გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.09.2019
საქმის ნომერი
820310019002875590
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
16.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310019002875590 (3-15/19)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე - ჯე---–------ძე, მე---- ბ-----ე, ლუ----- არ-----ე

წარმომადგენელი: ან----------–---–ი

მოპასუხე - ქ----ს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - სუ-–-----------ძე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ----ს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–--------------------- განკარგულება.

 

1.2. ქ----ს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯე---–------ძის, მე---- ბ-----ის და ლუ----- არ-----ის განცხადებაზე ქ----ს მუნიციპალიტეტის სოფ. კო----------ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 737 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: ჯე---–------ძის 2017 წლის 15 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქ----ში, სოფელ კო----------ში საკარმიდამო ნაკვეთი 2500კვ.მ 2018 წლის 21 მარტს დარეგისტრირდა ლუ----- არ-----ის, მა---- ბ-----ის, მე---- ბ-----ის, ხა------ ბ-----ისა და ჯე---–------ძის სახელზე.

ამავე განცხადებით დასახელებული პირების სახელზე ქ----ში, სოფელ კო----------ში დარეგისტრირდა 1600 კვ.მ და 941 კვ.მ საკარმიდამო ნაკვეთები.

2018 წლის 17 დეკემბერს ჯე---–------ძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ კო----------ში 737 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით, რეესტრმა დამატებითი დოკუმენტების მოძიების მიზნით მიმართა ქ----ს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და კომისიის განკარგულების საფუძველზე რეესტრმა 2019 წლის 7 თებერვალს აღნიშნულ 737 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე ჯე---–------ძეს უარი უთხრა.

ქ----ს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–--------------------- განკარგულებით კომისიამ გამოარკვია, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი მიწის უფლებასაღიარებელი 737 .0 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებისმიწის ნაკვეთი მდებარეობს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ, თუმცა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვთი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ღერძიდან დაშორებული უნდა იყოს 15 მეტრის ფარგლების გარეთ. სწორედ ამ მიზეზით, ჯე---–------ძეს უარი ეთქვა 737 კვ.მ მიწის აღიარებაზე.

მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გახდა საფუძველი სასამართლოში სარჩელის აღძვრის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე ქ----ს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან კომისიის მიერ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი არსებითად არ არის დარღვეული და მხარე ვერ უთითებს ვერცერთ სამართლებრივ გარემოებაზე, რომელიც დარღვეული იქნა.

კომისიამ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვისა და ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოარკვია, რომ გამცხადებლის მიერ წარმოდგენილი მიწის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზით საკუთრებაში მოთხოვნილი უფლებამოსილებული 737.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვთი მდებარეობს ლუ----- არ-----ეს, მა---- ,მე----, ხა------ და ჯ----– ბ-----ეების მართლზომიერ მფლობელობაში არსებული 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ, რომელიც მათ საკუთრებაში არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული კომისიის მიერ მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების საფუძველზე დადგინდა, რომ უფლებასაღიარებელი მიწის მიწის ნაკვეთი არის ღობით შემოკავებული, მასზე გაშენებულია ერთ წლიანი და მრავალწლიანი ნარგავები, მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის მიერ თვითნებურად დაკავების და სარგებლობის ფაქტი დასტურდება.

ამასთანავე კომისიამ იმის გათვალისწინებით, რომ უფლებაასაღიარებელი 737.0 კვ.მ მიწის ნაკვეთი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ღერძიდან დაშორებული არ იყო 15 მეტრის ფარგლების გარეთ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის, 2----–-–------------------------- წერილის საფუძველზე, გადაწყვიტა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას ლუ----- არ-----ეს, მა----, მე----, ხა------ და ჯე---–------ძეებს ქ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ კო----------ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 737.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ჯე---–------ძის ოჯახს ქ----ში, სოფელ კო----------ში საკუთრებაში აქვს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 2500კვ.მ, 1600 კვ.მ. და 941 კვ.მეტრი, რომელიც რეგისტრირებულია ლუ----- არ-----ის, მა---- ბ-----ის, მე---- ბ-----ის, ხა------ ბ-----ისა და ჯე---–------ძის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

 

4.1.2. 2018 წლის 17 დეკემბერს ჯე---–------ძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ კო----------ში 737 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ელ ვერსია, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა განცხადება მიწის სარგებლობის შესახებ.

ჯე---–------ძის მასალები საჯარო რეესტრიდან საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქ----ს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჯე---–------ძის განცხადება თანდართული მასალებით.

 

4.1.3. ქ----ს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ დადგენილი იქნა, რომ ჯე---–------ძის მიერ წარდგენილი მიწის უფლებასაღიარებელი 737 .0 კვ.მ სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ, თუმცა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, უფლებასაღიარებელი მიწის ნაკვთი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის ღერძიდან დაშორებული უნდა იყოს 15 მეტრის ფარგლების გარეთ, რის საფუძველზეც 2----–-–--------------------- განკარგულებით ჯე---–------ძეს უარი ეთქვა 737 კვ.მ მიწის აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-კომისიის 2----–-–--------------------- განკარგულება.

- საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–------------------------ წერილი.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1.ფაქტობრივი გარემოებები მხარეებისათვის სადავო არ არის.

დადგენილია, რომ უფლებასაღიარებელი მიწის მიწის ნაკვეთი არის ღობით შემოკავებული, მასზე გაშენებულია ერთ წლიანი და მრავალწლიანი ნარგავები; მიწის ნაკვეთის დაინტერესებული პირის მიერ თვითნებურად დაკავების და სარგებლობის ფაქტი დადასტურებულია;

სადავოს წარმოადგენს ის გარემოება, ქ----ს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ რამდენად სწორად შეაფასა საქართველოს საგზაო დეპარტამენტის 2----–-–----------------------- წერილი და რამდენად სწორად დაედო ის საფუძვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებას, რაც წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების კატეგორიას და მასზე მსჯელობა იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

-საქართველოს კონსტიტუცია

-საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

-ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი.

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება საკუთრებაზე, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩეელებმა, მიიჩნიეს რა თავიანთი უფლებები საკუთრების აღიარებაზე დარღვეულად, მათ დასაცავად სარჩელით მიმართეს სასამართლოს.

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.

 

7.3. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

7.4. ამავე კანონის მე-2 მუხლის "გ" ქვეპუნქტით, თვითნებურად დაკავებული მიწა განმარტებული არის, როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

7.5. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. კომისია თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით.

 

7.6. ზემო დასახელებული კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;

ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი;

გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;

დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯე---–------ძემ 2018 წლის 17 დეკემბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქ----ს მუნიციპალიტეტის სოფელ კო----------ში 737 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ელ ვერსია, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სანოტარო წესით დამოწმებული მოწმეთა განცხადება მიწის სარგებლობის შესახებ. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ კანონის საფუძველზე, ჯე---–------ძის მასალები საჯარო რეესტრიდან საკითხის განსახილველად გადაეგზავნა ქ----ს მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. შესაბამისად, კომისიაში იქნა დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება.

 

7.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის "კ" ქვეპუნქტით, ადმინისტრაციული წარმოება არის – ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

7.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

7.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

7.10. სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ----ს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2----–-–--------------------- განკარგულების მიღებისას არ შეასრულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემო დასახელებული მუხლების მოთხოვნები. უარის თქმის საფუძვლად მიეთითა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2----–-–------------ წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ,,საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, საავტომობილო გზებზე, მიწების გასხვისებას და გზისპირა ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითანხმებს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით საავტომობილო გზის ღერძიდან 15 მეტრის ფარგლებს გარეთ. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ ,,თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვა სცილდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის კომპეტენციას“.

სასმართლო კვლავ აღნიშნავს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დასაბუთებულად მიუთითა აღნიშნულის შესახებ და წერილში დასახელებული გზის ღერძიდან 15 მეტრის მოშორებით განსახორციელებლ მოქმედებზე დეპარტამენტის ნებართვის საჭიროება, არ შეიძლებოდა გამხდარიყო თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი. მითუმეტეს ისეთ პირობებში, როცა დგინდება, რომ იმავე ფორმით არსებული მიწის ნაკვეთები, იმავე ზოლში და გზისგან იმავე დაშორებით, რეგისტრირებულია სხვადასხვა კერძო პირების საკუთრებაში.

 

7.11. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლო აღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა მხედველობაში მიღებით მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ჯე---–------ძის, მე---- ბ-----ის და ლუ----- არ-----ის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ქ----ს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–--------------------- განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც იგი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით და სახეზეა ამ აქტის შედეგად მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი.

 

7.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუმცა ამავე კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის შედეგად სასამართლო მიიჩნევს რომ არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

7.13. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯე---–------ძის, მე---- ბ-----ის და ლუ----- არ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი ქ----ს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–--------------------- განკარგულება. ჯე---–------ძის , მე---- ბ-----ის და ლუ----- არ-----ის მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარების უარის თქმის თაობაზე. ქ----ს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯე---–------ძის, მე---- ბ-----ის და ლუ----- არ-----ის განცხადებაზე ქ----ს მუნიციპალიტეტის სოფ. კო----------ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 737 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე - ქ----ს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მოსარჩელეების - ჯე---–------ძის, მე---- ბ-----ის და ლუ----- არ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ჯე---–------ძის, მე---- ბ-----ის და ლუ----- არ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ----ს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–--------------------- განკარგულება. ჯე---–------ძის , მე---- ბ-----ის და ლუ----- არ-----ის მიწის ნაკვეთის საკუთრების აღიარების უარის თქმის თაობაზე.

 

3. მოპასუხეს - ქ----ს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ჯე---–------ძის, მე---- ბ-----ის და ლუ----- არ-----ის განცხადებაზე ქ----ს მუნიციპალიტეტის სოფ. კო----------ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 737 კვ. მეტრი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

 

4. მოპასუხეს - ქ----ს მუნიციპალიტეტის მერიის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე