განაჩენი

სისხლის სამართლის 08.11.2019
საქმის ნომერი
010100119003103546
დავის ტიპი
137 1 , 126 1
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003103546

საქმე #1-618/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ თ--------------–---–ის

ადვოკატების _ ნ-------------ის, ნ--------------–--ის, თ------------–---–ის

ბრალდებულის - ი-----–- თ----------–--ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171080619014 საქმე:

 

ბრალდებულ ი-----–- თ----------–--ის მიმართ

მამის სახელი: ვ-------

დაბადებული: 2--------- წელს

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ნასამართლობა: არმქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

განათლება: უ-----–---

რეგისტრირებული მისამართზე: ხ---–---------–----–----------------–---------–---–---

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ------------–-------------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილი;

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

1. 2019 წლის 08 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. ბათუმში, ზ----------–---------------ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, ბ--------ში ყოფნისას, ი-----–- თ----------–--ემ ხელის კვრით დააგდო საწოლზე ტ------- ა---------, რის შემდეგაც ძალადობით, კერძოდ, ხელებზე და ფეხებზე ხელების და ფეხების ძლიერად მოჭერითა და თავის არეში ხელის რამდენჯერმე ძლიერად დარტყმით დასძლია ტ------- ა---------ს წინააღმდეგობა და მისი ნების საწინააღმდეგოდ განახორციელა მის სხეულში, საშოში სექსუალური ხასიათის შეღწევა თავისი სასქესო ორგანოს გამოყენებით.

 

2. აღნიშნული ქმედებისთვის ი-----–- თ----------–--ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სასამართლომ დაადგინა:

 

3. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ი-----–- თ----------–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ი-----–- თ----------–--ემ ჩაიდინა ტ------- ა---------ს გაუპატიურება, კერძოდ:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

გაუპატიურება, ე.ი. ძალადობით პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა, სასქესო ორგანოს გამოყენებით.

 

4. საქმის არსებითი განხილვისას, სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, საჯაროდ გამოქვეყნდა დაზარალებულ ტ------- ა---------ს მიერ, სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიცემული ჩვენება, რომელშიც დაზარალებულმა განმარტა, რომ საქართველოში ტურისტად მყოფმა გასული წლის ზაფხულს გაიცნო ი-----–- თ----------–--ე და ამის შემდეგ მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან ინტერნეტის საშუალებით. პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში და ხვდებოდა ი-----–-ს. არაერთხელ ჰქონდათ სექსუალური კავშირი. მათი შეხვედრები სხვადასხვა ნაქირავებ ბინაში ხდებოდა. ი-----–- რუსულ ენას კარგად არ ფლობს, ამიტომ ხან ინგლისურად, ხან "გუგლი თარჯიმნის" დახმარებით უწევდათ ურთიერთობა და საუბარი. ი-----–- უყვარდა, სურდა მასთან სერიოზული ურთიერთობა ჰქონოდა, შეექმნა ოჯახი, ჰყოლოდა შვილები. საქართველოში მისი ბოლო ვიზიტი 2019 წლის 31 მაისს დაიწყო. 8 ივნისს, შეთანხმებისამებრ, ი-----–-მ ავტომანქანით ჩააკითხა სოფ. კაპროვანში და ჩაიყვანა ბათუმში. მივიდნენ ნაქირავებ ბინაში, სადაც ბინის პატრონი დახვდათ, მან გასაღები გადასცა, შემდეგ ი-----–- და ის მამაკაცი წავიდნენ ბინიდან, თვითონ კი აბაზანაში შევიდა შხაპის მისაღებად, კარი შიგნიდან ჩაკეტა და ბანაობას შეუდგა. მოულოდნელად აბაზანაში ი-----–- შევიდა, თუმცა ა---------ს თხოვნას გარეთ გასულიყო, მაშინვე დაემორჩილა და გავიდა. აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ, ი-----–-მ მასთან სექსი მოინდომა, რაზეც უარი უთხრა მოტივით - "ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ". თუმცა ი-----–- გაღიზიანდა, ყვირილი დაიწყო, მუშტი კედელს დაარტყა, ტელევიზორის პულტი გატეხა. რას ყვიროდა არ იცის, რადგან ქართული არ ესმის. შეშინდა, წინააღმდეგობის უნარი დაკარგა და ი-----–-მ საწოლზე ტრადიციული ფორმით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. აღნიშნულ მომენტში თ----------–--ეს მისთვის არ დაურტყამს, თვითონაც არ გაუწევია წინააღმდეგობა. დაზარალებულმა არ გასცა პასუხი კითხვას - განიცადა თუ არა სიამოვნება სექსუალური აქტის დროს, ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა სოფ. კაპროვანიდან ბათუმამდე მანქანით მგზავრობისას ჰქონდა თუ არა ადგილი ი-----–-ს და მას შორის ინტიმურ ურთიერთობას და განაცხადა, რომ უარს ამბობს ამ კითხვას პასუხი გასცეს. მისივე გამარტებით, სქესობრივი აქტის შემდეგ ი-----–- სააბაზანოში შევიდა, ამ დროს თვითონ საწოლზე იწვა და ბინის დატოვება არ უცდია. შემდეგ თავადაც მიიღო შხაპი. საშხაპედან გამოსვლის მერე მაგიდაზე დადებული გასაღები აიღო, ასევე აიღო თავისი ნივთები და ზურგჩანთა და აპირებდა ბინიდან წასვლას, მაგრამ ი-----–-მ არ მისცა ამის საშუალება, აგრესიული გახდა, ყვიროდა, თავში ჩაარტყა ხელი რამდენჯერმე, მკლავებში ჩაავლო, ზურგჩანთაზე სტაცა ხელი. მაინც შეძლო და გასაღებით გააღო კარი, გაიქცა დერეფანში და დაიწყო ყვირილი - ხანძარია, ხანძარია. მეზობელი ბინიდან ქალბატონმა გამოიხედა და მან გამოიძახა პოლიცია. კითხვაზე თუ რა იყო ძირითადი მოტივი პოლიციის საქმის კურსში ჩაყენებისა, დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნულის მიზეზი იყო ის, რომ თ----------–--ე მას ბინიდან არ უშვებდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

 

5. დაზარალებულის ჩვენებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენების ერთ ეპიზოდში სრულებით გამორიცხა სქესობრივ აქტამდე და მისი მიმდინარეობისას თ----------–--ის მხრიდან ცემის ფაქტი, სხვა ეპიზოდში კი განმარტა, რომ ცემა მოხდა სქესობრივ აქტამდეც და შემდეგაც. დაზარალებულმა ასევე მიუთითა, რომ მას არ აქვს პეტენზია ბრალდებულ თ----------–--ესთან და ყველაფერი აპატია.

 

6. მოწმე თ------------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ქ. ბათუმში, გ-------–------------ში აქვს საცხოვრებელი ბინა, რომელსაც დღიურად აქირავებს. 2019 წლის 8 ივნისს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მამაკაცი, რომელმაც გამოთქვა ბინის დაქირავების სურვილი. საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შეხვდა ამ მამაკაცს - ბრალდებულ თ----------–--ეს, რომელსაც ახალგაზრდა ქალბატონი ახლდა. აიყვანა ორივე ბინაში, დაათვალიერეს, მოეწონათ და გადაწყვიტეს ექირავებინათ. გადასცა გასაღები, რის შემდეგაც მამაკაცთან ერთად წავიდა ბინიდან, რათა ამ უკანასკნელს ბანკომატიდან მოეხსნა და მისთვის გადაეცა ქირის თანხა - 50 ლარი. ქალი დარჩა ბინაში. წყვილს საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთთან, იფიქრა, რომ ცოლ-ქმარი იყვნენ.

 

7. მოწმე ნ-------------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში, გ-------–-------------------ში. 2019 წლის 8 ივნისს, საღამოხანს ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც კარზე შემოესმა კაკუნი და ქალის ყვირილი - "პაჟარ". იფიქრა, რომ მართლა ხანძარი იყო, ბავშვებს ხელი მოკიდა და კარისკენ წაიყვანა, როდესაც კარი გააღო, ბინაში შევიდა უცნობი ქალი, რომლიც რუსულად საუბრობდა, აღელვებული იყო და პოლიციას ითხოვდა. რუსული კარგად არ ესმის და ვერ გაიგო რა სურდა ამ ქალბატონს, რომლის დანახვაზე ბავშვებს შეეშინდათ და ატირდნენ, ამიტომ ქალბატონს კარისკენ მიუთითა და გასვლა სთხოვა. ქალი გავიდა დერეფანში, სადაც უკვე სხვა მეზობლებიც იმყოფებოდნენ. თვითონ ჯაბნიძე გარეთ არ გასულა, ბავშვებთან დარჩა.

 

8. N1484631 შეტყობინების თანახმად, 2019 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 21:37 საათზე 112-ის სამსახურში შევიდა ზარი ტ------- "ახვედროვას" მხრიდან, რომელმაც განაცხადა მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის თაობაზე, კერძოდ, ქართველი მამაკაცის მხრიდან თავდასხმის ფაქტზე.

 

9. 2019 წლის 9 ივნისით დათარიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. ბათუმში, ზ----------–--------------, ბ--------ში. მისაღებ ოთახში განთავსებული საწოლიდან ამოღებულ იქნა ზეწრები და ბალიშის პირი, ხოლო სააბაზანოდან ამოღებულ იქნა შავი ფერის ტრუსი და წითელი ფერის პირსახოცი. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე.

 

10. 2019 წლის 9 ივნისს შედგენილი ამოღების ოქმების თანახმად, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ი-----–- თ----------–--ისგან ამოღებული იქნა ტანსაცმელი, რომელიც ეცვა შემთხვევის დროს, კერძოდ: რუხი ფერის შორტი, შავი მაისური, ყავისფერი ტყავის ქამარი, ხოლო ტ------- ა---------სგან ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის კაბა, რომელსაც მომძვრალი აქვს ღილი ქვედა ნაწილში, შავი ფერის ტრუსი და რუხი ფერის ზურგჩანთა, რომლის მარჯვენა სახელური ქვედა ნაწილიდან მოწყვეტილია.

 

11. მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, მოწმეების - ჯ--------–---–------------------–---------------ის გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ ორივე მათგანი არის პოლიციის თანამშრომელი. 2019 წლის 8 ივნისს გ-------–------------დან შესული გამოძახების საფუძველზე მივიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც მეხუთე სართულის დერეფანში შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები, მათ შორის იყო ატირებული ქალბატონი, რომელიც აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ტ------- ა---------, გაესაუბრნენ მას. ა---------მ მიუთითა იქვე მყოფ ი-----–- თ----------–--ეზე და პოლიციელებს განუცხადა, რომ მან ძალის გამოყენებით გააუპატიურა, ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აჩვენა მარცხენა ხელი, რომელზეც აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა. აღნიშნული განცხადება მიიჩნიეს პირის დაკავების საფუძვლად და ადგილზე დააკავეს თ----------–--ე, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

12. მოწმე გ--–--------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც ასევე არ გაუხდიათ სადავოდ მხარეებს და შესაბამისად, არ გამოკვლეულა არსებითი განხილვისას, ცხოვრობს ქ. ბათუმში, გ-------–-----------, ბინა N69-ში. 2019 წლოს 8 ივნისს საღამოს საათებში სახლში ყოფნისას შემოესმა ქალის ყვირილის ხმა "პაჟარ", იფიქრა, რომ მართლა ხანძარი იყო, გაიხედა დერეფანში, სადაც დაინახა ნ-------------ის მეზობლად მდებარე ბინიდან გამომავალი რუსი ეროვნების ქალბატონი, რომელიც ტიროდა, იყო აღელვებული და როდესაც კითხა ამის მიზეზი, ქალბატონმა განუმარტა, რომ სჭირდებოდა პოლიციის დახმარება და მიუთითა დერეფანში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელთანაც მოუვიდა უთანხმოება. ასევე სთხოვა ბინაში დარჩენილი ნივთების გამოტანა, რა დროსაც ბინიდან ნივთები თვითონ ახალგაზრდა მამაკაცმა გამოიტანა. მალე მოვიდა პოლიციაც, მათი მოსვლის შემდეგ ბინაში შევიდა. მოგვიანებით შეიტყო, რომ ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ დააკავა.

 

13. "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2019 წლის 29 ივლისის N005257119 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით (09.06.2019წ), ტ------- ა---------ს საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია - მთელი არ არის. მისი დარღვევის ხანდაზმულობა აღემატება ორ კვირას. ა---------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ორივე მხრის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 8 ივნისს.

 

14. საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა ექსპერტმა, მ-----------------–მა დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

15. მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2019 წლის 10 ოქტომბრის ნივთიერებათა, მასალათა, მცენარეთა და ნაკეთობათა ექსპერტიზის N007094319 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ტ------- ა---------ს ტრუსზე და კაბაზე არსებულ ღია მორუხო ფერის ბამბის ბოჭკოებს და ი-----–- თ----------–--ის შორტების ნართის შემადგენელ შესაბამის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება. ი-----–- თ----------–--ის შორტებზე და მაისურზე არსებულ მკვეთრ ვარდისფერ ბამბის ბოჭკოებს და ა---------ს კაბის ნართის შემადგენელ შესაბამის ბამბის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება. ტ------- ა---------ს მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილების ფრაგმენტებში არ აღინიშნება ექსპერტიზაზე წარდგენილი ი-----–- თ----------–--ის თანსაცმლის ნართის შემადგენელი ბოჭკოების მიკრონაწილაკები.

 

16. მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ტრასოლოგიური ექსპერტიზის N006915419 დასკვნის თანახმად, ტ------- ა---------სგან ამოღებულ კაბაზე არსებული დაზიანება განვითარებულია ამოგლეჯვით ან ხევით, ხოლო ზურგჩანთაზე მარჯვენა სამხრის მტკიცე ქსოვილის თასმის ჩაკერების მიდამოდან ამოგლეჯვის შედეგად - ხევით. ტრუსს დაზიანება არ აღენიშნება.

 

17. მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ბიოლოგიური ექსპერტიზის N006620119 დასკვნის თანახმად, ტ------- ა---------ს საშოდან აღებულ ნაცხში, ქვედა საცვლის უბის არეში, კაბაზე აღმოჩენილია სპერმა, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–- თ----------–--ეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ზეწრებზე და საბნის შალითაზე აღმოჩნდა სპერმა, რომლის გენეტიკური პროფილები ეკუთვნის ოთხ სხვადასხვა მამაკაცს და განსხვავდება ი-----–- თ----------–--ის გენეტიკური პროფილისგან. ბალიშის შალითაზე არსებულ ლაქებში სპერმა არ აღმოჩნდა.

 

18. ამდენად, მითითებული ინფორმაცია ქმნის ბაზას მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ი-----–- თ----------–--ის მიერ ტ------- ა---------ს გაუპატიურებაის ფაქტს და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას.

 

19. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

20. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

21. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

22. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - ბრალდებულ ი-----–- თ----------–--ის ჩვენება.

 

23. ბრალდებულმა ი-----–- თ----------–--ემ არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2019 წლის 8 ივნისს ქ. ბათუმში, გ-------–------------ში მდებარე, თ------------–--ისგან ნაქირავებ ბინაში ნამდვილად ჰქონდა სქესობრივი კავშირი ტ------- ა---------სთან, მაგრამ მხოლოდ ამ უკანასკნელის ნებაყოფლობით და არანაირ იძულებას, ან იძულების მუქარას ადგილი არ ჰქონია. ტ------- ა---------ს იცნობს გასული ზაფხულიდან, საკმაოდ ახლო ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან, არაერთხელ ჰქონდათ ინტიმური კავშირი, რაც დაზარალებულმაც დაადასტურა ჩვენების მიცემისას. აღნიშნულ დღეს სოფ. კაპროვანში მეგობრებთან ერთად მყოფ ტ-------ს მანქანით ჩააკითხა და წამოიყვანა ბათუმში. იმ დღეს რამდენჯერმე ჰქონდათ სქესობრივი კავშირი ერთმანეთთან, მათ შორის ავტომანქანაში. ბინაში ყოფნისას ნებაყოფლობითი სქესობრივი აქტის დასრულების შემდეგ წარმოიშვა უთანხმოება მათ შორის, რაც გამოიწვია მობილურ ტელეფონში ნანახმა არასასიამოვნო ინფორმაციამ და გახდა კამათის, შემდეგ კი ტ-------ს ბინიდან გაქცევის მიზეზი. ადასტურებს, რომ ძლიერად მოკიდა ხელი მკლავებში, ასევე ზურგჩანთაზე მოქაჩა ბინიდან გასვლისას, რასაც შესაძლოა გამოეწვია სახელურის ხევა, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხავს იძულებით სქესობრივ კავშირს და ითხოვს ბრალდების ამ ეპიზოდში გამართლებას.

 

24. ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:

 

25. მხარეთა დავას და სასამართლოს ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ი-----–- თ----------–--ეს და ტ------- ა---------ს ჰქონდათ საკმაოდ ახლო, მათ შორის ინტიმური ურთიერთობა, თუმცა ბრალდების მხარის ვერსიამ, რომ 2019 წლის 8 ივნისს ი-----–- თ----------–--ემ ძალადობით დაამყარა სქესობრივი კავშირი ა---------სთან, დადასტურება ვერ ჰპოვა სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

 

26. ისეთი დანაშაულისთვის, როგორიცაა გაუპატიურება, რომელიც თავისი არსით მესამე პირებისგან მალულად, ყველას თვალთახედვის მიღმა ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს და არ ახასიათებს პირდაპირი მოწმეების სიმრავლე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულად ცნობილი პირის ჩვენება, მისი დამაჯერებლობა, თანმიმდევრულობა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ა---------ს ჩვენება ნამდვილად არ აკმაყოფილებს მითითებულ კრიტერიუმებს, ამასთან, წინააღმდეგობაში მოდის გამომძიებლისთვის მიცემულ ჩვენებაში მითითებულ გარემოებებთან, კერძოდ:

 

27. 2019 წლის 8 ივნისს გამომძიებელ შავაძისთვის მიცემულ ჩვენებაში, ა--------- მიუთითებდა, რომ ბინიდან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც შხაპის მიღებისას, მოულოდნელად, სააბაზანოში ი-----–- შევიდა. მისი საქციელი არ მოეწონა, ამიტომ სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ აიღო ზურგჩანთა და წავიდა გასასვლელი კარისკენ, თუმცა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა, გასაღები კი თ----------–--ეს ჰქონდა, ამიტომ ბინიდან გასვლა ვერ შეძლო. მისი მცდელობით გაღიზიანდა ი-----–-, ზურგჩანთაზე მოკიდა ხელი და მოქაჩა, შეანჯღრია რამდენჯერმე, შემდეგ კი ხელი ჰკრა, საწოლზე წააქცია, ფეხები გაუკავა, მთელი ტანით დააწვა და არ აძლევდა განძრევის საშუალებას. დაიწყო ყვირილი, უხმობდა საშველად ხალხს, ი-----–-მ თავში რამდენჯერმე დაარტყა ძლიერად, კაბა აუწია, ტრუსი გახადა და გადააგდო, შემდეგ კი იძულებით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი.

 

28. აბსოლუტურად განსხვავებულად აღწერა დაზარალებულმა სასამართლოს წინაშე ჩვენებისას მიცემისას იგივე გარემოებები. განმარტა, რომ შხაპის მიღებისას კარი ჩაკეტა, თუმცა ი-----–- თ----------–--ემ ჩაკეტილ კარში შეღწევა და სააბაზანაოში შესვლა შეძლო, მაგრამ პირველივე მოწოდებისას - დაეტოვებინა იქაურობა, დამორჩილდა და გავიდა. ა---------ს სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ თ----------–--ემ მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოინდომა, მაგრამ უარი მიიღო, რის შემდეგაც ყვირილი დაიწყო, ა--------- შეშინდა, წინააღმდეგობის უნარი დაკარგა და ი-----–-მ საწოლზე ტრადიციული ფორმით დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. აღნიშნულ მომენტში თ----------–--ეს მისთვის არ დაურტყამს, თვითონაც არ გაუწევია წინააღმდეგობა. ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში ა--------- განმარტავს, რომ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა სქესობრივი აქტის დასრულების შემდგომ, რა დროსაც ი-----–-მ ძლიერად მოუჭირა მკლავებზე ხელი, თავშიც ჩაარტყა ხელი რამდენჯერმე და განიცადა ფიზიკური ტკივილი. სწორედ ამის შემდეგ შეეცადა ბინიდან გასვლას, ი-----–-მ მოქაჩა მოკიდებულ ზურგჩანთაზე და დაუზიანა, თუმცა მაინც შეძლო გაქცევა და სადარბაზოში დაიწყო ყვირილი - "პაჟარ, პაჟარ" ბინის მაცხოვრებლების ყურადღების მისაპყრობად.

 

29. ამდენად, დაზარალებულის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მას სქესობრივ აქტამდე და აქტის დროს არ უყვირია, თ----------–--ეს არ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა. მისთვის გაუგებარ ქართულ ენაზე ი-----–-ს ყვირილით შეშინებული ხმას არ იღებდა და არ ეწინააღმდგებოდა. აღნიშნული განმარტებები კი, როგორც უკვე აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში მითითებულ გარემოებებს.

 

30. დაზარალებულის განმარტებების საპირისპიროდ ბრალდებული თ----------–--ე კატეგორიულად გამორიცხავს გაუპატიურებას და განმარტავს, რომ სქესობრივი კავშირს ნებაყოფლობითი ხასიათი ჰქონდა და ეს არ იყო პირველი მსგავსი ფაქტი, მათ შორის იმავე დღეს. უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულიც და დაზარალებულიც ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე სწორედ ერთი და იმავე დროს - სქესობრივი აქტის დასრულების შემდეგ მიუთითებენ. ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედების აღწერილობა - ხელის კვრა და საწოლზე დაგდება, ხელებზე და ფეხებზე ხელების და ფეხების ძლიერად მოჭერა, თავის არეში ხელის დარტყმები და ასეთი მოქმედებებით ა---------ს წინააღმდეგობის დაძლევა - ცალსახად და ერთმნიშვნელოვად არ დასტურდება არა მხოლოდ ბრალდებულის, არამედ თავად დაზარალებული ა---------ს მიერ მაგისტრატი მოსამართლისთვის მიცემული ჩვენებით. ერთნაირად აღწერენ ბრალდებული და დაზარალებული სქესობრივი აქტის შემდეგ აბაზანაში რიგ-რიგობით შესვლის და შხაპის მიღების გარემობებს, რომ პირველი აბაზანაში თ----------–--ე შევიდა, ამ დროს ა--------- საწოლზე იწვა, არ უცდია ბინიდან გასვლა, პირიქით - თავადაც მიიღო შხაპი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა ბინის დატოვება, რაშიც, მისივე თქმით, ხელი შეუშალა თ----------–--ემ, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუზიანა ზურგჩანთა.

 

31. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ა---------ს ჩვენების არათანმიმდევრულობაზე, რაც მისი დამაჯერებლობის ხარისხს ამცირებს და იწვევს ეჭვს ჩვენებაში მითითებული გარემოებების სისწორესთან დაკავშირებით. ბრალდებულის კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა კონფლიქტის მიზეზს, კერძოდ, სქესობრივი აქტის შემდეგ აბაზანიდან გამოსულები იწვნენ თუ არა საწოლზე ერთად და ეფერებოდა თუ არა ა--------- ხელზე თ----------–--ეს, გასცა ორაზროვანი პასუხი რომ არ ახსოვს იყო თუ არა ასე. ანუ, არ გამორიცხა ასეთი ფაქტის რეალურად არსებობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძალმომრეობის ეს ფორმა ლახავს ქალის სქესობრივ თავისუფლებას, შეურაცხყოფს მის პიროვნულ ღირსებას. ამცირებს მას, როგორც პიროვნებას და უდიდეს მორალურ ტრავმასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ასეთი ქმედების შემდეგ, წარმოუდგენელი და ალოგიკურია ფსიქოლოგიურად ტრავმირებული და დამცირებული ქალი გვერდით მიუწვეს მოძალადეს, ეფერებოდეს და ესიყვარულებოდეს მას. კითხვაზე - მიიღო თუ არა სიამოვნება სქესობრივი აქტის შედეგად, დაზარალებულმა, განმარტა, რომ ამაზე არ ისაუბრებს. მოქმედება, რომელიც ქალისთვის სხვა პირობებში სასიამოვნო და სასურველი იქნებოდა, თუ ძალადობის აქტად იქცევა, ის იმდენად ამცირებს მის პირად ღირსებას და თელავს მის პიროვნებას, მსგავსი ტიპის შეკითხვებზე კატეგორიული და ცალსახა პასუხი მეტ დამაჯერებლობას შესძენდა დაზარალებულის ჩვენებაში მითითებულ გარემოებას, რომ მასთან მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარეს სქესობრივი კავშირი.

 

32. სასამართლო განმარტავს, რომ გაუპატიურება სასტიკი, ადამიანის დამამცირებელი დანაშაულებრივი ქმედებაა, მიუხედავად იმისა, მიყენებულ იქნა თუ არა მსხვერპლისთვის ფიზიკური დაზიანებები. ამიტომ მხოლოდ ფაქტი იმისა, რომ მკლავების გარდა (რაც ცალკე ბრალდების საგანია), ა---------ს არ აღენიშნებოდა სხვა დაზიანებები სხეულზე, თავისთავად არ გამორიცხავს ძალადობრივ სქესობრივ კავშირს. თუმცა მტკიცებულებების გამოკვლევისას გამოვლენილი ცალკეული გარემოებები, ურთიერთშეუსაბამობები, დაზარალებულის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობები, ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრული განმარტებები გახდა საფუძველი სასამართლოს დასკვნისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ი-----–- თ----------–--ის მიერ ტ------- ა---------ს გაუპატიურების ფაქტი.

 

33. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნებს - მათით დადგენილი გარემოებები შესაბამისობაშია ი-----–- თ----------–--ის განმარტებებთან. ბიოლოგიური ექსპერტიზის N006620119 დასკვნის თანახმად, ტ------- ა---------ს საშოდან აღებულ ნაცხში, ქვედა საცვლის უბის არეში, კაბაზე აღმოჩენილია სპერმა, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–- თ----------–--ეს. იმ ფაქტს, რომ სქესობრივი კავშირის ა---------სთან ჰქონდა, თ----------–--ე არ უარყოფს და მიუთითებს, რომ ეს არ იყო იმ დღეს მათი პირველი სქესობრივი აქტი, რაც ასევე ვერ გამოირიცხება დაზარალებულის მიერ აღნიშნულ თემაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებით. რაც შეეხება კაბაზე არსებულ დაზიანებას - ქვედა ღილის არარსებობას, რასაც ძალადობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიიჩნევს ბრალდების მხარე, ობიექტური დამკვირვებლის მიერ ცალსახად ვერ იქნება განხილული ასეთად, რადგან არ არის დადგენილი როდის მოწყდა ღილი კაბიდან. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ღილი აღმოჩენილი არ არის, ასევე არ არის დადგენილი დაზიანების ხანდამულობა. შესაბამისად, მტკიცება იმისა, რომ ღილი სწორედ ძალადობრივი სქესობრივი კავშირის დროს მოწყდა კაბას და არა მანამდე - შეუძლებელია, შესაბამისად, ბრალდების მხარის აღნიშნული არგუმენტი არადამაჯერებელია.

 

34. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე დათქმებს შეიცავს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენiთ პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეტანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

35. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

36. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებულებების ერთობლიობა. განსახილველ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, ესაა დაზარალებული ა---------ს ჩვენება და ისიც, როგორც უკვე აღინიშნა, საკმაოდ არათანმინდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო. მოწმე ბ----–--ის ჩვენება, ასევე ვერ იქნება განხილული ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად. მან მხოლოდ ის გარემოება დაადასტურა, რომ ბინა მიაქირავა ერთი დღით თ----------–--ეს და ა---------ს და რომ წყვილი თბილ და ახლო ურთიერთობაში მყოფი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდა. რაც შეეხება მოწმეებს ნ-------------ის და გელა ფუტკარაძის ჩვენებებს, მათ დაინახეს მხოლოდ დერეფანში მყოფი აღელვებული და ატირებული ა---------. ამ უკანასკნელის ემოციური მდგომარეობა, ასევე ვერ იქნება მიჩნეული გაუპატიურების ფაქტის დამადასტურებელ გარემოებად, რადგან მისივე ჩვენებით დასტურდება, რომ სქესობრივი აქტის შემდეგ ის აბსოლუტურად მშვიდი იყო, იწვა და ელოდა როდის გამოვიდოდა სააბაზანოდან თ----------–--ე. კონფლიქტი წარმოიშვა აბაზანიდან ა---------ს გამოსვლის შემდეგ, ი-----–-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ზურგჩანთა დაუზიანა, რასაც ა---------ს ბინიდან გაქცევა მოჰყვა. აღნიშნული კონფლიქტი, ფიზიკური შეურაცხყოფა პარტნიორი მამაკაცის მხრიდან ცხადია გახდებოდა ბინიდან გაქცეული ქალის ემოციური მდგომარეობის განმსაზღვრელი ფაქტორი .

 

37. რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებიც უდავოდ არის მიჩნეული მხარეების მიერ, ისინი არ არიან ფაქტის უშუალოდ შემსწრე და თვითმხილველი პირები, მათი ჩვენებები თავისი არსით ირიბი ჩვენებებია, რომლებიც სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა. ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს.

 

38. საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ცალსახაა, რომ მოცემულ შემთხვევაში პოლიციის ორი თანამშრომლის ჩვენება, რომელიც გამოძახების შემდეგ მივიდნენ დაზარალებულთან და არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, ვერ იქნება მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად.

 

39. ამდენად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებების ერთობლიობის ნაცვლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებული ა---------ს არათანმიმდევრული და არადამაჯერებელი ჩვენება და მხოლოდ ასეთი მტკიცებულების საფუძველზე ითხოვს ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში და მათ შორის 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ/18 განაჩენში მიუთითა, რომ იმ "...მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და მათი განმარტებები ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს".

 

40. მითითებული განაჩენით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებული გაამართლა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო დაზარალებულის ჩვენება, თუმცა მხოლოდ ერთი მტკიცებულება სასამართლომ არ მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტის შემქმნელ ინფორმაციად. მოცემულ შემთხვევაშიც სახეზეა, როგორც არაერთხელ აღინიშნა, დაზარალებულის არათანმიმდევრული და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება და არა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც ქმნის გამამართლებელი გადაწყვეტილების მიღების უპირობო საფუძველს.

 

41. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობა. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გადმოცემული ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.

 

43. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

44. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი-----–- თ----------–--ის ბრალდების დადასტურება.

 

45. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 (მოქმედი რედაქციით 31-ე) მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .

 

სამართლებრივი შეფასება:

 

46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-----–- თ----------–--ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ი-----–- თ----------–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

47. 2019 წლის 08 ივნისს, დაახლოებით 21:20 საათზე, ქ. ბათუმში, ზ----------–---------------ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, ბ--------ში ყოფნისას, ი-----–- თ----------–--ემ ურთიერთშელაპარაკებისას ტ------- ა---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

 

48. დაზარალებულმა ტ------- ა---------მ სასამართლოს განუმარტა, რომ 2019 წლის 8 ივნისს ნაქირავებ ბინაში ყოფნისას ი-----–- თ----------–--ემ ფიზიკურად იძალადა მასზე, თავში ჩაარტყა ხელი რამდენჯერმე, მკლავებში ხელი ჩაავლო, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

49. ბრალდებულმა ი-----–- თ----------–--ემ თავი დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2019 წლის 8 ივნისს ზ----------–--------------/66-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკებისას ძლიერად ჩაავლო მკლავებში ხელი ტ------- ა---------ს.

 

50. "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" 2019 წლის 29 ივლისის N005257119 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ მ-----------------–ის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით (09.06.2019წ), ტ------- ა---------ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ორივე მხრის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 8 ივნისს.

 

51. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა, დანაშაული გამოიხატება ძალადობაში, რომელიც შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული უფრო მძიმე შედეგი.

 

52. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი სასამართლოს უქმნის საფუძვლიან რწმენას, რომ ბრალდებულმა ი-----–- თ----------–--ემ ფიზიკურად იძალადა ტ------- ა---------ზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

53. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

54. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

55. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

56. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

57. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

58. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

59. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

60. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

61. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

62. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

63. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

64. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი-----–- თ----------–--ის მიმართ სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების დადასტურება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

65. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 08 ივნისს, ქ. ბათუმში, ზ----------–---------------ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე, ბ--------ში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკებისას, ი-----–- თ----------–--ემ ტ------- ა---------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შესაბამისად, ბრალდებულმა ი-----–- თ----------–--ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

66. ი-----–- თ----------–--ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

67. ი-----–- თ----------–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

68. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

69. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

70. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

71. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

72. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

73. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

74. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ სახეზეა ქალის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი, ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და მიიჩნევს, რომ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ბრალდებულ ი-----–- თ----------–--ეს, უნდა დაენიშოს თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი, მინიმალური - 6 თვის ვადით.

 

75. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ი-----–- თ----------–--ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

76. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ზეწრები და ბალიშის გადასაფარებელი თეთრეული, შავი ფერის ტრუსი და წითელი ფერის პირსახოცი, ი-----–- თ----------–--ისგან ამოღებული რუხი ფერის შორტი, ყავისფერი ტყავის ქამრით და შავი ფერის მაისური, ტ------- ა---------სგან ამოღებული მოწითალო ფერის კაბა, შავი ფერის ტრუსი და რუხი ფერის ზურგჩანთა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ი-----–- თ----------–--ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ტ------- ა---------სგან აღებული ნერწყვის, ფრჩხილის და ნაცხის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო 2019 წლის 06 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაზარალებულ ტ------- ა---------ს დაკითხვის ამსახველი აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ CD –R დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ი-----–- ვახტანგის ძე თ----------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდებული ი-----–- თ----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–- თ----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 8 ივნისიდან.

 

ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ზეწრები და ბალიშის გადასაფარებელი თეთრეული, შავი ფერის ტრუსი და წითელი ფერის პირსახოცი, ი-----–- თ----------–--ისგან ამოღებული რუხი ფერის შორტი, ყავისფერი ტყავის ქამრით და შავი ფერის მაისური, ტ------- ა---------სგან ამოღებული მოწითალო ფერის კაბა, შავი ფერის ტრუსი და რუხი ფერის ზურგჩანთა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ი-----–- თ----------–--ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ტ------- ა---------სგან აღებული ნერწყვის, ფრჩხილის და ნაცხის ნიმუშები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო 2019 წლის 06 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაზარალებულ ტ------- ა---------ს დაკითხვის ამსახველი აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ CD –R დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი