გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210119003182771 (N2/774-19)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2--- წელი ქ.ოზურგეთი
(შესავალი ნაწილი)
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”
წარმომადგენელი - ია------–----ე
მოპასუხეები - ამ---------------ე, ლუ---------–--ე, მა-----------ე
დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ამ---------------ეს, ლუ---------–--ესა და მა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–------------–ის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 402-.47 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3062.33 ლარი, სარგებელი - 653.91 ლარი და ჯარიმა - 306.23 ლარი.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
20---–-–---------------ს სს "თი---------სა" და ამ---------------ეს შორის გაფორმდა N0---.3------.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ბანკსა და მსესხებელს შორის 20---–-–------------–ს გაფორმდა N3-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, 2020 წლის 03 აპრილამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, დავალიანების 0% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 1 დღის ვადაგადაცილების შემდეგ დავალიანების 1 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ერთის მხრივ სს ,,თი---------სა'’ და ლუ---------–--ეს, ხოლო მეორე მხრივ სს ,,თი---------სა'’ და მა-----------ეს შორის 20---–-–------------–ს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებმა პირებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 7 800 ლარით.
მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. რაც გამოიხატა დავალიანების თანხის გადაუხდელობაში, კერძოდ, ბოლო გადახდა განხორციელდა 2--- წლის 04 თებერვალს. მოპასუხეებს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილები ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, თუმცა უშედეგოდ, შესაბამისად ბანკმა 2--- წლის 10 სექტემბერს ცალმხრივად შეწყვიტა მხარეთა შორის გაფორმებული N3-------8------ საკრედიტო ხელშეკრულებები.
2--- წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 4214.67 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3062.33 ლარი, პროცენტი - 653.91 ლარი, პირგასამტეხლო - 488.43 ლარი, დარიცხული დაზღვევაა - 8 ლარი.
სასარჩელო მოთხოვნას ძირითადი სარჩელით წარმოადგენდა: 1. მოპასუხეებს ამ---------------ეს, ლუ---------–--ესა და მა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–------------–ის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 402-.47 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3062.33 ლარი, სარგებელი - 653.91 ლარი და ჯარიმა - 306.23 ლარი. 2. მოპასუხეებს ამ---------------ეს, ლუ---------–--ესა და მა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2--- წლის 10 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3062.33 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, ყოველთვიურად 90.62 ლარის გახდა, მაგრამ არაუმეტეს 10 თვისა. 3. მოპასუხეებს ამ---------------ეს, ლუ---------–--ესა და მა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2--- წლის 10 სექტემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხადა და პროცენტზე - 3716,24 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.1%-ის გადახდა, 3.71 ლარის ოდენობით მაგრამ არაუმეტეს 50 დღისა. 4. თავდები პირების ლუ---------–--ესა და მა-----------ეს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 7 800 ლარით.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე (იხ. 05.11.2--- წლის სასამართლო სხდომის ოქმი) სს ,,თი---------ის” წარმომადენელმა შეამცირა მოთხოვნა, მე-2 და მე-3 სასარჩელო მოთხვნის ნაწილში და მოითხოვა: მოპასუხეებს ამ---------------ეს, ლუ---------–--ესა და მა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–------------–ის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 402-.47 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3062.33 ლარი, სარგებელი - 653.91 ლარი და ჯარიმა - 306.23 ლარი. ასევე, თავდები პირების ლუ---------–--ესა და მა-----------ეს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 7 800 ლარით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა ამ---------------ემ, ლუ---------–--ემ და მა-----------ემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს შესაგებელს და ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. კერძოდ, ძირითადი თანხის - 3062.33 ლარისა და პროცენტის ნაწილში - 31-..44 ლარის ნაწილში, ასევე ითხოვეს დარიცხული ჯარიმის შემცირება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–---------------ს სს "თი---------სა" და ამ---------------ეს შორის გაფორმდა N0---.3------.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ბანკსა და მსესხებელს შორის 20---–-–------------–ს გაფორმდა N3-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, 2020 წლის 03 აპრილამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, დავალიანების 0% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 1 დღის ვადაგადაცილების შემდეგ დავალიანების 1 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–--------------ის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-27);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 2--35)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ერთის მხრივ სს ,,თი---------სა'’ და ლუ---------–--ეს, ხოლო მეორე მხრივ სს ,,თი---------სა'’ და მა-----------ეს შორის 20---–-–------------–ს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებმა პირებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 7 800 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 38-47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. რაც გამოიხატა დავალიანების თანხის გადაუხდელობაში, კერძოდ, ბოლო გადახდა განხორციელდა 2--- წლის 04 თებერვალს. მოპასუხეებს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილები ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ, თუმცა უშედეგოდ, შესაბამისად ბანკმა 2--- წლის 10 სექტემბერს ცალმხრივად შეწყვიტა მხარეთა შორის გაფორმებული N3-------8------ საკრედიტო ხელშეკრულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 48-49);
-შეტყობინება - (50-54)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 55);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. 2--- წლის 10 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 4214.67 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3062.33 ლარი, პროცენტი - 653.91 ლარი, პირგასამტეხლო - 488.43 ლარი, დარიცხული დაზღვევაა - 8 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 55);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თი---------ის” სარჩელი საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლით
სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 400-ე, 405-ე, 417-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხეემა სარჩელი ცნეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების - 3062.33 ლარისა და პროცენტის ნაწილის - 31-.44 ლარის დაკისრების ნაწილში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თი---------ის“ სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
დადგენილია, რომ 20---–-–---------------ს სს "თი---------სა" და ამ---------------ეს შორის გაფორმდა N0---.3------.0-- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ბანკსა და მსესხებელს შორის 20---–-–------------–ს გაფორმდა N3-------8------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, 2020 წლის 03 აპრილამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 10 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, დავალიანების 0% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, 1 დღის ვადაგადაცილების შემდეგ დავალიანების 1 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს „თი---------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები სრულად არ შესრულებულა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული სესხის პროცენტის (653.91 ლარის) თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ სს „თი---------ს“, ამ---------------ეს, ლუ---------–--ესა და მა-----------ეს დაიდო საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლებზე გაიცა კრედიტი 6 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, 36 თვის ვადით.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს დავალიანების დაფარვა.
6.4 სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ერთის მხრივ სს ,,თი---------სა'’ და ლუ---------–--ეს, ხოლო მეორე მხრივ სს ,,თი---------სა'’ და მა-----------ეს შორის 20---–-–------------–ს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც თავდებმა პირებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრეს ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 7 800 ლარით.
6.5. რაც შეეხება, პირგასამტეხლოს სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების თანახმად, შესაძლებლობას ანიჭებს სს „თიბისი ბანკს“ გამოიყენოს მის მიმართ გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები. პირგასამტეხლოს თავისებურებიდან გამომდინარე, რომელიც მისი ოდენობის ზრდით ხასიათდება, სამოქალაქო კოდექსი უტოვებს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, რათა არ მოხდეს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრება, რაც თავის მხრივ დაარღვევს მხარეთა შორის არსებულ დაბალანსებულ ურთიერთობას.
მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა მაღალია და უნდა შემცირდეს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. შესაბამისად, უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა - 100 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - - 50 ლარის ოდნეობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ - მოსარჩელის მიერ გადახდილი სახლმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ძალაში დარჩეს 2--- წლის 13 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ამ---------------ეს (პ/ნ 4----------) აეკრძალა მის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან, მდებარე - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ერკეთი, საკადასტრო კოდი N2-.1-.2-.2--, მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თი---------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს ამ---------------ეს, ლუ---------–--ესა და მა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–------------–ის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3816.24 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3062.33 ლარი, სარგებელი - 653.91 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი.
1.2. თავდების ლუ---------–--ესა პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 7 800 ლარით.
1.3. თავდების მა-----------ის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 7 800 ლარით.
1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. ძალაში დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 13 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
3. მოპასუხეებს ამ---------------ეს, ლუ---------–--ესა და მა-----------ეს სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ასლის მოსარჩელისათვის გადაცემიდან 1- დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისი საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე