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ორი სული მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის დახოცის გამო მიიღო 3200 ლარის მატერიალური ზიანი, ოთხივე ძროხის დახოცვის გამო 6400 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილია ასევე ა(ა)იპ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის სასაქონლო-საფინანსო ესპერტიზის დასკვნა №1/5/0076 (ს.ფ. 239) , რომლის მიხედვითაც ე-–---------------–--ლისხმოების მიუღებლობით გამოწვეული ზარალი შეადგენს 2400 ლარს, ხოლო რძის მიუღებლობით გამოწვეული ზარალი - 6877.50 ლარს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ყველა ის ფაქტობრივი საფუძველი, რომელიც საჭიროა აღნიშნული ნორმის შესაბამისად მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

 

გარდა ზემოთ აღნიშნული გარემოებებისა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს გაამახვილოს ყურადღება შეჯიბრებითობის დაცვით საქმის წარმოების სავალდებულოობაზე იმ თვალსაზრისით, რომ მოსარჩელე მხარეს მის მიერ მითითებული გარემოებების დასადაზტურებლად წარმდგენილია სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც შეფასდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე მხარეს კი აღნიშნული მტკიცებულებების საპირისპიროდ მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

6.14. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას დანარჩენი მოპასუხეებისათვის ზიანის დაკისრების ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 35/10 კვ ქვესადგურის მესაკუთრე მოპასუხე შპს „კ------ი“ და მას აღნიშნულ ქვესადგურზე ჰყავს პასუხისმგებელი პირი. გარდა ამისა დადგენილია, რომ მოსარჩელის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიხოცა შპს „კ------ის“ საკუთრებაში არსებული ქვესადგურიდან გამავალი ელექტროგადამცემი ხაზის ჩამოვარდნის გამო და აღნიშნული ხაზით ელექტროენერგია მიეწოდებათ დანარჩენი მოპასუხეებს, ე.ი. ისინი სარგებლობენ აღნიშნული ხაზით და იგულისხმება, რომ მისი მფლობელები არიან სს „ე------------------------“, რომელიც რეალიზაციას ახდენს თავისი პროდუქციისა (ელექტროენერგიისა), ხოლო მოპასუხეები შ-------------“, შპს „გ-------–-“, შპს „ჯ-------–---------ი“, შპს „--–---------–--ი“, შპს „ი-----------------ი“, შპს „ქ--------–------–ი“, შპს „ს-----------–-----–---------------–-----“, შპს „ე----–---“ და შპს „ს--–---–-----–-------–----–----------ი“, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ე-–---------------–--ლის საქონელი კი დაიხოცა 2013 წლის 07 სექტემბერს, ხოლო მოპასუხე შ-------------“ იურიდიულ პირად დარეგისტრირდა მოგვიანებით, რაც გამორიცხავს მისთვის ზიანის დაკისრების შესაძლებლობას.

 

6.15. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერ დადგინდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი, საკასაციო სასამართლომ ერთერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „მფლობელობა არ შეიძლება გაიზომოს ნივთთან სივრცობრივი კავშირურთიერთობით. მფლობელობა ფაქტია და იგი გამიჯნულია საკუთრებასთან. მფლობელი შეიძლება იყოს როგორც მესაკუთრე, ისე არამესაკუთრეც, ან ორივე ერთად. მფლობელობაში შეიძლება იგულისხმებოდეს როგორც სანივთო, ისე სხვა უფლებებიც, მათ შორის, ნივთის გამოყენების უფლებაც. მოცემულ შემთხვევაში, როცა სს „თ.-ი“ მის კუთვნილ პროდუქციას, ელექტროდენს, მიაწოდებდა შპს „გ.-ის“ საკუთრებაში არსებულ ქვესადგურს და ახდენდა ამ ქვესადგურის გამოყენებას, ფაქტობრივად იგი იყო ამ ქვესადგურზე გარკვეული უფლების მატარებელიც.“ „მფლობელობის მიმართ გამოიყენება ორი სხვადასხვა დონის მფლობელობა: პირდაპირი და არაპირდაპირი. ნივთი შეიძლება ან მარტო პირდაპირი მფლობელის ბატონობაში იმყოფებოდეს, ანდა იმავდროულად არაპირდაპირი მფლობელის ბატონობის ქვეშაც. თუ ნივთის მფლობელობა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ხდება (სანივთო, ვალდებულებითი), ამ ურთიერთობაში მესაკუთრე წარმოადგენს არაპირდაპირ მფლობელს, ხოლო ის, ვინც გამოიყენებს ამ ნივთს, პირდაპირ მფლობელს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე აწვდიდა რა ელენერგიას ქვესადგურს და იყენებდა ამ ნაგებობას თავისი პროდუქციის სარეალიზაციოდ, იგი მისი პირდაპირი მფლობელი იყო, ხოლო მითითებული ქვესადგური იყო რა შპს „გ.-ის“ საკუთრება, მიუხედავად იმისა, რომ იგი უმეთვალყურეოდ ჰქონდა მიტოვებული, ამ ქვესადგურის არაპირდაპირი მფლობელი იყო“ (იხ. სუსგ, საქმე №ას№ას-543-518-2016 23.12.2016წ.)

 

6.16. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის თანახმად, მფლობელობა შეიძლება იყოს როგორც მართლზომიერი, ისე არამართლზომიერი, თუმცა მე-1000 მუხლის განმარტებისათვის მნიშვნელობა არა აქვს მფლობელობა მართლზომიერია, თუ არამართლზომიერი. აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის მნიშვნელოვანია, თუ ვინ ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას მომეტებული საფრთხის წყაროზე. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სახელმწიფო ორგანოს ვალდებულება, განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი კერძო პირთა განსაზღვრულ საქმიანობაზე, არ გამორიცხავს აღნიშნულ პირთა პასუხისმგებლობას, კანონის შესაბამისად, აწარმოოს თავისი საქმიანობა და კანონით დადგენილი წესით აგოს პასუხი სხვა პირთა წინაშე“ (იხ. სუსგ, საქმე №ას№ას-543-518-2016 23.12.2016წ.).

 

საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაყვეტილეში განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლი, რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან, ბრალის მიუხედავად, ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა პირის ან ნივთის დაზიანება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მე-1000 მუხლის დანაწესით კანონმდებელი გულისხმობს ისეთ ნაგებობას, რომელიც მასში წარმოებული, მოთავსებებული ან მიწოდებული ენერგიის, თუ მომწამვლელი ნივთიერების გამო მომეტებული საფრთხის წყაროს წარმოადგენს (იხ. სუსგ-ები № ას850-1064-08, 27.04.2009წ; №ას-413-399-2011, 02.06.2011წ; №ას-88-84-2014, 07.07.2014წ; №ას-456-435-2015, 30.10.2015წ; №ას-1287-1208-2015წ;, №ას-217-207, 2016წ; №ას- 485-466-2016, 16.09.2016წ; №ას-646-617-2016, 30.09.2016წ).

ამდენად, როგორც საქმის მასალებიდან გამოიკვეთა, რომ მხოლოდ 35/10 ფიდერ „ს------------ს“ ქვესადგურის მესაკუთრეა დადგენილი, რომელიც განსახილველ შემთხვევაში ზიანზე პასუხისმგებელ პირად ვერ იქნა მიჩნეული იმდენად, რომდენადაც მას დანიშნული ჰყავს მისი კუთვნილი ქვესადგურის პასუხისმგებელი პირი და ამასთან, დაზიანებული ხაზი მისი ქვესადგურიდან გამავალი ხაზია, რომელსაც იყენებს სს „ე------------------------, ხოლო შპს „კ------ი“ აქედან სარგებელს არ იღებს, დანარჩენი აღრიცხვის კვანძები და მასში შემავალი თუ გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მესაკუთრეები არ არის დადგენილი, უფრო მეტიც ელექტროენერგიის მიმწოდებელი სს „ე------------------------“ პასუხისმგებლობას არ იღებს მის მიერ რეალიზებული პროდუქციის მიწოდების უსაფრთხოებაზე, ასევე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენაზე (საქმის მასალებით დადგენილია, რომ მან უარი განაცხადა მარალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთებაზე იმ საფუძვლით, რომ მისი საკუთრებას არ წარმოადგენდა), ხოლო დანარჩელი მოპასუხეები, კერძოდ, შპს „გ-------–-“, შპს „--–---------–--ი“ და სხვები (შ-------------ს“ გამოკლებით) რომლებიც არიან იურიდიული პირები და სარგებლობენ მაღალი ძაბვის ელექტოგადამცემი ხაზებით, ისე, რომ მათ აღნიშნული მაღალი ძაბვის ხაზით სარგებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები არ ყავთ იმ მიზეზით, რომ მათთვის უცნობი იყო აღნიშნული ვალდებულების შესახებ. თუმცა აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ისინი საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას თვითნებურად აღადგინონ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ისე, რომ არ ითვალისწინებენ უსაფრთხოების წესებს, სწორედ ეს გარემოებები იძლევა საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ ისინი ან ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელები არიან, რაც საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ მათ ასევე დაეკისროთ აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან აღნიშნული ელექტროენერგია წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს და ექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ კონტროლს და მისი უკონტროლოდ მიწოდება და მიღება სწორედ უსაფრთხოების წესების დარღვევას წარმოადგენს, შესაბამისად, აღნიშნული განსაკუთრებული წესების დარღვევა მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების დავალდებულების საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მხარეს (შპს „კ------ის“ და შ-------------ს“ გამოკლებით, ვინაიდან მის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 470.33 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. 1. ე-–---------------–--ლის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხეებს: სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „გ-------–-ს“, შპს „ჯ-------–---------ს“, შპს „--–---------–--ს“, შპს „ი-----------------ს“, შპს „ქართულ სახლს“, შპს „ს-----------–-----–---------------–-----“-ს, შპს „ე----–---“-ის, შპს „ს--–---–-----–-------–----–----------ს“ მოსარჩელე ე-–---------------–--ლის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 15 677.50 ლარის გადახდა.

 

3. ე-–---------------–--ლის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების: შ-------------ს“ და შპს „კ------ის“ მიმართ, არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხეებს: სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „გ-------–-ს“, შპს „ჯ-------–---------ს“, შპს „--–---------–--ს“, შპს „ი-----------------ს“, შპს „ქართულ სახლს“, შპს „ს-----------–-----–---------------–-----“-ს, შპს „ე----–---“-ის, შპს „ს--–---–-----–-------–----–----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 470.33 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი