განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2019
საქმის ნომერი
330100119002885677
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/990-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

23 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ე-–------- გ------–-–---–ი

ადვოკატები: ტ------– კ------ე, ი-----–- ჩ------–---–ი, დ----- ს----ე, ც------ წ--------–ი

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: თ---------- ჩ------

მამის სახელი: თ-------

დაბადებული: 2---------–-

პირადი ნომერი: 0----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------------------------

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 25,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 25.01.2019წ. 2310 საათი

 

ბრალდებული: გ-------– ი-----–---–ი

მამის სახელი: გ-------–ი

დაბადებული: 1---------–-

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ---–-----------------------------------

პასუხისგებაში მიცემის თარიღი: 2----------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 25.01.2019 წ. 1546 საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორის ე-–------- გ------–-–---–ის შუამდგომლობა ზემდგომი პროკურორის ბ---- კ----–------–---–-- თანხმობით, ს/ს №1/990-19 საქმეზე ბრალდებულ თ---------- ჩ------სთან 2019 წლის 21 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ გ-------– ი-----–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: თ---------- ჩ------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით პირდაპირ ფულის მოთხოვნასა და მიღებაში დახმარება მოხელის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელეს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით განეხორციელებინა რაიმე ქმედება.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

წ---–--------------–----–-------- საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N------ განკარგულების თანახმად, გ-------– ი-----–---–ი არჩეული იქნა წ---–--------------–----–-------- საკრებულოს თ--------------- თანამდებობაზე და ითვლებოდა მოხელედ.

2018 წელს ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ----------- თ----მ გადაწყვიტა საქართველოში შეეძინა უძრავი ქონება ბიზნესსაქმიანობისთვის. ამ მიზნით 2018 წლის სექტემბერში ის შეხვდა ვ-------------- გამგებლის მოადგილეს თ---------- ჩ------ს, რომელსაც სთხოვა დახმარება მიწის ნაკვეთის მოძიებასთან დაკავშირებით.

თ---------- ჩ------მ თავის მხრივ, ჰ----------- თ---- დააკავშირა წ---–--------------–----–-------- საკრებულოს თავმჯდომარეს გ-------– ი-----–---–ს, რომელმაც თ---------- ჩ------ს დახმარებით განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. გ-------– ი-----–---–მა, თ---------- ჩ------ს მეშვეობით, ჰ----------- თ----ს შესთავაზა წ---–--------------–----–-------- საკუთრებაში არსებული ქ. წ---–-------–---–----------------ში მდებარე 6375 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, რომლის შეძენის სურვილის შემთხვევაში, გ-------– ი-----–---–ი თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, დადებითად გადაწყვეტდა სასურველ ფასად ქონების აუქციონზე გატანის საკითხს. აღნიშნულის სანაცვლოდ კი გ-------– ი-----–---–მა თ---------- ჩ------ს მეშვეობით ქრთამის სახით მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ამასთან, გ-------– ი-----–---–ის მოთხოვნით და თ---------- ჩ------ს უშუალო დახმარებით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად ჰ----------- თ----მ მისი კუთვნილი კომპანიის 16%-იანი წილი, რომლითაც აუქციონზე უნდა შეეძინა ქონება, გადაუფორმა გ-------– ი-----–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს.

2018 წლის 24 დეკემბერს, გ-------– ი-----–---–ის დაპირებისამებრ, წ---–--------------–----–-------- გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჰ----------- თ----მ და შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა.

2019 წლის 25 იანვარს გ-------– ი-----–---–მა მისი ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჰ----------- თ----ს დაუბრუნა კომპანიის 16%, სანაცვლოდ კი მისი შვილის საბანკო ანგარიშზე ჰ----------- თ----მ ქრთამის სახით ჩაურიცხა 250 000 ლარი.

 

2019 წლის 21 ოქტომბერს ბრალდებულ თ---------- ჩ------სთან დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე და სასჯელზე გარიგების ფორმით. აღნიშნულ პროცედურაში, ბრალდებულის გარდა, მონაწილეობდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ც------ წ--------–ი.

2019 წლის 21 ოქტომბერს საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა პროკურორმა ე-–------- გ------–-–---–მა, ზემდგომი პროკურორის ბ---- კ----–------–---–-- თანხმობით და ითხოვა ბრალდებულ თ---------- ჩ------სთან 2019 წლის 21 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

2019 წლის 21 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ე-–------- გ------–-–---–მა მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს, ბრალდებულმა თ---------- ჩ------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სრულად დაადასტურა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

2019 წლის 21 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს ადვოკატმა ც------ წ--------–მა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა შეკრება და საპროცესო დამაგრება განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და ასაბუთებენ ბრალდებულ თ---------- ჩ------ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ---------- ჩ------მ ჩაიდინა მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, პირდაპირ ფულის მოთხოვნასა და მიღებაში დახმარება მოხელის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელეს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით განეხორციელებინა რაიმე ქმედება, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25,338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით. ინკრიმინირებული ქმედების ბრალდებულ თ---------- ჩ------ს მიერ ჩადენა, გარდა ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. ამასთან, იგი აღიარებს ჩადენილს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია: მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ,,ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის“ და ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალებითა და შესაბამისი კრებსებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, წ---–--------------–----–----------- მიღებული დოკუმენტაციით, ბრალდებულის ჩვენებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

სასამართლომ სხდომაზე გამოიკვლია და დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს.

საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას ადგილი არ ქონია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, რაც შეიძლებოდა, გამხდარიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; იგი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს და მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა და ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), საქმის ფაქტობრივ გარემოებებს პროკურორმა მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა სამართლიანია - იგი შეესაბამება ბრალდებულის პიროვნებას და შერაცხული ბრალდების სიმძიმეს.

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, წარსულში არ არის ნასამართლები და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ: გ-------– ი-----–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება თავის სასარგებლოდ, რათა მას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით განეხორციელებინა რაიმე ქმედება.

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: წ---–--------------–----–-------- საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N------ განკარგულების თანახმად, გ-------– ი-----–---–ი არჩეული იქნა წ---–--------------–----–-------- საკრებულოს თ--------------- თანამდებობაზე და ითვლებოდა მოხელედ.

2018 წელს ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ----------- თ----მ გადაწყვიტა საქართველოში შეეძინა უძრავი ქონება ბიზნესსაქმიანობისთვის. ამ მიზნით 2018 წლის სექტემბერში ის შეხვდა ვ-------------- გამგებლის მოადგილეს თ---------- ჩ------ს, რომელსაც სთხოვა დახმარება მიწის ნაკვეთის მოძიებასთან დაკავშირებით.

თ---------- ჩ------მ თავის მხრივ, ჰ----------- თ---- დააკავშირა წ---–--------------–----–-------- საკრებულოს თავმჯდომარეს გ-------– ი-----–---–ს, რომელმაც თ---------- ჩ------ს დახმარებით განიზრახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. გ-------– ი-----–---–მა თ---------- ჩ------ს მეშვეობით, ჰ----------- თ----ს შესთავაზა წ---–--------------–----–-------- საკუთრებაში არსებული ქ. წ---–-------–---–----------------ში მდებარე 6375 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, რომლის შეძენის სურვილის შემთხვევაში, გ-------– ი-----–---–ი თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, დადებითად გადაწყვეტდა სასურველ ფასად ქონების აუქციონზე გატანის საკითხს. აღნიშნულის სანაცვლოდ კი გ-------– ი-----–---–მა თ---------- ჩ------ს მეშვეობით ქრთამის სახით მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ამასთან, გ-------– ი-----–---–ის მოთხოვნით და თ---------- ჩ------ს უშუალო დახმარებით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად ჰ----------- თ----მ მისი კუთვნილი კომპანიის 16%-იანი წილი, რომლითაც აუქციონზე უნდა შეეძინა ქონება, გადაუფორმა გ-------– ი-----–---–ის ნდობით აღჭურვილ პირს.

2018 წლის 24 დეკემბერს, გ-------– ი-----–---–ის დაპირებისამებრ, წ---–--------------–----–-------- გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჰ----------- თ----მ და შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა.

2019 წლის 25 იანვარს გ-------– ი-----–---–მა მისი ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით, ჰ----------- თ----ს დაუბრუნა კომპანიის 16%, სანაცვლოდ კი მისი შვილის საბანკო ანგარიშზე ჰ----------- თ----მ ქრთამის სახით ჩაურიცხა 250 000 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ჰ----------- თ----მ განმარტა, რომ 2009 წელს ჩამოვიდა საქართველოში და 5-6 წელია ნ-------------------- შემოაქვს ირანიდან. 2018 წლის სექტემბერში გადაწყვიტა ბიზნესის გაფართოება და ვ---------------------- სასტუმროს აშენება. გამგეობაში მისულს შეახვედრეს თ---------- ჩ------, რომელმაც უთხრა, რომ ვ---–- არ იყო გასაყიდი მიწა, თუმცა წ---–-------–---------------– ზონაში - ა--------------------–---, იყო უძრავი ქონება, სადაც შესაძლებელი იყო სასტუმროს აშენება. წ---–-------–- ერთმანეთს შეხვდნენ ,----–------------–--, რომელიც იყიდებოდა, თუმცა მოწმეს არ მოეწონა. ასევე, აჩვენეს ს---------------- და უთხრეს, რომ ისინი ძალიან ძვირი ღირდა. ბოლოს ნახეს ს---------–--------–- შენობა, სადაც ადგილზე შეხვდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს გ-------– ი-----–---–ს. მათ უთხრეს, რომ თუ დაინტერესდებოდა კონკრეტული ქონების შესყიდვით, გამოაცხადებდნენ აუქციონს და დაეხმარებოდნენ გამარჯვებაში, კერძოდ, სხვა პირის მონაწილეობას გააუქმებდნენ. მოწმემ განმარტა, რომ მას ადგილი მოეწონა და მოგვიანებით თბილისში შეხვდა თ---------- ჩ------ს, რომელმაც უთხრა, რომ პრობლემას წარმოადგენდა მისი, როგორც ირანის მოქალაქის აუქციონში მონაწილეობა. ამიტომ შესთავაზა ქართველი პარტნიორის მოძიება, ან ქართული კომპანიის დაარსება და ამ გზით მონაწილეობა, თუმცა მოწმემ უარი უთხრა. თ---------- ჩ------ს განმარტებით, მიწის ნაკვეთი ჯამში 1 500 000 ლარი დაუჯდებოდა. კერძოდ, ქონება ღირდა 1 230 000 ლარი, ხოლო 270 000 ლარი უნდა გადაეხადა იმ ხალხისთვის, ვინც დაეხმარებოდა აუქციონში გამარჯვებასა და ქონების ყიდვაში, რადგან მათი დახმარების გარეშე საქმე ვერ გამოვიდოდა. თ---------- ჩ------მ შემდეგი შეხვედრების დროს ასევე უთხრა, რომ სხვა ვარიანტი არ არსებობდა. მოწმე მიხვდა, რომ ადგილი ჰქონდა უკანონობას და განაცხადა სამართალდამცავ ორგანოში. საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ბრალდებულებთან მოლაპარაკებები უნდა გაეგრძელებინა, მიუხედავად იმისა, რომ მას აღნიშნული ქონების შეძენის სურვილი აღარ ჰქონდა. აღნიშნულის შემდეგ თ---------- ჩ------მ მისსავე ავტომანქანაში, გამგეობის ეზოში, კანკულატორით უჩვენა, რომ 1 500 000 ლარიდან 1 260 000 ლარი აუქციონში უნდა შესულიყო. მანვე უთხრა, რომ უნდა დაერეგისტრირებინა კომპანია, რომლის 16% გაფორმდებოდა გ-------– ი-----–---–ის, ან იმ პირის სახელზე, ვისაც ეს უკანასკნელი დაასახელებდა. აღნიშნული წილი კი მას შემდეგ დაუბრუნდებოდა, რაც გადაიხდიდა დახმარებისთვის მოთხოვნილ თანხას 240 000ლარს (1 500 000-1 260 000=240 000 ლარი, რაც თავის მხრივ არის 1 500 000-ის 16%). ასეც მოიქცნენ - მოწმემ მითითების შესაბამისად, დაარეგისტრირა კომპანია ,------------------------–----, რომლის 16% გადაუფორმა გ-------– ი-----–---–ის მეგობარს - ვინმე ე-–-------, რომლსაც მათივე ნათქვამის შესაბამისად, შეხვდა საჯარო რეესტრში. მოწმემ განმარტა, რომ დეკემბრის ბოლოს - იანვრის დასაწყისში, მოუწია საქართველოდან წასვლა, შესაბამისად, მინდობილობა გაუფორმა ი---- ხ--–--ეს, რომელსაც უნდა მიეხედა დაწყებული საქმისთვის. საქართველოში დაბრუნების შემდგომ, ჩავიდა წ---–-------–-, ტენდერი უკვე მოგებული იყო მის სასარგებლოდ, თუმცა აუქციონზე თანხა არ შეუტანია. თ---------- ჩ------ს უთხრა, რომ სურდა 16% წილის დაბრუნება და სანაცვლოდ შეთანხმებული 240 000 ლარის გადახდა. რესტორან ,-–------––-- შეხვედრისას გ-------– ი-----–---–მა უთხრა, რომ აღნიშნული თანხა უნდა გაეფორმებინათ სესხის სახით, რადგან ის იყო საჯარო მოხელე და სხვანაირად არ შეიძლებოდა. რეალურად თანხა არ უსესხებია, შესაბამისად, არც მისი დაბრუნება მოხდებოდა. ეს იყო ფიქტიური ქმედება და რეალურად დახმარების სანაცვლო თანხა. მეორე დღეს ე-–------- გადაუფორმა 16%-ი, თავად კი გ-------– ი-----–---–ის შვილის ანგარიშის ნომერზე დახმარების სანაცვლოდ, ჩარიცხა შეთანხმებული თანხა - 250 000 ლარი, რომელიც მას გადასცა უსაფრთხოების სამსახურმა.

მოწმემ განმარტა, რომ საწყის ეტაპზე მართლაც სურდა მიწის შეძენა და მეგობრებს, რომლებსაც ჰქონდათ თანხები და საჭიროების შემთხვევაში პირდებოდნენ ინვესტირებაში მონაწილეობის მიღებას, უგზავნიდა ფოტოებს, მათთან კონსულტაციებსაც გადიოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ საქმე ეხებოდა ე.წ. ,,შავ“ ფულს, აცნობა სამართალდამცველებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–------ გ--------ემ განმარტა, რომ გ-------– ი-----–---–ს იცნობს და არიან ახლო მეგობრები. 2018 წლის ნოემბერში გ-------– ი-----–---–მა უთხრა, რომ ირანელი ინვესტორი აპირებდა წ---–-------–- ინვესტიციის ჩადებას. კომპანიის 16% უნდა ყოფილიყო მისი, თუმცა რადგან იყო საჯარო მოხელე, ამასთან მოწმეს ენდობოდა, სთხოვა 16% წილის მის სახელზე გაფორმება. რამდენიმე ხანში მოწმეს დაუკავშირდა გოგონა და მითითებისამებრ საჯარო რეესტრში შეხვდა ირანელს. საბუთები უკვე გამზადებული იყო, მოაწერა ხელი და მის სახელზე გაფორმდა კომპანიის 16%-იანი წილი. ერთი თვის შემდეგ გ-------– ი-----–---–მა კვლავ დაურეკა და უთხრა, რომ მის სახელზე გაფორმებული წილი უნდა დაბრუნებოდა ირანელს, ანუ უკან უნდა გადაეფორმებინა. შესაბამისად, შეხვდა და დაუბრუნა 16%-იანი წილი. მოწმემ განმარტა, რომ წილის გაფორმებისას ან გადაფორმებისას, არცერთხელ არ გადაუხდიათ მისთვის რაიმე თანხა. ის ფიქრობდა, რომ საჭირო დროს წილს გადაუფორმებდა გ-------– ი-----–---–ს. მისთვის უცნობი იყო, თუ საქმე ეხებოდა ქრთამს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------– ი-----–---მა განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბრიდან არის წ---–--------------–----–-------- მერი. მუნიციპალიტეტში ქონების აუქციონზე გატანისათვის დგება ნუსხა, რომელსაც ამტკიცებს საკრებულო. ნუსხის მუნიციპალიტეტში დაბრუნების შემდეგ, ქონებას აფასებს ექსპერტი და მუნიციპალიტეტი კვლავ გზავნის საკრებულოში. ამ უკანასკნელის მიერ დამტკიცების შემდეგ, მუნიციპალიტეტში ბრუნდება და ცხადდება აუქციონი. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადაწყვეტილებას იღებს - მერი, მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, საკრებულოს წევრი და სხვა პირები, გუნდურად. აუქციონის გამოცხადებისათვის ტექნიკურ მოქმედებებს ასრულებს შესაბამისი სამსახურის თანამშრომელი, თავად კი ხელს აწერს ბრძანებას. მოწმემ განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლი მონდომებული იყო ს---------–-----------–- შენობის გაყიდვით, რადგან ერთის მხრივ, ის იყო სავალალო მდგომარეობაში, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტირების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტს გაუჩნდებოდა დამატებით შემოსავალი და შეძლებდნენ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში აღნიშნულ ქონებაზე 3-ჯერ გამოაცხადეს აუქციონი, თუმცა ინტერესი არავინ გამოავლინა და ვერ გაიყიდა. დეკემბრამდე მიმართვიანობა არ იყო, ამიტომ ფიქრობდნენ, რომ მომდევნო წელს ხელახლა გამოაცხადებდნენ აუქციონს, თუმცა გ-------– ი-----–---–მა თქვა, რომ არსებობდა ირანელი ინვესტორი, რომელიც საქმიანობდა საქართველოში და დაინტერესებული იყო კონკრეტული შენობით. ი-----–---–ის სამუშაო ოთახში შეხვედრაზე დამსწრე პირებმა - გ-------– ი-----–---მა, მისმა მოადგილემ, გ-------– ი-----–---–მა, მისმა მოადგილემ, რამდენიმე დეპუტატმა, წინადადება მოიწონეს. 2018 წლის 24 დეკემბერს, ორშაბათს, დილით, მოწმემ თათბირზე გააჟღერა გ-------– ი-----–---–ის ინფორმაცია - ინვესტირების საკითხთან დაკავშირებით. დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს გუნდურად და მოწმემ შესაბამის სამსახურს დაავალა პროცედურების გავლა და აუქციონის გამოცხადება. გ-------– ი-----–---–ის წინადადება დამაჯერებლად და სარწმუნოდ მიიღო და შესაბამისად, არ გადაამოწმა ირანელი ინვესტორის პიროვნება, რადგან თავად იცის, რა პიროვნებაა გ-------– ი-----–---–ი, რაშიც გულისხმობს მის საკრებულოს თავმჯდომარეობას, მანამდე კი მის წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას. მოწმემ დაადასტურა, რომ დაახლოებით 10-15 წელია იცნობს და მეგობრობს გ-------– ი-----–---–თან. გ-------–ი სარგებლობდა კარგი რეპუტაციით. აუქციონის შეთავაზება განიხილეს გუნდურად, რომ არა გ-------–ის ავტორიტეტი, მასთან მეგობრობა და ნდობა, აუქციონს არ გამოაცხადებდნენ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ მ---------ემ განმარტა, რომ არის წ---–--------------- პირველი მოადგილე. მის საკურატორო დაქვემდებარებაშია ქონების მართვის სამსახური, განკარგავს მუნიციპალიტეტში არსებულ ქონებას და მათთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს. ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით პროცედურები იწყება იანვარში და თანხმდებიან ერთობლივად მერის თათბირზე, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მერი. 2018 წლის დასაწყისში ს---------–-----------–- შენობა მოხვდა გასაყიდ ნუსხაში, შეფასების შემდგომ დაამტკიცა საკრებულომ და მაისში გავიდა აუქციონზე, თუმცა არ გაიყიდა. აღნიშნულის შემდგომ ერთი თვის ინტერვალით 2-ჯერ გამოცხადდა ივნის-ივლისში აუქციონი, თუმცა მსურველი არ გამოჩნდა. შესაბამისად, შეჩერდა წლის ბოლომდე და ელოდებოდნენ დაინტერესებული პირის გამოჩენას, სხვა შემთხვევაში შენობის გაყიდვა გადავიდოდა მომდევნო წლის გეგმაში. 2018 წლის 21 დეკემბერს ერთ-ერთ რიგით შეხვედრაზე, რომლებსაც როგორც წესი ესწრებოდნენ - მერი, მისი მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს თავმჯდომარემ გ-------– ი-----–---–მა მას და მერს უთხრა, რომ კონკრეტულ პირს სურდა ქონების შეძენა და იკითხა, თუ გაიტანდნენ აუქციონზე. მათ განუცხადეს თანხმობა და ინფორმაცია გააჟღერეს უშუალოდ თათბირზე, დამსწრეებმაც ასევე მოიწონეს იდეა. 24 დეკემბერს დილის თათბირზე, განიხილეს იგივე საკითხი, კერძოდ მერმა გ-------– ი-----–---მა განაცხადა, რომ კონკრეტული ინვესტორები დაინტერესებული იყვნენ ს---------–-----------–- შენობის შეძენით და იკითხა, იყო თუ არა ვინმე წინააღმდეგი. წინააღმდეგობა არავის დაუფიქსირებია, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული შენობის გაყიდვა. გ-------– ი-----–---მა ქ------------------------------ თანამშრომელ მ----- კ-----ეს დაავალა ქონების აუქციონზე გატანისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება, რაც იმავე დღეს მოხდა. მოწმემ განმარტა, რომ მათ ინვესტორი არ გადაუმოწმებიათ, რადგან გ-------– ი-----–---–ი ავტორიტეტული პირი იყო და ეჭვი არ შეუტანიათ მის ნათქვამში. ამასთან, პირადი ავტორიტეტით სახელმწიფო საკითხებს არასდროს წყვეტდნენ და გადაწყვეტილება მიიღეს გუნდურად. მოწმემ დაადასტურა, რომ წინადადებას იმ შემთხვევაშიც განიხილავდნენ, თუ გ-------– ი-----–---–ი არ იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, მისთვის უცნობია. მოცემულ შემთხვევაში მისი დადებითი ხმა განაპირობა იმან, რომ გ-------– ი-----–---–ი წ---–-------–- იყო ცნობილი პირი, ავტორიტეტი, რაც მოიცავს იმას, რომ იყო საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქში მისდამი ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება, ამასთან, მას ჰქონდა კარგი წარსული ცხოვრება და ბიზნესსაქმიანობა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----ი კ-----ემ განმარტა, რომ არის წ---–--------------–----–-------- მერიის ე----------------------------------------------------------------- უფროსი. იცნობს საკრებულოს თავმჯდომარე გ-------– ი-----–---–ს. პროცედურის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება არის საპრივატიზაციო, მუნიციპალიტეტის მერია ამზადებს საპრივატიზებო ნუსხას და დასამტკიცებლად უგზავნის საკრებულოს. ეს უკანასკნელი ხმათა უმრავლესობით ამტკიცებს ნუსხას და უკან უგზავნის მუნიციპალიტეტის მერიას შესასრულებლად. მუნიციპალიტეტის მერია ნუსხაში შეტანილ ქონებას პერიოდულად აგზავნის ექსპერტიზაზე შესაფასებლად, საწყისი საპრივატიზებო ღირებულების განსასაზღვრად. შეფასების შემდგომ დგება საპრივატიზაციო გეგმა და იგზავნება კვლავ მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასამტკიცებლად. დამტკიცების შემდგომ, მერია იღებს ზომებს, რათა გამოაცხადოს აუქციონი, გეგმაში მითითებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. 2018 წლის დასაწყისში წ---–-------–- მდებარე ს---------–-----------–- შენობა შეიტანეს საპრივატიზაციო ნუსხაში, პროცედურების გავლის შემდგომ კი დაახლოებით მაისში გამოცხადდა აუქციონი, თუმცა არ გამოვლინდა გამარჯვებული. ივნისში და ივლისში გამოაცხადეს ვადაგაგრძელებული აუქციონი, მაგრამ კვლავ არ გამოვლინდა გამარჯვებული. 2018 წლის დეკემბერში იდენტური პირობებით, მუნიციპალიტეტის ინიციატივით დამოუკიდებლად მეოთხედ გამოცხადდა აუქციონი. კერძოდ, 24 დეკემბერს, დილით, მერმა თათბირზე განაცხადა, რომ გ-------– ი-----–---–ის ინფორმაციით, არსებობდა ს---------–-----------–- შენობით დაინტერესებული ინვესტორი და მოწმეს დაავალა, მოემზადებინა დოკუმენტაცია აუქციონზე გასატანად და აეტვირთა შესაბამის გვერდზე. რადგან პირობები არ იცვლებოდა, იმავე დღეს 1600-1700 საათზე გამოიცა ბრძანება, რომ 2018 წლის 26 დეკემბერს მონაცემები განთავსებულიყო შესაბამის ინტერნეტ გვერდზე - ----------------------- 2019 წლის 11 იანვარს დასრულდა აუქციონი და გამოვლინდა გამარჯვებული შ----------------------------–----. აუქციონის დასრულებამდე 3-4-ჯერ დაურეკა გ-------– ი-----–---–მა, მას აინტერესებდა პროცედურები, რას ნიშნავდა საბანკო გარანტია, ბე და სხვა დეტალები. მოწმემ განმარტა, რომ აუქციონის მონაწილე რომელიმე პირის დაბლოკვა შეუძლებელია, რადგან საბოლოო შედეგამდე ვერ ხედავენ ინფორმაციას. ამასთან, აუქციონის დაჩქარებულ წესს დადგენილება არ ითვალისწინებს. შენობის გაყიდვა ყველას ინტერესში იყო, რადგან ამით სახელმწიფო იღებდა ინვესტიციას, ქონება კი გადაურჩებოდა განადგურებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი---- ხ--–--ემ განმარტა, რომ არის ს---------------------–----–------------------------ ოპერატიული თანამშრომელი. მოცემული საქმის გამოძიება უკვე დაწყებული იყო, როცა ჩაერთო საგამოძიებო მოქმედებებში. კერძოდ, ვინაიდან ჰ----------- თ----ს ხშირად უწევდა საზღვარგარეთ გასვლა, ეხმარებოდა მას გარკვეული პროცედურების წარმართვაში, როგორც დამხმარე. მინდობილობის საშუალებით მას მოუწია ანგარიშის გახსნა ს----------------–--, რათა გარკვეული თანხა ჩარიცხულიყო, ასევე მიიღო აუქციონში მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა ჰ----------- თ----ს კომპანიამ. წ---–-------–- იყო ორჯერ, პირველად შეხვდნენ ერთ-ერთი სამსახურის უფროსს, რომელსაც მოწმე გაეცნო, როგორც ჰ----------- თ----ს წარმომადგენელი - იურისტი. მეორე ჩასვლაზე ასევე შეხვდნენ გ-------– ი-----–---–ს და ნოტარიუსთან გააფორმეს ხელშეკრულება. მეორე დღეს კი ჰ----------- თ------- ერთად მივიდა საჯარო რეესტრში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაიბრუნა კომპანიის 16 %-იანი წილი, ასევე ჰ----------- თ----მ გ-------– ი-----–---–ის შვილის ანგარიშზე ჩაირიცხა 250 000 ლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------– ი-----–---–მა განმარტა, რომ ბრალდებული გ-------– ი-----–---–ი არის მისი მამა, თ---------- ჩ------ კი არის მამის მეგობარი. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით იცის, რომ წ---–-------–- იყიდებოდა ს---------–-----------–- შენობა, არსებობდა დაინტერესებული მყიდველი, რომელსაც სურდა გ-------– ი-----–---–ის გამოცდილების გაზიარება, რადგან ეს უკანასკნელი წ---–-------–- ფლობს სხვადასხვა ბიზნესს და აქვს კარგი ბიზნესხედვა. მოწმემ განმარტა, რომ მის ანგარიშზე ჩაირიცხა მამამისის მიერ სესხად აღებული თანხა - 250 000 ლარი. ამასთან, გ-------– ი-----–---–ის თანხის მის ანგარიშზე ჩარიცხვა არ იყო პირველი შემთხვევა. გ-------– ი-----–---–ი წლების განმავლობაში იღებდა სხვადასხვა რაოდენობის სესხს და შემდგომ ფარავდა, მათ შორის ფიზიკური პირებისგან. მოწმემ განმარტა, რომ კონკრეტულ დღეს, ვიდრე გ-------– ი-----–---–ი ესაუბრა ტელეფონით მ----- კ-----ეს, მან თავად დაურეკა მამას და აცნობა აუქციონის დასრულების და კონკრეტული შენობის გაყიდვის შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ გ-------– ი-----–---ს იცნობს და იცის, რომ თანამდებობაზე მუშაობამდე ის და გ-------– ი-----–---–ი მეგობრობდნენ. გ-------– ი-----–---–მა აუქციონის გამოცხადების შესახებ მას სთხოვა, როგორც მეგობარმა და არა როგორც სამსახურებრივი ავტორიტეტის მქონემ, აღნიშნული იცის უშუალოდ მამისგან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--–------ კ--------ემ განმარტა, რომ მუშაობს ს----–-–--------------------------------------–----–-----------–-, მის მოვალეობაში შედის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში ჩართვა, ინფორმაციის მიღება და დამუშავება. განჩინების საფუძველზე მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო სატელეფონო საუბრების ფარული მოსმენა, მიყურადება და ჩაწერა. მოპოვებული ინფორმაცია კრებსის სახით მიაწოდა გამომძიებელს.

 

სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა - პ------ ნ-----ემ, გ------- ქ--------ემ, შ----- ბ------–---მა, ი-----–- კ--–------ემ, თ----- დ---------ემ და დ----- ფ--------ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა და სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე კ----–-- ლ-----–---–მა განმარტა, რომ თ---------- ჩ------ს იცნობს დაახლოებით 12 წელია, მისგან კი იცნობს გ-------– ი-----–---–ს. მოწმემ განმარტა, რომ არ იცის, რა საკითხს ეხებოდა კონკრეტულ დღეს თ---------- ჩ------სთან მისი სატელეფონო საუბარი, რადგან თ------- არ დაუკონკრეტებია. შესაბამისად, მისთვის უცნობია, რას გულისხმობდა, როდესაც ამბობდა - ,,რჩევა მიეცა, რომ გაეჩერებინათ, რისთვისაც ....“. შენობის აუქციონზე გატანის შესახებ არ ფლობს ინფორმაციას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ს--–---- ა------–---–მა განმარტა, რომ იცნობს ბრალდებულებს, თ---------- ჩ------ს დაახლოებით 6-7 წელია, ხოლო გ-------– ი-----–---–ს 4-5 წელია. მუშაობს შ--------------------------–--, რომლის ოფისიც მდებარეობს თ---------- ჩ------ს ფართში. 2018 წლის შემოდგომაზე თ---------- ჩ------სგან გაიცნო ირანის მოქალაქე ჰ----------- თ----, რომელსაც სურდა წ---–-------------------–-----------–- შენობის შეძენა და ინვესტირება. მოწმე, თ---------- ჩ------, ჰ----------- თ---- და ამ უკანასკნელის მეგობარი მ---, ჩავიდნენ წ---–-------–-, სადაც დახვდათ გ-------– ი-----–---–ი. თ---------- ჩ------მ მოწმეს სთხოვა, დაერეკა ვინმე ე-–-------ათვის და შეეთანხმებინა მისი და ჰ----------- თ----ს შეხვედრა ი------–--------––-, რადგან მათ უნდა დაერეგისტრირებინათ ფი----.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----- კ--–-----–---–მა განმარტა, რომ არის ს-------------------------------–--------------–---–-------------–---–-- ხელმძღვანელი. 2019 წლის 24 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, დაურეკა გ-------– ი-----–---–მა და ჰკითხა, მის სახელზე რეგისტრირებული რესტორნების გარშემო არსებული უძრავი ქონება რამდენად იყო დატვირთული უფლებრივად, იპოთეკით. მას უნდოდა აღნიშნული ნაკვეთების გასხვისება, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით. მასვე აინტერესებდა, რამდენად მოსწრებადი იყო იმავე დღეს აღნიშნული მოქმედების განხორციელება, რადგან სამუშაო დღის დასრულებამდე დარჩენილი იყო დაახლეობით 1-1,5 საათი. მოწმემ უთხრა, რომ ფორმები მზად ჰქონდათ და მოესწრებოდა. დაახლოებით 30-40 წუთში კვლავ დაურეკა გ-------–მა და უთხრა, რომ ნასყიდობა გამოსყიდვა აღარ სურდათ, ასევე აცნობა, რომ უნდოდა გაეყიდა წ---–-------–-, წ-------–------------------------- სახელზე არსებული ქონება, რომლის ძირითადი აქციონერი იყო თავად გ-------– ი-----–---–ი. მოწმემ უთხრა, რომ ამ შემთხვევაში საჭირო იყო დამოუკიდებელი რეგისტრატორის ჩართვა თბილისიდან.

 

სასამართლო სხდომაზე თ---------- ჩ------მ თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა გ-------– ი-----–---–ი, რომელთანაც ხშირად ჰქონდა საუბარი წ---–------------------ განვითარებაზე. მოცემულ შემთხვევაში მოწმემ, რომელსაც ჰქონდა კავშირები ინვესტორებთან და უცხოელებთან, მიიღო თხოვნა, რომ დაინტერესებული პირისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ წ---–-------–- გასაყიდად გადიოდა ყოფილი საკრებულოს შენობა. რაიონში არ სურდათ ქონების ,,დაკონსერვება“ და გაყიდვის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ეძებდნენ ინვესტორს, რადგან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებობდა პრობლემები და დასაფინანსებელი იყო გარკვეული პროექტები. საუბრიდან დაახლოებით 2-3 დღეში, მოქალაქეების მიღების დღეს, დღის დასასრულს, მიუყვანეს ჰ----------- თ----, როგორც უცხოელი ბიზნესმენი. საუბრისას გაარკვია, რომ მას ჰქონდა გარკვეული რაოდენობის თანხა და ვ------------–- ტურისტული მიზნებისთვის სჭირდებოდა მიწის ნაკვეთი, რომელიც იქნებოდა მუნიციპალურ საკუთრებაში, ანუ მერიის ბალანსზე და სადაც ააშენებდა სასტუმროს. თავის მხრივ, მოწმემ აუხსნა, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ შედიოდა მის კომპეტენციაში და გადაამისამართა მერიაში, ქონების მართვის სააგენტოში. რადგან ჰ----------- თ----ს ასევე ჰქონდა კითხვები, კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთებისა და შენობების შესახებ, მოწმემ გააგზავნა მეგობარ ა----- ა------თან, რომელსაც აქვს საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა ირანელებთან. დაახლოებით 3 დღეში მოწმე მივიდა ა----- ა------ის ოფისში, სადაც ასევე იმყოფებოდა ჰ----------- თ----. რადგან მხარეები ვერ შეთანხმდნენ და ეს უკანასკნელი იყო შეწუხებული, ამასთან გ-------– ი-----–---–ისაგან ახალი მიღებული ჰქონდა თხოვნა, ჰ----------- თ---- ჰკითხა, თუ დაინტერესდებოდა წ---–-------------------- და შესთავაზა საპრივატიზაციო და კერძო ქონების დათვალიერება და აუხსნა, რომ ინვესტორებისათვის რეგიონი რამდენიმე წელში ძალიან მიმზიდველი გახდებოდა. გადაწყვიტეს, რომ ჰ----------- თ---- იმ დროს ჩავიდოდა წ---–-------–-, როცა თ---------- ჩ------ც იქ იქნებოდა. მალევე, დაურეკა ჰ----------- თ----მ და შეთანხმდნენ კონკრეტულ დღეზე. წ---–-------–- დაათვალიერეს ობიექტები, მათ შორის წ---–-------------------–--- შენობა. საღამოს შემოუერთდათ გ-------– ი-----–---–იც, რომელმაც მიიპატიჟა რესტორანში. ისაუბრეს პერსპექტივებზე. თ---------- ჩ------ დაინტერესდა ფასით და გ-------– ი-----–---–ისაგან გაიგო, რომ ობიექტის ფასი დაახლოებით შეადგენდა 1 250 000 ლარს, ხოლო თუ აუქციონში სხვა პირებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, არ გადააჭარბებდა 1 500 000 ლარს. თბილისში დაბრუნების შემდეგ ჰ----------- თ----სგან გაიგო, რომ მას მოეწონა წ---–-------------------–--- შენობა და სურდა შესყიდვა და ინვესტიციის განხორციელება. რადგან ის იყო უცხოელი, მითუფრო ირანელი (სპეციფიკიდან გამომდინარე) უთხრა მაქსიმალური ფასი - 1 500 000 ლარი. აღნიშნულის შემდეგ გ-------– ი-----–---–ს უთხრა, რომ ჰ----------- თ---- იყო დაინტერესებული და ფასი 1 500 000 ლარი მოეწონა, თუმცა ჰქონდა ტექნიკური პრობლემები და საჭიროებდა დახმარებას. გ-------– ი-----–---–მა თავის მხრივ განმარტა, რომ ის თავადაც მზად იყო თანამშრომლობაზე, თუ ჰ----------- თ---- ნამდვილად იყო მყიდველი და გადაწყვეტილი ჰქონდა 1 500 000 ლარის დახარჯვა. გ-------–მა გამოხატა კონკრეტული ბიზნესინტერესი, საუბარი იყო პროცენტულ განაწილებაზე - 84% და 16%, რაც ციფრებში შეადგენდა 1 260 000 და 240 000 ლარს. ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებდა გ-------– ი-----–---–ი ბიზნეს პარტნიორის მეშვეობით, რადგან გ-------–ი იყო თანამდებობის პირი. გ-------–ის მხრიდან დახმარება მოიცავდა რიგ პუნქტებს, მათ შორის ძირითადი იყო - აუქციონში გამარჯვებისთვის გადადგმული ნაბიჯები, ასევე სხვა პრობლემური საკითხების მოგვარება. სწორედ ეს საკითხები უნდა ასახულიყო როგორც ქართული მხარის ბიზნეს ინტერესი, ანუ 240 000 უნდა მიეღო ქართულ მხარეს, კერძოდ გ-------– ი-----–---–ს, ან მის ნდობით აღჭურვილი პირს, იმ დახმარების სანაცვლოდ, რომელსაც ის გაწევდა წ---–-------------------–--- შენობის აუქციონში გამარჯვებისა და ბევრი პრობლემატური საკითხის გადასაწყვეტად. ჰ----------- თ---- სურდა, ყოფილიყო კომპანიის 100% მფლობელი და არ ყოლოდა მოწილე. შესაბამისად ჩამოყალიბდნენ, რომ როგორც კი ორმხრივად შეთანხმებული საკითხები მოგვარდებოდა, მოხდებოდა ერთმანეთში ანგარიშსწორება და ის მიიღებდა 100%-ს. დაახლოებით ზამთრის პერიოდის დასაწყისში თბილისში შეხვდა ჰ----------- თ---- და აუხსნა, რომ აუქციონით ქონების შესაძენად გადასახდელი იქნებოდა დაახლოებით 1 200 000 ლარი და კონკრეტული პრობლემების მოგვარებისათვის საჭირო თანხიანად, ფასი საერთო ჯამში კი არ გასცდებოდა 1 500 000 ლარს. თუ თანამშრომლობის ამ ფორმატზე თანახმა იყო, მაშინ ინფორმაციას გადასცემდა შესაბამის პირს, თუმცა მან მოითხოვა დეტალების დაზუსტება. მეორედ შეხვდნენ გამგეობის ეზოში, სადაც უფრო კონკრეტულად აუხსნა პროცენტების შინაარსი, კერძოდ რას წარმოადგენდა 84 და 16 პროცენტი, ასევე ის თუ როგორ შეძლებდა 100% დაბრუნებას. აღნიშნულს შემდეგ მოწმემ ერთმანეთს შეახვედრა - გ-------– ი-----–---–ი და ჰ----------- თ----, ამ უკანასკნელს ძირითადად აინტერესებდა ნამდვილად მოახერხებდა თუ არა აუქციონში გამარჯვებას და რა პერიოდში შეძლებდა სრული წილის - 100%-ის მიღებას. რაღაც დროის შემდეგ მოწმემ დატოვა შეხვედრა. აღნიშნულის შემდეგ კიდევ ერთხელ შეხვდა ჰ----------- თ---- გამგეობაში, რა დროსაც მან დაუტოვა იურისტის ნომერი, რადგან თავად მიემგზავრებოდა საქართველოდან. მას ასევე ჰქონდა გ-------– ი-----–----–- ნდობით აღჭურვილი პირის - წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი და ორგანიზება გაუწია მათ დაკავშირებას ტექნიკური სახის საკითხების მოგვარებისათვის. ამის შემდეგ ჰ----------- თ----ს წარმომადგენელი ი---- ხ--–--ე დაუკავშირდა გაუგებარი მოთხოვნით (არ იცის რატომ უნდა სცოდნოდა კონკრეტული საკითხი), რის გამოც ჰქონდათ არასასიამოვნო საუბარი და მას გაუჩნდა გარკვეული ეჭვები, რაც გაუზიარა გ-------– ი-----–---–ს და ურჩია და სთხოვა, საკითხი გაეჩერებინა, რადგან ის არ ჩავარდნილიყო პრობლემაში. იანვრის პირველ რიცხვებში წ---–-------–- ყოფნისას მოწმე კვლავ შეხვდა გ-------– ი-----–---–ს და კვლავ ესაუბრა მის ეჭვებზე, თუმცა გაიგო, რომ აუქციონი უკვე დასრულდა ჰ----------- თ----ს გამარჯვებით. ამის შემდეგ მას აღარ ჰქონია შეხება მიმდინარე პროცესებთან.

ბრალდებულმა განმარტა, რომ კონკრეტულად რა ფორმით უნდა ჩარეულიყო გ-------– ი-----–---–ი, ვისთვის რა უნდა ეთხოვა, მისთვის უცნობია, მან მხარეები დააკავშირა და დეტალებით არ დაინტერესებულა, რადგან არ იყო მონაწილე. დამდგარი შედეგიდან გამომდინარე თავს სცნობს დამნაშავედ იმაში, რომ იყო ინფორმაციის გადამცემი და ჩართული იყო ჰ----------- თ----ს კონკრეტულ საკითხებში დარწმუნებაში. თუმცა მაშინ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას რომ ჩადიოდა, ბოლომდე ვერ გაიაზრა. ვერ შეამჩნია, როგორ გადალახა მედიატორის ზღვარი. ის გ-------– ი-----–---–ის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას აწვდიდა ჰ----------- თ----, მათ შორის ინფორმაციას, რომ გ-------– ი-----–---–ის ბიზნეს ინტერესი დაკმაყოფილების შემდეგ ჰ----------- თ---- ექნებოდა კომპანიის 100%-იანი წილი.

გ-------– ი-----–---–ის ნათქვამი - ,,დღეს მე ჩემს მეგობრებს უნდა შევხვდე, ხოდა იმ საკითხზე მინდა დაველაპარაკო, ანუ დაველაპარაკო ხო?“, რაზეც თ---------- ჩ------ პასუხობს დადებითად, ,,მეგობრად“ აღიქვა ბიზნეს პარტნიორი, რომელთანაც საკითხი კიდევ უნდა განეხილა გ-------– ი-----–---–ს. საუბრისას არ იცოდა, რომ ეს უკანასკნელი გ-------– ი-----–---ს მოიაზრებდა. გ-------– ი-----–---ის შესახებ გაიგო კრებსიდან და სასამართლოში გ-------– ი-----–---–თან კომუნიკაციისას. მისი ოჯახის წევრის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ გაიგო ,,მ-------–--“ შენობაში. მანამდე მისთვის უცნობი იყო ჰ----------- თ---- როდის აპირებდა თანხის გადახდას. იცის, რომ გ-------– ი-----–---–მა, ბიზნესმენობის პერიოდში განახორციელა არაერთი პროექტი, მოცემული საქმით კი დაინტერესებული იყო როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, რათა განვითარებულიყო წ---–------- და ამ საკითხზე ყოველდღიურად ურეკავდა. მოწმისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ გ-------– ი-----–---–ი იყო საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე იყო წარმატებული ბიზნესმენი, მას ჰქონდა მაღალი ავტორიტეტი, მათ შორის სამსახურში.

 

სასამართლო სხდომაზე გ-------– ი-----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მის წინააღმდეგ არსებული საქმე დაიგეგმა ბევრად ადრე, ვიდრე ს---------–-----------–- შენობის გაყიდვა მოხდებოდა, რადგან ს----- იმაზე მეტად ერევა ა-----–-------------------------–----- საქმიანობაში, ვიდრე ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ საკრებულოს თავმჯდომარედ დანიშვნიდან რამდენიმე თვეში მასთან მივიდა ს-----ს თანამშრომელი და შესთავაზა, რომ ბიუროს დღის წესრიგი, საკრებულოს დღის წესრიგი, ოპოზიციის გამონათქვამები გადაეგზავნა მისთვის პირად მეილზე. მოწმემ გაუგზავნა თანამშრომელი და დააბარა, რომ მასთანა აღარ მისულიყო. 2018 წლის ივნისში პარტნიორთან ერთად წ---–-------–- რამდენიმე პროექტს ახორციელებდა, თუმცა ე----------- სამინისტროში არსებული ბიუროკრატიის გამო, არაერთხელ მოიკითხა საკითხი, თუმცა მიიღო ბუნდოვანი პასუხი. სწორედ მისი აქტიურობის გამო დაინტერესდნენ სპეც. ორგანოები. რეალურად მას სურდა წ---–-------ს განვითარება. საბოლოოდ, ინვესტორმა უარი განაცხადა და დაიბლოკა საკითხი. აღნიშნულის შემდეგ თ------ ჩ------ს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ თუ ე----------- სამინისტრო არ ყიდდა უძრავ ქონებას, იქნებ მათი ობიექტით დაინტერესებულიყვნენ ინვესტორები და გაეყიდათ მუნიციპალიტეტის შენობა. სწორედ აღნიშნული სატელეფონო საუბრიდან 2 დღეში სპეციალურად მიაგზავნეს ჰ----------- თ---- თ---------- ჩ------სთან. მას გამოძება ედავება აუქციონის გამოცხადებისათვის ზეგავლენაში, თუმცა წ---–--------------–----–-------- მერმა გ-------– ი-----–---მა, მისმა მოადგილემ ზ------ მ---------ემ განმარტეს, რომ სადავო ობიექტის გაყიდვა ყველას ინტერესში იყო. მათვე, ჩვენებაში წინასწარ ინსცენირებულად განმარტეს, რომ მან სამსახურებრივი ავტორიტეტი გამოიყენა, რასაც ბრალდება თავის სასარგებლოდ იყენებს. მათ იცრუეს, რადგან ეს ობიექტი გასაყიდი იყო და ყველა მის გაყიდვას ცდილობდა. 24 დეკემბერს თ------ ჩ------ს უთხრა, რომ უნდა შეხვედროდა მეგობრებს, მეგობრებში კი გულისხმობდა გ-------– ი-----–---ს და მოადგილეებს, დაინტერესდა, დალაპარაკებოდა თუ არა მათ აუქციონზე, რაზეც მიიღო თანხმობა. ამის შემდეგ 24 დეკემბერს დაურეკა გ-------– ი-----–---ს და უთხრა, რომ საკრებულოს სხდომამდე 10 წუთით ადრე რაღაც საქმეზე სურდა საუბარი. გ-------– ი-----–---ის მისვლისას სხდომა დაწყებული იყო, რის გამოც სხდომის დასრულებამდე, ანუ 1630 საათამდე ვერ ესაუბრა. საბოლოოდ გ-------– ი-----–---ს და ზ------ მ---------ეს უთხრა, რომ იყო პირი, რომელსაც სურდა საკრებულოს შენობის შეძენა. მათ გაუხარდათ და თქვეს, რომ აუქციონის გამოცხადება არ იყო პრობლემა. გ-------– ი-----–---მა საუბრიდან 30 წუთში დაწერა ბრძანება ობიექტის აუქციონზე გატანის შესახებ. 25 დეკემბერს გ-------– ი-----–---ი დაუკავშირდა და ესაუბრება ზოგად თემებზე, სანამ მან თავად არ ჰკითხა, მისცა თუ არა დავალება მ-----ის იმ თემაზე, რაზეც წინა დღეს ესაუბრა. რაზეც პასუხად მიიღო, რომ მ-----იმ უკვე გააკეთა, რასაც მოჰყვა მისი რეპლიკა - ,,იქნებ დაადგეს მაგას საშველი“. თავის მხრივ გ-------– ი-----–---მა მიაყოლა რეპლიკა - ,,რა თქმა უნდა ბატონო გ-----, აბა რას ვიზამ“. აღნიშნული რეპლიკა მან გააკეთა სწორედ იმიტომ, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ქონება მისი ავტორიტეტის გამო გავიდა აუქციონზე და ეს მაშინ, როცა ბრძანება უკვე დაწერილი ჰქონდა, თუმცა იმ დროისათვის მისთვის უცნობი იყო. მთლიანად აუქციონი იყო მოდელირებული და ჩართული იყო ყველა მათგანი მის წინააღმდეგ.

მოწმემ განმარტა, რომ პარლამენტის მაჟორიტარისგან იცის, რომ ზოგადად თავს იკავებენ ირანელებისთვის ობიექტების გასხვისებაზე, სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ ჰ----------- თ---- მონაწილეობა უნდა მიეღო მხოლოდ ქართული თანამონაწილეობით, თუმცა იქვე განმარტა, რომ თუ 100% ირანული წილით მიიღებდა რომელიმე ფი---- მონაწილოებას და 1 ბიჯით მოიგებდა აუქციონს, შედეგი ვერ გაუქმდებოდა. კითხვაზე - ,,მერე ეგ 16 % გავა?“ უპასუხა დადებითად, ნამდვილ პარტნიორთან აპირებდა დალაპარაკებას არათუ 16%-ზე, არამედ 40 %-ზე. 2018 წლის 22 დეკემბრის საუბრისას ჰ----------- თ---- ეუბნება, რომ მისთვის მთავარია აუქციონი 1 500 000 ლარით დამთავრდეს, რაც მოიცავს 1 260 000 და 240 000 ლარს, რასაც უდასტურებს გ-------– ი-----–---–ი. აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებულმა განმარტა, რომ რადგან 16%-ით მონაწილეობდა ბიზნესში, სთავაზობდა იმ სამუშაოების შესრულებას, რომელიც გაცილებით მეტი ღირდა ვიდრე 16%. 240 000 იყო მომსახურების თანხა, მაგრამ რადგან იყო თანამდებობის პირი, თანხა გააფორმა სესხად. ხელშეკრულება მისთვის იყო გარანტია, რომ თანხა იყო დაზღვეული. საბოლოოდ დათვლიდნენ მომსახურების ანაზღაურებას და გასწორდებოდნენ. მოწმემ განმარტა, რომ ე-–------- არაფერი შეუტანია კომპანიის დარეგისტრირებისას, შესაბამისად ვერ გააკეთებს განმარტებას დიალოგზე, რომელიც შედგა 16 იანვრის შეხვედრისას. კერძოდ ჰ----------- თ----ს ნათქვამზე, რომ გასწორდნენ და 16% გავიდეს, გ-------– ი-----–---–ი თავის მხრივ ეკითხება - ,,მაშინ მაგას უბრუნებ თავისას, ასე გამოდის? ანუ თანხა რაც შემოიტანა მაგან, იმას უბრუნებ 16% თუ რას შვები?“, ,,რაც ჩვენ შევიტანეთ ორას რაღაცა“, ,,მერე ის 16% ხომ შემოიტანა მაგან? და მაგას უბრუნებ, ე.ი. უშვებ, აღარ გინდა პარტნიორი იყოს“, ჰ----------- თ---- ამბობს, რომ გასწორდნენ და გავიდეს ფირმიდან, ხოლო გ-------– ი-----–---–ი აგრძელებს - ,,ე.ი. 16% რაც შეადგენდა ამ თანხის, ის შემოგიტანა უბრუნებ უკან“. ჰ----------- თ---- კი ეუბნება - ,,რაც შემოიტანა არა, ბატონო გ-----“, რაზეც პასუხობს -,,ჰო, ჰო, ნუ რაც იყო“. დიალოგის თანახმად ე-–------ გ--------ემ თითქოსდა შეიტანა 240 000 ლარი კომპანიაში, ხოლო ჰ----------- თ---- უკან უბრუნებს თანხას და იბრუნებს წილს. 16% გათავისუფლებასა და თანხის ჩარიცხვას შორის არ იყო კავშირი. მოლაპარაკებებში ჰ----------- თ---- მოქმედებდა ს-----ს დავალებით და აკეთებდა რეპლიკებს - ,,მინდა თქვენი დახმარება“, ,,ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის“. შესთავაზა სესხის ხელშეკრულება და აუხსნა მისი მნიშვნელობა და პროცედურები სესხის არ დაბრუნების შემთხვევაში. სესხად აღებული თანხა 250 000 ლარი ჩაარიცხინა შვილის ანგარიშზე, რადგან ის ფლობს უპროცენტო მომსახურების პაკეტს. სესხის ხელშეკრულების შემდგომ თანხა არ ჰქონია მიცემული, თუმცა უთხრა, რომ გადაეფორმებინა 16% და შემდგომ გადაერიცხა თანხა, ეს იყო ნდობის თემა. კრებსების თანახმად ჰ----------- თ---- ეუბნება, რომ 270 000 ლარი აქვს ჩასარიცხი, თუმცა თავად პასუხობს, რომ ის თანხა ჩარიცხოს, რაზეც შეთანხმდნენ. აღნიშნული ადასტურებს, რომ სესხს იღებდა და ეს რომ ქრთამი ყოფილიყო, ცხადია, მეტს გამოართმევდა. ამასთან ბრალდებულმა განმარტა, რომ ბიზნეს საქმიანობას არ აპირებდა, აპირებდა მხოლოდ ინვესტიციის ჩადების ნაწილში წილობრივ მონაწილეობას წარმომადგენლის საშუალებით, იმ ფარგლებში, რასაც ბანკი დაუმტკიცებდა, როცა პროექტი დასრულდებოდა და შემოსავლის მიღების ეტაპზე გავიდოდნენ. 11 იანვარს შვილისგან გაიგო, რომ აუქციონი დასრულდა. წ---–-------–- 15 იანვარს ჩავიდა ჰ----------- თ----. ჰ----------- თ------- საუბარში არ იყენებდა მის თანამდებობას, მიუხედავად იმისა, რომ 22 დეკემბრის კრებსში ეუბნება, რომ 3 წელი და შემდგომაც თანამდებობაზე იქნება, თუმცა შესაძლებელია გულისხმობდა წ---–-------–- ყოფნას და არა თანამდებობაზე ყოფნას. ბრალდებულმა განმარტა, რომ წინადადებით იმ შემთხვევაშიც მივიდოდა გ-------– ი-----–---თან, თანამდებობაზე რომ არ ყოფილიყო. რაიმე შეღავათი, ან შეცვლილი პირობები არ შეუთანხმებია მერთან. ცხადია, ქრთამის შემთხვევაში ამ შინაარსშიც შევიდოდა, დააკლებინებდა ფასს და თვითონ მეტს აიღებდა. რესტორანში მისი ნათქვამი, რომ ყველას დაბლოკავდა და სხვა ვერ შევიდოდა აუქციონში, გამომდინარეობდა ჰ----------- თ----ს უფრო მეტად დაინტერესებისათვის, რადგან არ უნდოდა მას დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ყიდდნენ ქონებას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ვერ იყიდებოდა, ანუ მისი მხრიდან აღნიშნული ნათქვამი იყო გარკვეული ინსცენირება - მარკეტინგული ხრიკი და არ მოიცავდა მის ამგვარ შესაძლებლობას, როგორც თანამდებობის პირის, რადგან რეალურად ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენდა ტენდერზე და ვერ დაბლოკავდა აუქციონში რაიმე მოქმედებას.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე, გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის:

- 2017 წლის 20 ნოემბრის წ---–--------------–----–-------- საკრებულოს განკარგულებით გ-------– ი-----–---–ი არჩეულ იქნა წ---–--------------–----–-------- საკრებულოს თავმჯდომარედ.

- 2018 წლის 17 დეკემბერს ს-----------------------–------------–- საიტის დათვალიერების ოქმითა და 2018 წლის 1 ნოემბრის ს------------------------------–------ დადგენილია, რომ ქ. წ---–-------–- შ----------------ში მდებარე ქონების მესაკუთრე არის სსიპ თ--------------–------- წ---–-------ს მუნიციპალიტეტი.

- 2019 წლის 22 იანვრის ს-----------------------–------------–- საიტის დათვალიერების ოქმის თანახმად - 2018 წლის 17 დეკემბერს დაფუძნდა შ-----------------------------–---“, რომლის დირექტორიც არის ჰ----------- თ----. 2018 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით შპს-ს 84%-ის წილის მფლობელია ჰ----------- თ----, 16% კი ე-–------ გ--------ე.

- 2018 წლის 27 თებერვლის ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–- ბიუროს დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქალაქ წ---–-------–- შ-------------ში მდებარე უძრავი ქონების (------------------ საბაზრო ღირებულება დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 1 107 000 ლარს.

- 2018 წლის 24 დეკემბრის წ---–--------------–----–-------- მერის გ-------– ი-----–---ის ბრძანების თანახმად - გამოცხადდა პირობიანი ელექტრონული აუქციონი წ---–--------------–----–-------- საკრებულოში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების მიზნით, თანდართული დანართის შესაბამისად.

- 2018 წლის 26 დეკემბრის ა---–---------–------------–- საიტის დათვალიერების ოქმის თანახმად წ---–-------–- შ----------------ში მდებარე ქონება აუქციონზე გავიდა 2018 წლის 26 დეკემბერს, საწყისი ფასით - 1 107 000 ლარი, ბიჯის თანხა - 110 700 ლარი, საგარანტიო თანხა - 332 100 ლარი. აუქციონის დასრულების თ----ღი - 2019 წლის 11 იანვარი. გამყიდველი - თ--------------–-----------–- წ---–-------ს მუნიციპალიტეტი.

- 2019 წლის 25 იანვარს წ---–--------------–----–-------- მერიისგან მიღებული დოკუმენტაციით დადგენილია, რომ აუქციონი, რომლითაც იყიდებოდა წ---–-------–- შ----------------ში მდებარე ქონება, მოიგო შ-----------------------------–-----, ფასით - 1 217 700 ლარი. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ობიექტი აუქციონზე გატანილი იყო 2018 წლის მაისში, ივნისში და ივლისში.

- 2019 წლის 25 იანვრის ფულადი თანხის გამოყოფისა და გადაცემის ოქმების თანახმად, საქართველოს ს----–-–--------------------------------------------------–----–-----------------–---–----- ხარჯებიდან ჰ----------- თ----ს გადაეცა 250 000 ლარი.

- 2019 წლის 25 იანვრის სამუშაო ოთახის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ-------– ი-----–---–ის სამუშაო ოთახიდან ამოღებული იქნა 2019 წლის 24 იანვრით დათ----ღებული სანოტარო აქტი (გ-------– ი-----–---–სა და ჰ----------- თ----ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება).

- 2019 წლის 24 იანვრის სანოტარო აქტის თანახმად, გ-------– ი-----–---–სა და ჰ----------- თ----ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. თანხის ოდენობა - 250 000 ლარი, ვადა - 3 წელი, პროცენტის დაურიცხავად. თანხის გადაცემა - ნაღდი ანგარიშსწორებით.

- 2019 წლის 25 იანვრის სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად - 2019 წლის 25 იანვარს გ-------– ი-----–---–ის ანგარიშზე ჩაირიცხა - 250 000 ლარი. გადამხდელი - ჰ----------- თ----.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ,,ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის“ და ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული მასალები.

საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები, შეთანხმდნენ ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების ნაწილზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც გამოკვლევის გარეშე იქნა სასამართლო სხდომაზე მიღებული.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მხარეები შეთანხმდნენ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, უპირობოდ ვერ გახდება პირის წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების საფუძველი, არამედ თითოეული მტკიცებულების შეფასება უნდა მოხდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს ჯერ ფაქტის დადგენა და შემდგომ მისი სამართლებრივი შეფასება.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ-------– ი-----–---–ის მსჯავრდება უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებაა კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ, ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა, თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა და დამნაშავეა თუ არა იგი.

რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, შინაგანი რწმენის საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, მოსამართლის შინაგანი რწმენის ფორმირებისათვის ასევე მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის შეფასებაც, რომელსაც ბრალდებული აწვდის სასამართლოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.

რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა ბრალდებულ გ-------– ი-----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც გულისხმობს მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნას და მიღებას თავის სასარგებლოდ, რათა მას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით განეხორციელებინა რაიმე ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტიური მხარე გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერ უპირატესობის მიღებაში ან მოთხოვნაში, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღებაში თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.

ქრთამის აღების სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. პირს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების მართლწინააღმდეგობა, კერძოდ ის, რომ ითხოვს და იღებს ქრთამს გარკვეული ქმედების შესრულებისათვის, სხვა მოხელეზე ზემოქმედებისთვის, ან პირისთვის მფარველობის გაწევისთვის, ამასთან ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას და სურს იგი.

ქრთამის აღების საფუძველზე შესასრულებელი მოქმედება შეიძლება ოთხი სახის იყოს, კერძოდ შესასრულებელი მოქმედება შესაძლოა: 1. შედიოდეს მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში, 2. მოხელემ თავი შეიკავოს ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, 3. არ შედიოდეს მოხელის უშუალო უფლებამოსილებაში, მაგრამ მის ავტორიტეტსა და გავლენას შეეძლოს ხელი შეუწყოს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესრულებას ან შეუსრულებლობას, 4. სახელმწიფო მოხელემ სამსახურებრივი მფარველობა გაუწიოს ქრთამის მიმცემს.

მოცემულ შემთხვევაში ჰ----------- თ---- განმარტავს, რომ ვ---------------------- მიწის შესყიდვისა და სასტუმროს აშენების სურვილით მივიდა გამგეობაში, სადაც ვ------------–-- მოადგილე თ---------- ჩ------მ შესთავაზა წ---–-------–---------------– ზონაში - ა--------------------–--- მდებარე წ---–-------------------–-----------–- შენობა. კონკრეტული უძრავი ქონების დათვალიერებისას შეახვედრეს საკრებულოს თავმჯდომარე გ-------– ი-----–---–ს, რომელიც დაჰპირდა, რომ თუ დაინტერესდებოდა, გამოცხადდებოდა აუქციონი და დაეხმარებოდა გამარჯვებაში, კერძოდ კი გააუქმებდა აუქციონში სხვა პირების მიერ განხორციელებულ ბიჯს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თ---------- ჩ------მ მორიგ შეხვედრაზე უთხრა, რომ პრობლემას წარმოადგენდა მისი, როგორც ირანის მოქალაქის, აუქციონში მონაწილეობა, ამიტომ შესთავაზა ქართველი პარტნიორის მოძიება, ან ქართული კომპანიის დაარსება. მისივე განმარტებით, მიწის ნაკვეთი ჯამში 1 500 000 ლარი დაუჯდებოდა, რაც მოიცავდა ქონების შესაძენად აუქციონის ოფიციალურ ფასს ერთი ბიჯით და იმ ხალხისათვის გადასაცემ თანხას, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ გამარჯვებაში, შემდეგი გადანაწილებით 1 230 000 ლარი და 270 000 ლარი. ამასთან, არწმუნებდა, რომ მათი დახმარების გარეშე საქმე ვერ გამოვიდოდა და სხვა ვარიანტი არ არსებობდა. აღნიშნული საუბრის შემდეგ მომდევნო შეხვედრაზე თ---------- ჩ------მ მისსავე ავტომანქანაში, გამგეობის ეზოში კანკულატორით კვლავ უჩვენა, რომ 1 500 000 ლარიდან 1 260 000 ლარი აუქციონში უნდა შესულიყო, დანარჩენი თანხა კი უნდა გადაეხადა დახმარების სანაცვლოდ. აცნობა ქრთამად მოთხოვნილი თანხის გადახდის სქემაც - ჰ----------- თ---- დაარეგისტრირებდა კომპანიას, რომლითაც მონაწილეობას მიიღებდა აუქციონში და 16% გააფორმებდა გ-------– ი-----–---–ის, ან მის მიერ დასახელებული პირის სახელზე, ხოლო მას შემდეგ, რაც ჰ----------- თ---- გ-------– ი-----–---–ს გადაუხდიდა 240 000 ლარს, დაუბრუნებდნენ აღნიშნულ 16%-ს. საბოლოოდ, ჰ----------- თ----მ მითითების შესაბამისად, დაარეგისტრირა კომპანია ,-------------------------–----, 16% გადაუფორმა გ-------– ი-----–---–ის მეგობარ ე-–------ გ--------ეს, თუმცა მოგვიანებით 2019 წლის 25 იანვარს დაიბრუნა წილი, და ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გ-------– ი-----–---–ს შეუთანხმდა პარალელურად შვილის საბანკო ანგარიშზე 250 000 ლარის გადარიცხვის შესახებ, რაც მართლაც განახორციელა. გ-------– ი-----–---–ის მიერ მიცემულ მისი შვილის ანგარიშზე 2019 წლის 25 იანვარს გადარიცხა უსაფრთხოების სამსახურის მიერ გადაცემული თანხა. აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით გ-------– ი-----–---–თან საუბარი ჰქონდა ასევე რესტორან ,-–------––-- შეხვედრისას, კერძოდ მან უთხრა, რომ თანხა უნდა გაეფორმებინათ ვითომდა სესხის სახით, რადგან ის იყო საჯარო მოხელე და სხვანაირად არ შეეძლო. მოწმემ განმარტა, რომ რეალურად 250 000 ლარი გ-------– ი-----–---–ისათვის არ უსესხებია, შესაბამისად, თანხის დაბრუნება არც იყო გათვალისწინებული და არც მოხდებოდა, ეს იყო დახმარების სანაცვლოდ მისი მხრიდან გადახდილი საფასური, გაფორმებული სესხის ხელშეკრულება კი იყო ფიქტიური.

თავის მხრივ, ბრალდებულმა თ---------- ჩ------მ დაადასტურა ჰ----------- თ----ს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ გ-------– ი-----–---–ს მან დააკავშირა ჰ----------- თ----, რადგან 2018 წლის აგვისტოს ბოლოს-სექტემბრის დასაწყისში გ-------– ი-----–---–მა სთხოვა დაინტერესებული პირისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია, რომ წ---–-------–- გასაყიდად გადიოდა საკრებულოს შენობა. თ---------- ჩ------მ ჰ----------- თ----ს დაათვალიერებინა წ---–-------------------–-----------–- შენობა, საღამოს შემოუერთდათ გ-------– ი-----–---–იც. თ---------- ჩ------სთან გ-------– ი-----–---–ი საუბრობდა პროცენტულ განაწილებაზე, კერძოდ - 84% და 16%-ზე, რაც ციფრებში შეადგენდა 1 260 000 და 240 000 ლარს. ქართული მხრიდან 16%-იანი წილით მონაწილეობა უნდა მიეღო გ-------– ი-----–---–ს ბიზნეს პარტნიორის მეშვეობით, რადგან იგი იყო თანამდებობის პირი და პირადად არ შეეძლო. ბრალდებულმა კატეგორიულად განმარტა, რომ გ-------– ი-----–---–ის მხრიდან დახმარება მოიცავდა რიგ პუნქტებს, მათ შორის კი ძირითადი იყო - აუქციონში გამარჯვებისთვის გადადგმული ნაბიჯები, 240 000 ლარის სანაცვლოდ. ჰ----------- თ---- კომპანიის 100% მფლობელი გახდებოდა მას შემდეგ, რაც მოხდებოდა ანგარიშსწორება, ანუ მას შემდეგ, რაც ჰ----------- თ---- გ-------– ი-----–---–ს მისცემდა დახმარებისთვის შეთანხმებულ თანხას. თ---------- ჩ------მ განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო კონკრეტულად რა ფორმით და როგორ უნდა ჩარეულიყო გ-------– ი-----–---–ი აუქციონის მიმდინარეობაში, რადგან მისი მონაწილეობა შემოიფარგლა მხოლოდ მხარეების დაკავშირებით და შემდგომ მათ შორის ინფორმაციის გაცვლაში დახმარებით, რა დროსაც ჰ----------- თ----ს დამატებით არწმუნებდა კონკრეტული მოქმედებების აუცილებლობაში. ამასთან, თავად რაიმე ფინანსური ინტერესი არ ჰქონდა და მხოლოდ ეხმარებოდა გ-------– ი-----–---–ს, რომელმაც მადლობაც კი გადაუხადა და თავს მოვალედ თვლიდა მის წინაშე.

ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ რაღაც დროის შემდეგ მას გარკვეული ეჭვები გაუჩნდა, რაც გ-------– ი-----–---–საც აცნობა და პრობლემების არიდების მიზნით ურჩია საკითხის გაჩერება, თუმცა აღნიშნულის შემდეგ გაიგო, რომ აუქციონი მაინც ჩატარდა და გაიმარჯვა ჰ----------- თ----მ.

აღნიშნული ორი მოწმის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ფარული საგამოძიებო მოქმედების ,,ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის“ და ,,სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადების და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებულ მასალებთან, რაც ერთობლიობაში გამორიცხავს ბრალდებულ გ-------– ი-----–---–ის ჩვენებას, რომელიც თავის მხრივ, დამოუკიდებლად აღებული, ასევე წინააღმდეგობრივია და შეიცავს ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების მტკიცების მცდელობას. კერძოდ, ერთის მხრივ გ-------– ი-----–---–მა განმარტა, რომ მან ჰ----------- თ----სგან 250 000 ლარი აიღო სესხის სახით, თუმცა იმავე ჩვენებაში მოგვიანებით უარყო მისი სასესხო ბუნება და განმარტა, რომ მას გარკვეული სახის მომსახურება უნდა გაეწია ინვესტირებისას ჰ----------- თ----სათვის და სწორედ ამ მომსახურების ანაზღაურება იყო ჩარიცხული ფული, მაგრამ კონკრეტულად ვერ მიუთითა რა მომსახურება იგულისხმებოდა. ამასთან, რადგან იყო თანამდებობის პირი, გააფორმა სესხის ხელშეკრულება. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ საბოლოოდ უნდა დაეთვალათ მომსახურების ანაზღაურება და გასწორებულიყვნენ, თუმცა იქვე განმარტა, რომ მსგავს დეტალებზე ჰ------------- თ----სთან არ ჰქონია საუბარი. მისივე გადმოცემით - 16% გათავისუფლებასა და თანხის ჩარიცხვას შორის არ იყო კავშირი, და ეს მაშინ როდესაც აღნიშნულ საკითხებზე ცალ-ცალკე არასდროს უსაუბრიათ და ყოველთვის საუბარი მიმდინარეობდა 16%-ის გათავისუფლებაზე და 250 000 ლარის გადახდაზე, ერთმანეთთან ბმაში. ბრალდებული ასევე განმარტავს, რომ ჰ----------- თ----ს საუბარი, რომ აუქციონი უნდა დამჯდარიყო 1 500 000 ლარი, მისი მხრიდან იყო აბდაუბდა საუბარი, რადგან თავად გ-------– ი-----–---–მაც არ იცოდა, რამდენი დაჯდებოდა, და ეს მაშინ, როცა აუქციონზე საპრივატიზაციოდ გასატან ნუსხას და ფასს ამტკიცებს თავად საკრებულო და შესაბამისი დოკუმენტზე ხელმოწერით - საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო აუქციონი გამოცხადდა იგივე ფასით - 1 107 000 ლარით, 110 700 ლარიანი ბიჯით. თავად ბრალდებულის და სხდომაზე დაკითხული მოწმეების განმარტებით კი შენობის შესყიდვით არავინ იყო დაინტერესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ალბათობით ჰ----------- თ----ს კონკურენტი არ ეყოლებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული 1 ბიჯი საკმარისი იქნებოდა აუქციონის მოსაგებად, რაც მოხდა კიდეც. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ გ-------– ი-----–---–ი მხოლოდ იმიტომ დასთანხმდა ჰ----------- თ----ს 16% გადაფორმებაზე, რომ ელოდებოდა ნამდვილ ინვესტორს და ეს მაშინ როცა მისივე ჩვენების თანახმად, მას და ჰ----------- თ----ს ერთობლივი ბიზნესი უნდა ეწარმოებინათ. ასეთ შემთხვევაში ცხადია მას გაუჩნდებოდა ლოგიკური კითხვა, რატომ სთხოვდა 16% გადაფორმებას.

სასამართლოს ეჭვგარეშედ მიაჩნია, რომ ბრალდებულის აღნიშნული ურთიერთგამომრიცხველი განმარტებები განპირობებულია მისი მხრიდან პასუხისმგებლობის თავიდან არიდების სურვილით, რადგან არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან.

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სწორედ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ უტყუარ მტკიცებულებებზე, კერძოდ:

2018 წლის 17 დეკემბერს თბილისში, თ------–---–-----------ში მდებარე ვ-------------- გამგეობის ეზოში, ჰ----------- თ----სა და თ---------- ჩ------ს შეხვედრისას ეს უკანასკნელი მობილური ტელეფონით აჩვენებს ციფრებს და ამბობს: ,,ის ხალხი, ვინც ამას ყიდის ხო, მაგათ უნდათ, მოკლედ, აი ეს არის ფასი“, საპასუხოდ ჰ------------- თ---- ეკითხება: ,,1 500 000 ხო?“ და იღებს პასუხს: ,,ხო ეს არის ფასი, შენი გადასახდელი ყიდვის დროს იქნება, როგორც ამიხსნეს მე“ და უჩვენებს ტელეფონზე გამოსახულ ციფრებს, რის შემდეგაც ჰ----------- თ---- კითხულობს - 1 260 000 და პასუხად იღებს: ,,ხო, დანარჩენს გააკეთებენ ისინი“. ასევე თ---------- ჩ------ უხსნის, რომ კომპანიის (რომლითაც მონაწილეობა უნდა მიიღოს აუქციონში) წილიდან 16% გაფორმდებოდა გ-------– ი-----–---–ზე ან მის მიერ დასახელებულ პირზე, მანამ სანამ გასწორდებიან. ბოლოს, როცა გაფორმდება ყველაფერი და გასწორდებიან, მას ექნება 100%. იმავე საუბარში თ---------- ჩ------ უმარტავს, რომ ის თავად არის გარანტია, რომ არავინ არაფერს ,,მიქარავს“ და სიტყვას არ დაარღვევს.

როგორც აღნიშნული საუბრიდან დგინდება თ---------- ჩ------მ ჰ----------- თ----ს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც თავის მხრივ მასაც გადასცეს, თუმცა საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნულ საკითხებზე მას კომუნიკაცია, თანაც ხშირი, ჰქონდა სწორედ გ-------– ი-----–---–თან, რაც ასევე დადასტურდა თ---------- ჩ------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით.

აღნიშნულის შემდეგ, 2018 წლის 19 დეკემბერს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალის თანახმად, საუბრისას თ---------- ჩ------ს კითხვაზე - ინტერესი რა არის, რაღაც პროცენტია, ხო?“, გ-------– ი-----–---–ი დადებითად პასუხობს. იმავე დღეს მოგვიანებით საუბრისას გ-------– ი-----–---–მა უთხრა თ---------- ჩ------ს - ,,ის ჯიგრები, რომ არიან, ჩვენი ნაცნობები, მაგათ უთხარი შენ, რომ ე.ი. დრო არ გაწელონ, ეხლა არის კარგი დრო მაგ თემაზე რა“., ,,დრო არ გაწელონ“.

2018 წლის 22 დეკემბერს გ-------– ი-----–---–ი გარკვეულწილად აჩქარებს ჰ----------- თ----ს, ასევე უცხადებს მზაობას არამარტო მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოაცხადოს აუქციონი, არამედ გავლენა მოახდინოს აუქციონზე და გარანტირებულად გაამარჯვებინოს, კონკურენტების ჩამოცილების გზით. ესაუბრება ასევე ფასზე, ამასთან ეუბნება, რომ არის თანამდებობის პირი. უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ დღეს ერთმანეთს შეხვდნენ ერთის მხრივ ჰ----------- თ----, ხოლო მეორე მხრივ თ---------- ჩ------ და გ-------– ი-----–---–ი. ეს უკანასკნელი ჰ----------- თ----ს ეუბნება, რომ თუ დროზე გააკეთებს კარგია, რადგან ახალი წელია და არავის სცალია მაგისთვის, სეზონზე კი ინტერესი უფრო იზრდება. გარდა ამისა ეუბნება, რომ ,,ჩვენ აუქციონზე რა შეგვიძლია გავაკეთოთ. შეგვიძლია, რომ დავბლოკავთ რა ვიღაცეებს, ვისაც ექნება სურვილი დავუშვათ, იმიტომ, რომ თქვენ თუ შემოიტანთ, გაქვთ გარანტია იმისი, რომ თქვენ მოიგებთ“. მანვე უთხრა, რომ აუქციონის მონაწილეობისას 1 ბიჯი უნდა გააკეთოს. ასევე - ,,ნუ დანარჩენი არ ვიცი ახლა, თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ როცა გვეტყვით, რომ მზად ვართ. ჩვენ გამოვაცხადებთ“. საუბრობენ ასევე ფასზე, რა დროსაც ჰ----------- თ---- ყურადღებას ამახვილებს - 1 260 000 ლარსა და მთლიანი თანხის 16%-ზე, რომ ჯამში 1 500 000 ლარს არ უნდა ასცდეს მისი ხარჯი. ამასთან კომპანიის 16% საბოლოოდ უნდა გავიდეს, ანუ გახდეს კომპანიის 100% წილის მფლობელი. საუბარში ერთვება თ---------- ჩ------ც და ამბობს, რომ გარანტირებულად გავლენ. გ-------– ი-----–---–ი კი განმარტავს, რომ გასვლა-გამოსვლა არ არის პრობლემა, ერთ დღეში ხდება. მისსავე კითხვაზე, როდის აპირებენ, ჰ----------- თ---- პასუხობს, რომ მზად არის, რაზეც გ-------– ი-----–---–ი პასუხობს: ,,მე ხვალვე ვეტყვი და გამოვაცხადებთ“, ,,დავუშვათ, რომ გამოვაცხადოთ ჩვენ 26 რიცხვში, იქიდან 15 სამუშაო დღე გადავთვალოთ, სადღაც 10-15-ში უკვე აუქციონი ჩატარდება, უნდა ვიცოდეთ გარანტირებულად, რომ შემოდიხართ“. იმავე საუბარში გ-------– ი-----–---–ი განმარტავს - ,,ჯერჯერობით იქა ვარ და იქ ვიქნები 3 წელი. 3 წელი თანამდებობაზე ვიქნები და მერეც იქა ვარ და მერეც იქ ვიქნები კაცო, ყველანაირად შეგიწყობ ხელს, რომ თქვენ იქ არავინ შეგაწუხოთ, თქვენს გემოზე გააკეთებთ რაც გინდათ“.

2018 წლის 25 დეკემბერს ქართული მხარეზე სატელეფონო საუბრისას თ---------- ჩ------ ასევე ეუბნება ჰ----------- თ----ს - ,,მე ყველანაირად ყურადღებას მოგაქცევ და მანდ ვიქნები, ნუ ნერვიულობ მაგაზე“.

2018 წლის 24 დეკემბერს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალის თანახმად, გ-------– ი-----–---–ი ეკითხება თ---------- ჩ------ს - ,,დღეს მე ჩვენს მეგობრებს უნდა შევხვდე, ხოდა, იმ საკითხზე მინდა დაველაპარაკო, ანუ და დაველაპარაკო ხო?“, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს: ,,ხო აბა“, რასაც მოყვა თ---------- ჩ------ს რეპლიკა - ,,მაშინ დაიწყე მაგი ამბავი რა“. დასტურის მიღების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია გ-------– ი-----–---–ის მითითება - ,,შენც იქით, რა ვიცი ჩვენი მეგობრები როა, იმათაც შეეხმიანე მაშინ და უკვე ,,ვსო“.

მიიღო რა თანხმობა თ---------- ჩ------საგან, რაც იმგვარად უნდა იქნეს გაგებული, რომ ამ დროისათვის ამ უკანასკნელს თავის მხრივ თანხმობა ჰქონდა მიღებული ჰ----------- თ----სგან, რომ მონაწილეობას მიიღებდა აუქციონში შეთავაზებულ ფასად. იმავე დღეს 2018 წლის 24 დეკემბერს თ---------- ი-----–---–მა დაურეკა გ-------– ი-----–---ს და სთხოვა ბიუჯეტის განხილვამდე 10 წუთით ადრე რაღაც საინტერესო საკითხზე დაილაპარაკონ, რაზეც მიიღო თანხმობა. მეორე დღეს ასევე სატელეფონო საუბრისას გ-------– ი-----–---–ის კითხვაზე - მისცა თუ არა დავალება მ-----ი კ-----ეს წინა დღეს ნასაუბრებ თემაზე, გ-------– ი-----–---ი პასუხობს, რომ უკვე გააკეთა კიდეც - ,,რა თქმა უნდა, ბატონო გ----- არ გრცხვენიათ, აბა რას ვიზამ?“. აღნიშნული საუბრიდან რამდენიმე საათში გ-------– ი-----–---–მა დაურეკა მ----- კ-----ეს, რომელმაც კითხვაზე უპასუხა, რომ საკრებულოს შენობასთან დაკავშირებით უკვე დაწერა ბრძანება და ოფიციალურად აიტვირთება შესაბამის გვერდზე და დამთავრდება 11 იანვარს. ამასთან კითხვაზე აცნობა, რომ პირობები დარჩა იგივე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------– ი-----–---–მა სწორი შეფასება გაუკეთა გ-------– ი-----–---ის რეპლიკას -,,რა თქმა უნდა, ბატონო გ----- არ გრცხვენიათ, აბა რას ვიზამ?“, როცა განმარტა, რომ აღნიშნული რეპლიკა გ-------– ი-----–---მა გააკეთა სწორედ იმიტომ, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს აუქციონი მისი, ე.ი. გ-------– ი-----–---–-- ავტორიტეტის გამო გავიდა აუქციონზე. ჩნდება კითხვა, რომ არა მისი სამსახურებრივი ავტორიტეტი, გ-------– ი-----–---ი რატომ გააკეთებდა მსგავს რეპლიკას, თან მიმართავს ბატონობით (და არა მეგობრულად, როგორც ამის მტკიცებას დაცვის მხარე კატეგორიულად ცდილობს), რომელიც ცალსახად იკითხება იმდაგვარად, რომ გ-------– ი-----–---მა გაითვალისწინა გ-------– ი-----–---–ის თხოვნა და გამოაცხადა აუქციონი. ბრალდებული იქვე აცხადებს, რომ მთლიანად აუქციონი იყო მოდელირებული და ჩართული იყო ყველა მათგანი, რაშიც მოიაზრებს გ-------– ი-----–---ს, თუმცა მის მიერ არ დასახელებულა რაიმე სახის ვერსია ან თუნდაც ეჭვი, რა პირადი მოტივი ამოძრავებდა გ-------– ი-----–---ს, რომ მის წინააღმდეგ, ჩართულიყო მოქმედებებში და შეექმნა არარსებული მტკიცებულებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მისი ბრალის დასადასტურებლად.

ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ინფორმაციით ასევე დასტურდება თ---------- ჩ------სა და ჰ------------- თ----ს შორის საუბრები სხვადასხვა დეტალებზე, მათ შორის 16% წილის გადაფორმების დაგეგმვასა და განხორციელებაზე. იმავე საკითხზე სატელეფონო საუბარი განხორციელდა ასევე გ-------– ი-----–---–სა და ე-–------ გ--------ეს შორის.

2018 წლის 27 დეკემბერს თბილისში, თ------–---–-----------ში მდებარე ვ-------------- გამგეობის ეზოში, ჰ----------- თ----სა და თ---------- ჩ------ს შეხვედრისას ჰ----------- თ---- არის შეშფოთებული იმ ფაქტით, რომ ე-–------ გ--------ე საერთოდ არ არის საქმის კურსში. თ---------- ჩ------ კი განუმარტავს, რომ გ-------–ი არის სახელმწიფო მოხელე და არ უნდა ვინმემ რამე იფიქროს, რომ არ უღირს, რადგან მას არ ჭირდება არაფერი. ამასთან, ჰ----------- თ---- არის პირდაპირ კონტაქტზე და შუაში არავინ არ ყავს, რომ ყველაფერი იქნება ხუთიანზე. თავის მხრივ ჰ----------- თ---- ეუბნება, რომ სანამ დაბრუნდება საქართველოში, მინდობილობა ექნება მის თანამშრომელ ი----ს, რომელმაც იცის აუქციონზე, თუმცა არაფერი იცის 240 000 ლარზე. აღნიშნულზე თ---------- ჩ------ ამბობს: ,,ნუ იმეორებ ამ ციფრებს ჩემთან რა ძალიან გთხოვ, ტელეფონებია, გესმის? არ გინდა ჩემთან რა“. ცხადია, თ---------- ჩ------ს ამგვარი განწყობა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო გ-------– ი-----–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების დანაშაულებრივი ბუნება - 240 000 ლარის ქრთამის სახით მოთხოვნა, რაშიც თავადვე იყო ჩართული, უფრო კონკრეტულად კი თავად უწევდა დახმარებას ქრთამის მიღებაში.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე 2019 წლის 4 იანვარს გ-------– ი-----–---–სა და მ-----ი კ-----ეს შორის გამართულ დიალოგზე, რა დროსაც ამ უკანასკნელს ბრალდებული კითხვას უსვამს საგარანტიო თანხასთან დაკავშირებით, მ-----ი კ-----ის პასუხზე, რომ საბანკო გარანტია არის 30%, რაზეც გ-------– ი-----–---–ი აკეთებს კომენტარს - ,,არა, 30% დიდი იქნება, ჩვენ ეგ გვიწერია გამოცხადებულში?“, რაზეც მიიღო დადებითი პასუხი. აღნიშნული საუბრიდან დაახლოებით 10 წუთში გ-------– ი-----–---–მა კვლავ დაურეკა მ-----ი კ-----ეს და ჰკითხა: მილიონ ნახევარი, თავიდანვე ხომ იყო მასე?“, რაზეც მიიღო პასუხი: ,,კი მასე თქვით და როგორადაც თქვით მაშინ დარჩა ისე“. მის კითხვაზე შესაძლებელია თუ არა 30 %-იანი საგარანტიო თანხის კორექტირება“ და ნაცვლად 30%-ისა 20% მითითება, მ-----ი კ-----ემ უპასუხა, რომ აუქციონი უკვე გამოცხადებულია, ხოლო თუ ამ ჯერზე არ შევა არავინ, მერე როგორც ბ----------- (გულისხმობს გ-------– ი-----–---ს) გადაწყვეტს, ისე გააკეთებს. ასევე უმარტავს, რომ დადგენილების თანახმად 10%-ზე ნაკლები და 80%-ზე მეტი არ უნდა იყოს, აქედან გამომდინარე 30% აქვს აღებული.

გ-------– ი-----–---–ი ურეკავს მ-----ი კ-----ეს ასევე 2019 წლის 8 იანვარს და კვლავ კითხვებს უსვამს საბანკო გარანტიის 30%-ზე. კერძოდ ეკითხება - ,,ე.ი. ჩვენ გვაქვს 10%-დან 80%-დე, ანუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია, 10%-ს დადებს, 50-ს თუ 80-ს“, ანუ შეუძლიათ 10% შესთავაზონ, ასევე ეუბნება, რომ იყვნენ მსურველები და 30%-ზე ,,რაღაც ის გაჩნდა“. საბოლოოდ, კი თანხმდებიან, რომ მითითებული 30% არის ბე, რომელიც აუქციონის მოგებისას გადავა გადახდილ ღირებულებაში, ხოლო თუ ხელს არ მოაწერს ხელშეკრულებას, თანხა დარჩება მუნიციპალიტეტს.

2019 წლის 9 იანვარს გ-------– ი-----–---–ს ურეკავს თ---------- ჩ------ და სთხოვა აუქციონის შეჩერება, კითხვაზე რამდენი ხნით, პასუხობს, რომ თუ არის შესაძლებელი დროებით, დაახლოებით 2 თვით საერთოდ მოხსნან და გააჩერონ, რასაც დაეთანხმა გ-------– ი-----–---–ი. საუბრის დასრულებიდან 2 წუთში ურეკავს კიდევ ერთხელ და ეუბნება, რომ შეჩერებაში გულისხმობდა აუქციონის შეწყვეტას. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული სატელეფონო ზარები განხორციელდა მას შემდეგ, რაც თ---------- ჩ------ს წინა დღეს ე.ი. 8 იანვარს დაუკავშირდა ი---- ხ--–--ე და კითხვები დაუსვა საბანკო გარანტიის 30%-თან დაკავშირებით, რაც როგორც თ---------- ჩ------მ დაკითხვისას განმარტა მისთვის გახდა ეჭვის საფუძველი. მიუხედავად მისი გაფრთხილებისა გ-------– ი-----–---–ი კვლავ განაგრძობდა ქრთამის სახით მოთხოვნილი ფულადი თანხის მიღებისათვის შეხვედრებს, კერძოდ:

2019 წლის 16 იანვარს წ---–-------–- ჰ----------- თ---- და ი---- ხ--–--ე შეხვდნენ გ-------– ი-----–---–ს, რა დროსაც კვლავ ისაუბრეს 16% წილზე, კერძოდ ჰ----------- თ----მ განაცხადა, რომ უნდა ,,გასწორებულიყვნენ“ და 16% გასულიყო, გ-------– ი-----–---–ი კი ეკითხება: ,,მაშინ მაგას უბრუნებ თავისას, ასე გამოდის?“ ანუ თანხა რაც შემოიტანა მაგან, იმას უბრუნებს 16%-ში რას შვები?, 16% პროცენტი ხომ შემოიტანა მაგან, და მაგას უბრუნებ, ე.ი. და უშვებ, აღარ გინდა, რომ იყოს პარტნიორი?“, რაზეც ჰ----------- პასუხობს - ,,კი, კი გავსწორდებით და გავიდეს“, ხოლო გ-------– ი-----–---–ის განმარტებაზე - ,,ე.ი. 16% რაც შეადგენდა ამ თანხის, ის შემოგიტანა და უბრუნებ უკან ე.ი. ხომ?“, ჰ----------- თ----: ,,დიახ, ნახე მაშინ ბატონმა თ------მა მითხრა 240 000 თუ ეგრე“. საბოლოდ კი გ-------– ი-----–---–ის კითხვას - ,,ჰო გასაგებია, ჰო ანუ რაც შემოიტანა იმას უბრუნებ ე.ი.“, (რაც ბრალდებულის განმარტებით ამგვარად იკითხა იმიტომ, რომ ჰქონდა გარკვეული ეჭვები) ჰ----------- თ---- არ ეთანხმება და პასუხობს - ,,რაც შემოიტანა არა ბატონო გ-----“, გ-------– ი-----–---–ი კი აკეთებს რეპლიკას: ,,ჰო, ჰო ნუ რაც იყო“. ბოლოს კი ჰ----------- თ---- განმარტავს, რომ ეს იყო გარანტია - როგორც შეთანხმდნენ უნდა გასწორდნენ და მან დაიბრუნოს კომპანიის 16 %.

2019 წლის 22 იანვარს რესტორან ,-–------––-- ერთმანეთს შეხვდნენ ჰ----------- თ---- და გ-------– ი-----–---–ი, საუბრისას ამ უკანასკნელმა კიდევ ერთხელ ჩაეკითხა ჰ----------- თ----ს უნდა დაებრუნებინა თუ არა 16% წილი, რაზეც კვლავ მიიღო თანხმობა. აღნიშნულის შემდეგ კი განუმარტა - ,,მე ასეთი წინადადება მაქვს თქვენთან. მე ვარ თანამდებობის პირი, მაგრამ ვარ ბიზნესმენი. ჩემთვის ბიზნესი უფრო მთავარია, ვიდრე თანამდებობა, მე რომ მარტო ბიზნესმენი ვიყო და თანამდებობის პირი არ ვიყო, სხვანაირად დაგელაპარაკებოდი და ძაან მარტივად დაგელაპარაკებოდი ყველაფერზე, მაგრამ ვინაიდან, სახელმწიფოს სამსახურში ვარ, ამიტომ რაღაცეები ჩვენ ისე უნდა მოვაგვაროთ, რომ აქ პრობლემები არ უნდა იყოს“. სთავაზობს, რომ 16% გააფორმონ სესხის სახით, რის უზრუნველსაყოფადაც ჩაუდებს წ---–-------ს ცენტრში მის საკუთრებაში არსებულ 634 კვადრატულ მეტრ უძრავ ქონებას, 3 წლის ვადით. აღნიშნული 3 წელი ითანამშრომლებენ და დახმარების და პარტნიორობის შესაბამისად 3 წლის შემდეგ გასწორდებიან.

იმავე საუბარში, ჰ----------- თ---- ეუბნება, რომ ისინი შეთანხმებულები იყვნენ მილიონ ნახევრამდე რაც რჩებოდა იმ თანხაზე, შესაბამისად დარჩა 280 000 ლარი, თ---------- ჩ------სგან იცოდა 1 500 000 ლარის 16%, რაც არის 240 000 ლარი, შესაბამისად უნდა, რომ იცოდეს საუბარია - 240 000 ლარზე თუ 280 000 ლარზე, რაზეც პასუხად მიიღო, რომ ხელშეკრულება გაფორმდეს 250 000 ლარზე, აღნიშნულისთვის (280 000 ლარის ნაცვლად 250 000 ლარზე შეთანხმების გამო) ჰ----------- თ---- იხდის მადლობას.

აღნიშნული დიალოგი გამორიცხავს დაცვის მხარის განმარტებას, თითქოსდა ჰ----------- თ---- სთავაზობდა - 270 000 ლარს, თავად გ-------– ი-----–---–მა კი მოსთხოვა ნაკლები თანხა, რაც შემდგომ 250 000 ლარი აღმოჩნდა, რაც თითქოსდა გამორიცხავს თანხის ქრთამის სახით აღებას. დაცვის მხარე ამ ხერხით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო და დაადასტუროს თითქოს ეს იყო სესხი, რომელიც უკან უნდა დაებრუნებინა გ-------– ი-----–---–ს.

გარდა ამისა, 2019 წლის 24 იანვარს ქ. წ---–-------–- შეხვედრისას ჰ----------- თ---- ეუბნება გ-------– ი-----–---–ს, რომ პარტნიორს უთხრა, რომ 250 000 ლარი იყო მომსახურების გადასახადი და ეს თანხა უკან არ დაბრუნდებოდა. აღნიშნულის შემდეგ გ-------– ი-----–---–ი სთავაზობს სხვადასხვა გეგმას, მათ შორის მიწის ჩადებას, ნასყიდობის გაფორმებას, საბოლოოდ კი რადგან ჰ----------- თ---- არ არის დაინტერესებული ნაკვეთით და მას აინტერესებს მხოლოდ 16% წილის დაბრუნება, თანხმდებიან ნოტარიუსთან ვალის აღიარების ხელშეკრულების გაფორმებაზე. ამასთან, ჰ----------- თ---- ეუბნება, რომ მას აღარ უნდა ახალი თემები. კითხვაზე თანხა ვის უნდა მისცეს და თავად გ-------– ი-----–---–ი როდის ჩავა თბილისში, პასუხობს, რომ კვირას ჩავა. აღნიშნულის შემდეგ მიდიან სანოტარო ბიუროში აფორმებენ სესხის ხელშეკრულებას, სადაც პარალელურად საუბრობენ სხვადასხვა დეტალზე, ჰ----------- თ---- კითხვაზე - ,,შენ დილას მზად იქნები ამ თემაზე?“, პასუხობს: ,,მე ახალაც მზად ვარ, ფული მაქვს, თანხა ჩემთან არის“.

მნიშვნელოვანია ასევე მოგვიანებით გ-------– ი-----–---–ის კითხვა - ,,შენ, დავუშვათ მოგცე ჩემი ბიჭის ანგარიში და რომ ჩარიცხო მაგაზე?“, ჰ----------- თ---- კი პასუხობს: ,,ბანკიდან გამოვიტან მე, ხელზე უნდა მომეცა, ესეც არ არის პრობლემა“. გ-------– ი-----–---–ი აწვდის ფურცელს, სადაც მითითებულია ჩარიცხვისათვის საჭირო რეკვიზიტები. აღნიშნულის შემდეგ კი საუბრობენ, როდის შეძლებს ე-–------ გ--------ე ი------–--------––- მისვლას, რათა დაუბრუნოს კომპანიის 16%-იანი წილი ჰ----------- თ----ს, საბოლოოდ კი თანხმდებიან 1030 საათზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა პარალელურად უნდა ჩარიცხოს 250 000 ლარი გ-------– ი-----–---–ის ანგარიშზე, კერძოდ გ-------– ი-----–---–ი აძლევს მითითებას: ,,მაშინ რომ მიხვალთ იქ, თან განაცხადი გააკეთეთ და თან შეიტანე ეგ თანხა“.

აღნიშნული დიალოგი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 250 000 ლარის გადახდა მოხდა კომპანიის 16%-იანი წილის დაბრუნების სანაცვლოდ და რეალურად სესხის აღებას ადგილი არ ჰქონია და სანოტარო აქტი იყო ფიქტიური (რაც საბოლოოდ ბრალდებულმაც დაადასტურა). შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის და მისი შვილის განმარტებას, თითქოსდა სესხად აღებული თანხა 250 000 ლარის ჩარიცხვა გადაწყვიტეს შვილის ანგარიშზე იმიტომ, რომ მას ჰქონდა უკეთესი საბანკო მომსახურება და დაბალი საკომისიო გადასახადი, და ეს იმ პირობებში, როცა ჰ----------- თ---- სთავაზობდა თანხის ხელზე აღებას - ,,ხელზე უნდა მომეცა“, რაც ცხადია, გამორიცხავს საბანკო გადასახადს.

გარდა ამისა, ბრალდებულების კომუნიკაცია ჰ----------- თ----სთან გამორიცხავს გ-------– ი-----–---–ის პოზიციას - თითქოსდა მას სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისთვის უნდა მიეღო 250 000 ლარი. ეს განმარტებაც არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან არსად არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ გ-------– ი-----–---–ს მომავალში რაიმე მონაწილეობა უნდა მიეღო ჰ----------- თ----სთან ერთად ბიზნესსაქმიანობაში. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ დაპირებაზე, რომ გამოცხადდება აუქციონი და ჰ----------- თ---- მოიგებს, რაც შეასრულა კიდეც.

შესაბამისად დგინდება, რომ გ-------– ი-----–---–ის მხრიდან სწორედ დახმარების სანაცვლოდ მოხდა - 250 000 ლარის მოთხოვნა და 2019 წლის 25 იანვარს აღება, სწორედ მისი მიღების გარანტირების გამო გააფორმებინა იმ კომპანიის 16 %-იანი წილი მეგობარ ე-–------ გ--------ის სახელზე, რომლითაც მონაწილეობა უნდა მიეღო ჰ----------- თ----ს და საბოლოოდ, მოიგო კიდეც აუქციონი და რაც ასევე მნიშვნელოვანია სწორედ ამ თანხის მიცემის (ბრალდებულის შვილის ანგარიშზე ჩარიცხვის) პარალელურად შეძლო ჰ----------- თ----მ მისი კომპანიის 16% დაბრუნება.

2019 წლის 24 იანვარს 16:27-16:30 საათების შუალედში გ-------– ი-----–---–ისა და ჰ----------- თ----ს შეხვედრის პარალელურად გ-------– ი-----–---–ისა და მის შვილს შორის განხორციელდა სატელეფონო საუბარი, რა დროსაც ბრალდებული დაინტერესდა აქვს თუ არა საბანკო ანგარიში გ-------– ი-----–---–ს (შვილი), როგორ უნდა შეიტანოს მასზე ადამიანმა თანხა, აქვს თუ არა საკომისიო განაღდებისას. ამასთან აცნობებს, რომ სესხის ხელშეკრულება გააფორმა პარტნიორებთან - სესხს იღებს იმ პირისგან ,,ვისთანაც ის მაქვს, რაღაცა საკითხს ვიწყებთ და რაც იყო რა, იცი შენ ეგ თემა, ხოდა მაგი დაგირიცხავს შენ ხვალ თანხას“, 250 000 ლარს. ,,ბარათით თუ გამოზიდავ, შენ როგორც გამოგქონდა, ისე არა“.

2019 წლის 25 იანვარს თ---–--–---------------------ში მდებარე ი------–--------––- ჰ----------- თ---- და ი---- ხ--–--ე ხვდებიან ე-–------ გ--------ეს, მიდიან ოპერატორთან და ასრულებენ მის მითითებებს, რის შემდეგაც ემშვიდობებიან ერთმანეთს. აღნიშნულის შემდეგ ჰ----------- თ---- და ი---- ხ--–--ე შედიან ს----------–--------–- და მომსახურე გოგონას მიმართავენ, რომ დიდი ოდენობის თანხის ჩარიცხვა სურთ კონკრეტულ ანგარიშზე.

2019 წლის 25 იანვრის სალაროს შემოსავლის ორდერის თანახმად - 2019 წლის 25 იანვარს გ-------– ი-----–---–ის ანგარიშზე ჩაირიცხა - 250 000 ლარი. გადამხდელი - ჰ----------- თ----.

ჰ----------- თ----ს საუბრები თ---------- ჩ------სთან და გ-------– ი-----–---–თან, ასევე ამ უკანასკნელთა დიალოგები ერთმანეთში ადასტურებს, რომ ჰ----------- თ----ს მიერ გ-------– ი-----–---–ის ანგარიშზე ჩარიცხული 250 000 ლარი იყო სწორედ აუქციონის გამოცხადებისა და გამარჯვების უზრუნველსაყოფად გადახდილი საფასური, რომლის ინტერესიც ჰქონდა გ-------– ი-----–---–ს და რაშიც ფინანსური ინტერესის გარეშე ეხმარებოდა თ---------- ჩ------. სწორედ ამის გამო ცდილობდა 250 000 ლარის შეფუთვას სესხის ხელშეკრულებით, მანამდე კი უძრავი ნივთის მიყიდვას და სხვა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს გ-------– ი-----–---–ის ვერსიას, რომ ეს იყო სესხი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნული ვერსია მალევე უარყო და მას უწოდა ფიქტიური ხელშეკრულება. ასევე გასაზიარებელი არ არის განმარტება, რომ აღნიშნული თანხა იყო სამომავლოდ გასაწევი მომსახურების ანაზღაურება, კონკრეტული მომსახურების მითითების გარეშე, მითუფრო იმ პირობებში, როცა მას მსგავსი შინაარსის საუბარი არ ჰქონია თავად ჰ----------- თ----სთან, რაც ასევე ვერ აიხსნება იმ გარემოებით, თითქოსდა გ-------– ი-----–---–ი, წარმატებული საჯარო მოხელე და ასევე ბიზნესმენი, სერიოზულად არ უყურებდა ჰ----------- თ----ს და ელოდებოდა ნამდვილ პარტნიორს, მაშინ როცა ყველა დაგეგმილი მოქმედება მოყვანილ იქნა სისრულეში. გარდა ამისა თავის მართლების პოზიციად მიიჩნევს სასამართლო გ-------– ი-----–---–ის განმარტებას, რომ ჰ----------- თ---- აბდაუბდას საუბრობდა 1 500 000 ლარის ხსენებისას. ცხადია, თუ გავიზიარებთ ბრალდებულის ამგვარ შეფასებას, ჩნდება კითხვა - გამოცდილი და წარმატებული საჯარო მოხელე, თუ ბიზნესმენი რატომ ამყარებდა ამ დოზით და ამ სახით ურთიერთობას არასერიოზულ პირთან, ანდა რატომ შეუწყო ხელი, მის ხელში აღმოჩენილიყო წ---–-------ს მნიშვნელოვანი ობიექტი.

აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი ადასტურებს, რომ გ-------– ი-----–---–ი იყო რა წ---–-------------------–--- თავმჯდომარე, ჰ----------- თ----ს კონკრეტული მოქმედებების განხორცილების და მხარდაჭერისათვის ჯერ მოსთხოვა (რაც უკვე ცალკე აღებული იძლევა დანაშაულის შემადგენლობას), შემდეგ კი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამი, კერძოდ 250 000 ლარი, კონკრეტული უძრავ ქონების - წ---–--------------–----–-------- საკუთრებაში არსებული ქ. წ---–-------–---–----------------ში მდებარე 6375 მ2 მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის აუქციონზე გატანისა და შეძენაში დახმარების სანაცვლოდ. კერძოდ, გ-------– ი-----–---–ი ჰ----------- თ----ს დაპირდა, რომ აღნიშნული თანხის სანაცვლოდ თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით შეძლებდა ქონების აუქციონზე გატანის საკითხის მოგვარებას და შემდგომ მისი გამარჯვების უზრუნველყოფას, კონკურენტების ჩამოცილების გზით.

 

მხარეებს შორის ძირითადი დავის საგანს წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება შეეძლო თუ არა და თუ შეეძლო გამოიყენა თუ არა გ-------– ი-----–---–მა სამსახურებრივი ავტორიტეტი აუქციონის გამოცხადებისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის N497აპ-16 გადაწყვეტილებაში პალატა განმარტავს, რომ ქრთამის აღების საფუძველზე შესრულებული მოქმედება შეიძლება არ შედიოდეს მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში, მაგრამ მის თანამდებობრივ ავტორიტეტს შეეძლოს ხელი შეუწყოს ქრთამის მიმცემის სასარგებლო მოქმედებების შესრულებას/შეუსრულებლობას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია იმის დადგენა, რომ მოხელე სწორედ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით აპირებს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას.

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ-------– ი-----–---–მა გ-------– ი-----–---თან მიმართებაში გამოიყენა სამსახურებრივი ავტორიტეტი აუქციონის გამოცხადებისათვის. ცხადია, როდესაც ვინმეს გადაწყვეტილი აქვს მსგავსი ტიპის დანაშაულის ჩადენა, მოქმედებს არა ღიად, არამად შეფარვით. შესაბამისად ბუნებრივია, რომ კონკრეტულ საუბრებში ი-----–---–ი მოერიდა ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა ქრთამი, თანამდებობრივი ავტორიტეტი, ზეგავლენა და ა.შ. და ამგვარ სიტყვებს ჩაანაცვლებდა, ისევე როგორც ეს გააკეტა სესხის ფიქტიური ხელშეკრულების შემთხვევაში.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 22 დეკემბერს ჰ----------- თ----სა და გ-------– ი-----–---–ს შორის არსებულ საუბარზე, რა დროსაც ეს უკანასკნელი ამბობს - ,,ჯერჯერობით იქა ვარ და იქ ვიქნები 3 წელი. 3 წელი თანამდებობაზე ვიქნები და მერეც იქა ვარ და მერეც იქ ვიქნები კაცო, ყველანაირად შეგიწყობ ხელს, რომ თქვენ იქ არავინ შეგაწუხოთ, თქვენს გემოზე გააკეთებთ რაც გინდათ“.

გარდა ამისა, თანამდებობას და სახელმწიფო სამსახურში ყოფნას ახსენებს სხვადასხვა დროს დახმარების სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის აღების გეგმაზე საუბრისას, მათ შორის 2019 წლის 22 იანვარს - ,,მე ასეთი წინადადება მაქვს თქვენთან. მე ვარ თანამდებობის პირი, მაგრამ ვარ ბიზნესმენი. ჩემთვის ბიზნესი უფრო მთავარია, ვიდრე თანამდებობა, მე რომ მარტო ბიზნესმენი ვიყო და თანამდებობის პირი არ ვიყო, სხვანაირად დაგელაპარაკებოდი და ძაან მარტივად დაგელაპარაკებოდი ყველაფერზე, მაგრამ ვინაიდან სახელმწიფოს სამსახურში ვარ, ამიტომ რაღაცეები ჩვენ ისე უნდა მოვაგვაროთ, რომ აქ პრობლემები არ უნდა იყოს“.

რაც შეეხება კონკრეტულად იმ საკითხს გ-------– ი-----–---მა გამოაცხადა თუ არა აუქციონი გ-------– ი-----–---–ის თანამდებობრივი ავტორიტეტის საფუძველზე, მნიშვნელოვანია გ------– ი-----–---ის განმარტება, რომ გ-------– ი-----–---–ის წინადადება დამაჯერებლად მიიღო და არ გადაამოწმა ირანელი ინვესტორის პიროვნება, რადგან იცის რა პიროვნებაა გ-------– ი-----–---–ი, რაშიც გულისხმობს მის საკრებულოს თავმჯდომარეობას, მანამდე კი მის წარმატებულ ბიზნესმენობას. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტიც, რომ დაახლოებით 10-15 წელია იცნობს და მეგობრობს გ-------– ი-----–---–თან.

მერის მოადგილე ზ------ მ---------ემ კი განმარტა, რომ გ-------– ი-----–---–ის მიერ დასახელებული ინვესტორი არ გადაუმოწმებიათ, რადგან ბრალდებული ავტორიტეტული პირი იყო და ეჭვი არ შეუტანიათ მის ნათქვამში, მიუხედავად იმისა, რომ პირადი ავტორიტეტით სახელმწიფო საკითხებს არ წყვეტდნენ. მოწმემ დაადასტურა, რომ წინადადებას იმ შემთხვევაშიც განიხილავდნენ, თუ გ-------– ი-----–---–ი არ იქნებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, თუმცა ეჭქვეშ დააყენა ასეთ შემთხვევაში დადებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ აუქციონი დაუყონებლივ იქნა გამოცხადებული, რაც ცხადია, სწორედ გ-------– ი-----–---–ის თანამდებობრივი ავტორიტეტის დამსახურებაა, მით უფრო იმის გათვალსიწინებითაც, რომ გ-------– ი-----–---–ი სწორედ იმ ა-----–-------------------------–----- ორგანოს - საკრებულოს თავმჯდომარე იყო, რომელიც უშუალოდ ამტკიცებდა როგორც გასაყიდი ქონების ნუსხას, ასევე ქონების ფასს და ამავდროულად წარმოადგენდა ადგილობრივ დონეზე (მერთან ერთად) უმაღლესი თანამდებობის პირს.

ზ------ მ---------ემ ასევე დააკონკრეტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მისი დადებითი ხმა განაპირობა იმან, რომ გ-------– ი-----–---ი წ---–-------–- იყო ავტორიტეტი, რაც მოიცავს იმას, რომ იყო საკრებულოს თავმჯდომარე, გარდა ამისა ქალაქში მისდამი ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება.

დაცვის მხარემ შეგნებულად თავი აარიდა იმ ფაქტის შეფასებას, რომ კონკრეტული დროისათვის გ-------– ი-----–---–ი წარმოადგენდა სწორედ საკრებულოს თავმჯდომარეს - საჯარო მოხელეს და არა ბიზნესმენს და უბრალოდ ,,მეგობარს’’ და რომ მან მხოლოდ ინფორმაცია ,,მეგობრულად’’ მიაწოდა მერს, რომლის მტკიცებასაც კატეგორიულად ცდილობს დაცვის მხარე. თუმცა მნიშვნელოვანია იმის შეფასებაც, რომ გ-------– ი-----–---იც და ზ------ მ---------ეც ადასტურებენ, რომ გადაწყვეტილება მიიღეს გუნდურად და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ გ-------– ი-----–---–ი იყო საკრებულოს თავმჯდომარე და არა მხოლოდ მეგობარი. ამასთან, როდესაც საუბარია ორი თუ რამდენიმე საჯარო მოხელის კომუნიკაციაზე, საჯარო სივრცეში (თუმცა ასეთ ფორმატს გადამწყვეტი და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) და სახელმწიფო და არა კერძო ქონების შესაძლო გასხვისების გარემოებებზე, ბუნებრივია, რომ მოცემულ შემთხვევაში, რაღაც ,,მეგობრულ’’ გარემოზე მითითება აბსოლუტურად არარელევანტურია, მით უფრო იმის გათვალისწინებითაც, რომ ზ------ მ---------ემ დამატებითაც განმარტა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს ერთობლივად, გუნდურად და ამასთან, პირადი ავტორიტეტით სახელმწიფო საკითხებს არასდროს წყვეტდნენ. ხოლო ის მოცემულობა, რომ გ-------– ი-----–---–ს პირდაპირი ინტერესი ჰქონდა როგორც აუქციონის მოკლე დროში გამოცხადებასა და ჰ----------- თ----ს აუქციონში გამარჯვებასთან მიმართებით, გარდა საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებისა, მარტივად დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ იმ ქონების შესყიდვაში, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო ქონებას და რომლის გასხვისებაც პირდაპირ დაკავშირებული იყო ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან და რომლის უმაღლესი წარმომადგენელიც თავად გ-------– ი-----–---–ი იყო, იმარჯვებს სწორედ ის კერძო ფი----, რომლის 16% წილს ფაქტობრივად ფლობს სწორედ გ-------– ი-----–---–ი.

აუქციონის გამოცხადებაში გ-------– ი-----–---–ის ჩართულობის კუთხით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე 2019 წლის 4 იანვარს გ-------– ი-----–---–სა და მ-----ი კ-----ეს შორის გამართულ დიალოგზე, რა დროსაც გ-------– ი-----–---–მა ჰკითხა: ,,მილიონ ნახევარი, თავიდანვე ხომ იყო მასე?“, რაზეც მიიღო პასუხი: ,,კი მასე თქვით და როგორადაც თქვით მაშინ დარჩა ისე“. მის კითხვაზე შესაძლებელია თუ არა 30 %-იანი საგარანტიო თანხის კორექტირება“ და ნაცვლად 30%-ისა 20% მითითება, მ-----ი კ-----ემ უპასუხა, რომ აუქციონი უკვე გამოცხადებულია, ხოლო თუ ამ ჯერზე არ შევა არავინ, მერე როგორც ბ----------- (გულისხმობს გ-------– ი-----–---ს) გადაწყვეტს, ისე გააკეთებს.

მ-----ი კ-----ის პასუხი - ,,კი მასე თქვით და როგორადაც თქვით მაშინ დარჩა ისე“, ადასტურებს, რომ სწორედ გ-------– ი-----–---–ის მითითების შესაბამისად გამოცხადდა აუქციონი, რაც ცხადია, რომ არა მისი თანამდებობა და ავტორიტეტი, დროის მოკლე პერიოდში (პრაქტიკულად იმავე დღესვე) არ მოხდებოდა.

დაცვის მხარე გარკვეულწილად წინააღმდეგობრივ განმარტებებს აკეთებს და თუ ერთ შემთხვევაში აცხადებს, რომ ბრალდებული სრულიად უდანაშაულოა და მის მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, მეორე შემთხვევაში აკეთებს იმ დაშვებას, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არა ქრთამს, არამედ ზეგავლენით ვაჭრობას წარმოადგენს, თუმცა სასამართლო სრულად იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის N128აპ-16 გადაწყვეტილებას (N17) სადაც მითითებულია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი მოხელე ვინმეს სასარგებლოდ სხვა მოხელეზე ზეგავლენის მოსახდენად იყენებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ამის სანაცვლოდ, ის შესაბამის საზღაურს ან სხვა სარგებელს მოითხოვს, ანდა მას ასეთს პირდებიან, ადგილი აქვს ქრთამის აღებას და არა ზეგავლენით ვაჭრობას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ იმ შემთხვევაში თუ გ-------– ი-----–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, ეს იქნება ზეგავლენით ვაჭრობა და არა ქრთამის აღება.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას - ბრალდებულის სრულად გამართლების ნაწილში, იმაზე მინიშნებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ქონდა თუ არა ბრალდებულის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადგილი.

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც შეიძლება კონკრეტული ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ფარგლებში დამნაშავედ ცნობის წინაპირობა გახდეს - სახეზეა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე წარმოდგენილ მტკიცებულებებს გარკვეულწილად სუბიექტურად აფასებს, ე.წ. ნეიტრალური მოწმეთა ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, სრულად და უტყუარად დასტურდება გ-------– ი-----–---–ის მიმართ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მისი განმარტებები არსებით წინააღმდეგობაშია საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ სატელეფონო თუ უშუალო შეხვედრების დროს გამართული საუბრების და სხვა არაერთი მტკიცებულების შინაარსთან, იგი არ შეესაბამება ობიექტურ სინამდვილეს და მიმართულია ბრალდებულის მხრიდან მოსალოდნელი მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისაკენ.

გარდა ამისა ბრალდებულის მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემულ ჩვენება, რომლის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, ზოგიერთ შემთხვევაში, არ არის სარწმუნო, ვინაიდან დაინტერესებული პირის ინფორმაცია შესაძლოა, ნაკარნახევი იყოს კონკრეტული საკითხის დაფარვის, მისი ან სხვა პირის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენა გრძნობით. ასეთი პირის ჩვენება ყოველთვის უნდა შეჯერდეს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდებულის ჩვენება არ შეესაბამება სხდომაზე გამოკვლეულ არცერთ მტკიცებულებას და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მათ. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კი ყოველგვარი ეჭვის გარეშე დასტურდება მისი მხრიდან ქრთამის მოთხოვნის და მიღების ფაქტი.

სასამართლო ასევე, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, როგორიცაა განსაკუთრებით დიდი ოდენობა. კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტია ქრთამის სახით მოთხოვნილი და შესაბამისად აღებული თანხის ოდენობა. საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამად ითვლება ფულადი თანხა - 50 000 ლარის ზევით, რომელსაც მნიშვნელოვნად აღემატება ჰ----------- თ----ს მიერ გ-------– ი-----–---–ის შვილის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ-------– ი-----–---–მა ჩაიდინა მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება თავის სასარგებლოდ, რათა მას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით განეხორციელებინა რაიმე ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-15 წლამდე ვადით.

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულ გ-------– ი-----–---–ს პასუხსიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელი, განსაკუთრებით კი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები, კანონები - სჩადის დანაშაულს, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით, ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. პირიქით, ასეთ პირებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რადგან ამ შემთხვევაში სამსჯავროზეა არა მხოლოდ თითოეული დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ სახელმწიფოს ვალდებულებაც, კანონის უზენაესობის და კანონის წინაშე ყველას თანაბრობის პრინციპების გათვალისწინებით, აღმოფხვრას დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც დამნაშავეებს შეიძლება გააჩნდეთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გარკვეული თანამდებობა უკავიათ, ან ეკავათ, აგრეთვე ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ქვეყნის მმართველობითი სისტემის მიმართ სათანადო ნდობისა და პატივისცემის შენარჩუნება-განმტკიცებას.

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ მინიმალური, სასჯელის გამოყენებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი დანაშაულის პრევენციისა და სასჯელის მიზნები. შესაბამისად, ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნას თავისუფლების აღკვეთა 12(თორმეტი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 02(ორი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში, ან ა-----–-------------------------–----- ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, ვინაიდან დანაშაულის საშიშროების, ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს, შეუნარჩუნოს მას თანამდებობის დაკავების უფლება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 93-94-ე, 209-215; 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1) საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორის ე-–------- გ------–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

დამტკიცდეს 2019 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორ ე-–------- გ------–-–---–ს (ზემდგომი პროკურორის ბ---- კ----–------–---–-- თანხმობით) ბრალდებულ თ---------- ჩ------სა და ადვოკატ ც------ წ--------–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

თ---------- ჩ------ (პ№0----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,338-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07(შვიდი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10.000(ათიათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 02(ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში, ან ა-----–-------------------------–----- ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 03(სამი) წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 04(ოთხი) წელი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად თ---------- ჩ------ს განესაზღვროს 04(ოთხი) წელი.

 

თ---------- ჩ------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

თ---------- ჩ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან, კერძოდ 2019 წლის 25 იანვრის 23 საათი და 10 წუთიდან.

 

2) გ-------– ი-----–---–ი (პ№5----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12(თორმეტი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-43-ე მუხლების საფუძველზე, 02(ორი) წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში, ან ა-----–-------------------------–----- ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

 

გ-------– ი-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა გ-------– ი-----–---–ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2019 წლის 25 იანვრის 15 საათი და 46 წუთიდან.

გაუქმდეს ქონებაზე ყადაღის დადების 2019 წლის 25 იანვრის ოქმით საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას გ-------– ი-----–---–ის (პ/ნ 5----------) საბანკო ანგარიშებს და გ-------– ი-----–---–ის სახელზე ჰ----------- თ----ს სახელით განხორციელებულ ფულად გზავნილებს. აღნიშნული ფულადი გზავნილები გადაეცეს ს----------–---------–-–-----------------------------------.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი 10 ცალი DVD დისკი და 10 ცალი CD დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

თ---------- ჩ------ს ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, გ-------– ი-----–---–ის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, გ-------– ი-----–---–ის ჩხრეკისას ამოღებული 2055(ორიათასორმოცდათხუთმეტი) ლარი და 5(ხუთი) აშშ დოლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

მსჯავრდებულ თ---------- ჩ------ს ნაწილში მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, უფლება აქვს, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე