გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.11.2019
საქმის ნომერი
080210018002414783
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
18.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1373-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28.10.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მ--–--------------

სხდომის მდივანი - თ-------–---–---------–----

მოსარჩელე - შპს ,, ი---- ბ--–-----ი“

დირექტორი - ი-–- გ--------ე

წარმომადგენელი - დ----- ან----ე

მოპასუხე- შპს ,,ბ-------–---ი“

წარმომადგენელი - მ------ ყ---–-–---–ი

მოპასუხე- შპს ,,ბ---------ა“

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ბ---------ა“-ს (წარმომადგენელი ს------------–---–ი) და შპს ,,ბ-------–---ი“-ს (წარმომადგენელი მერაბი ქავთარაძე) შორის, 2010 წლის 29 დეკემბერს დადებული N--------- სანოტარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,ბ---------ა“-მ შპს ,,ბ-------–---ი“-ს 4,730,000 ევროს ექვივალენტ ლარად მიყიდა მისი კუთვნილი 100%-იანი წილი მისსავე დაარსებულ შპს ,,ვ-------–ი“, როგორც თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობა.

1.2. შპს ,,ბ-------–---ი“-ს და შპს ,,ვინდექსს“ შორის 2011 წლის 6 იანვარს დადებული საწარმოთა შერწყმის (მიერთების) ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

1.3. მოპასუხე შპს ,,ბ---------ა“-ს და შპს ,,ვი-------“-ზე, შესრულებული სამუშაოთა ღირებულების - 977570 ლარის და შპს ,,ბ---------ა“- სათვის“ შპს ,,ი---- ბ--–-----ი“-ს კუთვნილი თანხების გადაცემით მიღებული ერთი მილიონი ლარის (რომლითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა შპს ,,ბ---------ა“ და შესაბამისად ,,ვი-------“) შპს ,,ი---- ბ--–-----ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.

 

დავის არსი:

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 18 აპრილს და 6 მაისს შპს „ ი---- ბ--–-----მა“ დირექტორ ი-–- გ--------ის სახით და შპს „ბ---------ა“-მ, დირექტორის გელა გიგოლაშვილის, შემდეგში გვარის შეცვლის შემდეგ იგივე გელა ო----–-–---–ის სახით, გააფორმა ურთიერთვალდებულების ხელშეკრულება, კერძოდ შპს „ი---- ბ--–-----ი“, როგორც მშენებელი და „შემსრულებელი“ კისრულობდა ვალდებულებას შპს „ბ---------ასთან“ როგორც დამკვეთთან შეესრულებინა ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამუშაოები.

 

2008 წლის 06 მაისს დადებული მეორე ხელშეკრულება ითვალისწინებდა შპს „ი---- ბ--–-----ი“-ს ანუ „შემსრულებლის“ მიერ 3,404,000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებას საგადსახადო ვალდებულების ჩათვლით. მეორე ხელშეკრულების თანახმად, შპს „ბ---------ა“ ანუ დამკვეთი, კისრულობდა ვალდებულების ავანსის სახით წინასწარ გადაეხადა სახელშეკრულებო თანხის 3,404,000 ლარის 40 % ანუ 1,361,600 ლარი, დანარჩენი თანხა დამკვეთს უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად, რომელიც აისახებოდა შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტში.

 

შპს „ი---- ბ--–-----მა“ 2008 წლის ბოლომდე, ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულა 2,919,555 ლარის სამშენებლო სამუშაოები, რაც დადასტურებულია დამკვეთის მიერ.

შესრულებული სამუშაოსათვის შპს „ბ---------ამ“ 2008 წლიდან 2013 წლის 18 აპრილამდე, ეტაპობრივად ნაწილ-ნაწილ აანაზღაურა 1,941,986 ლარი, ისე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი 40 %-იანი წინასწარი გადასახდელი არ გადაუხდია.

შესრულებული სამუშაოთა ღირებულების გადასახდელმა თანხამ შეადგინა 977,570.00 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით, 2010 წლის 16 ნოემბერს შპს ,,ბ---------ა’’-მ 100%-იანი წილით ჩამოაყალიბა შპს „ვი-------“, რომლის საწესდებო კაპიტალი 10 (ათ) ლარს შეადგენდა.

2010 წლის 08 დეკემბერს შპს „ბ---------ას“ პარტნიორთა დადგენილებით შპს „ვი-------ს“ კაპიტალში შეტანილი იქნა შპს „ბ---------ა“-ს მთლიანი უძრავ-მოძრავი, 10,845,300 ლარის ღირებულების ქონება, კერძოდ, მთლიანად ფარმაცევტული ქარხანა და მათ შორის შპს „ი---- ბ--–-----ის“ აშენებული შენობაც, რის გამოც 2010 წლის 08 დეკემბრიდან, შპს „ბ---------ას“ არავითარი მატერიალური ღირებულების ქონება აღარ გააჩნდა და იგი დარჩა აქტივების გარეშე, ცარიელ ქაღალდზე, ისე რომ შპს „ბ---------ას“ დირექტორს ამის შესახებ კრედიტორებისათვის არ უცნობებია, რასაც ,,მეწარმეთა შესახებ კანონი’’ ავალდებულებდა.

შპს „ვი-------“ გახდა შპს „ბ---------ა“-ს უფლებამონაცვლე, რადგან ამ უკანასკნელმა თავისი ქონება შპს „ვინდექსს“ გადაუფორმა და გაფორმდა, როგორც შვილობილი კომპანია , მაგრამ შპს „ბ---------ა“ ამაზე არ შეჩერდა და გადაწყვიტა ქონება გადაეტანა და გადაეფორმებინა უკვე მესამე სუბიექტზე, კერძოდ:

-2010 წლის 06 ოქტომბერს გ. ო----–-–---–ის მეგობარმა ა---------–----------ემ შპს „ბ---------ას“ (ანუ ფარმაცევტული ქარხანის) მისამართზე ნ----–---–-ს ქ. N65-ზე დააფუძნა შპს „ბ-------–---ი“ რომლის პარტნიორები 22 ნოემბრისათვის იყვნენ:

ა) ლუხუმი კაპანაძე 90%-ი.

ბ) ს------------–---–ი 10%-ი.

შპს „ბ-------–---ს“ ამ დროისათვის საწესდებო კაპიტალში ფაქტიურად არაფერი ღირებული არ გააჩნდა და არც რაიმე საბანკო ან სხვა აქტივები მის სახელზე არ ფიქსირდება, არც ფულადი, არც დებიტორ-კრედიტორების სახით.

2010 წლის 29 დეკემბერს შპს „ბ-------–---სა“ და შპს „ბ---------ას“ შორის ნოტარიუს ნინო ხოფერიას მიერ, 101309005 ნომერი სანოტარო მოქმედებით, გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ბ---------ა“-მ გაყიდა მის მიერვე დაფუძნებული „ვი-------“-ს 100%-იანი წილი 4,730,000 ევროს ექვივალენტურ ლარად.

თანხის დაფარვის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2011 წლის 10 თებერვალი.

შპს „ბ---------ა“-ს და შპს „ბ-------–---ს“ შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო ფიქტიურად და მყიდველს გამყიდველისათვის, ანუ შპს „ბ---------ისათვის“ ფული არ გადაუხდია, რადგან ფულის მიღების ფაქტი შპს „ბ---------აში“ აქტივებში არ აისახა, არც მაშინ და არც შემდგომ პერიოდში. მოხდა თვალთმაქცური გარიგება შპს „ვი-------სა“ და შპს „ბ---------ის“ შორის, შპს „ბ---------ა“-ს ყოფილი ქონება, ანუ ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა უსასყიდლოდ აღმოჩნდა ჯერ შპს „ვი-------“-ს, ხოლო შპს „ბ-------–---ი“-ს ხელში, რათა გაეთამაშებინათ „პატიოსანი“ მყიდველის ვარიანტი და „იუნ ბ--–-----ი“-ს ვეღარ მიეღო კუთვნილი თანხები.

-2011 წლის 06 იანვარს შპს „ვი-------“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა შპს „ბ-------–---ი“ გაფორმდა საწარმოთა შერწყმის ხელშეკრულება და შპს „ბ-------–---ი“ გახდა შპს „ვი-------ს“ უფლებამონაცვლე.

მოგვიანებით 2012 წლის 01 ოქტომბერს, შპს „ბ-------–---ის“ უძრავ-მოძრავ ქონებაში, ანუ ბათუმის ფარმაცევტულ ქარხანაში 90%-იანი წილი გაიფორმა მოპასუხე გელა ო----–-–---–მა , რომელსაც დღესაც ფლობს.

ზ/აღნიშნული გზით შპს „ბ---------ა“-ს ქონება, რომელიც შედგება ბათუმის ფარმაცევტული ქარხანისგან და ამ ქარხანაში გარკვეული წილი თავდაპირველად გელა ო----–-–---–ის ეკუთვნოდა, ეს ქარხანა სხვადასხვა ფირმის მეშვეობით გადავიდა ჯერ შპს „ვ-------–ი“ ხოლო შემდეგ შპს „ბ-------–---ში“ სადაც გელა ო----–-–---–ის წილი განისაზღვრა 90%-ით.

