გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.09.2019
საქმის ნომერი
050210019003050527
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210019003050527

2/504-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.09.2019 წ. ქ. ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინა კიკნაძე

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე

მოსარჩელე- ხა---------–--–---იძე,მოსარჩელის წარმომადგენელი -კა-------–-–--ლი

მოპასუხე- შპს მე----–--ა

წარმომადგენელი-თი-----------–--ლი

დავის საგანი:მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დაეკისროს შპს მე----–--ას ხა---------–--–---იძის სასარგებლოდ 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის თებერვლის ჩათვლით ხელფასზე დაკლებული თანხა-5903.79 ლარი.

 

ბათილად იქნას ცნობილი:

-შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 18.04.2----–-–--------------------------

-შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 10.05.2----–-–--------------------------

-შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 10.05.2----–-–--------------------------

-შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 24.07.2----–-–--------------------------

-შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 07.08.2----–-–--------------------------

 

1.2. დაეკისროს შპს მე----–--ას ხა---------–--–---იძის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%-ი შემდეგი ოდენობით:

-25.01.2018 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 45.85 ლარის 0.07%-ი;

-26.02.2018 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 50.03 ლარის 0.07%-ი;

-23.03.2018 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 41.9 ლარის 0.07%-ი;

-23.04.2018 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 66.04 ლარის 0.07%-ი;

-22.06.2018 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 151.37 ლარის 0.07%-ი;

-26.07.2018 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 517.31 ლარის 0.07%-ი;

-24.08.2018 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 1380.29 ლარის 0.07%-ი;

-25.09.2018 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 725.64 ლარის 0.07%-ი;

-30.10.2018 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 716.5 ლარის 0.07%-ი;

-22.11.2018 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 461.71 ლარის 0.07%-ი;

-27.12.2018 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 450.81 ლარის 0.07%-ი;

-30.01.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 502.18 ლარის 0.07%-ი;

-26.02.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 275.71ლარის 0.07%-ი;

-27.03.2019 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის 518.18 ლარის 0.07%-ი;

 

1.3. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად შემდეგი სამი თვის ხელფასის დანაკლისის ანაზღაურების ნაწილში:

 

2018 წლის ივლისის თვის დაკლებული ხელფასი-1380.29 ლარი;

2018 წლის სექტემბრის თვის დაკლებული ხელფასი-716.5 ლარი;

2018 წლის აგვისტოს თვის დაკლებული ხელფასი-725.64 ლარი;

 

მოსარჩელე ხა---------–--–---იძის წარმომადგენლის კა-------–-–--ლის განმარტებით ხა---------–--–---იძე 2012 წლის 12 ოქტომრიდან, 2019 წლის თაბერვლის ჩათვლით მუშაობდა შპს მე----–--ას ოზურგეთის ს------–-----–------–--------------------–-----------------–------, ხელშეკრულების თანახმად ხელფასი ქონდა გამომუშავებით, რომელსაც იღებდა ყოველთვიურად. 2018 წლიდან ხელფასს ყოველთვიურად ღებულობდა დანაკლისით, განსაკუთრებით დანაკლისი გაიზარდა 2018 წლის ივლისის თვიდან. მიუხედავად მისი არაერთი მიმართვისა შპს მე----–--ას ადმინისტრაცია არანაირ განმარტებას არ იძლეოდა ხელფასის დანაკლისით მიცემასთან დაკავშირებით. 2019 წლის თებერვლის შემდეგ დამსაქმებლის მხრიდან ხსენებული დამოკიდებულების გამო ხა---------–--–---იძე იძულებული გახდა დამსაქმებელთან შეთანხმებით წასულიყო სამსახურიდან.

 

კა-------–-–--ლის განმარტებით 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით საქართველოს ბანკიდან და შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურიდან ხა---------–--–---იძის ყოველთვიური ხელფასის შესახებ ინფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დარიცხული ხელფასის ოდენობისაგან და ზემოხსენებული პერიოდისათვის დაკლებული აქვს- 7661.79 ლარი.

 

შპს მე----–--ას გენერალური დ---------------------------------------------------------------------------------- ბრძანებებთან დაკავშირებით კა-------–-–--ლი განმარტავს, რომ ხსენებული ბრძანებების შესახებ მის მარწმუნებელს ინფორმაცია არ ქონდა და არც ჩაბარებია ბრძანებები. ასევე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანებები არის უსაფუძვლო და თვლის, რომ მის მარწმუნებელს არ ქონია კავშირი სამედიცინო სამიანობის სახ. რეგულირების სააგენტოს მიერ შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღევებზე, ისევე როგორც სადაზღვევო კომპანიების მიერ დაკორექტირებულ თანხებზე და რაში გამოიხატა მისი მარწმუნებლის მიერ სამუშაოს არასათანადოდ შესრულება მისთვის გაუგებარია. ასევე უთითებს, რომ მისი მარწმუნებელი იყო ექიმი რეანიმატოლოგი და რევიზიების აქტებში საერთოდ საუბარი არ არის რეანიმაციულ განყოფილებაზე. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ მისი მარწმუნებლის მიმართ შპს მე----–--ას მხრიდან უსაფუძვლოდ მოხდა ხელფასიდან თანხის დაქვითვა და მათი მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე განმარტა, რომ თუ მთლიანად არ მოხდება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ითხოვს დიდი ოდენობით დაქვითული თანხების შემცირებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ორგანიზაციის -შპს მე----–--ას წარმომადგენლის თი-----------–--ლის განმარტებით ხა---------–--–---იძე 2012 წლიდან 2019 წლის თაბერვლის ჩათვლით მუშაობდა შპს მე----–--ას ოზურგეთის ს------–-----–------–--------------------–-----------------–------. შრომითი ხელშეკრულების 3.2.2 პუნატის ,,ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, დასაქმებული ვალდებული იყო არ ჩაედინა ისეთი ქმედება, რომელიც ფინანსურ ან სხვა სახის ზიანს მიაყენებდა დამსაქმებელს. ამავე ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით დამსაქმებელს უფლება ქონდა დასაქმებულის ხელფასიდან გამოექვითა არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულებების მიხედვით ნებისმიერი თანხა (ერთჯერადად დაქვითვის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის ხელფასის ოდენობის 50%-ს). შრომითი ხელშეკრულების 5.4 პუნქტი ასევე ანიჭებდა დამსაქმებელს უფლებას ზიანის მიყენების შემთხვევაში დასაქმებულის მიმართ გამოეყენებინა მატერიალური პასუხისმგებლობის ზომები. თი-----------–--ლის განმარტებით ხშირი იყო მოსარჩელის მხრიდან სამუშაოს არასათანადოდ შესრულების ფაქტები, რაც გამოიხატებოდა როგორც კერძო სადაზღვევო კომპანიების, ისე საყოველთაო ჯანდაცვის სახ. პროგრამის კორექტირებებში. ასევე საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა დამსაქმებელს სამედიცინო საქმიანობის სახ. რეგულირების სააგენტოს მიერ განხორციელებული რევიზიის შედეგად დაკისრებული ფინანსური სანქციით. აღნიშნული გამომდინარეობდა დასაქმებულების მხრიდან მათზე დაკისრებული მოვალეობის არასათანადო შესრულებით. ზიანის თანხა შრომითი პირობების დაცვით დაეკისრა მოსარჩელს შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის ბრძანებებით. მოსარჩელს ჯამში სამუშაოს არასათანადოდ შესრულების გამო დაკისრებული ქონდა- 6 958.88 ლარის ფინანსური სანქცია, რაც გადანაწილებული იყო თვეების მიხედვით და მათი დაქვითვა ხორციელდებოდა შრომის კოდექის და შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე. მოსარჩელს სამსახურიდან წასვლამდე დაექვითა -5252.07 ლარი, რაც არ ემთხვევა სარჩელში მითითებულ თანხას. თინათინ ქემშვაილის განმარტებით მოსარჩელს არასწორად აქვს დაანგარიშება გაკეთებული, ვინაიდან ზოგ შემთხვევაში არ აქვს შეყვანილი დაზღვევის ღირებულება 45 ლარი და 2019 წლის იანვრიდან დაგროვებითი პენსიიდან გამომდინარე საპენსიო შენატანი-2%-ი. 2018 წლის აგვისტოს ხელფასზე დაქვითულ თანხასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 14.08.2018 წელს გაიცა შეჩერებული ოქტომბრის თვის ხელფასის ნახევარი და 24.08.2018 წელს გაიცა ივლისი თვის ხელფასი, რადგან ორივე ხელფასის გაცემა დაფიქსირდა აგვისტოში, საშემოსავლოც გადაირიცხა აგვისტოში და დეკლარაციაშიც შესაბამისად აისახა აგვისტოს თვეში. მოსარჩელის წარმომადგელის განმარტებას, 14.08.2018 წელს გადარიცხულ ხელფასს საშემოსავლო რომ არ უნდა დარიცხვოდა, თ. ქე--–---–ი არასწორად მიიჩნევს, ვინაიდან მისი განმარტებით ხელფასის გაცემა იბეგრება გადახდის წყაროსთან ერთად, რასაც ადგილი ქონდა მოცემულ შემთხვევაში.

 

თი-----------–--ლის განმარტებით მოსარჩელისათვის გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებები გაცნობილი იყო პირადად ს------–-----–-------ს დირექტორის, და--------------ძის მიერ, რომელიც პრინციპულად არ ადასტურებდა ბრძანებების გაცნობის ფაქტს. ამასთან ბრძანებები დაწერილია სოლიდარულად და ყველა დანარჩენი ექიმი ადასტურებს მისი გაცნობის ფაქტს. დასაქმებულთა რაოდენობის სიმრავლის გამო, ბრძანების გაცნობა ხდება ს------–-----–-------ს დირექტორის მიერ და იძულების მექანიზმი არ არსებობს ბრძანების გაცნობის თაობაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით. საქმეში არსებობს თავად მოსარჩელის მიერ დაწერილი ახსნა-განარტება, სადაც აღიარებს, რომ სამედიცინო ისტორიიდან ამოხია ფურცელი, შესაბამისად აღნიშნული ქმედებით ზიანი მიაყენა დამსაქმებელს. კერძოდ, ამის გამო დაკორექტირდა შემთხვევა და დაწესებულებამ ვერ მიიღო გაწეული მომსახურების ანაზღაურება სოციალური მომსაუხრების სააგენტოდან. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა, ფინანსური სანქციის დაკისრების სახით. მხარის განმარტებით ფინანსური სანქცია პირდაპირ აისახება ჩარიცხულ ხელფასზე და მოსარჩელის განმარტება, რომ მისთვის უცნობი იყო დაკისრებული პასუხისმგებლობის თაობაზე, არ უნდა იქნას გაზიარებული. თ. ქე--–---–ის განმარტებით მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მისი სამსახურიდან წასვლის შემდეგ და მას მუშაობის პერიოდში დამსაქმებლის მიმართ პრეტენზია არ ქონია და სადაო არ გაუხდია დაკისრებული ფინანსური პასუხისმგებლობა. მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელი ასევე აფიქსირებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა აგებულია იმგვარად, რომ მოსარჩელე ითხოვს ხელფასის დანაკლისს, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კი დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია ხელფასის დანაკლისს, არამედ აღნიშნული იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები, რომელიც ცალკე გასაჩივრებას ექვემდებარება ერთთვიან ვადაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეშია სს საქართველოს ბანკის წარმომადგენლის 2----–-–----------ს ცნობა ხა---------–--–---იძის ანგარიშზე შპს მე----–--ადან ჩარიხული თანხების თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ცნობა (იხ. ტ.1. ს.ფ. 17)

 

3.2.2. საქმეშია შ--------–----------------- 2019 წლის 14 მაისის ცნობა ხა---------–--–---იძის მიერ 2018 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავლების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შ--------–----------------- ცნობა (იხ. ტ.1. ს.ფ. 18-20).

 

3.2.3. საქმეშია 2014 წლის 27 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულება შპს მე----–--ასა და ხა---------–--–---იძეს შორის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შრომითი ხელშეკრულება (იხ. ტ.1. ს.ფ.21-25).

 

3.2.4. შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 2018 წლის 10 მაისის N----------- ბრძანებით შპს მე----–--ას ოზურგეთის ს------–-----–-------ს თანამშრომლებს სამუშაოს არასათანადოდ შესრულების გამო, სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენი თანხა დაექვითოთ მომდევნო თვეების შრომითი ანაზღაურებიდან დანართის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება N----------- (იხ. ტ.1. ს.ფ. 54-56).

 

3.2.5. შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 2018 წლის 10 მაისის N----------- ბრძანებით შპს მე----–--ას ოზურგეთის ს------–-----–-------ს თანამშრომლებს სამუშაოს არასათანადოდ შესრულების გამო, ჯ------------–------- მიერ დაკორექტირებული თანხა დაექვითოთ მომდევნო თვეების შრომითი ანაზღაურებიდან დანართის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება N----------- (იხ. ტ.1. ს.ფ. 57-59).

 

3.2.6. შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 2018 წლის 18 აპრილის N----------- ბრძანებით შპს მე----–--ას ოზურგეთის ს------–-----–-------ს თანამშრომლებს სამუშაოს არასათანადოდ შესრულების გამო, სადაზღვევო კომპანია ი-------–--- მიერ დაკორექტირებული თანხა დაექვითოთ მომდევნო თვეების შრომითი ანაზღაურებიდან დანართის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება N----------- (იხ. ტ.1. ს.ფ. 60-63).

 

3.2.7. შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 2018 წლის 7 აგვისტოს N----------- ბრძანებით შპს მე----–--ას ოზურგეთის ს------–-----–-------ს თანამშრომელს ხა---------–--–---იძეს, სამუშაოს არასათანადოდ შესრულების გამო, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაკორექტირებული თანხები დაექვითოს მომდევნო თვეების შრომითი ანაზღაურებიდან დანართის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება N----------- (იხ. ტ.1. ს.ფ. 64-66).

 

3.2.8. შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 2018 წლის 24 ივლისის N----------- ბრძანებით სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- მიერ განხორციელებული რევიზიის (N----------- 28.05.2---- ნ----------- 28.05.2---- N----------- 28.05.2---- შედეგად დაკისრებული ფინანსური სანქციების ანაზღაურება დაეკისროთ შპს მე----–--ას ოზურგეთის ს------–-----–-------ს თანამშრომლებს დანართის შესაბამისად მომდევნო 12 თვის შრომითი ანაზღაურებიდან. დაქვითვა განხორციელდეს მ/წ ივნისის თვის შრომითი ანაზღაურებიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ბრძანება N----------- (იხ. ტ.1. ს.ფ. 69-72).

 

3.2.9. საქმეშია ხა---------–--–---იძის ახსნა-განმარტება, სადაც მოსარჩელე უთითებს, რომ მის მიერ პაციენტის ისტორიიდან ამოღებული იქნა მიმღები ექიმის ჩანაწერი, რომელსაც ხსნის იმით, რომ ავადმყოფის ისტორია უნდა ყოფილიყო თანმიმდევრული, ჩანაწერები ერთმანეთის შესაბამისი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ხა---------–--–---იძის ახსნა-განმარტება (იხ.ტ.1. ს.ფ. 67-68)

 

3.2.10. საქმეშია სსიპ ს------–-----------------------–-–-------------–------------------- მიერ განხორციელებული რევიზიის აქტები (N----------- 28.05.2---- ნ----------- 28.05.2---- N----------- 28.05.2----

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

რევიზიის აქტები (იხ. .ტ.1. ს.ფ. 73-95).

 

3.2.11. საქმეშია 2019 წლის 31 ივლისის ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ ხა---------–--–---იძე დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანია ა-–---–- 2012 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის 1 აპრილამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ცნობა (იხ.ტ.1. ს.ფ. 145-153)

 

3.2.13. საქმეშია შპს მე----–--ას სტაციონალური სამედიცინო დოკუმენტაცია

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

დოკუმენტაცია (იხ. ტ.1. ს.ფ. 183-293)

 

3.2.14. საქმეშია შპს მე----–--ას სტაციონალური სამედიცინო დოკუმენტაცია

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

დოკუმენტაცია (იხ. ტ.2. ს.ფ. 1-65)

 

3.2.15. საქმეშია შპს მე----–--ას სამედიცინო ცენტრებში სტაციონარის მორიგე ექიმის სამსახურებრივი მოვალეობები და მორიგეობის გადაბარები პროცედურა. აღნიშნული დოკუმენტის გაცნობას ხელმოწერით ადასტურებს ხა---------–--–---იძე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ექიმის სამსახურებრივი მოვალეობები და მორიგეობის გადაბარები პროცედურა (იცხ. ტ.2. ს.ფ. 61-62)

 

3.2.16. საქმეშია შპს მე----–--ას შინაგანაწესი, რომლის ბოლო პუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თანამშრომელს შესაძლებელია გამოეცხადოს შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, დაეკისროს ფინანსური სანქცია და გათავისუფლდეს დაკაებული თანამდებობიდან. აშნიშნული შინაგანაწესის გაცნობას ხა---------–--–---იძე ასევე ადასტურების ხელმოწერით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შინაგანაწესი (იხ. ტ.2. ს.ფ. 63-65).

 

3.2.17. მოწმე ნე--------------ის (შპს მე----–--ას ექიმი) განმარტებით შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 24.07.2018 წლის ბრძანების თაობაზე-ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით, მისთვის კონფერენციაზე გახდა ცნობილი. ბრძანება არ გადაუციათ და არც მოუთხოვია გადაცემა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოწმე ნე--------------ის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.18. მოწმე ილ--------–--ის (შპს მე----–--ას ექიმი) განმარტებით შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 24.07.2018 წლის ბრძანების თაობაზე მისთვის კონფერენციაზე გახდა ცნობილი. ბრძანება შპს მე----–--ას შენობაში არ ყოფილა გამოკრული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოწმე ილ--------–--ის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.19. შპს მე----–--ას დირექტორის და--------------ძის ჩვენებით შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 24.07.2018 წლის N----------- ბრძანება მის მიერ იქნა გაცნობილი-წაკითხული კვირის განმავლობაში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) ყველა თანამშრომლისათვის ყოველდღიურ კონფერენციაზე. მის მიერ ასევე მოხდა განმარტება ექიმებისათვის გაურკვევლობის შემთხვევაში პერსონალური გაცნობის თაობაზე. დ. მდ-------ის განმარტებით ხა---------–--–---იძე ყოველდღე იჯდა საკონფერენციო დარბაზში და 5-6-ჯერ მიეწოდა ინფორმაცია სადაო ბრძანების თაობაზე. პერსონალურ კომპიუტერშიც მოხდა ხა---------–--–---იძისათვის აღნიშნული ბრძანების გაცნობა მის სამუშაო კაბინეტში. ბრძანების ჩაბარება მხარეს არ მოუთხოვია და არც ხელი მოუწერია გაცნობაზე. მისთვის ცნობილია, რომ ხა---------–--–---იძე რამოდენიმე თვის განმავლობაში ნებაყოფლობით იხდიდა ჯარიმას. ბრძანებების გაცნობა ექიმებისათვის ხდებოდა კონფერენციაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მოწმე და--------------ძის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან, ვერ დასტურდება მოსარჩელე მხარის მოთხოვნების წინააღმდეგობა სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

5. კანონები (საერთაშორისო და ეროვნული სამართლის წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - - CASE OF SILIADIN V. FRANCE; CASE OF I.B. v. GREECE; CASE OF OBST v. GERMANY; CASE OF SCHUTH v. GERMANY; CASE OF BAKA v. HUNGARY; CASE OF IVANOVA v. BULGARIA; CASE OF COPLAND v. THE UK; CASE OF BARBULESCU v. ROMANIA; VASE OF SIDABRAS AND DZIAUTAS v. LITHUANIA; CASE OF A. VOLKOV v. UKRAINE; საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილა უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.

 

როგორც დადგენილია ხა---------–--–---იძემ თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2019 წლის 18 ივნისს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ემუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ ან ვერ შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

 

ამავდროულად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ. სუსგ №ს 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; სუსგ საქმე №ას-973-1208-04).

 

ამასთან, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა კანონისმიერი საფუძვლიდან.

 

სსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლომ უნდა იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით უნდა გადაწყვიტოს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017).

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილება გარკვეული თავისებურებით ხასიათდება,რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (შრომითსამართლებრივ დავებში იხ., მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებების შესახებ სუსგ №ას-630-630-2018, 6 ივლისი, 2018 წელი, პ-34; აგრეთვე, სუსგ-ები №ას-483-457-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-151-147-2016 ,19 აპრილი, 2016 წელი; პ-43).

 

ამ შემთხვევაშიც, დადგენილი პრაქტიკის მიხედვით მოპასუხეა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს დასაქმებულის მიერ, მასზე ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევის ფაქტები.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იმ პრეტენზიებზე და იმ ფაქტებზე არ იმსჯელებს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქმის გადაწყვეტისათვის.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.

 

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობის პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.

 

საერთაშორისო სამართლის ე.წ. რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირ მოქმედებს, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში (შდრ. სუსგ №ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება; №ას-1502-1422-2017, 20 თებერვალი, 2018 წელი, პ-14.4).

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, უზრუნველყოფილია შრომის თავისუფალება. შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. „შრომა თავისუფალია", რაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესათუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არამარტო უფლება, არჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო“ (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყეტილება საქმეზე გადაწყვეტილება საქმეზე N2/2-389).

 

სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, არ უნდა იქნას განხილული გარკვეულ გადახვევად, ან უფრო დაბალი სტანდარტის დადგენად ამ მნიშვნელოვანი უფლების დაცვის მოცემულობაში.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრული იქნება შრომით სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მისი ფარგლებში შემუშავებული სამართლის სხვადასხვა წყაროების მოხსენიების გარეშე.

 

1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში - შსო) ფილადელფიის დეკლარაციით (1944 წ.), განმარტებულია დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც, ეროვნული კანონმდებლობის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა სასამართლომ, როდესაც ის შრომითსამართლებრივ ურთიერთობას შეაფასებს წმინდა ჰორიზონტალური - სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ჭრილში; აღნიშნული დეკლარაციით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, რომ „შრომა არ წარმოადგენს საქონელს“. შრომა, თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის.

 

სამართლის ეროვნული წყაროების მიმოხილვისას სასამართლო მოიხმობს საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ადგენს რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რათმქუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

შრომითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ისეთ ურთიერთობას, რომელშიც დამსაქმებელი ყოველთვის წარმოადგენს ხელშეკრულების ე.წ. „ძლიერ“ მხარეს და შესაბამისად, ამ ურთიერთობათა მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული სამართლის წყაროების მნიშვნელოვანწილად უფრო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული; თუმცა აღნიშნული მიდგომები აბსოლუტურად გამოუსადეგარი და მცდარი იქნება, თუ გონივრულობის ფარგლებში არ მოვთხოვთ დამსაქმებელს დასაქმებულთა უფლებების დაცვას. ჩვენი მოთხოვნები დამსაქმებლების მიმართ (რომლებიც, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები მოგებაზე ორიენტირებულნი არიან როგორც წესი და თავიანთ ფინანსურ მიზნებს ემსახურებიან) არ უნდა იყოს გადამეტებულად მკაცრი, არაგონივრული და არაადეკვატური. დამსაქმებელი ნამდვილად უფლებამოსილია აკონტროლოს შრომის ნაყოფიერების ხარისხი, შრომით მოვალეობათა შესრულების თანმიმდევრულობა და ასეთის არარსებობის შემთხვევაში (ან არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში) დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს მკაცრი სანქციები. თუ დამსაქმებელი ვერ იქნება უფლებამოსილი, რომ წაახალისოს დაქირავებული კარგი მუშაობისათვის, ხოლო ცუდი მუშაობისათვის დასაჯოს იგი, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი სივრცე გარკვეულწილად აღმოჩნდება არაბუნებრივ მდგომარეობაში.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

როგორც დადგენილია, ხა---------–--–---იძე 2012 წლის 12 ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით მუშაობდა შპს მე----–--ას ოზურგეთის ს------–-----–------–--------------------–-----------------–------. აღნიშნული მხარეების მიერ სადაო არ არის გამხდარი.

 

საქმეშია 2014 წლის 27 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულება შპს მე----–--ასა და ხა---------–--–---იძეს შორის, რომლის 3.2.2 პუნატის ,,ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, დასაქმებული ვალდებული იყო არ ჩაედინა ისეთი ქმედება, რომელიც ფინანსურ ან სხვა სახის ზიანს მიაყენებდა დამსაქმებელს. ამავე ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით დამსაქმებელს უფლება ქონდა დასაქმებულის ხელფასიდან გამოექვითა არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულებების მიხედვით ნებისმიერი თანხა (ერთჯერადად დაქვითვის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთი თვის ხელფასის ოდენობის 50%-ს). შრომითი ხელშეკრულების 5.4 პუნქტი ასევე ანიჭებდა დამსაქმებელს უფლებას ზიანის მიყენების შემთხვევაში დასაქმებულის მიმართ გამოეყენებინა მატერიალური პასუხისმგებლობის ზომები (იხ. პუნქტი 3.2.3.).

 

საქმეშია შპს მე----–--ას შინაგანაწესი, რომლის ბოლო პუნქტის თანახმად შრომითი ხელშეკრულებისა და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თანამშრომელს შესაძლებელია გამოეცხადოს შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, დაეკისროს ფინანსური სანქცია და გათავისუფლდეს დაკაებული თანამდებობიდან.(იხ. პუნქტი 3.2.16).

 

აღნიშნულ ხელშეკრულებასა და შინაგანაწესზე ხელმოწერით ხა---------–--–---იძე -დასაქმებულმა იკისრა ვალდებულება შეესრულებინა მისთვის დაკისრებული სამუშაო იმ მოცულობით და წესით, რომელიც განსაზღვრული იყო წინამდებარე შრომითი ხელშეკრულებით და მოქმედი ,,შრომის შინაგანაწესით“.

 

შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება დასაქმებულის უმთავრესი მოვალეობაა.

 

დამსაქმებლის წარმომადგენლის მითითებით მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულება, გამოიხატა შემდეგში:

შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 2018 წლის 10 მაისის N----------- ბრძანებით მოსარჩელეს სამუშაოს არასათანადოდ შესრულების გამო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში არ წარდგენილი თანხა 123.33 ლარი დაექვითა შრომითი ანაზღაურებიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ სამუშაოს არასათანადოდ შესრულება, რომელიც გამოიხატა შესრულებული სამუშაოს აქტის სოციალური მომსახურების სააგენტოში არ წარდგენით, რის გამოც შპს მე----–--ამ განიცადა ფინანსური ზიანი.

 

შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 2018 წლის 10 მაისის N----------- ბრძანებით მოსარჩელეს სამუშაოს არასათანადოდ შესრულების გამო სადაზღვევო კომპანია ჯ------------–------- მიერ დაკორექტირებული თანხა-62.5 ლარი დაექვითა შრომითი ანაზღაურებიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ სამუშაოს არასათანადოდ შესრულება, რომელიც გამოიხატა პაციენტის სამედიცინო ჩვენების გარეშე სტაციონარში დაყოვნების გახანგრძლივებას სამედიცინო ჩვენების გარეშე, რის გამოც შპს მე----–--ამ განიცადა ფინანსური ზიანი.

შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 2018 წლის 18 აპრილის N----------- ბრძანებით მოსარჩელეს სამუშაოს არასათანადოდ შესრულების გამო სადაზღვევო კომპანიაიმედი ელ-ის მიერ დაკორექტირებული თანხა-375 ლარი დაექვითა შრომითი ანაზღაურებიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ სამუშაოს არასათანადოდ შესრულება, რომელიც გამოიხატა ხელშეკრულების პირობებით გაუთვალისწინებელი მომსახურების გაწევით.

 

შპს მე----–--ას გენერალური დირექტორის 2018 წლის 7 აგვისტოს N----------- ბრძანებით მოსარჩელეს სამუშაოს არასათანადოდ შესრულების გამო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დაკორექტირებული თანხა-1490 ლარი დაექვითა შრომითი ანაზღაურებიდან. აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ სამუშაოს არასათანადოდ შესრულება, რომელიც გამოიხატა კოდისა და დიაგნოზის შეუსაბამობში, რის გამოც შპს მე----–--ამ განიცადა ფინანსური ზიანი. აღნიშნულ ბრნებას თან ერთვის მოსარჩელე ხა---------–--–---იძის ახსნა-განმარტება, სადაც აღაიარებს პაციენტის სამედიცინო ისტორიის გაყალბების-ექიმის ჩანაწერის ამოხევის ფაქტს. აღნიშნულ მართსაწინაარმდეგო ქმედებას მოყვა შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი შესაბამისი ორგანოს მხრიდან (იხ. პუნატი 3.2.4-3.2.8).

 

როგორც დადგენილია დამსაქმებლის მიერ ფინანსური სანქციების დაწესება გამოწვეული იყო დასაქმებულის მიერ მისი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო.

 

ქმედების, როგორც დარღვევის ხარისხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უნდა მოხდეს გადაცდომის სიმძიმის, სიხშირის გათვალისწინებით და მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო საკასაციო პალატამ მის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ დამსაქმებლის მოთხოვნა კონკურენტულ ადამიანურ რესურსებზე სრულიად ბუნებრივია შრომითი ურთიერთობების დინამიურობისა და შრომით ბაზარზე ყოველდღიურად მზარდი მოთხოვნილებების გათვალისწინებით. სამეწარმეო გადაწყვეტილება, რომელიც მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას, მიღებას უკავშირდება, ექვემდებარება სასამართლოს სამართლებრივ კონტროლს, თუმცა, გასათვალისწინებელია, ასევე, საწარმოს მენეჯმენტის მიზნები და სწრაფვა, რათა გონივრულად, სამართლიანად და კანონიერად შეფასდეს საწარმოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ უფლებები და ვალდებულებები. ამავე კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი, არიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები. სამოქალაქო საზოგადოება კი ურთიერთპასუხისმგებლობის მქონე პირთა ერთობაა (იხ. ლადო ჭანტურია - შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 1997 წ.). შესაბამისად, სამოქალაქო ნება, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილის მიერ უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. წინამდებარე სამოქალაქო-სამართლებრივი ნება - სადავო გადაწყვეტილება შეიძლება ჩაითვალოს მართლზომიერად, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს), მისი ბათილობის საფუძველს გამორიცხავს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ქმედება მისი სიმძიმის, სიხშირის თვალსაზრისით, წარმოადგენს იმგვარ გადაცდომას, რაც ამართლებდა მის მიმართ ფინანსური სანქციის დაწესებას.

 

აღსანიშნავია, რომ სადავო ბრძანებების გასაჩივრების ვადის დაცულობის კუთხით, მოსარჩელემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დამსაქმებელმა სათანადო წესით არ აცნობა დასაქმებულს გასაჩივრებული ბრძანებების თაობაზე და მოსარჩელისათვის უცნობი იყო აღნიშნული ბრძანებების შესახებ.

 

სასამართლო მოსარჩელე მხარის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით ხა---------–--–---იძე ხელფასს იღებდა დანაკლისით 2018 წლიდან, ხოლო 2018 წლის ივლისის თვიდან განსაკუთრებით გაიზარდა დანაკლისი და მისი მარწმუნებლის მხრიდან შპს მე----–--ას ადმინისტრაციისადმი არაერთი მიმართვისა ხელფასის დანაკლისთან დაკავშირებით, ადმინისტრაციისაგან არანაირი განმარტება არ მიუღია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელფასის დანაკლისთან დაკავშირებით რაიმე წერილობითი განცხადება ადმინისტრაციისადმი, საქმის მასალებში არ მოიპოვება. მხარე შემოიფარგლა მარტოოდენ ზეპირი განმარტებით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს აღნიშნულთან დაკავშირებით შპს მედა-–---–- მუშაობის პერიოდში სასამართლოსათვის არ მიუმართავს. მხარეს ორგანიზაციისადმი პრეტენზია წარმოეშვა სამუშაოდან წასვლის შემდეგ. ხელფასთან დაკავშირებით მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით დადგენილია, რომ თითოეულმა დასაქმებულმა ექიმმა იცის რამდენი პაციენტი ყავდა ყოვეთვიურად და რა რაოდენობის ხელფასი უნდა დარიცხვოდა მას, რაც სადაო არ გამხდარა არასდროს ექიმების მხრიდან.

 

მოწმეების-ნე--------------ის, ილ--------–--ის და შპს მე----–--ას დირექტორის-და--------------ძის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ სადაო ბრძანებების შესახებ მათთვის ცნობილი იყო და--------------ძისაგან ყოველდღიურ კონფერენციაზე გაცნობით. და--------------ძის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ხა---------–--–---იძეს მან პირადად გააცნო სადაო ბრძანება და მისგან აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გამოთქმულა და შესაბამისად არც გაუსაჩივრებია სადაო ბრძანებები.

 

ბრძანების გასაჩივრების ვადასთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიაციას, რომ მოთხოვნა ბრძანებების ბათლობაზე არის ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, 63; შდრ: სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).

 

სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20903 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება #1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოო ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

 

ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს (იხ. სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011).

 

ხანდაზმულობის ვადის დაცულობის საკითხის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია იმის დადგენა თუ რა ვადაში უნდა გასაჩივრებულიყო სადავო ბრძანება და საიდან უნდა აითვალოს ვადა.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის პოზიას, რომ მან არ იცოდა რა ოდენობის ხელფასი ერიცხებოდა ყოვეთვიურად და ასევე მისთვის უცნობი იყო სადაო ბრძანებების თაობაზე, ვინაიდან როგორც სასარჩელო განცხადებაში, ასევე სასამართლო სხდომაზე მხარე უთითებს, რომ 2018 წლიდან ღებულობდა ხელფასს დანაკლისით. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტობრიოვი გარემოება, რომ მხარე არ უთითებს როდიდან დაირღვა მისი უფლება და როდის გახდა მისთვის ცნობილი სადაო ბრძანებების თაობაზე.

 

სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, 64).

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების არსებობის დადასტურება, კერძოდ, დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ფინანსური სანქციის დაწესება განპირობებულია მისი მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით, ხოლო მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ მოხდა მისი სადაოდ გამხდარი უფლებების აღსადგენად სასამართლოსათვის მიმართვა.

 

მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს მოსარჩელისადმი ფინანსურ სანქციასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობის თანამდევ შედეგს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. შესაბამისად, არც სამი თვის ხელფასის დანაკლისის ანაზღაურების ნაწილში დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნა უნდა იქნას დაკმაყოფილებული.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ხა---------–--–---იძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახ. ბაჟის გადახდისაგან

 

3. სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე