გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210119003075682
N2/543-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.10.2019 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე- სს ,,თ---------კი",მოსარჩელის წარმომადგენელი- სა-–-------–----–-ილი
მოპასუხე- ალ----------–-–--ლი (გე------------–-–-ილის უფლებამონაცვლე)
დავის საგანი:თანხის დაკისრება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს ალ----------–-–--ლს სს თ---------კის სასარგებლოდ დავალიანების -5517.72 ლარის გადახდა (ძირი თანხა არის-3951.55 ლარი, პორიცენტი-1066.17 ლარი, ჯარიმა-500 ლარი.
1.2. დაეკისროს ალ----------–-–--ლს სს თ---------კის სასარგებლოდ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 26 ივნისიდან) 2017 წლის 14 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-3951.55 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36%-ი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს-118.54 ლარს.
მოსარჩელე ორგანიზაციის-სს თ---------კის წარმომადგენლის-სა-–-------–----–-ილის განმარტებით 2017 წლის 14 იანვარს სს თ---------კსა ბანკსა და გე------------–-–-ილს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება 1000 ლარიანი ლიმიტით. 2018 წლის 13 თებერვალს მოხდა საკრედიტო ლიმიტის გაზრდა და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 3951.55 ლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და 0.5%-ი ყოველ ვადაგადიცებულ დღეზე. 2019 წლის 26 მაისის მდგომარეობით დავალიანება შეადგენს -9240 .95 ლარს, საიდანაც სესხის ძირია-3951.55 ლარი, პროცენტი-1066.17 ლარი და შემცირებული ჯარიმა -4223.23 ლარი. მსესხებელი გე------------–-–-ილი გარდაიცვალა 2018 წლის 19 აგვისტოს 2019 წლის 20 ივნისს გაიცა სამკვიდრო მსესხებლის პირველი რიგის მემკვიდრე ალ----------–-–--ლზე.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგემლმა შეამცირა პირგასამტეხლო 500 ლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ალ----------–-–--ლმა განმარტა, რომ მას არ უნდა დაეკისროს მამის ვალის გადახდა. ავარიის შედეგად მისი მეუღლეც დაზარალდა, ყავს ორი არასრულწლოვანი შვილი და მიიჩნევს, რომ გარდაცვლილის ვალი არ უნდა გადაიხადოს შვილმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეშია ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ხელშეკრულება (ს.ფ. 23-39).
3.2.2. საქმეშია საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დადებული 2----–-–---------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
თავსართი (იხ. ს.ფ. 20-22).
3.2.3.საქმეშია ცნობა დავალიანების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ცნობა (ს.ფ 47).
3.2.4. საქმეშია სამკვიდრო მოწმობა ალ----------–-–--ლის მიმართ გე------------–-–-ილის დანაშთ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამკვიდრო მოწმობა 48-52)
3.2.5. საქმეშია ამონაწერები საჯარო რეესტრიდან ალ----------–-–--ლის უძრავ ქონებეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 56-83)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი,საქართველოს კონსტიტუცის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი,,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი,სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 317-ე, მე-400, 402-403-ე, 867-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მეშვეობით. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.
როგორც დადგენილია სს თ---------კმა თავისი შესაძლო დარღვეული უფლების დასაცავად მიმართა სასამართლო 2019 წლის 2 ივლისს .
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივეულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომელმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტილება გამოიწვია.
ასევე ქართული სამოქალაქო საპროცესი კანონმდებლობა არაერთი ნორმით ადგენს სასამართლოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი პოზიცია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
მოცემულ დავასთან მიმართებაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის-სს თ---------კის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის `ა~ პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის `ბ~ პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
როგორც დადგენილია მსეხებლის-გოჩა შაინიძის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
6.7. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მსესხებელს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.
დადგენილია, რომ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დადებულია 2017 წლის 14 იანვარს სს თ---------კსა და გე------------–-–-ილს შორის (იხ. პუნქტი 3.2.2).
საქმეში წარმოდგენილია სამკვიდრო მოწმობა ალ----------–-–--ლის მიმართ გე------------–-–-ილის დანაშთ ქონებაზე (იხ. პუნქტი 3.2.4).
საქართველოს სკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, თუმცა მიდგომა ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით განსხვავებულია, რაც განპიროპობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვითი უნარიანობის მაღალი ხარისხით, რაც ყველა შემთხვევაში, ფულს სარგებლის მოტანის უნარს ანიჭებს. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და, სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას. მიუღებელი შემოსავალი არის ის თანხა, რასაც კრედიტორი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ანუ ამგვარი ზიანის მოთხოვნის უფლებას კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება წარმოუშობს. მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად არ გადაუხადა სესხად მიღებული თანხა, ლოგიკურად, სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მას.
განსახილველ შემთხვევაში გარდაცვლილია მოვალე-გე------------–-–-ილი, ხოლო მისი სამართალმემკვიდრე არის მისი შვილი ალ----------–-–--ლი, რომელიც არის ვალდებული მიღებული აქტივის ფარგლებში დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის-გე------------–-–-ილის კრედიტორთა ინტერესი.
6.8. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგაამტეხლოს გადახდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შესახებ მხარეები შეთანხმებული იყვნენ (იხ. ხელშეკრულებები).
6.19 სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წინაშე არსებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის არამართლზომიერი და იგი უნდა შემცირდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახ. ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ ცნო სარჩელი, შესაბამისად მოსარჩელე ორგანიზაციას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი თანხა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------–---- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისიძება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 49-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს თ---------კის სარცელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაეკისროს ალ----------–-–--ლს სს თ---------კის სასარგებლოდ დავალიანების -5067.72 ლარის გადახდა (ძირი თანხა არის-39051.55 ლარი, პორიცენტი-1066.17 ლარი, ჯარიმა-50 ლარი).
1.2. დაეკისროს ალ----------–-–--ლს სს თ---------კის სასარგებლოდ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2019 წლის 26 ივნისიდან) 2017 წლის 14 იანვრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-3951.55 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 18%-ი სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59.27 ლარს.
2. სახ. ბაჟის თანხა -405.25 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მოსარჩელე ორგანიზაციას სს თ---------კს შემდეგი ანგარიშიდან: სახელმწიფო ხაზინა, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი 300903150, საგადახდო დავალება №4, ბანკის კოდი - TRESGE22, თარიღი 27.06.2019 წ.
2.1. დაეკისროს ალ----------–-–--ლს სს თ---------კის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების თანხა 500 ლარის ოდენობით და საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური-120 ლარის ოდენობით.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------–---- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინა კიკნაძე