განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 08010011900-010542
საქმის #1/420-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29.10.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ----------------ია
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-----------ე;
ადვოკატი - ო-------------ე;
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: გ-----------ე
მამის სახელი: ი-----
დაბადებული: 2-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 1----------
ნასამართლობა: მქონე
მისამართი: ზესტაფონი, სოფელი მ---------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი, 236-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-5 ნაწილებით და 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ„ პუნქტი;
დაკავების თარიღი და დრო: 2019 წლის 01 თბერვალი, 02:07 საათი.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.გ-----------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წელს (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) გ-----------ემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, 16 ყალიბრის ერთლულიან სანადირო თოფს, ლითონის საჭრელი ხერხის გამოყენებით გადაჭრა ლულები. აღნიშნულით მან მართლსაწინააღმდეგოდ დაამზადა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ამოღებულ იქნა 2019 წლის 1 თებერვალს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში განხორციელებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას.
2. გ-----------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 1 თებერვალს დაახლოებით 01:30 საათამდე დროის მონაკვეთში, გ-----------ე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------------ში, მართლსაწინააღდეგოდ ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებულ ერთლულიან 16 მმ. ყალიბის, ლულაგადაჭრილ ცეცხლსასროლ იარაღს, აღნიშნული იარაღი იმავე დღეს ამოღებულ იქნა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.
3. გ-----------ემ ჩაიდინა მის მიერ ლულაგადაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: გ-----------ემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------------ში, მის საცხოვრებელ სახლში, მისივე საძინებელ ოთახში, მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ერთლულიანი გადაჭრილი 16 ყალიბრის სანადირო თოფი, რომელიც ამოღებულ იქნა 2019 წლის 1 თებერვალს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში განხორციელებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას.
4. გ-----------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------------ში გ-----------ემ, ფიზიკური დაპირისპირების დროს, გადაჭრილი სანადირო თოფი, ლულის მხრიდან, სახის არეში, კერძოდ ქვედა ტუჩის მარცხენა მხარის მიდამოში, ჩაარტყა მეზობელ კ----------–---–ს, რომელსაც მიაყენა უსწოროკიდეებიანი ჭრილობა.
5. გ-----------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემობაში.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 01 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------------ში, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ-----------ეს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შეკამათება მოუვიდა ძმასთან დ--------------სთან, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ურთიერთშეპალარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა გ-----------ემ, შურისძიების მოტივით, განიზრახა ძმის დ-------------ის მკვლელობა, ამ მიზნით მან სახლიდან გამოიტანა გადაჭრილი სანადირო თოფი, საიდანაც გაისროლა მისი ძმის მიმართულებით, რა დროსაც მას თავის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანება, მიღებული დაზიანების შედეგად დ-------------- შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სასამართლომ დაადგინა:
1. გ-----------ემ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 1 თებერვალს დაახლოებით 01:30 საათამდე დროის მონაკვეთში, გ-----------ე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------------ში, მართლსაწინააღდეგოდ ატარებდა ერთლულიან 16 მმ. ყალიბის, ლულაგადაჭრილ ცეცხლსასროლ იარაღს, აღნიშნული იარაღი იმავე დღეს ამოღებულ იქნა მისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს.
3. გ-----------ემ ჩაიდინა ლულაგადაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: გ-----------ემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------------ში, მის საცხოვრებელ სახლში, მისივე საძინებელ ოთახში, მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ერთლულიანი გადაჭრილი 16 ყალიბრის სანადირო თოფი, რომელიც ამოღებულ იქნა 2019 წლის 1 თებერვალს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში განხორციელებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას.
4. გ-----------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------------ში გ-----------ემ, ფიზიკური დაპირისპირების დროს, სახის არეში, კერძოდ ქვედა ტუჩის მარცხენა მხარის მიდამოში, მუშტი დაარტყა მეზობელ კ----------–---–ს, რომელსაც მიაყენა უსწოროკიდეებიანი ჭრილობა.
5. გ-----------ემ ჩაიდინა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემობაში.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 01 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------------ში, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ-----------ეს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შეკამათება მოუვიდა ძმასთან დ--------------სთან, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ურთიერთშეპალარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა გ-----------ემ, შურისძიების მოტივით, განიზრახა ძმის დ-------------ის მკვლელობა, ამ მიზნით მან სახლიდან გამოიტანა გადაჭრილი სანადირო თოფი, საიდანაც გაისროლა მისი ძმის მიმართულებით, რა დროსაც მას თავის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანება, მიღებული დაზიანების შედეგად დ-------------- შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა გ-----------ემ განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვარს დღის პირველ საათზე, მეზობელ და მეგობარ გ-------------------სთან ერთად წავიდა ქ.ზესტაფონში, გ------------------ის სიძის საიუბილეო საღამოზე, სადაც ღამის თერთმეტ საათამდე იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ტაქსით დაბრუნდნენ თავიანთ სოფელში - მ--------------ში. სახლის ჭიშკართან დაინახა მისი ძმის დ-------------ის კუთვნილი მანქანა, შევიდა სახლში, თუმცა იქ არავინ დახვდა. ხმაური ისმოდა მეზობლის, ა-------------ის სახლიდან და სამეზობლო ჭიშკრით გადავიდა მეზობლის ეზოში, გაიგო, რომ ძმამ დ--------------მ თბილისის აეროპორტიდან ჩამოიყვანა ა-------------ის ძმა - დ-------------ე, სადაც მივიდა გ-------------------სთან ერთად და დალოცეს ახალჩამოსული. სუფრასთან იმყოფებოდა ძმა დ--------------ც. სუფრასთან, ისიც მივიდა და რამდენიმე ჭიქა ღვინო დალია. ბრალდებულმა განმარტა, რომ როცა ა-------------ის ოჯახში მივიდა იგი უკვე ნასვამ მდგომარეობაში იყო. სუფრასთან სიგარეტს მოუკიდა, როცა ერთ-ერთმა სუფრის წევრმა, კ----------–---–მა შენიშვნა მისცა აქ არ ვეწევითო. მოგვიანებით სიგარეტის მოსაწევად გავიდა ეზოში, სადაც კ----------–---–ს განაწყენმა უთხრა, თუ რატომ აკრიტიკებდა ყველგან და ყოველთვის, სხვა სუფრის წევრსაც შეეძლო მიეცა შენიშვნა, ამის შემდეგ კ----------–---–ს დაარტყა ხელი სახის არეში, აღნიშნულის შესახებ კ----------–---–მა დ--------------ს უთხრა, რაზედაც დ--------------მ უსაყვედურა ,,ყველგან შენ როგორ უნდა იჩხუბო, სახლში წამოდიო“. ისიც გაყვა ძმას, მათთან ერთად წავიდა გ-------------------ც. მანამდე, ძმები შეთანხმდნენ, რომ თბილისში მომდევნო დღეს ერთად წასულიყვნენ. სახლში დაბრუნებისას კი დ--------------მ უთხრა, რომ დილამდე არ დაელოდებოდა. გადავიდოდა ა-------------ის ოჯახში, დაემშვიდობებოდა და წავიდოდა თბილისში. ბრალდებულის განმარტებით ამის შემდეგ გადაწყვიტა დაეზიანებინა ძმის ავტომანქანა, რომ ვეღარ წასულიყო თბილისში, თუმცა მანქანა დაკეტილი დახვდა, ამიტომ აიღო თოფი, რომელიც შემთხვევამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე სოფლის სასაფლაოზე იპოვა, ჯერ ჰაერში ისროლა ერთხელ, ხოლო მეორედ ძმის ავტომანქანას ესროლა უკანა მხარეს მარჯვენა საბურავში. თოფის გასროლის ხმაზე გამოვიდა ძმა დ-------------- და წაეჩხუბა, თან შეეცადა თოფი წაერთმია მისთვის, ძიძგილაობაში თოფი შერჩა ხელში და დაბლა დაეცა, შემოტრიალდა მისი ძმაც, რომელიც ჭიშკრამდე იყო მისული, ამ დროს წამოდგა ბრალდებული, დაეყრდნო თოფს, რა დროსაც შემთხვევით გავარდა თოფი, მოხვდა დ--------------ს, რომელიც მუხლებზე დაეცა გ-----------ის წინ. ეძახდა არ მომკვდარიყო, ტიროდა, ყვიროდა, შველას ითხოვდა, ახლოს არავინ იყო. გ-------------------, რომელსაც მანამდე ხელი ჰკრა იქვე ახლოს დაინახა, თუმცა მის დაძახებაზე არ მივიდა. თოფი რომლიდანაც ძმას ესროლა გასროლისას ძირს დავარდა, თვითონაც ძირს, მუხლდაჩოქილი მიწაზე ეძებდა დამუხტულ ვაზნას, რათა თავი მოეკლა, თუმცა ვერ იპოვა. შემდეგ თოფი იქვე შორიახლოს მოისროლა. გარკვეული დროის შემდეგ მივიდა კ----------–---–ი და უთხრა ,,ახლა ტირიხარ, რომ მოკალიო?“ სახლიდან გამოიტანა ბალიში და მიცვალებულს თავი დაადებინა. ხალხი, რომ მივიდა და კივილის ხმა გაიგო, მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს. ბრალდებულმა განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, გამოძიება რასაც ეუბნებოდა ყველაფერზე ეთანხმებოდა, ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ არაფრის გაანალიზების უნარი არ ქონდა, მიუთითა ადგილზე სადაც გაისროლა, ადგილზე სადაც დავარდა მისი ძმა, ადგილზე სადაც ეძინა. ბრალდებულმა განმარტა, რომ იარაღი, რომელსაც გადაჭრილი ქონდა ლულა მას არ დაუმზადებია, იპოვა აღნიშნულ მდგომარეობაში. იარაღი მას სახლში არ წამოუღია და სასაფლაოზე ინახებოდა იმ ღამემდე. თოფი ვაზნებთნ ერთად იპოვა, სულ 4 ცალი დამუხტული ვაზნა იყო, რაც თოფთან ერთად წამოიღო. ბრალდებულის განმარტებით თოფზე ჩახმახი გადმოწეული იყო თუ არა არ ახსოვს. წაქცეული, როცა წამოდგა მაშინ დაეყრდნო თოფს რა დროსაც ის გავარდა.
ბრალდებულმა განმარტა, რომ ძმასთან და მამასთან კარგი ოჯახური ურთიერთობა ქონდა, რამდენიმეჯერ სიმთვრალეში მოსვლია მათთან შელაპარაკება, თუმცა რაიმე სერიოზული დაპირისპირება არ ჰქონია. მისივე განმარტებით თოფი გავარდა უნებლიედ, ყოველგავარი წინასწარი განზრახვის გარეშე, არანაირი გაბრაზება და წყენა არ ქონია ძმის მოსაკლავად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული გ-----------ე არის მისი მეზობელი და მეგობარი, ხოლო გარდაცვლილი დ-------------ე ბრალდებულის ძმა, რომელიც ცხოვრობდა და მუშაობდა ქ.თბილისში. მომხდარი ფაქტის ირგვლივ მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვარს ის და გ-----------ე იმყოფებოდნენ ქ.ზესტაფონში, სიძის (დის მეუღლის) დაბადების დღეზე. მოგვიანებით ტაქსით დაბრუნდნენ სოფელ - მ--------------ში, სადაც მეზობლის ა-------------ის ძმის - დ-------------ის რუსეთიდან ჩამოსვლას აღნიშნავდნენ. გ-----------ის საცხოვრებელი სახლი და ა-------------ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს გვერდი-გვერდ, აქვთ საერთო ღობე. დ-------------ე თბილისიდან ჩამოიყვანა გ-----------ის ძმამ - დ--------------მ, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა ქ.თბილისში და იშვიათად ჩამოდიოდა სოფელში, სადაც ძმა გ-----------ე და მამა ი-------------ე ცხოვრობდნენ. მოწმის განმარტებით ის და გ---ც შეუერთდნენ დ-------------ის ჩამოსვლისადმი მიძღვნილ სუფრას, სადაც გააგრძელეს ალკოჰოლური სასმელის მიღება. სუფრასთან მოხდა შეკამათება, თუმცა ზუსტად მიზეზს ვერ იხსენებს. რამდენიმე წუთში ეზოდან შემოესმათ ერთი გასროლის ხმა, მალევე ოთახში შევიდა მეზობელი კ----------–---–ი, რომელსაც ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და სდიოდა სისხლი. კ----------–---–მა თქვა, რომ დაარტყა გ-----------ემ. ამის გაგონებაზე დ-------------- გავიდა ეზოში, რათა გაერკვია, თუ რატომ დაარტყა ძმამ კ----ს. ძმებს შორის მოხდა კონფლიქტი, დაიწყეს ერთმანეთის გინება და ჩხუბი. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ა-------------ის საცხოვრებელი სახლის უკან. მოწმის განმარტებით ის ამშვიდებდა დაპირისპირებულ ძმებს. შემდეგ გ-----------ე შევიდა საცხოვრებელ სახლში, ხოლო დ--------------ს შესთავაზა, რომ მისი ავტომანქანით გაესეირნათ სადმე და გარიდებოდნენ სიტუაციას, ისიც დაეთანხმა თუმცა სთხოვა, რომ მამისი - ი-------------ე გამოეყვანა სახლიდან, ვინაიდან გ--- ხშირად ეჩხუბებოდა მამას. ეზოში გამოსულებს შეხვდათ გ---, ისევ დაიწყო ძმებს შორის კონფლიქტი, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, გაშველებისას მოწმეს ვიღაცამ ჰკრა ხელი და წაიქცა, რა დროსაც გაისმა გასროლის ხმა და დაინახა, როგორ ავარდა ალი, წაიქცა დ--------------, ხოლო იარაღი ხელში გ-----------ეს ეჭირა, სხვა იქ არავინ იყო, გაიგონა გ-----------ის ყვირილიც ,,მოვკალი მე მგონი ძმაო“. თვითონ სხვა არაფერი ახსოვს რადგან წაქცევისას გათიშულა და ასულიერებდნენ. მოწმე ზუსტად ვერ ასახელებს ძმებს შორის კონფლიქტის მიზეზს, მაგრამ განმარტავს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ-----------ე იყო აგრესიული, ხშირად ეჩხუბებოდა ძმას. მოწმემ აღნიშნა, რომ თოფი ხელში გ-----------ეს ეჭირა და ყვიროდა ,,მგონი ძმა მოვკალიო“.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული გ-----------ე არის მისი მეზობელი. მომხდარი ფაქტის დღეს 2019 წლის 31 იანვრის ღამეს, მეზობელი ა-------------ე ძმის - დ-------------ის რუსეთიდან დაბრუნებას აღნიშნავდა, სადაც მასთან ერთად მიპატიჟებული იყო სხვა მეზობლებიც, მათ შორის იყვნენ ვ---- ფ-----ე და მისი სიძე, თავად ა-------------ე და ძმა დ-------------ე, ასევე გ-----------ის ძმა დ--------------. მოგვიანებით მივიდნენ გ------------------- და გ-----------ე, ისინი იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. სუფრის წევრები სიგარეტის მოსაწევად გადიოდნენ გარეთ. სიგარეტის მოწევასთან დაკავაშირებით კ---- და გ--- შელაპარაკდნენ და ეზოში გ---მ დაარტყა ტუჩის მიდამოში, გაუხეთქა ტუჩი, დაზიანება დღემდე აქვს, ასევე დაკარგული აქვს მგრძნობელობა. მისივე განმარტებით დარტყმის მომენტში მან განიცადა ძლიერი ტკივილი, მაგრამ არ იცის გ---ს ხელში ეჭირა თუ არა რაიმე საგანი. შემდეგ გ-----------ის ძმა დ-------------- გავიდა ეზოში, სადაც მოუვიდათ ძმებს შელაპარაკება. მოგვიანებით კვლავ გარეთ გავიდნენ, რა დროსაც გ-----------ემ გ-------------------ს დაარტყა, შემდეგ კი მას დაარტყა, რის შედეგად წაიქცა, ხოლო რამდენიმე წუთში გაიგონა ორი გასროლის ხმა. მეორე გასროლის შემდეგ გ---მ უთხრა ,,ის მოვკალი და ახლა შენც მოგკლავო“. კ----------–---–ის განმარტებით მას არ დაუნახავს როდის ესროლა გ-----------ემ ძმას, შვილმა უთხრა მოგვიანებით.
მოწმის განმარტებით კონფლიქტის დაწყების მიზეზი იყო ის, რომ შენიშვნა მისცა გ-----------ეს სიგარეტის მოსაწევად ეზოში გასულიყო, მოუვიდათ შეკამათება და გ-----------ემ ძლიერად დაარტყა ტუჩის მიდამოში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული გ-----------ე არის მისი მეზობელი. მომხდარი ფაქტის დღეს 2019 წლის 31 იანვარს ძმა დაბრუნდა რუსეთიდან, ოჯახში მეზობლები მიიპატიჟა, მათ შორის იყო ი-------------ე, ბრალდებულის მამა, ხოლო თვითონ ბრალდებული გ-----------ე და მეზობელი გ------------------- მოგვიანებით მივიდნენ, რომლებიც უკვე ნასვამ მფგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოწმემ განმარტა, რომ ძმას დ-------------ე თბილისიდან ჩამოიყვანა ბრალდებულის ძმამ - დ--------------მ, რომელიც ტაქსზე მუშაობდა.
მოწმის განმარტებით რატომ მოხდა ჩხუბი გ-----------ეს და კ----------–---–ს შორის არ იცის, ეზოში ჩხუბობდნენ, დაინახა რომ კ----ს სისხლი მოსდიოდა ტუჩიდან და რაღაც გადააგდო ეზოდან გ---მ, მაგრამ რა იყო ქვა თუ რაიმე სხვა საგანი არ შეუხედავს. გაიგონა სამი გასროლის ხმა. უშუალოდ სროლის ფაქტი არ დაუნახავს. როცა გარეთ გამოვიდა დაინახა დ-------------- მიწაზე დაწოლილი. სასწრაფო დახმარება და პოლიცია როცა მივიდა დ-------------- მკვდარი იყო. მოწმემ განმარტა, რომ დათო იყო წყნარი და მშვიდი ადამიანი. დათოს წითელი ფერის მერსედესის მოდელის ავტომანქანა იდგა გ-----------ის ეზოში, მანქანას საბურავშიც ჰქონდა ტყვია ნასროლი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული გ-----------ე არის მისი მეზობელი. მომხდარი ფაქტის ირგვლივ განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვარს, ღამის საათებში იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ზესტაფონის რაიონ სოფელ მ--------------ში. იმ ღამით მეზობელთან ა-------------ესთან იმყოფებოდნენ მეზობლები, ა-------------ის ძმის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავაშირებით. გაიგონა ხმაურისა და ჩხუბის ხმა, რის გამოც გამოვიდა სახლიდან და წავიდა ა-------------ის სახლისაკენ, ჭიშკართან მისულმა გაიგონა გასროლის ხმა. დაინახა, რომ ა-------------ის ეზოში ჩხუბობდნენ გ-----------ე, მამამისი, გ------------------- და დ-------------ე, ხოლო ა-------------ე აშველებდა მათ. გ-----------ემ დაარტყა მამას და წავიდა თავისი სახლისაკენ, გაჰყვა ძმა დ-------------ე და გ-------------------, თუმცა გ---მ ამ უკანასკნელს დაარტყა დ---------- გაითიშა. როცა ძმები ჩხუბობდნენ ის და მამამისი შეეცადნენ მათ გაშველებას, თუმცა გ---მ ისევ დაარტყა მამამისს და სილაზე გადააგდო, ისიც გაითიშა. ამის შემდეგ მოუტრიალდა ძმას დ-------------ეს, ქამარში ჩადებული იარაღი ამოიღო და ახლო მანძილიდან ესროლა, შემდეგ მოისროლა იარაღი და ისევ კ----------–---–ს დაესხა თავს, ეუბნებოდა, რომ მოკლავდა, შემდეგ კვლავ ძმას მიუბრუნდა და ეძახოდა ,,არ მოკვდე ძმაო, არ მოკვდეო“, შემდეგ შევიდა სახლში ბალიში გამოიტანა და ძმას თავი დაადენიბა. მოწმემ განმარტა, რომ დაინახა დ-------------ეს ტვინი ჰქონდა გადმოსული, დარეკა სასწრაფოში და პოლიციაში. მამამისს ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, სდიოდა სისხლი, რომელსაც წმენდდა ა-------------ე. მანვე განმარტა, რომ ნახევარმეტრიანი დაშორებიდან ხედავდა, თუ როგორ ესროლა გ-----------ემ გადაჭრილი იარაღიდან ძმას - დ-------------ეს.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის ბ----–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული გ-----------ე და გარდაცვლილი დ-------------- იყო მისი ცოლის ძმა. ძმებს შორის რაიმე სახის კონფლიქტი არ ყოფილა. მოწმემ განმარტა, რომ არასოდეს შესწრებია გ-----------ის მიერ მეზობლებთან ან სხვა პირებთან ნასვამ მდგომარეობაში კონფლიქტის ფაქტს. მომხდარი ფაქტის ირგვლივ მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვარს დაახლოებით 11-12 საათამდე დროის პერიოდში დაურეკეს სოფელ მარტოთუბნიდან და გააგებინეს დ-------------ის გარდაცვალების შესახებ. როცა მოწმე ადგილზე მივიდა გ-----------ე პოლიციას ჰყავდა წაყვანილი. მომხდარი ფაქტის შესახებ ხალხი საუბრობდა.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის გ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არიან მეზობლები, ნათესაური, მეგობრული ურთიერთობა აქვს გ---ს ოჯახთან. 2019 წლის პირველ თებერვალს დილის რვა საათი იქნებოდა როდესაც აღნიშნული ფაქტი გაიგო, ის ფაქტს არ შესწრებია, მხოლოდ მეზობლების გადმოცემით იცის. მოწმის განმარტებით ძმების ცუდი ურთიერთობის შესახებ არასოდეს სმენიათ. საიდან ქონდა იარაღი გ-----------ეს ესეც არ იცის, პირადად მას სახლში აქვს იარაღი და არასოდეს ახსოვს გ--- დაინტერესებულიყო იარაღით. სანადიროდ რომ მიდიოდა სოფლიდან მამაკაცები, ის არასდროს დაუნახავს სანადიროდ წასული. გ---ს არანაირი მოტივი არ ჰქონდა, რომ მისი ძმა მოეკლა.
დაზარალებულმა ი-------------ემ არ მისცა ჩვენება შვილის, გ-----------ის წინააღმდეგ. ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.
მოწმე ანნა ფ-----ემ არ მისცა ჩვენება ძმის, გ-----------ის წინააღმდეგ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება ძმა.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ფორმა N1 დადგენილია, რომ 01.02.2019 წელს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება გ-----------ის მიერ, ძმის - დ-------------ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე.
შეტყობინება N259490 01.02.2019 წელს 01:38 საათზე 112-ზე მიღებული შეტყობინებით დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონ, სოფელ მ--------------ში, იყო სროლა, მოხდა დაჭრა.
სატელეფონო შეტყობინების N259660 ოქმის მიხედვით დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს მ---------------–--ეს 2019 წლის 01 თებერვალს 02:05 საათზე, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში შესული N259490 შეტყობინების საფუძველზე, მისსავე მობილურ ტელეფონზე, პროგრამა ,,ვიბერის“ საშუალებით დაუკავშირდა უბნის ინსპექტორ - გამომძიებელი ლ------------ე, რომელმაც შეატყობინა, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, სოფელ მ--------------ში, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ნაპოვნი იქნა 1994 წელს დაბადებული დ----- ი-----ს ძე ფ-----ის გვამი, რომელსაც თავის არეში აქვს დაზიანება, მეზობლის - ს--------------–---–ის განმარტებით, დ-------------- იარაღიდან გასროლით მოკლა მისმა ძმამ 1--- წელს დაბადებულმა გ--- ი-----ს ძე ფ-----ემ.
01.02.2019 წლის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 01.02.2019 წლის 02:07 საათზე, ზესტაფონის რაიონ სოფელ მ--------------ში, თავისსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში დაკავებულ იქნა გ--- ი-----ს ძე ფ-----ე.
01.02.2019 წლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 07:05 საათიდან - 07:25 საათამდე დროის პერიოდში გამომძიებელ დ----- ხ---–------ის მიერ დათვალიერებულ იქნა ს--------------–---–ის კუთვნილი ორ სიმბარათიანი მობილური ტელეფონი (სააბონენტო ნომრებით 5----------- და 5-----------) შემავალი - გამავალი და უპასუხო ზარების ჟურნალი 112-ის ოპერატორთან, 2019 წლის 01 თებერვალს 01:35 საათზე და 01:38 საათებში განხორციელებულია ორი გამავალი ზარი, მათ შორის პირველი ზარის სასაუბრო დრო შეადგენს 1 წუთსა და 49 წამს, ხოლო მეორე ზარის სასაუბრო დრო შეადგენს 1 წუთსა და 22 წამს. აღნიშნული მონაცემი იქნა დასქრინული და ამოიბეჭდა პერსონალური კომპიუტერის საშუალებით და დაერთო ოქმს.
11.02.2019 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: 01.02.2019 წლის 12:56 – 13:10 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ: გ-----------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით ...
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ შეესაბამებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
11.02.2019 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: 01.02.2019 წლის 12:16 – 12:25 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ: კ----------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით... დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად.
დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---------------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
27.0-.2019 წლის ბალისტიკური ექსპერტიზის N6--- დასკვნის თანახმად: გამოსაკვლევი ავტომობილის თვლის საბურავის გვერდით ზედაპირზე არსებული შემავალი და გამავალი დაზიანებები შესაძლებელია წარმოშობილი იყოს, რაიმე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 14-20 მმ ხაზობრივი პარამეტრების მქონე ჭურვის ზემოქმედების შედეგად დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიმართულებით. გასროლის მანძილის დადგენა საბურავზე არსებული დაზიანებების მიხედვით ვერ მოხერხდა.
07.05.2019 წლის ბალისტიკური ექსპერტიზის N9--- დასკვნის თანახმად:
1. რუსული წარმოების „ИЖК“ მოდელის სანადირო თოფის ლულის თვითნაკეთი წესით გადაკეთების და სახელურის თვითნაკეთი წესით დამზადების გზით დამზადებული 16 კალიბრის ერთლულიანი გადაჭრილი NA11660 (მორაკის NB14143) თოფი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
2. ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის სანადირო ვაზნის 0- ცალი პლასტმასისკორპუსიანი მასრა გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 16 კალიბრის გლუვლულიანი გადაჭრილი NA11660 (მორაკის NB14143) თოფიდან.
3. ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის 01 ცალი სანადირო ვაზნის გასროლა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რუსული წარმოების „ИЖК“ მოდელის სანადირო თოფის ლულის თვითნაკეთი წესით გადაკეთების და სახელურის თვითნაკეთი წესით დამზადების გზით დამზადებული 16 კალიბრის ერთლულიანი გადაჭრილი NA11660 (მორაკის NB14143) თოფიდან შესაძლებელია კალიბრების თავსებადობის გამო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ--------–--–-----მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
29.0-.2019 წლის, საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის მ-------ის წერილით დადგენილია, რომ: შსს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, გ--- ი-----ს ძე ფ-----ის (დაბადებული 2-.0-.1--- წელს, პ/ნ 1----------) სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის.
08.05.2019 წლის, საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის მ-------ის წერილით დადგენილია, რომ: შსს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, დადგენილია რომ „ИЖК“ მარკა-მოდელის, 16 კალიბრის NA-11660 და NB-14143 სანადირო თოფი რეგისტრირებული არ არის და ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე არ იმყოფება.
01.02.2019 წლის გვამის დათვალიერების ოქმით დადგენილია: სამედიცინო მაგიდაზე, გულაღმა მდგომარეობაში ასვენია დამაკმაყოფილებელი კვების და ნორმალური განვითარების მამრობითი სქესის გვამი, ისე რომ მარცხენა ზედა კიდური მხრის სახსარში განზე აქვს გაზიდული, ხოლო იდაყვის სახსარში მოხრილია და მიმართულია თავისაკენ, ხოლო ქვედა კიდურები გაშლილია სახსრებში და მოთავსებულია სხეულის გასწვრივ, გვამს ტანთ აცვია მოლურჯო ფერის გრძელსახელოებიანი სვიტერი, მოთეთრო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი მოშავო ფერის ტყავის ქამრით, მოშავო ფერის ტრუსი, მოწითალო და მომწვ---- ფერის ჩანართებით, მოშავო ფერის წინდები, მოშავო ფერის სპორტული ფეხსაცმელი ე.წ. ,,ბოტასი“ მოწითალო და მომწვ---- ფერის ჩანართებით. ტანსაცმელი და გვამის სხეული მოსვრილია სისხლისმაგვარი ლაქებით. გვამი ხელის შეხებით ცივია, გვამური გაშეშება კარგად არის გამოხატული ყველა ჯგუფის კუნთებში. გვამური ლაქები მოწითალო - მოიისფრო ფერის განლაგებული არიან გვარდით და უკანა ზედაპირზე, ხელის შეხებით ფერმკრთალდებიან და მალევე აღიდგენენ პირვანდელ ფერს.. თვალის ქუთუთოები მცირედ ღია, პირი ღია, ენა მოთეთრებულია. კისერი საშუალო სიმაღლის, სიმეტრიული. გულმკერდი კასრისებური ფორმის, მუცელი ოვალური მდებარეობს ნეკნთა რკალის დონეზე. მარცხენა მტევნის მეოთხე თითის ძირითად ფალანგზე უკეთია მოვერცხლისფრო ფერის მეტალის რგოლი - ბეჭედი. გვამს სხეულზე აღენიშნება შემდეგი დაზიანებები: თხემ - კეფის მიდამოში მარჯვნივ ტერფის ძირიდან 170 სმ მოშორებით აღენიშნება უსწორო, ოვალური ფორმის შიგნით ჩაბრუნებული უსწორო კიდეების მქონე ჭრილობა ჭრილობაში მოჩანს თავის ქალის ძვლების მოტეხილი ფრაგმენტები და თავის ტვინის ნივთიერება. მარცხნივ შუბლ - თხემის არეში აღენიშნება მოწითალო - მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, მარცხენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნება ასეთივე სახის სისხლნაჟღენთი, მარცხენა მხარის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში და შუა მესამედში აღენიშნება მოწითალო ფერის ნაჭდევი, მარცხენა წვივის წინა ზედაპირზე შუა მესამედში გასწვრივ ირიბად მდებარე ასეთივე სახის ნაჭდევი. სხვა დაზიანება გვამზე არ აღინიშნება. გვამზე ჩაცმული ტანსაცმელი მოთავსებული იქნა ექსპერტიზის პაკეტში. დათვალიერების ოქმს თან ერთვის ფოტოილუსტრაცია.
22.05.2019 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: მოქ: დ-------------ის სიკვდილის მიზეზია თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით.
გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 07 საათი.
მოქ: დ-------------ის გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი თავის ქალის ღრუში, შესავალი ხვრელით თხემ-კეფის მიდამოში მარჯვნივ, ტერფის ძირიდან 170 სმ დაშორებით, თავის ქალის რბილი საფარის, კუნთოვანი ქსოვილის, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობებით არხის დასაწყის ნაწილში და კედლებში ღია მოწითალო (ალისფერი) ფერის სისხლჩაქცევებით - განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის (ჭურვების) გასროლის შედეგად, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან - წინ, მცირედ მარცხნიდან - მარჯვნივ, მცირედ ზემოდან - ქვემოთ სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან.
მოქ: დ-------------ის გვამზე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მრავლობითი სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით სხეულის სხვადასხვა მიდამოებში - განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში, რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშანს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
მიღებული დაზიანებების შედეგად დ--------------ს შეეძლო მიზანმიმართული მოქმედებები, მანამ სანამ არ დაკარგავდა გონებას.
ქიმიურ - ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი დ-------------ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 3,63 % ეთილის სპირტი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა დასკვნის ის ნაწილი სადაც მითითებულია: უკნიდან - წინ, მცირედ მარცხნიდან - მარჯვნივ, ნიშნავს: არც სრულად უკნიდან იყო და არც სრულად გვერდიდან ნასროლი. გარდა აღნიშნულისა ექსპერტმა განმარტა, რომ ჭრილობის არხის მიმართულებით და თავის ქალიდან ამოღებული უცხო სხეულების, ე.წ. საფანტის მიმართულების მიხედვით გასროლა ნაწარმოებია მცირედ ზემოდან - ქვემოთ.
01.02.2019 წლის ნიმუშის აღების ოქმებით დადგენილია, რომ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტში ექსპერტ მ-------–--ის მიერ აღებულ იქნა დ-------------ის გვამის ანაწმენდის, ხელის ნახჭისა და სისხლის ნიმუშები, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით.
01.02.2019 წლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ დეტექტივ - გამომძიებლის ჯ--------------ის მიერ ქ.ქუთაისში ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დეპარტამენტიდან სამედიცინო ექსპერტ მ-------------–--ისგან ამოღებულ იქნა დ-------------ის გვამზე ჩაცმული ტანსაცმელი, კერძოდ: მოლურჯო ფერის გრძელსახელოებიანი სვიტერი, მოთეთრო ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო ფერის ტყავის ქამარი, მოშავო ფერის ტრუსი, მოწითალო და მომწვ---- ფერის ჩანართებით, მოშავო ფერის წინდები, მოშავო ფერის სპორტული ფეხსაცმელი ე.წ. ,,ბოტასი“ მოწითალო და მომწვ---- ფერის ჩანართებით. რაც დალუქული იქნა შესაბამისი წესით.
01.02.2019 წლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ დეტექტივ - გამომძიებლის ჯ--------------ის მიერ ქ.ქუთაისში ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დეპარტამენტიდან ექსპერტ მ-------------–--იდან ამოღებულ იქნა დ-------------ის გვამის თავის ტვინიდან ამოღებული უცხო სხეულები: ლითონის უცხო სხეულის 20 (ოცი) მარცვალი, რომელიც დალუქული იქნა შესაბამისი წესით.
01.02.2019 წ. 12:45 საათზე ჩატარებული ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N0-------- დასკვნის თანახმად გ-----------ეს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა (1.08 პრომილე);
01.02.2019 წლის ნარკოლოგიოური ექსპერტიზის N8---- დასკვნის თანახმად გ--- ი-----ს ძე ფ-----ის ბიოლოგიურ მასალის (შარდის) კვლევისას დადგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტი.
01.02.2019 წლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ: შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის სოფელ მ--------------ში და წარმოადგენს ი-------------ის საცხოვრებელ სახლსა და ეზოს. შემთხვევის ადგილამდე მისასვლელია სოფელ მ--------------ში არსებული გრუნტოვანსაფარიანი საავტომობილო გზით. ი-------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს გააჩნია მონაცრისფრო ფერის რკინის კონსტრუქციის სამ ფრთიანი ჭიშკარი. ჭიშკართან მისასვლელ გზაზე მოწითალო ფერის „მერსედესის“ მარკის „U--------” სახელმწიფო ნომრის ავტომანქანაა. შემთხვევის ადგილი დაცულია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დაწყებამდე სახლის მესაკუთრემ ი-------------ემ ოქმში შეტანით განაცხადა წერილობითი თანხმობა მისი საცხოვრებელი სახლისა და ეზოს დათვალიერების შესახებ. ზემოხსენებული სამ ფრთიანი რკინის ჭიშკრის მარჯვენა მცირე კარით შევდივართ ი-------------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში. ეზოში ჭიშკრიდან ხელმარჯვნივ განთავსებულია ი-------------ის კუთვნილი კაპიტალურად ნაგები ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლი. ეზო გრძელდება ჭიშკრიდან აღმოსავლეთით, ამავე მიმართულებით ეზოს გასდევს ხის ღობე. ჭიშკრიდან 14 მეტრის მოშორებით, ხოლო ხის ღობიდან 1.7 მეტრის მოშორებით უშუალოდ ეზოში ბალახოვანი საფარის ზედაპირის მქონე მიწაზე აღმოჩენილ იქნა დ----- ი-----ს ძე ფ-----ის გვამი. გვამს გადაფარებული აქვს მუქი მოლურჯო ფერის გადასაფარებელი, ხოლო გვამს თავქვეშ უდევს მოთეთრო-მოცისფრო ფერის სარჩულის მქონე ბალიში. ხსენებული ამოღებულ იქნა ცალ-ცალკე (გადასაფარებელი - პაკეტი N1, FCD100-0-6; ბალიში - პაკეტი N2, FCD100-0-9), რომელთაც აღენიშნებათ მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, იქვე გვამთან ახლოს მიწაზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი გუბე, საიდანაც აღებულ იქნა ნიმუში საკონტროლო ნიმუშთან ერთად შემდგომი სავარაუდო საექსპერტო კვლევისათვის (პაკეტი N3, FCD1290976) ეზოში გვამის განთავსების ადგილიდან ხელმარცხნივ, ჩრდილოეთით გვამიდან, კერძოდ გვამის მარცხენა ფეხიდან მიწაზე ბალახოვან საფარზე 1,2 და 1,5 მეტრის მოშორებით აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ სანადირო თოფის ორი ცალი გასროლილი ჰილზი, რომელთაც ლითონის დოლურაზე აღენიშნებათ ამოტვიფრული ციფრი „16“, ხოლო ჰილზის მორუხო ფერის პლასტმასის კორპუსზე იკითხება უცხოენოვანი წარწერა „zuber”. ჰილზები დაილუქა ცალ-ცალკე (პაკეტი N4, FCD1290974, პაკეტი N5, FCD1290975) გვამის აღმოჩენის ადგილიდან 3,5 მეტრის მოშორებით ხის ღობესთან, ხის მორის გადანაჭრელთან მიწაზე აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ერთლულიანი სავარაუდოდ კუსტარული ლულით და კონდახმოკლებული თოფი, რომელსაც ტარზე შემოხვეული აქვს მოშავო ფერის წებოვანი ლენტი. დალუქვამდე იარაღი განიმუხტა და შემოწმდა ექსპერტის მიერ, თუმცა მასში ჰილზი არ აღმოჩნდა. იარაღს სასხლეტის ქვემოთ არსებულ ლითონის მექანიზმზე გააჩნია ამოტვიფრული ციფრული აღნიშვნები, რომლებიც სრულად გარკვევით არ იკითხება და სავარაუდოდ უნდა იყოს „874149’’. იარაღზე მოხსნილი იქნა ცივიო, სადაც არსებული ამოტვიფრული ნომერი ასევე ნაწილობრივ გაურკვევლად იკითხება, კერძოდ იკითხება სავარაუდო აღნიშვნა „A11660„,. იარაღის ცივიოს გარე ზედაპირი მოსვრილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. იარაღი დაილუქა (პაკეტი N6, FCD100-040) დათვალიერებისას ეზოში აღმოჩენილი იქნა მესამე გასროლილი ჰილზი, რომელიც იგივე ზომის, ფორმის და წარწერისაა, როგორც წინა ორი. ჰილზი აღმოჩენილი იქნა სახლის პირველ სართულზე შესასვლელი კიბიდან 2 მეტრის, ხოლო იქვე არსებული ხიდან 1 მეტრის მოშორებით (პაკეტი N7, FCD1293342). დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სახლის პირველ სართულზე შესასვლელი პლასტმასის მოთეთრო ფერის ცალ ფრთიანი კარის შემინული მარცხენა ნაწილის მოყვითალო ფერის შუშა, რომელსაც გააჩნია ცალკე ჩარჩო, შუა ნაწილიდან ქვედა მხარეს ჩამსხვრეულია. შუშის ნამსხვრევები ძირითადად დაყრილია შესასვლელი ოთახის ბეტონის იატაკზე, რაც ამოღებულ იქნა (პაკეტი N8, FCD1293345). შესასვლელი კარის გვერდითა ჩარჩოზე არსებული შუშის დაზიანების გასწვრივ კარის გარეთა ზედაპირზე აღინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, საიდანაც აღებულ იქნა ნიმუში (პაკეტი N9, FCD1293344). ანალოგიურად კარის შიდა ზედაპირზე იგივე დონეზე აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, საიდანაც ანალოგი----- წესით აღებულ იქნა ნიმუში მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებიდან (პაკეტი N10, FCD1293346). დეტალური დათვალიერება გაგრძელდა უშუალოდ ეზოში გვამის აღმოჩენის ადგილიდან. დათვალიერება გაგრძელდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთან ერთად. ეზოში მიწაზე, თავით სამხრეთ-დასავლეთით, ხოლო ფეხებით ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით გულაღმა ასვენია დ-------------ის გვამი, ისე რომ მარჯვენა ზედა კიდური მხარის სახსარში განზიდულია გარეთ, ხოლო იდაყვის სახსარში მოხრილი და განზიდულია გარეთ, ხოლო მარცხენა ზედა კიდური მოხრილია იდაყვის სახსარში და მოთავსებულია გულ-მკერდის წინა ზედაპირზე, ხოლო ქვედა კიდურები გაშლილია სახსრებში და მოთავსებულია სხეულის გასწვრივ. გვამის თავთან და გვამის მარჯვნივ დაახლოებით 30 სმ-ის მოშორებით მინდორი მოსვრილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი მასებით. გვამს ტანთ აცვია მოლურჯო ფერის სვიტერი, მოთეთრო ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, მოშავო ფერის ტყავის ქამრით, მოშავო ფერის ტრუსი, მომწვ---- და მოწითალო ფერის ჩანართებით, მოშავო ფერის წინდები, მოშავო ფერის სპორტული ფეხსაცმელი ე.წ „ბოტასი“ მოწითალო და მომწვ---- ფერის ჩანართებით. გვამს თავის და სახის მიდამო, ასევე სვიტერი და მაისური უმეტესად მარჯვნივ მოსვრილია სისხლისმაგვარი ლაქებით. მარჯვენა მტევნის მეოთხე თითზე უკეთია მოთეთრო ფერის მეტალის რგოლი. გვამი ხელის შეხებით ცივია, სითბო შენარჩუნებულია ანატომიურ ნაოჭებში. გვამური გაშეშება კარგადაა გამოხატული. გვამური ლაქები განლაგებულია სხეულის გვერდითა და უკანა ზედაპირებზე. ხელის დაჭერით ფერმკთალდებიან და მალევე აღიდგენენ თავის პირვალდელ ფერს. თვალის ქუთუთოები ღიაა, გუგები მომრგვალო ფერის, თანაბრად გაფართოებული ორივე მხარეს. პირი ღიაა, ენა მოთავსებულია პირის ღრუში, კბილთა რკალის უკან. კისერი საშუალო სიმაღლის, სიმეტრიული, გულმკერდი კასრისებული ფორმის, მუცელი ოვალური ფორმის მდებაროებს ნეკნთა რკალის დონეზე. გვამს კეფის მიდამოში ცენტრალურად და მარჯვნივ აღენიშნება ვარსკლავისებური ფორმის დიდი უსწორო კიდეებიანი ჭრილობა, საიდანაც გამოჩენილია ქალის ფუძის ძვლების მოტეხილი ფრაგმენტები და თავის ტვინის ნივთიერება. გვამის ხელთან აღმოჩენილ იქნა მოშავო ფერის სავარაუდოდ ავტომანქანის გასაღები, რომელიც ლითონის რგოლის აცმაზეა, ასევე მოვერცხლიფრო ფერის ერთი ცალი გასაღებია, რაც ამოღებულ იქნა (პაკეტი N11, FCD1290964). დათვალიერებისას დ-------------ის გვამზე ჩაცმული შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მოშავო ფერის “huawei-ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის ეკრანიც დაზიანებულია და აღენიშნება ბზარები, ერთი ცალი ოც ლარიანი კუპიურა და მოშავო ფერის სანთებელა. შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა მოშავო ფერის საფულე, ორი ცალი ოც ლარიანი და სამი ცალი ხუთ ლარიანი კუპიურა. იმავე საფულეში აღმოჩნდა სალომბარდე ხელშეკრულების ფურცელი, ასევე მართვის მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ტექნიკური პასპორტი და „ლიბერთი ბანკის“ ბარათი. ჯინსის შარვლის ჯიბეებიდან ამოღებული ნივთები და ფულადი თანხა დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი N12, FCD1290963). დეტალური დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ეზოში შესასვლელ ჭიშკართან არსებული მოწითალო ფერის „მერსედესის’’ ავტომანქანას უკანა მარჯვენა საბურავი აქვს დაშვებული და აღენიშნება დაზიანების კვალი, რის გამოც საბურავი მოხსნილი და ამოღებული იქნა, დაილუქა პოლიციის დეპარტამენტის N33 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. ამით შემთხვევის ადგილის დათვალიერება დასრულდა. ოქმს თან ერთვის ფოტოილუსტრაცია.
01.02.2019 წლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონ სოფელ მ--------------ში, ბრალდებულ გ-----------ის თანხმობითა და მონაწილეობით ჩატარდა ჩვენების ადგილზე შემოწმება. გ-----------ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ზესტაფონის რაიონ სოფელ მ--------------ში, საცხოვრებელი სახლის წინ, ეზოში შესასვლელ ჭიშკართან განთავსებულია მოწითალო ფერის ,,მერსედესის“ მარკის სახელმწიფო ნომრით US 461 SU; ავტომანქანა, რომელიც გ-----------ის განმარტებით ეკუთვნის მის ძმას - დ--------------ს. ამის შემდეგ გ-----------ის მითითებით შედიან გ-----------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც ჭიშკართან მარცხენა მხარეს განთავსებულია გ-----------ის საცხოვრებელი სახლი, ხოლო მარჯვენა მხარეს ხის ღობე, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს გ-----------ის და ა-------------ის ეზოებს. აღნიშნულის შემდეგ გ-----------ემ მიუთითა ადგილი თავის ეზოში ზემოთხსენებული ხის ღობესთან ოთხ მეტრში სადაც ეჩხუბა კ----------–---–ს. გ-----------ემ მიუთითა ადგილი თავის ეზოში ხის ღობესთან ორნახევარ მეტრში, სადაც ეკამათებოდა მის ძმას დ--------------ს და ესროლა მის ხელთ არსებული ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფიდან. გ-----------ის განმარტებით, სროლის მომენტში იგი მის ძმასთან იმყოფებოდა ახლოს, დაახლოებით ერთ მეტრამდე მანძილზე დაშორებული, რა დროსაც განახორციელა ერთი გასროლა ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფიდან. აღნიშნულის შემდეგ გ-----------ემ მიუთითა გასროლის ადგილი და ნახევარ მეტრში მდებარე ადგილი ეზოში, სადაც გასროლის შემდეგ მიწაზე დაეცა მისი ძმა დ--------------, მანვე მიუთითა ა---------– ფ-----ის საცხოვრებელ სახლზე და განმარტა, რომ გასროლამდე ის მის ძმასთან დ--------------სთან ერთად იმყოფებოდა ა---------– ფ-----ის საცხოვრებელ სახლში სხვა პირებთან ერთად და სვამდნენ ღვინოს. გ-----------ემ მიუთითა მისივე ეზოში ხის ღობესთან არსებულ ხის მორებზე და განაცხადა, რომ დ-------------ისათვის გადაჭრილი თოფიდან სროლის შემდეგ ერთლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი დააგდო ზემოთხსენებული ხის მორებთან მიწაზე აღნიშნული ადგილიდან დაახლოებით სამ მეტრში ხის ღობის ძირში მიწაზე აღმოჩენილი იქნა მოთეთრო ფერის კორპუსის მქონე შავწარწერებიანი, მოვერცხლისფრო ლითონის თავის მქონე სანადირო თოფის დამუხტული ჰილზი. აღნიშნულზე გ-----------ემ განმარტა, რომ აღნიშნული დამუხტული ჰილზი დააგდო მითითებულ ადგილას მას შემდეგ რაც განახორციელა გასროლა მისი ძმის დ-------------ის მიმართულებით. აღმოჩენილი დამუხტული ჰილზი ამოღებული და დალუქული იქნა NFCD 1265504. აღნიშნულის შემდეგ გ-----------ემ მიუთითა ორ ფრთიანი მეტალოპლასტმასის კარით გავლით შესასვლელია მისსავე საცხოვრებელ სახლში, სადაც მან სახლის მისაღებ ოთახში მიუთითა მოწითალო ფერის რბილ დივანზე და განმარტა, რომ იგი იძინებს მითითებულ ოთახში აღნიშნულ დივანზე და სწორედ მითითებულ დივანში ჰქონდა შენახული სანადირო, ლულაგადაჭრილი თოფი, მანვე განმარტა, რომ ერთლულიან თოფზე ლულა გადაჭრა დაახლოებით ორი თვის წინ, ე.წ. ,,ნაჟოვკით“, რის შემდეგაც ლულის ნაჭერი და ე.წ. ,,ნაჟოვკა“ გადააგდო მდინარე ,,ყვირილაში“. თუმცა მათი გადაგდების ზუსტი ადგილი არ ახსოვს. გ-----------ემ ასევე განმარტა, რომ მისი ოჯახის წევრებისათვის გადაჭრილულიანი თოფის შესახებ რაიმე ცნობილი არ იყო. აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი გადაღებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტ ზ----------–-–---–ის მიერ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ - გამომძიებლების ე-–-----------------ისა და ზ-----–------ის მიერ მიცემული ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს 01.02.2019 წელს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, გ-----------ის ჩვენების ადგილზე შემოწმებაში და დაადასტურეს ოქმში მითითებული გარემოებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ზ----------–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებში, მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ბრალდებულიდან ნიმუშის აღებაში, ორი მიწმიდან ნიმუშის აღებაში, და საგამოძიებო ექსპერიმენტში, გ-----------ის ჩვენების ადგილზე შემოწმებაში. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში ასახული გარემოებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის ლ------------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 01 თებერვალს დაახლოებით 02-0- საათზე შუა ღამით შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა ზესტაფონის რაიონ სოფელ მ--------------ში გ-----------ის საცხოვრებელ სახლში, სადაც შეკრებილი იყო ხალხი, ეზოში მიწაზე ესვენა დ-------------ის გვამი და იქ მყოფი ადამიანების განმარტებით იგი მოკლა ძმამ გ-----------ემ, რომელიც იმყოფებოდა ადგილზე ძმის გვამიდან რამდენიმე ნაბიჯით დაშორებული. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე მის მერ მოხდა გ-----------ის დაკავება, განემარტა დაკავებულს მისი უფლება - მოვალეობანი, შედგა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. ბრალდებულს ვიზუალურად ეტყობოდა ალკოჰოლური თრობა, აგრეთვე სახის მიდამოში აღენიშნებოდა მოვარდისფრო ფერის ლაქები.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ, დამატებითი მტკიცებულებების სახით წარდგენილი 20.05.2019 წლის ბიოლოგი----- (გენეტიკური, სეროლოგი-----) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, 02.05.2019 წლის N1-------------- ტრასოლოგიურ - ქიმი----- ექსპერტიზის დასკვნა, 26.06.2019 წლის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N004285919 დასკვნა და 28.06.2019 წლის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, ამბულატორიული და სტაციონალური ექსპერტიზის დასკვნები - დაცვის მხარის მიერ ცნობილ იქნა უდავო მტკიცებულებებად, შესაბამისად სასამართლო სხდომაზე ისინი არ გამოკვლეულა და გამოკვლევის გარეშე მიენიჭათ მტკიცებულებითი ძალა.
01.02.2019 წელს გაცემული შსს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემით ირკვევა, რომ გ--- ი-----ს ძე ფ-----ე 08.02.2018 წელს გასამართლებულ იქნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 05 წლით თ/აღკვეთა, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 01 წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა მოსახდელად, ხოლო 04 წელი ჩაეთვალა პირობითად ამავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 08.02.2018 წლის N1--- განაჩენით დადგენილია, რომ გ--- ი-----ს ძე ფ-----ე 08.02.2018 წელს გასამართლებულ იქნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 05 წლით თ/აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 01 წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე 04 წელი ჩაეთვალა პირობითად ამავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
15.05.2019 წლის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: მოქ: გ-----------ეს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა-ორგანული პიროვნული აშლილობა (კოდი - F07.0 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით), არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხვრივ. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა-ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხვრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. იგი არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ჩვენების მიცემა და საგამოძიებო სასამართლო მოქმედებებში მონაწილეობა. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება გ-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ-----------ის ბრალეულობას მითითებული მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება.
,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ყველა ცეცხლსასროლი იარაღი აღრიცხული და რეგისტრირებული უნდა იყოს ამისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. იარაღის კანონიერი დამზადების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს და მართლსაწინააღმდეგოა, როცა მისი დამზადება ან გადაკეთება ხდება კერძო პირის მიერ კომპეტენტური ორგანოს ნებართვის გარეშე.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულები ვერ ადასტურებს გ-----------ის მიმართ ბრალად შერაცხული მუხლით (236-ე მუხლის მე-5 ნაწილით) მსჯავრდებისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა აღნიშნული მუხლით გ-----------ის მსჯავრდებისათვის და მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტისას ბრალდებულ გ-----------ის მიერ მიცემული ჩვენება, რომ სანადირო თოფს თვითონ, ე.წ. ,,ნაჟოვკის“ მეშვეობით გადააჭრა ლულა, ხოლო გადაჭრილი ლულა და ,,ნაჟოვკა“ გადააგდო მდინარე ყვირილაში, რომლის მიახლოებითი მდებარეობაც არ ახსოვს, მას ბრალად ვერ შერაცხავს. მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმნიშვნევლოვნად და ცალსახად არ ადასტურებენ გ-----------ის მიერ იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადების ფაქტს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ გ-----------ის ბრალეულობას ინკრიმინირებულ დანაშაულში, კერძოდ იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ-----------ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც გ-----------ე აღნიშნული მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება; ლულაგადაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა.
რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას, სასამართლო განმარტავს: ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინაარმდეგო ტარება (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი) - საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღთა, საბრძოლო მასალათა, ფეთქებად ნივთიერებათა და ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიას. ამავე მუხლის, მე-4 ნაწილის თანახმად კი, დასჯადია ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება (მათ შორის გლუვლულიანი სანადირო თოფი).
ტარება გულისხმობს მოქმედებას, როდესაც ერთი ადგილიდან მეორესკენ გადაადგილებისას პირს თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი/საბრძოლო მასალა (უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში). ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის/ტარების შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მათი შეძენა და ტარება იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.
გ-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, კერძოდ - ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იარაღიც) მართლსაწინააღმდეგო ტარება და შენახვა; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით. აგრეთვე თავად ბრალდებულ გ-----------ის ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ გადაჭრილი თოფი მან იპოვა მისი სახლიდან მოშორებით სასაფლაოზე, ვინაიდან მას სურდა, რომ მისი ძმა დ-------------- იმ ღამით არ წასულიყო თბილისში განიზრახა მისი ავტომანქანის დაზიანება და აღნიშნულის გამო გამოიტანა სანადირო თოფი და ესროლა საბურავში. 01.02.2019 წლის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებულია: ,,სახლის მისაღებ ოთახში გ-----------ემ მიუთითა მოწითალო ფერის რბილ დივანზე და განმარტა, რომ იგი იძინებს მითითებულ დივანზე და სწორედ მითითებულ დივანში ჰქონდა შენახული სანადირო, ლულაგადაჭრილი თოფი...“
სასამართლო ასევე მიუთითებს 27.0-.2019 წლის ბალისტიკური ექსპერტიზის N6--- დასკვნაზე, რომლის თანახმად: ,,გამოსაკვლევი ავტომობილის თვლის საბურავის გვერდით ზედაპირზე არსებული შემავალი და გამავალი დაზიანებები შესაძლებელია წარმოშობილი იყოს, რაიმე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 14-20 მმ ხაზობრივი პარამეტრების მქონე ჭურვის ზემოქმედების შედეგად ...“ მოცემული ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, შსს ანალიტიკური სამსახურიდან მიღებული ცნობები და თავად ბრალდებულ გ-----------ის ჩვენება სრულად თანხვედრილია და სასამართლოსათვის დამაჯერებელი, შესაბამისად გ-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდებები ცალსახად დადასტურებულია.
ფაქტის უშუალო თვითმხილველმა მოწმეებმა გ-------------------მ და ს--------------–---–მაც დაადასტურეს, რომ გ-----------ეს თან ჰქონდა იარაღი, ხოლო ს--------------–---–მა გარკვევით მიუთითა: ,,ქამარში ჩადებული იარაღი ამოიღო და ახლო მანძილიდან ესროლა დ--------------ს, შემდეგ მოისროლა იარაღი...“ შესაბამისად იმ მომენტიდან რაც გ-----------ემ იარაღი აიღო, ძმის კუთვნილ მანქამდე მივიდა, ესროლა საბურავში, შემდეგ ქამარში ჩაიდო და ამის შემდეგ სანამ ძმას ესროდა თან ჰქონდა, უკვე ტარების ფაქტის შემადგენლობაა და მოცემული მუხლის (236-ე მუხლის მე-4 ნაწილისათვის) კვალიფიკაციისათვის სრულიად რელევანტურია.
რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას (236-ე მუხლის მე-3 ნაწილი) დისპოზიციაში მითითებულია ,,ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული იარაღისა/გლუვლულიანის).... მართლსაწინააღმდეგო შენახვა“. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნენ მოწმეები, რომლებსაც უშუალოდ გ-----------ის მიერ თოფის ხელში ჭერისა და გასროლების ფაქტი არ დაუნახავთ, თუმცა გაიგონეს 2-3 გასროლის ხმა, სწორედ აღნიშნული გასროლების ხმაზე გავიდნენ ეზოში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ სანადირო თოფის ორი ცალი გასროლილი ჰილზი, რომელთაც ლითონის დოლურაზე აღენიშნებათ ამოტვიფრული ციფრი „16“, გვამის აღმოჩენის ადგილიდან 3,5 მეტრის მოშორებით ხის ღობესთან, ხის მორის გადანაჭრელთან მიწაზე აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა ერთლულიანი სავარაუდოდ კუსტარული ლულით და კონდახდამოკლებული თოფი, რომელსაც ტარზე შემოხვეული აქვს მოშავო ფერის წებოვანი ლენტი. დალუქვამდე იარაღი განიმუხტა და შემოწმდა ექსპერტის მიერ, თუმცა მასში ჰილზი არ აღმოჩნდა... იარაღის გარე ზედაპირი მოსვრილია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით... დათვალიერებისას ეზოში აღმოჩენილი იქნა მესამე გასროლილი ჰილზი.
სასამართლო მიუთითებს ბალისტიკური ექსპერტიზის N9--- დასკვნაზე, რომლის თანახმად: 1. რუსული წარმოების „ИЖК“ მოდელის სანადირო თოფის ლულის თვითნაკეთი წესით გადაკეთების და სახელურის თვითნაკეთი წესით დამზადების გზით დამზადებული 16 კალიბრის ერთლულიანი გადაჭრილი NA11660 (მორაკის NB14143) თოფი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. 2. ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის სანადირო ვაზნის 0- ცალი პლასტმასისკორპუსიანი მასრა გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 16 კალიბრის გლუვლულიანი გადაჭრილი NA11660 (მორაკის NB14143) თოფიდან. 3. ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის 01 ცალი სანადირო ვაზნის გასროლა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რუსული წარმოების „ИЖК“ მოდელის სანადირო თოფის ლულის თვითნაკეთი წესით გადაკეთების და სახელურის თვითნაკეთი წესით დამზადების გზით დამზადებული 16 კალიბრის ერთლულიანი გადაჭრილი NA11660 (მორაკის NB14143) თოფიდან შესაძლებელია კალიბრების თავსებადობის გამო.
ის ფაქტი, რომ გ-----------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მოხდა ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და შენახვის ფაქტი ასევე დადასტურებულია: 29.0-.2019 წლის, საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის მ-------ის წერილით რომლის თანახმად: შსს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, გ--- ი-----ს ძე ფ-----ის (დაბადებული 2-.0-.1--- წელს, პ/ნ 1----------) სახელზე რაიმე სახის ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული არ არის. აგრეთვე, 08.05.2019 წლის, საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის მ-------ის წერილით დადგენილია, რომ: შსს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, „ИЖК“ მარკა-მოდელის, 16 კალიბრის NA-11660 და NB-14143 სანადირო თოფი რეგისტრირებული არ არის და ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე არ იმყოფება.
,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, იარაღის გადატანა ხდება საქართველოს შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, რაც მოცემულ შემთხვევაში გ-----------ეს არ გააჩნდა.
სასამართლო ასევე მიუთითებს 27.0-.2019 წლის ბალისტიკური ექსპერტიზის N6--- დასკვნაზე, რომლის თანახმად: ,,გამოსაკვლევი ავტომობილის თვლის საბურავის გვერდით ზედაპირზე არსებული შემავალი და გამავალი დაზიანებები შესაძლებელია წარმოშობილი იყოს, რაიმე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 14-20 მმ ხაზობრივი პარამეტრების მქონე ჭურვის ზემოქმედების შედეგად ...“ მოცემული ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, შსს ანალიტიკური სამსახურიდან მიღებული ცნობები და თავად ბრალდებულ გ-----------ის ჩვენება სრულად თანხვედრილია და სასამართლოსათვის დამაჯერებელი, შესაბამისად გ-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და მე-4 ნაწილით წარდგენილი ბრალდებები დადასტურებულია.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
მოცემული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, რომ პირის ქმედებამ უნდა გამოიწვიოს 1. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან 2. საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება: დაბეჟილობა, სისხლნაჟღენთები; მხედველობისა და სმენის ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა; ცხვირისა და ყბის გაბზარვა და ა.შ.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე გ-----------ეს ედავება, რომ მან ჩაიდინა კ----------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (დ/გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით).
ბრალდების მხარის ფორმულირებით: 2019 წლის 1 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------------ში გ-----------ემ, ფიზიკური დაპირისპირების დროს, გადაჭრილი სანადირო თოფი, ლულის მხრიდან, სახის არეში, კერძოდ ქვედა ტუჩის მარცხენა მხარის მიდამოში, ჩაარტყა მეზობელ კ----------–---–ს, რომელსაც მიაყენა უსწოროკიდეებიანი ჭრილობა. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვეთილა გარემოება, რომლის მიხედვითაც კ----------–---–ს - გ-----------ემ თოფი, ლულის მხრიდან ჩაარტყა ტუჩის მიდამოში. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა კ----------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვარს, გ-----------ესთან მოუვიდა კამათი, გ---მ კი დაარტყა ტუჩის მიდამოში, გაუხეთქა ტუჩი, ეტყობა დაზიანების კვალი, მისივე განმარტებით დარტყმის მომენტში განიცადა ძლიერი ტკივილი, მაგრამ არ იცის გ---ს ხელში ეჭირა თუ არა რაიმე საგანი. დაზარალებულის შვილმა ს--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მამას ტუჩი ჰქონდა გახეთქილი სდიოდა სისხლი. მოწმე გ-------------------მ ასევე განმარტა, რომ კ----ს და გ---ს შორის შელაპარაკების მიზეზს ზუსტად ვერ იხსენებს, მაგრამ დაინახა, რომ ოთახში შევიდა მეზობელი კ----------–---–ი, რომელსაც ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, სდიოდა სისხლი, და თქვა, რომ გ-----------ემ დაარტყა, თუმცა ის უშუალოდ აღნიშნული ფაქტის თვითმხილველი არ ყოფილა. მითითებულ მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, ბრალდებულმა გ-----------ემ მის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვარს ა-------------ის ოჯახში ყოფნის დროს სუფრასთან სიგარეტს მოუკიდა, როცა ერთ-ერთმა სუფრის წევრმა, კ----------–---–მა შენიშვნა მისცა აქ არ ვეწევითო. მოგვიანებით სიგარეტის მოსაწევად გავიდა ეზოში, სადაც კ----------–---–ს განაწყენმა უთხრა, თუ რატომ აკრიტიკებდა ყველგან და ყოველთვის, სხვა სუფრის წევრსაც შეეძლო მიეცა შენიშვნა, ამის შემდეგ კ----------–---–ს დაარტყა ხელი სახის არეში.
11.02.2019 წლის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: 01.02.2019 წლის 12:16 – 12:25 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით ,,მოქ: კ----------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით... დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად. დაზიანება უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად“.
სხდომაზე დაკითხული მოწმეებიდან, რომელთაც დაინახეს კ----------–---–ის გასისხლიანებული სახე, ადასტურებენ, რომ გ-----------ემ მიაყენა დაზიანება, თუმცა ვერ განმარტეს, თუ რით იქნა დაზიანება მიყენებული, ბრალდებული უთითებს თავის ჩვენებაში, რომ მან დაარტყა მუშტი, დაზარალებულიც აღნიშნავს, რომ დაარტყა ხელი, თუმცა რაიმე საგანი ეჭირა თუ არა გ-----------ეს ხელში ვერ იხსენებს. გ-----------ის მიერ კ----------–---–ზე დარტყმის ფაქტს ადასტურებს მოწმე ს--------------–---–ი, გ-------------------ც განმარტავს, რომ კ----------–---–ს ტუჩის მიდამოდან სდიოდა სისხლი, რაზედაც თქვა, რომ დაარტყა გ-----------ემ, თუმცა არ უთქვამს რა დაარტყა.
შესაბამისად ბრალდების ფორმულირებაში მითითებული გარემოება, რომ კ----------–---–ს თოფის ლულით მიაყენა გ-----------ემ დაზიანება, მხოლოდ ვარაუდია და აღნიშნული სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა, თუმცა უდავო და დადასტურებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტი, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია ბრალდებულ გ-----------ის მიერ კ----------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების ფაქტი, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. (დ/გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით).
ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული მეორე ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, შედეგი სიკვდილის სახით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა ყველაზე უფრო საშიშ და მძიმე მკვლელობას წარმოადგენს. აღნიშნული მუხლით განხორციელებული თუნდაც ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოება საკმარისია მკვლელობის ამ მუხლით კვალიფიკაციისთვის.
განსახილველი შემთხვევა წარმოადგენს სსკ-ის 111109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტს და გულისხმობს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას.
სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება მაშინაა სახეზე, როცა ოჯახის ერთი წევრი მკვლელობას ჩაიდენს ამავე ოჯახის სხვა წევრის მიმართ. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს მკვლელობის მოტივს, მთავარია დამნაშავეს გაცნობიერებული ქონდეს, რომ სიცოცხლეს უსპობს მისი ოჯახის წევრს. მკვლელობა შეიძლება ჩადენილ იყოს პირადი კონფლიქტის საფუძველზე წარმოქმნილი ჩხუბისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ოჯახის წევრის ცნებას და უთითებს, რომ ოჯახის წევრად ითვლება - ძმა. დადგენილია რომ გ--- ი-----ს ძე ფ-----ე და დ----- ი-----ს ძე ფ-----ე იყვნენ ძმები.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა და გამოკვლეულმა წერილობითმა მტკიცებულებებმა ნათლად დაადასტურეს 2019 წლის 01 თებერვლის ღამეს მომხდარი ფაქტი, კერძოდ: 2019 წლის 01 თებერვალს, დაახლოებით 01:30 საათზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მ--------------ში, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, გ-----------ეს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შეკამათება მოუვიდა ძმასთან დ--------------სთან, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ურთიერთშეპალარაკებით შეურაცხყოფილმა და განაწყენებულმა გ-----------ემ, შურისძიების მოტივით, განიზრახა ძმის დ-------------ის მკვლელობა, ამ მიზნით მან სახლიდან გამოიტანა გადაჭრილი სანადირო თოფი, საიდანაც გაისროლა მისი ძმის მიმართულებით, რა დროსაც მას თავის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანება, მიღებული დაზიანების შედეგად დ-------------- შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის არგუმენტაციას განზრახვის არარსებობასთან დაკავშირებით. ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულ გ-----------ის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ ფიზიკური ძიძგილაობისას ის წაიქცა იარაღით ხელში, წამოდგომისას დაეყრდნო იარაღს და ამ დროს უნებლიეთ გაისროლა, რომელიც მოხვდა გ-----------ეს და გარდაიცვალა. გვამის ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად: მოქ: დ-------------ის სიკვდილის მიზეზია თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობით... მოქ: დ-------------ის გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: თავის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა, შემავალი თავის ქალის ღრუში, შესავალი ხვრელით თხემ -კეფის მიდამოში მარჯვნივ, ტერფის ძირიდან 170 სმ დაშორებით, თავის ქალის რბილი საფარის, კუნთოვანი ქსოვილის, თავის ტვინის ნივთიერების დაზიანებით, ქალა-სარქველის და ფუძის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობებით არხის დასაწყის ნაწილში და კედლებში ღია მოწითალო (ალისფერი) ფერის სისხლჩაქცევებით - განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის (ჭურვების) გასროლის შედეგად, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან - წინ, მცირედ მარცხნიდან - მარჯვნივ, მცირედ ზემოდან - ქვემოთ სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–--ემ დააზუსტა, თუ რას ნიშნავდა დასკვნის ის ნაწილი სადაც მითითებულია: ,,ჭრილობის არხის მიმართულებით უკნიდან - წინ, მცირედ მარცხნიდან - მარჯვნივ, მცირედ ზემოდან - ქვემოთ სროლა ნაწარმოებია ახლო მანძილიდან...“; უკნიდან - წინ, მცირედ მარცხნიდან - მარჯვნივ ნიშნავს, რომ არც სრულად უკნიდან იყო და არც სრულად გვერდიდან ნასროლი. გარდა აღნიშნულისა ექსპერტმა განმარტა, რომ ჭრილობის არხის მიმართულებით და თავის ქალიდან ამოღებული უცხო სხეულების, ე.წ. საფანტის მიმართულების მიხედვით გასროლა ნაწარმოებია მცირედ ზემოდან - ქვემოთ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვაში მითითებულ გარემოებას დასაბუთებულად მიიჩნევს ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ მ-------------–--ის ჩვენებებთან თანხვედრილს და ვერ გაიზიარებს ბრალდებულისა და დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გასროლა შემთხვევით მოხდა.
ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმ კუთხით, რომ ბრალდების მხარის მოწმეები იძლევიან არასანდო ჩვენებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ფაქტობრივ გარემოებებს, ზოგიერთი მათგანი გაზვიადებულია და არ შეესაბამება სიმართლეს.
ამასთან მიმართებით სასამართლო განმარტავს: სხდომაზე დაკითხული ყველა მოწმე უთითებს გარემოებებს და ფაქტებს, რომელთაც თითოეული მათგანი 2019 წლის 01 თებერვლის ღამეს შეესწრო, ჩვენებები სასამართლოსათვის დამაჯერებელია და საქმის მასალებთან თანხვედრილი, გარდა აღნიშნულისა მათ მიერ განცხადებული ინფორმაცია არ მოდის წინააღმდეგობაში იმ წერილობით მტკიცებულებებთან, რაც სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული და ისეთი არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა საქმის გახილვისას არ გამოკვეთილა, რაც სასამართლოს მოწმეთა ჩვენებების სანდოობაში დააეჭვებდა.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე გ-------------------მ თავის ჩვენებაში აღნიშნა: თავდაპირველი კონფლიქტის შემდეგ, როცა ძმებმა კ----------–---–ის გამო ეზოში იჩხუბეს, გ-----------ე სახლში წავიდა, დ-------------ე შემობრუნდა, იყო ანერვიულებული, რაზეც გ-------------------მ მას შესთავაზა, რომ გაესეირნათ ავტომანქანით და დაწყნარდებოდა, დ-------------ეც დაეთანხმა, თუმცა სთხოვა, რომ მამა ი-------------ე გამოეყვანა სახლიდან. აღნიშნული გამოწვეული იყო იმითი, რომ ნასვამი გ-----------ე მამას ხშირად ეჩხუბებოდა.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების: გ------------ისა და ბ----–------ის ჩვენებებს, რომლებიც მომხდარ ფაქტს არ შესწრებიან და გადმოცემით იციან რა მოხდა, არიან ბრალდებულის ახლო ნათესავები (ბიძა და სიძე) მათი პოზიცია მიმართულია, გ-----------ის პიროვნული დახასიათებისკენ და არანაირი კავშირი არ აქვს 2019 წლის 01 თებერვლის დანაშაულებრივ ფაქტთან.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბალისტიკური ექსპერტიზის N9--- დასკვნის თანახმად: 1. რუსული წარმოების „ИЖК“ მოდელის სანადირო თოფის ლულის თვითნაკეთი წესით გადაკეთების და სახელურის თვითნაკეთი წესით დამზადების გზით დამზადებული 16 კალიბრის ერთლულიანი გადაჭრილი NA11660 (მორაკის NB14143) თოფი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და მიეკუთვნება გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. 2. ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის სანადირო ვაზნის 0- ცალი პლასტმასისკორპუსიანი მასრა გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 16 კალიბრის გლუვლულიანი გადაჭრილი NA11660 (მორაკის NB14143) თოფიდან. 3. ქარხნული წესით დამზადებული 16 კალიბრის 01 ცალი სანადირო ვაზნის გასროლა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რუსული წარმოების „ИЖК“ მოდელის სანადირო თოფის ლულის თვითნაკეთი წესით გადაკეთების და სახელურის თვითნაკეთი წესით დამზადების გზით დამზადებული 16 კალიბრის ერთლულიანი გადაჭრილი NA11660 (მორაკის NB14143) თოფიდან შესაძლებელია კალიბრების თავსებადობის გამო.
შესაბამისად დადგენილია ის გარემოება, რომ თოფი რომლიდან გასროლითაც გ-----------ემ მოკლა ძმა წარმოადგენს ლულაგადაჭრილ გლუვლულიან იარაღს და რომელიც ვარგისია გასროლების წარმოებისათვის, მითითებული იარაღი გამოძიებისას ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ასევე ამოღებული იქნა სამი ცალი გასროლილი მასრა, რომელთა გასროლაც შესაძლებელია მითითებული ლულაგადაჭრილი თოფიდან - კალიბრების თავსებადობის გამო.
ამასთან სავალდებულოა დადგენილ იქნეს მიზეზობრივი კავშირი პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა. საქმეში არსებული მტკიცებულებების, ასევე სხდომაზე მოწმეების მიერ გაცხადებული ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო ხაზს უსვამს ბრალდებულ გ-----------ის ქცევას კონფლიქტის წარმოშობის მომენტიდან დანაშაულის დამთავრებამდე.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, ასევე, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულ გ-----------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და ადასტურებს გ-----------ის მიერ ძმის - დ-------------ის განზრახ მკვლელობის ფაქტს.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა, რომ 2019 წლის 01 თებერვალს გ-----------ემ განზრახ მოკლა ძმა დ--------------, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა კ----------–---–ს. შესაბამისად, იგი არის პასუხისმგებელი იმ დანაშაულებზე რაც ჩაიდინა.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლით, რომლის თანახმად "ადამიანის სიცოცხლე დაცულია".
სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი პრაქტიკით ადასტურებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა. მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/0-, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ„ ქვეპუნქტით ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად კვალიფიკაციისთვის არ არის სავალდებულო, პირს ჰქონდეს დაზარალებულის მოკვლის სურვილი, საკმარისია, რომ მას გაცნობირებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (პირდაპირი განზრახვა) ან შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას (არაპირდაპირიგანზრახვა). (სუსგ #2კ-749აპ.-18, 31.05.19).
სსკ 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის დეფინიცია განსაზღვრავს, რომ მთავარია დამნაშავეს შეგნებული ქონდეს, რომ სიცოცხლეს უსპობს მისი ოჯახის წევრს და ამ დროს მოტივს მნიშვნელობა არა აქვს. მოცემულ შემთხვევაში გ-----------ეს სრულად შეგნებული ქონდა ის ფაქტი, რომ დ-------------- იყო მისი ძმა და რაიმე სახის შეცდომა მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით.
ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
მკვლელობა მატერიალური დანაშაულია და სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედობით, რა დროსაც უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
გ-----------ის განზრახვაზე მოეკლა ძმა - დ--------------, მიუთითებს ის გარემოება, რომ მან გაცნობიერებულად აიღო თოფი და ჰილძები, გაისროლა ჯერ ჰაერში, შემდეგ ესროლა ძმის ავტომანქანას და როცა დ--------------მ უსაყვედურა, შეეცადა მისთვის თოფის გამორთმევას, სწორედ სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანება მიაყენა თავში, თხემ-კეფის მიდამოში. დ-------------ისათვის მიყენებული ჭრილობის მიმართულებიდან და მდებარეობიდან, ასევე მოწმეთა ჩვენებიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ-----------ე ძმის - გ-----------ის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რაც პირადი კონფლიქტის საფუძველზე წარმოქმნილი იყო ჩხუბისას. ამასთან, უტყუარადაა დადგენილია, რომ გ-----------ის ქმედება, დ-------------ისათვის თოფის სროლა თავის არეში მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - მსხვერპლის სიკვდილთან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, რომ ბრალდებულმა - გ-----------ემ ძმასთან არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე, ჩხუბის ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივით, განზრახ მოკლა ძმა - დ--------------, რითიც მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით, მანვე ჩაიდინა კ----------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და ტარება, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გ-----------ის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ„ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელები თავისუფლების აღკვეთის სახით. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. გარდა აღნიშნულისა სასამართლო სასჯელის დანიშვნისას განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს და სპეციფიკას, ასევე მისი ჩადენის ხერხს და დამდგარ შედეგს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს და მის შემდეგომ არსებობას. უპირატესი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლის ხელშეუვალობა, რომ ყოველ მათგანს აქვს სიცოცხლის და თავისუფალი არჩევანის უფლება და მას დაცვა სჭირდება. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა, სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სერიოზულობას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს - მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 15.05.2019 წლის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად გ-----------ეს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა-ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხვრივ და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). ამდენად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
ამასთან, ბრალდებულ გ-----------ის სამართლებრივი სტატუსი იძლევა მის მიერ განხორციელებული დანაშაულის საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმად, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“.
ამდენად, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით თანახმად, წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ-----------ეს სასჯელი ასევე უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის (დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას) გამოყენებით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ„ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. სსკ 59.3. მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებს, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის #1--- განაჩენით გ--- ი-----ს ძე ფ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 05 წლით თ/აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 01 წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე 04 წელი ჩაეთვალა პირობითად ამავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით.
განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ქმედების ჩადენის დროს -გ-----------ე ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი, უზენასი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება და უზენასი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემებრის N349აპ-17 გადაწყვეტილება). ამდენად, ბრალდებულს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-----------ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა ნაწილობივი შეკრების პრინციპის საფუძველზე.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ გ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელების გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ გ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ბრალად წარდგენილი მუხლების შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში მოცემული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ამოცანებს. სწორედ ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელები - თავისუფლების აღკვეთა - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და გ-----------ის პიროვნების გათვალისწინებით, რაც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა: სამი ცალი მასრა, ერთი ცალი ვაზნა, ლულა და კონდახდამოკლებული, გადაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღი- გადაგზავნილ იქნას შს სამინისტროს შესაბამის სამსახურში შემდგომი განკარგვის მიზნით.
მუქი ლურჯი ფერის გადასაფარებელი, მოთეთრო-მოცისფრო ფერის სარჩულის მქონე ბალიში, დ-------------ის ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, გ------------------ისაგან ამოღებული ქურთუკი- დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
გ--- ფ-----ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
დაქტილობარათები, მინის ნამსხვრევები, საფანტის მარცვლები, ე.წ პიჟი, ერთი ცალი საბურავი, სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, დ-------------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუში, სისხლის ნიმუში, გ-----------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, თავის თმის ნიმუში. გ------------------ისგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, კ----------–---–ისგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების ნიმუში, ნერწყვის ნიმუში- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული გ-----------ე ცნობილი იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ბრალდებული გ-----------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ„ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ„ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქათველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ გ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
გ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
გ-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 01 თებერვლიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
სამი ცალი მასრა, ერთი ცალი ვაზნა, ლულა და კონდახდამოკლებული, გადაჭრილი ცეცხლსასროლი იარაღი- გადაგზავნილ იქნას შს სამინისტროს შესაბამის სამსახურში შემდგომი განკარგვის მიზნით.
მუქი ლურჯი ფერის გადასაფარებელი, მოთეთრო-მოცისფრო ფერის სარჩულის მქონე ბალიში, დ-------------ის ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, გ------------------ისაგან ამოღებული ქურთუკი- დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს.
გ--- ფ-----ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
დაქტილობარათები, მინის ნამსხვრევები, საფანტის მარცვლები, ე.წ პიჟი, ერთი ცალი საბურავი, სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, დ-------------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები, მარჯვენა და მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუში, სისხლის ნიმუში, გ-----------ის მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, თავის თმის ნიმუში. გ------------------ისგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები, ნერწყვის ნიმუში, კ----------–---–ისგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდების ნიმუში, ნერწყვის ნიმუში- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა #32, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, (ქ. ქუთისი, კუპრაძის ქუჩა #11.
მოსამართლე დარინა აბულაძე