ე.ი. გელა ო----–-–---–მა ბათუმის ფარმაცევტული ქარხანა (ბ.ფ.ქ) შპს „ბ---------ადან“ - გადასცა ბ---------ას შვილობილ, 100%-იანი წილით დაარსებულ კომპანიას შპს „ვინდექსს“ რომელმაც შემდეგ ეს წილი ვითომ გაყიდა შპს „ბ-------–---ზე“ - სადაც 9%-იანი წილი მიიღო გელა ო----–-–---–მა.

შპს „ბ---------ა“-ს ხელმძღვანელობამ გელა ო----–-–---–ის ინტერესებიდან გამომდინარე, ზემოთ აღწერილი მაქინაციებით მოახდინა შპს „ბ---------ას“ უძრავ-მოძრავი ქონების და საბანკო აქტივების გადამალვა, მან ამ ხერხით თავი აარიდა შპს „ი---- ბ--–-----ისათვის“ ფულადი ვალდებულებების შესრულებას და ბიუჯეტსაც მიაყენა სერიოზული ზარალი, რადგან ყიდვა-გაყიდვა ითვალისწინებს საბიუჯეტი გადასახადსაც. პარალელურად, შპს „ბ---------ა“-ს საბანკო ვალდებულებები, ზედმეტი ხმაური, რომ არ გამოეწვია შპს „ბ---------ა“-ს გადატანილი აქვს ჯერ შპს „ვინდექსზე“, შემდეგ შპს „ბ-------–---ზე, რასაც მოწმობს საჯარო რეესტრის ამონაწერები შპს „ვი-------სა“ და შპს „ბ-------–---ის“ ვალდებულებათა შესახებ.

აღნიშნული სადავო თანხების შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა 2014 -2015 წლებში, კერძოდ დავა მიმდინარეობდა შპს „ბ-------–---სა“ და შპს „ი---- ბ--–-----ს“ შორის.

-ბათუმის საქ. სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ-------–---ს“ დაეკისრა შპს „იუნ ბ--–-----ის“ სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 977,570 ლარის ოდენობით.

-შპს „ბ-------–---ის“ მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამრთლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვა შპს „ი---- ბ--–-----ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ შპს „ბ-------–---ი“ არ არის შპს „ბ---------ას“ სამართალმემკვიდრე და შესაბამისად მოპასუხე.

გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

არსებული მოცემულობის გამო, სარჩელის მიზანია ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ბ---------ას“ და შპს „ბ-------–---ს“ შორის 2010 წლის 29 დეკემბერს დადებული „წილის ნასყიდობის“ ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება, რათა ქონება დაუბრუნდეს ძველ მესაკუთრეს შპს „ბ---------ა“-ს და შპს „ი---- ბ--–-----ისათვის“ ანაზღაურებული იქნეს შესრულებული სამუშაოების ღირებულება 1,977,570 ლარის ოდენობით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, წინამდებარე საქმე განსჯადობით გადმოეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შპს „ბ-------–---ი“-მ წარმოადგინა შესაგებელი და არ ცნო სარჩელი.

მოპასუხის განმარტებით, სარჩელი 2010 წლის 29 დეკემბრის წილის ნასყიდობის და 2011 წლის 06 იანვრის საწარმოთა შერწყმის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, მცდარი და უკანონოა, ხოლო მოთხოვნა ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:

მესამე პირს არ აქვს უფლება იდავოს გარიგების მხარეების ან/და მათი წარმომადგენლობითი ნაკლის ან საჭირო თანხმობების თაობაზე, მაშინ როდესაც მხარეები სადავოდ არ ხდიან გარიგებას ან/და კონტრაგენტის უფლებამოსილებას, ამ ნაწილში მოსარჩელე არასათანადო მხარეა; მხარე ვერ ასაბუთებს თუ რატომ, რომელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო არის მოჩვენებითი ან თვალთმაქცური, ამასთან სასარჩელო მოთხოვნა ზემოაღნიშნული გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნით ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელისათვის სულ მინიმუმ 2012 წლის 27 დეკემბრამდე (თავდაპირველი სარჩელის შემოტანის დრო) ცნობილი იყო სადავო გარიგებების არსებობის შესახებ;

 

მოპასუხის განმარტებით, შპს „ვინდექსზე“ სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ არც შპს „ბ---------ა“ უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა, არ არსებობს მათზე თანხის დაკისრების არც ფაქტობრივი და არც სამართლევბრივი შემადგენლობა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

შპს „ვი-------“ აღარ არსებობს და მისი უფლებამონაცვლეა შპს „ბ-------–---ი“ რომლის წინააღმდეგაც იმავე საფუძვლითა და მოთხოვნებით დავა უკვე წააგო მოსარჩელემ, რაც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით; გარდა აღნიშნულისა, ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ვალდებულება არ წარმოშობილა არც შპს „ბ-------–---ს“ და არც შპს „ვინდექსს“ შორის, რის გამოც პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი შპს „ვი-------“ ვერ გახდება შპს „ბ---------ა“-ს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობის ამღები პირი, ამასთან, ქონება, საიდანაც ვითომდა დაკმაყოფილების სურვილი აქვს მოსარჩელეს გასხვისებულია საჯარო აუქციონზე და მას სხვა მესაკუთრე ჰყავს, რაც საერთოდ გამორიცხავს აღიარებით სარჩელის დაკმაყოფილებას იურიდიული ინტერესის (მისაღწევი შედეგის) არარსებობის გამო.

 

2.2. შპს ,,ბ---------ა“-ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,ბ---------ა“ ს/ნ 2--------, 2019 წლის 05 მაისის მდგომარეობით რეგისტრირებულია ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ, მისამართზე, საქართველო, ბათუმი, ნონეშვილის N65.

მტკიცებულება: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (ტ.1. ს/ფ.).

 

3.1.2. დადგენილია, რომ ბათუმის საქ. სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ბ-------–---ს“ დაეკისრა შპს „იუნ ბ--–-----ის“ სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 977,570 ლარის ოდენობით.

-შპს „ბ-------–---ი“-ს მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამრთლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვა შპს „ი---- ბ--–-----ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ შპს „ბ-------–---ი“ არ არის შპს „ბ---------ა“-ს სამართალმემკვიდრე და შესაბამისად მოპასუხე.

გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

მტკიცებულება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება. (ტ.1. ს/ფ. 109-118).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2008 წლის 18 აპრილს შპს ”ი---- ბ--–-----მა” დირექტორ ი-–- გ--------ის სახით და შპს ”ბ---------ამ”, დირექტორ გელა ო----–-–---–ის სახით გააფორმეს ურთიერთვალდებულების ხელშეკრულება საამქროს მშენებლობის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად შპს ”ბ---------ა”, როგორც ”დამკვეთი” ვალდებული იყო ”შემსრულებლის” (შპს ”ი---- ბ--–-----ის”) სასარგებლოდ გადაეხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 2 613 326 ლარი ყველა საგადასახადო ვალდებულების ჩათვლით. ”დამკვეთი” ვალდებული იყო სამუშაოების შესრულების დაწყებამდე გადაეხადა ავანსის სახით საერთო ღირებულების 30%, ხოლო დანარჩენი თანხის ეტაპობრივად გადახდა მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

2008 წლის 6 მაისს შპს ”ბ---------ას”, როგორც ”დაკვეთს” და შპს ”ი---- ბ--–-----ს” როგორც ”შემსრულებელს” შორის კვლავ გაფორმა ხელშეკრულება საამქროების მოწყობის თაობაზე, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საამქროების მოწყობის სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის ”დამკვეთი”-ს მიერ ასანაზღაურებელი მთლიანი თანხა შეადგენდა 3 404 000 ლარს ყველა გადასახადის ჩათვლით. შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა მომხდარიყო გრაფიკის შესაბამისად ეტაპობრივად: პირველი ეტაპის დასაწყისში 40%-იანი ავანსირებით მთლიანი ღირებულების, ხოლო დანარჩენი თანხის ეტაპობრივად გადახდა მოხდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

მტკიცებულება:

- 2008 წლის 18 აპრილის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ. 21-22);

- შეთანხმება ხელშეკრულებაში დამატების შეტანის შესახებ (ტ.1. ს.ფ. 23).

- 2008 წლის 6 მაისის ხელშეკრულება (ტ.1.ს.ფ.24-25);

- ანგარიშსწორების გრაფიკი (ს.ფ. 26);

 

3.2.2. დადგენილია, რომ შპს ,,ი---- ბ--–-----მა” როგორც ”შემსრულებელმა” ვალდებულების შესაბამისად 2008 წლის მაის-ოქტომბრის თვეში შეასრულა 2 919 556 ლარის სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც დამკვეთმა შპს ”ბ---------ამ” სხვადასხვა დროს 2013 წლის 18 აპრილამდე გადაიხადა 1041986 ლარი, ასანაზღაურებელი კი დარჩა 977 570 ლარის შესრულებული სამუშაოს ღირებულება;

 

2013 წლის 18 აპრილს შპს ”ბ---------ას” დირექტორსა და შპს ”ი---- ბ--–-----ის” დირექტორს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის თახმადაც დადგენილია, რომ 2013 წლის 18 აპრილის მდგომარეობით შპს ’ბ---------ას” დავალიანება შპს ”ი---- ბ--–-----ის” მიმართ შეადგენს 977 570 ლარს.

მტკიცებულება:

- სარჩელი; შესრულებულ სამუშაოთა მოცულობის ფორმები და ურთიერთშედარების აქტები;

- 2013 წლის 18 აპრილის შედარების აქტი (ს.ფ. 28)

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2008 წლის 06 მაისის #01/05 ხელშეკრულების დამატებით (მიმდინარე ანგარიშსწორების გრაფიკი), შპს ,,ი---- ბ--–-----ი“ და შპს ,,ბ---------ა“ შეთანხმდნენ 2009 წლის 31 მარტიდან, 2010 წლის 30 ოქტომბრამდე გადასახდელი თანხის (ერთი მილიონი ლარი) გადახდის ვადაზე.

მტკიცებულება: (ტ.1.ს.ფ. 26)

3.2.4. დადგენილია, რომ 2009 წლის 15 ივნისის შედარების აქტით, შპს ,,ბ---------ა“ და შპს ,,ი---- ბ--–-----ი“ შეთანხმდნენ, რომ შპს ,,ბ---------ა“-ს შპს ,,ი---- ბ--–-----ი“ -ს სასარგებლოს ერიცხება 1078465.90 თეთრი.

მტკიცებულება: (ტ.1.ს.ფ. 27)

 

3.2.5. დადგენილია, რომ 2010 წლის 15 ნოემბერს შპს ,,ბ---------ა’’-მ 100%-იანი წილით ჩამოაყალიბა შპს „ვი-------“.

დადგენილია, რომ 2010 წლის 08 დეკემბერს შპს „ბ---------ა“-ს პარტნიორთა დადგენილებით შპს „ვი-------“-ს კაპიტალში შეტანილი იქნა შპს „ბ---------ა“-ს მთლიანი უძრავ-მოძრავი, 10,845,300 ლარის ღირებულების ქონება, კერძოდ, მთლიანად ფარმაცევტული ქარხანა.

მტკიცებულება: შპს ,,ბ---------ა’’-ს პარტნიორის გადაწყვეტილება; (ტ.1.ს.ფ.29-32 )

 

3.2.6. დადგენილია, რომ 2010 წლის 06 ოქტომბერს შპს „ბ---------ა“-ს მისამართზე, ბათუმი, ნ----–---–-ს ქ. N65-ზე დააფუძნდა შპს „ბ-------–---ი“ რომლის პარტნიორები 22 ნოემბრისათვის იყვნენ:

ა) ლუხუმი კაპანაძე 90%-ი.

ბ) ს------------–---–ი 10%-ი.

შპს „ბ-------–---ს“ ამ დროისათვის საწესდებო კაპიტალში ფაქტიურად არაფერი ღირებული არ გააჩნდა და არც რაიმე საბანკო ან სხვა აქტივები მის სახელზე არ ფიქსირდება, არც ფულადი, არც დებიტორ-კრედიტორების სახით.

დადგენილია, რომ 2010 წლის 29 დეკემბერს შპს „ბ-------–---სა“ და შპს „ბ---------ას“ შორის ნოტარიუს ნინო ხოფერიას მიერ, 101309005 ნომერი სანოტარო მოქმედებით, გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს „ბ---------ა“-მ გაყიდა მის მიერვე დაფუძნებული „ვი-------“-ს 100%-იანი წილი 4,730,000 ევროს ექვივალენტურ ლარად.

თანხის დაფარვის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2011 წლის 10 თებერვალი.

დადგენილია, რომ 2011 წლის 06 იანვარს შპს „ვი-------“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა შპს „ბ-------–---ი“ გაფორმდა საწარმოთა შერწყმის ხელშეკრულება და შპს „ბ-------–---ი“ გახდა შპს „ვი-------ს“ უფლებამონაცვლე.

მტკიცებულება: (ტ.1.ს/ფ. 33-51-83).

3.2.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას სამეწარმეო სუბიექტებს შორის განხორციელებული წილის გასხვისების, ან/და ახალი საწარმოს დაფუძნების გარიგების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევის შესახებ, რადგან ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 144მუხლით დასაშვებია საწარმოს რეორგანიზაცია, ხოლო საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია: ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება); ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება); გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა).

2. პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით პარტნიორთა უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს ხელახლა, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

 

გარდა ამისა, მოჩვენებითი გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თვალთმაქცური გარიგების ნორმატიულ შინაარსს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). სასამართლო განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა, შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ერთი მხრივ, შპს ,,ბ---------ა“-ს და მეორე მხრივ შპს ,,ბ-------–---ი“-ს შორის 2010 წლის 29 დეკემბერს დადებული N--------- სანოტარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,ბ---------ა“-მ შპს ,,ბ-------–---ი“-ს 4,730,000 ევროს ექვივალენტ ლარად მიყიდა მისი კუთვნილი 100%-იანი წილი მისსავე დაარსებულ შპს ,,ვ-------–ი“, დადებულია თვალთმაქცურად, რადგან გარიგება არ ეწინააღმდეგება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესს.

 

ანალოგიურად უსაფუძვლოა მოთხოვნა შპს ,,ბ-------–---ი“-ს და შპს ,,ვინდექსს“ შორის 2011 წლის 6 იანვარს დადებული საწარმოთა შერწყმის (მიერთების) ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

გარდა ამისა, უდავო ფაქტია, რომ შპს ,,ბ---------ა“ – (ს/ნ 2--------), 2019 წლის 05 მაისის მდგომარეობით რეგისტრირებულია ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ, მისამართზე, საქართველო, ბათუმი, ნონეშვილის N65 და წარმოადგენს მოქმედ ორგანიზაციას, რომელსაც საკუთარი ნებით შეუძლია განახორციელოს უფლებები და იკისროს ვალდებულებები.

 

3.2.8. სასამართლოს მიაჩია, რომ სარჩელი საფუძვლიანია მოპასუხე შპს ,,ბ---------ა“-ს მიმართ შესრულებული სამუშაოთა ღირებულების - 977,570 ლარის და შპს ,,ბ---------ა“- სათვის“ შპს ,,ი---- ბ--–-----ი“-ს კუთვნილი თანხების გადაცემით მიღებული ერთი მილიონი ლარის შპს ,,ი---- ბ--–-----ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრების ნაწილში, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2008 წლის 18 აპრილს და 6 მაისს შპს „ ი---- ბ--–-----მა“ დირექტორ ი-–- გ--------ის სახით და შპს „ბ---------ა“-მ, დირექტორის გელა გიგოლაშვილის, გვარის შეცვლის შემდეგ იგივე გელა ო----–-–---–ის სახით, გააფორმა ურთიერთვალდებულების ხელშეკრულება, კერძოდ შპს „ი---- ბ--–-----ი“, როგორც მშენებელი და „შემსრულებელი“ კისრულობდა ვალდებულებას შპს „ბ---------ასთან“ როგორც დამკვეთთან შეესრულებინა ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამუშაოები.

 

შესრულებული სამუშაოთა ღირებულების გადასახდელმა თანხამ შეადგინა 977,570.00 ლარი. გარდა ამისა, დადგენილია, რომ 2008 წლის 06 მაისის #01/05 ხელშეკრულების დამატებით (მიმდინარე ანგარიშსწორების გრაფიკი), შპს ,,ი---- ბ--–-----ი“ და შპს ,,ბ---------ა“ შეთანხმდნენ 2009 წლის 31 მარტიდან, 2010 წლის 30 ოქტომბრამდე გადასახდელი თანხის (ერთი მილიონი ლარი) გადახდის ვადაზე. (ტ.1.ს.ფ. 26). დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,ბ---------ა“-ს ვალდებულება არ შეუსრულებია, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა შპს „ბ-------–---ი“-ს და შესაბამისად, შპს ,,ვი-------“-ს მიმართ, რადგან სსს კოდექსის 106.ბ-ე მუხლით მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:

 

ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბათუმის საქ. სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ბ-------–---ს“ დაეკისრა შპს „ი---- ბ--–-----ი“-ს სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 977,570 ლარის ოდენობით.

-შპს „ბ-------–---ი“-ს მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამრთლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვა შპს „ი---- ბ--–-----ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ შპს „ბ-------–---ი“ არ არის შპს „ბ---------ა“-ს სამართალმემკვიდრე და შესაბამისად მოპასუხე.

გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა სარჩელი შპს ,,ბ-------–---ი“-ს და შპს ,,ვინდექსს“ შორის 2011 წლის 6 იანვარს დადებული საწარმოთა შერწყმის (მიერთების) ხელშეკრულების ბათილად ცნობის და შპს ,,ვი-------“-ზე, ერთი მილიონის ლარის მოთხოვნის ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ი---- ბ--–-----ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: მოპასუხე შპს ,,ბ---------ა“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს შესრულებული სამუშაოთა ღირებულების თანხა 977,570.00 ლარი და 2008 წლის 06 მაისის #01/05 ხელშეკრულების დამატებით, მიმდინარე ანგარიშსწორების გრაფიკით გათვალისწინებული ერთი მილიონი ლარი.

სხვა ნაწილში შპს ,,ი---- ბ--–-----ი“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 649-ე, 361-ე მუხლებით; მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ი---- ბ--–-----მა” და შპს ,,ბ---------ა”-მ დადეს ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, მაგრამ შპს ,,ბ---------ა“-ს მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება ჯეროვნად და არ იქნა გადახდილი შესრულებული მიღებული საქონლის ღირებულება სრულად, რის გამოც მისი დავალიანება შპს ,,ი---- ბ--–-----ის” მიმართ შეადგენს 977 570 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

6.3. სასამართლოს მიაჩია, რომ სარჩელი საფუძვლიანია მოპასუხე შპს ,,ბ---------ა“-ს მიმართ შესრულებული სამუშაოთა ღირებულების - 977,570 ლარის და შპს ,,ბ---------ა“- სათვის“ შპს ,,ი---- ბ--–-----ი“-ს კუთვნილი თანხების გადაცემით მიღებული ერთი მილიონი ლარის შპს ,,ი---- ბ--–-----ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრების ნაწილში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2008 წლის 18 აპრილს და 6 მაისს შპს ,,ი---- ბ--–-----მა“ დირექტორ ი-–- გ--------ის სახით და შპს „ბ---------ა“-მ, დირექტორის გელა გიგოლაშვილის, გვარის შეცვლის შემდეგ იგივე გელა ო----–-–---–ის სახით, გააფორმა ურთიერთვალდებულების ხელშეკრულება, კერძოდ შპს „ი---- ბ--–-----ი“, როგორც მშენებელი და „შემსრულებელი“ კისრულობდა ვალდებულებას შპს „ბ---------ასთან“ როგორც დამკვეთთან შეესრულებინა ბათუმის ფარმაცევტული ქარხნის ტერიტორიაზე მშენებლობისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. დადგენილია, რომ 2008 წლის 06 მაისს დადებული მეორე ხელშეკრულება ითვალისწინებდა შპს „ი---- ბ--–-----ი“-ს ანუ „შემსრულებლის“ მიერ 3,404,000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებას საგადასახადო ვალდებულების ჩათვლით. მეორე ხელშეკრულების თანახმად, შპს „ბ---------ა“ ანუ დამკვეთი, კისრულობდა ვალდებულების ავანსის სახით წინასწარ გადაეხადა სახელშეკრულებო თანხის 3,404,000 ლარის 40 % ანუ 1,361,600 ლარი, დანარჩენი თანხა დამკვეთს უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად, რომელიც აისახებოდა შესაბამისად მიღება-ჩაბარების აქტში. დადგენილია, რომ შპს „ი---- ბ--–-----მა“ 2008 წლის ბოლომდე ხელშეკრულების შესაბამისად შეასრულა 2,919,555 ლარის სამშენებლო სამუშაოები, რაც დადასტურებულია დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის შპს „ბ---------ა“-მ 2008 წლიდან 2013 წლის 18 აპრილამდე, ეტაპობრივად ნაწილ-ნაწილ აანაზღაურა 1,941,986 ლარი, ისე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი 40 %-იანი წინასწარი გადასახდელი არ გადაუხდია.

 

დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოთა ღირებულების გადასახდელმა თანხამ შეადგინა 977,570.00 ლარი. გარდა ამისა, დადგენილია, რომ 2008 წლის 06 მაისის #01/05 ხელშეკრულების დამატებით (მიმდინარე ანგარიშსწორების გრაფიკი), შპს ,,ი---- ბ--–-----ი“ და შპს ,,ბ---------ა“ შეთანხმდნენ 2009 წლის 31 მარტიდან, 2010 წლის 30 ოქტომბრამდე გადასახდელი თანხის (ერთი მილიონი ლარი) გადახდის ვადაზე. (ტ.1.ს.ფ. 26). დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,ბ---------ა“-ს ვალდებულება არ შეუსრულებია, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა შპს „ბ-------–---ი“-ს და შესაბამისად, შპს ,,ვი-------“-ს მიმართ, რადგან სსს კოდექსის 106.ბ-ე მუხლით მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია:

ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბათუმის საქ. სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ბ-------–---ს“ დაეკისრა შპს „ი---- ბ--–-----ი“-ს სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 977,570 ლარის ოდენობით.

-შპს „ბ-------–---ი“-ს მიერ გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამრთლოში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვა შპს „ი---- ბ--–-----ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ შპს „ბ-------–---ი“ არ არის შპს „ბ---------ა“-ს სამართალმემკვიდრე და შესაბამისად მოპასუხე.

გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, უსაფუძვლოა სარჩელი შპს ,,ბ-------–---ი“-ს და შპს ,,ვინდექსს“ შორის 2011 წლის 6 იანვარს დადებული საწარმოთა შერწყმის (მიერთების) ხელშეკრულების ბათილად ცნობის და შპს ,,ვი-------“-ზე, ერთი მილიონის ლარის მოთხოვნის ნაწილში.

 

6...ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას სამეწარმეო სუბიექტებს შორის განხორციელებული წილის გასხვისების, ან/და ახალი საწარმოს დაფუძნების გარიგების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევის შესახებ, რადგან ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 144მუხლით დასაშვებია საწარმოს რეორგანიზაცია, ხოლო საწარმოს რეორგანიზაციის სახეებია: ა) გარდაქმნა (სამართლებრივი ფორმის ცვლილება); ბ) შერწყმა (გაერთიანება, მიერთება); გ) გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა).

2. პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილებით პარტნიორთა უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს ხელახლა, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

3. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.

4. საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს (მიერთება) თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ (გაერთიანება). შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს პარტნიორთა უფლება-მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი წილის პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.

5. საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს გაყოფის შედეგად წარმოქმნილ საწარმოში ადრინდელი პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შეცვლას. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა, თუ სხვა მიზნით. ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე კეთილსინდისიერად მოქმედებდა, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მოჩვენებით გარიგებად მიიჩნიოს, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, მიზანზე, რაც მათი მიერ გარეგანი ნების გამოვლენას არ შეესაბამება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გარიგების ბათილობის საფუძვლად უთითებს შპს ,,ბ---------ა“-ს მიერ სხვა კომპანიის დაფუძნებას და მისთვის ქონების გადაცემას და არ იკვეთება მხარეთა მიერ ნების გამოვლენის ნაკლი.

 

-თვალთმაქცური გარიგების ნორმატიულ შინაარსს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). სასამართლო განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა, შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ერთი მხრივ, შპს ,,ბ---------ა“-ს და მეორე მხრივ შპს ,,ბ-------–---ი“-ს შორის 2010 წლის 29 დეკემბერს დადებული N--------- სანოტარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,ბ---------ა“-მ შპს ,,ბ-------–---ი“-ს 4,730,000 ევროს ექვივალენტ ლარად მიყიდა მისი კუთვნილი 100%-იანი წილი მისსავე დაარსებულ შპს ,,ვ-------–ი“, დადებულია თვალთმაქცურად, რადგან გარიგება არ ეწინააღმდეგება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესს.

 

ამდენად, ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა შპს ,,ბ-------–---ი“-ს და შპს ,,ვინდექსს“ შორის 2011 წლის 6 იანვარს დადებული საწარმოთა შერწყმის (მიერთების) ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.

 

გარდა ამისა, უდავო ფაქტია, რომ შპს ,,ბ---------ა“ – (ს/ნ 2--------), 2019 წლის 05 მაისის მდგომარეობით რეგისტრირებულია ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ, მისამართზე, საქართველო, ბათუმი, ნონეშვილის N65 და წარმოადგენს მოქმედ ორგანიზაციას, რომელსაც საკუთარი ნებით შეუძლია განახორციელოს უფლებები და იკისროს ვალდებულებები.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შპს ,,ბ---------ასთან“ მიმართებით შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მესამე ნაწილით კი დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის 5000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად გადაუვადდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, მოპასუხე შპს ,,ბ---------ა“-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ი---- ბ--–-----ი“-ს სასარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1.შპს შპს ,,ბ---------ა“-ს დაეკისროს შპს ,,ი---- ბ--–-----ი“-ს სასარგებლოდ 977. 570 ლარის გადახდა.

1.2. შპს შპს ,,ბ---------ა“-ს დაეკისროს შპს ,,ი---- ბ--–-----ი“-ს სასარგებლოდ 1,000, 000 (ერთი მილიონი) ლარის გადახდა.

 

2. შპს ,,ი---- ბ--–-----ი“- ს სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

3.დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ბ---------ა“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მ--–--------------