გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310019003120209
საქმე #3/26-19 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22.10. 2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე - მა-–----- ბი–--ე
წარმომადგენელი: თ-- მე-----–-–---–ი
მოპასუხე - ს.ს.ი.პ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ---- ჩი---–--ე, გი------ ცა--–---
მოპასუხე- ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი: მა----- ბა-------ე
მესამე პირი: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს
წარმომადგენელი : მი------- კი------ე
დავის საგანი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2019 წლის 28 ი------ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N3-- განკარგულება;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 01 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება.
1.3.მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელში მიუთითებს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის (შემდგომში კომისია) მიერ 2019 წლის 06 ი----- N3-- განკარგულებით მა-–---- ბი–--ეს საკუთრების უფლებით გადაეცა ჭიათურა, სოფელ თ---–-----–- მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 266 კვ,მ მიწის ნაკვეთი, მასზედ განლაგებული შენობა ნაგებობით 01 განაშენიანების ფართობი 163 კვ.მ .
მოსარჩელის განმარტებით 2019 წლის 28 ი----- მიღებულ იქნა N 3-- განკარგულება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 2019 წლის 05 ი--–--- ჩატარებულ კომისიის სხდომაზე მიღებული N3---ე გადაწყვეტილებით მა-–---- ბი–--ის საკუთრებაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2019 წლის 11 ი------ 3---ე გადაწყვეტილება, მა-–---- ბი–--ის გაცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან და ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობა N 2--.
აღნიშნულის საფუძველზე 2019 წლის 01 ი--–--- საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება N N8------------03. რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება N 8----------- რომლითაც მა-–---- ბი–--ის საკუთრება იყო რეგისტრირებული.
ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ ერთი წერილის საფუძველზე. მოცემულ საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება, არ მოუსმენიათ მხარის ახსნა განმარტება არ გამოუკვლევია გარემოებები. მა-–----- ბი–--ე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ სადაო აქტები კანონით დადგენილი წესითაა მიღებული. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით მა-–---- ბი–--ეს საკუთრების უფლებით გადაეცა ჭიათურა, სოფელ თ---–-----–- მდებარე უძრავი ქონება, თუმცა 2019 წლის 28 ი----- N13/----- წერილით მომართა კომისიას ს.ს.ი.პ. ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთის - რაჭა- ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრმა, სადაც მიუთითა, რომ არ ყოფილა გამოკვლეული მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა - ნაგებობის ფაქტი. ამავე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით კოლმეურნეობის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საზოგადოებრივი ნაგებობით დატვირთულ არასასოფლო სამეურნეო კატეგორიის მიწის ნაკვეთს. ამ შემთხვევაში უნდა გამოკვლეულიყო რამდენად დგინდება შენობა-ნაგებობის მა-–---- ბი–--ის მიერ აშენების ფაქტი. მოპასუხე მიუთითებს, რომ აღნიშნული წერილის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 2019 წლის 06 ი----- N3-- განკარგულება. მოპასუხე თვლის, რომ ძალაში უნდა დარჩეს კომისიის 2019 წლის 28 ი------ N 3-- განკარგულება.
2.2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 ი------ N8------------13 გადაწყვეტილებით კანონით დადგენილი წესით განხორციელდა მა-–---- ბი–--ის სახელზე უძრავი ნივთის საკუთრების რეგისტრაცია კომისიის განკარგულებისა და საკუთრების უფლების N2-- მოწმობის საფუძველზე. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 28 ი------ წერილის, კომისიის 2019 წლის 28 ი------ N3-- განკარგულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის მიერ მიღებული იქნა 2019 წლის 01 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2019 წლის 12 ი------ N 8------------13 გადაწყვეტილება. მოპასუხეს მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია კანონით დადგენილი წესით.
3.მესამე პირის პოზიცია
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) წარმომადგენელი განმარტავს, რომ სარჩელს არ ცნობს. მიაჩნია, რომ სადაო გადაწყვეტილებები მიღებულია კანონით დადგენილი წესით, რადგან 2019 წლის 28 ი------ N 13/----- წერილში სრულიად ასახული იყო ის ფაქტები , რის გამოც ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი კომისიის 2019 წლის 11 ი------ N3---ე გადაწყვეტილება და საკუთრების მოწმობა.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
დავის ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2019 წლის 06 ი----- მიღებული იქნა N3-- განკარგულება, რომლითაც მიღებული განკარგულებით მა-–---- ბი–--ეს საკუთრების უფლებით გადაეცა ჭიათურა, სოფელ თ---–-----–- მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 266 კვ,მ მიწის ნაკვეთი, მასზედ განლაგებული შენობა ნაგებობით N01 განაშენიანების ფართობი 163 კვ.მ . მოცემული განკარგულების საფუძველზე 2019 წლის 06 ი----- გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობა N2--.
დადგენილია, რომ კომისიის მიერ 2019 წლის 11 ი----- N3-- განკარგულებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კომისიის მიერ 2019 წლის 06 ი----- მიღებული N3-- განკარგულება და ამავე განკარგულებით მა-–---- ბი–--ეს საკუთრების უფლებით გადაეცა ჭიათურა, სოფელ თ---–-----–- მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 266 კვ,მ მიწის ნაკვეთი, მასზედ განლაგებული შენობა ნაგებობით N01 განაშენიანების ფართობი 163 კვ.მ . 2019 წლის 10 ი----- კომისიის მიერ გაცემულია საკუთრების უფლების მოწმობა N2-- იგივე უძრავ ნივთზე
2019 წლის 12 ი----- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კომისიის თავმჯდომარის მიერ გაეგზავნა მითითებული საკუთრების მოწმობა და გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12 ი------ N8----------- -13 გადაწყვეტილების საფუძველზე მოცემული უძრავი ნივთი გატარდა რეგისტრაციაში მა-–---- ბი–--ის საკუთრებაში.
რეესტრის ამონაწერის მიხედვით რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 2019 წლის 10 ი------ N2-- საკუთრების მოწმობა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განკარგულება (ს.ფ.12)
- საკუთრების უფლების მოწმობა(ს.ფ.221)
- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.62)
--2019 წლის 10 ი------ საკუთრების უფლების მოწმობა(ს.ფ.16)
- კომისიის N3-- განკარგულება (ს.ფ.84)
- საჯარო რეესტრის 2019 წლის 12 ი------ გადაწყვეტილება(ს.ფ.73)
- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.2 დადგენილია, რომ 2019 წლის 28 ი------ N 13/----- წერილით კომისიას მიმართა სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრმა. წერილში მითითებულია, რომ 2019 წლის 11 ი------ N3-- განკარგულების მიღებისას საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა სრულად გამოკვლეული თვითნებურად დაკავებული შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით. როგორც გაირკვა ჭიათურის რაიონის თვ--–------- კოლმეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საზოგადოებრივი ნაგებობით დატვირთულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს და შესაბამისად უნდა მოკვლეულიყო რამდენად დგინდება განმცხადებლის მიერ შენობა-ნაგებობის აშენების ფაქტი. როგორც სოფლის რწმუნებულის ახსნა განმარტებითაა ცნობილი მას დადასტურებული აშენების ფაქტი რაც ეწინააღმდეგება „ ფიზიკურ და კერძო სამართლის იურდიულის პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ “ კანონის მიზანს რომლის თანახმად თვითნებურად დაკავების ფაქტი უნდა დადგინდეს არა შენობა- ნაგებობაზე, არამედ მიწის ნაკვეთზე, რადგან კანონის თანახმად საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის საფუძველზე წერილის ავტორი ითხოვს ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2019 წლის 11 ი------ N 3-- გადაწყვეტილება მოქალაქე მა-–---- ბი–--ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ. საკუთრების უფლების მოწმობა N2--. შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილება გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. წარმოდგენილი წერილის თანახმად წერილის ავტორი მიუთითებს, რომ შენობა მას აუშენებია და შესაბამისად მიწის ნაკვეთსაც ვერ დაიკავებდა თვითნებურად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ს.ფ.47)
- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.3. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტი მერიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2019 წლის 28 ი----- N 3-- განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2019 წლის 11 ი------ N 3---ე განკარგულება მა-–---- ბი–--ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ და N 2-- საკუთრების უფლების მოწმობა. განკარგულებაში N3---ე განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ თვ--–------- კოლმეურნების 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საზოგადოებრივი ნაგებობით დატვირთულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს და შესაბამისად უნდა მოკვლეულიყო რამდენად დგინდება განმცხადებლის მიერ შენობა-ნაგებობის აშენების ფაქტი.
დადგენილია, რომ აღნიშნული განკარგულების საფუძველზე კომისიის 2019 წლის 01 ივლისის N8------------03. გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 12 ი------ N 8----------- -13 გადაწყვეტილება და იგი აისახა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N3---ე განკარგულება (ს.ფ. 20)
- რეესტრის გადაწყვეტილება (ს.ფ.22)
- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)
3.2.4. მოწმე ა--- ჯა--------- ჩვენებით ეს შენობა წარმოადგენდა კოლმეურნეობის საკუთრებას. ძველი შენობა იყო. კომუნისტების დროს მაღაზია იყო. კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ გადაეცა კოოპერატივს და არა სახელმწიფოს. კოოპერატივის საერთო კრების საფუძველზე ეს შენობა იყიდა რეზო და მა-–---- ბი–--ეებმა. ეს შენობა მა-–----- ბი–--ის აშენებული არ არის, თუმცა ძველი შენობა თავისი სახურავით განახლებული იქნა მის მიერ. მოწმე ლია ხა------მ აღნიშნა, რომ ამ შენობაში ფურნე იყო და 2006 წლიდან პურს ყიდულობდა. კომისიის თავმჯდომარემ თავის ჩვენებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომისიამ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წერილის საფუძველზე ძალადაკარგულად ცნო კომისიის განკარგულება მა-–---- ბი–--ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
-მოწმეთა ჩვენებები (ს.ფ.იხ.ოქმი)
- მხარის ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ მა-–----- ბი–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მფლობელობაში) სარგებლობაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული 2019 წლის 28 ი------ N3-- განკარგულება და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მფლობელობაში) სარგებლობაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის №376 დადგენილება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.A
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. Aამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ხსენებული სამართლებრივი საფუძვლით სარჩელით მოითხოვა სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
6.2. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
6.3. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად კანონი არეგულირებს ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის თვითნებურად დაკავებიდან. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა უკავშირდება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს, კერძოდ მოსარჩელე მა-–---- ბი–--ემ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფელ თ---–-----–- არსებულ 266 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 163 მეტრ კვადრატი შენობა ნაგებობის საკუთრებად აღიარების მოთხოვნით.
6.4. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული,მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
6.5.,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში 2008 წლის 23 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, -აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმდ გ) თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
6.6.ხსენებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით
ხსენებული კანონის მე-51 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.
6.7. დადგენილია, რომ კომისიის მიერ 2019 წლის 11 ი----- N3-- განკარგულებით მა-–---- ბი–--ეს საკუთრების უფლებით გადაეცა ჭიათურა, სოფელ თ---–-----–- მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების 266 კვ,მ მიწის ნაკვეთი, მასზედ განლაგებული შენობა ნაგებობით N01 განაშენიანების ფართობი 163 კვ.მ . 2019 წლის 10 ი----- კომისიის მიერ გაცემულია საკუთრების უფლების მოწმობა N2-- იგივე უძრავ ნივთზე.
2019 წლის 12 ი----- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კომისიის თავმჯდომარის მიერ გაეგზავნა მითითებული საკუთრების მოწმობა და გადაწყვეტილება. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12 ი------ N8----------- -13 გადაწყვეტილების საფუძველზე მოცემული უძრავი ნივთი გატარდა რეგისტრაციაში მა-–---- ბი–--ის საკუთრებაში. რეესტრის ამონაწერის მიხედვით რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია 2019 წლის 10 ი------ N2-- საკუთრების მოწმობა
6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
დადგენილია, რომ 2019 წლის 28 ი------ N 13/----- წერილით კომისიას მიმართა სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მომსახურეობის ცენტრმა . წერილში მითითებულია, რომ 2019 წლის 11 ი------ N3-- განკარგულების მიღებისას საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ არ ყოფილა სრულად გამოკვლეული თვითნებურად დაკავებული შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის დაკავების ფაქტი და იგი უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით. როგორც გაირკვა ჭიათურის რაიონის თვ--–------- კოლმეურნეობის 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საზოგადოებრივი ნაგებობით დატვირთულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს და შესაბამისად უნდა მოკვლეულიყო რამდენად დგინდება განმცხადებლის მიერ შენობა-ნაგებობის აშენების ფაქტი.
დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტი მერიის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2019 წლის 28 ი----- N 3-- განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2019 წლის 11 ი------ N 3---ე განკარგულება მა-–---- ბი–--ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ და N 2-- საკუთრების უფლების მოწმობა. განკარგულებაში N3---ე განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ თვ--–-------- კოლმეურნების 1987 წლის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა საზოგადოებრივი ნაგებობით დატვირთულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს და შესაბამისად უნდა მოკვლეულიყო რამდენად დგინდება განმცხადებლის მიერ შენობა-ნაგებობის აშენების ფაქტი.
6.9.ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის№376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის (შემდგომში წესი) პირველი მუხლის შესაბამისად ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
6.10.წესის მე-6 მუხლის შესაბამისად კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
კომისია შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 11 წევრისაგან. კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი. კომისია შედგება მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებისგან/მოხელეებისგან. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნონ, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები (მათი თანხმობით), რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ამავე სააგენტოს თანხმობით.
წესის მე-10 მუხლის შესაბამისად კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.11. განსახილველ შეთხვევაში ერთმნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი დათარიღებულია იმ თარიღით-28 ივნისით, რითაც კომისიის მიერ მიღებულიN3---ე განკარგულება. სარჩელის განხილვისას საქმეზე წარმოდგენილი იქნა ისეთი გარემოებები, რომელიც საჭიროებდა შეფასებას და გამორკვევას. გამოკვლევას და დადგენას საჭიროებდა წერილში აღნიშნული შენობის (თუ ასეთი არსებობდა 2007 წლამდე) კუთვნილების ფაქტი , როცა მოწმის ჩვენებით მითითებული იქნა, რომ იმ დროინდელი შენობა ჯერ კოლმეურნეობის, ხოლო შემდეგ სამეწარმეო იურიდიული პირის-კოოპერატივის საკუთრება იყო. დასადგენია თუ მართლაც ხსენებული ინფორმაცია სწორია მართლაც გადაეცა თუ არა აღნიშნული შენობა რეორგანიზაციის შემდეგ კერძო სუბიექტს. ასევე სასამართლო მიაქცევს ყურადღებას იმ ფაქტსაც, რომ სათანადოდ არ არის გამორკვეული შენობით დაკავებული მიწაზე აღნიშნული შენობის აშენების ფაქტი. სასამართლო თვლის , რომ კომისიის მიერ სადაო გადაწყვეტილების მიღებისას გამოკვლეული არ არის კანონიერი ნდობის საკითხი.
6.12.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.
ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
6.13.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. განსახილველ შემთხვევაში მხარეები მოწვეულნი არ ყოფილან კანონით დადგენილი წესით. მხარეს არ მიეცა საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა სააგენტოს წერილთან დაკავშირებით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
6.14.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუყენებია ზ.ა.კ.-ის 98-ე მუხლში მითითებული ღონისძიებები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადა განკარგულება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
6.15.საქართველო ს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
6.16.აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მფლობელობაში) სარგებლობაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული 2019 წლის 28 ი------ N3-- განკარგულება და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მფლობელობაში) სარგებლობაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. ამასთან სასამართლო თვლის, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საჯარო რეესტრის მიერ კანონით დადგენილი წესითაა მიღებული გადაწყვეტილება კომისიის განკარგულების საფუძველზე.
6.17.კომისიამ კანონით დადგენილი წესით უნდა ჩაატაროს სხდომა, მოიწვიოს მხარეები, მოისმინოს მოსაზრებები, გამოიკვლიოს და შეაფასოს საკუთრებად აღიარებული მიწის ნაკვეთზე შენობის არსებობის , აშენების და რეკონსტრუქციის ფაქტები, ასევე გამოიკვლიოს და შეაფასოს მიწის ნაკვეთის მფლობელობის ფაქტი ადრეულ წლებში, გამოიკვლიოს და შეაფასოს კანონიერი ნდობის საკითხი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც შემხებლობაშია აღნიშნულ საკითხთან. აღნიშნულის შემდგომ კომისიის მიერ მიღებული უნდა იქნას კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი.
6.18. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.19.ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესი წარიმართება დისპოზიციურობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც თავისი შინაარსით მოითხოვს, რომ საქმის განხილვა უნდა წარიმართოს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციით წარმართონ და დაასაბუთონ თავიანთი პოზიციები და ამავე დროს, ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, არ უგულებელყონ საჯარო ინტერესი. აღნიშნული ფუნდამენტალური პრინციპების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, რომელსაც ეფუძნება, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით მოწესრიგებული ადმინისტრაციული წარმოება, რომლის მიხედვითაც, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, ყველა პირი უფლებამოსილია სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, საქმე აწარმოოს სასამართლოში და დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
7.2.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
7.3.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი-100 ლარი, ხოლო სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა-–----- ბი–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მფლობელობაში) სარგებლობაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული 2019 წლის 28 ი------ N3-- განკარგულება და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მფლობელობაში) სარგებლობაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ს.ს.ი.პ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს გადასახდელად მა-–---- ბი–--ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი