განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/1684-19
გამოძიების N0-----------
23 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ----------–-,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ---------------–---–- (პ/ნ 0----------), დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ-----------------------------ში.
ადვოკატი - ნ--------–-–---–--
კვალიფიკაცია:
I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილი - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა;
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
I. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 1261 მუხლის
1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება (2019 წლის 10 მარტის ეპიზოდი)
წარდგენილი ბრალდების არსი:
2016 წლიდან ხ------------ძე ქორწინებაში იმყოფება გ---------------–---–თან, რომელიც თანაცხოვრების განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რაც იწვევდა ხ------------ძის ტანჯვას.
2019 წლის 10 მარტს, საღამოს საათებში, ოჯახური კონფლიქტის დროს, გ---------------–---–მა მეუღლეს, ხ------------ძეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში, ხელის კვრით მიაგდო სავარძელთან და ხელები მოუჭირა კისრის არეში, რა დროსაც ემუქრებოდა დახრჩობით. გაუჩნდა რა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხ------------ძემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, მაგრამ დამალა ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტი და განაცხადა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ. გ---------------–---–-ს, როგორც მოძალადის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. გ---------------–---–-ს მიერ განხორციელებულმა ძალადობამ და მუქარამ გამოიწვია ხ------------ძის ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის დაზიანება და მორალური ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ---------------–---–-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151 მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
მოწმეებმა - ვ----–---------–---–-- და კ----------------, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თ---–---------------------------–-------------–---------------მა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ 2019 წლის 10 მარტს, ღამის საათებში, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის, კერძოდ, მეუღლის მხრიდან განხორციელებული, სიცოცხლის მოსპობის მუქარის შესახებ. მოცემული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ თბილისში, მ--------------------------ში, სადაც დახვდათ აღელვებული ქალბატონი, ხ------------ძე, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ, გ---------------–---–მა კამათის დროს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. გ---------------–---–- სიტყვიერად მათი თანდასწრებითაც შეურაცხყოფდა მეუღლეს. დაზარალებულის მოთხოვნით, გ---------------–---–-ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული უარყოფდა მეუღლის მხრიდან რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას, მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ მსხვერპლი მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს მალავდა. მათი ეჭვი რამდენიმე საათის შემდეგ, ძალადობის მორიგი ფაქტის გამო, დაზარალებულისა და ბრალდებულის ბინაში ხელმეორე გამოცხადებისას დადასტურდა, რა დროსაც ხ------------ძემ აღიარა, რომ მეუღლის მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით დამალა ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი.
მოწმე კ----------------მ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მ---------------------–------------------------------–--- გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 10 მარტს მომხდარი ინციდენტის თაობაზე, დაზარალებულმა ხ------------ძემ განუმარტა, რომ ოჯახური კონფლიქტისას მეუღლემ, გ---------------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ხ------------ძის მოთხოვნის საფუძველე, პატრულ-ინსპექტორის მიერ გ---------------–---–-ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. მოგვიანებით, დაკითხვისას, დაზარალებულმა აღიარა, რომ 2019 წლის 10 მარტს მეუღლის მხრიდან, გარდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ადგილი ჰქონდა მის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც, თუმცა, გარკვეული მოსაზრებების გამო, აღნიშნული სამართალდამცველებს დაუმალა.
N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2019 წლის 10 მარტს გ---------------–---–მა მეუღლეს, ხ------------ძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ხ------------ძე, მეუღლის - გ---------------–---–-ს მხრიდან მასზე განხორციელებული ქმედებების გამო არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ბრალდებულმა გ---------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---------------–---–-ს მიერ ბრალადშერაცხულ დანაშაულთა ჩადენა დადასტურებული ვერ იქნა. აღნიშნულ დასკვნას სასამართლო აფუძნებს შემდეგ გარემოებებს:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულთაგან არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება თანაცხოვრების პერიოდში გ---------------–---–სა და ხ------------ძეს შორის კონფლიქტური ურთიერთობის არსებობის და ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტები. აღნიშნული, ცხადია, საფუძველს აცლის გ---------------–---–-სათვის წარდგენილ ბრალდებას, რომლის თანახმადაც თანაცხოვრების პერიოდში ეს უკანასკნელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მეუღლეს, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა.
სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს 2019 წლის 10 მარტს ხ------------ძის ფიზიკური შეურაცხყოფისა და მუქარისათვის გ---------------–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებებს. ის გარემოებები, რომ ბრალდებულმა მეუღლეს „გაშლილი ხელი გაარტყა სახის არეში, ხელის კვრით მიაგდო სავარძელთან და ხელები მოუჭირა კისრის არეში, რა დროსაც ემუქრებოდა დახრჩობით“, საქმეზე გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ დადასტურდა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული სამართალდამცველების ჩვენებებით მართალია დადგინდა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს მის მიმართ განხორციელებული მუქარის, პირადად მათ კი - მეუღლის მიერ მისი ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ თავად ხ------------ძემ აცნობა, მაგრამ ვინაიდან ზემოაღნიშნული ჩვენებები ირიბი ხასიათისაა და ასახავს იმ პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომლის დაკითხვის შესაძლებლობაც მხარეებს არ მისცემიათ (დაზარალებულმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მის ახლო ნათესავს), - მათ საფუძველზე მტკიცების საგანში შემავალი უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი გარემოების დადგენა, სასამართლოს შეფასებით, შელახავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ კონსტიტუციურ დებულებას, იმასთან დაკავშირებით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. აღნიშნული დებულება, გარდა იმისა, რომ განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რომლის თანახმადაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე, ამასთანავე, - მიუთითებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ მტკიცებულებით სტანდარტზე, რომელიც მინიმუმ ორი იმგვარი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს რომ დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალადშერაცხული ქმედების ჩადენაში.
უდავოა, რომ დანაშაულში პირის მამხილებელ მტკიცებულებათა სიმყარეს, უპირველეს ყოვლისა, პირველწყაროდან მიღებული მტკიცებულებები ქმნიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგულისხმოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში (იხ. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილზე (მოქმედი რედაქცია), რომელიც ირიბი ჩვენების გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მისი სხვა მტკიცებულებით, არაირიბი ჩვენებით დადასტურების ვალდებულებას მოიაზრებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---------------–---–-ს მიერ მისი მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფის ჩადენის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადასტურებლად სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები, რომლებიც, მათი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ აკმაყოფილებს საპროცესო კანონით დადგენილ უტყუარობის კრიტერიუმს, რადგან არ არის გამყარებული სხვა, სანდოობის უფრო მაღალი ხარისხის მტკიცებულებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად იძლევა იმ ფაქტის დადგენის შესაძლებლობას, რომ 2019 წლის 10 მარტს გ---------------–---–მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ხ------------ძეს. აღნიშნულს მოწმობს შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებები, რომელთა თანახმადაც ისინი, ფაქტობრივად, თავად იყვნენ ჯერ ისევ მიმდინარე ოჯახური კონფლიქტის შემსწრენი, რა დროსაც გ---------------–---–- ხ------------ძეს კვლავ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა 2019 წლის 10 მარტს გ---------------–---–-ს მიერ ხ------------ძის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი. რაც შეეხება ამგვარი შეურაცხყოფის სისტემატურობასა და ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, ისინი საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურებული ვერ იქნა, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, გ---------------–---–- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ზემოაღნიშნულ ქმედებებში უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა. სისხლის სამართლის კოდექსით ოჯახში ძალადობა განიმარტა, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
შესაბამისად, დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. „სისტემატური შეურაცხყოფა“ მოიაზრებს სისტემატურად სხვისი პატივისა და ღირსების დაკნინებას სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვებით ჩხუბი) და განზრახ დამცირებას, გამოხატულს უწესო ფორმით. ძალადობის „სისტემატურობა“ დროის ახლო მონაკვეთში მის არაერთჯერადობას გულისხმობს და, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, წარმოადგენს დროის ახლო მონაკვეთში მინიმუმ სამჯერ განხორციელებულ ძალადობრივ აქტს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, გამოკვლეული მტკიცებულებებით გ---------------–---–-ს მიერ მისი მეუღლის - ხ------------ძის სიტყვიერი შეურაცხყოფის მხოლოდ ერთი ფაქტი დადგინდა, რაც არ იძლევა არც საქართველოს სსკ-ის 1261 და არც სხვა მუხლით გ---------------–---–-ს ქმედების დაკვალიფიცირების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს 2019 წლის 10 მარტს ხ------------ძის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ბრალდებულის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისათვის საკმარისი ფაქტობრივი საფუძვლები.
II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება (2019 წლის 11 მარტის ეპიზოდი)
წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 11 მარტის N0----- შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, გ---------------–---–ს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა მეუღლესთან - ხ------------ძესთან, მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფება, მასვე აეკრძალა ხ------------ძესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონით, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. გ---------------–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და იმავე დღეს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ. თბილისში, მ-----------------------------ში, ხ------------ძეს, ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილის - 16 წლის ლ-----------–---–ის თანდასწრებით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინა უცენზურო სიტყვებით, კისრის არეში მოუჭირა ხელები, რა დროსაც დაემუქრა, რომ სანამ ვინმე უშველიდა, დაახრჩობდა.
არასრულწლოვანმა ლ-----------–---–მა სცადა დედამისის დაცვა გ---------------–---–-სგან, რომელიც სხეულის სხვადასხვა ადგილზე ხელს ურტყამდა ხ------------ძეს. ხ------------ძეს მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და მუქარის გამო, გაუჩნდა აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და სცადა საპატრულო პოლიციის გამოძახება, რის საშუალებაც გ---------------–---–მა არ მისცა, ტელეფონის წართმევისა და დამტვრევის გზით. მიუხედავად ამისა, ხ------------ძემ შეძლო „112“-ზე ზარის განხორციელება და გამოძახების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა გ---------------–---–- ბრალდებულის სახით დააკავეს. გ---------------–---–-ს მიერ განხორციელებულმა ძალადობამ და მუქარამ გამოიწვია ხ------------ძის ფიზიკური ტკივილი, ჯანმრთელობის დაზიანება და ტანჯვა, რითაც მას მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 11 მარტის N0----- შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, გ---------------–---–ს, როგორც მოძალადეს, 30 დღის ვადით, აეკრძალა მეუღლესთან - ხ------------ძესთან, მის საცხოვრებელთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფება, მასვე აეკრძალა ხ------------ძესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონით, სოციალური ქსელის და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. გ---------------–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და იმავე დღეს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ. თბილისში, მ-----------------------------ში ხ------------ძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, კისრის არეში მოუჭირა ხელები, რამაც ხ------------ძეს ფიზიკური ტკივილი მიაყენა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოწმეების - ვა---–---------–---–-ს და კ--------------ის, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თ---–---------------------------–-------------–---------------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დგინდება, რომ 2019 წლის 10 მარტს, ღამის საათებში, ხ------------ძის და გ---------------–---–-ს საცხოვრებელ სახლში გამოცხადებისას, კ--------------ის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ბრალდებულს 30 დღის ვადით აეკრძალა მეუღლესთან მიახლოვება და კომუნიკაცია. შემაკავებელ ორდერს გაეცნენ მხარეები და საკუთარი ხელმოწერითაც დაადასტურეს იგი. აღნიშნულის შემდეგ მათ დატოვეს ხ------------ძის და გ---------------–---–-ს ბინა და განაგრძეს სამოქმედო ტერიტორიაზე პატრულირება. რამდენიმე საათში, გამთენიისას კვლავ მიიღეს შეტყობინება იმავე მისამართზე განხორციელებული ოჯახური ძალადობის შესახებ. ხ------------ძის და გ---------------–---–-ს ბინაში დაბრუნებულებს ადგილზე დახვდათ გ---------------–---–-, ხ------------ძე და ამ უკანასკნელის ვაჟი - ლ-----------–---–ი. ხ------------ძემ, რომელსაც ყელზე სიწითლე ეტყობოდა, ძალიან აღელვებული იყო და მისი მეუღლის დაკავებას ითხოვდა - „დააკავეთ, მაინცდამაინც უნდა მომკლასო?!“ დაზარალებულისგან შეიტყვეს, რომ აკრძალვის მიუხედავად, გ---------------–---–- შინ დაბრუნდა და ბინაში შემოსვლისთანავე, მისი არასრულწლოვანი შვილის - ლ-----------–---–ის თანდასწრებით, ყელზე წაუჭირა ხელები და ახრჩობდა, ხოლო როცა „112“-ში დარეკვა სცადა, - მობილური ტელეფონი დაუმტვრია. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გ---------------–---–- დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
მოწმე კ----------------მ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მ---------------------–------------------------------–--- გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ ქ. თბილისში, მ-----------------------------ში 2019 წლის 11 მარტს მომხდარი ინციდენტის თაობაზე დაზარალებულმა ხ------------ძემ განუცხადა, რომ მეუღლემ, გ---------------–---–მა ფიზიკურად იძალადა მასზე, ყელზე მოუჭირა ხელები და დაემუქრა მოკვლით, გარდა ამისა, - დაუმტვრია მობილური ტელეფონი. დაზარალებულ ხ------------ძეს ყელზე მართლაც ეტყობოდა ძალადობის კვალი, ნაკაწრი.
მოწმე გ---------------–---–-ა, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსმა ექიმმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2019 წლის 11 მარტს ქ. თბილისში, მ-----------------------------ში პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა ხ------------ძეს, რომელიც უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს და ნერვიულობის ნიადაგზე საერთო სისუსტეს. ხ------------ძეს ყელზე ექსკორიაცია (ნაკაწრი) ეტყობოდა, რასაც მეუღლის მიერ მისი ფიზიკური შეურაცხყოფით ხსნიდა.
2019 წლის 10 მარტის N0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, იგი გამოცემული იქნა პატრულ-ინსპექტორ კ--------------ის მიერ, 30 დღის ვადით. შემაკავებელი ორდერის საფუძველზე გ---------------–---–ს აეკრძალა მეუღლესთან მიახლოვება და კომუნიკაცია. შემაკავებელ ორდერზე არსებული ხელმოწერით დასტურდება, რომ გ---------------–---–- გაეცნო მას და გაფრთხილებული იქნა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის N6-- სამედიცინო ბარათიდან ირკვევა, რომ ხ------------ძეს სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 11.03.2019 წ, 04:31 სთ-ზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სქემაზე გამოსახულია კისრის მიდამოში ნაკაწრი.
11.03.2019 წ. მოქ. ხ------------ძეს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები კისრის მიდამოში ორი სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 11 მარტს.
ბრალდებულმა გ---------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ შეაფასა რა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისია იმ ფაქტების დასადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ გ---------------–---–მა ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, დაზარალებულ ხ------------ძეზე და დაარღვია მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერის პირობები; რაც შეეხება გ---------------–---–-სგან ხ------------ძის მიმართ სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტს, - იგი საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურებული ვერ იქნა.
ა) საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაული
გამოკვლეულთაგან ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც გ---------------–---–-ს მიერ მუქარის განხორციელების შესახებ ინფორმაციას შეიცავს, გამომძიებელ კ----------------ს ჩვენებაა, რომლითაც დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე დაზარალებულ ხ------------ძესთან გასაუბრებისას, ამ უკანასკნელმა მას განუცხადა, რომ მეუღლე ახრჩობდა და ემუქრებოდა მოკვლით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწმე კ----------------ს ზემოაღნიშნული ჩვენება, თავისი არსით, არის ირიბი, რადგან ასახავს ფაქტს, რომელსაც მოწმე თავად არ შესწრებია. შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, იგი წარმოადგენს სანდოობის დაბალი ხარისხის მტკიცებულებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კ----------------ს მიერ გაცხადებული ინფორმაციის ნამდვილობა არ დასტურდება სხვა, უტყუარი მტკიცებულებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---------------–---–-ს მიერ სიცოცხლის მოსპობის მუქარის გაჟღერების ფაქტი საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ვერ იქნა, რაც საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში მისი გამართლების უპირობო საფუძველია.
ბ) საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით
გათვალისწინებული დანაშაული
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებული გ---------------–---–-ს პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მისი სრული უდანაშაულობის შესახებ, რადგან გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ცალსახად დადგინდა, რომ მან ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლის მიმართ, რამაც ამ უკანასკნელს ტკივილი მიაყენა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორების, გამომძიებლის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმის ჩვენებებს. აღნიშნული მტკიცებულებები ინციდენტის შესახებ დაზარალებულის მიერ გაცხადებული ფაქტების გარდა, შეიცავს ინფორმაციას ხ------------ძის ფსიქო-ემოციური და ფიზიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც, მოწმეთა შეფასებით, ცალსახად მიუთითებდა მცირე ხნით ადრე მასზე განხორციელბულ ძალადობაზე (იყო აღელვებული, სინანულს გამოთქვამდა მოძალადე მეუღლის „დანდობის“ გამო, ყელზე სიწითლე ეტყობოდა). აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები თანმხვედრია არამხოლოდ ერთმანეთთან, არამედ საქმეზე გამოკვლეულ სხვა, ობიექტურ მტკიცებულებასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც ინციდენტის დღეს ხ------------ძეს კისრის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანებები, ორი სისხლნაჟღენთის სახით და მათი ხანდაზმულობა შეესაბამებოდა შემთხვევის თარიღს.
სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ისეთი სუბიექტური ფაქტორი, როგორიცაა გამოწვეული ფიზიკური ტკივილის განცდა, დაზარალებულის განმარტების გარეშე არ დგინდება. სასამართლო თვლის, რომ საკითხისადმი ამგვარმა მიდგომამ შეიძლება სამართლებრივი დაცვის მიღმა დატოვოს ის პირები, რომლებიც მათი ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობების ან სხვა გარემოებების გამო საკუთარი სუბიექტური განცდების გადმოცემას ვერ ახერხებენ, მაშინ, როცა სწორედ აღნიშნული პირები, მათი მოწყვლადობიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მოპყრობასა და დაცვას საჭიროებენ. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, უმეტეს შემთხვევაში, საკმარისია მსხვერპლისთვის მიყენებული ტკივილის ხარისხის დასადგენად. მოცემულ ვითარებაშიც, სასამართლო თვლის, რომ არსებული დაზიანების ლოკალიზაცია (ყელი), ტიპი (სისხლნაჟღენთები) და მისი განვითარების მექანიზმი (განვითარებულია ხელების მოჭერით) ამ საკითხის ობიექტურად შეფასების საკმარის შესაძლებლობას იძლევა.
ამდენად, უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ---------------–---–-ს მიერ მეუღლის - ხ------------ძის ფიზიკური შეურაცხყოფისა და შედეგად მისთვის ტკივილის მიყენების ფაქტები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა სრულად, ხოლო რაც შეეხება ძალადობრივი ქმედების განხორციელებას არასრულწლოვანი პირის თანდასწრებით, აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დადასტურებული ვერ იქნა. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის მოშლა).
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობაში (ქმედება), მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებასა (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია განმარტებული და იგი ორ ხერხს - ცემასა და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული გ---------------–---–-ს ქმედება, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა (ოჯახში ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
გ) საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაული
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებული გ---------------–---–-ს პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან თვლის, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა, როგორც გ---------------–---–-ს მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის, ისე, ამ ორდერის მოქმედების ვადაში დაზარალებულ ხ------------ძესთან მისი კომუნიკაციის ფაქტი, რაც დაზარალებულის მიმართ ფიზიკურ ძალადობაშიც კი გამოიხატა (ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლომ ზემოთ მიმოიხილა).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია, იმაში დასარწმუნებლად, რომ 2019 წლის 11 მარტს გ---------------–---–- არ დაემორჩილა 2019 წლის 10 მარტის N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილ მოთხოვნებს, რაც ორდერის მოქმედების ვადაში დაზარალებულ ხ------------ძესთან მიახლოვებასა და მასზე ფიზიკურ ძალადობაში გამოიხატა.
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით. მოცემული ნორმით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით დაკისრებული ვალდებულებების/მოთხოვნების დარღვევაში გამოიხატება, ქმედების სუბიექტური შემადგენლობა კი მის განზრახ ჩადენას მოიაზრებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 3811 მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, მეუღლე, ამ მუხლის მიზნებისათვის, ითვლება ოჯახის წევრებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ---------------–---–-ს ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოჯახის წევრის მიმართ) ნიშნებს და არსებობს ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის ბრალდებულის მსჯავრდების და საქართველოს სსკ-ის 3811 მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში მისთვის სამართლიანი სასჯელის დაწესების საფუძველი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ---------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამავე კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციებით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულ გ---------------–---–-ს პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სპეციფიკა (ოჯახური დანაშაული, რომლისთვისაც დამახასიათებელია განმეორებითობის ტენდენცია) და მივიდა დასკვნამდე, რომ სასჯელის მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება, მინიმალურთან მიახლოებული ვადით, ხოლო სსკ-ის 111,3811 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის კი - ჯარიმის შეფარდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს სსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292–293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ---------------–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151 ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 10 მარტის და 2019 წლის 11 მარტის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში;
გ---------------–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე·
გ---------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვისა და 12 (თორმეტი) დღის ვადით,საქართველოს სსკ-ის 111,381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1- ლი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ---------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვისა და 12 (თორმეტი) დღის ვადით,მსჯავრდებულ გ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 11 მარტიდან და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.
ნივთიერი მტკიცებულება:
ელექტრონული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი