გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 110210019002963002
№ 2/233-2019 წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე _ ქე-----------–-–---–ი, ლა-----------------–---–ი;
წარმომადგენელი_მა-------------ძე; ქე-----------–-–---–ი (ლა------------------–---–ის წარმომადგენელი);
მოპასუხე_ ავ--------–----------–---–ი;
წარმომადგენელი _ ეთ--------–---ძე
დავის საგანი_ კომლის ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, სამკვიდრო ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
ქე-----------–-–---–ი ცნობილ იქნას პა--–ე და მა------–-–--–-–---–--ის კომლის ქონების 1/4 წილზე მესაკუთრედ, როგორც კომლის წევრი.
ქე-----------–-–---–ი ცნობილ იქნას მესაკუთრედ მშობლების - პა--–ე და მა------–-–--–-–---–--ის სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე.
ლა-----------------–---–ი ცნობილ იქნას მესაკუთრედ მშობლების - პა--–ე და მა------–-–--–-–---–--ის სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე.
სარჩელის გარემოებები:
მოსარჩელეები ქე-----------–-–---–ი და ლა-----------------–---–ი არიან აწ. გარდაცვლილი პა--–ე და მა---------–--) წი–--–-–---–--ის შვილები და მემკვიდრეები. სამკვიდროს შეადგენს თერჯოლის რაიონის სოფელ თუ--–ი მდებარე საცხოვრებელი სახლი, ფართით 100 კვ.მ და მიწის ნაკვეთი 0.50 ჰა. საარქივო ცნობის მიხედვით დგინდება, რომ 1991 -1997 წლებში ქე------------–-–---–ი არის კომლის წევრი და მიწის პრივატიზაციის დროს ფიქსირდება როგორც კომლის წევრი. ამდენად, მას სრულიად კანონიერად ეკუთვნის კომლის ქონების 1/4 წილი, ვინაიდან იმ პერიოდში იგი კომლის ოთხი წევრიდან ერთ-ერთი იყო. ქე-----ნ და ლა------ა წი–--–-–---–--ს ჰყავდათ ერთი ძმა ა------–-–--–-–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 1971წელს. ვინაიდან პა--–ე წი–--–-–---–ს არ ჰყავდა სხვა ვაჟი, მისი სურვილი იყო მიწის საბუთებში დაფიქსირებულიყო ა------–-–--–-–---–ის სახელი და გვარი, რაც შემდეგ გადასწორებულია ავ--------------–---–ად, რაც იწვევს ეჭვებს, რომ მოპასუხემ საბუთები გააყალბა, ბაბუის ქონების ხელში ჩაგდების მიზნით. პა--–ე და მა------–-–--–-–---–--ს სამი შვილი დარჩათ, მემკვიდრეები ქ-----, ლა------ა და თ-----ი. ისინი ფაქტობრივად დაეუფლენენ მშობლების დანაშთ ქონებას. თავიდან შეთანხმებულები იყვნენ, რომ ქონება თანაბრად უნდა გაყოფილიყო მემკვიდრეებზე, თუმცა ყველაფერი თ------- მოინდომა თავისი შვილისათვის, ავ--------–----------–---–ისათვის. ავ--------–----------–---–მა საბუთების გაყალბების საშუალებით უკანონოდ დაირეგისტრირა მთელი ქონება და მოსარჩელეები ფაქტობრივად დატოვა მათი კუთვნილი წილის გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ქე-----------–-–---–მა უნდა მიიღოს თავისი კუთვნილი 1/4 წილი, როგორც კომლის წევრმა და ასევე როგორც მემკვიდრემ, სამკვიდროს 1/3 წილი, ხოლო ლა------------------–---–მა, როგორც მემკვიდრემ უნდა მიიღოს თავისი კუთვნილი 1/3 წილი მშობლების სამკვიდროდან.
2.მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის არის პა--–ე წი–--–-–---–ის შვილიშვილი, რომელიც ბაბუამ ჩაწერა თავის კომლში. ბაბუას გარდაეცვალა ერთადერთი ვაჟიშვილი, რომელსაც ავ----- ეძახდნენ და რომლის საპატივცემულოდაც დაარქვეს მას ა---------–-, ხოლო 1986 წელს ბაბუამ ოჯახის მემკვიდრედ და გამგრძელებლად ის ჩაიწერა კომლში. მოსარჩელეები ქ----- და ლა------ა მისი დეიდები არიან. ავ--------–----------–---–ი ბაბუის კომლში ჩაეწერა 1986 წელს და მას შემდეგ მისი კომლის წევრია ბებიასთან და ბაბუასთან ერთად. ბაბუა, პა--–ე წი–--–-–---–ი გარდაიცვალა 1991წელს, ბებიაც ამავე წელს გარდაიცვალა. ამ დროს მიწა სახელმწიფოს საკუთრება იყო და მიწის ნაკვეთები პა--–ე წი–--–-–---–ის სახელზე ვერ იქნებოდა. ბაბუის და ბებიის გარდაცვალების შემდეგ კომლის ერთადერთ წევრად დარჩა ავ--------–----------–---–ი და 1992 წელს, კომლის გაუქმებისას, საკუთრებაში მიიღო კომლის ქონება. მიწის რეფორმის შედეგად კი მას საკუთრებაში გადასცეს მიწის ნაკვეთები. ამდენად, ქე-----------–-–---–ი 1986 წლიდან არ ყოფილა პა--–ე წი–--–-–---–ის კომლის წევრი და მას კომლის ქონების მესაკუთრეობაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. ხოლო ვინაიდან, პა--–ე წი–--–-–---–ის კომლის ბოლო წევრი ისაა, კომლის ქონებაზე სამკვიდრო არ გახსნილა. ამდენად, ამ ნაწილშიც მოსარჩელეთა მოთხოვნები უსაფუძვლოა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მოსარჩელები ქე-----------–-–---–ი და ლა-----------------–---–ი არიან პა--–ე წი–--–-–---–ისა და მა---------–--) წი–--–-–---–ის შვილები, ხოლო მოპასუხე ავ--------–----------–---–ი არის პა--–ე და მა---------–--) წი–--–-–---–ის შვილიშვილი, მათი მესამე ქალიშვილის თ----- წი–--–-–---–ის შვილი და შესაბამისად მოსარჩელეების დისშვილი.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, დაბადების მოწმობებს.
3.2. პა--–ე და მა------–-–--–-–---–--ს ჰყავადათ ასევე ვაჟი ბ---------------- წი–--–-–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 1971 წელს, 24 წლის ასაკში და მას ცოლ-შვილი არ დარჩენია.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს,3.3. ქ----- წი–--–-–---–ი 1980 წლიდან დაქორწინებულია, ქორწინების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი -მ-----–-–---–- და თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს,3.4. ლა------ა წი–--–-–---–ი 1974 წლიდან დაქორწინებულია, ქორწინების შემდეგ მიიღო მეუღლის გვარი ბოჭორიშვილი და თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ჭიათურაში.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს, ქორწინების მოწმობას.
3.5. 1986 წლამდე ავ--------–----------–---–ი ჩაწერილი იყო ბაბუის (მამის მამის) ჟ---------------–---–-ს კომლში, თერჯოლის რაიონის სოფელ თ------ სასოფლო საბჭოს სოფელ ვარდიგორაში .
_ სასამართლო დაეყრდნო 2018 წლის 13 აგვისტოს A--------------- საარქივო ცნობას, მოპასუხის ახსნა-განმარტებას, 2017 წლის 30 აგვისტოს N--------- ცნობას.
3.6. პა--–ე წი–--–-–---–ს, ვინაიდან გარდაეცვალა ერთადერთი ვაჟიშვილი, რომელსაც ავ----- ეძახდნენ, გადაწყვიტა თავის კომლში ჩაეწერა შვილიშვილი ავ--------–----------–---–ი და აღეზარდა იგი ოჯახის გამგრძელებლად. 1986 წელს ავ--------–----------–---–ი ამოეწერა ჟ---------------–---–-ს კომლიდან და ბაბუის ( დედის მამის) პა--–ე წი–--–-–---–ის სურვილით ჩაეწერა მის კომლში, თერჯოლის რაიონის სოფელ თუ--–ი.
- სასამართლო დაეყრდნო 2017 წლის 30 აგვისტოს N--------- ცნობას და 2017 წლის 9 ნოემბრის N----------- ცნობას, მოწმეების ჯ----–------------ და ე-–--------------- ჩვენებებს.
3.7. თერჯოლის რაიონის სოფელ თ------ 1986-1995 წლების საკომლი წიგნების ჩანაწერების მიხედვით, პა--–ე წი–--–-–---–ის კომლი შედგებოდა სამი წევრისაგან: პა--–ე წი–--–-–---–ი, მ------ წი–--–-–---–ი და ავ--------–----------–---–ი. 1986-1988 წლებში კომლს ეწერა 0.50 ჰა, საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი შეადგენდა 100 კვ.მ-ს. 1996-2006 წლებში, საკომლი წიგნების მიხედვით, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად რეგისტრირებულია ავ--------–----------–---–ი. 1996-1997 წლებში კომლს ეწერა 1.00 ჰა, საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი შეადგენდა 100 კვ.მ. 2002, 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ავ--------------–---–ი ირიცხება 328 ნომრად, რომელიც მიწის ნაკვეთს ფლობდა და გადასახადს იხდიდა 10 000 კვ.მ-ზე.
- სასამართლო დაეყრდნო 2017 წლის 30 აგვისტოს N--------- ცნობას.
3.8. 1986 - 1995 წლებში ქე-----------–-–---–ი არ ყოფილა პავალე წი–--–-–---–ის კომლის წევრი.
- სასამართლო დაეყრდნო 2017 წლის 30 აგვისტოს N--------- საარქივო ცნობას, მოპასუხის ახსნა-განმატებას.
3.9 .პა--–ე წი–--–-–---–ი გარდაიცვალა 19----–-–--------------, ხოლო მისი მეუღლე მა---------–--) წი–--–-–---–ი გარდაიცვალა 1----–-–------------
-სასამართლო დაეყრდნო გარდაცვალების მოწმობებს.
3.10. პა--–ე წი–--–-–---–ის და მ------ წი–--–-–---–ის გარდაცვალებისას, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, ხოლო კომლის ქონებაზე -საცხოვრებელ სახლზე სამკვიდრო არ გახსნილა, ვინაიდან კომლში ცხოვრობდა კომლის ბოლო და ერთადერთი წევრი ავ--------–----------–---–ი.
- სასამართლო დაეყრდნო 2017 წლის 30 აგვისტოს N--------- ცნობას და 2017 წლის 9 ნოემბრის N----------- ცნობას.
3.11. 1993 წელს გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და ამ დროს კომლის ერთადერთი წევრი იყო ავ--------–----------–---–ი, შესაბამისად კომლის მთლიანი ქონება გარდაიქმნა მხოლოდ მის საკუთრებად.
- სასამართლო დაეყრდნო 2017 წლის 30 აგვისტოს N--------- ცნობას და 2017 წლის 9 ნოემბრის N----------- ცნობას.
3.12. ავ--------–----------–---–მა მიწის რეფორმის შედეგად საკუთრებაში მიიღო მიწის ნაკვეთები და 1996-1997 წლებში ავ--------–----------–---–ის კომლს აწერია 1.00 ჰა და საცხოვრებელი სახლი, ფართით 100 კვ.მ
- სასამართლო დაეყრდნო 2017 წლის 30 აგვისტოს N--------- ცნობას.
3.13. მიწის ნაკვეთებზე უფლების დამდგენი საბუთები -მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათი N7191/2001, რომელიც გაცემულია ავთანდილ წი–--–-–---–ის სახელზე, ეკუთვნის ავ--------–----------–---–ს, როგორც წი–--–-–---–--ის კომლის ერთადერთ წევრს.
- სასამართლო დაეყრდნო მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა და მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათი N7191/2001, მოპასუხსი ახსნა-განმარტებას, მოწმე ჯ----–------------ ჩვენებას.
3.14. სადაო მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლი ს.კოდით 3----------- და 3----------- რეგისტრებულია ავ--------–----------–---–ის სახელზე.
- სასამართლო დაეყრდნო საჯარო რეესტრის ამონაწერებს.
3.15. 2017 წლის 9 ნოემბრის N----------- საარქივო ცნობა, რომელიც ინფორმაციულობის თვალსაზრისით ზოგადი ხასიათისაა და მოიცავს 1976 -2006 წლების პარიოდს, მიუთითებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, კომლში ჩაწერილი ყოფილან პა--–ე წი–--–-–---–ი, მ------ წი–--–-–---–ი, ქ----- პა--–ეს ასულ წი–--–-–---–ი და ავ--------–----------–---–ი; თუმცა 2017 წლის 30 აგვისტოს N--------- ცნობა აზუსტებს კონკრეტულ პერიოდს და მონაცემებს პა--–ე წი–--–-–---–ის კომლის შესახებ და კონკრეტულად უთითებს, რომ 1986-1995 წლებში კომლის წევრები იყვნენ მხოლოდ პა--–ე წი–--–-–---–ი, მ------ წი–--–-–---–ი და ავ--------–----------–---–ი და ამ პერიოდში ქე-----------–-–---–ი კომლში არ ფიქსირდება. ხოლო უშუალოდ საკოლმეურნეო კოლის გაუქმების დროს - 1993 წელს, კომლის წევრი იყო მხოლოდ ავ--------–----------–---–ი.
- სასამართლო დაეყრდნო 2017 წლის 30 აგვისტოს N--------- ცნობას და 2017 წლის 9 ნოემბრის N----------- ცნობას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1507-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 122–ე, 123-ე, 125-ე, 128-ე, 569-ე მუხლები, საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტი; ,,სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება; საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილება; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1323-ე, 1507-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. დღეისათვის მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ.
იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ.
1993 წლამდე საქართველოში არსებობდა საკოლმეურნეო კომლი.
საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება კომლის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად კი, კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდა.
საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იყო კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ.
122-ე მუხლით საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. საკოლმეურნეო კომლს შეიძლება საკუთრებად ჰქონდეს დამხმარე მეურნეობა მის სარგებლობაში მყოფ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი სახლი, პროდუქტიული პირუტყვი, ფრინველი, წვრილი სასოფლო- სამეურნეო ინვენტარი. ასევე კომლის წევრების მიერ მის საკუთრებად გადაცემული თავიანთი შრომითი შემოსავალი, რომელიც მათ კოლმეურნეობის საზოგადოებრივ მეურნეობაში მონაწილეობით მიიღეს ან მათ მიერვე კომლის საკუთრებად გადაცემული სხვა ქონება, აგრეთვე საერთო სახსრებით შეძენილი საოჯახო და პირადი მოხმარების საგნები.
ამავე კოდექსის 123-ე და 128-ე მუხლებიდან გამომდინარე, კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ურთიერთობები წარმოშობილია, როგორც 1997 წლის 25 ნოემბრამდე, ისე მის შემდეგ, განსახილველ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც 1964 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, ისე 1997 წლის რედაქციით მოქმედი სამოქალაქო კოდექსი.
_ ვინაიდან, წარმოდგენილი საარქივო ცნობების თანახმად, პა--–ე წი–--–-–---–ის კომლი წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, მასზედ უნდა გავრცელდეს სამოქალაქო სამართლის კოდექსით საკოლმეურნეო კომლისათვის განსაზღვრული წესები.
6.2. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 569-ე მუხლის (საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის 1964 წლის რედაქცია)მიხედვით საკოლმეურნეო კომლის წევრის (იმ მოქალაქის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) გარდაცვალების შემთხვევაში კომლის (იმ მოქალაქის ოჯახის, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) ქონებაში მემკვიდრეობა არ წარმოიქმნება. თუ საკოლმეურნეო კომლის წევრის გარდაცვალების შემდეგ კომლში (იმ მოქალაქის ოჯახში, რომელიც ეწევა ინდივიდუალურ შრომით საქმიანობას სოფლის მეურნეობაში) სხვა წევრები არ დარჩენილა, კომლის (ოჯახის) ქონების მიმართ გამოიყენება ზოგადი წესები.
სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის თანახმად, კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 1986-1995 წლების საკომლი წიგნების ჩანაწერების მიხედვით, პა--–ე წი–--–-–---–ის კომლი შედგებოდა სამი წევრისაგან: პა--–ე წი–--–-–---–ი, მ------ წი–--–-–---–ი და ავ--------–----------–---–ი. 1986-1988 წლებში კომლს ეწერა 0.50 ჰა, საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი შეადგენდა 100 კვ.მ-ს.
დადგენილია, რომ პა--–ე წი–--–-–---–ი გარდაიცვალა 19----–-–--------------, ხოლო მისი მეუღლე მა---------–--) წი–--–-–---–ი გარდაიცვალა 1----–-–------------
დადგენილია, რომ პა--–ე წი–--–-–---–ის და მ------ წი–--–-–---–ის გარდაცვალებისას, მიწა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, შესაბამისად იგი სამკვიდროში ვერ შევიდოდა, ხოლო კომლის ქონებაზე -საცხოვრებელ სახლზე სამკვიდრო არ გახსნილა, ვინაიდან კომლში ცხოვრობდა კომლის ბოლო და ერთადერთი წევრი ავ--------–----------–---–ი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არც სადაო მიწის ნაკვეთები და არც საცხოვრებელი სახლი არ წარმოადგენდა პა--–ე და მ------ წი–--–-–---–--ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას, რის გამოც მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომ ამ ქონებიდან მიეკუთვნოთ სამკვიდრო წილი, უსაფუძვლოა.
6.3. რაც შეეხება მოსარჩელე ქე-----------–-–---–ის მეორე მოთხოვნას, რომ მას, როგორც კომლის წევრს და კომლის ქონების თანამესაკუთრეს, მიეკუთვნოს კომლის ქონების 1/4 წილი, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.
საკომლო წიგნის ჩანაწერი უფლების დამდგენი საბუთია, იგი განსაზღვრავს პირის მიერ ქონების მართლზომიერ მფლობელობას, ხშირ შემთხვევაში ქონებაზე თანამესაკუთრეობას და წარმოადგენს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების წარმომშობ დოკუმენტს ანუ უფლების დამდგენ საბუთს.
უფლების რეგისტრაცია გულისხმობს ნამდვილი უფლების არსებობას, ანუ უფლება მხოლოდ მაშინ შეიძლება დაფიქსირდეს საჯარო რეესტრში, თუ იგი მართლზომიერია. სწორედ აღნიშნული ფაქტის დადგენაა უპირველესი ამოცანა სასამართლოსათვის.
კომლის წევრად მიღების წესს და პირობებს არეგულირებდა საქართველოს ს.ს.რ. მიწის კოდექსი (მე-40-ე მუხლი), რითაც რეგულირებული იყო გარეშე პირის კომლის წევრად მიღების წესი და პირობები, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-125 მუხლები (1964 წლის რედაქცია), რითაც დადგენილი იყო, რომ საკოლმეურნეო კომლის ქონება მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდა, მათ შორის არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილით.
საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო_სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და „სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. ამ დროიდან საკოლმეურნეო კომლებს სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და არსებობა შეწყვიტა. ხოლო ქონება, რომელიც კომლის ქონებას და შესაბამისად კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, სამოქალაქო კოდექსის (1964 წ. რედ) 122-125-ე მუხლების შესაბამისად თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა იმ პირებზე, რომელიც იმ პერიოდისთვის კომლის წევრები იყვნენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 ნაწილის მიხედვით, ,,საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში. ადგილობრივი ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალოს საკარმიდამო ფართობის გადიდება ბარში და ზეგანზე 0,75 ჰექტარამდე, ხოლო მთაში - 3 ჰექტარამდე. ახალ ნორმამდე შესავსები ფართობი კომლს გადაეცემა უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში, მრავალწლიანი ნარგავების ღირებულების გადახდით’’.
მიწების უსასყიდლო (უფასო) პრივატიზება იყო საჯარო აქტი, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს საკუთრებაში გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და აღნიშნული უფლებით თანაბრად სარგებლობდა საქართველოს ყველა მოქალაქე კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
დასახელებული კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში დამკვიდრებულია ასეთი პრაქტიკა – ა) საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს საკოლმეურნეო კომლის ქონებაში თანაბარი წილი ეკუთვნის და ბ) რაც კომლის არსებობას აღარ აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომლი წყვეტს არსებობას და კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნის. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2007 წლის 14 მარტის №ას-652-1029-06 და 2007 წლის 20 მაისის №ას-663-1040-06 განჩინებები).
საქმის მასალების თანახმად, დადგენილია, რომ პა--–ე წი–--–-–---–ისა და მა---------–--) წი–--–-–---–ი კომლის წევრი იყო ავ--------–----------–---–ი, რომელიც ბაბუამ, თავისი სურვლით, ჩაიწერა კომლში, რომ იგი ყოფილიყო მისი ოჯახის გამგრძელებელი.
დადგენილია, რომ 1986-1995 წლების საკომლი წიგნების ჩანაწერების მიხედვით, კომლი შედგებოდა სამი წევრისაგან: პა--–ე წი–--–-–---–ი, მ------ წი–--–-–---–ი და ავ--------–----------–---–ი. 1986-1988 წლებში კომლს ეწერა 0.50 ჰა, საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი შეადგენდა 100 კვ.მ-ს. 1996-2006 წლებში, საკომლი წიგნების მიხედვით, კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად რეგისტრირებულია ავ--------–----------–---–ი. 1996-1997 წლებში კომლს ეწერა 1.00 ჰა, საცხოვრებელი სახლის საერთო ფართი შეადგენდა 100 კვ.მ. 2002, 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის გადამხდელთა სიებში ავ--------------–---–ი ირიცხება 328 ნომრად, რომელიც მიწის ნაკვეთს ფლობდა და გადასახადს იხდიდა 10 000 კვ.მ-ზე.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ 1986 - 1995 წლებში ქე-----------–-–---–ი არ ყოფილა პა--–ე წი–--–-–---–ის კომლის წევრი.
მოსარჩელე ეყრდნობა, 2017 წლის 9 ნოემბრის N----------- საარქივო ცნობას, რომელიც ინფორმაციულობის თვალსაზრისით ზოგადი ხასიათისაა და მოიცავს 1976 -2006 წლების პარიოდს, მიუთითებს, რომ ამ ხნის განმა--–ობაში, სხვადასხვა დროს, კომლში ჩაწერილი ყოფილან პა--–ე წი–--–-–---–ი, მ------ წი–--–-–---–ი, ქ----- პა--–ეს ასულ წი–--–-–---–ი და ავ--------–----------–---–ი; თუმცა 2017 წლის 30 აგვისტოს N--------- ცნობა აზუსტებს კონკრეტულ პერიოდს და მონაცემებს პა--–ე წი–--–-–---–ის კომლის შესახებ და კონკრეტულად უთითებს, რომ 1986-1995 წლებში კომლის წევრები იყვნენ მხოლოდ პა--–ე წი–--–-–---–ი, მ------ წი–--–-–---–ი და ავ--------–----------–---–ი და ამ პერიოდში ქე-----------–-–---–ი კომლში არ ფიქსირდება.
დადგენილია, რომ 1993 წელს გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და ამ დროს კომლის ერთადერთი წევრი იყო ავ--------–----------–---–ი, შესაბამისად კომლის მთლიანი ქონება გარდაიქმნა მხოლოდ მის საკუთრებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ქე-----------–-–---–ის მოთხოვნა, კომლის წევრად ცნობისა და კომლის ქონებიდან თავისი კუთვნილი წილის მიკუთვნების თაობაზე, ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და მიაჩნია, რომ ქე-----------–-–---–ისა და ლა-----------------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან დადგენილია, ორი უმთავრესი ფაქტი: 1. პა--–ე და მა------–-–--–-–---–--ის გარდაცვალებისას კომლის ქონებაზე სამკვიდრო არ გახსნილა, ვინაიდან კომლში იყო კომლის ცოცხალი წევრი ავ--------–----------–---–ი და 2) 1993 წელს საკოლმეურნეო კომლის გაუქმებისას, ქ----- ბოჭორიშვილი არ ყოფილა კომლის წევრი და კომლის ქონების თანამესაკუთრე. ამ მომენტში, კომლის ერთადერთი წევრი იყო ავ--------–----------–---–ი და კომლის ქონება გარდაიქმნა მხოლოდ მის საკუთრებად, რომელსაც მიწის რეფორმის შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთბი. ამდენად, მოსარჩელეთა სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საპროცესო ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულებაა 8000 ლარი, რომლის 4 პროცენტია 320 ლარი, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ქე-----------–-–---–ს და ლა-----------------–---–ის ავ--------–----------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ადვოკატის მომსახურების ხარჯის 320 (სამას ოცი) ლარის ანაზღაურება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ქე-----------–-–---–ის (---------------- და ლა-----------------–---–ის (პ/ნ 5----------- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეების მიერ გადახდილი ბაჟი 240 (ორას ორმოცი) ლარის ოდენობით დარჩეს ბიუჯეტში.
3. ქე-----------–-–---–ს (---------------- და ლა-----------------–---–ის (პ/ნ 5----------- ავ--------–----------–---–ის (---------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ადვოკატის მომსახურების ხარჯის 320 (სამას ოცი) ლარის ანაზღაურება.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა ნიკურაძე