გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
6112100-900-1531-9
N2/424-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23.10.20-9 წ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რა-ონული სასამართლო
მოსამართლე ჯემალ კოპალიანი
სხდომის მდივანი ცაცა ებ---ლიძე
მოსარჩელე მა----ე ტრ-----ე(დასწრების გარეშე)
მოსარჩელეს წარმომადგენელი ნა---ა ქა----ა
მოპასუხე აბ---მ შა--------ი (დასწრების გარეშე)
წარმომადგენელი გო------ი ხა------–---–ი, არ--–-ნ ეფ---------ი
დავის საგანი: სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს მა-ა ლა------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი 16------- სარგებლის 1409.79 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება იყო სარგებლიანი, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა სარგებელი ყოველთვიურად და თუ დარღვეული იქნებოდა ხელშეკრულების პირობები, მოსარჩელეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო. მოსარჩელესათვის ცნობილი იყო უფლების დათმობის და თანხის დაბრუნების შესახებ.
მოსარჩელეს მიერ არ ყოფილა გადახდილი არცერთი თეთრი არც ძირის და არც სარგებლის დასაფარად. ნოტარიუსისი მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი გაცემულია დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და არ არსებობს მისი ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20-5 წლის 12 აგვისტოს მოსარჩელე მა----ე ტრ-----ესა და არ--–-მ ეფ---------ს შორის და-დო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება
3.1.2. იპოთეკით და-ტვირთა მა----ე ტრ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.თბ--–--ი, უზ----------, საცხოვრებელი ფართი ს--------–-----–-------------–---------, შენობა N27, ანტრესოლი. მიწის ს/კოდი 0-.1-.0-.0-2.0--.0-.0--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება
3.1.3. იპოთეკარმა მოთხოვნა დაუთმო აბ---მ შა--------ს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- წესია/მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგების დამოწმების ხელშეკრულება
3.1.4. ნოტარიუს მა-ა ლა------–---–ის მიერ 20-6 წლის 13 აპრილს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი N16-------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სააღსრულებო ფურცელი N16-------
3.1.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს თბ--–--ის სააღსრულებო ბიუროში, ნოტარიუს მა-ა ლა------–---–ის მიერ 20-6 წლის 13 აპრილს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N16------- მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება A16-----8
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- თბ--–--ის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ გაცემული ცნობა N59179
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მა----ე ტრ-----ემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური სარგებელი 3.3% 6 თვის განმავლობაში გადა-ხადა სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 10--ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინა-დან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბ---დაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე, 317-ე 623-625-ე, 286-ე, 319-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რა-მე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან).
ამდენად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს - ორი ან მეტი პირის შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რაც გამოიხატება ხელშემკვრელი მხარეების მზაობაში - დათმონ საკუთარი თავისუფლების ან ქონების ნაწილი ე.ი. ორმხრივად შეიბოჭონ თავი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
აღნიშნული ნორმა განამტკიცებს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, რომლის საფუძველზე, მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება ან გა-თვალისწინონ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა, რომელიც კანონით არ არის პირდაპირ გათვალისწინებული, მაგრამ კანონს არ ეწინააღმდეგება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა განსაზღვრეს სესხის ხელშეკრულების პირობები, მათ შორის საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლოს ოდენობა, მოსარჩელე ხელშეკრულების აღნიშნულ პირობას დაეთანხმა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 20-5 წლის 12 აგვისტოს მა----ე ტრ-----ესა და არ--–-ნ ეფ---------ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც არ--–-ნ ეფ---------მა მა----ე ტრ-----ეს გადასცა 10680 აშშ დოლარი, სესხი სარგებლიანი იყო - თვეში სესხის ძირი თანხის 3.3%-ს დარიცხვით. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით და-ტვირთა მა----ე ტრ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ.თბ--–--ი, უზ----------, საცხოვრებელი ფართი ს--------–-----–-------------–---------, შენობა N27, ანტრესოლი. მიწის ს/კოდი 0-.1-.0-.0-2.0--.0-.0--
მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ის გარემოება, რომ მა----ე ტრ-----ემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური სარგებელი 3.3% 6 თვის განმავლობაში გადა-ხადა სრულად წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
დადგენილია, რომ იპოთეკარმა არ--–-ნ ეფ---------მა მოთხოვნა დაუთმო აბ---მ შა--------ს. მოსარჩელეს მიერ არ ყოფილა წარმოდეგნილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მან 6 თვის განმავლობაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი გადაუხადა რომელიმე მათგანს. ამასთან, ხელშეკრულებაში არც წერილობითი და არც ზეპირსიტყვიერად არ შესულა რა-მე სახის ცვლილება ვალდებულების შემსრულებელი პირის ნაწილში ან მოვალის ნაწილში, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მოვალე პირს წარმოადგენს მა----ე ტრ-----ე.
შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს მა-ა ლა------–---–ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი 16------- სარგებლის 1409.79 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:
ნოტარიუსმა მა-ა ლა------–---–მა 20-6 წლის 13 აპრილს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და საქართველოს კანონის ნოტარიატის შესახებ საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებისა და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით დგინდება, რომ სააღსრულებო ფურცელი გაცემულია კანონით დადგენილი წესით, მა----ე ტრ-----ის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 124.54 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად,მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ვინა-დან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე არ არის ვალდებული მოსარჩელეს აუნაზღაუროს პროცესის ხარჯები.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
გაუქმდეს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს 20-9 წლის 20 აგვისტოს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა, რომლითაც შეჩერებული იქნა ნოტარიუს მა-ა ლა------–---–ის მიერ 20-6 წლის 12 აპრილს გაცემული №16------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (N A16-----8).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 197-ე 248-250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა----ა ტრ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩა-თვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. გაუქმდეს ბოლნისის რა-ონული სასამართლოს 20-9 წლის 20 აგვისტოს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა, რომლითაც შეჩერებული იქნა ნოტარიუს მა-ა ლა------–---–ის მიერ 20-6 წლის 12 აპრილს გაცემული №16------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (N A16-----8).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რა-ონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რა-ონულ სასამართლოში და ჩა-ბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა და-წყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ჯემალ კოპალიანი