გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.10.2019
საქმის ნომერი
330210119003100996
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
16.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17286-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ოქტომბე--ი 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივა-- ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე სს „თ----------ი“

წარმომადგენელი ნი------------ა, ნო--------------ა

მოპასუხე დი----ა ტო------ე

წარმომადგენლი მე--ი ტო------ე

დავის საგა-- ფულადი ვალდებულების შესრულება, ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

აღწე--ილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

დი----ა ტო------ეს (როგორც ვლ-----ე-- ტო------ის უფლებამონაცვლეს) სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:

 

1.1. 2017 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან (შემცირებული) გამომდი----ე 5445.54 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3984.42 ლარი, პროცენტი - 1461.12 ლარი.

 

1.2. სარჩელის აღძვრიდან, 2017 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდი----ე ძირ თანხაზე - 3984.42 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 119.53 ლარს.

 

1.3. 2018 წლის 18 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდი----ე დავალიანების 2364.68 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1800.1 ლარი, პროცენტი - 564.58 ლარი.

 

1.4. სარჩელის აღძვრიდან, 2018 წლის 18 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდი----ე ძირ თანხაზე - 1800.1 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 54 ლარს.

 

1.5. გარდაცვლილ ვლ-----ე-- ტო------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე: მც----ა, მუ----–------ს ტე--იტორია ს/კ 72---------- აღირიცხოს მეუღლის დი----ა ტო------ის საკუთრებაში.

 

(მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა 1.2 და 1.4 მოთხოვნის ნაწილში, 4.10.2019 წელი, სხდომის ოქმი, 17:10:33წთ. ამასთან, მოსარჩელემ ამავე სხდომაზე გაიხმო მოთხოვნა ორივე საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდი----ე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში, 17:20:19წთ)

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2017 წლის 7 აგვისტოს ვლ-----ე-- ტო------ე და სს თ----------ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი ე--თგული 2000 ლარია-- საკრედიტო ლიმიტით. 2018 წლის 14 მარტს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლოო ჯამში მსესხებლის მიე-- ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 3984.42 ლარი. საპროცენტო განაკვეთი გა--საზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ე--თი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს თ----------ის ბანკომატით ათვისების და ე--თი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, რომელსაც ემატება პირგასამტეხლო ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მხარეებს შორის არსებული ურთიე--თობა წესრიგდება სს თ----------ის ოფიციალურ ვებ-გვე--დზე განთავსებული ფიზიკური პირის საბანკო ოპე--აციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებით.

 

მსესხებელი ვლ-----ე-- ტო------ე გარდაიცვალა 2018 წლის 17 ივლისს, რის შედეგადაც დავალიანების დაფარვა 2018 წლის 2 ივლისის შემდგომ არ მომხდარა. გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრე უარს აცხადებს მამკვიდრებლის მიე-- ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

2019 წლის 11 ივლისის მდგომარეობით დი----ა ტო------ეს, როგორც ვლ-----ე-- ტო------ის უფლებამონაცვლეს 2017 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდი----ე ე--იცხება დავალიანება - 7570.22 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3984.42 ლარი, პროცენტი - 1461.12 ლარი, პირგასამტეხლო - 2124.68 ლარი.

 

2018 წლის 18 აპრილს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა ე--თგული ბარათი 2000 ლარია-- საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი გა--საზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ე--თი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს თ----------ის ბანკომატით ათვისების და ე--თი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 1 ლარი და დავალიანების 1%. მხარეებს შორის არსებული ურთიე--თობა წესრიგდება სს თ----------ის ოფიციალურ ვებ-გვე--დზე განთავსებული ფიზიკური პირის საბანკო ოპე--აციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებით.

 

მსესხებლის გარდაცვალების გამო, 2018 წლის 14 ივლისის შემდგომ დავალიანების დაფარვა არ მომხდარა. გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრე უარს აცხადებს მამკვიდრებლის მიე-- ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

2019 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, დი----ა ტო------ეს, როგორც ვლ-----ე-- ტო------ის უფლებამონაცვლეს 2018 წლის 18 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდი----ე ე--იცხება დავალიანება - 3332.92 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1800.1 ლარი, პროცენტი - 564.58 ლარი, პირგასამტეხლო - 968.13 ლარი.

 

2018 წლის 24 ივლისს ნოტარიუსის მიე-- გაიცა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა, რომლითაც დგინდება, რომ დი----ა ტო------ე არის ვლ-----ე-- ტო------ის პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე. საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება, რომ გარდაცვალებამდე ვლ-----ე-- ტო------ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მც----ა, მუ----–------ს ტე--იტორია. აღნიშნული ქონება კვლავ რეგისტრირებულია გარდაცვლილის საკუთრებად. მოპასუხემ სამკვიდრო მიიღო, თუმცა ქონება საჯარო რეესტრში საკუთრებად არ აღურიცხავს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელემ გაუშვა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი პრეტენზიის წარდგენის 6 თვია-- ვადა, რაც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

ვლ-----ე-- ტო------ე გარდაიცვალა 2018 წლის 17 ივლისს, რის შესახებაც მოსარჩელეს ეცნობა 2018 წლის 23 ივლისს, სადაც წარდგენილი იქნა გარდაცვალებისა და დაზღვეული სესხების დაფარვისთვის საჭირო დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციას დაემატა სამკვიდროს მიღების მოწმობა მას შემდეგ, რაც ნოტარიუსის მიე-- მოხდა მისი გაცემა. წარდგენილი დოკუმენტები, ბანკის მიე-- მეილზე გაგზავნილი იქნა სადაზღვევო კომპა--აში, საიდანაც მოხდა ვლ-----ე-- ტო------ის დაზღვეული სესხების დაფარვა. კე--ძოდ, ვლ-----ე-- ტო------ეს სს თ----------ში ჰქონდა ორი სწრაფი სამომხმარებლო სესხი, რომელთა ნაშთი მისი გარდაცვალების მომენტისათვის შეადგენდა 4618.7 ლარს და 1489.58 ლარს. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო მოვალის სიცოცხლის დაზღვევა, შესაბამისად მემკვიდრის მხრიდან მოვალის გარდაცვალების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ, გარკვეული პროცედურების გავლით, აღნიშნული ვალდებულებები დაიფარა.

 

კრედიტორმა მოვალის გარდაცვალების თაობაზე იცოდა მისი გარდაცვალებიდან 1-2 კვირის ვადაში. თუმცა მოსარჩელეს არ მიუმართავს მოპასუხისთვის ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. არც ნოტარიუსთან წარუდგენია პრეტენზია გარდაცვლილის მხრიდან ვალდებულების შესრულების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც კრედიტორისთვის ცნობილი იყო როგორც სამკვიდროს მმართველის ვინაობა, ასევე ნოტარიუსის შესახებ, რომელიც სამემკვიდრეო საქმეს აწარმოებდა.

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს მეორე მოთხოვნის ნაწილშიც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 9 აგვისტოს სს თ----------ს და ვლ-----ე-- ტო------ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი ე--თგული 2000 ლარია-- საკრედიტო ლიმიტით. 2018 წლის 14 მარტს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლო ჯამში მსესხებლის მიე-- ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 3984.42 ლარი. საპროცენტო განაკვეთი გა--საზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ე--თი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს თ----------ის ბანკომატით ათვისების და ე--თი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი, რომელსაც ემატება პირგასამტეხლო ძირითადი თანხის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მხარეებს შორის არსებული ურთიე--თობა წესრიგდება სს თ----------ის ოფიციალურ ვებ-გვე--დზე განთავსებული ფიზიკური პირის საბანკო ოპე--აციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ (ს.ფ 24-26)

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 27-32)

- ფიზიკური პირის საბანკო ოპე--აციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 47-63)

 

3.1.2. 2018 წლის 18 აპრილს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა ე--თგული ბარათი 2000 ლარია-- საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი გა--საზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ე--თი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს თ----------ის ბანკომატით ათვისების და ე--თი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 1 ლარი და დავალიანების 1%. მხარეებს შორის არსებული ურთიე--თობა წესრიგდება სს თ----------ის ოფიციალურ ვებ-გვე--დზე განთავსებული ფიზიკური პირის საბანკო ოპე--აციების წარმოების შესახებ ხელშეკრულებით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- განაცხადი საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ (ს.ფ 41-42)

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 43-46)

- ფიზიკური პირის საბანკო ოპე--აციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 47-63)

 

3.1.3. ვლ-----ე-- ტო------ე გარდაიცვალა 2018 წლის 17 ივლისს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ 124)

 

3.1.4. დადგენილია, რომ მსესხებლის გარდაცვალების შემდგომ 2017 წლის 9 აგვისტოს და 2018 წლის 18 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდი----ე ვალდებულება არ შესრულებულა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- ვლ-----ე-- ტო------ის საბანკო ამონაწე--ი (ს.ფ 34-40)

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2019 წლის 11 ივლისის მდგომარეობით დი----ა ტო------ეს, როგორც ვლ-----ე-- ტო------ის უფლებამონაცვლეს 2017 წლის 9 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდი----ე ე--იცხება დავალიანება - 7570.22 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3984.42 ლარი, პროცენტი - 1461.12 ლარი, პირგასამტეხლო - 2124.68 ლარი;

 

ხოლო 2019 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, დი----ა ტო------ეს, როგორც ვლ-----ე-- ტო------ის უფლებამონაცვლეს 2018 წლის 18 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდი----ე ე--იცხება დავალიანება - 3332.92 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1800.1 ლარი, პროცენტი - 564.58 ლარი, პირგასამტეხლო - 968.13 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- გადახდების ისტორია (ს.ფ 33)

 

3.1.6. 2018 წლის 24 ივლისს ნოტარიუს ნა-- ბა-------ის მიე-- გაცემულია „სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა“, რომლითაც დასტურდება, რომ დი----ა ტო------ე არის ვლ-----ე-- ტო------ის პირველი რიგის მემკვიდრე - მეუღლე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობის გაცემა (ს.ფ 67-68)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სს „თ----------ს“ მსესხებლის ვლ-----ე-- ტო------ის მემკვიდრეებისათვის სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ექვს თვიან ვადაში მოთხოვა არ წარუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლს. შესაბამისად, უნდა დადგინდეს აღნიშნული ნორმის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი განსაზღვრავს კრედიტორების მოთხოვნის წარდგენის წესს და ვადას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიე-- მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით მათთვის ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა უცნობი იყო სავარაუდო მემკვიდრის ვინაობა, ვინაიდან არ იყო გაცემული სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელე მხარე ელოდებოდა მემკვიდრის მხრიდან აქტივის მიღებას და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას. შესაბამისად, იმ დროისთვის არ არსებობდა პრეტენზიის წარდგენის წინაპირობები.

 

მსესხებელი ვლ-----ე-- ტო------ე გარდაიცვალა 2018 წლის 17 ივლისს. შესაბამისად, ამავე დღეს გაიხსნა სამკვიდრო (სსკ 1319-ე, 1320-ე მუხლები).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1421-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდე--ძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიე-- სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

 

თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის საკმარისია მხოლოდ ე--თი პირის – მემკვიდრის მიე-- გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე.

 

დადგენილია გარემოებაა, რომ ვლ-----ე-- ტო------ის მემკვიდრეს წარმოადგენს მეუღლე დი----ა ტო------ე, რომელმაც 2018 წლის 24 ივლისს ნოტარიუს ნა-- ბა-------ის სანოტარო ბიუროში წარადგინა სამკვიდროს მიღების/სამკვიდროს მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება. ამდენად, სსკ 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენა სანოტარო ბიუროში ნიშნავს დი----ა ტო------ის მიე-- მამკვიდრებლის, 2018 წლის 17 ივლისს გარდაცვლილი ვლ-----ე-- ტო------ის „მამკვიდრებლის“ სამკვიდროს მიღებას.

 

სასამართლომ კვლავ განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ექვსთვია-- ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიე-- უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტა--ს ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოაღნიშნული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდი----ე, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ექვსთვია-- ვადის ათვლა.

 

მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა, ამავე ნორმის მიხედვით, კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს. ამდენად, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვია-- ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არ არის. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ასევე, უნდა იცოდნენ იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიე-- სამკვიდროს მიღების ორგზას ადგენს, კე--ძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორებისათვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში უნდა წარუდგინონ. ამასთან, შესაძლებელია, კრედიტორებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის თაობაზე მამკვიდრებლის გარდაცვალების დღესვე, მაგრამ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა შესახებ მათ ვე-- შეიტყონ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვს თვეში, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე ნოტარიუსს განცხადებით მიმართავს სსკ-ის 1424-ე მუხლით დადგენილი ექვსთვია-- ვადის ბოლო დღეს, ან კრედიტორისათვის არაა ცნობილი იმ ფაქტების თაობაზე, რომლებიც მემკვიდრის მიე-- ამავე ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას ადასტურებს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორებისათვის ცნობილი ხდება მემკვიდრეთა მიე-- სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. ასეთ შემთხვევაში, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიე-- სამკვიდროს მიღების თაობაზე.

 

მოპასუხის განმარტებით, კრედიტორისთვის მსესხებლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი იყო მისი გარდაცვალებიდან 1-2 კვირის ვადაში. კე--ძოდ, ვლ-----ე-- ტო------ე გარდაიცვალა 2018 წლის 17 ივლისს, რის შესახებაც მოსარჩელეს ეცნობა 2018 წლის 23 ივლისს, სადაც წარდგენილი იქნა გარდაცვალებისა და დაზღვეული სესხების დაფარვისთვის საჭირო დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციას დაემატა სამკვიდროს მიღების მოწმობა მას შემდეგ, რაც ნოტარიუსის მიე-- მოხდა მისი გაცემა. წარდგენილი დოკუმენტები, ბანკის მიე-- მეილზე გაგზავნილი იქნა სადაზღვევო კომპა--აში, საიდანაც მოხდა ვლ-----ე-- ტო------ის დაზღვეული სესხების დაფარვა.

 

საქმეში წარმოდგენილია სესხის გადახდის ისტორიები, რომელიც ადასტურებს, რომ ვლ-----ე-- ტო------ეს სს თ----------ში გააჩნდა ორი სწრაფი სამომხმარებლო სესხი. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო მოვალის სიცოცხლის დაზღვევა, შესაბამისად მემკვიდრის მხრიდან მოვალის გარდაცვალების თაობაზე შეტყობინების მიღების შემდეგ, გარკვეული პროცედურების გავლით, აღნიშნული ვალდებულებები დაიფარა.

 

2019 წლის 25 სექტემბე--ს სს თ----------ის ნაძალადევის ფილიალის მიე-- გაცემული ცნობის მიხედვით, ვლ-----ე-- ტო------ის სესხები დაიხურა დაზღვევის მიე-- ჩარიცხული თანხების საფუძველზე 2018 წლის 24 აგვისტოს.

 

ნოტარიუს ნა-- ბა-------ის მიე-- 2019 წლის 12 სექტემბე--ს გაცემული წე--ილიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 12 სექტემბრის მდგომარეობით მამკვიდრებლის - 2018 წლის 17 ივლისს გარდაცვლილი ვლ-----ე-- ტო------ის კრედიტორებს წე--ილობითი განცხადებით, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ არ მიუმართავთ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად კრედიტორმა მოთხოვნა უნდა წარუდგინოს მემკვიდრეს. შესაბამისად, კრედიტორისათვის უნდა იყოს ცნობილი მემკვიდრის ვინაობა. ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები უდავოდ მოწმობს, რომ მსესხებლის გარდაცვალებიდან მაქსიმუმ ე--თი თვის ვადაში ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების და მით უფრო მამკვიდრებლის სავარაუდო მემკვიდრის შესახებ, რომლის მიე-- წარდგენილი დოკუმენტაციის შემდგომ სადაზღვევო კომპა--ის მხრიდან დაფარული იქნა ვლ-----ე-- ტო------ის სხვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდი----ე ვალდებულებები.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე განმარტა -,,პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიე-- ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წე--ილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კე--ძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ («სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი). (იხ. სუსგ საქმე #ას-171-160-2017, 18 აპრილი 2017წ.).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიე-- დადგენილია, რომ სს თ----------ისთვის მსესხებლის გარდაცვალების შესახებ ყველაზე გვია-- დროისათვის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით ცნობილი იქნებოდა 2018 წლის 24 აგვისტოდან. აღნიშნული თარიღიდან 6 თვის ვადაში, ანუ 2019 წლის 24 თებე--ვალამდე კრედიტორს უნდა მიემართა ნებისმიე--ი ნოტარიუსისათვის გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, რაც კრედიტორს არ განუხორციელებია. შესაბამისად, კრედიტორმა პრეტენზიის (მოთხოვნის) წარდგენის ექვსთვია-- ვადა გაუშვა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობის გაცემა (ს.ფ 67-68)

- სს თ----------ის მიე-- გაცემული ცნობა

- ნოტარიუს ნა-- ბა-------ის მომართვის პასუხი

- სესხის დაფარვის ისტორები

- 2018 წლის 5 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულება

- ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 1421-ე, 1424-ე, 1487-ე, 1488-ე, 1499-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლია-- კრედიტი სესხის ფორმით.

 

სს „თ----------სა“ და ვლ-----ე-- ტო------ეს შორის ვალდებულებითი ურთიე--თობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდი----ე. ბანკმა მსესხებელზე გასცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, საპროცენტო სარგებლისა და ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობებით, სკ-ის 867-ე, 868-ე, 417-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად.

 

დადგენილი გარემოებაა, რომ მსესხებლის გარდაცვალების შედეგად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მემკვიდრეების მიე-- არ შესრულდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად, მოვალის გარდაცვალება მისი მემკვიდრეებისათვის წარმოშობს ვალდებულებას შეატყობინოს კრედიტორებს მოვალის გარდაცვალების შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. შეტყობინების ვალდებულება თავის მხრივ წარმოშობს შემდგომში კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვალდებულებას დადგენილ ვადაში. აღსა--შნავია, რომ სკ-ის 1487-ე მუხლი არ მოითხოვს კრედიტორის შეტყობინებას წე--ილობითი ფორმით.

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვია-- ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიე-- მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტა--ს ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო პალატამ არაე--თ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე” (იხ. სუსგ-ები: №ას-143-136-2010, 07.10.2010წ; №ას-968-1269-2007, 22.02.2008წ.) - # ას-171-160-2017, 18.04.17 წ.

 

განსახილველ შემთხვევაში კრედიტორის მოთხოვნის წარდგენის ვადა უნდა აითვალოს ყველაზე გვია-- თარიღიდან 2018 წლის 24 აგვისტოდან, საიდანაც 6 თვის განმავლობაში კრედიტორს უნდა მიემართა ნებისმიე--ი ნოტარიუსისთვის გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, რაც კრედიტორს სს „თ----------ს“ არ განუხორციელებია. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან უდავოდ დგინდება, რომ ბანკისთვის ცნობილი იყო სავარაუდო მემკვიდრის შესახებ, რომლის მიმართაც ასევე არ წარუდგენია მოთხოვნა, კანონით განსაზღვრულ ვადაში. შესაბამისად, კრედიტორის მიე-- პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ექვსთვია-- ვადა გაშვებული იქნა, რაც სსკ-ის 1488-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, უსაფუძვლოა მეორე სასარჩელო მოთხოვნაც იურიდიული ინტე--ესის არ არსებობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიე-- გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიე-- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 ოქტომბრის სასამართლო სხდომის საოქმო განჩინებით მოსარჩელე სს „თიბისი ბანკი“-ს წარმომადგენლის ნოდარ ზარქუას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სს „თიბისი ბანკი“-ს სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 09 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 2118 ლარისა და 2018 წლის 18 აპრილის ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 968.13 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში დარჩა განუხილველი, შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნის ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 89.58 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „თ----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სს „თ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 15/07/2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (514.33 ლარი ) 89.58 ლარი, საგადასახადო დავალება N38.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი