გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3232549-2/054-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19 ნოემბერი 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ა------ს მუნიციპალიტეტში - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
მოსარჩელე - ა-–-----------ე
მოპასუხე - თ------------------ე, ქ---------------ე,წარმომადგენელი - დ----------–--–---–ი,დავის საგანი: უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხეებს თ------------------ეს და ქ---------------ეს დაევალოთ გაანთავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ა-–-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ა------ს რაიონი, ს---------ს ქ. N1-, დაზუსტებული ფართობის 800 კვ.მ. ს/კ 6-.0--0--2---0--0-- და შეწყვიტონ მისი უკანონოდ ფლობა.
მოსარჩელეებმა სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელემ 1994 წლის 17 მაისს შეიძინა საცხოვრებელი სახლი, მდებარე: დაბა ა-----ა, ს---------ს ქ. N1-, მისი საკურების უფლება რეგისტრირებულია 20-- წლის 22 დეკემბერს საჯარო რეესტრში კოდით 6-.0--0--2---01/0--, რომელიც უკანონოდ დაკავებული აქვთ მოპასუხეებს. მან არაერთხელ სთხოვა უკანონო ხელშეშლის აღკვეთა მოპასუხეებს, მაგრამ ისინი კვლავ აგრძელებენ მისი საკუთრების გამოყენებას და არ აძლევენ გამოყენების საშალებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მართალია სახლი მოსარჩელის სახელზეა რეგისტრირებული, მაგრამ მათი თანაცხოვრების პერიოდში მოხდა სახლის გაფართოება (მიშენება), ასევე მათ მიერ მოხდა სახლის გარემონტება,რაშიც დიდი ხარჯი აქვთ გაღებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა-–-----------ის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე დაბა ა-----ა, ს---------ს ქ. N1-, 800.00 კვ.მ. დაზუსტებული ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობა, N1, ბინა N4, ფართი: 48,6- კვ.მ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; (ტომი 1. ს/ფ. 1--15).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეებს თ------------------ეს და ქ---------------ეს მესაკუთრის ნებართვის გარეშე დაკავებული აქვთ უძრავი ქონება, მდებარე დაბა ა-----ა, ს---------ს ქუჩა N1-, ს/კ 6-.0--0--2---0--0--, რომელიც წარმოადგენს ა-–-----------ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1 ს.ფ.1--15);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა-–-----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე, 158-ე, 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის 1-ლი აბზაცის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. იგი ნიშნავს ყოველი მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას ფლობდეს და განკარგავდეს ქონებას. დაუშვებელია საკუთრებაში არსებული ქონების თვითნებურად ჩამორთმევა, ეს უფლება დაცულია საერთაშორისო სამართლებრივ აქტით - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად, მისი დებულებების შესრულება სავალდებულოა. კერძოდ, კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ამდენად, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აქტებით რეგლამენტირებულია პირთა საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმები სხვათა ხელყოფისაგან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება).
გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მოწესრიგებულია ზოგადი მოთხოვნების საფუძველზე, მათ შორისაა კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პიტივისცემით მოპყრობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული პრინციპი გამოვლენილია მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლითაც დადგენილია, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის თანახმად, ნივთის განკარგვის უფლებას კანონმდებელი მის მესაკუთრეს ანიჭებს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება წარმოიშობა თუ: 1. მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; 2. ნივთი იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში; 3. მოპასუხეს არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონიერი საფუძველი. ამდენად, მოსარჩელე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელით მიმართავს სასამართლოს მაშინ, როცა იგი არის ნივთის მესაკუთრე და შელახულია ნივთზე მისი მფლობელობის უფლება, კერძოდ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა.
2019 წლის 11 ივლისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ №6-.0--0--2---0--0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენს ა-–-----------ის საკუთრებას.
აღნიშნულ უძრავ ქონებას უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები, რის გამოც მოსარჩელე ა-–-----------ეს შეზღუდული აქვს საკუთრებით სარგებლობის უფლება. მათ მიერ სადაო ქონების ფლობას რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. მოსარჩელეს კი უფლება აქვს ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, თავისუფლად განკარგოს საკუთრება, რაშიც ხელს უშლიან მოპასუხეები უკანონო მფლობელობით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე, მაგრამ ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.
განსახილველ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სადავო ნივთზე საკუთრების უფლება მოიპოვა და ასეთად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არის მოსარჩელე.
6.4. სადავო ნივთზე ა-–-----------ეს გააჩნია საკუთრების უფლება და ის არ არის შეზღუდული მოპასუხეთა მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 16--162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე ა-–-----------ე აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ საპირისპირო ვერ დაამტკიცა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპასუხეების მხრიდან განთავისუფლების და უკანონო ფლობის შეწყვეტის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს უნდა დაევალოთ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე დაბა ა-----ა ს---------ს ქ.N1- ს.კ.6-.0--0--2---0--0-- და შეწყვიტონ მისი უკანონოდ ფლობა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილი თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლი ადგენს: სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.”
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველის ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ხელშეშლის აღკვეთა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, შესაბამისად, აღნიშნულ დავაზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 6- (სამოც) ლარს.
სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეებს თ------------------ეს და ქ---------------ეს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 6- (სამოცი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ა-–-----------ეს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს თ------------------ეს და ქ---------------ეს დაევალოთ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე დაბა ა-----ა, ს---------ს ქ.N1-, ს.კ.6-.0--0--2---0--0-- და შეწყვიტონ მისი უკანონოდ ფლობა.
3. მოპასუხე თ------------------ეს და ქ---------------ეს ა-–-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის 61 ლარის გადახდა.
4 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ა------ს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (დ. ა-----ა ვარძიის ქ.N117) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 1- დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა------ს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გია ბერაია