განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030100119003227672
№1/291-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ე---–---- ბ------,დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნ-----–---- ბ---–-----,ბრალდებული: შ------ ქ-------,მამის სახელი: რ-----,დაბადებული: 1--------- წელი,დაბადების ადგილი: საქართველო,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: უ-----–---,ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-,პირადი ნომერი: 4----------,ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე,მცხოვრები: ქ. ფ-----, კ--------- ქუჩა N7--.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილი - მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.
საქმე განხილულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2019 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 09 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი შ------ ქ------- ჩ------------- მ----–----–-------- ს------– ს-----------ს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე პირადი ჩხრეკის ჩატარებისას, არ დაემორჩილა შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--- პოლიციის მუშაკების გ------- ლ-------- და ე-–------- ხ--–---- კანონიერ მოთხოვნებს მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანებები და შემოახია უნიფორმის ტანსაცმელი.
1.2. 2019 წლის სექტემბრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), შ------ ქ-------მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 102, 20 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანა“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა ავტომანქანაში, საიდანაც 2019 წლის 21 სექტემბერს იქნა ამოღებული შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--- მუშაკების მიერ ჩ------------- მ----–----–-------- ს------– ს----------–- ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკისას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლომ შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა შ------ ქ-------- მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და მარიხუანის უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტის დასადასტურებლად და თვლის, რომ ეს მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის დასამტკიცებლად, რომ შ------ ქ-------მ ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
2.2. ბრალდებულს ბრალი ედება პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და მარიხუანის უკანონო შეძენაში და შენახვაში.
ბრალდებულმა შ------ ქ-------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
2.3. მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 21 სექტემბერს, დაახლოებით 09 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი შ------ ქ------- ჩ------------- მ----–----–-------- ს------– ს-----------ს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე პირადი ჩხრეკის ჩატარებისას, არ დაემორჩილა შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--- პოლიციის მუშაკების გ------- ლ-------- და ე-–------- ხ--–---- კანონიერ მოთხოვნებს მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანებები და შემოახია უნიფორმის ტანსაცმელი. ასევე, 2019 წლის სექტემბრის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), შ------ ქ-------მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 102, 20 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანა“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა ავტომანქანაში, საიდანაც 2019 წლის 21 სექტემბერს იქნა ამოღებული შსს ფ-----ს ს----–---- ს-----------–--- მუშაკების მიერ ჩ------------- მ----–----–-------- ს------– ს----------–- ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკისას.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ შ------ ქ-------- მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დ----- ო---–------, ე-–------- ხ--–---- და გ------- ლ-------- გამოკითხვის ოქმებით, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, ბრალდებულ შ------ ქ-------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის N5-- დასკვნით და ამოღებული ნივთმტკიცება: 102,20 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელია და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ასევე, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
2.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია წინააღმდეგობა და ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ. სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებით ობიექტს – მისი პირადი უსაფრთხოება (ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება). საზოგადოდ, ხელისუფლების წარმომადგენელში იგულისხმება სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენელი. ხელისუფლების წარმომადგენელი საჯარო მოხელეთა განსაკუთრებული კატეგორიაა, რომელსაც განმკარგულებელი უფლებამოსილება გააჩნია ყველა მოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი მის უწყებრივ დაქვემდებარებაში. მაგალითად, პოლიციის მუშაკები. მაშასადამე, ხელისუფლების წარმომადგენლებს გააჩნიათ უფლებამოსილება, განახორციელონ ისეთი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სამართლებრივი შედეგები იმ მოქალაქეების მიმართაც, რომლებიც მათ უწყებრივად არ ექვემდებარებიან. ამ შემთხვევაში ისინი გამოდიან სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სახელით და გააჩნიათ უფლებამოსილება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ.
2.6 საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის მიმართ ძალადობით წინააღმდეგობაში (მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით). საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რომელიც პოლიციის უპირველესი მოვალეობაა, გულისხმობს საზოგადოებრივი სიმყუდროვის, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა მართლზომიერი ქცევის, პიროვნების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფას, ასევე ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და საწარმოების ნორმალური საქმიანობის პირობების შექმნას. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სამართალდარღვევის აღკვეთისათვის ხელის შეშლაში, პატრულისათვის კანონიერი საფუძვლით დაკავებისას გაქცევის ცდაში ან არ დამორჩილებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ა.შ.
2.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით კრიმინალიზებულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 92-ე გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების − მარიხუანას მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა.
2.8. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების - ,,მარიხუანას” უკანონო შეძენა-შენახვაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების (გამომშრალი მარიხუანა) უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების (გამომშრალი მარიხუანა) უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების (გამომშრალი მარიხუანა) ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
ამდენად, შ------ ქ------- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის, ჩადენილი ძალადობით, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით და მარიხუანის უკანონო შეძენასა და შენახვაში. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
2.9. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
2.10. ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ შ------ ქ-------- მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - მარიხუანის უკანონო შეძენასა და შენახვაში.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ------ ქ-------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
შ------ ქ-------- პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
4.1. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4.2. ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ბრალდებულის პიროვნებას. სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: შ------ ქ------- აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აქვს შეულახავი წარსული, ხელი შეუწყო მართლმსაჯულების სწრაფ განხორციელებას.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ შ------ ქ-------- მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას სამოც საათამდე.
4.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებების (დანაშაულის აღიარება, ქმედების გულწრფელი მონანიება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, შეულახავი წარსული), ასევე დაცვის მხარის პოზიციის გათვალისწინებით, ქმედების განხორციელების სახისა და ხერხის, მხედველობაში მიღებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, ბრალდებულ შ------ ქ-------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამავე მუხლის საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
4.4. ამდენად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შ------ ქ-------ს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შემცირდეს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლო თვლის, რომ დანიშნული სასჯელი, გახდება საფუძველი მომავალში შ------ ქ-------- საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შემცირდეს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ------ ქ------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით;
საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ------ ქ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.
შ------ ქ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2019 წლის 21 სექტემბრის 09:05 საათიდან, 2019 წლის 22 ოქტომბრის 14:10 საათის ჩათვლით - 32 (ოცდათორმეტი) დღე და ამ ვადის გაანგარიშებით საბოლოო სასჯელის სახით მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 5 400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდით.
2. შ------ ქ-------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
ამ უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
3. გაუქმდეს მსჯავრდებულ შ------ ქ-------- მიმართ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით და ყადაღა მოეხსნას შ------ ქ-------- (პ.ნ. 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. ფ-----, კ--------- ქ.№-, ბინა №-, საკადასტრო კოდი 0------------------, 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილს.
ასევე გაუქმდეს შ------ ქ-------- მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაწესებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პასპორტი და პირადობის მოწმობა.
4. მსჯავრდებულ შ------ ქ-------- ჯარიმის გადახდაზე კონტროლი განახორციელოს სააღსრულებო ბიურომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
5. მსჯავრდებულ შ------ ქ-------- მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დინება დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება:
- შ------ ქ-------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა - 95 ლარი, რომელიც ინახება შსს ს--------–-- ზ-------------- პოლიციის დ--------------- ფ-----ს ს----–---- ს-----------–--–-, დაუბრუნდეს მესაკუთრეს - შ------ ქ-------ს.
- შ------ ქ-------- მართვის ქვეშ მყოფი ,,ფ------“-ის მარკის, სახ. ნომრით L-------- ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანა“, წონით 101.70 გრამი და მცენარის ნედლი მსხვილი ღეროები, წონით 20,06 გრამი (არანარკოტიკული), რომელიც გადაგზავნილია შსს ც--------–----- კ--------–----- პოლიციის დ-------------–-, განადგურდეს.
- შ------ ქ--------აგან ამოღებული ,,ფ------“-ის მარკის, სახ. ნომრით L-------- ავტომობილი დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება შსს ს--------–-- ზ-------------- პოლიციის დ--------------- ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--–-, დაუბრუნდეს შ------ ქ-------ს.
- გ------- ლ--------აგან ამოღებული სამსახურებრივი უნიფორმის ჟილეტი, რომელიც ინახება შსს ს--------–-- ზ-------------- პოლიციის დ--------------- ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--–-, დაუბრუნდეს გ------- ლ--------.
- ე-–------ ხ--–----აგან ამოღებული სამსახურებრივი უნიფორმის პერანგი, რომელიც ინახება შსს ს--------–-- ზ-------------- პოლიციის დ--------------- ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--–-, დაუბრუნდეს ე-–------ ხ--–----.
7. განაჩენი გადაეგზავნოთ მხარეებს და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა სირაძე