გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
010210017002142864
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210017002142864

# 2-4010/2017წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: ირ---–- ბ-------ი

წარმომადგენელი: ვა-–----------------ე, ლე-–------------ე, და-–-------ე

მოპასუხე: ქ--------ა რზ------

წარმომადგენელი: რო----------ე, და----------–--ე, ა----------------ი, ქე-----------------ე, სა-–---------------ე

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

შეგებებული სარჩელი:

მოსარჩელე: ქ--------ა რზ------

წარმომადგენელი: რო----------ე, და----------–--ე, ა----------------ი, ქე-----------------ე, სა-–---------------ე

მოპასუხე: ირ---–- ბ-------ი

წარმომადგენელი: ვა-–----------------ე, ლე-–------------ე, და-–-------ე

დავის საგანი: შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა

მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი: ლ-–--------–--ე

თარჯიმანი - ზ------------------ი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ირ---–- ბ-------მა აღძრა სარჩელი სასამართლოში ქ--------ა რზ------ს მიმართ და მოითხოვა განქორწინება, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის და ნახვის დღეების განსაზღვრა, მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფა და თანხის დაკისრება.

 

2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა (დაზუსტებული 06.06.2018წ.):

ქ--------ა რზ------ დაზუსტებული შეგეგებული სარჩელით მოითხოვს მოპასუხე ირ---–- ბ-------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის ალიმენტის გადახდა, ასევე საერთო ვალების გაყოფას და თანხის დაკისრებას.

3. 2018 წლის 02 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით ირ---–- ბ-------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრის ნაწილში, კერძოდ:

- მცირეწლოვანი შვილების, 2008 წლის 2---------- დაბადებული ა-–---------- ბ-------ისა (პ/ნ 0----------) და 2004 წლის 0------- დაბადებული ა--- ბ-------ას (პ/ნ 6----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის, მოპასუხე (შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელე) ქ--------ა რზ------ს საცხოვრებელი ადგილი.

- ირ---–- ბ-------ს შვილების - 2008 წლის 2---------- დაბადებული ა-–---------- ბ-------ის (პ/ნ 0----------) და 2004 წლის 0------- დაბადებული ა--- ბ-------ას (პ/ნ 6----------) ნახვის დღეებად განესაზღვოს ყოველი კვირის შაბათი დღე, 15:00-საათიდან კვირა დღის საღამომდე, ღამით მასთან დარჩენის უფლებით.

4. 2018 წლის 02 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით ირ---–- ბ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა განქორწინების ნაწილში, კერძოდ:

- ირ---–- ბ-------სა (პ/ნ 6----------, დაბ: 20.08.1---–) და ქ--------ა რზ------ს (პ/ნ 0----------, დაბ: 30.06.1---–.) შორის 2--- წლის 21 ივნისს სააქტო ჩანაწერით N----------- რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინებით.

 

5. მხარეებს შორის დავაზე, საქმის განხილვა გაგრძელდა შემდეგი მოთხოვნებით:

5.1. ირ---–- ბ-------ის სარჩელზე მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფისა და თანხის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით;

5.2. ქ--------ა რზ------ს შეგებებულ სარჩელზე არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების, ასევე საერთო ვალების გაყოფისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

6. ირ---–- ბ-------ი მოითხოვს:

6.1. მოპასუხე ქ--------ა რზ------ს მოსარჩელის ირ---–- ბ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 8267,9 აშშ დოლარის გადახდა.

ირ---–- ბ-------ი თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ გარემობებზე:

- მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2--- წლის 21 ივნისიდან;

- 2012 წლის 24 დეკემბერს მხარეებმა შეიძინეს საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22, ს/კ #05.01.08.007.01.5--. ბინა საკუთრებად აღირიცხა ქ--------ა რზ------ს სახელზე.

- 2014 წლის ოქტომბრის თვეში გადაწყვიტეს საცხოვრებელი ფართის გაფართოება, რის გამოც ფართის შესაძენად თანხის მოძიების მიზნით, სს ,,თიბისი ბანკიდან" 1828 დღის ვადით მოსარჩელემ აიღო კრედიტი 35000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22, ს/კ #05.01.08.007.01.5--.

- მეორე დღეს, 2014 წლის 31 ოქტომბერს, ბანკიდან აღებული კრედიტის თანხით შეიძინეს უძრავი ქონება-მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22, ს/კ #05.01.08.007.01.5--. რომლის მესაკუთრედაც საჯარო რეესტრში კვლავ დარეგისტრირდა მოპასუხე.

- ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მ--–-–---–----"-ის წევრთა 2015 წლის 14 დეკემბრის საერთო კრების ოქმით #5, ქ--------ა რზ------ს საკუთრებაში გადაეცა 17,51 კვმ. ფართი, რის შედეგადაც უძრავი ქონების - მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22, ს/კ #05.01.08.007.01.5--, - ფართის ოდენობა 40,35 კვ.მ.-დან გაიზარდა 57,86 კვ.მ.-მდე, ფართს მიენიჭა ბინის #3. ამავე კრების ოქმით, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ 54,12 კვ.მ. ფართს (ს/კ #05.01.08.007.01.5--) მიენიჭა ბინის #2. აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელდა ცვლილებები და 57,86 კვ.მ. ფართს, ბინა #3, - საკადასტრო კოდად მიეთითა ს/კ #05.21.08.009.01.0--, ხოლო 54,12 კვ.მ. ფართს, ბინის #2, - საკადასტრო კოდად მიეთითა ს/კ #05.21.08.009.01.0--.

- ამხანაგობა ,,მ--–-–---–----"-ის წევრთა 2016 წლის 28 აპრილის საერთო კრების ოქმით #10 მოპასუხე ქ--------ა რზ------ს სახელზე რეგისტრირებული ფართი ბინა #3, ს/კ #05.21.08.009.01.0--, - გაიზარდა 11,80 კვ.მ.-ით და მოცემული ბინის ფართმა შეადგინა 69,66 კვ.მ.

- 2016 წლის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ მოცემული ბინების გაერთიანებაზე, შესაბამისად ორივე ბინის ფართი გაერთინდა და ირ---–- ბ-------მა დაიწყო სარემონტო სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. 2017 წლის 07 ივლისს, მხარეთა შეთანხმების თანახმად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ორივე ბინის 1/2 იდეალური წილი საკუთრებაში გადაეცა ირ---–- ბ-------ს. შესაბამისად, საჯარო რეესტრში ისინი დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნული ბინების თანამესაკუთრეებად.

- მხარეები ქორწინებიდან 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ბათუმი, სტ--------------–-–---–-- #20, ბინა #4, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ქ--------ა რზ------ს მშობლების კუთვნილ, ქ. ბათუმში, მ--–-–---–-- ქუჩა #1 ბინაში, სადაც იცხოვრეს 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე, ვიდრე წარმოეშობოდათ უთანხმოება, რის გამოც ირ---–- ბ-------ი იძულებული გახდა გადასულიყო ცალკე საცხოვრებლად. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2008 წლის 2---------- დაბადებული ა-–---------- ბ-------ი (პ/ნ 0----------) და 2004 წლის 0------- დაბადებული ა--- ბ-------ა (პ/ნ 6----------).

- 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ, ირ---–- ბ-------ი საცხოვრებლად გადავიდა ქ. ბათუმში, ა---------–-–---–-- ქ. #22-ში მდებარე გაერთიანებულ საცხოვრებელ ბინაში #2 და #3, სადაც აწარმოებს რემონტს, ასევე იყენებს ღამისთევის მიზნითაც, ასევე საცხოვრებლად იყენებს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. ბათუმი, სტ--------------–-–---–-- 320, ბინა #4.

- 2014 წლის 30 ოქტომბერს სს ,,თიბისი ბანკიდან" 1828 დღის ვადით აღებული კრედიტს იხდის მხოლოდ მოსარჩელე, რომელიც უნდა დაიფაროს 2019 წლის 01 ნოემბრამდე და ამჟამად დარჩენილია გადასახდელად სესხის ძირი თანხა 14904,32 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი/სარგებელი - 1325,47 აშშ დოლარი, ქონების დაზღვევისათვის - 186,8 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევისათვის - 119,3 აშშ დოლარი. აღნიშნული კრედიტი მოხმარდა საერთო ქონების შეძენას, ბანკისადმი არსებული ვალი არაა პირადი ვალი, მეუღლეთა საერთო ვალია და უნდა განაწილდეს თანაბრად, შესაბამისად, მისი ნახევარი - 8267,9 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს მოპასუხემ.

(იხ. სარჩელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).

 

7. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.

 

მოპასუხის შესაგებელი ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:

- 2012 წლის 24 დეკემბერს, საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22, 54,12 კვ.მ ფართი, ს/კ #05.01.08.007.01.5--, 40000 აშშ დოლარად შეიძინა თავად მოპასუხემ საკუთარი სახსრებით. ქორწინებამდე მას გააჩნდა საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, რომელიც ქორწინების შემდეგ გაყიდა და საცხოვრებლად გადმოვიდა ქ. ბათუმში, აღნიშნული ქონების შეძენაში მოსარჩელეს მონაწილეობა არ მიუღია.

- 2014 წლის 31 ოქტომბერს, ბანკიდან ერობლივად აიღეს კრედიტი, ნაწილი ბინის შესაძენად გამოიყენეს, ნაწილი კი მოსარჩელემ პირადი საჭიროებისათის გამოიყენა (ჰქონდა პირადი ვალები). 10000 აშშ დოლარი მოპასუხემ მისი პირადი დანაზოგიდან, რომელიც დარჩა თბილისში გაყიდული ბინიდან, დაამატა ბინის შესაძენ თანხას. აღებული კრედიტიდან დაფარული თანხა ძირითადად გადახდილია მოპასუხის მიერ, იფარებოდა მისი ხელფასიდან. ასევე, ქ. ბათუმში, ა---------–-–---–-- ქ. #22-ში არსებული ბინა #3 (ს/კ #05.01.08.007.01.5--) შეძენილ იქნა 33000 აშშ დოლარად და არა 35000 აშშ დოლარად. აქედან 10000 აშშ დოლარი მოპასუხემ დაამატა, ანუ კრედიტის თანხიდან 23000 აშშ დოლარია გადახდილი, დარჩენილი თანხა კი 12000 აშშ დოლარი მოსარჩელემ გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის.

- არ შეესაბამება სინამდვილეს მოსარჩელის მიერ მითითებული თანხის შესახებ, რადგან აღებული კრედიტიდან დარჩენილია ძირითადი თანხა 13246,20 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 17,40 აშშ დოლარი, დაზღვევა კი - 3,18 აშშ დოლარი.

- ამხანაგობის კრების ოქმებით გადმოცემული ფართები გამოწვეული იყო ფართის აზომვაში გამოწვეული შეცდომით, რის გამოც მოხდა ფაქტიურად მისი გასწორება.

- მოსარჩელეს ბინის რემონტი მისი სახსრებით არ უწარმოებია, მოპასუხემ გამოიტანა ბანკიდან სესხი და ამ თანხით ხორციელდებოდა რემონტი. მოპასუხემ გამოიტანა სესხი 2016 წლის 02 დეკემბერს 16280 ლარი, რაც პროცენტის ათვლით შეადგენს 21042 ლარს. ასევე დამატებით, 2017 წლის 19 აპრილს გამოიტანა სესხი 7700 ლარი, რაც საპროცენტო განაკვეთთან ერთად შეადგენს 11040 ლარს, რომელიც უნდა დაფაროს 2020 წლის 06 აპრილამდე. ორივე სესხის დასაფარად ყოველთვიურად იხდის 686 ლარს. სულ ორივე კრედიტის თანხა შეადგენს 32802 ლარს და დღეის მდგომარეობით დასაფარია 19785 ლარი. ამ თანხებით გაარემონტა ორივე, გაერთიანებული ბინების ფართი და მოსარჩელეს აქეთ აქვს მისთვის მოპასუხის მიერ აღებული კრედიტების ნახევარი, რაც მეუღლეების საერთო ვალს შეადგენს.

(იხ. შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).

 

8. ქ--------ა რზ------ს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა (დაზუსტებული 06.06.2018წ.):

არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება, საერთო ვალების გაყოფა და თანხის დაკისრება.

კერძოდ, ქ--------ა რზ------ მოითხოვს:

- მოპასუხე ირ---–- ბ-------ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის ყოველთვიურად 1600 ლარის, თითოეულისათვის 800 ლარის ოდენობით;

- მოპასუხე ირ---–- ბ-------ს, საერთო ვალის გაყოფის მიზნით, მოსარჩელის ქ--------ა რზ------ს სასარგებლოდ დაეკისროს 13663,06 ლარის გადახდა.

შეგებებული სარჩელის მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2--- წლის 21 ივნისიდან. ერთად ცხოვრების განმავლობაში მათ შეეძინათ ორი შვილი: 2008 წლის 2---------- დაბადებული ა-–---------- ბ-------ი (პ/ნ 0----------) და 2004 წლის 0------- დაბადებული ა--- ბ-------ა (პ/ნ 6----------), რომლებიც ამჟამად იმყოფებიან დედასთან.

- მოსარჩელე ქ--------ა რზ------ დასაქმებულია სსიპ ს-------------------------- სააგენტოს იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2080 ლარს დანამატის გარეშე.

- მოსარჩელის ინფორმაციით, მოპასუხე ირ---–- ბ-------ი დასაქმებულია შპს ,,ი-------------ში" ექიმის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 4000 ლარს, ამასთან, მოპასუხეს გარდა ორი არასრულწლოვანი შვილებისა, სარჩენი არ ყავს სხვა პირი.

- არასრულწლოვანი შვილის ა--- ბ-------ას რჩენა-აღზრდისათვის საჭირო კვების, ტრანსპორტირების, მოვლის, გართობის, და დასვენებისათვის ყოველთვიური მინიმალური ხარჯი შეადგენს 1584 ლარს, ხოლო ა-–---------- ბ-------ისათვის კი - 1540 ლარს. გარდა ამ ხარჯებისა, ა--- ბ-------ა დადის კერძო სკოლაში შპს ,,გ-----------------------", რომლის მომსახურების ღირებულება შეადგენს 1800 ლარს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. ამავე სკოლაში სწავლობს ა-–---------- ბ-------იც, რომლის სწავლის საფასურიც შეადგენს 1800 ასევე მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მოსარჩელე ძიძის მომსახურებისათვის იხდის ყოველთვიურად 320 ლარს. ორივე შვილი დადის შპს ,,მ---------–-----" საცურაო აუზზე და ყოველთვიური გადასახადი ა--- ბ-------ასათვის შეადგენს 120 ლარს, ა-–---------- ბ-------ისათვის კი - 140 ლარს. ბავშვები დამატებით ემზადებიან ინგლისური ენის კერძო რეპიტიტორებთან, რაც ყოველთვიურად ხარჯის სახით შეადგენს 200 ლარს.

- მოსარჩელეს დამოუკიდებლად უწევს ორი არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად მინიმუმ 4204 ლარის გადახდა, შესაბამისად, მოპასუხისათვის მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობის დაკისრება სამართლიანი და გონივრულია.

- ქორწინების განმავლობაში, მოსარჩელემ პირადი სახსრებით, მათ შორის, ქორწინებამდე მას გააჩნდა საცხოვრებელი ბინა ქ. თბილისში, რომელიც ქორწინების შემდეგ გაყიდა, ბინის რეალიზაციიდან ამონაგები და მამის - ვლ-------------------ს მიერ გადმოცემული თანხით შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22, ბინა #2, ს/კ #05.21.08.009.01.0--. აღნიშნული ქონების შეძენაში მოსარჩელეს მონაწილეობა არ მიუღია.

- 2014 წლის 31 ოქტომბერს, მხარეთა მიერ შეძენილ იქნა ასევე, ქ. ბათუმში, ა---------–-–---–-- ქ. #22-ში მდებარე ბინა #3 (ს/კ #05.21.08.009.01.0--). მართალია, მის შესაძენად მოპასუხემ ბანკიდან აიღო კრედიტი 35000 აშშ დოლარი, თუმცა ამ თანხიდან 10000 აშშ დოლარი მოპასუხემ მოიხმარა პირადი მიზნებისათვის, რის გამოც მოსარჩელემ დაამატა თანხა და შეძენილ იქნა 33000 აშშ დოლარად.

- არ შეესაბამება სინამდვილეს მოსარჩელის მითითება, რომ აღებულ კრედიტს 35000 აშშ დოლარს იხდიდა მხოლოდ მოპასუხე, კრედიტის დაფარვაში მონაწილეობდა მოსარცელე ქ--------ა რზ------ც, რაც დასტურდება მის მიერ მოპასუხის ანგარიშზე თანხების ჩარიცხვითაც.

- მოპასუხე ირ---–- ბ-------ს გაერთიანებული ორივე ბინის (ბინა #2 და ბინა #3) რემონტი მისი სახსრებით არ უწარმოებია, მოსარჩელე ქ--------ა რზ------მ გამოიტანა ბანკიდან სესხი და ამ თანხით ხორციელდებოდა რემონტი. სესხი გამოიტანა 2016 წლის 02 დეკემბერს სს ,,საქართველოს ბანკიოდან" 16280 ლარი, რაც პროცენტის ჩათვლით შეადგენს 21085,97 ლარს, რომელიც უნდა დაიფაროს 2020 წლის 05 ივნისს. ვინაიდან კრედიტი არ აღმოჩნდა საკმარისი რემონტის დასრულებისათვის, მოსარჩელემ დამატებით, 2017 წლის 19 აპრილს გამოიტანა სესხი 7700 ლარი, რაც საპროცენტო განაკვეთთან ერთად შეადგენს 10990,67 ლარს, რომელიც უნდა დაფაროს 2022 წლის 05 აპრილს.

- ქ--------ა რზ------ სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მხარეებს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყდა 2017 წლის სექტემბრის თვეში და მიუთითებს, რომ თანაცხოვრების შეწყვეტამდე მის მიერ საბანკო კრედიტზე (#3997717) ჯამში გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 4012,40 ლარს, შესაბამისად, სექტემბრის თვიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე დასაფარი სესხის ოდენობა პროცენტისა და დაზღვევის, საკომისიოს ჩათვლით შეადგენს 17073,57 ლარს. საბანკო კრედიტზე (#4378913) ჯამში გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 738,12 ლარს, შესაბამისად, სექტემბრის თვიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე დასაფარი სესხის ოდენობა პროცენტისა და დაზღვევის, საკომისიოს ჩათვლით შეადგენს 10252,55 ლარს.

- შესაბამისად, ორივე კრედიტი მოხმარდა საცხოვრებელი ბინების რემონტს და დარჩენილი კრედიტის თანხებიც წარმოადგენს მეუღლეების საერთო ვალს შეადგენს, რის გამოც მისი ნახევრის - 13663,06 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე ირ---–- ბ-------ს.

(იხ. დაზუსტებული შეგებებული სარჩელი (ო6.06.2018წ.), ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).

 

9. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია:

- მოპასუხე ირ---–- ბ-------ი სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. კერძოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში იგი ეთანხმება ალიმენტის დაკისრებას თითოეული ბავშვისათვის მხოლოდ 300 ლარის ოდენობით, ხოლო არ ეთანხმება ალიმენტის დაკისრებას თითოეული ბავშვისათვის 800 ლარის ოდენობით და ასევე არ ეთანხმება ქ--------ა რზ------ს მიერ აღებული კრედიტების საერთო ვალად მიჩნევას და მისი ნახევრის დაკისრებას.

 

მოპასუხე ირ---–- ბ-------ი თავის პოზიციას-შესაგებელს აფუძნებს შემდეგ არგუმენტაციაზე დაყრდნობით:

- მხარეები ქორწინებიდან 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ბათუმი, სტ--------------–-–---–-- #20, ბინა #4, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ქ--------ა რზ------ს მშობლების კუთვნილ, ქ. ბათუმში, მ--–-–---–-- ქუჩა #1 ბინაში, სადაც იცხოვრეს 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე, ვიდრე წარმოეშობოდათ უთანხმოება, რის გამოც ირ---–- ბ-------ი იძულებული გახდა გადასულიყო ცალკე საცხოვრებლად. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 2008 წლის 2---------- დაბადებული ა-–---------- ბ-------ი (პ/ნ 0----------) და 2004 წლის 0------- დაბადებული ა--- ბ-------ა (პ/ნ 6----------).

- 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვების შემდეგ, ირ---–- ბ-------ი საცხოვრებლად გადავიდა ქ. ბათუმში, ა---------–-–---–-- ქ. #22-ში მდებარე გაერთიანებულ საცხოვრებელ ბინაში #2 და #3, სადაც აწარმოებს რემონტს, ასევე იყენებს ღამისთევის მიზნითაც, ასევე საცხოვრებლად იყენებს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. ბათუმი, სტ--------------–-–---–-- 320, ბინა #4.

- მოგვიანებით, ირ---–- ბ-------მა თავისი კუთვნილი წილი მ--–-–---–-- ქუჩა #22-ში მდებარე #2-3 ბინებში გაასხვისა თ------ ბ-------ზე და თავად საცხოვრებლად გადავიდა მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. ბათუმი, სტ--------------–-–---–-- #20, ბინა #4.

- მოპასუხე მიუთითებს, რომ ქ--------ა რზ------ს თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2800 ლარს, ასევე იგი დასაქმებულია შპს ,,ბათუმის ნ-----–-------–---–------------------–-" და მისი ყოველთვიური ანაზღაურება აღემატება 1000 ლარს. შესაბამისად, ქ--------ა რზ------ს ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს მინიმუმ 2900 ლარს.

- მოპასუხე ირ---–- ბ-------ი დასაქმებულია შპს ,,ი-------------ში" ექიმის პოზიციაზე, თუმცა მისი ყოველთვიური შემოსავალი არ შეადგენს 4000 ლარს, არის ცვალებადი, რადგან ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია მომსახურების ოდენობაზე, რაც ასევე დამოკიდებულია კლიენტის ოდენობასა და მომსახურების მოცულობაზე. ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურმა შრომის ანაზღაურებამ საშუალოდ შეადგინა 3990 ლარი.

- მოპასუხე ირ---–- ბ-------ი ამჟამად ცხოვრობს მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში (მდებარე ქ. ბათუმი, სტ--------------–-–---–-- 320, ბინა #4) და ოჯახის წევრები არიან მისი დედა პენსიონერი ზ--- ბ-------ა და უმუშევარი და თ------ ბ-------ა, რომლებიც იმყოფებიან ირ---–- ბ-------ის კმაყოფაზე. ამასთან იგი იხდის მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ბინის შესაძენად არებულ კრედიტს.

- მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ სიაში მითითებულ ხარჯებს ბავშვების კვებასთან დაკავშირებით, რაც არაგონივრულია და საარსებო მინიმუმს 10-ჯერ აღემატება, რაც დასტურდება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებს.

- ირ---–- ბ-------ი ადასტურებს შვილების სწავლის ფაქტს კერძო სკოლაში შპს ,,გ-----------------------", თუმცა მიუთითებს, რომ თითოეულის სწავლის საფასური თვეში შეადგენს 150 ლარს, ყოველწლიურად ორივე ბავშვის საფასური ჯამში შეადგენს 3600 ლარს.

- მოპასუხე ასევე არ ეთანხმება ძიძის აყვანისა და მასზე ყოველთვიურად 320 ლარის ხარჯს, მიუთითებს, რომ 10 და 13 წლის ბავშვებისათვის ამ ხარჯის გაწევა არარეალურია, თან ბავშვები უმეტესწილად იმყოფებიან მასთან. რაც შეეხება ბავშვების ცურვაზე გაწეულ ხარჯს, აღნიშნავს, რომ ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზე ბავშვები ცურვაზე არ დადიან, შესაბამისად, საშუალო ყოველთვიური გადასახდელი ა--- ბ-------ასათვის შეადგენს 100 ლარს, ა-–---------- ბ-------ისათვის კი - 117 ლარს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ინგლისური ენის კერძო რეპიტიტორებთან ბავშვების სწავლის ყოველთვიურად ხარჯის სახით შეადგენს თითოეყული ბავშვისათვის 75 ლარს, რადგან 9 თვის განმავლობაში სწავლობენ და არა მთელი წლის განმავლობაში.

- ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მიუთითებს, რომ ბავშვების ყოველთვიური ხარჯი ნორმალური სწავლის, რჩენისა და აღზრდისათვის, თითოეულისათვის საჭირო რალური ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 600 ლარს.

- მოპასუხე ირ---–- ბ-------ი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული თანხა 4204 ლარი, რომელსაც თითქოსდა წევს ხარჯის სახით ორი არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის, ქ--------ა რზ------ ვერ ადასტურებს მტკიცებულებებით. ასეთ ფაქტს ადგილი არ აქვს და თავად მოპასუხე - ბავშვების მამა იხდის სწავლის საფასურს, ზრუნავს მათ ჩაცმასა და გართობაზე, ყიდულობს საჩუქრებს, ზრუნავს მათზე. აქვე მიუთიტებს, რომ სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით გამოცემული დროებითი განკარგულების საფუძველზე იგი ნებაყოფილებით ასრულებს მოვალეობას და ყოველთვიურად იხდის თითოეული ბავშვისათვის 400 ლარის.

- 2012 წლის 24 დეკემბერს მხარეებმა შეიძინეს საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–--ქ. #22, ს/კ #05.01.08.007.01.5--. ბინა საკუთრებად აღირიცხა ქ--------ა რზ------ს სახელზე.

- მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მითითებულ გარემოებას, რომ ქორწინების განმავლობაში, მოსარჩელემ პირადი სახსრებით, მათ შორის,მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის რეალიზაციიდან ამონაგები და მამის - ვლ-------------------ს მიერ გადმოცემული თანხით შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22, ბინა #2, ს/კ #05.21.08.009.01.0--. აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს. მოსარჩელემ თბილისის ბინა გაასხვისა 2012 წლის 21 სექტემბერს და ფაქტიურად მისი მამის იყო, აღნიშნული ბინის შეძენისას მოსარჩელე არასრულწლოვანი იყო. მეუღლეებს დანაზოგის სახით გააჩნდათ 35000 აშშ დოლარი, რაც არასაკმარისი იყო, ამიტომ ირ---–- ბ-------მა 5000 აშშ დოლარი ისესხა სიმამრისაგან და 40000 აშშ დოლარად შეიძინეს აღნიშნული ბინა. ნასესხები 5000 აშშ დოლარი ირ---–- ბ-------მა სიმამრს დაუბრუნა 2014 წლის 31 ოქტომბერს.

- 2014 წლის ოქტომბრის თვეში მხარეებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელი ფართის გაფართოება, რის გამოც ფართის შესაძენად თანხის მოძიების მიზნით, სს ,,თიბისი ბანკიდან" 1828 დღის ვადით ირ---–- ბ-------მა აიღო კრედიტი 35--0 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22, ს/კ #05.01.08.007.01.5--.

- მეორე დღეს, 2014 წლის 31 ოქტომბერს, ბანკიდან აღებული კრედიტის თანხით შეიძინეს უძრავი ქონება-მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22, ს/კ #05.01.08.007.01.5--. რომლის მესაკუთრედაც საჯარო რეესტრში კვლავ დარეგისტრირდა მოპასუხე.

- მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ აღებული სესხების საერთო ვალად აღიარებას და მიუთითებს, რომ ქ--------ა რზ------ს მიერ 2016 წლის 02 დეკემბერს სს ,,საქართველოს ბანკიდან" #3997717 გამოტანილ კრედიტზე 16280 ლარი, ხოლო 2017 წლის 19 აპრილის #4378913 კრედიტზე 7700 ლარი, წარმოდგენილი ამონაწერების თანახმად, ძირითადად გადახდები განხორციელებულია 2016 წლის 02 დეკემბრამდე, რასაც კავშირი ვერ ექნება არებულ სესხთან. რაც შეეხება 02 დეკემბრის შემდეგ განხორციელებულ გადახდებს, იგი არ აღემატება 6142 ლარს. აღნიშნულით კი დასტურდება, რომ ამ სესხების თანხები არ მოხმარებულა ბინების რემონტს, არ გამოყენებულა ოჯახის საერთო მიზნებისათვის და ვერ ჩაითვლება საერთო ვალად.

(იხ. შესაგებელი შეგებებული სარჩელის მიმართ, ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).

 

10. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

10.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

10.1.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2--- წლის 21 ივნისიდან. ერთად ცხოვრების განმავლობაში მათ შეეძინათ ორი შვილი: 2008 წლის 2---------- დაბადებული ა-–---------- ბ-------ი (პ/ნ 0----------) და 2004 წლის 0------- დაბადებული ა--- ბ-------ა (პ/ნ 6----------).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა;

- ბავშვების დაბადების მოწმობები;

 

10.1.2. მოსარჩელე ქ--------ა რზ------ დასაქმებულია სსიპ ს-------------------------- სააგენტოს იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, ხოლო მოპასუხე ირ---–- ბ-------ი დასაქმებულია შპს ,,ი-------------ში" ექიმის პოზიციაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- შეგებებული სარჩელი და შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები.

- ცნობები;

 

10.1.3. სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით ირ---–- ბ-------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრის ნაწილში, კერძოდ:

- მცირეწლოვანი შვილების, 2008 წლის 2---------- დაბადებული ა-–---------- ბ-------ისა (პ/ნ 0----------) და 2004 წლის 0------- დაბადებული ა--- ბ-------ას (პ/ნ 6----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, მოპასუხე (შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელე) ქ--------ა რზ------ს საცხოვრებელი ადგილი.

- ირ---–- ბ-------ს შვილების - 2008 წლის 2---------- დაბადებული ა-–---------- ბ-------ის (პ/ნ 0----------) და 2004 წლის 0------- დაბადებული ა--- ბ-------ას (პ/ნ 6----------) ნახვის დღეებად განესაზღვრა ყოველი კვირის შაბათი დღე, 15:00-საათიდან კვირა დღის საღამომდე, ღამით მასთან დარჩენის უფლებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილება;

 

10.1.4. სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით ირ---–- ბ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა განქორწინების ნაწილში, კერძოდ:

- ირ---–- ბ-------სა (პ/ნ 6----------, დაბ: 20.08.1---–) და ქ--------ა რზ------ს (პ/ნ 0----------, დაბ: 30.06.1---–.) შორის 2--- წლის 21 ივნისს სააქტო ჩანაწერით N----------- რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილება;

 

10.1.5. მხარეები ქორწინებიდან 4 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ირ---–- ბ-------ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ბათუმი, სტ--------------–-–---–-- #20, ბინა #4, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ქ--------ა რზ------ს მშობლების კუთვნილ, ქ. ბათუმში, მ--–-–---–-- ქუჩა #1 ბინაში, სადაც იცხოვრეს 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებამდე, ვიდრე წარმოეშობოდათ უთანხმოება, რის გამოც ირ---–- ბ-------ი იძულებული გახდა გადასულიყო ცალკე საცხოვრებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- შეგებებული სარჩელი და შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები;

 

10.1.6. მხარეები ერთმანეთს ფაქტიურად გაეყარნენ 2017 წლის სექტემბრის თვიდან, ხოლო მათი ორი არასრულწლოვანი შვილი: 2008 წლის 2---------- დაბადებული ა-–---------- ბ-------ი (პ/ნ 0----------) და 2004 წლის 0------- დაბადებული ა--- ბ-------ა (პ/ნ 6----------) ამჟამად იმყოფებიან დედასთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- შეგებებული სარჩელი და შესაგებელი;

- მხარეთა განმარტებები;

- სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილება;

10.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

10.2.1. მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივი გარემოებებია:

 

- მხარეთა ქორწინების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონებები - საცხოვრებელი ბინები ვისი თანხებით იქნა შეძენილი;

- ქორწინების პერიოდში, ბანკებიდან მხარეების მიერ აღებული კრედიტები მოხმარდა თუ არა საცხოვრებელი ბინების შეძენასა და მის რემონტს, რა მიზნით იქნა გახარჯული;

- ქორწინების პერიოდში, ბანკებიდან მხარეების მიერ აღებული კრედიტებიდან გამომდინარე დარჩენილი სასესხო ვალდებულებების ოდენობა მათი ფაქტიური დაცილების შემდეგ - 2017 წლის სექტემბრის თვიდან;

- მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავლები;

- არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა;

10.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადავო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოებების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობის არაა.

 

10.2.3. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.

 

10.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ორივე მხარეზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. მხარეებს შორის თანაბრად უნდა გადანაწილდეს შემოსავლებისა და ხარჯების მტკიცების ტვირთი.

 

10.2.5. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

10.2.6. ალიმენტის საკითხის განხილვისას, გარდა შეჯიბრებითობისა, სასამართლოსაც გააჩნია ინკვიზიურობის პრინციპით მტკიცებულების შეკრების უფლება. შვილის ალიმენტის განსაზღვრა განსაკუთრებული საკითხია. შვილები უნდა იზრდებოდნენ მშვიდ გარემოში. მათ საცხოვრებელ ადგილას უნდა არსებობდეს სათანადო აღზრდის, განათლების, კვების, დასვენებისა და განვითარების ყველა წინაპირობა. სწორედ ამიტომაც შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას სასამართლო მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს ვერ დაეყრდნობა. თვითონაც ზრუნავს მტკიცებულებების შეკრებაში.

 

10.2.7. დადგენილია, რომ ქ--------ა რზ------ დასაქმებულია სსიპ ს-------------------------- სააგენტოს იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, მისი სახელფასო ანაზღაურება ხელზე ასაღები თანხის სახით შეადგენს 2240 ლარს (თანამდებობრივი სარგო 2800 ლარი). ასევე დადგენილია, რომ ქ--------ა რზ------ დასაქმებულია შპს ,,ბათუმის ნ-----–-------–---–------------------–-", როგორც მიწვეული სპეციალისტი, ახორციელებს სასწავლო კურსებს და იღებს საათობრივ ანაზღაურებას. მას 2017 წელს მიღებული აქვს ჯამში 2000 ლარი, 2018 წელს, ოქტომბრის თვის ჩათვლით, კი 4375 ლარი. 2017-2018 წლების მდგომარეობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ბათუმის ნ-----–-------–---–------------------–-" დასაქმებიდან გამომდინარე, ქ--------ა რზ------ს ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 320-350 ლარს. შესაბამისად, მთლიანობაში მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 2600-2650 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ს-------------------------- სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები, იხ. ტ. 2;

- შპს ,,ბ---------------–-------–---–--------------------" წერილობითი პასუხები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან;

- ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაციები;

10.2.8. დადგენილია, რომ ირ---–- ბ-------ი დასაქმებულია შპს ,,ი-------------ში" ექიმის პოზიციაზე. მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 4000 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ი-------------"-ს მიერ გაცემული ცნობა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან;

- ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაციები;

10.2.9. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა ქორწინების პერიოდში, 2012 წლის 24 დეკემბერს 40000 აშშ დოლარად შეძენილ იქნა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–--ქ. #22, ს/კ #05.01.08.007.01.5--. ბინა საკუთრებად აღირიცხა ქ--------ა რზ------ს სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

10.2.10. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვეში მხარეებმა გადაწყვიტეს საცხოვრებელი ფართის გაფართოება, რის გამოც ფართის შესაძენად თანხის მოძიების მიზნით, სს ,,თიბისი ბანკიდან" 1828 დღის ვადით ირ---–- ბ-------მა აიღო კრედიტი 35000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ--------ა რზ------ს საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22, ს/კ #05.01.08.007.01.5--. მეორე დღეს, 2014 წლის 31 ოქტომბერს, ბანკიდან აღებული კრედიტის თანხით შეიძინეს უძრავი ქონება-მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22, ს/კ #05.01.08.007.01.5--. რომლის მესაკუთრედაც საჯარო რეესტრში კვლავ დარეგისტრირდა მოპასუხე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შეთანხმება დამატებითი პირობების შესახებ, სესხის დაფარვის გრაფიკი, შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, სალაროს შემოსავლის ორდერი;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

10.2.11. დადგენილია, რომ ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მ--–-–---–----"-ის წევრთა 2015 წლის 14 დეკემბრის საერთო კრების ოქმით #5, ქ--------ა რზ------ს საკუთრებაში გადაეცა 17,51 კვმ. ფართი, რის შედეგადაც უძრავი ქონების - მდებარე ქ. ბათუმი, ა---------–-–---–-- ქ. #22, ს/კ #05.01.08.007.01.5--, - ფართის ოდენობა 40,35 კვ.მ.-დან გაიზარდა 57,86 კვ.მ.-მდე, ფართს მიენიჭა ბინის #3. ამავე კრების ოქმით, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ 54,12 კვ.მ. ფართს (ს/კ #05.01.08.007.01.5--) მიენიჭა ბინის #2. აღნიშნულის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელდა ცვლილებები და 57,86 კვ.მ. ფართს, ბინა #3, - საკადასტრო კოდად მიეთითა ს/კ #05.21.08.009.01.0--, ხოლო 54,12 კვ.მ. ფართს, ბინის #2, - საკადასტრო კოდად მიეთითა ს/კ #05.21.08.009.01.0--.

ასევე, ამხანაგობა ,,მ--–-–---–----"-ის წევრთა 2016 წლის 28 აპრილის საერთო კრების ოქმით #10 მოპასუხე ქ--------ა რზ------ს სახელზე რეგისტრირებული ფართი ბინა #3, ს/კ #05.21.08.009.01.0--, - გაიზარდა 11,80 კვ.მ.-ით და მოცემული ბინის ფართმა შეადგინა 69,66 კვ.მ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამხანაგობის კრების ოქმები;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- აზომვითი ნახაზები;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

10.2.12. დადგენილია, რომ 2016 წლის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ მოცემული ბინების გაერთიანებაზე, შესაბამისად ორივე ბინის ფართი გაერთიანდა და დაიწყეს სარემონტო სამუშაოები. 2017 წლის 07 ივლისს, მხარეთა შეთანხმების თანახმად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ორივე ბინის 1/2 იდეალური წილი საკუთრებაში გადაეცა ირ---–- ბ-------ს. შესაბამისად, საჯარო რეესტრში ისინი დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნული ბინების თანამესაკუთრეებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება უძრავი ნივთის წილის გადაცემის შესახებ;

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

10.2.13. დადგენილია, რომ 2014 წლის 30 ოქტომბერს ირ---–- ბ-------ის მიერ სს ,,თიბისი ბანკიდან" 1828 დღის ვადით აღებული კრედიტიდან, გამომდინარე სასესხო ვალდებულებების ოდენობა მხარეთა ფაქტიური დაცილების შემდეგ - 2017 წლის სექტემბრის თვიდან, დარჩენილია გადასახდელად სესხის ძირი თანხა 14904,32 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი/სარგებელი - 1325,47 აშშ დოლარი, ქონების დაზღვევისათვის - 186,8 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევისათვის - 119,3 აშშ დოლარი. კრედიტი მოხმარდა საცხოვრებელი ბინების რემონტს და გაიხარჯა ოჯახის საერთო მიზნებისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბანკის მიერ გაცემული ცნობა, ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

10.2.14. დადგენილია, რომ მოსა ქ--------ა რზ------მ სესხი გამოიტანა 2016 წლის 02 დეკემბერს სს ,,საქართველოს ბანკიდან" 16280 ლარი, რაც პროცენტის ჩათვლით შეადგენს 21085,97 ლარს, რომელიც უნდა დაიფაროს 2020 წლის 05 ივნისს. აღნიშნული კრედიტის თანხა მოხმარტდა შეძენილი ბინების რემონტს. ვინაიდან კრედიტი არ აღმოჩნდა საკმარისი რემონტის დასრულებისათვის, ქ--------ა რზ------მ დამატებით, 2017 წლის 19 აპრილს გამოიტანა სესხი 7700 ლარი, რაც საპროცენტო განაკვეთთან ერთად შეადგენს 10990,67 ლარს, რომელიც უნდა დაფაროს 2022 წლის 05 აპრილს.

დადგენილია, რომ რომ თანაცხოვრების შეწყვეტამდე - 2017 წლის სექტემბრის თვემდე, ქ--------ა რზ------ს მიერ საბანკო კრედიტზე (#3997717) ჯამში გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 4012,40 ლარს, შესაბამისად, სექტემბრის თვიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე დასაფარი სესხის ოდენობა პროცენტისა და დაზღვევის, საკომისიოს ჩათვლით შეადგენს 17073,57 ლარს. საბანკო კრედიტზე (#4378913) ჯამში გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 738,12 ლარს, შესაბამისად, სექტემბრის თვიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე დასაფარი სესხის ოდენობა პროცენტისა და დაზღვევის, საკომისიოს ჩათვლით შეადგენს 10252,55 ლარს. ორივე კრედიტი მოხმარდა საცხოვრებელი ბინების რემონტს და გაიხარჯა ოჯახის საერთო მიზნებისათვის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბანკის მიერ გაცემული ცნობა, ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

11. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ:

- ირ---–- ბ-------ის სარჩელი საერთო ვალის გაყოფისა და თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

- ქ--------ა რზ------ს შეგებებული სარჩელი საერთო ვალის გაყოფისა და თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ალიმენტის დაკისრები ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

12. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- ბავშვის უფლებათა კონვენცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

13. სამართლებრივი შეფასება:

 

13.1. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

13.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლით, ,,მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება”.

 

13.3. ირ---–- ბ-------ის სარჩელზე საერთო ვალის გაყოფისა და თანხის დაკისრების მოთხოვნა:

 

13.3.1. დადგენილია, რომ 2016 წლის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ მოცემული ბინების გაერთიანებაზე, შესაბამისად ორივე ბინის ფართი გაერთიანდა და დაიწყეს სარემონტო სამუშაოები. 2017 წლის 07 ივლისს, მხარეთა შეთანხმების თანახმად, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ორივე ბინის 1/2 იდეალური წილი საკუთრებაში გადაეცა ირ---–- ბ-------ს. შესაბამისად, საჯარო რეესტრში ისინი დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნული ბინების თანამესაკუთრეებად.

დადგენილია, რომ 2014 წლის 30 ოქტომბერს ირ---–- ბ-------ის მიერ სს ,,თიბისი ბანკიდან" 1828 დღის ვადით აღებული კრედიტიდან, გამომდინარე სასესხო ვალდებულებების ოდენობა მხარეთა ფაქტიური დაცილების შემდეგ - 2017 წლის სექტემბრის თვიდან, დარჩენილია გადასახდელად სესხის ძირი თანხა 14904,32 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი/სარგებელი - 1325,47 აშშ დოლარი, ქონების დაზღვევისათვის - 186,8 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევისათვის - 119,3 აშშ დოლარი. კრედიტი მოხმარდა საცხოვრებელი ბინების რემონტს და გაიხარჯა ოჯახის საერთო მიზნებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, (მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესი) მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.

ამავე კოდექსის 1170-ე მუხლის თანახმად კი:

1. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.

2. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული,გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

3. ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ირ---–- ბ-------მა აღებული კრედიტის თანხა მოახმარა შეძენილი ბინების რემონტს. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ასევე განმარტავს, რომ თუნდაც აღებული კრედიტიდან (35000 აშშ დოლარი) ირ---–- ბ-------ს ნაწილი თანხის რომ გამოეყენებინა ე.წ. კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საზღვარგარეთ მივლინების ხარჯებისა და სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად აღებული ვალების დაფარვისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი კრედიტის ამ ნაწილის თანხა უნდა ჩაითვალოს საოჯახო საერთო მიზნებისთვის გამოყენებულად. მოსარჩელის მიერ კრედიტი აღებულია 2014 წელს, ხოლო ქ--------ა რზ------ კრედიტის თანხის მოხმარების მიზნობრიობას მხოლოდ 3 წლის შემდეგ, მას შემდეგ ხდის, რაც ისინი ერთმანეთს ფაქტიურად გაცილდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირ---–- ბ-------ი, როგორც სპეციალისტი-ექიმი, თანაცხოვრებისას თავის ცოდნას იყენებდა ოჯახისათვის, ასევე მნიშვნელობა არ აქვს, ბინის შეძენისათვის 33000 აშშ დოლარი იქნა გადახდილი თუ 35000 აშშ დოლარი, მთავარია, რომ კრედიტი მოხმარდეს ოჯახის საერთო მიზნებს, თუნდაც მხარეების, ოჯახის სხვა წევრების, შვილების კვებას, ჩაცმას, დასვენებას, სწავლას, მკურნალობას და ა. შ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის შინააარსი უნდა განიმარტოს უფრო ვრცლად და საოჯახო საერთო მიზნების ჩამონათვალი ამოუწურავიც კი აღმოჩნდეს.

 

13.3.2. შესაბამისად, ირ---–- ბ-------ის მიერ 2014 წლის 30 ოქტომბერს სს ,,თიბისი ბანკიდან" 1828 დღის ვადით არებული კრედიტის თანხის 35000 აშშ დოლარიდან, მხარეთა ფაქტიური დაცილების შემდეგ - 2017 წლის სექტემბრის თვიდან გადასახდელად დარჩენილი თანხა უნდა ჩაითვალოს მეუღლეების საერთო ვალად, რის გამოც მოპასუხე ქ--------ა რზ------ს მოსარჩელის ირ---–- ბ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მისი ნახევრის - 8267,9 აშშ დოლარის გადახდა.

 

13.4. ქ--------ა რზ------ს შეგებებულ სარჩელზე ალიმენტის დაკისრების, საერთო ვალების გაყოფის და თანხის დაკისრების მოთხოვნა:

 

ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა:

 

13.4.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

13.4.2. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ბავშვთა უფლებების დაცვა საქართვეოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

13.4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.

 

ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა, მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: 2008 წლის 2---------- დაბადებული ა-–---------- ბ-------ი (პ/ნ 0----------) და 2004 წლის 0------- დაბადებული ა--- ბ-------ა (პ/ნ 6----------). შვილები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან ანუ მოსარჩელესთან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე არ ცხოვრობს შვილებთან ერთად, მას შვილების მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას ქ--------ა რზ------ს. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მათი რჩენა და აღზრდა-განვითარება.

 

13.4.4. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.

 

ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.

 

საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის გადახდაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 800-800 ლარით. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით ეს ოდენობა გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილების აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს მხოლოდ მაქსიმუმ 300-300 ლარით, რადგანაც მას გააჩნია ბევრი სასესხო და სხვა ვალდებულებები. შესაბამისად ვერ შეძლებს ალიმენტის სახით მეტის გადახდას, ასევე, მოსარჩელესაც გააჩნია არანაკლები შემოსავალი. გარდა ამისა, მის კმაყოფაზეა მოხუცი პენსიონერი დედა და უმუშევარი და. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.

 

13.4..5. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილების რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილებთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე აქვს საბანკო თუ სხვა ვალდებულებები, ასევე მან უნდა გადაიხადოს ორი შვილის რჩენისათვის ალიმენტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, გონივრულია მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისროს თვეში 400-400 ლარის გადახდა, რაც შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფს არასრულწლოვანი შვილების ნორმალურ განვითარებას.

 

13.4.6. დადგენილია, რომ ქ--------ა რზ------ დასაქმებულია სსიპ ს-------------------------- სააგენტოს იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე, მისი სახელფასო ანაზღაურება ხელზე ასაღები თანხის სახით შეადგენს 2240 ლარს (თანამდებობრივი სარგო 2800 ლარი). ასევე დადგენილია, რომ ქ--------ა რზ------ დასაქმებულია შპს ,,ბათუმის ნ-----–-------–---–------------------–-", როგორც მიწვეული სპეციალისტი, ახორციელებს სასწავლო კურსებს და იღებს საათობრივ ანაზღაურებას. მას 2017 წელს მიღებული აქვს ჯამში 2000 ლარი, 2018 წელს, ოქტომბრის თვის ჩათვლით, კი 4375 ლარი. 2017-2018 წლების მდგომარეობით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ბათუმის ნ-----–-------–---–------------------–-" დასაქმებიდან გამომდინარე, ქ--------ა რზ------ს ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 320-350 ლარს. შესაბამისად, მთლიანობაში მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 2600-2650 ლარს.

 

13.4.7. დადგენილია, რომ ირ---–- ბ-------ი დასაქმებულია შპს ,,ი-------------ში" ექიმის პოზიციაზე. მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 4000 ლარს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები და რომ 400 ლარი არაა საკმარისი შვილის რჩენისა და აღზრდისათვის (მაგ. თუ მოსარჩელე გადაწყვეტს შვილებს ასწავლოს ცურვა და უცხო ენა, მაშინ მას დაჭირდება შვილების შესაბამის წრეებში შეყვანა. ამ ორ ,,ოპერაციას“ თვეში 300 ლარი დიდი ალბათობით არ ეყოფა), მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით, თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. მხარეთა ქონებრივი მდგომარეობისა და შემოსავლების გათვალისწინებით, ასეთ სიტუაციაში თითოეული შვილის რჩენისათვის 400-400 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ეს არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მშობლის ეკონომიური მდგომარეობისა და შვილის რჩენისათვის საჭირო თანხების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 400-400 ლარის გადახდა.

 

13.4.8. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ქ--------ა რზ------ს მიერ შეგებებული სარჩელი აღძრულია 2018 წლის 15 იანვარს, შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 15 იანვრიდან, რომელსაც უნდა გამოაკლდეს ბათუმის საქალაქო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით დროებითი განკარგულების საფუძველზე, მოპასუხის მიერ გადახდილი ალიმენტის თანხები. შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით გამოცემული დროებითი განკარგულება უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან.

 

შეგებებულ სარჩელზე საერთო ვალების გაყოფის და თანხის დაკისრების მოთხოვნა:

 

13.4.9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რომ თანაცხოვრების შეწყვეტამდე - 2017 წლის სექტემბრის თვემდე, ქ--------ა რზ------ს მიერ საბანკო კრედიტზე (#3997717) ჯამში გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 4012,40 ლარს, შესაბამისად, სექტემბრის თვიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე დასაფარი სესხის ოდენობა პროცენტისა და დაზღვევის, საკომისიოს ჩათვლით შეადგენს 17073,57 ლარს. საბანკო კრედიტზე (#4378913) ჯამში გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 738,12 ლარს, შესაბამისად, სექტემბრის თვიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე დასაფარი სესხის ოდენობა პროცენტისა და დაზღვევის, საკომისიოს ჩათვლით შეადგენს 10252,55 ლარს.

დადგენილია, რომ ქ--------ა რზ------ს მიერ აღებული ორივე კრედიტი მოხმარდა საცხოვრებელი ბინების რემონტს და გაიხარჯა ოჯახის საერთო მიზნებისათვის.

13.4.10. სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად, (მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესი) მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.

ამავე კოდექსის 1170-ე მუხლის თანახმად კი:

1. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.

2. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული,გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის.

3. ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით.

 

13.4.11. სასამართლომ, როგორც ირ---–- ბ-------ის სარჩელზე განმარტა, წარმოადგენს რა ქ--------ა რზ------ს ეს მოთხოვნა ანალოგიურ მოთხოვნას, კვლავ განმარტავს, რომ მთავარია, რომ კრედიტი მოხმარდეს ოჯახის საერთო მიზნებს, თუნდაც მხარეების, ოჯახის სხვა წევრების, შვილების კვებას, ჩაცმას, დასვენებას, სწავლას, მკურნალობას და ა. შ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის შინააარსი უნდა განიმარტოს უფრო ვრცლად და საოჯახო საერთო მიზნების ჩამონათვალი ამოუწურავიც კი აღმოჩნდეს.

 

შესაბამისად, თანაცხოვრების შეწყვეტამდე - 2017 წლის სექტემბრის თვემდე, ქ--------ა რზ------ს მიერ საბანკო კრედიტზე (#3997717), სექტემბრის თვიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე დასაფარი სესხის ოდენობა პროცენტისა და დაზღვევის, საკომისიოს ჩათვლით 17073,57 ლარი და საბანკო კრედიტზე (#4378913) სექტემბრის თვიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებამდე დასაფარი სესხის ოდენობა პროცენტისა და დაზღვევის, საკომისიოს ჩათვლით 10252,55 ლარი, უნდა ჩაითვალოს საერთო ვალად და მოპასუხე ირ---–- ბ-------ს მოსარჩელის ქ--------ა რზ------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მისი ნახევრის - 13663,06 ლარის გადახდა.

 

14. საპროცესო ხარჯები:

 

14.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ ქ--------ა რზ------ს მოთხოვნაა ირ---–- ბ-------ისათვის ალიმენტის დაკისრება. იგი ალიმენტის ნაწილში ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ირ---–- ბ-------ს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 400-400 ლარის გადახდა. მოპასუხემ 300 ლარის ნაწილში სარჩელი სცნო. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის გათვალისწინებით,ირ---–- ბ-------ი ბაჟის გადახდისაგან იმ ნაწილში უნდა გათავისუფლდეს, რა ნაწილშიც სარჩელი სცნო.

 

სარჩელზე მოთხოვნა, ასევე შეგებებულ სარჩელზე მოთხოვნა სხვა ნაწილში დაკმაყოფილდა სრულად. ასევე, სასამართლოს 2018 წლის 02 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებებით გადაწყდა განქორწინებისა და ბავშვების ადგილსამყოფლის დადგენის საკითხები, რაზედაც გადაწყდა ასევე შესაბამისი სახელმწიფო ბაჟების საკითხიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე ქ--------ა რზ------ს მოსარჩელის ირ---–- ბ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 666,24 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხე ირ---–- ბ-------ს მოსარჩელის ქ--------ა რზ------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ შეგებებულ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 410 ლარის ოდენობით.

14.2. რაც შეეხება, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

 

მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. შესაბამისად, მოპასუხე ქ--------ა რზ------ს მოსარჩელის ირ---–- ბ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით. ხოლო მოპასუხე ირ---–- ბ-------ს მოსარჩელის ქ--------ა რზ------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

15. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება გამოყენებული არაა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ირ---–- ბ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე ქ--------ა რზ------ს მოსარჩელის ირ---–- ბ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 8267,9 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე ქ--------ა რზ------ს მოსარჩელის ირ---–- ბ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 666,24 ლარის ოდენობით, ასევე იურიდიული მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

 

2. ქ--------ა რზოგოევას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2.1. მოპასუხე ირ---–- ბ-------ს მოსარჩელის ქ--------ა რზ------ს სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების - 2008 წლის 2---------- დაბადებული ა-–---------- ბ-------ისა (პ/ნ 0----------) და 2004 წლის 0------- დაბადებული ა--- ბ-------ას (პ/ნ 6----------) რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 800 ლარის, თითოეულისათვის 400 ლარის ოდენობით, მათ სრულწლოვანებამდე ან ვითარების სხვაგვარად შეცვლამდე.

2.1.1. ალიმენტის გადახდის ვალდებულება აითვალოს შეგებებული სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 15 იანვრიდან.

2.1.2. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, გაუქმდეს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით გამოცემული დროებითი განკარგულება, რომლითაც მოპასუხე ირ---–- ბ-------ს არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა. შესაბამისად, დროებითი განკარგულების საფუძველზე მის მიერ გადახდილი ალიმენტის თანხები მას ჩაეთვალოს ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდაში.

2.2. ქ--------ა რზ------ს შეგებებული სარჩელი ალიმენტის სახით სხვა თანხების დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

2.3. მოპასუხე ირ---–- ბ-------ს მოსარჩელის ქ--------ა რზ------ს სასარგებლოდ დაეკისროს 13663,06 ლარის გადახდა.

2.4. მოპასუხე ირ---–- ბ-------ს მოსარჩელის ქ--------ა რზ------ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ შეგებებულ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 410 ლარის ოდენობით.

2.5. მოპასუხე ირ---–- ბ-------ს მოსარჩელის ქ--------ა რზ------ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.

3. მოპასუხე ირ---–- ბ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 288 ლარის ოდენობით (შეგებებულ სარჩელზე ალიმენტის დაკისრების ნაწილში).

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების მეხუთე პუნქტში მითითებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ბათუმი, ზუბალაშვილების ქ. #30) მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს; ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომელსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78 მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე