გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/861-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია
შესავალი ნაწილი
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - გიორგი ბარაბაძე
მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“;
წარმომადგენელი - გ--------–------;
მოპასუხეები - ლ---------------ე, ბ----------------ე;
წარმომადგენელი - ნ-----–------------;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ლ--------------ეს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 4924.48 აშშ დოლარის, პროცენტის 624.24 აშშ დოლარის, საკომისიოს - 144 აშშ დოლარისა და ჯარიმის 1551.92 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. N4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 4350 ლარის, პროცენტის - 2417.81 ლარისა და ჯარიმის - 5125.48 ლარის გადახდა.
1.3. N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პროცენტის სახით - 1.21 აშშ დოლარის გადახდა;
1.4. N4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პროცენტის სახით - 4.29 ლარის გადახდა.
1.5 N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით - 24.62 აშშ დოლარის გადახდა;
1.6. N4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით - 21.75 ლარის გადახდა.
1.7. ლ---------------ის N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ხონი, ჭ------------------- (ს.კ. 3-.0-.4-.0--).
1.8. თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული თანხის ამოღება განხორციელდეს ლ---------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
1.9 ლ--------------ეს გადასახდელად დაეკისროს სს “ს----------–--------ის“ მიერ სააუქციონო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის 300 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 11 აგვისტოს, სს ,,ს----------–--------სა“ და ლ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N4--------, რომლის თანახმად საკრედიტო ხაზის ლიმიტად განისაზღვრა 150000 აშშ დოლარი, ლიმიტის ვადა 300 თვე, მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი - 48%.
2016 წლის 12 აგვისტოს, სს ,,ს----------–--------სა“ და ლ---------------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N4-------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N4---------4------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი N3------ 5100 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელის 9%-ის დარიცხვით, ჯარიმა ვადაგადაცილებზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაზღვევის მართვის საკომისიო განსაზღვრული იქნა 8 აშშ დოლარით.
2016 წლის 11 აგვისტოს, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების N4-------- უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბ----------------ესთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N4---------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ბ----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ხონი, ჭ------------------- (ს.კ. 3-.0-.4-.0--).
2017 წლის 27 თებერვალს, სს ,,ს----------–--------სა“ და ლ---------------ეს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება N5------, რომლის საფუძველზეც ლ---------------ეზე გაცემული იქნა სესხი N4------, 4350 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 36%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ს.
2018 წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით ლ---------------ის დავალიანება სს ,,ს----------–--------ი“-ს წინაშე შეადგენს:
1) N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7284.64 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4924.48 აშშ დოლარი, პროცენტი - 664.24 აშშ დოლარი, საკომისიო - 14- აშშ დოლარი, ჯარიმა 1551.92 აშშ დოლარი.
2) N4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11893.29 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4350 ლარი, პროცენტი 2417.81 ლარი, ჯარიმა 5125.48 ლარი.
სს ,,ს----------–--------ი“-ს მიერ საბანკო საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, ლ---------------ეზე გაიცა კრედიტები. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით, კრედიტებით სარგებლობის პერიოდში ლ---------------ის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა. ლ---------------ემ შეწყვიტა სესხებზე ძირითადი თანხის, პროცენტის და საკომისიოების დაფარვა. მითითებული საკრედიტო დავალიანებების დაფარვის მოთხოვნით მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება და ვალდებულების შესასრულებლად მიეცა ორი კვირის ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულებები დღემდე არ სრულდება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ლ--------------ემ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ სარჩელი ცნო მხოლოდ N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის 664.24 აშშ დოლარის ნაწილში და N4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ნაწილში. მოპასუხე ბ----------------ე ცნობს სარჩელს N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის 664.24 აშშ დოლარის ნაწილში. მიაჩნიათ რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტი და პირაგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, ამასთან ლ--------------ის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულებამდე პროცენტისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 11 აგვისტოს, სს ,,ს----------–--------სა“ და ლ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N4--------, რომლის თანახმად საკრედიტო ხაზის ლიმიტად განისაზღვრა 150000 აშშ დოლარი, ლიმიტის ვადა 300 თვე, მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი - 48%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს 18 სექტემბრის სხდომის ოქმი).
- ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N4-------- (იხ. ს.ფ. 22-32 );
3.1.2 2016 წლის 12 აგვისტოს, სს ,,ს----------–--------სა“ და ლ---------------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N4-------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N4---------4------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი N3------ 5100 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელის 9%-ის დარიცხვით, ჯარიმა ვადაგადაცილებზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაზღვევის მართვის საკომისიო განსაზღვრული იქნა 8 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს 18 სექტემბრის სხდომის ოქმი).
- საკრედიტო ხელშეკრულება N4---------4------ (იხ. ს.ფ. 33-41 )
3.1.3 2016 წლის 11 აგვისტოს, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების N4-------- უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბ----------------ესთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N4---------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ბ----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ხონი, ჭ------------------- (ს.კ. 3-.0-.4-.0--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს 18 სექტემბრის სხდომის ოქმი).
-იპოთეკის ხელშეკრულება N4--------- (იხ.ს.ფ. 42- 52 )
3.1.4 .მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ინფორმაცია ფინანსური ვალდებულების შესახებ (74-77)
-შეტყობინებები (იხ.ს.ფ. 78-83 )
-მხართა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს 18 სექტემბრის სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დაობენ.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს ს----------–--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.3 - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
- 2016 წლის 11 აგვისტოს, სს ,,ს----------–--------სა“ და ლ---------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N4--------, რომლის თანახმად საკრედიტო ხაზის ლიმიტად განისაზღვრა 150000 აშშ დოლარი, ლიმიტის ვადა 300 თვე, მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი - 48%.
2016 წლის 12 აგვისტოს, სს ,,ს----------–--------სა“ და ლ---------------ეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N4-------- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება N4---------4------, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი N3------, 5100 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელის 9%-ის დარიცხვით, ჯარიმა ვადაგადაცილებზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაზღვევის მართვის საკომისიო განსაზღვრული იქნა 8 აშშ დოლარით.
2017 წლის 27 თებერვალს, სს ,,ს----------–--------სა“ და ლ---------------ეს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება N5------, რომლის საფუძველზეც ლ---------------ეზე გაცემული იქნა სესხი N4------, 4350 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის 36%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ს.
6.4. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული ყველა საბანკო ხელშეკრულებაზე მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ ლევან საღაარძეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
6.5 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
- სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ლ---------------ის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის 5588.72 აშშ დოლარისა და 4350 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
- დადგენილია, რომ საბანკო პროდუქტზე დარღვეულია კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის გრაფიკი, სესხი ვადაგადაცილებაშია, რის გამოც მოპასუხეებს სს ,,ს----------–--------ის’’ წინაშე გააჩნია დავალიანება. ანუ მოპასუხეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას რომ შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, სარჩელის აღძვრის მომენტისათვის დავალიანება, სესხის ძირი და საპროცენტო სარგებელი სრულად უნდა ჰქონოდათ დაფარული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2018 წლის 02 ოქტომბრის მდგომარეობით ლ---------------ისათვის პროცენტის სახით N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 664.24 აშშ დოლარის და N4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის სახით 2417.81 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7.მითითებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სახელშეკრულებო ვალდებულება - შეთანხმებულ ვადაში დაეფარა კრედიტის ძირითადი თანხა პროცენტთან ერთად, რომელიც მან არაჯეროვნად შეასრულა. მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით მოსარჩელემ დაკარგა ის პროცენტი (სარგებელი), რომელიც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დამთავრებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის თანხის დაუბრუნებლობისათვის.
პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში
შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა მოპასუხეს აკისრია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც. მაგრამ სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, რა რაოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
- „სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვ----–------------ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14
სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს მოთხოვნილი თანხის ათმაგი ოდენობით.
მხარეთა შორის გაფორმებული N4-------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს კლიენტს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისგან (მათ შორის კრედიტის, საკრედიტო ხაზის, ოვერდრაფტის ან/და სხვა მსგავსი დავალიანების, დარიცხული საპროცენტო სარგებლის (მათ შორის, როგორც მიუღებელი სარგებლის) საკომისიოს, პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სახის სხვა დავალიანების გადახდისაგან) ამგვარი ვალდებულების იძულებით ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე. შესაბამისად, ლ--------------ეს სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სესხის N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 05 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პროცენტის სახით 1.21 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხე ლ--------------ეს, სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სესხის N4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 05 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პროცენტის სახით 4.29 ლარის გადახდა. მოპასუხე ლ--------------ეს, სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სესხის N3------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 05 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით 2.46 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხე ლ--------------ეს, სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სესხის N4------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 05 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით 2.17 ლარის გადახდა.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლით - უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნას გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 11 აგვისტოს, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების N4-------- უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს ბ----------------ესთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N4---------, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ბ----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ხონი, ჭ------------------- (ს.კ. 3-.0-.4-.0--).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია, დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით ბ----------------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების მდებარე: ქ. ხონი, ჭ------------------- (ს.კ. 3-.0-.4-.0--) რეალიზაციის თაობაზე.
6.9 მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.
შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა (თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, სესხზე N3------ დაკისრებული თანხის ამოღების განხორციელდეს ლ---------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან) საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N4-------- ხელშეკრულების 5.2 პუნქტითა და N4--------- იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 პუნქტით. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
7.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 4023.85 ლარი, ასევე დადგენილია, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ლ--------------ემ ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხების - 4924.48 აშშ დოლარის, 4350 ლარისა და პროცენტის 664.24 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნო სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში იგი უნდა გათავისუფლდეს სახ. ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხე ლ--------------ემ სარჩელი არ ცნო პროცენტისა და პირგასამტეხლოს ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 304.58 ლარი უნდა გადახდეს მოპასუხე ლ--------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მასვე უნდა გადახდეს სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სააუქციონო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის 300 ლარის გადახდა. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს“ სახელმწიფო ხაზინიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელის სასამართლოში განხილვის მიზნით 2018 წლის 03 ოქტომბერს სს ,,ს----------–--------ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4021.06 ლარის ნაწილი 641.30 ლარი და ზედმეტად გადახდილი 1879.97 ლარი
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 208-ე, 49-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ს----------–--------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ლ--------------ეს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირითადი დავალიანების - 4924.48 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ლ--------------ეს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საკომისიოს სახით - 144 აშშ დოლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ლ--------------ეს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის სახით - 664.24 აშშ დოლარის გადახდა.
1.4. მოპასუხე ლ--------------ეს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის სახით 155.19 აშშ დოლარის გადახდა.
1.5. მოპასუხე ლ--------------ეს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირითადი დავალიანების - 4350 ლარის გადახდა.
1.6. მოპასუხე ლ--------------ეს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის სახით - 2417.81 ლარის გადახდა.
1.7. მოპასუხე ლ--------------ეს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს N4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის სახით 512.54 ლარის გადახდა.
1.8. მოპასუხე ლ--------------ეს, სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 05 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პროცენტის სახით 1.21 აშშ დოლარის გადახდა.
1.9. მოპასუხე ლ--------------ეს, სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ N4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 05 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პროცენტის სახით 4.29 ლარის გადახდა.
1.10. მოპასუხე ლ--------------ეს, სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 05 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით 2.46 აშშ დოლარის გადახდა.
1.11. მოპასუხე ლ--------------ეს, სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ N4------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელად დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 05 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს სახით 2.17 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე ლ--------------ეს, სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სააუქციონო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის 300 ლარის გადახდა.
3. ლ--------------ის N3------ სესხისხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ხონი, ჭ------------------ (ს.კ. 3-.0-.4-.0--).
3.1. თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, N3------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული თანხის ამოღება განხორციელდეს ლ---------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
4. მოპასუხე ლ--------------ეს, მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 304.58 ლარის გადახდა.
5. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს“ სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს სარჩელის სასამართლოში განხილვის მიზნით 2018 წლის 03 ოქტომბერს სს ,,ს----------–--------ში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4021.06 ლარის ნაწილი 641.30 ლარი და ზედმეტად გადახდილი 1879.97 ლარი, რომლის რეკვიზიტებია: საგადახდო დავალება №300; გადამხდელის ბანკი - სს ,,ს----------–--------ი“, ბანკის კოდი - B-------; მიმღების დასახელება - ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიში; ანგარიში/სახაზინო კოდი-300213150; მიმღების ბანკი/ხაზინა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი-T-------;
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნონა ზარქუა