გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002739210
საქმე №3/744-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე, ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე - ე-–-----ა მ----ე;
წარმომადგენლები - მ--------------------–--------–--ე;
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი;
წარმომადგენელი - გ-------------–--ე;
მესამე პირი - ა------------–----ე;
წარმომადგენელი - ნ------------ე;
მესამე პირები (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) - რ----------–-----------–--–---------–---–---------------–--ე;
მესამე პირი (ასკ-ის მე-16.2 მუხლი) - სს ,,ს----------–--------ი’’;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 მაისის N882013213950-03 გადაწყვეტილება მოსარჩელე ე-–-----ა მ----ის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 აგვისტოს N882016502890-07 გადაწყვეტილება მოსარჩელე ე-–-----ა მ----ის მიწის ნაკვთის გადაფარვის ნაწილში;
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 8 ოქტომბერს ე-–-----ა მ----ემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს, რათა მოეხდინა მემკვიდრეობის საფუძველზე ქ. ქუთაისში, მ. ბ--–-------ის მეორე შესახვევი N-- არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია, განცხადებასთან ერთად წარადგინა საკადასტრო აგეგმვითი (აზომვითი) ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისის მიერ განცხადების რეგისტრაცია შეჩერდა იმ მოტივით, რომ აღნიშნული საკადასტრო ნახაზი ზედდებაში იყო 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ მესამე პირებმა ადმინისტრაციულ ორგანოში წარადგინეს არასწორი საკადასტრო ნახაზი და დაირეგისტრირეს მის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რამაც გამოიწვია მის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ ნახაზთან გადაფარვა 1,87 სმ მიწის ნაკვეთის ნაწილში.
შესაბამისად მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ე-–-----ა მ----ის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში;
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით სადაო გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
3. მესამე პირის პოზიცია.
3.1. მესამე პირმა ა------------–----ემ და მის წარმომადგენელმა ნ------------ემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
3.2. მესამე პირებს რ----------–--ას, ნ-----–--–---------–---–ს და მ--------–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან, შესაბამისად სასამართლოსთვის უცნობია მათი პოზიცია.
3.3. მესამე პირი - სს ,,ს----------–--------მა წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ უნდა უზრუნველყოფს კეთილსინდისიერი იპოთეკარის უფლებების დაცვა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ს-----თა ქუჩის მე-2 შესახვევი N22 ეკუთვნოდა გ------- გ----ს (გ-------ს ძე) ძე უ--–--ას 1938 წლიდან 1969 წლამდე, საფუძველი: ლიტოფონის ქარხნის მე-4 მთავარი სამმართველოს ცნობა 14/5-45 და სამმართველოს 6/10 1969 წლის საქმე N2/1013 გადაწყვეტილება.
აღნიშნული სახლი შედგებოდა: 6 საცხოვრებელი ოთახისგან ფართით: 1) 15.31 კვ.მ; 2) 8,45 კვ.მ; 3) 8,76 კვ.მ. 4) 18,79 კვ.მ; 5) 12,35 კვ.მ; 6) 8,06 კვ.მ. ღია აივნისგან ფართით: 9,30 კვ.მ; სათავსოებისგან ფართით: 4,25 ჯ 6,30 მეტრზე; საპირფარეშოსგან ზომით: 1,60ჯ 1,20 მეტრზე.
დადგენილია, რომ 1978 წლის 18 მაისის მდგომარეობით მოხდენილია აღნიშნულ სახლზე უნებართვო რეკონსტრუქცია სახელდობრ: პირველ სართულზე არსებულ ღია აივანი გამოშენებულია კაპიტალურად და მოწყობილია შესასვლელი ოთახი ფართით: 8,36 კვ.მ და მიშენებულია ოთხი დამხმარე სათავსო ფართით: 1) 8,40 კვ.მ; 2) 8,23 კვ.მ; 3) 11,0 კვ.მ; 4) 6,60 კვ.ნ; მეორე სართულზე არსებული ღია აივანი იგივე ზომებში შეცვლილია შემინულ აივნად. სამხრეთის მხრიდან მოშენებულია კაპიტალური დამხმარე სათავსო ფართი: 11,74 კვ.მ და საცხოვრებელი ოთახი, რომლის ფართი იყო 8,06 კვ.მ. გაზრდილია 15,10 კვ.მ.-დე. ამ უკანასკნელზე მიდგმულია ბეტონის ღია ბაქანი ზომით: 2,70 ჯ2,95 მეტრზე, ასასვლელი კიბით.
საბოლოოდ სახლი შედგება 6 საცხოვრებელი ოთახისგან ფართით: 78,76 კვ.მ. დამხმარე სათავსოებით.
სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 24/10/1969 წლიდან სახლი გადავიდა ვ------- გ-------ს ძე უ--–--ას სახელზე. საფუძველი - სამემკვიდრეო მოწმობა 20/10-1969წ. რეესტრი: 15-15891.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება:
- 28.03.78 წლის ტექ. ბიუროს გამგეს წერილი, 18.05.78 წლის ტექ. ბიუროს გამგეს წერილი ( (იხ. ტომი 1, ს.ფ. 251-252; ს.ფ. 254-255);
- სამკვიდრო მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 253);
3.1.2. საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში (ს-----ს მე-2 შესახვევი N22) მესაკუთრეა ვ-------ი უ--–--ა (სამკვიდრო მოწმობა N15-15891, 20.10.1969, სააღრიცხვო ბარათი: 10/11/1951); ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საერთო სარგებლობა; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამურნეო; ფაქტიური ფართობი: 899,0000 კვ.მ. კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ფართი უ.დ.დ.-გარეშე 890,0000; მიწის ფართი უ.დ.დ.-ს გარეშე 94 წლამდე: 9,0000; სააღრიცხვო ბარათი: 10/11/1951; სააღრიცხვო ბარათი: 12/10/1992; ლიტერი: ა, დასახელება საცხოვრებელი სართულების რაოდენობა: 2; საერთო ფართი: (კვ.მ.) 63,66 კვ.მ. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 103,44კვ.მ. ლიტრი: ბ; დასახელება: საცხოვრებელი; სართულების რაოდენობა: 2; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 187,29 კვ.მ; ლიტერი: ბ; დასახელება: დამხმარე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 26,77 კვმ. ლიტერი: ვ-დ-ბ; დასახელება დამხმარე; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი: 5,33 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება:
- ინფორმაცია ობიექტზე (იხ. ტომი 1, ს.ფ. 242-243);
- ტექ.ინვენტარიზაციის არქივი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 259-260);
3.1.3. დადგენილია, რომ 2012 წლის 8 თებერვალს რ----------–--ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას დაურთო: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მომსახურების საფასური; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; სამკვიდრო მოწმობა; ელ-ვერსია; საკადასტრო ნახაზი.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 10 თებერვლის N882012052746-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ----------–--ას განცხადება ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
დადგენილია, რომ 2012 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის ქ. მე-2 შესახვევი N-- (ყოფ. N22) მდებარე უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით ირიცხება რ----------–--ას სახელზე. შენობა N1- 158,95 კვ.მ; N4- 2,2 კვ.მ; N5 – 12,3 კვ.მ; (ს/კ 0-----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება დართული დოკუმენტებით; რეგისტრაციის შესახებ N882012052746-03 გადაწყვეტილება (იხ.ტომი 1, ს. ფ. 140-148, ს. ფ. 64-65);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა (იხ.ტომი 2, ს. ფ. 20-22);
3.1.4. დადგენილია, რომ 2013 წლის 14 მაისს რ----------–--ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთზე (ქ. ქუთაისი, მ. ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N--) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას დაურთო: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; შიდა აზომვითი ნახაზი; ელ-ვერსია;
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 მაისის N882013213950-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ----------–--ას განცხადება ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ.
2013 წლის 20 მაისის მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის ქ. მე-2 შესახვევი N-- (ყოფ. N22) მდებარე უძრავი ნივთი თანასაკუთრების უფლებით ირიცხება რ----------–--ას და მ------ ქ----–----ის სახელზე; მ------ ქ----–----ე - შენობა N2- 210,25 კვ.მ, N3 – 1,60 კვ.მ; რ----------–--ა - შენობა N1- 47,2 კვ.მ; N4- 2,2 კვ.მ; N5 – 12,3 კვ.მ; N6 – 98,03 კვ.მ. (ს/კ 0-----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება, აზომვითი ნახაზი, საკადასტრო ნახაზი (იხ. ტომი1, ს.ფ. 134-137);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 67; იხ. ტომი 2, ს.ფ. 20-21);
- N882013213950-03 გადაწყვეტილება (იხ. ტომი1, ს.ფ. 93);
3.1.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 5 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა ნ-----–--–---------–---–მა ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში (ყოფ. ს-----ს ქ. N22) მდებარე უძრავ ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას დაურთო: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ხელშეკრულება; პირადობის მოწმობის ასლები; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; ელ. ვერსია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 აგვისტოს N882016502890-03 გადაწყვეტილებით ნ-----–--–---------–---–ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 აგვისტოს N882016502890-07 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ-----–--–---------–---–ის განცხადება ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში (ყოფ. ს-----ს ქ. N22) მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
დადგენილია, რომ 2016 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში (ყოფ. ს-----ს ქ. N22) მდებარე უძრავ ნივთი თანასაკუთრების უფლებით ირიცხება მ--------–--ის და ნ-----–--–---------–---–ის სახელზე.
ნ-----–--–---------–---–ი - შენობა N01- 70,67 კვ.მ; N04-2,19 კვ.მ.;
მ--------–--ე - შენობა N02-39,31 კვ.მ; N03- 12,30 კვ.მ;
ს/კ 0-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება, ხელშეკრულება უძრავი ნივთის გაყოფის შესახებ, საკადასატრო აზომვითი ნახაზი, (იხ. ტომი 1, ს.ფ. 150-154);
- N882016502890-03 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 129);
- N882016502890-07 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, სფ. 69);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 70-71);
- საკადასტრო გეგმა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 72);
3.1.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში (ყოფ. ს-----ს ქ. N22) მდებარე უძრავ ნივთი დაზუსტებული ფართობით 236.00კვ.მ. (ს.კ.0-----------, ნაკვეთის წინა ნომერი 0-----------) საკუთრების უფლებით ირიცხება ა------------–----ის სახელზე. შენობა N01- 140,97 კვ.მ; N02-01,60 კვ.მ; ს/კ 0-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 73-74);
- საკადასტრო გეგმა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 75);
3.1.7. დადგენილია, რომ ე-–-----ა მ----ე არის გ----- (გ------ი) მ----ის პირველი რიგის მემკვიდრე და მან საკუთრებაში მიიღო სრულად მამკვიდრებლის დანაშთი ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 19-21);
3.1.8. დადგენილია, რომ 2018 წლის 8 ოქტომბერს ე-–-----ა მ----ემ N892018869005 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს ქ. ქუთაისში, მ. ბ--–-------ის ქ. მე-2 შესახვევი N---ში მდებარე უძრავ ქონებაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
N892018869005 განცხადებაზე წარდგენილ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთი ზედდებაში აღმოჩნდა 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან.
მხარეთა შორის გამოვლენილი დავების მოგვარების მიზნით, ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ 2018 წლის 24 ოქტომბერს დანიშნა მედიატორი ნოტარიუსი. მედიაციაზე მოდავე მხარეების გამოუცხადებლობის გამო მედიაციის პროცესი შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აზომვითი ნახაზი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 34-35);
- N02.11.2018წ N891018869005-12 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 14);
3.1.9. დადგენილია, რომ ე-–-----ა მ----ემ საჩივრით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და 2013 წლის 20 მაისის N882013213950-03 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 25 აგვისტოს N450960 გადაწყვეტილებით ე-–-----ა მ----ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჩივარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18);
- N450960 გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 16-17);
3.1.10. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ნოემბრის N5007467118 დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზისათვის წარდგენილი, ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში, მდებარე მიწის ნაკვეთის ფაქტიური საზღვრის სიგრძე აღმოსავლეთ მხარეს (20,87მ) არ შეესაბამება წარდგენილ ტექ. ბიუროს გეგმაზე არსებულ (22,35მ). ს/კ 0-----------, ს/კ 0----------- და ს/კ 0----------- მიწის ნაკვეთების ფაქტიური საზღვრის სიგრძე აღმოსავლეთ მხარეს (35,80 მ) არ შეესაბამება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს (35,01კვ.მ);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N5007467118 ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 36-46_;
3.1.11. საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ოქტომბრის N5006645919 დასკვნით ირკვევა, რომ ექსპერტიზისათვის წარდგენილი, ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში მდებარე ა------------–----ის (ს/კ 0-----------) მიწის ნაკვეთის ფართობი ფაქტიურად არსებული საზღვრების მიხედვით შეადგენს 245,19 კვ.მ. აღნიშნული მიწის ნაკვეთის ფაქტიური საზღვრის სიგრძე ბ--–-------ის მე-2 შესახვევის (გზის) მხარეს შეადგენს 2,92 მეტრს; დამკვეთის მიერ მითითებული ჩიხის კუთხიდან, ა------------–----ის ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხემდე მანძილი შეადგენს - 35,80 მეტრს. დამკვეთს მიერ მითითებული ა------------–----ის ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხიდან, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N16-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხემდე მანძილი ფაქტიურად შეადგენს - 13,71 კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- N5006645919 ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 199-207);
3.1.12. 2009 წლის 23 თებერვალს შედგენილი მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, ქ. ქუთაისში ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ზე არსებული მიწის ნაკვეთის სართო ფართი შეადგენს: პირველადი ინვენტარიზაციით - 880კვ.მ. ფაქტიური ოდენობაა - 889კვ.მ. სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიწის ნაკვეთის სიგრძე შეადგენს 34.00კვ.მ.-ს, ხოლო წითელი ფერით დაფიქსირებულია 35.70კვ.მ. მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ მხარეს წითელი წყვეტილი ხაზის ფართობი შეადგენს 10.50კვ.მ.-ს. ამავე გეგმაზე შენიშვნაში მითითებულია: წითელი ფერით ამოხაზული უნებართვო მიწის ნაკვეთი აზომილია 1992 წელს (ტ.1; ს.ფ 177).
2012 წლის 12 იანვრის ტექნიკური აღრიცხვის არქივის საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N-- (ს-----ს მე-2 შეს.N22) მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 899კვ.მ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთზე ინფორმაციის თანახმად, ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N-- (ს-----ს მე-2 შეს.N22) მიწის ნაკვეთის ფაქტიური ფართია 899კვ.მ. კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ფართი უდრის 890.00კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საინვენტარიზაციო გეგმის (იხ. ტომი 1; ს.ფ. 177);
- საინვენტარიზაციო გეგმა (იხ. ტომი 1; ს.ფ. 240);
- უძრავ ნივთზე ინფორმაცია (იხ. ტომი 1; ს.ფ. 242—244);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსარჩელემ უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზედაც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ე-–-----ა მ----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული აქტები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 მაისის N882013213950-03 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 აგვისტოს N882016502890-07 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს და მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების ნუმერაციისა და მისამართების შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ,,????????? ???????’’ ??????????? ???????? და ??????????? ?????????? ???????? განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 10 თებერვლის N882012052746-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ----- უ----–--ას განცხადება საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და უძრავი ნივთი მდებარე: ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში (ს.კ.0-----------), მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი: 907.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით აღირიცხა რ----------–--ას სახელზე. საჯარო რეესტრის 2013 წლის 8 თებერვლის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთი მდებარე: ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში (ს.კ.0-----------), მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი: 907.00 კვ.მ. საკუთრების უფლებით ირიცხება რ----------–--ას და მ------ ქ----–----ის სახელზე.
2013 წლის 14 მაისს, რ----- უ----–--ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთზე (ქ. ქუთაისი, მ. ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N--) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას დაურთო: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; საკადასტრო აზომვითი ნახაზი; შიდა აზომვითი ნახაზი; ელ-ვერსია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 მაისის N882013213950-03 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ----- უ----–--ას განცხადება ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ.
დადგენილია, რომ 2016 წლის 5 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა ნ-----–--–---------–---–მა და ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში (ყოფ. ს-----ს ქ. N22) მდებარე უძრავ ნივთის დაყოფის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 აგვისტოს N882016502890-07 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ-----–--–---------–---–ის განცხადება ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში (ყოფ. ს-----ს ქ. N22) მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველი დავის საგანი ეხება სადავო რეგისტრაციების შედეგად მოსარჩელე მხარის უფლების შეზღუდვას, რომელიც გამოიხატა საჯარო რეესტრის მიერ 2013 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით უძრავი ნივთის - ს.კ.0----------- დაზუსტებული ფართობით 907.00 კვ.მ. აღრიცხვამ და შემდეგ, ამავე მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 აგვისტოს N882016502890-07 გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად ა------------–----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციამ. ამდენად, დასადგენია სადავო გადაწყვეტილებების მიღებისას ადგილი ჰქონდა თუ არა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ, დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია განსაზღვრავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტოს) მიერ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ინფორმაციის გაცემის წესებსა და პირობებს, წარმოებაში მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული ინსტრუქციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთაც არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი განსაზღვრავს რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. კერძოდ, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ: ა) უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა არ ექვემდებარება რეგისტრაციას; ბ) რეგისტრირებული უფლება, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; გ) სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოცემული, მიღებული ან შედგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) დადგენილი წესით გახდა ცნობილი სარეგისტრაციო დოკუმენტის გაუქმების ფაქტი; ე) წარმოდგენილია სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ითვალისწინებს რეგისტრაციაზე უარის თქმას; ვ) რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე; ვ1) სარეგისტრაციო მოთხოვნა რეგისტრირებული მონაცემების იდენტურია; ზ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 მაისის N882013213950-03 გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 აგვისტოს N882016502890-07 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ მისი მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში.
მოსარჩელე აღნიშნულ რეგისტრაციას არაკანონიერად მიიჩნევს და განმარტავს, რომ 2013 წლის 20 მაისის N882013213950-03 გადაწყვეტილების გამოცემით და შემდგომ, 2016 წლის 16 აგვისტოს N882016502890-07 გადაწყვეტილებით ისე დარეგისტრირდა მესამე პირების საკუთრების უფლება, რომ საჯარო რეესტრის მიერ არ იქნა გათვალისწინებული მათი საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში დაცული მასალებთან, შედეგად კი, სადავო რეგისტრაციები წარმოადგენს მისი საკუთრების უფლების აღრიცხვის დამაბრკოლებელი გარემოებას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2009 წლის 23 თებერვალს შედგენილი მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმაზე, რომლის თანახმად, ქ. ქუთაისში ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ზე არსებული მიწის ნაკვეთის სართო ფართი შეადგენს: პირველადი ინვენტარიზაციით - 880კვ.მ.-ს ფაქტიური ოდენობაა - 889კვ.მ. სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიწის ნაკვეთის სიგრძე შეადგენს 34.00 მ.კვ.-ს, ხოლო წითელი ფერით დაფიქსირებულია 35.70კვ.მ. მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ მხარეს წითელი წყვეტილი ხაზის ფართობი შეადგენს 10.50კვ.მ.-ს. ამავე გეგმაზე შენიშვნაში მითითებულია: წითელი ფერით ამოხაზული უნებართვო მიწის ნაკვეთი აზომილია 1992 წელს.
2012 წლის 12 იანვრის ტექნიკური აღრიცხვის არქივის საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად, ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N-- (ს-----ს მე-2 შეს.N22) მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 899კვ.მ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში რ----------–--ას, მ------ ქ----–----ისა და მ--------–--ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 907კვ.მ. ფართობის 0----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი დაიყო ჯერ ორ ნაკვეთად, საიდანაც: 1) 0----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 236.00კვ.მ წარმოადგენს ა------------–----ის საკუთრებას, 2) 0----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 672.00კვ.მ. ნ-----–--–---------–---–ის და მ--------–--ის საკუთრებას. თავის მხრივ, 0----------- საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთი კვლავ დაიყო და ორ ნაკვეთად, საიდანაც - 1) 0----------- საკადასტრო კოდის 175კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მ--------–--ის საკუთრებას, 2) 0----------- საკადასტრო კოდის 497კვ.მ. მიწის ნაკვეთი ნ-----–--–---------–---–ის საკუთრებას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ს.კ 0-----------, საჯარო რეესტრის 2013 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგენს დაზუსტებულ მონაცემებს და მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენს 907კვ.მ.-ს. ხოლო, ამავე მიწის ნაკვეთის ტექნიკური ინვენტარიზაციის მასალებში მითითებულია ფართობი - 880კვ.მ და 899კვ.მ., რაც აჩვენებს, რომ მიწის ნაკვეთის (დაყოფამდე) დაზუსტებული რეგისტრაციასა და საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებულ ფართობს შორის არსებობს კვადრატული მეტრების სხვაობა.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საინვენტარიზაციო გეგმაში ასახული ქ. ქუთაისში ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ზე არსებული მიწის ნაკვეთის სართო ფართი შეადგენდა: პირველადი ინვენტარიზაციით - 880კვ.მ. ხოლო ფაქტიურად ოდენობა იყო - 889 კვ.მ. დაზუსტებული რეგისტრაცია განხორციელდა 907 კვადრატულ მეტრზე, ხოლო დაყოფის შედეგად (907-497-175=235) საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ა------------–----ის მიწის ნაკვეთი ნაცვლად 235კვ.მ.-ისა შეადგენს 236კვ.მ-ს, ვლინდება ა------------–----ის მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობის 1 კვ.მ-ით გაზრდის ფაქტი, დაყოფამდე არსებულ ფართის ოდენობასთან შედარებით, თუმცა აღნიშნული ფართის ოდენობის ცვლილების დოკუმენტი საჯარო რეესტრში წარდგენილი არ ყოფილა.
ა------------–----ის მიწის ნაკვეთის ფართის ოდენობასთან დაკავშირებით ასევე, აღსანიშნავია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ოქტომბრის N5006645919 დასკვნაში მოცემული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში მდებარე ა------------–----ის (ს/კ 0-----------) მიწის ნაკვეთის ფართობი ფაქტიურად არსებული საზღვრების მიხედვით შეადგენს 245,19 კვ.მ. ამდენად, ა------------–----ე მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელობას ახორციელებს 245.19 კვ,მეტრის მიწის ნაკვეთზე, ხოლო რეგისტრირებული მონაცემები ასევე არ შეესაბამება ადმინისტრაციულ ორგანოში დაცულ მონაცემებს, რომელიც გაცილებით აღემატება მისი უფლების დამდგენი დოკუმენტების მონაცემებს.
ა------------–----ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობის უზუსტობის თაობაზე ასევე, საყურადღებოა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ნოემბრის N5007467118 დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზისათვის წარდგენილი, ქ. ქუთაისში, ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N---ში, მდებარე მიწის ნაკვეთის ფაქტიური საზღვრის სიგრძე აღმოსავლეთ მხარეს (20,87მ) არ შეესაბამება წარდგენილ ტექ. ბიუროს გეგმაზე არსებულს (22,35მ). ს/კ 0-----------, ს/კ 0----------- და ს/კ 0----------- მიწის ნაკვეთების ფაქტიური საზღვრის სიგრძე აღმოსავლეთ მხარეს (35,80მ.) არ შეესაბამება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს (35,01კვ.მ);
სასამართლო მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში გადმოცემული მონაცემებითა და საქმეში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად შესაძლებელია იმ დასკვნის გაკეთება, რომ სახეზეა შეუსაბამობა (ნაკვეთების ფაქტიური ოდენობა კვადრატულ მეტრებში, მათი საზღვრის სიგრძე აღმოსავლეთ მხარეს) - ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული ფართობის, ტექ.ინვენტარიზაციის მასალებისა და რეგისტრირებულ მონაცემებს შორის, რაც წარმოადგენს მოსარჩელისა და მესამე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გადაფარვის მონაკვეთს,. აღნიშნული გარემოება კი, მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციის დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ა------------–----ის საკუთრებაში რეგისტრირებული ფართი და ფაქტობრივად არსებული მიწის ნაკვეთის ფართი გაცილებით აღემატება ტექნიკური ინვენტარიზაციის დოკუმენტში მითითებული ფართის ოდენობას. ორივე ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ასევე ვლინდება (ს/კ 0-----------, ს/კ 0----------- და ს/კ 0----------- ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N--) მიწის ნაკვეთების საზღვრების სიგრძის შეუსაბამობა, კერძოდ ფაქტიური საზღვრის სიგრძე აღმოსავლეთ მხარეს (ე-–-----ა მ----ის მხარეს ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N--) - 35,80კვ.მ. არ შეესაბამება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს - 35,01კვ.მეტრს. ხოლო, ე-–-----ა მ----ის მიწის ნაკვეთის მდებარე - ბ--–-------ის მე-2 შესახვევი N--, ფაქტიური საზღვრის სიგრძე აღმოსავლეთის მხარეს (ა------------–----ის მხარეს) არის - 20.87კვადრატული მეტრი, რაც არ შეესაბამება ტექ.ბიუროს გეგმაზე არსებულ 22.35 კვადრატულ მეტრს.
ამდენად ირკვევა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ისე განხორციელდა მესამე პირების საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომ მესამე პირების, ხოლო შემდეგ ა------------–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება უფლების დამდგენი დოკუმენტებში დაფიქსირებულ ოდენობას. სასამართლოს მოსაზრებით კი, მითითებული სხვაობა იძლევა უკვე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკადასტრო ნახაზით მიწის ნაკვეთების იმ ნაწილში გადაფარვას, რაც საჯარო რეესტრის მიერ მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გახდა.
ამასთან ის გარემოება, რომ ა------------–----ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის იმ კონფიგურაციით რეგისტრაცია, რაც დღეს არის განხორციელებული ასევე არ შეესაბამება ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში დაცულ მონაცემებს, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ნახაზებით, სადაც ნათლად იკვეთება ჩრდილოეთის მხარეს - მოსარჩელე ე-–-----ა მ----ისა და მესამე პირის ა------------–----ის ნაკვეთების სასაზღვრე ზოლის ცვლილებით. განსახილველ შემთხვევაში მარეგისტრირებელმა ორგანომ არ გამოიკვლია რ----- უ----–--ას და ნ-----–--–---------–---–ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის კონფიგურაცია შეესაბამებოდა თუ არა ტექ.აღრიცხვის მასალებში დაცულ მონაცემებს. აღნიშნული გარემოების გამოკვლევის შემთხვევაშიც ნათლად გამოიკვეთებოდა მეზობლის (მოსარჩელის) ინტერესი, რომელიც ჩაბმული/მოწვეული უნდა ყოფილიყო, როგორც დაინტერესებულ მხარე, რაც არ ყოფილა განხორციელებული. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნული იძლევა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები მიღებულია ფაქტობრივი გარემოებებისა და დოკუმენტების გამოკვლევის გარეშე.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-61 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
ამავე მუხლის მე-62 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაამოწმოს სააგენტოსთვის წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემების სისწორე და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებთან შესაბამისობა.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი (პირველი ნაწილი). საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი (მე-2 პუნქტი).
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი ვალდებულია საჯარო რეესტრში უფლების/ვალდებულების რეგისტრაციისათვის წარსადგენი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი შეადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის შესაბამისად, რომლითაც ასევე განისაზღვრება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე N4 ბრძანების შესაბამისად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი არის ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ამსახველი დოკუმენტი. ამასთან საკადასტრო მონაცემები არის ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით ასახული, მიწის ნაკვეთის საზღვრის კონფიგურაციის და ადგილმდებარეობის, მასზე არსებული ნაგებობების, მათ შორის ხაზოვანი ნაგებობების, ასევე სერვიტუტის ან სხვა სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლების შესახებ გრაფიკულად და ტექსტურად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია (მუხლი 25). საკადასტრო აზომვით ნახაზზე, ამ ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ობიექტთა შემდეგი ტიპები: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) შენობა-ნაგებობა; გ) ცალკე უფლების ობიექტი (მუხლი 26).
ამავე ინსტრუქციის 14-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად (რეგისტრაციის დამატებითი პირობები), თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემულ საინფორმაციო ცნობაში, საინვენტარიზაციო გეგმაში ან/და ცნობა-დახასიათებაში არასწორი შეჯამების ან ნამრავლის შედეგად დატანილია მცდარი ფართობი, უფლებამოსილი პირი ვალდებულია თავად დაიანგარიშოს ფართობები და რეგისტრაცია მოახდინოს ახლად დაანგარიშებული ფართობების შესაბამისად. ამავე მუხლის 26-ე პუნქტის შესაბამისად (რეგისტრაციის დამატებითი პირობები), თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული (წარმოდგენილი) სარეგისტრაციო დოკუმენტით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ან ბინის ფართობი არ შეესაბამება აღნიშნული დოკუმენტის შექმნამდე ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ მონაცემებს, მაშინ ტექნიკური აღრიცხვის არქივი ინფორმაციას (ცნობა-დახასიათება და სხვა ინფორმაცია) გასცემს, ხოლო უფლების რეგისტრაცია წარმოებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით განსაზღვრული ფართობის შესაბამისად.
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში დარღვეული იქნა აღნიშნული ნორმები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჯეროვნად არ იყო გამოკვლეული და დადგენილი საქმის გარემოებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ მესამე პირების მიერ წარდგენილი არასწორი საკადასტრო აზომვითი ნახაზების პირობებში მარეგისტრირებელმა ორგანომ მასთან დაცული მონაცემებთან უერთიერთშედარების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.
აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხები (აზომვითი ნახაზის მონაცემების შეუსაბამობა) ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა და უძრავი ქონებების რეგისტრაციისას მათი სწორად და ზუსტად დადგენის შემთხვევაში, მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რომლითაც ზედდების/გადაფარვის ნაწილში შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის ინტერესების შელახვის აცილება.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო გადაწყვტილებებით რ----- უ----–--ას და ნ-----–--–---------–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი და შემდგომ ა------------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება წარმოადგენდა ე-–-----ა მ----ის მამკვიდრებლის (გ----- (გ------ი) მ----ის სახელზე რიცხულ და მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელსაც მოსარჩელე მხარის მამკვიდრებელი ფლობდა და სარგებლობდა. შესაბამისად მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის გზით დაედასტურებინა სადავო მიწის ნაკვეთის მესამე პირთა საკუთრებაში აღრიცხვის ფაქტის კანონიერება, რაც საქმის მასალებით დადასტურებული ვერ იქნა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტის მიღებისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება, ასეთი მიდგომით შესაძლოა დადგეს ისეთი შედეგი, როდესაც ერთის მხრივ ფორმალურად არსებობს ე-–-----ა მ----ის საკუთრების უფლება, ხოლო მეორე მხრივ კი იგი ვერ ახერხებს აღნიშნული უფლების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას, რაც იმ ხარისხით ზღუდავს საკუთრების უფლებას, რომ შინაარსს უკარგავს მას. დასახელებული გარემოება კი საბოლოო ჯამში ხელყოფს მოსარჩელის კანონიერ ინტერესს საკუთრებასთან დაკავშირებით, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებები (გადაფარვის ნაწილში) არსებითად ეწინააღმდეგება საჯარო რეესტრის შესახებ კანონს (ასევე აღნიშნული „ინსტრუქციას“) და არის დარღვეული მისი მომზადების კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (საქ. ზაკ-ის 95-ე და 96-ე მუხლები). აქედან გამომდინარე არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 მაისის N882013213950-03 გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 აგვისტოს N882016502890-07 გადაწყვეტილება ,,რეგისტრაციის შესახებ’’, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეს, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოსარჩელე ე-–-----ა მ----ის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს 100 (ასი) ლარს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 120 ლარი.
ამდენად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს ე-–-----ა მ----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო ე-–-----ა მ----ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 20 (ოცი) ლარი;
რაც შეეხება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯს და ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეულ ხარჯს, ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისს ე-–-----ა მ----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი) ლარის და ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ე-–-----ა მ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 20 მაისის N882013213950-03 გადაწყვეტილება მოსარჩელე ე-–-----ა მ----ის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში;
3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 16 აგვისტოს N882016502890-73 გადაწყვეტილება მოსარჩელე ე-–-----ა მ----ის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში;
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისს ე-–-----ა მ----ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
5. დაუბრუნდეს ე-–-----ა მ----ეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 20 ლარი (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 22/11/2018 წელი, გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი’’, გადამხდელი ე-–-----ა მ----ე, გადახდილი თანხა - 120 ლარი, სახაზინო კოდი 300183150);
6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისს ე-–-----ა მ----ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი) ლარის და ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი