გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.10.2019
საქმის ნომერი
100310019003130946
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
28.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310019003130946

#3/29 -19 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28.10.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ან------- ზი-------ე

წარმომადგენელი: გრ-----–- გი------ძე

მოპასუხე: ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ნ---- ჩი---–--ე, გი------ ცა--–--ე

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი: მ------ ბა------ე

მესამე პირი: ინ-- კა-----ე

 

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2019 წლის 20 ი------ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის N5------ განკარგულება.

 

ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 04 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება.

საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ან------- ზი-------ემ (პ/ნ 5----------) მოპასუხე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის (ს/კ 2--------) და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (ს/ნ 2--------) მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

1.2.მოსარჩელე სარჩელში განმარტავს, რომ საჯარო რეესტრიდან გადაგზავნილი მასალების და მოსარჩელის მიერ მიმართული განცხადების საფუძველზე, ჩატარებული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, 2018 წლის 29 ო-----------, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიღო N3-- განკარგულება და ან------ ზი-------ეს საკუთრებაში გადასცა ჭიათურა, გ------–---–-- ქ. N2- - ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 124 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით - ფართობი 63 კვ.მ. განკარგულება რეგისტრაციისთვის გაეგზავნა საჯარო რეესტრს და განხორციელდა შესაბამისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია ან------ ზი-------ეზე.

 

2019 წლის 06 ივლისს, მოსარჩელეს ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 04.07.2019 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 05 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ N8------------13 გადაწყვეტილება (ჭიათურა, გ------–---–-- ქ. N2- - ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 124 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ან------ ზი-------ეზე).

 

გაირკვა, რომ 2019 წლის 20 ივნისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიღო N5------ განკარგულება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2018 წლის 29 ოქ---------- N3-- გადაწყვეტილება ან------ ზი-------ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობა N2--. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მითითებული აქტი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას, ინტერესს და უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, რადგან აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიმართაც მას გააჩნდა კანონიერი ნდობა, გააუქმეს საკუთრების უფლება, ისე, რომ არ გამოუკვლევიათ საქმის არსებითი გარემოებები და არც ადმინისტრაციულ წარმოებაზე მიუწვევიათ მოსარჩელე. მასალებიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 20 ი------ განკარგულება მიღებულ იქნა მხოლოდ ორი დოკუმენტის, მოქალაქე ინ-- კა-----ის განცხადების და კომისიის 2019 წლის 28 მაისის ოქმის საფუძველზე.

 

როგორც განცხადებაში, ასევე ოქმში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს. მითითებული სადაო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რაც ამ აქტის ბათილობის საფუძველია.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია არ ცნობს სარჩელს და წარმომადგენელი შესაგებელში განმარტავს, რომ 2018 წლის 2- ო----------- ჩატარებულ კომისიის სხდომაზე მიღებული N3-- გადაწყვეტილებით, მოქალაქე ან------ ზი-------ეს საკუთრებაში გადაეცა ჭიათურაში, გ------–---–-- N2--ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 124 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, განაშენიანების ფართობი 63 კვ.მ.

 

2019 წლის 07 მაისს კომისიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მოქალაქე ინ-- კა-----ემ და მოითხოვა აღიარებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა - ნაგებობის (ავტოფარეხი) წინ მდებარე ტერიტორიის დაკორექტირება, ვინაიდან საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები თვლიან, რომ აღნიშნული ტერიტორია უნდა ჩაითვალოს საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთად.

 

საკითხის დამატებით გარკვევის მიზნით, მიმდინარე წლის 28 მაისს, კომისიის წევრები ადგილზე მისვლით გაესაუბრნენ კორპუსის მცხოვრებლებს, რომლებმაც ანალოგიური პრეტენზია გამოთქვეს საკითხთან მიმართებაში. კომისიის წევრების მიერ მიეცა წინადადება ან------ ზი-------ეს შეეცვალა ნახაზი უახლოეს კომისიის ჩატარებამდე, რაზეც მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა, ხოლო თუ არ შეასრულებდა კომისიის შეთავაზებას, მოხდებოდა აღნიშნულ საკუთრებაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება. დათქმულ ვადაში, მოსარჩელის მიერ არ შესრულდა კომისიის მითითება, ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიღებული გადაწყვეტილება არღვევდა საზოგადოებრივ ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის და მე-VIII თავის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, კომისიამ ბათილად ცნო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2018 წლის 29 ოქ---------- N3-- გადაწყვეტილება მოსარჩელე ან------ ზი-------ის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობა N2--. შესაბამისად, გადაწყვეტილება გადაგზავნილი იქნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. მოპასუხეს მიაჩნია, რომ 2019 წლის 20 ი------ N5------ განკარგულება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის N3-- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, მიღებულია კანონის სრული დაცვით და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

 

2.2. მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ პირველი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი არ წარმოადგენს მოპასუხე მხარეს.

 

ხოლო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2019 წლის 04 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2018 წლის 05 ნოემბრის N8------------13 გადაწყვეტილება, მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 05 ნოემბრის N8------------13 გადაწყვეტილებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, გ------–---–-- ქ.N2- - ის მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 124 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე N1 შენობა-ნაგებობაზე (ს/კ 3-.1-.3--0--) საკუთრების უფლების N2-- მოწმობის (დამოწმების თარიღი: 29.1-.2018წ) საფუძველზე განხორციელდა ან------- ზი-------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 20 ი------ N5------ განკარგულების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2019 წლის 29 ოქ---------- N3-- გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან. ამავე განკარგულების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების N2-- მოწმობა, შესაბამისად, რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 05 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ N8------------13 გადაწყვეტილება და შესაბამისი მონაცემები აისახა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

 

2.3. საქმეში მესამე პირად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაბმული იქნა განმცხადებელი ინ-- კა-----ე (ს.ფ.1-6), რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ მას პრეტენზია არ აქვს იმ მიწის ნაკვეთზე, რაც კანონის შესაბამისად ეკუთვნის მოსარჩელეს.

 

4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

დავის ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2018 წლის 29 ო-----------, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიღო N3-- განკარგულება და ან------ ზი-------ეს საკუთრებაში გადაეცა ჭიათურა, გ------–---–-- ქ. N2- - ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 124 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით - ფართობი 63 კვ.მ. განკარგულება და იმ დღესვე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N2--.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 05 ნოემბრის N8------------13 გადაწყვეტილებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, გ------–---–-- ქ. N2- - ის მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 124 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე N1 შენობა-ნაგებობაზე (ს/კ 3-.1-.3--0--) საკუთრების უფლების N2-- მოწმობის (დამოწმების თარიღი: 29.1-.2018წ) საფუძველზე განხორციელდა ან------- ზი-------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განკარგულება (ს.ფ.25)

- საკუთრების უფლების მოწმობა(ს.ფ.27)

- რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.28)

- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)

 

3.2.2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 20 ი------ N5------ განკარგულების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2019 წლის 29 ოქ---------- N3-- გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან. ამავე განკარგულების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების N2-- მოწმობა. შესაბამისად, 2019 წლის 04 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 05 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ N8------------13 გადაწყვეტილება და შესაბამისი მონაცემები აისახა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განკარგულება (ს.ფ.33)

- გადაწყვეტილება (ს.ფ.30)

- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2019 წლის 06 აპრილს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა ქ.ჭიათურა გ------–---–-- ქუჩა N2--ში მცხოვრებმა ინ-- კა-----ემ. განმცხადებელმა მიუთითა რომ 2018 წლის ნოემბრის თვეში ან------ ზი-------ეს დაუმტკიცდა კორპუსის წინამდებარე ტერიტორია. იგი თვლის, რომ ეს მიწის ნაკვეთი მას არ ეკუთვნის. ეს მიწის ნაკვეთი კორპუსში მაცხოვრებელთა საერთო კუთვნილებაა და მაცხოვრებლები თვლიან, რომ ხელმოწერები გაყალბებულია. განმცხადებელი ითხოვს რეაგირება მოხდეს მათ განცხადებაში აღნიშნულ ფაქტებზე. 2019 წლის 28 მაისს ახალი გარემოების შესწავლის მიზნით კომისიის წევრები : გი------ ბიწაძე, ზურაბ ბრეგვაძე, აკაკი აზნარაშვილი და ირაკლი მერმანიშვილი იმყოფებოდნენ ადგილზე, მდგომარეობის შესწავლის მიზნით. ისინი გაესაუბრნენ კორპუსის მცხოვრებლებს, რომლებმაც პრეტენზია გამოთქვეს აღიარებულ მიწის ნაკვეთზე. ან------ ზი-------ეს კომისიამ შეთავაზა წინადადება, რომ შეეტანა ცვლილება მიწის ნაკვეთის ნახაზში უახლოესი სხდომის ჩატარებამდე. კომისიის შეთავაზებას დათანხმდა ან------ ზი-------ე. ან------ ზი-------ე გაფრთხილებული თუ მოქალაქე არ შესრულებს კომისიის მითითებას, მოხდება აღნიშნულ საკუთრებაზე მიღებული განკარგულების ბათილად ცნობა.

დადგენილია, რომ აღნიშნული განკარგულების საფუძველზე კომისიის 2019 წლის 01 ივლისის N8------------03. გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2019 წლის 12 ი------ N 8----------- -13 გადაწყვეტილება და იგი აისახა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- განცხადება (ს.ფ.35)

- დათვალიერების ოქმი(ს.ფ.36)

- მხარის ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)

 

3.2.4. საქმეზე სასამართლოს მიერ დათვალიერებული იქნა სადაო მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთი და მშენებარე შენობა განთავსებულია იმ კორპუსის ახლოს, სადაც ცხოვრობენ ინ-- კა-----ე და ან------ ზი-------ე. ფოტომასალიდანაც ერთმნიშვნელოვნად ჩანს აღნიშნული მიწის ნაკვეთი თითქმის მთლიანად დაკავებულია შენობით მცირე გამონაკლისის გარდა. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სამეზობლო უთანხმოებას ჰქონდა ადგილი ავტომანქანის განთავსებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- ფოტომასალა (ს.ფ.39-44)

- დათვალიერების ოქმი

- მხარის ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, მიიჩნევს, რომ ან------ ზი-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მფლობელობაში) სარგებლობაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული 2019 წლის 20 ი------ N5----- განკარგულება და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მფლობელობაში) სარგებლობაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის №376 დადგენილება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.A

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტი წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა, კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ხსენებული სამართლებრივი საფუძვლით სარჩელით მოითხოვა სადაო ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

6.3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

6.4. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის თანახმად კანონი არეგულირებს ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის თვითნებურად დაკავებიდან. განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა უკავშირდება 2018 წლის 29 ო-----------, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მიიღო N3-- განკარგულება და ან------ ზი-------ეს საკუთრებაში გადაეცა ჭიათურა, გ------–---–-- ქ.N2- - ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 124 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით - ფართობი 63 კვ.მ. განკარგულება და იმ დღესვე გაიცა საკუთრების უფლების მოწმობა N2--.

 

6.5. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული,მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

 

6.6.,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში 2008 წლის 23 ო----------- განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, -აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმდ გ) თვითნებურად დაკავებული მიწა – ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

6.7.ხსენებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით

ხსენებული კანონის მე-51 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

 

6.8. დადგენილია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის 2018 წლის 05 ნოემბრის N8------------13 გადაწყვეტილებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, გ------–---–-- ქ. N2- - ის მიმდებარედ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 124 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე მდებარე N1 შენობა-ნაგებობაზე (ს/კ 3-.1-.3--0--) საკუთრების უფლების N2-- მოწმობის (დამოწმების თარიღი: 29.1-.2018წ) საფუძველზე განხორციელდა ან------- ზი-------ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

6.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 20 ი------ N5------ განკარგულების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის 2019 წლის 29 ოქ---------- N3-- გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან. ამავე განკარგულების საფუძველზე, ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების N2-- მოწმობა.შესაბამისად, 2019 წლის 04 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ იქნა რეგისტრაციის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 05 ნოემბრის რეგისტრაციის შესახებ N8------------13 გადაწყვეტილება და შესაბამისი მონაცემები აისახა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

 

6.1-.ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის№376 დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის (შემდგომში წესი) პირველი მუხლის შესაბამისად ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

 

6.11.წესის მე-6 მუხლის შესაბამისად კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.

კომისია შედგება არანაკლებ 5 და არაუმეტეს 11 წევრისაგან. კომისიის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი. კომისია შედგება მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებისგან/მოხელეებისგან. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნონ, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები (მათი თანხმობით), რომელთა რაოდენობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ამავე სააგენტოს თანხმობით.

 

წესის მე-1- მუხლის შესაბამისად კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

6.12. განსახილველ შეთხვევაში ერთმნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონით დადგენილი წესით არ მოიწვია სხდომა ინ-- კა-----ის განცხადებასთან დაკავშირებით. არ დაადგინა კონკრეტულად ის მოქალაქეები, რომლებიც მოყვანილი იყო განცხადების შინაარსში. დათვალიერებისას არ იქნა დაფიქსირებული თუ კონკრეტულად რომელ მაცხოვრებლებს გაესაუბრა კომისია.. სარჩელის განხილვისას საქმეზე წარმოდგენილი იქნა ისეთი გარემოებები, რომელიც საჭიროებდა შეფასებას და გამორკვევას. გამოკვლევას და დადგენას საჭიროებდა წერილში აღნიშნული გარემოება უკმაყოფილების მიზეზის შესახებ . გასარკვევია ასევე კორპუსის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული ან------ ზი-------ის მიერ მშენებარე შენობასთან საეღტო სარგებლობის მისასვლელი გზის საკითხი. სასამართლო თვლის , რომ კომისიის მიერ სადაო გადაწყვეტილების მიღებისას გამოკვლეული არ არის კანონიერი ნდობის საკითხი.

 

6.13.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.

 

6.14.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. განსახილველ შემთხვევაში მხარეები მოწვეულნი არ ყოფილან კანონით დადგენილი წესით. მხარეს არ მიეცა საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა სააგენტოს წერილთან დაკავშირებით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

6.15.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუყენებია ზ.ა.კ.-ის 98-ე მუხლში მითითებული ღონისძიებები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სადაო განკარგულება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

6.16.საქართველო ს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

6.17.აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მფლობელობაში) სარგებლობაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული 2019 წლის 28 ი------ N353 განკარგულება და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მფლობელობაში) სარგებლობაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. ამასთან სასამართლო თვლის, რომ მეორე სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საჯარო რეესტრის მიერ კანონით დადგენილი წესითაა მიღებული გადაწყვეტილება კომისიის განკარგულების საფუძველზე.

კომისიამ ინ-- კა-----ის განცხადების განხილვისას კანონით დადგენილი წესით უნდა ჩაატაროს სხდომა, მოიწვიოს მხარეები, მოისმინოს მოსაზრებები, დაადგინოს კონკრეტულად ის მოქალაქეები, რომლებიც მოყვანილი იყო განცხადების შინაარსში. დაადგინოს ასევე კორპუსის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები შემხებლობაში ხომ არაა სადაო მიწის ნაკვეთთან. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული და შეფასებული იქნას სადაო მშენებარე შენობასთან საერთო სარგებლობის მისასვლელი გზის საკითხი. გამოიკვლიოს და შეაფასოს კანონიერი ნდობის საკითხი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც შემხებლობაშია აღნიშნულ საკითხთან. აღნიშნულის შემდგომ კომისიის მიერ მიღებული უნდა იქნას კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტი.

 

6.18. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.19.ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესი წარიმართება დისპოზიციურობისა და ინკვიზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც თავისი შინაარსით მოითხოვს, რომ საქმის განხილვა უნდა წარიმართოს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზაციით წარმართონ და დაასაბუთონ თავიანთი პოზიციები და ამავე დროს, ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, არ უგულებელყონ საჯარო ინტერესი. აღნიშნული ფუნდამენტალური პრინციპების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები, რომელსაც ეფუძნება, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით მოწესრიგებული ადმინისტრაციული წარმოება, რომლის მიხედვითაც, ყველა თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე, ყველა პირი უფლებამოსილია სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, საქმე აწარმოოს სასამართლოში და დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7.2.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

7.3.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი-100 ლარი, ხოლო სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ან------ ზი-------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მფლობელობაში) სარგებლობაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული 2019 წლის 20 ი------ N5----- განკარგულება და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების (მფლობელობაში) სარგებლობაში არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს გადასახდელად ან------ ზი-------ის სასარგებლოდ 1-0(ასი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი