გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.11.2019
საქმის ნომერი
120310019003013046
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3013046-3/089-19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.11.2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი -თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე - ა---------------

მოსარჩელის წარმომადგენელი - გ-----------,მოპასუხე - ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულო,მოპასუხის წარმომადგენელი - თ---------

მოპასუხე- ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერია

მესამე პირის წარმომადგენელი - თ---------

მესამე პირი - სს ,, ე----------------------- ''

მესამე პირის წარმომადგენელი - მ--------------–---–-------------------–---–-

მესამე პირი - ,,ს-----------ს ქ---–-------------''

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება 19 289,92 ლარის ოდენობით.

1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 200 000 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

9 წლის ა------- ნ------ს მამამ დ-------------- 2015 წელს ბ----------ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, ე.წ. „კ--------------- მიმდებარედ, შპს „ს-----------------–-----------–-- (ს/კ 6-----------) შეიძინა უძრავი ქონება - საცხოვრებელი ფართი 46 კვ.მ ს/კ 6-----------.0-----).

 

2017 წლის 26 აგვისტოს დ----- ნ------ს მცირეწლოვანი შვილი (ა---------------) საცხოვრებელი ბინის აივანზე ე.წ. საზომი მეტრიანით თამაშის დროს მიედო მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროსადენს (10 კილოვატი სიმძლავრე), რომელიც განთავსებულია საცხოვრებელ კომპლექსთან ახლო მანძილზე დაახლოებით 2 მეტრში მთავარი გზის მხარეს, ელექტრო სადენზე საზომი მეტრიანის შეხების შედეგად ა---------------მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება სხეულის მძიმე ხარისხის ელექტრო დამწვრობა, დაუზიანდა ორივე ხელის მტევანი, მუცელი, ბარძაყები და მიიღო სხეულის თერმული დამწვრობები პაციენტი დღემდე გადის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო მკურნალობას. მომხდარი შემთხვევის შედეგად ა---------------ს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე ზიანი, დაუქვეითდა მხედველობა, სმენა, დაუზიანდა მარცხენა ხელის მტევნის ნერვული მყესები, მიიღო თერმული დამწვრობა და დაჭირდა კანის გადანერგვა. მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია მოპასუხეთა მიერ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საექსპლუატაციო, მშენებლობისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით.

 

2018 წლის 08 იანვარს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა მოსარჩელე მხარემ ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვეს მშენებლობის ნებართვის (ინდ. აქტების) ბათილობა. 2018 წლის 25 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმეზე 2246913-3/004-I8 სასამართლომ დაადგინა, რომ ნებართვის, გაცემის მომენტისთვის საკითხზე გადაწყვეტილების ფუნქციონალი ეკისრებოდა ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიას, შესაბამისად სასამართლომვე განსაზღვრა მხარედ ორივე ადმინისტრაციული ორგანო. სასამართლომ დაადგინა, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2014 წლის 24 ივნისს გამოცემულმა ინდ. აქტებმა: შპს "ს----------- ქ---–--------------" მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანება ( 1-533) და ამავე თარიღში გამოცემული მშენებლობის ნებართვა 35, ასევე მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევამ და ხაზოვანი ნაგებობის უკონტროლობამ ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიაყენა მოსარჩელეს.

 

2018 წლის 25 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმეზე 2246913-3/004- 18 სასამართლომ დაადგინა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას არ დაიცვა კანონის მოთხოვნები, კერძოდ ნებართვის გაცემისას არ დაიცვა ხაზოვან ნაგებობასთან შენობა-ნაგებობის განთავსების მანძილი და პროექტი არ იყო შეთანხმებული ელექტროქ---–ის მესაკუთრესთან. დადგინდა, რომ შპს "ს-----------ების ქ---–--------------ა" მშენებლობის ნებართვის მისაღებად შეგნებულად დაუმალა ადმ. ორგანოს ხაზოვანი ნაგებობის არსებობის შესახებ ინფორმაცია. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო აქტის გამოცემისას დაეცვა კანონის მოთხოვნები, რათა დაცული ყოფილიყო ადამიანის უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

 

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ისე გამოიცა მშენებლობის ნებართვა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, ხომ არ იჭრებოდა სამშენებლო ობიექტი ელექტრული ქ---–ების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში და ნებართვის მაძიებელს გააჩნდა თუ არა ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელის სს "ე------------------------“ თანხმობა სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად, რომელ მოთხოვნასაც კანონი პირდაპირ ითვალისწინებდა.

 

2018 წლის 25 ივნისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით საქმეზე 2246913-3/004-,ს დადგენილია, რომ შპს „ს-----------ების ქ---–-------------“ ს----------- კომპლექსის მშენებლობას დაბა ბ---------–- აწარმოებდა უნებართვოდ და 2014 წლის 13 იანვარს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი სამართალდარღვევის გამო 5000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა და ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. 2014 წლის 2 ივნისისათვის ს----------- მ---------- აშენებული პქონდათ დაახლოებით 3 სართულამდე შენობა-ნაგებობა, რომელიც კანონით დადგენილი წესის შესაბამისად არ იყო შეთანხმებული ადმინისტრაციულ ორგანოსთან. აღნიშნული მოქმედების შემდგომ, ს----------- მ----------ა 2014 წლის 29 მაისს მშენებლობის ნებართვის მისაღებად, მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელი ნებართვაც გაიცა კანონის წესების დარღვევით (2014.06.24).

 

კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ შპს. „ს-----------ების ქ---–--------------“ მიერ მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ნაჩვენები არ იყო, რომ სამშენებლო ობიექტი მოქცეული იყო მაღალი ძაბვის 10 კვ. ელექტროგადამცემი ქ---–ის ხაზოვანი დაცვის ზონაში, რაც ნებართვის გამცემ ორგანოს არ გამოუკვლევია, რითაც გამოიჩინა სამსახურეობრივი გულგრილობა. ხოლო ს----------- ქ---–--------------ა განზრახ დამალა ხაზოვანი ნაგებობის განთავსების არეალი, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი მოსარჩელის მიმართ. მოპასუხეებს, რომ ემოქმედათ კანონის წესების შესაბამისად, მოსარჩელეს ზიანი არ მიადგებოდა, რაც ასევე დადგინდა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

 

ს----------- ქ---–---------------" დღემდე უხეშად არღვევს კანონს, მან მოახდინა ს----------- კომპლექსი ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გასხვისება, შეასახლა შიგნით მობინადრეები, ისე, რომ სამშენებლო ობიექტი დასრულებული, სახით დღემდე არ არის.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ადმ. ორგანომ ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამრღვევი

პირის მიმართ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული სანქციები, იჩენს სამსახურეობრივ გულგრილობას, რის შედეგადაც საფრთხის და რისკის წინაშე აყენებს კომპლექსში მაცხოვრებელ მობინადრეებს.

 

1980 წლებიდან მოყოლებული სანებართვო ობიექტის მიმდებარედ, განთავსებული იყო

მაღალი ძაბვის 10 კ.ვ. სიმძლავრის ელექტრო გადამცემი ხაზი ე.წ „მ--------“, რომელიც 2007 წლიდან წარმოადგენს სს. ,,ე------------------------” საკუთრებას, ხაზოვანი ნაგებობა კორპუსიდან დაშორებული იყო დაახლოებით 2 მეტრის მანძილით, ნაცვლად ნორმატივით გათვალისწინებული 10 მეტრისა.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე 2246913-3/004-18), დასტურდება მიზეზობრივი კავშირი მოპასუხეთა ბრალეულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოპასუხეთა მხრიდან განხორციელებულმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, როგორც მატერიალური, ისე მორალური სახით. ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როგორი არათანმიმდევრული მოქმედებებია განხორციელებული ადმ. ორგანოების მიერ. ერთ შემთხვევაში კერძო სუბიექტები ცდილობენ დისტანცია დაიკავონ მომხდარი ფაქტის მიმართ, მათ არ გამოიყენეს წინდახედულობისა და გულისხმიერების ნორმები დამდგარ შედეგთან მიმართებით და დაზარალებული ოჯახის მიმართ დისტანცირებულ იქნენ. მეორე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან თავშივე უკანონოდ გაცემულმა ინდ. აქტმა წარმოქმნა მნიშვნელოვანი ზიანი მოსარჩელის მიმართ და მით უფრო სამწუხაროა, რომ სისხლის სასამართლის საქმე განსახილველ საკითხზე აღიძრა მოსარჩელის მოთხოვნით

და არა სამედიცინო უწყების მიმართვით. გამოძიებით დღემდე არ არის მოსარჩელე დაზარალებულად ცნობილი, რაც მიუთითებს სახელმწიფო უწყებების არაეფექტურ და

არათანმიმდევრულ მოქმედებებზე.

 

მოსარჩელის მიერ, მიღებული სხეულის დაზიანებების სამკურნალოდ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადახდილია 140 აშშ + 1000 აშშ დოლარი (მხოლოდ კონსულტაცია და სრულფასოვანი გამოკვლევა. სულ 1140 აშშ დოლარი (რაც საქ. ეროვნული კურსით 2. 60:56 შეადგენს 2 981. 784 ლარს). მოსარჩელეს იდაყვის ნერვის პლასტიკური ქირურგიისთვის სამედიცინო ცენტრ "ი-----–ი" გადახდილი აქვს 4700 ლარი. სამედიცინო დაწესებულება ო------–----- 70 ლ. აფთიაქი ფ----------- 95.68 ლარი. სამედიცინო კლინიკისათის სულ გადახდილია 400 ლარი. პლასტიკური ქირურგის ბ-------–---–------- გადახდილი თანხა 460 ლარი. შპს "ა----------–-----–-" ჩატარებული ოპერაცია 2 420 ლარი შპს "ს. ხ-----–---–-ს სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადახდილი მკურნალობის ღირებულება 2009.92 ლარი + 2827.62 ლარი + 980.67 ლარი და 244.25 ლარი. შპს "რ---–---------ი" 1800 ლარი.

 

მოსარჩელის მიერ, ზიანის შედებების აღმოსაფხვრელად და სამედიცინო მომსახურების მისაღებად, ტრავმის მიღებიდან, მიმდინარე პერიოდში, გადახდილია ჯამში: 10 289.92 ლარი. დამატებით წარმოგიდგენთ ინფორმაციას იმ მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების შესახებ, რომელიც ა---------------ს დასჭირდა და დღემდე ჭირდება.

 

მოსარჩელე იქამდე სანამ მიიღებდა ფიზიკურ დაზიანებებს აქტიურად იყო დაკავებული სხვადასხვა სპორტის სახეობით, კერძოდ: 2011 წლიდან 2017 წლამდე ცურვით შპს დ------------"-ს აუზის ცურვის სექციაში. მოსარჩელე სპორტკომპლექს შპს "ა-----–-" დაკავებული იყო წყალბურთით. ხოლო ელექტრო დამწვრობის მიღების შემდგომ ის ვეღარ განაგრძობს სპორტულ აქტივობებს.

 

ინციდენტის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სხეულის მძიმე ხარისხის ელექტრო დამწვრობა, დაუზიანდა ორივე ხელის მტევანი, მუცელი, ბარძაყები და მიიღო სხეულის თერმული დამწვრობები. პაციენტი დღემდე გადის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში სარეაბილიტაციო მკურნალობას. მომხდარი შემთხვევის შედეგად ა---------------ს დაუქვეითდა მხედველობა, სმენა, დაუზიანდა მარცხენა ხელის მტევნის ნერვული მყესები, მიიღო თერმული დამწვრობა და დაჭირდა კანის გადანერგვა.

 

მიუხედავად 9 წლის ა------- ნ------სთვის ჩატარებული სხვადასხვა სამედიცინო სამკურნალო ოპერაციისა არ მომხდარა სხეულის დამახინჯების შედებად განცდილი ტკივილის და მორალური ზიანის რეაბილიტაცია. რის გამოც იგი დღემდე აგრძელებს ფიზიკურ და ფსიქიკურ მკურნალობას. გადატანილი ინციდენტის შედებად ფიზიკური ჯანმრთელობისა და გაჩენილი ფსიქიკური შიშის გამო, მოსარჩელე ვეღარ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ, აქტიურ რიტმს და ვეღარ მონაწილეობს სპორტულ აქტივობებში. მას დღემდე ესაჭიროება და გადის კონსულტაციებს ფსიქოლოგთან, მანვე განიცადა მორალური ზიანი, რაც გამოიხატება ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეულ სულიერ ტანჯვაში.

 

მოპასუხეთა ქმედებების შედეგად არასრულწლოვნისათვის მიყენებული ზიანი, არ აღმოფხვრილა, არ დასრულებულა ზიანით გამოწვეული მორალური ტანჯვა, რომელმაც სამუდამოდ დაასვა მოსარჩელეს დაღი. მოსარჩელე დღემდე საჭიროებს ფსიქოლოგის კონსულტაციებს და გადის ფსიქო სარეაბილიტაციო კურსებს, ის ვეღარ განაგრძობს ცურვას, აქტიურ ცხოვრებას დაკარგა სიმშვიდე, მის სხეულზე დარჩენილი ნაიარევები მისი თანმდევი იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე და ამის გამო მუდმივად დაეუფლება მას არასრულფასოვნების განცდა და სოციუმისგან განსხვავებულად, ,,ნაკლის მქონედ" თვითაღქმა.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის მორალური ზიანის სახით 200 000 ლარის განსაზღვრა არის გონივრული და სამართლიანი. მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის ანაზღაურება, ვინაიდან მათი უკანონო და არამართლზომიერი მოქმედებების შედეგად მიადგა მოსარჩელეს მატერიალური და მორალური ზიანი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიამ და ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს..

 

2.2. მესამე პირმა სს ,,ე----------------------- ''-ს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო.

 

2.3. მესამე პირს შპს ,,ს-----------ს ქ---– მ----------“ სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ბ----------, დაბა ბ----------,,კ-------------“ ს.კ. 6-----------.01/103 სართული N1, ბინა N---- 46.00 კვ.მ ირიცხება დ----- ნ------ს საკუთრებაში. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 2015 წლის 14 აპრილს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( ტ.1. ს.ფ. 23-24)

 

3.2. 2014 წლის შპს ,,შ-----------------------–-------------------------–--------“ დასკვნის თანახმად დაბა ბ---------–- წ------ ქუჩის მიმდებარედ, კ------- ასახვევთან მიმდინარეობს მშენებარე ს-----------ს ტიპის ოთხსართულიანი და ავტოსადგომის მქონე ერთსადარბაზოიანი საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, მისი მდგრადობის და პროექტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოკვლევით დადგინდა შემდეგი:

1.ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ არ გააჩნია ჯდენითი და სხვა რაიმე მიზეზით გამოწვეული დეფორმაციის ნიშნები, რომლებიც უარყოფით გავლენას მოახდენდა ნაგებობის მდგრადობაზე.

2.რეალურად აშენებული შენობის ნაწილის ზომები ღერძებს შორის, შიდა ფართის განაწილება და ზომები შესაბამისობაშია საპროექტო მონაცემებთან.

3.გამოკვლეული იქნა შენობის მზიდი კონსტრუქციების ბეტონის სიმტკიცე, გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბეტონის სიმტკიცე მზიდ კონსტრუქციებში იცვლება 250-260კგძ/სმ2 ფარგლებში.

4. დამაკმაყოფილებელია საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილების პუნქტი საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს,,შ-----------------------–-------------------------–--------“ დასკვნა.დანართით (იხ.ტ.I.სფ.34-44).

 

3.3. ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს გამოიცა ბრძანება N-----, რომ შეთანხმდეს პროექტი და გაიცეს მშენებლობის ნებართვა ბ----------ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------"-ს კუთვნილ ნაკვეთზე ს-----------ს მშენებლობისათვის (ნაკვეთის N6-----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 24 ივნისის ბრძანება N----- (იხ.ტ.I.სფ. 45-46).

 

3.4. ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს გაიცა შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" მიმართ მშენებლობის ნებართვა N---

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მშენებლობის ნებართვა N---(იხ.ტ.I.სფ.47).

 

3.5. 2017 წლის 20 ნოემბერს ა------- ნ------ს წარმომადგენელმა გ-----------მ წერილით მიმართა ბ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა გადაეცათ დაბა ბ---------–- მდებარე ს----------- კომპლექსი მ----------- ( ს.კ.6-----------) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია კერძოდ:

მშენებლობის ნებართვა, პროექტი და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ------------ წერილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას(იხ.ტ.I.სფ.48).

 

3.6. 2017 წლის 22 ნოემბერს დ----- ნ------ს წარმომადგენელმა გ-----------მ წერილით მიმართა ქ.ბ----------ს პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს და ბ----------ს რაიონის დაბა ბ----------ს პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელს და ითხოვა ინფორმაცია 2017 წლის 26 აგვისტოს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დაწყებულია თუ არა გამოძიება და აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიეღოთ ზომები რათა უმოკლეს პერიოდში დაიწყოს საქმეზე გამოძიება, რათა დადგინდეს ბრალეული პირების ვინაობა და ა--------------- ცნობილი იქნეს დაზარალებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 22 ნოემბრის გ------------ წერილი ქ.ბ----------ს პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს და ბ----------ს რაიონის დაბა ბ----------ს პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელს (იხ.ტ.I.სფ.49-50).

 

3.7. შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" კორპუსის მიმდებარედ მდებარეობდა 10 კილოვატიან ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი ,,მ--------", რომელიც 2007 წლიდან წარმოადგენს სს ,,ე-–------------------------ს" საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (იხ.ტ.1.ს.ფ. 4-10).

 

3.8. ლ-------------–-–---–-- 2018 წლის 21 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელეს ადვოკატის მიერ მათთან შეთანხმების გაფორმების მომენტზე განხილული 10 კვ საჰაერო ხაზი „მ--------“-ს ნაწილი (ს----------- „მ-----------“ გასწვრივ) აღმოჩნდა დემონტირებული, რის გამოც ვერ შეძლო კანონით დადგენილი წესით და მეთოდიკით, დასაშვები უსაფრთხო მანძილების ზუსტი გაზომვა ადგილზე;

 

მიუხედავად აღნიშნულისა, გაზომა (მეტრიანი საზომით, დანართი 3) და შეაფასა მინიმალური ჰორიზონტალური მანძილი ყოფილი 10 კვ საჰაერო ხაზი „მ--------“-ს არსებული საყრდენი ბოძებს შორის საჰაერო ხაზის სივრციდან (სადაც ამჯამად დარჩა მხოლოდ 04 კვ საჰაერო ხაზი)- ს----------- „მ----------“ შენობამდე, და ჰორიზონტალური მანძილი შენობა-ნაგებობის გამოშვერილი ნაწილიდან (აივანი სადაც იმყოფებოდა მოსარჩელე)- არსებულ საყრდენ ბოძებს შორის საჰაერო ხაზის სივრცემდე, სადაც ამჟამად დარჩა მხოლოდ 0.4 კვ. საჰაერო ხაზი. უნდა აღინიშნოს რომ მოხსნილი 10 კვ საჰაერო ხაზი იყო განლაგებული 0.4 კვ ხაზის ზემოთ. ანუ ჰორიზონტალური მანძილის შეფასება (და სათანადოდ დამცავი ზონების შეფასება) სრულიად შესაძლებელია არსებული 0.4 კვ ხაზის მეშვეობით, რადგან ორივე ხაზი გადიოდა ერთიდაიგივე საყრდენ ბოძებზე ერთ საჰაერო სივრცეში.

პირველ შემთხვევაში (ს----------- „მ----------- “ შენობამდე) მანძილი შეადგინა 267 სანტიმეტრი ანუ 2,67 მეტრი, ხოლო მეორე შემთხვევაში (აივნამდე სადაც იმყოფებოდა მოსარჩელე)-265 სანტიმეტრი ანუ 2.65 მეტრი.

 

როგორც ჩანს (შესაძლო ცდომილებების გათვალისწინებით) ორივე გაზომილი მანძილი მეტად ნაკლებია „ელექტრული ქ---–ების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ ნორმატივის მიერ დადგენილ დასაშვებ მანძილზე (10 კვ საჰაერო ხაზისთვის-10 მეტრი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ-------------–-–---–-- 2018 წლის 21 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა(იხ.ტ.1. სფ.59-68).

 

3.9. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით საქმე №2246913-3/004-18წ დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლო სარჩელით მომართა ა---------------მ მოპასუხე - ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მესამე პირი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის, ,,ს-----------ს ქ---–--------------'' და სს ,, ე-----------------------ს '' მიმართ და ითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივნისის ბრძანება N----- და ბ----------ს მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წლის 24 ივნისს გამოცემული მშენებლობის ნებართვა N---

 

ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს ,,ს-----------ს ქ---–-------------“ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მიერ დაჯარიმებული იქნა უკანონო მშენებლობისათვის.

 

- 2014 წლის 29 მაისს ბ----------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს განცხადებით მიმართა შპს. ,, ს-----------ების ქ---–ის მ-----------" დირექტორმა და მიუთითა, რომ დაბა ბ---------–- ფლობს მიწის ნაკვეთს საკ.კოდით.6-----------) და სურთ ააშენონ ს----------- და ითხოვენ ნებართვას მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

- ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს გამოიცა ბრძანება N-----, რომ შეთანხმდეს პროექტი და გაიცეს მშენებლობის ნებართვა ბ----------ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------"-ს კუთვნილ ნაკვეთზე ს-----------ს მშენებლობისათვის (ნაკვეთის N6-----------).

 

- ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს გაიცა შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" მიმართ მშენებლობის ნებართვა N---

 

- ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 07 ოქტომბერს გამოიცა ბრძანება N------, რომ შეთანხმდა პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა ბ----------ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, ე.წ. ,,კ------------"-ს მიმდებარედ შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" -ს კუთვნილ ნაკვეთზე ს-----------ს მშენებლობის პროცესში განსახორციელებელი ცვლილებებისათვი (ნაკვეთის N6-----------).

 

-ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 07 ოქტომბერს გაიცა შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" მიმართ მშენებლობის ნებართვა N---

 

- შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" კორპუსის მიმდებარედ მდებარეობს 10 კილოვატიან ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი მ--------, რომელიც 2007 წლიდან წარმოადგენს სს ,,ე-–------------------------ს" საკუთრებას, რომელიც კორპუსიდან დაშორებული იყო დაახლოებით არანაკლებ 2 მეტრი და არა უმეტეს 3 მეტრის მანძილით.

 

- შპს. ,,ს-----------ების ქ---–--------------" მიერ მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ნაჩვენები არ იყო, რომ სამშენებლო ობიექტი მოქცეული იყო მაღალი ძაბვის 10კვ. ელექტროგადამცემი ქ---–ი ხაზოვანი დაცვის ზონაში.

 

- მშენებლობის ნებართვის გაცემისას ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ გააჩნდა ელექტოგადამცემი ხაზის მფლობელის სს ,,ე-–------------------------ს" თანხმობა შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" მიერ სამშენებლოს საქმიანობის განსახორციელებლად.

 

- დ-------------- 2015 წელს ბ----------ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, ე.წ. „კ--------------- მიმდებარედ, შპს „ს-----------------–-----------–-- (ს/კ 6-----------) შეიძინა უძრავი ქონება - საცხოვრებელი ფართი 46 კვ.მ (ს/კ 6--------------------.

 

- 2017 წლის 26 აგვისტოს ათი წლის ა--------------- საცხოვრებელი კომპლექსის ,,მ-----------" აივანზე მეტალის საზომით თამაშის დროს, საზომი მიედო აივანთან გამავალ მაღალი ძაბვის ელექტრო სადენს, რის გამოც ა---------------მ მიიღო სხეულის დაზიანება.

 

-მეტალის საზომის ე.წ. ,,რულეტკის" ლითონის მუშა პირზე ნიშნულიდან 240მმ ნიშნულამდე 270მმ. აღინიშნება გამჭოლი დაზიანებები, რომელიც წარმოქმნილია თერმული დაზიანების შედეგად.

 

- შპს. ,,ს-----------ების ქ---–--------------" კორპუსის მიმდებარედ მდებარე 10 კილოვატიან ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი ,,მ--------", რომელზედაც მეტალის საზომის ე.წ. ,,რულეტკის" მიდებით დაზიანება მიიღო ა---------------მ ჩამოხსნილია და გადატანილია.

 

- შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" საცხოვრებელი კომპლექსი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ექსპლოატაციაში მიღებული არ არის.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს ბრძანება N----- და მშენებლობის ნებართვა N-- ისე გამოიცა, რომ არ გამოიკვლევიათ ხომ არ იჭრებოდა სამშენებლო ობიექტი ელექტრული ქ---–ების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში და არ გააჩნდა ელექტოგადამცემი ხაზის მფლობელის სს. ,,ე-–------------------------ს" თანხმობა შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" მიერ სამშენებლოს საქმიანობის განსახორციელებლად.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ვინაიდან ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს ბრძანება N----- და მშენებლობის ნებართვა N-- წარმოადგენდა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომელმაც წარმოშვა სამართლებრივი შედეგი, კომპლექსი აშენდა და მოხდა მისი გასხვისება, მათ შორის კომპლექსში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელის მამა დ----- ნ------, რომელსაც სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გააჩნიათ სადავო აქტებისადმი კანონიერი ნდობა, ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" კორპუსის მიმდებარედ მდებარე 10 კილოვატიან ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი ,,მ--------", რომელზედაც მეტალის საზომის ე.წ. ,,რულეტკის" მიდებით დაზიანება მიიღო ა---------------მ ჩამოხსნილია და გადატანილია, ასევე მშენებლობის ნებართვა N-- ძალაში იყო 2015 წლის 24 ივნისამდე, ამიტომ ა------- ნ------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

(მხარეთა მიერ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით საქმე №2246913-3/004-18წ(იხ..ტ.1. 138-152).

 

3.10. ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 დეკემბრის საინჟინრო ექპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ბ----------ს რაიონი, დაბა ბ---------–-, ს----------- მგზავრებში მომხდარი უბედური შემთხვევის დადგომისას ელექტროდანადგართა მოწყობის წესების, კერძოდ 2.5.115-ის დარღვევა არ იკვეთება. იმ შემთხვევაში თუ 10კვ საჰაერო ხაზის სადენის უკიდურესად გადახრილი მდგომარეობიდან ჰორიზონტალური დაშორება- ნაგებობის უახლოეს გამოშვერილ წერტილამდე შეადგენდა არანაკლებ 2 მეტრს.

 

აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 17 დეკემბრის N340 დადგენილების, ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნები არ ვრცელდება ა---------------ზე ვინაიდან აღნიშნული პირი არ ასრულებდა რაიმე სახის ელ. სამონტაჟო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 დეკემბრის საინჟინრო ექპერტიზის N--------- დასკვნა(იხ.ტ.2. სფ.91-95).

 

3.11. შსს. ბ----------ს რაიონული სამმართველოს უფროსის მომართვით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში საქართველოს ფოსტის საშუალებით შევიდა მოსამართლის მიერ 2019 წლის 08 ოქტომბერს გამოცემული განჩინება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში წარმოებული სისხლის სამართლის N 020151217002 საქმის შეწყვეტის დადგენილების გამოთხოვის შესახებ (საქმე N 3013046-3/089-19წ.)

აღნიშნულთან დაკავშირებით მომართვაში განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის N 020151217002 საქმე შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში არ შეწყვეტილა, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოძიების მიზნით მიმდინარეობს გამოძიება, რის გამოც ვერ ხერხდება განჩინებაში მითითებული მოთხოვნის შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს. ბ----------ს რაიონული სამმართველოს უფროსის მომართვა(იხ.ტ.2.სფ.104).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 411-ე, 412-ე, 413-ე, 992-ე, 1005-ე, 1006-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ახალი რედაქციით მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №23/630), სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად (ახალი რედაქციით მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი), სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იქნება დამდგარ ზიანთან. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა კი წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დაეკისროს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებს მოსარჩელის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება 19 289,92 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით სასამართლო, პირველ რიგში იმსჯელებს ადგილი ჰქონდა თუ არა ბ----------ს მუნიციპალიტეტისა და მისი თანამშრომელთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, რომელმაც გამოიწვია ა------- ნ------სათვის ზიანის მიყენება.

 

განსახილველ შემთხვევაში ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ბ----------, დაბა ბ----------,,კ-------------“ ს.კ. 6-----------.01/103 სართული N1, ბინა N---- 46.00 კვ.მ ირიცხება დ----- ნ------ს საკუთრებაში. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებული 2015 წლის 14 აპრილს.

 

- 2014 წლის შპს ,,შ-----------------------–-------------------------–--------“ დასკვნის დადგენილია, რომ დაბა ბ---------–- წ------ ქუჩის მიმდებარედ, კ------- ასახვევთან მიმდინარეობს მშენებარე ს-----------ს ტიპის ოთხსართულიანი და ავტოსადგომის მქონე ერთსადარბაზოიანი საცხოვრებელი სახლის მზიდი კონსტრუქციების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, მისი მდგრადობის და პროექტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოკვლევით დადგინდა შემდეგი:

1.ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ არ გააჩნია ჯდენითი და სხვა რაიმე მიზეზით გამოწვეული დეფორმაციის ნიშნები, რომლებიც უარყოფით გავლენას მოახდენდა ნაგებობის მდგრადობაზე.

2.რეალურად აშენებული შენობის ნაწილის ზომები ღერძებს შორის, შიდა ფართის განაწილება და ზომები შესაბამისობაშია საპროექტო მონაცემებთან.

3.გამოკვლეული იქნა შენობის მზიდი კონსტრუქციების ბეტონის სიმტკიცე, გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბეტონის სიმტკიცე მზიდ კონსტრუქციებში იცვლება 250-260კგძ/სმ2 ფარგლებში.

4. დამაკმაყოფილებელია საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილების პუნქტი საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შესახებ.

 

- დადგენილია, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს გამოიცა ბრძანება N-----, რომ შეთანხმდეს პროექტი და გაიცეს მშენებლობის ნებართვა ბ----------ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------"-ს კუთვნილ ნაკვეთზე ს-----------ს მშენებლობისათვის (ნაკვეთის N6-----------).

 

- დადგენილია, რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს გაიცა შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" მიმართ მშენებლობის ნებართვა N---

 

- დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს ა------- ნ------ს წარმომადგენელმა გ-----------მ წერილით მიმართა ბ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვა გადაეცათ დაბა ბ---------–- მდებარე ს----------- კომპლექსი მ----------- ( ს.კ.6-----------) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია კერძოდ:

მშენებლობის ნებართვა, პროექტი და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია.

 

- დადგენილია, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს დ----- ნ------ს წარმომადგენელმა გ-----------მ წერილით მიმართა ქ.ბ----------ს პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელს და ბ----------ს რაიონის დაბა ბ----------ს პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელს და ითხოვა ინფორმაცია 2017 წლის 26 აგვისტოს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დაწყებულია თუ არა გამოძიება და აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში მიეღოთ ზომები რათა უმოკლეს პერიოდში დაიწყოს საქმეზე გამოძიება, რათა დადგინდეს ბრალეული პირების ვინაობა და ა--------------- ცნობილი იქნეს დაზარალებულად.

 

- დადგენილია, რომ შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" კორპუსის მიმდებარედ მდებარეობდა 10 კილოვატიან ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი ,,მ--------", რომელიც 2007 წლიდან წარმოადგენს სს ,,ე-–------------------------ს" საკუთრებას.

 

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით საქმე №2246913-3/004-18წ დადგენილია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლო სარჩელით მომართა ა---------------მ მოპასუხე - ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მესამე პირი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის, ,,ს-----------ს ქ---–--------------'' და სს ,, ე-----------------------ს '' მიმართ და ითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივნისის ბრძანება N----- და ბ----------ს მუნიციპალიტეტის მიერ 2014 წლის 24 ივნისს გამოცემული მშენებლობის ნებართვა N---

ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ შპს ,,ს-----------ს ქ---–-------------“ ბ----------ს მუნიციპალიტეტის მიერ დაჯარიმებული იქნა უკანონო მშენებლობისათვის.

 

- 2014 წლის 29 მაისს ბ----------ს მუნიციპალიტეტის გამგებელს განცხადებით მიმართა შპს. ,, ს-----------ების ქ---–ის მ-----------" დირექტორმა და მიუთითა, რომ დაბა ბ---------–- ფლობს მიწის ნაკვეთს საკ.კოდით.6-----------) და სურთ ააშენონ ს----------- და ითხოვენ ნებართვას მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

- ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს გამოიცა ბრძანება N-----, რომ შეთანხმდეს პროექტი და გაიცეს მშენებლობის ნებართვა ბ----------ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------"-ს კუთვნილ ნაკვეთზე ს-----------ს მშენებლობისათვის (ნაკვეთის N6-----------).

 

- ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს გაიცა შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" მიმართ მშენებლობის ნებართვა N---

 

- ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 07 ოქტომბერს გამოიცა ბრძანება N------, რომ შეთანხმდა პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა ბ----------ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, ე.წ. ,,კ------------"-ს მიმდებარედ შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" -ს კუთვნილ ნაკვეთზე ს-----------ს მშენებლობის პროცესში განსახორციელებელი ცვლილებებისათვი (ნაკვეთის N6-----------).

 

-ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 07 ოქტომბერს გაიცა შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" მიმართ მშენებლობის ნებართვა N---

 

- შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" კორპუსის მიმდებარედ მდებარეობს 10 კილოვატიან ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი მ--------, რომელიც 2007 წლიდან წარმოადგენს სს ,,ე-–------------------------ს" საკუთრებას, რომელიც კორპუსიდან დაშორებული იყო დაახლოებით არანაკლებ 2 მეტრი და არა უმეტეს 3 მეტრის მანძილით.

 

- შპს. ,,ს-----------ების ქ---–--------------" მიერ მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ დოკუმენტაციაში ნაჩვენები არ იყო, რომ სამშენებლო ობიექტი მოქცეული იყო მაღალი ძაბვის 10კვ. ელექტროგადამცემი ქ---–ი ხაზოვანი დაცვის ზონაში.

 

- მშენებლობის ნებართვის გაცემისას ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ გააჩნდა ელექტოგადამცემი ხაზის მფლობელის სს ,,ე-–------------------------ს" თანხმობა შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" მიერ სამშენებლოს საქმიანობის განსახორციელებლად.

 

- დ-------------- 2015 წელს ბ----------ს მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–-, ე.წ. „კ--------------- მიმდებარედ, შპს „ს-----------------–-----------–-- (ს/კ 6-----------) შეიძინა უძრავი ქონება - საცხოვრებელი ფართი 46 კვ.მ (ს/კ 6--------------------.

 

- 2017 წლის 26 აგვისტოს ათი წლის ა--------------- საცხოვრებელი კომპლექსის ,,მ-----------" აივანზე მეტალის საზომით თამაშის დროს, საზომი მიედო აივანთან გამავალ მაღალი ძაბვის ელექტრო სადენს, რის გამოც ა---------------მ მიიღო სხეულის დაზიანება.

 

-მეტალის საზომის ე.წ. ,,რულეტკის" ლითონის მუშა პირზე ნიშნულიდან 240მმ ნიშნულამდე 270მმ. აღინიშნება გამჭოლი დაზიანებები, რომელიც წარმოქმნილია თერმული დაზიანების შედეგად.

 

- შპს. ,,ს-----------ების ქ---–--------------" კორპუსის მიმდებარედ მდებარე 10 კილოვატიან ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი ,,მ--------", რომელზედაც მეტალის საზომის ე.წ. ,,რულეტკის" მიდებით დაზიანება მიიღო ა---------------მ ჩამოხსნილია და გადატანილია.

 

- შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" საცხოვრებელი კომპლექსი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ექსპლოატაციაში მიღებული არ არის.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ვინაიდან ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს ბრძანება N----- და მშენებლობის ნებართვა N-- წარმოადგენდა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, რომელმაც წარმოშვა სამართლებრივი შედეგი, კომპლექსი აშენდა და მოხდა მისი გასხვისება, მათ შორის კომპლექსში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელის მამა დ----- ნ------, რომელსაც სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად გააჩნიათ სადავო აქტებისადმი კანონიერი ნდობა, ამასთან სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" კორპუსის მიმდებარედ მდებარე 10 კილოვატიან ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი ,,მ--------", რომელზედაც მეტალის საზომის ე.წ. ,,რულეტკის" მიდებით დაზიანება მიიღო ა---------------მ ჩამოხსნილია და გადატანილია, ასევე მშენებლობის ნებართვა N-- ძალაში იყო 2015 წლის 24 ივნისამდე, ამიტომ ა------- ნ------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

(მხარეთა მიერ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში).

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერისა და მისი თანამშრომელთა მხრიდან ბრალეული ქმედება, რომელმაც გამოიწვია ა------- ნ------სათვის ზიანის მიყენება, რადგან ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით საქმე №2246913-3/004-18წ დადგენილია, რომ შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" კორპუსის მიმდებარედ მდებარეობს 10 კილოვატიან ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი მ--------, რომელიც 2007 წლიდან წარმოადგენს სს ,,ე-–------------------------ს" საკუთრებას, რომელიც კორპუსიდან დაშორებული იყო დაახლოებით არანაკლებ 2 მეტრი და არა უმეტეს 3 მეტრის მანძილით, რაც დასტურდება ასევე ლ-------------–-–---–-- 2018 წლის 21 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ მოსარჩელეს ადვოკატის მიერ მათთან შეთანხმების გაფორმების მომენტზე განხილული 10 კვ საჰაერო ხაზი „მ--------“-ს ნაწილი (ს----------- „მ-----------“ გასწვრივ) აღმოჩნდა დემონტირებული, რის გამოც ვერ შეძლო კანონით დადგენილი წესით და მეთოდიკით, დასაშვები უსაფრთხო მანძილების ზუსტი გაზომვა ადგილზე;

 

მიუხედავად აღნიშნულისა, გაზომა (მეტრიანი საზომით, დანართი 3) და შეაფასა მინიმალური ჰორიზონტალური მანძილი ყოფილი 10 კვ საჰაერო ხაზი „მ--------“-ს არსებული საყრდენი ბოძებს შორის საჰაერო ხაზის სივრციდან (სადაც ამჯამად დარჩა მხოლოდ 04 კვ საჰაერო ხაზი)- ს----------- „მ----------“ შენობამდე, და ჰორიზონტალური მანძილი შენობა-ნაგებობის გამოშვერილი ნაწილიდან (აივანი სადაც იმყოფებოდა მოსარჩელე)- არსებულ საყრდენ ბოძებს შორის საჰაერო ხაზის სივრცემდე, სადაც ამჟამად დარჩა მხოლოდ 0.4 კვ. საჰაერო ხაზი. უნდა აღინიშნოს რომ მოხსნილი 10 კვ საჰაერო ხაზი იყო განლაგებული 0.4 კვ ხაზის ზემოთ. ანუ ჰორიზონტალური მანძილის შეფასება (და სათანადოდ დამცავი ზონების შეფასება) სრულიად შესაძლებელია არსებული 0.4 კვ ხაზის მეშვეობით, რადგან ორივე ხაზი გადიოდა ერთიდაიგივე საყრდენ ბოძებზე ერთ საჰაერო სივრცეში.

 

პირველ შემთხვევაში (ს----------- „მ----------- “ შენობამდე) მანძილი შეადგინა 267 სანტიმეტრი ანუ 2,67 მეტრი, ხოლო მეორე შემთხვევაში (აივნამდე სადაც იმყოფებოდა მოსარჩელე)-265 სანტიმეტრი ანუ 2.65 მეტრი და ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 დეკემბრის საინჟინრო ექპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ბ----------ს რაიონი, დაბა ბ---------–-, ს----------- მგზავრებში მომხდარი უბედული შემთხვევის დადგომისას ელექტროდანადგართა მოწყობის წესების, კერძოდ 2.5.115-ის დარღვევა არ იკვეთება, იმ შემთხვევაში თუ 10კვ საჰაერო ხაზის სადენის უკიდურესად გადახრილი მდგომარეობიდან ჰორიზონტალური დაშორება- ნაგებობის უახლოეს გამოშვერილ წერტილამდე შეადგენდა არანაკლებ 2 მეტრს. აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2013 წლის 17 დეკემბრის N340 დადგენილების, ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნები არ ვრცელდება ა---------------ზე ვინაიდან აღნიშნული პირი არ ასრულებდა რაიმე სახის ელ. სამონტაჟო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოს.

 

ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ შსს. ბ----------ს რაიონული სამმართველოს უფროსის მომართვით დადგენილია, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერის მომართვაზე, რომლის თანახმად შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში საქართველოს ფოსტის საშუალებით შევიდა მოსამართლის მიერ 2019 წლის 08 ოქტომბერს გამოცემული განჩინება შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში წარმოებული სისხლის სამართლის N 020151217002 საქმის შეწყვეტის დადგენილების გამოთხოვის შესახებ (საქმე N 3013046-3/089-19წ.).

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მომართვაში განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის N 020151217002 საქმე შსს ბ----------ს რაიონულ სამმართველოში არ შეწყვეტილა, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოძიების მიზნით მიმდინარეობს გამოძიება, რის გამოც ვერ ხერხდება განჩინებაში მითითებული მოთხოვნის შესრულება, შესაბამისად ვერც სისხლის სამართლის საქმის გამოძიებითაა მოცემულ ეტაპზე დადგენილი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერისა და მისი თანამშრომელთა ბრალეული ქმედება.

 

მართალია ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით საქმე №2246913-3/004-18წ დადგენილია, რომ , რომ ბ----------ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2014 წლის 24 ივნისს ბრძანება N----- და მშენებლობის ნებართვა N-- ისე გამოიცა, რომ არ გამოიკვლევიათ ხომ არ იჭრებოდა სამშენებლო ობიექტი ელექტრული ქ---–ების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში და არ გააჩნდა ელექტოგადამცემი ხაზის მფლობელის სს. ,,ე-–------------------------ს" თანხმობა შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" მიერ სამშენებლოს საქმიანობის განსახორციელებლად, მაგრამ აღნიშნული გარემოება ვერ წარმოშობს უშუალო და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირს ა------- ნ------სათვის ბ----------ს მუნიციპალიტეტის მიერ ზიანის მიყენებაში, რადგან აღნიშნული მიმართვის შემთხვევაში არ იყო გამორიცხული თანხმობის არსებობა სს ,,ე----------------------- '' მხრიდან, რაც დაადასტურა კიდეც სასამართლო სხდომაზე სს ,, ე----------------------- ''-ს წარმომადგენელმა და ლ---- სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 დეკემბრის საინჟინრო ექპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ ბ----------ს რაიონი, დაბა ბ---------–-, ს----------- მგზავრებში მომხდარი უბედული შემთხვევის დადგომისას ელექტროდანადგართა მოწყობის წესების, კერძოდ 2.5.115-ის დარღვევა არ იკვეთება, იმ შემთხვევაში თუ 10კვ საჰაერო ხაზის სადენის უკიდურესად გადახრილი მდგომარეობიდან ჰორიზონტალური დაშორება- ნაგებობის უახლოეს გამოშვერილ წერტილამდე შეადგენდა არანაკლებ 2 მეტრს და მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაშორება აღემატებოდა 2-მეტრს.

 

ასევე სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბ----------ს მუნიციპალიტეტისათვის ზიანის დაკისრებისას გარემოებას, რომ შპს ,,ს-----------ების ქ---–--------------" საცხოვრებელი კომპლექსი ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ექსპლოატაციაში მიღებული არ არის, რაც საერთოდ გამორიცხავს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბ----------ს მუნიციპალიტეტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან არ დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპასუხეთა ბრალეული ქმედება დამდგარ შედეგში ა------- ნ------ს სხეულის დაზიანებაში, ამიტომ არ არსებობს მოსარჩელის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი თანხის 19 289,92 ლარის ოდენობით მოპასუხეთათვის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ბ----------ს მუნიციპალიტეტის ბრალეული ქმედება, რაც პირდაპირ და უშუალო მიზეზობრივ კავშირში იქნებოდა ა---------------ზე მიყენებულ ზიანთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი თანხის 19 289,92 ლარის ოდენობით მოპასუხეთათვის დაკისრების თაობაზე არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 200 000 ლარის ოდენობით.

.

მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნად დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების გარდა კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებაში (საქმეზე №ას-1156-1176-2011) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი“.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებს მისთვის მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებას, რომლითაც მიადგა და ადგება ძლიერი ფიზიკური და სულიერი ტანჯვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ბ----------ს მუნიციპალიტეტისა და მისი თანამშრომელთა მხრიდან ა---------------სათვის ზიანი მიყენების ფაქტი და არც მიზეზობრივი კავშირი მოსარჩელის სხეულის დაზიანებაში, რის გამოც აღნიშნულ ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები - დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე;

 

სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ე" ქ/პ-ის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელენი–სარჩელებზე ზიანის ანაზღაურების შესახებ, რომელიც მიყენებულია დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით;

 

ამავე მუხლის ,,ქ" პუნქტის თანახმად მშობელი ან არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი, როგორც მოსარჩლე – სარჩელზე არასრულწლოვნის უფლებების დარღვევის ან მისთვის მიყენებული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

 

შესაბამისად მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 22-23-ე, 32-33-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ა------- ნ------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება გაეგზავნოს მხარეებს.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. N62) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან.

 

მოსამართლე: გია ბერაია