გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/858-18
N200210018002625190
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი თამარ ბერძენაშვილი
მოსარჩელე - მ--- წ---–-----ი
წარმომადგენელი - ლ--–- ჩ-------–---–ი
მოპასუხე - ი---- გ-–---–---–ი
წარმომადგენელი - ზ------ ბ----–---–ი
დაინტერესებული მხარე - სსიპ ს--–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ი
წარმომადგენლობითი - თ---–- ქ-----–---–ი
დავის საგანი- მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ი---- გ-–---–---–ს (პირადი N2----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილების მ------ გ-–---–---–ის (დაბადებული: 2----–-–-----------), ნ---- გ-–---–---–ის (დაბადების თარიღი - 2----–-–------------–ი, პირადი N2----------, ი----–---–---–ის (დაბადების თარიღი: 2----–-–---------------ი) მიმართ პასპორტის გაცემაზე თანხმობისა და ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობის ნაწილში.
სარჩელის თანახმად, მხარეები ფაქტიურ ცოლქმრულ ურთიერთობაში არიან 2004 წლიდან, მათ არა აქვთ ქორწინების რეგისტრაცია. 2004 წლის 17 ივლისს რეგისტრირებული აქვთ ჯვრისწერა. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. 2----–-–---------------ს შეეძინათ ი----–---–---–ი, 2----–-–----------- - მ------ გ-–---–---–ი, 2----–-–------------–ს - ნ---- გ-–---–---–ი. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ 2017 წლის სექტემბრიდან, რადგან მოსარჩელისთან მოპასუხეს, ასევე მისი ოჯახის წევრებს (მოპასუხის მშობლებს) მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტი. ოჯახში შექმნილი გარემო გაუსაძლისი იყო მოსარჩელისათვის და ბავშვებისათვის, რომლებიც ყოველდღიურად უყურებდნენ ოჯახურ დავას. მოსარჩელეს არ აქვს საცხოვრებელი სახლი და დროებით ცხოვრობს მშობლების ოჯახში. გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ასევე დის ოჯახშიც. ბავშვები სწავლობდნენ თ--–-------------–ო სკოლაში, მაგრამ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო სწავლობენ ა-----ის სკოლაში. ბავშვები დამატებით ემზადებიან კერძო პედაგოგებთან ინგლისურ ენასა და მათემატიკაში. მ------ი და ნ---- ასევე დადიოდნენ ცეკვის სტუდიაში, რომელიც მიატოვეს პირობების შეცვლის გამო, რადგან მოპასუხე შვილების მიმართ არ იჩენდა მინიმალურ ყურადღებასაც კი. თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტი. მაგრამ მას დღემდე არ გადაუხდია ალიმენტი და არც რაიმე სახის დახმარება არ გაუწევია. მოსარჩელეს მატერიალურად ეხმარება დედა, რომელიც არის საზღვარგარეთ სამუშაოდ. მას მიმდინარე წლის ზაფხულში ჰქონდა სურვილი მიეწვია შვილები დასასველებლად - ლ------------ი და მ--- წ---–-----ი ბავშვებთან ერთად. მაგრამ მოპასუხემ მ--- წ---–-----ს არ მისცა ნებართვა ბავშვებისათვის აეღო პასპორტი და ერთჯერადად, თავისი (დედის) ხარჯებით გაეყვანა საზღვარგარეთ დასასვენებლად. მოსარჩელის ბიძაშვილი ნ------- მ-------–---–ი საშობაო არდადეგებისათვის ბავშვებს პატიჟებს ე-------ში თავისი ხარჯებით, მაგრამ მოსარჩელე იგივე წინააღმდგობას წააწყდება და ვერ შეძლებს შვილების დასასვენებლად წაყვანას. ბავშვებს მშობლების ურთიერთობიდან და მათდამი მამის დამოკიდებულებიდან გამომდინარე დიდი ტრამვა ააქვთ მიღებული და ახლობლები ცდილობენ მათთვის მშვიდი გარემოს შექმნას.
1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე არ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უკანონო, დაუსაბუთებელი. მასში არ არის დასაბუთებული თუ რა კონკრეტული მიზეზებით არის განპირობებული არასრულწლოვანი შვილების საზღვრებს გარეთ გაყვანა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს თავისი განმარტებით არ გააჩნია არავითარი ფინანსური ხარჯები. არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გამგზავრება შეიცავს რისკებს, კერძოდ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ანდა რაიმე სახის ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევის შესახებ. მოსარჩელეს არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია იმისათვის, თუ რა სახის აუცილებლობას წარმოადგენს უცხოეთში ბავშვების გაყვანა და მათთვის საზღვარგარეთის პასპორტების აღება.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
დაინტერესებული მხარის - სსიპ ს--–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ი წარმომადგენელი, ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეთათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მხარეები ფაქტიურ ცოლქმრულ ურთიერთობაში იყვნენ 2004 წლიდან, მათ არა აქვთ ქორწინების რეგისტრაცია. 2004 წლის 17 ივლისს რეგისტრირებული აქვთ ჯვრისწერა. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. 2----–-–---------------ს შეეძინათ ი----–---–---–ი, 2----–-–----------- - მ------ გ-–---–---–ი, 2----–-–------------–ს - ნ---- გ-–---–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯვრისწერის მოწმობა, დაბადების მოწმობები (ს.ფ. 22, ს.ფ. 19-21).
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს ერთად ცხოვრების დროს შეძენილი აქვთ უძრავი ქონება და ავტომანქანები, რაც ირიცხება ი---- გ-–---–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში. შ--------------------------ოდან გამოთხოვილი ცნობის მიხედვით მოპასუხის სახელზე ირიცხებოდა ორი ავტომანქანა 2015 წლის 15 ოქტომბერს შეძენილი ,,ო---–ის“ მარკის ავტომანქანა და 2017 წლის 13 ივლისს შეძენილი ,,ტ-------ას“ მარკის ავტომანქანა,რომლებიც გაასხვისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 23-29)
4.2.2. მოსარჩელესთან მოპასუხეს მუდმივად ჰქონდათ კონფლიქტი, რის გამოც მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ 2017 წლის სექტემბრიდან. ოჯახში შექმნილი გარემო გაუსაძლისი იყო მოსარჩელისათვის და ბავშვებისათვის, რომლებიც ყოველდღიურად უყურებდნენ ოჯახურ დავას. მოსარჩელეს არ აქვს საცხოვრებელი სახლი, რის გამოც ჯერ ცხოვრობდა დასთან და ბავშვები სწავლობდნენ თ--–-------------–ო სკოლაში,ხოლო ამჟამად დროებით ცხოვრობს მშობლების ოჯახში და გადიყვანა ა--------------------------–აში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელე მხარის განმარტება(ოქმი)
-2019 წლის 25 აპრილის დასკვნა
4.2.3. თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტი, რომელიც დღემდე არ გადაუხდია და არც რაიმე სახის დახმარება არ გაუწევია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 23-29)
4.2.4. ა------------------–------------–--------–---–---------–აკის ნ--------------–-–---–ის 2018 წლის 18 ოქტომბრის N---- დასკვნის თანახმად, მათ მიერ განხორციელდა ვიზიტები ქ. ა------–------------------ში, მოსარჩელე მხარის მ--- წ---–-----ის ოჯახში(სადაც ამჟამად ცხოვრობენ ბავშვები ი---------- და ნ---- გ-–---–---–ები) და ა--------------------------–აში. შეხვდა და ესაუბრა ბავშვებს, მათ დედას, მ--- წ---–-----ს და ოჯახის დანარჩენ წევრებს. ბავშვების შესახებ ინფორმაცია ასევე მიიღო მათი კლასის დამრიგებლისაგან. მ--- წ---–-----ი და ი---- გ-–---–---–ი 2004 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, ი----–---–---–ი, მ------ გ-–---–---–ი და ნ---- გ-–---–---–ი. მ--- წ---–-----ი და ი---- გ-–---–---–ი შვილებთან და ი---- გ-–---–---–ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ ქ. თ--–--–--------–-----–----------ში. მ--- წ---–-----ის გადმოცემით, მეუღლის მხრიდან ხშირად ჰქონდა ადგილი მის მიმართ შეურაცხყოფას, რისი მოწმეებიც იყვნენ მათი არასრულწლოვანი შვილები, რაც უარყოფითად აისახებოდა მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მ---სთან პერიოდულად უთანხმოება ჰქონდა დედამთილ-მამამთილსაც. აღნიშნული მიზეზების გამო იგი რამდენჯერმე ბავშვებთან ერთად წამოვიდა მეუღლის სახლიდან, თუმცა ოჯახის შენარჩუნების მიზნით გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მეუღლეს ისევ ურიგდებოდა, მისივე თქმით 2017 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, იგი იძულებული გახდა საბოლოოდ დაეტოვებინა მეუღლის ოჯახი და შვილებთან ერთად ქ. ა-----აში მშობლების ოჯახში დაბრუნებულიყო საცხოვრებლად. ამჟამად ოჯახში ცხოვრობენ:ბ/დედა, მ--- წ---–-----ი, ბ/პაპა, ზ------ წ---–-----ი (დაბ. 0---------, პირადი N0----------), ბ/დეიდა ლ-------------ი (დაბ.1---------წ., პირადი N0----------), ბ/ბიძა გ------ი წ---–-----ი (და.1---------, პირადი N0----------) და ბავშვები: ი---------- და ნ---- გ-–---–---–ები. ბ/ბებია, ე-----ი წ---–-----ი (დაბ.: 1---------წელი, პირადი N0----------) რამდენიმე წელია სამუშაოდ იმყოფება საზღვარგარეთ. ი---------- და ნ---- გ-–---–---–ები სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებიან ქ. თ--–---------–---–----აში, ამჟამად ბავშვების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათი ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და კოგნიტური განვითარება ასაკს შეესაბამება. ი---------- და ნ---- გ-–---–---–ები ქ. ა--------------------------–აში ირიცხებიან 2017 წლის 9 ოქტომბრიდან, ამჟამად ი--------, მ------ი მეექვსე, ნ---- კი მეოთხე კლასის მოსწავლეები არიან. ბავშვების კლასის ხელმძღვანელებისაგან მიღებული ინფორმაციით გოგონები სისტემატიურად დადიან სკოლაში, ყოველთვის სუფთად ჩაცმულები, მოწესრიგებულები არიან, აქვთ სასწავლი ნივთები, გოგონები არიან პასუხიმგებლობით სავსე, აქვთ სწავლის მოტივაცია, რაც მათ აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება: ი----- მ------ სწავლობენ წარმატებით, ნ----ს კი საშუალოზე მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. ბავშვებს თანატოლებთან კარგი ურთიერთობა აქვთ, უფროსების მიმართ თავაზიანები არიან. მასწავლებლების მიერ ბ/დედა ყურადღებიან, მზრუნველ მშობლად ხასიათდება. ოჯახი ცხოვრობს ქ. ა------–------------------ში მდებარე ორსართულიან, მანსარდიან სახლში (სახლი რეგისტრირებული მ--- წ---–-----ის მამის, ზ------ წ---–-----ის სახელზე). სახლში 7 საცხოვრებელი ოთახია. სახლის პირველ სართულზე არის სამზარეულო და სააბაზანო ოთახები. ბავშვებს და მათ დედას ცალკე საძინებელი ოთახი აქვთ დათმობილი, რომელიც კეთილმოწყობილია. საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია. გააჩნიათ აუცილებელი ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები, სახლის გარშემო არის ეზო და საკარმიდამო ნაკვეთი. ამჟამად მ--- წ---–-----ი არ მუშაობს, იგი დაკავებულია საოჯახო საქმეებით და შვილების მოვლა-აღზრდით. ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფორმაციით, ბ/ბებია ე----- წ---–-----ი, რომელიც სამუშაოდ საზღვრგარეთ იმყოფება საზღვარგარეთ, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას უგზავნის ოჯახს. ბ/პაპას და ბ/ბიძას კერძო საქმიანობიდან(პერიოდულად მუშაობენ ხელოსნებად) აქვთ გარკვეული შემოსავალი. ამასთან ბ/ბიძა პერიოდულად მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ. ოჯახის წევრების გადმოცემით, ოჯახის შემოსავალი საშუალოდ თვეში 1700 ლარია. ოჯახის წევრებს მიწის ნაკვეთზე მოჰყავს ბოსტნეული, მოწეულ მოსავალს ოჯახის საჭიროებისამებრ მოიხმარენ. ოჯახის წვერებს შორის არის მზრუნველი ურთიერთ დამოკიდებულება. ბავშვების დედა, პაპა, დეიდა და ბიძა სიყვარულსა და სითბოს გამოხატავენ ბავშვების მიმართ. ოჯახის წევრები ბ/დედას მხარში უდგანან ბავშვებს აღზრდაში. ოჯახში ბავშვების ძირითადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია. ამჟამად ბავშვების მიმართ სათანადო ზრუნვა ხორციელდება, ბავშვები დაკმაყოფილებულნი არიან საკვებით, ტანსაცმლით, დაცულია მათი პირადი ჰიგიენა, ხორციელდება მეთვალყურეობა, ხელი ეწყობა ბავშვების განათლებას. დედას და შვილებს კარგი ურთიერთობა აქვთ. მ--- წ---–-----ისაგან მიღებული ინფორმაციით, ოჯახის დარღვევის შემდეგ მამა ი---- გ-–---–---–ი არანაირი მონაწილეობას არ ღებულობს შვილების აღზრდაში. მას თ--–--ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა შვილების სარჩოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200 ლარი თითოეულ ბავშვზე, რასაც ასაჩივრებს მესამე ინსტანციის სასამართლოში, ჯერჯერობით ალიმენტს არ იხდის. მ--- წ---–-----თან და თვითონ გასაუბრებით იკვეთება, რომ მშობლების დაშორების შემდეგ, ი---- გ-–---–---–ის შვილებთან ურთიერთობა არ ჰქონია, მას შვილებისათვის სანახავად არ მიუკითხებია ქ. ა-----აში, არც ტელეფონით დაკავშირებით, მამის ამგვარი დამოკიდებულების გამო ბავშვებს გული წყდებათ და მის მიმართ წყენას გამოხატავენ. მოსარჩელის მ--- წ---–-----ის თქმით, მას სურვილი აქვს შვილებთან ერთად დროებით გაემგზავროს საზღვარგარეთ დედასთან, ე----- წ---–-----თან, ასევე აქვს შესაძლებლობა საშობაო არდადეგების პერიოდში ბავშვებთან ერთად წავიდეს საზღვარგარეთ ნათესავთან, მაგრამ ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანისათვის საჭირო დოკუმენტაციას ვერ იღებს, რადგან ბავშვების მამისგან შესაბამის თანხმობას ვერ ღებულობს. დავის საგანთან და განსახილველ საკითხთან მიმართებაში ბავშვები აღნიშნავენ, რომ მათ უნდათ დედასთან ერთად ბებიასთან საზღვარგარეთ წასვლა, რადგან ოთხწელზე მეტია არ უნახავთ იგი. მათ არ ესმით, რატომ არ აძლევთ მამა შესაბამის თანხმობას. აღნიშნული გარემოებების გამო, მ--- წ---–-----ი თხოულობს სასამართლოს მიერ ი---- გ-–---–---–ს თავისი არასრულწლოვანი შვილების - ი---------- და ნ---- გ-–---–---–ების საზღვარგარეთ გაყვანისა და საზღვარგარეთის პასპორტის მიღებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე, შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება, მშობლის დანარჩენი უფლება-მოვალეობების შეუზღუდავად. იმ შემთხვევაში თუ ბ/მამა, ი---- გ-–---–---–ი მისცემს თანხმობას ბავშვების დროებით საზღვარგარეთ გაყვანაზე, მ--- წ---–-----ი თანახმაა ყოფილ მეუღლესთან სასამართლო დავა მორიგებით დამთავრდეს. ს--–---–---------–--ის აზრით, აუცილებელია მშობლებს შორის შეთანხმება, რათა ბავშვების გარშემო შექმნილი დაძაბულობა და მშობლებს შორის არსებული კონფლიქტი ნაკლებად ტრამვული აღმოჩნდეს ბავშვების ემოციური მდგომარეობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა------------------–------------–--------–---–---------–აკის ნ--------------–-–---–ის 2018 წლის 18 ოქტომბრის N---- დასკვნა
4.2.5. სსიპ ს--–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის ს--–---–---------–--ის ი---------–---–ის 2018 წლის 08 ოქტომბრის N4734 დასკვნის თანახმად, ბავშვების ი----–---–---–ის, მ------ გ-–---–---–ის, ნ---- გ-–---–---–ის ბიოლოგიური მამა ი---- გ-–---–---–ი ცხოვრობს მშობლებთან, დედასთან - ლ-----ა გ-–---–---–თან და მამასთან ი---ი გ-–---–---–თან ერთად ორსართულიან სახლში ქ. თ--–--–--------–-----–-------ში. ოჯახი საცხოვრებლად იყენებს ორივე სართულს. პირველ სართულზე განთავსებულია სამზარეულო და ექვსი ოთახი. აქედან ორი საძინებელი, მეორე სართულზე განთავსებულია აბაზანა და ექვსი ოთახი, აქედან სამი საძინებელი. აბაზანა ასევე განთავსებულია ეზოშიც. ოთახები კეთილმოწყობილია შესაბამისი ავეჯით. საცხოვრებელში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საუბრისას გამოიკვეთა, რომ ოჯახის ყველა წევრს უყვარს ბავშვები, მათ შესახებ სითბოთი და სიყვარულით საუბრობენ. ი----სგან მიღებული ინფორმაციით მას ხშირად ჰქონდა სურვილი შვილების მონახულების, მაგრამ ერიდებოდა აურზაურს. ი----ს აზრით ეს გამოიწვევდა ბავშვების დედის მხრიდან ჩხუბს, რასაც შეიძლება ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყოლოდა, შემდეგ კი პატრულის გამოძახება. ი----ს სურვილი აქვს კანონიერ გზით მოაგვაროს ოჯახში არსებული პრობლემები და ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას. ი---- გ-–---–---–ის ოჯახს აქვს ბავშვების ყველა საჭირო და აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველყოფის საშუალება. მოპასუხე ი---- გ-–---–---–ი არ მუშაობს, მაგრამ ოჯახს აქვს კომერციული მაღაზია, საიდანაც ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 1500 ლარს. ი---- გ-–---–---–ის ოჯახში არის ბავშვების აღზრდა-განვითარებისათვის საიმედო გარემო. მოპასუხე ი---- გ-–---–---–ი უარს აცხადებს მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვაზე. იგი თანახმაა მისმა შვილებმა იცხოვრონ მასთან ან კვირაში ორჯერ მაინც შაბათ-კვირა გაატარონ მამის ოჯახში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ს--–---–----------------------------------------------–---–---------------------------------–------ის ს--–---–---------–--ის ი---------–---–ის 2018 წლის 08 ოქტომბრის N4734 დასკვნა.
4.2.6. ა------------------–------------–--------–---–---------–აკის ნ--------------–-–---–ის 2019 წლის 25 აპრილის N2000 დასკვნის თანახმად, 2019 წლის 25 მარტს სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-----ის რაიონულ განყოფილებას ამავე სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტიდან გადმოეგზავნა სსიპ ქ. ა--------------------------–იდან შესული ,,ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი“, ნ---- გ-–---–---–ის და მისი დების მიმართ მამის მხრიდან სავარაუდო ძალადობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია, შემდგომი რეაგირების მიზნით, ა-----ის რაიონული განყოფილების მიერ წერილობით ეცნობა შს ა-----ის რაიონულ სამმართველოს. საკითხის შესწავლის მიზნით განხორციელდა ვიზიტი ა--------------------------–აში. მოხდა გასაუბრება სკოლის მ-----------ებთან, სკოლის დირექტორთან. ნ---- გ-–---–---–ის კლასის დამრიგებელთან, ბ/დედასთან, მ--- წ---–-----თან, ბავშვების დეიდასთან, ლ--- წ---–-----თან და ბავშვებთან: ი---------- და ნ---- გ-–---–---–ებთან. ბავშვების მშობლები დაშორებულები არიან. ია, მარიმა და ნ---- გ-–---–---–ები დედასთან, მ--- წ---–-----თან ერთად ცხოვრობენ ქ. ა-----აში, ხოლო ბ/მამა ი---- გ-–---–---–ი ცხოვრობს ქ. თ--–--ში. მოპოვებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 მარტს ი---- გ-–---–---–მა ორ მეგობარ მამაკაცთან ერთად შვილებს მიაკითხა ქ. ა--------------------------–აში. სკოლის ეზოში ი---- გ-–---–---–ი შეხვდა და ესაუბრა შუათანა გოგონას, მ------ გ-–---–---–ს. სკოლის დერეფანში ი---- გ-–---–---–მა ნახა უმცროსი შვილი ნ---- გ-–---–---–ი, რომელიც მამასთან შეხვედრისას აღელდა და ტირილი დაიწყო. სკოლის დერეფანში იმყოფებოდა უფროსი გოგონაც, ი----–---–---–იც, მამა მივიდა მათ სანახავად, თუმცა გოგონამ არ ისურვა მასთან კონტაქტი. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მ-----------მა ი---- გ-–---–---–ს მოსთხოვა დაეტოვებინა სკოლის ტერიტორია, რის შემდეგაც ბ/მამა თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა სკოლა. მ-----------მა და მასწავლებლებმა დაამშვიდეს ბავშვი, ისინი გაესაუბრნენ გოგონებს შექმნილ მდგომარეობაში გარკვევის მიზნით. გასაუბრებისას ბავშვებმა თქვეს, რომ მამა მათ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, მასთან ერთად ცხოვრების პერიოდში, მოხდა გასაუბრება ბ/დედასთანაც, რომელმაც დაადასტურა ბავშვების ინფორმაცია, რის შემდეგაც სკოლის მ-----------ის დ----------–--ის მიერ შესულ იქნა ,,ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი“ (ნ---- გ-–---–---–ის თაობაზე), რომელიც გადაიგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოში. მ--- წ---–-----ი და ი---- გ-–---–---–ი 2004 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მეუღლეები შვილებთან და ი---- გ-–---–---–ის მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ ქ. თ--–--–--------–-----–----------ში მდებარე სახლში. მ--- წ---–-----მა და გოგონებმა სოციალურ მუშაკთან და განყოფილების იურისტთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ქ. თ--–--ში ცხოვრების პერიოდში ი----ს მხრიდან ხშირად ჰქონდა ადგილი მ---ს მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რისი მოწმეებიც იყვნენ ბავშვები. მათივე თქმით, მამა შვილებსაც აყენებდა სიტყვიერ და ზოგჯერ ფიზიკურ შეურაცხყოფას. გოგონების გადმოცემით, მათი მამა არის კონფლიქტური ხასიათის, იგი ხშირად გაღიზიანებული და უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ბიჭი არ ჰყავდა, მოიხსენიებდათ დამამცირებელი ფრაზებით. მ--- წ---–-----ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მეუღლის მხრიდან ხშირი კონფლიქტის გამო იგი რამდენჯერმე იძულებული იყო შვილებთან ერთად მეუღლის ოჯახიდან წასულიყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ურიგდებოდა ქმარს. 2017 წლის სექტემბერში, მორიგი კონფლიქტის შემდეგ იგი საბოლოოდ დაშორდა ქმარს და შვილებთან ერთად ქ ა-----აში, მშობლების სახლში დაბრუნდა საცხოვრებლად. ამჟამად ოჯახში ცხოვრობენ: ბ/დედა მ--- წ---–-----ი, ბ/პაპა ზ------ წ---–-----ი, ბ/დეიდა ლ--- წ---–-----ი, ბ/ბიძა გ------ი წ---–-----ი და ბავშვები: ი---------- და ნ---- გ-–---–---–ები. ბ/ბებია ე----- წ---–-----ი რამდენიმე წელია სამუშაოდ იმყოფება საზღვარგარეთ. ი---------- და ნ---- გ-–---–---–ები ქ. ა--------------------------–ის მერვე, მეექვსე და მეოთხე კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაციით გოგონები სწავლობენ წარმატებით. ოჯახი ცხოვრობს ქ. ა------–------------------ში მდებარე ორსართულიან, მანსარდიან სახლში საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მ--- წ---–-----ი დაკავებულია საოჯახო საქმეებით და შვილების მოვლა-აღზრდით. ოჯახის წევრებისგან მიღებული ინფორმაციით, ბ/ბებია ე----- წ---–-----ი, რომელიც სამუშაოდ იმყოფება საზღვარგარეთ, ყოველთვიურად გარკევულ თანხას უგზავნის ოჯახს. ბ/პაპა და ბ/ბიძა ეწევიან კერძო საქმიანობას. ამასთან ბ/ბიძა პერიოდულად მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ. ოჯახის წევრები სითბოს გამოხატავენ ბავშვების მიმართ. ოჯახში ბავშვების ძირითადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია. მოპოვებული ინფორმაციით, ოჯახის დარღვევის შემდეგ, გარდა მიმდინარე წლის 19 მარტისა ბ/მამას ბავშვებთან ურთიერთობა არ ჰქონია. ბ/დედის გადმოცემით ი---- გ-–---–---–ს თ--–--ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა შვილების სარჩოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200 ლარი თითოეულ ბავშვზე, რასაც ასაჩივრებს მესამე ინსტანციის სასამართლოში. ამჟამად თ--–--ის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია სამოქალაქო საქმე (N2-858-18), მოსარჩელე მ--- წ---–-----ის სარჩელი, მოპასუხე ი---- გ-–---–---–ის მიმართ. სარჩელის დავის საგანია მათი არასრულწლოვანი შვილების: ი---------- და ნ---- გ-–---–---–ების მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა (ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანისა და საზღვარგარეთის პასპორტის მიღებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე). თ--–--ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინების საფუძველზე, მის მიერ განხორციელდა ბავშვებისა დ მათი დედის ოჯახის შეფასება. მომზადდა დასკვნა, ხოლო ბ/მამის ოჯახის შეფასება და დასკვნის მომზადება მოხდა კახეთის სამხარეო ცენტრის ს--–---–---------–--ის მიერ. იმ პერიოდში ბავშვებს და მათ დედას ი---- გ-–---–---–ის მხრიდან შვილების მიმართ ძალადობის თაობაზე ს--–---–---------–--ისათვის არ განუცხადებიათ, როგორც ამჟამად ისინი ამბობენ, არ სურდათ ამ თემაზე საუბარი, ამასთან მ--- წ---–-----ი აღნიშნავს, რომ მას არ უნდოდა ამ ამბების გახსენებით ბავშვებს დამატებითი სტრესი მიეღოთ. მისი მხრიდან ბავშვებს და მათ დედას გაეწიათ კონსულტაცია ფსიქოლოგის მომსახურების თაობაზე. ქ. ა--------------------------–ის მ-----------ისაგან მიღებული ინფორმაციით, მის მიერ ბავშვები გადამისამართდნენ ქ. თ--–--ში მ-----------ის სამსახურის ფსიქოლოგთან. მ--- წ---–-----ის თქმით 2019 წლის 15 აპრილს შვილებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თ--–--ის მ-----------ის სამსახურში, სადაც ი---------- და ნ---- გ-–---–---–ებს ფსიქოლოგის მიერ გაეწიათ კონსულტაცია, სურვილის შემთხვევაში, მათ მომავალშიც შეუძლიათ ისარგებლონ აღნიშნული მომსახურებით. ამჟამად ბავშვები დედასთან თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ. დედასა და შვილებს შორის კარგი ურთიერთობაა, ოჯახში ბავშვების აღზრდისა და განვითარებისათვის კეთილსაიმედო გარემო აქვთ. მიაჩნია, რომ არასრულწლოვნები და მათი ოჯახები შემდგომში არ საჭიროებენ ს--–---–---------–--ის რეგულარულ მხარდაჭერას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა------------------–------------–--------–---–---------–აკის ნ--------------–-–---–ის 2019 წლის 25 აპრილის N2000 დასკვნა .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1201-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე მ--- წ---–-----მა მოითხოვა მოპასუხე ი---- გ-–---–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების, 2----–-–---------------ს დაბადებული ი----–---–---–ის, 2----–-–----------- დაბადებული მ------ გ-–---–---–ის, 2----–-–------------–ს დაბადებული ნ---- გ-–---–---–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიც: 1. მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. 2. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა ბავშვების პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით (ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში) გაყვანის ნაწილში. მოპასუხე მხარე აღნიშნულ მოთხოვნას არ დაეთანხმა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია არავითარი ფინანსური ხარჯები, არასრულწლოვანთა საზღვარგარეთ გამგზავრება შეიცავს რისკებს.
საქმის მასალებითა და სოციალური მომსახურების საგენტოს დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბავშვები,ი----–---–---–ი, მ------ გ-–---–---–ი,ნ---- გ-–---–---–ი ცხოვრობენ დედასთან, მ--- წ---–-----ის მამასთან, ძმასთან და დასთან ერთად ქ. ა------–------------------ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წვერებს შორის არის მზრუნველი ურთიერთ დამოკიდებულება. ბავშვების დედა, პაპა, დეიდა და ბიძა სიყვარულსა და სითბოს გამოხატავენ ბავშვების მიმართ. საცხოვრებელში მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბავშვებს აქვთ საკუთარი კუთხე და უზრუნველყოფილნი არიან პირადი ნივთებით. ოჯახის წევრები სითბოს და სიყვარულს გამოხატავენ გოგონების მიმართ.
,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.
მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვების ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას, სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
საქმის მასალებითა და სოციალური მომსახურების საგენტოს დასკვნის თანახმად დადგენილია. რომ ბავშვების ბებია(მოსარჩელე მ--- წ---–-----ის დედა წასულია საზღავარგარეთ სამუშაოდ, რომელიც ფინანსურად ეხმარება მოსარჩელეს ბავშვების რჩენასა და აღზრდაში) სოციალური მომსახურების სააგენტოს ა-----ის რაიონული განყოფილების წარმომადგენლი არ არის წინააღმდეგი ბავშვების უპირატესი ინეტერესების გათვალისწინებით, მოპასუხე ი---- გ-–---–---–ს შეეზღუდოს არასრულწლოვანი შვილების მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლება პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში. ამასთან, საზღვარგარეთ გაყვანა არ უნდა ემსახურებოდეს საცხოვრებლად დარჩენას და უნდა შეესაბამებოდეს იმ პერიოდს, რა დროის განმავლობაშიც მოსარჩელის მიერ არასრულწლოვანები იქნებიან გაყვანილინი დასასვენებლად საზღვარგარეთ, ისე რომ მომავალში არ დაირღვეს ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართულობა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვების დასვენების მიზნით დროებით საქართველოს საზღვრის კვეთა და საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანა სრულ შესაბამისობაშია მათ უპირატესად დასაცავ კანონიერ ინტერესებთან.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვების ასაკის გათვალისწინებით, არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მოპასუხეს ი---- გ-–---–---–ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება - პასპორტის გაცემაზე, ასევე ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში საზღვარგარეთ გაყვანის თანხმობის ნაწილში, ბავშვების საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით, სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მ--- წ---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ი---- გ-–---–---–ს (პირადი N2----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, არასრულწლოვანი შვილების მ------ გ-–---–---–ის (დაბადებული: 2----–-–-----------), ნ---- გ-–---–---–ის (დაბადების თარიღი - 2----–-–------------–ი, პირადი N2----------, ი----–---–---–ის (დაბადების თარიღი:2----–-–---------------ი) მიმართ პასპორტის გაცემაზე, ასევე ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში საზღვარგარეთ გაყვანის თანხმობის ნაწილში, ბავშვების საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით.
3. ი---- გ-–---–---–ს (პირადი N2----------) - მ--- წ---–-----ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ დაეკისროს 120 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მარინე ცერცვაძე