გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე# 020210019003079985 (2/1310-19)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.09.2019 წ. ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
მოსარჩელე მა----------ა
მოპასუხე გი-------------–---ა
წარმომადგენელი ალ-------------ი
დავის საგანი: ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. განქორწინების საფუძველზე შეწყდეს ქორწინება მა----------ასა (პ/ნ 19--------6, დაბ. 06.02.1981 წ) და გი-------------–---ას (პ/ნ 19--------1, დაბ. 02.12.1970 წ) შორის რეგისტრირებული 11.05.2002 წ აქტის ჩანაწერით #70 (ქორწინების მოწმობა, გაც. 11.05.2002 წ ქ. ზუგდიდის #1 სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ მიერ).
1.2. გიორგი ღურკაიასთვის მისი არასრულწლოვანი შვილების - გე-–--------–--იას (დაბ. 06.10.2003 წ პ/ნ 19--------8) და ლუ---------–---ას (დაბ. 10.09.2005 წ, პ/ნ 1---------3) სასარგებლოდ (კანონიერი წარმომადგენელი მა----------ა) სარჩელის აღძვრის დღიდან - 03.07.2019 წ დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე თვეში 300 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
1.1. განქორწინების ნაწილში მოპასუხე ცნობს სარჩელს.
1.2. ალიმენტის დაკისრების მოთხოვნას მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს. განმარტავს, რომ თითოეულ ბავშვზე შეუძლია გადაიხადოს ყოველთვიურად 100 ლარი. ამ თანხის ზევით გადახდები აღემატება მის ქონებრივ შესაძლებლობებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მა----------ა (პ/ნ 19--------6, დაბ. 06.02.1981 წ) და გი-------------–---ა (პ/ნ 19--------1, დაბ. 02.12.1970 წ) ქორწინებაში არიან- 11.05.2002 წ -დან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გაც. 11.05.2002 წ ქ. ზუგდიდის #1 სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ მიერ
3.2. მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
მათ ჰყავთ 2 შვილი: გე-–--------–--ია (დაბ. 06.10.2003 წ პ/ნ 19--------8) და ლუ---------–---ა (დაბ. 10.09.2005 წ, პ/ნ 1---------3) .
ბავშვები დედასთან ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
- დაბადების მოწმობა ნკ #314858
-დაბადების მოწმობა ნკ # 082223
3.3. მამა არ მონაწილეობს ბავშვების რჩენა-აღზრდაში.
მოპასუხის შემოსავლების და ფინანსური მდგომარეობის შესახებ მტკიცებულებები საქმეში არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი
-შესაგებელი
-მხარეთა განმარტებები, სხდომის ოქმი
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1122-ე, 1127-ე, 1202-ე, 1212–ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოპასუხე ცნობს სარჩელს სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ცნო სარჩელი გაქორწინების შესახებ. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი უშვებს განქორწინების საფუძველზე ქორწინების შეწყვეტას, ხოლო 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილით განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
ამ ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის 1-ლი ნაწილით . მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212–ე მუხლის მიხედვით მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
ამავე კოდექსის 1213–ე მუხლის საფუძველზე არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
დადგენილია, რომ ასეთი შეთანხმება მშობლებს შორის ვერ ხერხდება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214–ე მუხლით დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბავშვის და მისი მშობლების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლო ალიმენტის გონივრულ ოდენობად განსაზღვრავს ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 150 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
ამ ნორმის დანაწესებით ალიმენტის გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს 03.07.2019 წლიდან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მხარეები გათავისუფლებულები არიან სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდისგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
2. განქორწინების საფუძველზე შეწყდეს ქორწინება მა----------ასა (პ/ნ 19--------6, დაბ. 06.02.1981 წ) და გი-------------–---ას (პ/ნ 19--------1, დაბ. 02.12.1970 წ) შორის რეგისტრირებული 11.05.2002 წ აქტის ჩანაწერით #70 (ქორწინების მოწმობა, გაც. 11.05.2002 წ ქ. ზუგდიდის #1 სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილების მიერ მიერ.
3. გიორგი ღურკაიასთვის მისი არასრულწლოვანი შვილების - გე-–--------–--იას (დაბ. 06.10.2003 წ პ/ნ 19--------8) და ლუ---------–---ას (დაბ. 10.09.2005 წ, პ/ნ 1---------3) სასარგებლოდ (კანონიერი წარმომადგენელი მა----------ა) სარჩელის აღძვრის დღიდან - 03.07.2019 წ დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე თვეში 150 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხეს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა