გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.10.2019
საქმის ნომერი
100310019003193728
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310019003193728

საქმე №3/40- 19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25. 10. 2019 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი - ნათი ბერიძე

 

მოსარჩელე - მა----- თა------ი

წარმომადგენე-–- - ერ---–- დო-–--ე

 

მოპასუხე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენლები: გი------ ცა--–--ე, ნ---- ჩი---–--ე

 

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან, ქმედების განხორცილების დავალება - გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა; სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 2------------ №5------ ბრძანება მოსარჩელე მა----- თა------ისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - ქალაქ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მა----- თა------ის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროს სპეციალისტის თანამდებობაზე რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში აღდგენის შესახებ;

 

1.3. მოპასუხეს - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელე მა----- თა------ის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურება 2019 წლის 22 აგ----------- გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 640 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩე-–-ს განმარტებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა 2013 წლიდან. კერძოდ, 2015 წლის 26 თებერვლიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსის სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლობიდან და ამავე ბრძანებით დაინიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების წამყვან სპეციალისტად რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში. 2019 წლის 19 ივნისის ბრძანების საფუძველზე კი 2015 წლის 19 ივნისიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ამავე ბრძანებით დაინიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მთავარ სპეციალისტად რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში. 2017 წლის 30 ივ---- გაფორმებულ N1-- ხელშეკრულებაში განსაზღვრულ შრომით ფუნქციებს დაემატა ერთი ფუნქცია რაც წარმოადგენდა გამგებლის წარმომადგენლის ფუნქციის შეთავსება. რასაც ახორცილებდა 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე. შეთანხმების აქტის საფუძველზე. იგი პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 2------------ ბრძანების N 5------ საფუძველზე, მოსარჩელეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროს სპეციალისტად - რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა სამსახურიდან გათავისუფლება 2019 წლის 22 აგ-----------.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ შესაგებლით სარჩე-–- არ ცნო. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლები დაეთანხმნენ შესაგებელში დაფიქსირებულ გარემოებებს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სარჩე-–-ს დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.დადგენილია, რომ 2013 წლის 04 თ-------–-- ბრძანებით მა----- თა------ი (პ/ნ 5----------) დაინიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის რ----- ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე 0,5 საშტატო განაკვეთზე.

2013 წლის 02 მ----- N1-- ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მა----- თა------ს გაუგრძელდა საგამოცდო ვადა ორი თვით 2013 წლის 05 მ-------- 05 ი--–---- ჩათვლით 0,5 საშტატო განაკვეთზე.

2013 წლის 03 ი--–---- N 2-- ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით საგამოცდო ვადის გასვლის გამო მა----- თა------ი დაინიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის რ----- ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად 0,5 საშტატო განაკვეთზე 2013 წლის 06 ი--–------ნ კონკურსის ჩატარებამდე. საგამოცდო ვადა ჩაეთვალა შრომის სტაჟში.

2014 წლის 23 ი--–---- ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის N2-- ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის რ----- ტერიტორიული ორგანოს უფროსი სპეციალისტის დროებითი მოვალეობის შემსრულებე-–- (0.5 განაკვეთზე) მა----- თა------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2014წლის 21 ი--–------ნ და დაინიშნა მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების რ----- ადმინისტრაციულ ერთეულის უფროსი სპეციალისტის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად 2014წლის 21 ი--–------ნ რეორგანიზაციის დასრულებამდე.

2015 წლის 26 თ-------–-- ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის N 5-- ბრძანების საფუძველზე მა----- თა------ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების წამყვან სპეციალისტად რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში.

2017 წლის 16 ო----------- ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის N 5------ ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მეორეს მხრივ მა----- თა------ს შორის 2017 წლის 30 ივ---- გაფორმებულ N1-- ხელშეკრულებაში განსაზღვრულ შრომით ფუნქციებს დაემატა გამგებლის წარმომადგენლის ფუნქცია 2017 წლის 18 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე შეთანხმების აქტის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ 2017 წლის 29 დ--------- N 5------ ბრძანების თანახმად მა----- თა------ს მიენიჭა რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში მე-2 კატეგორიის მე-3 რანგის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ჭიათურის მუციპალიტეტის გამგებლის 4.02.2013წ. ბრძანება №4- (ს.ფ 18);

- ჭიათურის მუციპალიტეტის გამგებლის 2.05.2013წ. ბრძანება №1-- (ს.ფ 17);

- ჭიათურის მუციპალიტეტის გამგებლის 3.0-.2013წ. ბრძანება №2-- (ს.ფ 19);

- ჭიათურის მუციპალიტეტის გამგებლის 23.0-.2014წ. ბრძანება №2-- (ს.ფ 20);

- ჭიათურის მუციპალიტეტის გამგებლის 26.02.2015წ. ბრძანება №5-- (ს.ფ 21);

- ჭიათურის მუციპალიტეტის გამგებლის 16.10.2017 წ. ბრძანება №51 1--9 (ს.ფ 22);

- შეთანხმების აქტი (ს.ფ. 23)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები

 

3.2. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 2------------ ბრძანების N 5------ საფუძველზე, მოსარჩელეს მა----- თა------ს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროს სპეციალისტად - რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა სამსახურიდან გათავისუფლება 2019 წლის 22 აგ-----------. მოცემული აქტია სადაო.

 

მა----- თა------ის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან გათავისუფლების შეფარდებას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოებები:

დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 0- ს----------- №5------ ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსს სპეციალისტს მა----- თა------ს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება, რომელსაც საფუძვლად დაედო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში 2018 წლის 19 ივ---- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მერის წარმომადგენლის რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში - იმ---- ხვ-----–---ს მოხსენებითი ბარათი №8------ის ირგვლივ ჩატარებული ინსპექტირება, რაზეც მომზადდა ინსპექტირების დასკვნა №I---.

 

დადგინდა, რომ რ----- ადმინისტრაციული ერთეულს აქვს სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი. თანამშრომლების სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვა ხდება ჟურნალში ხე-–-ს მოწერითა და სამსახურში მისვლა /წასვლის დროის დაფიქსირებით. 21.--- 2018 წლის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ მოეწყო ადგილზე გასვლა სამსახურში თანამშრომლების დასწრების შემოწმების მიზნით. შემოწმებით გამოვლინდა, რომ სამსახურში იყო 50 %-იანი დასწრება, ოთხი თანამშრომილიდან სამსახურში იყო ორი თანამშრომე-–-:მა----- ყო---–-–---–ი და ი--- კა-----–--ე, რომლებმაც საკითხთთან დაკავშირებით მისცეს თავიანთი ახსნა - განმარტებები დანარჩენი ორი თანამშრომლის : იმ---- ხვ-----–---ს და მა----- თა------ის სამუშაო საათებში სამსახურში არყოფნის შესახებ. სხვა ჩანაწერი იყო ტაბელების ჟურნალში, სადაც სამსახურში გამოცხადება დააფიქსირა მხოლოდ ერთმა თანამშრომლებმა მ. ყო---–---–-ა. ტაბე-–-რების ჟურნალიდან დადგინდა მა----- თა------ის მიერ მხოლოდ სამი დღის განმავლობაში სამსახურში არასტაბილური გამოცხადება. დანარჩენი დღეებით დასტურდება მისი სამსახურში გამოცხადება ჟურნალში ყველა დღე გატარებულია და ხელმოწერილია.

 

06.0-.2018 წლის და 10.0-.2018 წელს ჩატარდა ინტერვიუ (გამოკითხვა) ი. კა-----–--ეს და მ. ყო---–---–----, რომელთაც დაადასტურეს მ. თა------ის მხრიდან შინაგანაწესის დარღვევა, თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან კონფლიქტური ურთიერთობები. საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებიდან მოთხოვნილ იქნა ივნისი თვის სახელფასო ტაბე-–-. დადგინდა, რომ ივნისი თვის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში წარდგენილ სახელფასო ტაბელში დასტურდება, რომ მა----- თა------მა იმუშავა სრული სამუშაო გრაფიკით.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის მიერ N 6 საქმის ინსპექტირების შედეგად 19.--- 2018 წელს N 8------1შემოსულ განცხადებაში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით გამოვლინდა შემდეგი:

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში მა----- თა------ის მიერ დარღვეულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შინაგანაწესის მე - მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები და ამავე განაწესის მე-9 მუხლი;

 

მა----- თა------ის მხრიდან გამოიკვეთა „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04. 2017 წლის N200 დადგენილების დარღვევა.

 

01.---2018 წლიდან 30.--- 2018 წლამდე მ. თა------ის მიერ შესრულებული სამუშაოები, რომე-–-ც მოიცავს მიწის იდენტობის დადგენას, დაკარგული საბუთების აღდგენას და სახლის ფლობის მოკვლევას, სულ ჯამში 11 მოქალაქის საქმე.

 

დადგინდა, რომ მ. თა------ის დისციპლინარულ დარღვევაზე ცნობილი იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროს ხათუნა ცე--–----სათვის, თუმცა მასზე განყოფილების უფროსის მხრიდან რაიმე ფორმით რეაგირება დოკუმენტალურად არ ფიქსირდება.

 

ყველა მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი გახდა მა----- თა------ის მიმართ დისციპლინარული წარმოების დასაწყებად. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 17 ა--------- N 5------- ბრძანების საფუძველზე მა----- თა------ის მიმართ დაიწყო დისციპლინარული წარმოება. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დისციპლინარული გადაცდომის სავარაუდო ჩამდენ პირს 2018 წლის 23 ა--------- №1------ შიდა დოკუმენტით წარედგინა ინფორმაცია დისციპლინარული წარმოების დაწყების შესახებ. ასევე, განესაზღვრა ვადა ახსნა - განმარტების წარსადგენად. მას შემდეგ რაც წარდგენილ იქნა მა----- თა------ის მიერ ახსნა - განმარტება შედგენილ იქნა ინტერვიუს (გამოკითხვის) ფორმა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ინსპექტირების დასკნით №I--- დადგინდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში ჩადენილია მსუბუქი დისციპლინარული გადაცდომა, რაც გამოიხატა მისი როგორც რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში წადგენილი თანამშრომლის მიერ სამუშაო ადგილის შეუთანხმებლად დატოვებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნიეს , საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მა----- თა------ს მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად გაფრთხილების განსაზღვრა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 0- ს----------- №5------ ბრძანებით მა----- თა------ს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების დასკვნა №I---. (ს.ფ 88-93);

- მ. ყო---–---–-ს, ი. კა-----–--ის ახსნა განმარტებები (ს.ფ. 94-95)

- გამოცხადების ჟურნალის (96-99);

- ი. ხვ-----–---ს, მ. თა------ის ახსნა განმარტებები (ს.ფ. 100-101)

- ინტერვიუ ( გამოკითხვა) (ს.ფ. 102- 108)

- ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ინსპექტირების დასკნა №I--- (ს.ფ. 109- 117)

- ინტერვიუ გამოკითხვა (ს.ფ. 119)

- შუალედური შეფასების ოქმი (ს.ფ. 124 128)

- 2018 წლის 17 ა--------- N 5------- ბრძანება (ს.ფ. 129)

- ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 0- ს----------- №5------ ბრძანება (ს.ფ. 130

- მხარეთა ახსნა - განმარტებები)

 

3.3. დადგენილია რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის რ----- ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის იმ---- ხვ-----–---ს 2019 წლის 04 ი--–---- N1------ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე 2019 წლის 29 ივლისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ მომზადდა ინსპექტირების დასკვნა №I---,საიდანაც ირკვევა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში 17.0-. 2019წ. 22.0-.2019 წ და 24.0-.2019 წ. ჩატარდა ინტერვიუ (გამოკითხვა) ი--- კა-----–--ესთან, მა----- ყო---–---–---- და იმ---- ხვ-----–----თან, რომელთაც გააკეთეს 04.0-. 2019 წ. N1------- მოხსენებითი ბარათის ირგვლივ განმარტება და დაადასტურეს მ. თა------ის მხრიდან მათთან კონფლიქტური ურთიერთობები, ძალადობა, შეურაცყოფა, მუქარა, დამცირება.

იმ---- ხვ-----–---ს ახსნა - განმარტებით დადგენილია, რომ მა----- თა------ი არაჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ უფლება - მოვალეობებს, რაც აფერხებს სამუშაო პროცესის ნორმალურ მიმდინარეობას .მოხსენებითი ბარათის ირგვლივ იმ---- ხვ-----–---ს ახსნა განმარტებით დადგენილია, რომ მა----- თა------ის მხრიდან, ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და შეურაცყოფას მუდმივად აქვს ადგილი. ცრუ ინფორმაციას ავრცელებს (მიწის მიღება - ჩაბარების აქტის , ასევე მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო 2000 წლის პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ დამოწმებულ მოწმობებზე) ყალბს უწოდებს და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს მოსახლეობაში. არასწორად და ყალბად ჩათვლა და იდენტურობის დადგენაზე უარი განაცხადა, ხე-–- არ მოაწერა, რაც აფერხებს მოქალაქეთა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას, რის გამოც მოსახლეობა გამოთქვამს უკმაყოფილებას. აღნიშნული გარემოება დადასტურებულ იქნა ი--- კა-----–--ის, მა----- ყო---–---–-ს ახსნა - განმარტებითაც.

 

ინსპექტირების ჩატარების პერიოდში მა----- ყო---–---–-ს 2019 წლის 22 ი--–---- N 6------ მოხსენებითი ბარათით დადასტურდა, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაო პროცესი ფერხდება თანამშრომლების შორის კონლიქტური ურთიერთობის გამო. კერძოდ 22.0-. 2019 წელს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მივიდა ერთ - ერთი მოქალაქე ო-–-- გ---–-----ი, რომელსაც კონფლიქტი მოუვიდა მა----- თა------თან, აღნიშნულ სიტუაციაში თვითონ არ ჩართულა. მოქალაქის წასვლის შემდეგ მა----- თა------მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა უწოდა „მოთრეული“, „უსინდისო“; „უვიცი“, „უწიგნური“, „ბოსლიდან გამოსული“ . იძახდა ყოველგვარ უხამს სიტყვებს, რის გამოც შეეპასუხა, რადგან მის ლანძღვას ბოლო არ უჩანდა. მ. თა------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კონფლიქტის დროს გახდა ცუდად, გადაწყვიტა გაცლოდა სიტუაციას. დაურეკა იმ---- ხვ-----–---- და აცნობა რომ იძულებული იყო დაეტოვებია სამსახური სამუშაო საათებში. აღნიშნულის შესახებ აცნობა ადმინისტრაციის უფროსს ხ. ც---–----- .

 

24.0-.2019წ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა შეხვედრა მა----- თა------თან, რომელმაც გააკეთა განმარტება 04.0-.2019 წ. N 1------ მოხსენებითი ბარათის ირგვლივ. შეხვედრის დროს ერთ - ერთ ძირითად კითხვაზე 1996 მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტებთან (მიღება - ჩაბარების) დაკავშირებით, რომელსაც მ. თა------ი უწოდებდა ყალბს, რ. ცხ-----–---–-- გააკეთა განმარტება მასზედ, რომ ამ დოკუმენტის იდენტიფიკაცია და სიყალბის დადგენა აღემატება ი. ხვ-----–---ს, მ. თა------ის, ი. კა-----–--ის და მ. ყო---–---–-ს კომპეტენციას. 26.--- 2019 წ. შესული განცხადებით დადგინდა, რომ მოქალაქე ზუ---- ხვ-----–--ე კონფლიქტში შევიდა მა------ თა------თან, მეტიც განცხადებაში აღნიშნულია ფიზიკური ძალადობის და მუქარის შესახებ. მოქალაქესთან გასაუბრებით დადასტურდა, რომ ეს ფაქტი მოხდა არასამუშაო საათებში, რომელსაც მოწმე არ ესწრებოდა. მა----- თა------მა უარყო ბრალდებას და ჩხუბის დამწყებად ზუ---- ხვ-----–--ე დაასახელა. აღნიშნულ ფაქტს მსვლელობა არ მოჰყვა მოწმეების არ არსებობის გამო. რაც აღემატებოდა მათ კომპეტენციას. თუმცა ზუ---- ხვ-----–--ემ მიმართა სამართალდამცავ ორგანოს .

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ N 1 საქმის ინსპექტირების შედეგად 04.0-.2019 წლის N1------ მოხსენებითი ბარათში მოყვანილ ფაქტთან დაკავშირებით გამოვლინდა შემდეგი:

დადასტურდა მა----- თა------ის მიერ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი თანამშრომლების ი. ხვ-----–---ს, ი. კა-----–--ის, მ. ყო---–---–-ს მიმართ და არაჯანსაღი სამუშაო გარემო ჭიათურის მერიის რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში;

 

მ. თა------ის მხრიდან გამოიკვეთა „საჯარო სამსახურის დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 20.04.2017 წლის ნ 200 დადგენილების დარღვევა;

 

2019 წლის განმავლობაში მა----- თა------ის მხრიდან მეორედ განმეორდა დისციპლინარული გადაცდომა.

ყველა ასპექტის და კომპეტენციის გათვალისწინებით მოპოვებული მტკიცებულებები საფუძველზე საკმარისი და საჭირო საფუძვე-–-ა იმისათვის, რომ დაიწყოს დისციპლინური წარმოება მა----- თა------ის მიმართ მძიმე დისციპლინარული გადაცდომის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ჭიათურის მუციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების დასკვნა №I---. (ს.ფ . 139-142);

- ი. ხვ-----–---ს,ი. კა-----–--ის , მ. ყო---–---–-ს, მ. თა------ის ახსნა განმარტებები (ს.ფ. 143- 150)

- გამოცხადების ჟურნალის (96-99);

 

3.4. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 31 ი--–----N5----- ბრძანებით დადგენილია, რომ ზემოთ მითითებული - 2019 წლის 29 ი--–---- ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ გაცემული ინსპექტირების დასკვნა №I--- საფუძველზე დაწყებული იქნა დისციპლინური წარმოება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროს სპეციალისტის - რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში, მა----- თა------ის მიმართ. განისაზღვრა ვადა და დისციპლინური წარმოება დაევალა შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ 2019 წლის 19 ა--------- გაცემული N1 დასკვნის მიხედვით დასკვნას საფუძვლად უდევს ამავე სამსახურის მიერ გაცემული ინსპექტირების დასკვნა №I--- . ამავე დასკვნის შესაბამისად მა----- თა------ს ეცნობა და განემარტა დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე.

ამავე დასკვნიდან გამომდინარე განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სამუშაოთა აღწერილობაა: ა) უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში სტატისტიკური და სხვა მონაცემების შეგროვებას. ბ) ახორციელებს მოკვლევას კონკრეტულ მისამართზე პირის ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის, ქონების მფლობელობისა და სხვა ფაქტობრივი მდგომარეობის თაობაზე. გ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით , მერის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ფუნქციებს. ამავე აღწერილობით მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში ანგარიშვალდებულია მერის წარმომადგენლის, განყოფილების უფროსის, სამსახურის ხელმძღვანე-–-სა და მერის წინაშე.

ამავე დასკვნაში განხილულია რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში მომუშავე თანამშრომელთა ახსნა-განმარტებები კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებაში. მერის 2018 წლის 0- ს----------- ბრძანების შემდეგ მა----- თა------ს რამდენჯერმე მიეცა გაფრთხილება კონფლიქტურ სიტუაციასთან დაკავშირებით. საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ახსნა-განმარტებიდან ჩანს, რომ უშუალო ხელმძღვანე-–-ს მიერ თანამშრომლის შეფასების ფორმები შევსებული და წარმოდგენილია, მა----- თა------ს არადამაკმაყოფილებე-–- შეფასება აქვს. ამავე დასკვნით არსებული ადამიანური რესურსების პირობებში შეუძლებე-–-ა გუნდური მუშაობის პრინციპის აღდგენა.

 

დასკვნის შესაბამისად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებამდე ყურადღება კიდევ ერთხელ უნდა გამახვილდეს შემდეგ გარემოებებზე:

 

-დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიერ სახეზეა მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა თანამშრომელთა კონფლიქტში და რის გამოც ფერხდება სამუშაო პროცესი შესაბამისად ადმინისტრაციულ ერთეულში.

-დისციპლინური გადაცდომის შედეგად შრომის შინაგანაწესის, ასევე სამუშაოთა აღწერილობის ფორმით დადგენილი მოთხოვნები. ასევე იკვეთება „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესის განსაზღვრის შესახებ „საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილების მე-12 მუხლის მე-5 და მ-9 პუნქტების დარღვევა.

- დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიმართ დღეის მდგომარეობით მოქმედეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, რომე-–-ც შეფარდებულია 2018 წლის 0- სექტემბერს N5------ ბრძანების საფუძველზე. დღეის მდგომარეობის არსებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა კვლავ მოქმედებს, რადგან არ ფიქსირდება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანე-–-ს ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრეს მოხსნის დოკუმენტი.

-დისციპლინური გადაცდენის ჩამდენი პირის მიმართ არსებობს არადამაკმაყოფილებე-–- შუალედური შეფასება.

-დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ ხელმძღვანელობის პირის მიერ არაერთხელ იყო მიცემული სიტყვიერი გაფრთხილება კონფლიქტური სიტუაციის აღმოფხვრის თაობაზე, რაც არ იყო გათვალისწინებული, რასაც მოწმობს ინსპექტირების დასკვნა N I--- და წინამდებარე დასკვნა.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში მიერ ჩადენილია მძიმე დისციპლინური გადაცდომა, რაც გამოიხატა თანამშრომელთა კონფლიქტში და რის გამოც ფერხდება სამუშაო პროცესი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. წარმოქმნილი კონფლიქტური სიტუაციები არ იძლევა გუნდური მუშაობის პრინციპის აღდგენის შესაძლებლობას.

დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული მასალების (ორგანიზაციის შინაგანაწესი, ინსპექტირების დასკვნა NI---, თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის ბრძანება თანდართული ფორმით და დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტება, თანამშრომლების ახსნა-განმარტებები, წარმოდგენილი განცხადებები) შესწავლის შედეგად სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, მა----- თა------ის მიმართ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად სამსახურიდან განთავისუფლების განსაზღვრა

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მერის ბრძანება(ს.ფ.63)

- დასკვნაN1(ს.ფ.151-163)- ხათუნა ცე--–----ს, ეთერ აბესაძის და რატი ცხადიაშვილის ახსნა-განმარტებები(ს.ფ.165-169)

- შეფასების ოქმის თაობაზე ნანა ბიწაძის ახსნა-განმარტება(ს.ფ.171)

- გამოცხადების ჟურნალის (96-99);

 

3.5. იმ---- ხვ-----–---ს, მ------ ყო---–---–-ს, ი--- კა-----–---ს მოხსენებითი ბარათის შესაბამისად მოცემული მოხელეები მიუთითებენ, რომ მა----- თა------ი მუდმივად ავიწროებს მათ, ულახავს ხალხში რეპუტაციას, ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს. მათ ძალიან ბევრჯერ ცადეს დალაპარაკება, თუმცა უშედეგოდ. მათ და მათ ოჯახის წევრებსაც აყენებს შეურაცხყოფას. მუდმივად იმუქრება ბილწი და უხამსი სიტყვებით მაგალიტად ,,კბილებით გამოგჭრით ყელს“ ,,წელებს დაგაყრევინებ,“,,უწიგნურებო და უვიცებო გაგყრით სამსახურიდან“. ცრუ ბრალდებების გამო რამდენჯერმე პოლიციას გამოუძახა... განსაკუთრებით აგრესიულია იმის გამო, რომ მეზობლებთან სადაო მიწები ვერ დაიმტკიცა და ამაში მათ ადანაშაულებს. შეფასებაზე უარი განაცხადა.

სასამართლოს სხდომაზე მოწმე იმ---- ხვ-----–---ს ჩვენებით მა----- თა------ი არის კონფლიქტური. მისი მიწის ნაკვეთებიდან გამომდინარე კონფლიქტი გრძელდება წლები. ა/წ 04 ივ---- გადაწყვიტა მოხსენებითი ბარათის დაწერა, რადგან იგი არ ასრულებდა მის მიერ მიცემულ დავალებებს, მაგალითად რომ წასულიყვნენ მოქალაქე მა----- გუ-------ს კუთვნილი მიეწის ნაკვეთის იდენტურობის საკითხის გადასაწყვეტად. მა----- თა------ი ამბობდა ,,დღეს არა ხვალ“ და გრძელდებოდა ასე დღეები, ასევე თავს არიდებდა მოქალაქე ნე-–- ცე--–----ს საქმეს. როდესაც მოქალაქეები კითხულობდნენ რა ხდებოდა მის საქმეზე მისი პასუხი იყო, რომ წარმომადგენლის ბრალით ვერ ხერხდებოდა საკითხის მოწესრიგება. წლებია შეურაცხყოფას აყენებს შემდეგი სიტყვებით:,,უწიგნურო, არანორმალურო, უცოდინარო, უზრდელო, ჩემო მოთრეულო“. შეურაცხყოფას აყენებდა ყოველ დღიურად იგი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მოწმე განმარტავს, რომ 2015 წელში მის მიმართ იყო ფიზიკური ანგარიშსწორება.. იგი ყველას მიმართ იყო აგრესიული. მაგალითად ო-–--ი გ---–-----მა ა/წ ზაფხულის თვეში

მოიკითხა თავისი საქმე და მის მიმართაც იყო აგრესიული და ზოგადად ყველა თანამშრომლის მიმართ.

მოწმე მა----- ყო---–---–-ს ჩვენებით 2015 წლიდან მუშაობს . მას სადაო აქვს მეზობლებთან მიწის ნაკვეთები. იგი კონფლიქტურია. მა----- თა------ი მას ლანძღავდა შემდეგი სიტყვებით: ,,გონებაჩლუნგი, გაუნათლებე-–-, ბოსლიდან გამოსული და ა.შ.“ თანამშრომლები რადგან ვერ ეხმარებოდნენ თავისი პრობლემის მოგვარებაში ამიტომ იყო აგრესიული, იგი არ ესაუბრებოდა მა----- თა------ს. მოქალაქე ო-–--ი გ---–-----თან მიმართებაში იგი მოიქცა აგრესიულად და როცა მოქალაქე წავიდა მას დაუწყო ლანძღვა იგივე სიტყვებით. მოწმე მიუთითებს, რომ გახდა ცუდად და ამის თაობაზე მოხსენებითი ბარათიც დაწერა. მოწმე ადასტურებს მა----- თა------ის მიერ იმ---- ხვ-----–---ს მიმართ ძალადობის ფაქტს ასევე დასტურებს ი--- კა-----–--ის მიმართ ძალადობის მცდელობის ფაქტს. სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ მა----- თა------მა შეხვედრისას გალანძღა. ასევე მოვიდა სამსახურში და გამოცხადების ჟურნალი გამოგლიჯა ხე-–-დან, აინტერესებდა თუ სად დადიოდნენ თანამშრომლები.

 

მოწმე ი--- კა-----–--ის ჩვენებით 2015 წლის ივნისიდან მუშაობს, კარგი ურთიერთობა ჰქონდა თანამშრომლებთან. ერიდებოდა კონფლიქტურ სიტუაციებს. მა----- თა------ი ეძახის უვიცს და არაფრის მცოდნეს. იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით მაგალითად 2019 წლის მ----- თვეში არ წაყვა, რის გამოც გარკვეული ტექნიკური შეცდომის გამო დაიწყო ლანძღვა დარეკა 112-ში. უძახა ურცხვი, უზრდე-–- და წამოიწია მისკენ ხელებით, თუმცა თანამშრომლის ყოფნის გამო მან თავი შეიკავა. სამსახურის გარეთ ლანძღავს შეურაცხმყოფე-–- სიტყვებით. მოწმე ადასტურებს მა----- თა------ის მიერ იმ---- ხვ-----–---სა და მა----- ყო---–---–-ს ფაქტებსაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იმ---- ხვ-----–---ს ჩვენება (იხ.ოქმი)

- მოწმე მ------ ყო---–---–-ს ჩვენება (იხ.ოქმი)

- მოწმე ი--- კა-----–--ის ჩვენება (იხ.ოქმი)

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა----- თა------ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 2------------ №5------ ბრძანება მოსარჩელე მა----- თა------ისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონ შესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

6.2. „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მეორე მუხლის შესაბამისად ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით შექმნილი და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანა საჯარო ხელისუფლების განხორციელებაა.

 

ამავე კანონის მესამე მუხლის ,,დ“ პუნქტის შესაბამისად საჯარო მოსამსახურე – პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;

ამავე მუხლის ,,ე“ პუნქტის შესაბამისად პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე (შემდგომ – მოხელე) – პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, როგორც თავის ძირითად პროფესიულ საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს მის მიერ საჯარო ინტერესების დაცვას, და რომელიც ამის სანაცვლოდ იღებს შესაბამის ანაზღაურებას და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს;

 

დადგენილია, რომ მა----- თა------ი მუშაობდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროს სპეციალისტად - რ----- ადმინისტრაციულ ერთეულში, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

 

6.3. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ქვეპუნქტის შესაბამისად მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ხოლო ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“ და ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ ,,ა“ დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ,,ვ“ ) თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე და დადგენილი გარემოებებით სახეზეა მა----- თა------ის მძიმე დისციპლინარული გადაცდომა, მითუმეტეს, რომ გადაცდომის ჩადენის დროისათვის იგი იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე. დადგენილია, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 0- ს----------- №5------ ბრძანებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის კოორდინაციის განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსს სპეციალისტს მა----- თა------ს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად შეეფარდა გაფრთხილება.

 

6.4. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის შესაბამისად საჯარო დაწესებულებაში დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს საჯარო დაწესებულების სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული. ამ შემთხვევაში დისციპლინარული წარმოება განახორციელა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურმა.

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის შესაბამისად დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეული დისციპლინური წარმოების დროს მოპოვებული მასალების ანალიზის შედეგად ადგენს დასკვნას: ა) დისციპლინური გადაცდომის არსებობისა და პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომის შეფარდების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შეუძლებლობის შესახებ;

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის შესაბამისად 1. დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნა ეგზავნება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირს (მისი არსებობის შემთხვევაში) და საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ სხვა პირს.2. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:ა) მოხელისთვის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე;ბ) მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – მოხელის დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების თაობაზე; გ) დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მოცემული პროცედურები კანონის შესაბამისადაა გავლილი.

 

6.5.შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ორივე დასკვნაში (2019 წლის 29 ივლისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ გაცემული ინსპექტირების დასკვნა №I--- და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის მიერ 2019 წლის 19 ა--------- გაცემული N1 დასკვნა) ერთმნიშვნელოვნადაა დადასტურებული, რომ მ------ თა------ი არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დასკვნის მიხედვით განყოფილების მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის სამუშაოთა აღწერილობაა: ა) უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში სტატისტიკური და სხვა მონაცემების შეგროვებას. ბ) ახორციელებს მოკვლევას კონკრეტულ მისამართზე პირის ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის, ქონების მფლობელობისა და სხვა ფაქტობრივი მდგომარეობის თაობაზე. გ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ფუნქციებს. ამავე აღწერილობით მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ადმინისტრაციულ ერთეულში ანგარიშვალდებულია მერის წარმომადგენლის, განყოფილების უფროსის, სამსახურის ხელმძღვანელისა და მერის წინაშე.

 

დასკვნებიდან გამომდინარე ახსნა-განმარტებებით, მოკვლეული მასალით მათ შორის შეფასებებით და ფაქტების შესწავლით, ასევე სასამართლოს სხდომაზე მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მა----- თა------ი რიგ შემთხვევებში არ ასრულებდა ანგარიშვალდებული პირის მიერ განსაზღვრულ სამუშაოს. იგი ფაქტიურად თავისი სურვილის და არა დაკისრებული უფლებამოსილების შესაბამისად მოქმედებდა სამუშაოს შესასრულებლად. მერის წარმომადგენელიც და დანარჩენი თანამშრომლებიც ამ ფაქტს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ.

 

6.6. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N215 დადგენილების მიხედვით დამტკიცებულია პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიულ ჩამონათვალში. აღნიშნული დადგენილების დანართის მიხედვით კი განსაზღვრულია თითოეული იერარქიული რანგისათვის კომპეტენციები. მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტისათვის დადგენილია შემდეგი კომპეტენციები: „1. ანალიტიკური აზროვნება; 2. გუნდური მუშაობა; 3. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; 4. ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 5. საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზაციების უნარი; 6. დროის ეფექტიანი მართვის უნარი ; „ გუნდური მუშაობა და გუნდური მუშაობის უნარი ერთ-ერთი მამოძრავებელი კომპეტენციაა საქმიანობის, დაკისრებული უფლება -მოვალეობების, ჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დასკვნის მიხედვით გამორიცხულია არსებული ადამიანური რესურსების პირობებში გუნდური მუშაობის პრინციპის აღდგენა. მით უფრო, რომ გუნდურ მუშაობაში უმნიშვნელოვანესია ურთიერთობები გუნდის წევრებს შორის. კომუნიკაციასტან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ მა----- თა------ი კომუნიკაცია მიჰყავს კონფლიქტურ სიტუაციამდე, რაც ნათლად ჩანს მოწმეთა მიერ მოქალაქესთან ურთიერთობის ფაქტებიდან. ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მა----- თა------ის თანამშრომლებთან კომუნიკაციას, რომელიც აგებულია შეურაცხყოფებზე. აღნიშნული არაკორექტული კომუნიკაცია სასამართლოს სხდომაზეც იქნა დაფიქსირებული მოწმე იმ---- ხვ-----–---ს მიერ ჩვენების მიცემის დროს(იხ.ოქმი 18.10.19წ 16:57:05).

 

6.7.ჭიათურის მუნიციპალიტეტი მერიის შინაგანაწესზე, რომელიც დამტკიცებულია 2018 წლის 24 ა--------- 5------ ბრძანების საფუძველზე. ორგანიზაციის შინაგანაწესის მე-10 მუხლი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესს, რომლის მიხედვითაც : „ 1. საჯარო მოსამსახურე გამოხატავს აზრს მკაფიოდ, გასაგებად და დასაბუთებულად. ყურადღებით უსმენს სხვებს, უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის სწორ ინტერპრეტაციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას. ასევე არჩევს საუბრის ტონს, სტილსა და ფორმატს, რათა უზრუნველყოს ინფორმაცის გაცვლა და ღია დიალოგი. 2. საჯარო მოსამსახურე სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით პირველ რიგში უკავშირდება უშუალო უფროსს და მისი გვერდის ავლით არ ახდენს ზემდგომ თანამდებობის პირთან სამსახურებრივ საკითხებზე კომუნიკაციას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა .“ ორივე დასკვნით მ------ თა------ის ქცევა შეუსაბამოა მოცემულ პრინციპთან. ერთმნიშვნელოვანია ზნეობრივი ნორმების დარღვევა შეურაცხმყოფელი კომუნიკაციის თანამშრომლებთან.

 

6.8. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მ------ თა------ის, როგორც საჯარო მოხელის შეფასებას. 2017 წლის 28 აპრილის „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება N220-ს მიხედვით განმარტებულია , რომ „მოხელის შეფასება ხდება მოხელის ფუნქციების, კომპეტენციების, უნარ-ჩვევების, ქცევის წესების ან/და მის მიერ განხორციელებული მიზნებისა და ამოცანების ( კომპონენტების) შეფასების შედეგების შესაბამისად დასკვნიდან გამომდინარე საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის ახსნა-განმარტებიდან ჩანს, რომ უშუალო ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლის შეფასების ფორმები (კომპეტენციის გაცნობის ოქმი და შუალედური შეფასების ოქმი) შევსებული და წარმოდგენილია და მოხელეს არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტი მერიის პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესი დამტკიცებულია 2019 წლის 08 იანვრის N519 ბრძანებით. სწორედ აღნიშნული ბრძანების დანართით არის დამტკიცებული კომპეტენციის გაცნობის ოქმი, შუალედური და საბოლოო შეფასების ოქმები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მულის მე-2 პუნქტით გადმოცემულია, რომ შეფასების შედეგები უნდა იქნეს გამოყენებული მოხელისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებული ზომის განსაზღვრისას.

 

6.9.საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის შესაბამისად 1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება ბ) საყვედური გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

 

6.10.საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს.

ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას გათვალისწინებული უნდა იყოს:ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით;ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე;გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა;

დ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის შეფასების შედეგები;ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის მიზეზი; ვ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობა; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მცდელობა, თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგი; თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრაზე.

 

6.11.საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის შესაბამისად სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში.

 

6.12.აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მა----- თა------ის მიერ მძიმე გადაცდომის ჩადენის ფაქტი და ასევე სასამართლოს მიაჩნია, რომ შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა თანაზომიერია დისციპლინური გადაცდომისა.

 

6.13.სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (საქმე #ბს-161-158 (კ-15) „საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით... სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა „6.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

6.15.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.16.სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას დაირღვა კანონმდებლობა, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მა----- თა------ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის - მა----- თა------ის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვე-–-.

 

6.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე დაუსაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, ხოლო სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული ბრძანება და ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს მოსარჩელე მა----- თა------ისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 32-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მა----- თა------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

2. მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი