გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 030310519003022601
№3/59-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი 2019 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე მ-----–- ტ---------
წარმომადგენელი ნ-------- ტ---------
მოპასუხეები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისი
წარმომადგენელი კ------- ი------
მესამე პირები: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი ლ--–- ჭ----------
მესამე პირები: მ----- ჭ----------, რ----- წ---–---, თ------ ს------
დავის საგანი მოპასუხისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხეს განახორციელოს მისი (მ-----–- ტ----------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.ფოთში, ჭ-------ის ჩიხი N--- არსებული შენობა-ნაგებობების და მათ ქვეშ არსებული მიწის ფართობებზე, კერძოდ: 1. საღორე (შენობა-ნაგებობა) 749.06 კვ.მ.; 2. სამორიგეო ჯიხური (შენობა) 10.23 კვ.მ; 3. საწყობი და ლაბორატორია (შენობა-ნაგებობა) – 140 კვ.მ. 4. საპირფარეშო 3 კვ.მ.
მოსარჩელის მოსაზრება
ფოთის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1976 წლის 20 ოქტომბრის N15/506 გადაწყვეტილებით ფოთის მ----------- კ---–------------ კ---–----ს დამხმარე მეურნეობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი 4,0 ჰა. 1978 წლის 21 ივნისის N18/600 გადაწყვეტილებით კი გადაეცა ხელოვნური ტბა და მიწის ნაკვეთი. ფოთის მ----------- კ---–-----------ის გამგეობამ 1991 წლის ოქტომბრის თვეში თავისი ქონება მიყიდა კოოპერატივ ,,ს-----ს“ რისთვისაც ამ უკანასკნელმა გადაიხადა შესაბამისი საფასური. 2000 წელს შპს ,,ს-----ს“ დამფუძნებლებმა: მ-----ი ჭ----------მ, თ------ ს------მ და რ-----ი წ---–---მ, ერთობლივი განცხადებით მიმართეს ოჩამჩირის რაიონისა და ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოს კოოპერატივ ,,ს-----ს“ სამართალმემკვიდრე - შპს ,,ს-----ს“ რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნით.
ოჩამჩირის რაიონული და ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 02 აგვისტოს დადგენილებით, მეწარმეთა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად, განახორციელა საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში შემდეგი ჩანაწერით: 1. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს-----“; 2. დამფუძნებლები: მ-----ი ჭ----------, თ------ ს------, რ-----ი წ---–---. დადგენილებაში მითითებულია საზოგადოების სამეურნეო წილის შესახებ, ძირითადი საქმიანობა (მეტწილად ფერმერულ საქმიანობაზეა საუბარი), საზოგადოების საწესდებო კაპიტალი და იურიდიული მისამართია: ქ.ფოთი, დ----- ა----–-----–ის ქ.N--, რეგისტრაციის N---, ხელს აწერს მოსამართლე და დასმულია სასამართლოს მრგვალი ბეჭედი.
შპს ,,ს-----ზე“, მისამართი: ქ.ფოთი, დ----- ა----–-----–ის ქ.N--, 10.08.2000 წ. გაცემულია რეგისტრაციის მოწმობა N1-------, რეგისტრირებულია საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ჩართულია საქართველოს საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიან სახელმწიფო რეგისტრში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი. შპს ,,ს-----ს“ წესდება რეგისტრირებულია 02.08.2000 წ. ოჩამჩირის რაიონისა და ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოს მიერ, დადგენილება N---, მოსამართლის ხელმოწერილია, დამოწმებულია სასამართლოს მრგვალი ბეჭდით.
ანუ, კოოპერატივი ,,ს-----“ 2000 წლის 02 აგვისტოს მეპაიეთა გადაწყვეტილებით გარდაიქმნა შპს ,,ს-----დ“ და სასამართლოს მიერ დამტკიცდა წესდება. 2009 წლის 07 აპრილს შპს ,,ს-----ს“ დამფუძნებელთა კრების ოქმით საზოგადოებას შეეცვალა სახელწოდება და ნაცვლად შპს ,,ს-----სი“ გარდაიქმნა შპს ,,ჰ---–------ ჯ------ ფ-----ად“, იმავე გადაწყვეტილებით 100% წილის მესაკუთრე გახდა ა---------– ტ---------, ხოლო დამფუძნებელმა მ----- ჭ----------მ თ----- ს------მ და რ----- წ---–---მ დაუთმეს რა ა---------– ტ---------- თავიანთი წილი და აქტივები გავიდნენ საზოგადოებიდან. იმავე დღეს შეიქმნა შპს ,,ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ის“ წესდება, რომლითაც დგინდება, რომ ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ი არის შპს ,,ს-----ს“ სამართალმემკვიდრე, ხოლო ა---------– ტ--------- 100%-იანი წილის მფლობელი. შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 19 მაისის N1361 ბრძანებით შევიდა ცვლილება შპს ,,ს-----ს“ სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შესაბამისად. შპს ,,ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ის“ 2010 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,ფ-----ის“ შემდეგი მატერიალური აქტივები: საღორე, შენობა-ნაგებობა 749.06 კვ.მ. სამორიგეო ჯიხური, 10.23 კვ.მ. საწყობი და ლაბორატორია 140 კვ.მ, საპირფარეშო 3 კვ.მ, ტბა-წყლის სარკე 24.830 კვ.მ, საძოვარი სასოფლო-სამეურნეო მიწა 25300 კვ.მ, მიწის ნაკვეთი 17191 კვ.მ. 2016 წლის 29 დეკემბერს მ-----–- ტ---------მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინათ მის სახელზე ზემოაღნიშნული ქონება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით მ-----–- ტ---------- უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. აღნიშნული გადაწყვტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელმაც 2017 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით ასევე, უარი უთხრა რეგისტრაციაზე იმ მოტივით, რომ მ----------- კ---–------------ კ---–----ის არასრულყოფილად დაცულ დოკუმენტებში 1990-1992 წლებში კოოპერატივ ,,ს-----სათვის“ აღნიშნული ნაკვეთის მიყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოჩნდა. მოსარჩელეს გააჩნია 1991 წლის 06 ნოემბრის საგადასახადო დავალება N3, სადაც მითითებულია, რომ კ---–------------ ,,კ---–----მა“ კოოპერატივ ,,ს-----ს“ მიყიდა მეღორეობის ფერმა. წარადგინეს ცნობა გაცემული მ----------- კ---–------------ კ---–----იდან 1991 წლის 31 სექტემბრის მუშა მოსამსახურეთა კრების ოქმის საფუძველზე კოოპერატივ ,,ს-----მ“ შეიძინა დამხმარე მეურნეობა მეღორეობის ფერმა, ასევე, წარდგენილია გ--------------–- ქ--------–- ბ----ს ცნობა იმის შესახებ, რომ კოოპერატივ ,,ს-----მ“ კ---–------------ ,,კ---–----ს“ 1991 წლის 06 ნოემბერს დაურიცხა 38000 მანეთი, ხოლო 1991 წლის 15 ნოემბერს დამატებით 20526.36 მანეთი.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ კოოპერატივ ,,ს-----ს“ ხელახალი რეგისტრაცია უნდა გაეკეთებინა 1996 წელს, რაც არ გაკეთდა, ყოველ შემთხვევაში, გააკეთა თუ არა არ ჩანს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ამბობს, რომ დაკარგულია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, ვინაიდან ის საკუთრება არ იყო სახელმწიფოზე იყო გადაცემული.
შპს ,,ს-----" 2000 წელს დარეგისტრირდა, სადაც მითითებულია, რომ ის არის კოოპერატივის სამართალმემკვიდრე და ეს ასახული არის წესდებაში. რომც არ გაევლო ხელახალი რეგისტრაცია და თუნდაც მომხდარიყო ქონების ლიკვიდაცია, ქონება მაინც დამფუძნებელს უნდა დარჩენოდა. კოოპერატივმა ,,ს-----მ“ 1996 წელს გაიარა ხელახალი რეგისტრაცია, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტები ვერ მოიძებნა.
მოსარჩელის განმარტებით შენობები მ-----–- ტ---------- მფლობელობაში გადავიდა 2010 წელს და ამის შესახებ დოკუმენტაციაც არსებობს.
მისი განმარტებით პირველი რეგისტრაცია განხორციელდა 1990 წელს აღმასკომის მიერ, მაგრამ დაახლოებით 2 წელიწადში აღმასკომის შენობაში გაჩნდა ხანძარი და ყველაფერი განადგურდა.
კოოპერატივისა და მისი სამართალმემკვიდრე შპს ,,ს-----ს“ დამფუძნებლებს მ-----–- ტ----------თან არანაირი პრეტენზია არა აქვთ, რადგან მათ ქონება მიჰყიდეს ა---------– ტ----------.
2. მოპასუხის პოზიცია
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნებს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონული ოფისის მიერ შესრულდა მისთვის, როგორც საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელი მარეგისტრირებელი ორგანოსათვის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებით დაკისრებული სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების ვალდებულება, დაცულ იქნა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. აქედან გამომდინარე, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამეგრელოს რეგიონული ოფისის გადაწყვეტილება კანონიერია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. სამეგრელოს რეგიონულმა ოფისმა შესაბამისი ორგანოებიდან ინფორმაცია გამოითხოვა ფიზიკურ პირ მ-----–- ტ----------ა და შემდეგ შპს ,,ს-----ზე“, რაც არასწორად მიიჩნია დაინტერესებულმა პირმა. მ-----–- ტ--------- ადმინისტრაციულ საჩივარში უთითებდა, რომ სარეგისტრაციო სამსახურს არქივიდან უნდა გამოეთხოვა ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ის“ მიერ კოოპერატივ ,,ს-----ზე“ ქონების მიყიდვის დოკუმენტები. ასევე, ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებები მიწის ნაკვეთის ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ისთვის“ გამოყოფის თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სააგენტომ მოითხოვა მ-----–- ტ---------- მიერ მითითებული დოკუმენტები, კერძოდ, ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ისთვის“ ქ.ფოთში, ნ-----ის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე, ფოთის მ----------- კ---–------------ კ---–----ის მიერ ამავე ნაკვეთის კოოპერატივ ,,ს-----სთვის“ მიყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნულის პასუხად სააგენტოს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მომართვით გადმოეგზავნა ფოთის ადგილობრივ არქივში დაცული ფოთის მ–-------–--- დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1976 წლის 20 ოქტომბრის N15/506 გადაწყვეტილება ,,ფოთის მ----------- კ---–------------ კ---–----ისათვის დამხმარე მეურნეობის მოსაწყობად მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ“ და ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1978 წლის 21 ივნისის N18/600 გადაწყვეტილება ფოთის მ----------- კ---–------------ კ---–----ისთვის თევზის სატბორე მეურნეობის მოსაწყობად ხელოვნური ტბის გადაცემის შესახებ. ხოლო მ----------- კ---–------------ კ---–----ის არასრულყოფილად დაცულ დოკუმენტებში 1990-1992 წლებში კოოპერატივ "ს-----სათვის" აღნიშნული ნაკვეთის მიყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოჩნდა. 2017 წლის 18 აგვისტოს მიღებულ იქნა N340474 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს N340474 გადაწყვეტილება კანონიერია და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე არ არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
მესამე პირთა პოზიცია
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და განმარტა, რომ ის არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე, არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ქონება არის აღრიცხული ტექ. ბიუროში და საკუთრების უფლება მან უკვე მოიპოვა. ტექ. ბიუროში აღრიცხვა ეს არის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, აქ არის მხოლოდ უძრავი ქონება აღრიცხული რომლის შემდგომ მას უნდა მოეპოვებინა საკუთრების უფლება, რომლისთვისაც სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად უნდა არსებობდეს წერილობითი ფორმით დადებული გარიგება, რომელიც რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში. საკუთრება დასტურდება მხოლოდ საჯარო რეესტრის ამონაწერით, მასალებში ამონაწერი წარდგენილი არ არის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. კოოპერატივ კ---–----ს სარგებლობისთვის გამოეყო მიწის ნაკვეთი, შემდეგ კოოპერატივ "ს-----ზე" გადავიდა ეს უფლება უძრავ ქონებაზე, რომელიც აღრიცხული იყო ტექ. ბიუროში თუმცა, შემდეგ საჯარო რეესტრში კოოპერატივ "ს-----ს" არ აქვს რეგისტრირებული. შემდეგ უფლება დაურეგისტრირებელი ნივთი კერძო სამართლის იურიდიულ პირებს გადაეცათ სარგებლობაში. ვინაიდან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ჯერ კიდევ არ აღურიცხავთ აღნიშნული ქონება პარტნიორთა კრების საფუძველზე მ-----–- ტ---------ზე ისე მოხდა ქონების გადაცემა. კერძო სამართლის იურიდიულ პირს შეეძლო მოეპოვებინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მაგრამ მან ეს უფლება დაკარგა 2012 წლის 01 იანვრიდან. ვინაიდან მ-----–- ტ---------ზე უფლება დაურეგისტრირებელი ნივთი იქნა გადასული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა.
მ----- ჭ----------, რ----- წ---–---, თ----- ს------ მხარს უჭერენ მოსარჩელე მხარის პოზიციას მათთან დაკავშირებულ გარემოებებთან მიმართებაში და აღნიშნავენ, რომ მათ კოოპერატივ ,,ს-----ს“, რომელიც სამართალმემკვიდრე გახდა შპს ,,ს-----ს“ მისი კუთვნილი ქონება მიჰყიდეს ა------------ს, ამიტომ რაიმე პრეტენზია ამ კუთხით არ გააჩნიათ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფოთის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1976 წლის 20 ოქტომბრის N15/506 გადაწყვეტილების შესაბამისად, ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ის“ 1976 წლის 31 აგვისტოს N802 წერილის საფუძველზე გამოეყო მასვე ნ-----ის უბანში ქარხნის მომიჯნავედ 4.0 ჰა მიწის ნაკვეთი დამხმარე მეურნეობის მოსაწყობად.
3.2.2. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1978 წლის 21 ივნისის N18/600 გადაწყვეტილების თანახმად, გამოეყო ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ს“ თევზის სატბორე მეურნეობის მოსაწყობად მდ. რ-----ს ს-------- ტ-----ს მარჯვენა მხარეს რეფულირებულ ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნური ტბის სარკე 20.5 ჰა, სულ 23 ჰა. საფუძველი - მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ის“ 1978 წლის 24 აპრილის N02-330 მომართვა. დაევალა ფოთის მ----------- კ---–------------ კ---–----ს ჩაეტარებინა ტბის ნაპირის გასწორების სამუშაოები, გაეფართოვებინა მდინარის გასწვრივ ტბის მიერ დატბორილი ავტოსამანქანო გზა და თვით დახურული მიწისქვეშა კოლექტორებით დაეკავშირებინა მდინარე რ-----სათვის.
3.2.3. ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ის“ გამგეობის 1991 წლის 31 ოქტომბრის სხდომის ოქმის მიხედვით, გამოეყო სათანადო კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა ფერმის, როგორც საბრუნავი და საწარმოო, ასევე, ძირითად საშუალებების აღწერა და მის შემდეგ მოხდეს მისი სრული გაყიდვა დადგენილი წესის მიხედვით.
3.2.4. ფოთის მ----------- კ---–------------ კ---–----ის 1991 წლის 30 სექტემბრის N-- განკარგულების შესაბამისად, ფოთის მ----------- კ---–------------ კ---–----ის გამგეობის დადგენილებით გადაწყდა, რომ წლების მანძილზე წამგებიანი დამხმარე მეურნეობა მეღორეობის ფერმა გაიყიდოს მთლიანად მისი საბრუნავი, საწარმოო და ძირითადი საშუალებებით, რისთვისაც შეიქმნა კომისია. კომისიას დაევალა სამი დღის განმავლობაში მოეხდინა, როგორც საბრუნავი და საწარმოო, ასევე, ძირითადი საშუალებების აღწერა, რათა დადგენილი წესის მიხედვით მომხდარიყო მისი შემდგომი გაყიდვა.
3.2.5. ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ის“ თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, კოოპერატივ ,,ს-----მ“ ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----იდან“ 1991 წლის 31 სექტემბრის მუშა-მოსამსახურეთა კრების ოქმის საფუძველზე შეიძინა დამხმარე მეურნეობა (მეღორეობის ფერმა) და გადაურიცხა 58526 მანეთი და 36 კაპიკი.
3.2.6. გ--------------–- ქ--------–- ბ----ს ფოთის N-- ფილიალის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, კოოპერატივმა ,,ს-----მ“ 1991 წლის 06 ნოემბერს ქ.ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ის“ სახელზე გადარიცხა 38000 მანეთი, მეღორეობის ფერმის საფასური კოოპერატივის თავმჯდომარის მ----- ჭ----------ს მეშვეობით.
3.2.7. გ--------------–- ქ--------–- ბ----ს ფოთის N-- ფილიალის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, კოოპერატივმა ,,ს-----მ“ 1991 წლის 15 ნოემბერს ქ.ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ის“ სახელზე გადარიცხა 20526.36 მანეთი, მეღორეობის ფერმის საფასური კოოპერატივის თავმჯდომარის მ----- ჭ----------ს მეშვეობით.
3.2.8. ფოთის მ----------- კ---–-----------ის მიერ დამტკიცებული 1991 წლის 31 ოქტომბრის აქტის თანახმად, ფოთის მ----------- კ---–------------ კ---–----ის გამგეობის N104 განკარგულების თანახმად, მეღორეობის ფერმის გაყიდვასთან დაკავშირებით მოახდინეს საწარმოს უფროსზე კ---–-----------ის კუთვნილი ძირითადი საშუალებების გადაბარება ფოთის საწარმოო კოოპერატივ ,,ს-----ზე“.
3.2.9. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფოთის სამმართველოს 2000 წლის 28 იანვრის წერილით მ----- ჭ----------ს განემარტა, რომ ვინაიდან ორგანიზაცია ვისგანაც მათ შეიძინეს კერძო საკუთრებაში მეღორეობის ფერმა არის თვითმმართველობაზე დამყარებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მის ბალანსზე რიცხული ქონება არ მიეკუთვნება სახელწიფო საკუთრებას, ამიტომ საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების შესახებ კანონის შესაბამისად, მ----------- კ---–------------ კ---–----ის ბალანსზე რიცხული ქონების გაყიდვა არ საჭიროებდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებას და შესაბამისი საპრივატიზებო კომისიის გადაწყვეტილებას. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ქონების გასხვისება მოხდა 1991 წელს, სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი კი შეიქმნა 1992 წელს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ----------- კ---–------------ კ---–----ს ჰქონდა უფლება კოლმეურნეობის გამგეობის კრების გადაწყვეტილების საფუძველზე გაესხვისებინა მის ბალანსზე რიცხული ქონება, კერძოდ ამ შემთხვევაში მეღორეობის ფერმა, რაც შეეხება ობიექტზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის პირობებს იგი რეგულირდება ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აღნიშნულის შესახებ უნდა მიმართონ მიწის მართვის საქალაქო განყოფილებას.
3.2.10. 2000 წელს შპს ,,ს-----ს“ დამფუძნებლებმა: მ-----ი ჭ----------მ, თ------ ს------მ და რ----- წ---–---მ, ერთობლივი განცხადებით მიმართეს ოჩამჩირის რაიონისა და ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოს კოოპერატივ ,,ს-----ს“ სამართალმემკვიდრე - შპს ,,ს-----ს“ რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნით.
3.2.11. ოჩამჩირის რაიონული და ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 02 აგვისტოს დადგენილებით, მეწარმეთა შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-4 და მე-5 მუხლების თანახმად, განახორციელა საწარმოს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში შემდეგი ჩანაწერით: 1. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა - შპს; 2. დამფუძნებლები: მ----- ჭ----------, თ----- ს------, რ----- წ---–---. დადგენილებაში მითითებულია საზოგადოების სამეურნეო წილის შესახებ, ძირითადი საქმიანობა (მეტწილად ფერმერულ საქმიანობაზეა საუბარი), საზოგადოების საწესდებო კაპიტალი და იურიდიული მისამართი: ქ.ფოთი, დ----- ა----–-----–ის ქ.N--, რეგისტრაციის N---, ხელს აწერს მოსამართლე და დასმულია სასამართლოს მრგვალი ბეჭედი.
3.2.12. შპს ,,ს-----ზე“, მისამართი: ქ.ფოთი, დ----- ა----–-----–ის ქ.N--, 10.08.2000 წ. გაცემულია რეგისტრაციის მოწმობა N1-------, რეგისტრირებულია საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, ჩართულია საქართველოს საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიან სახელმწიფო რეგისტრში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო კოდი.
3.2.13. შპს ,,ს-----ს“ წესდება რეგისტრირებულია 02.08.2000 წ. ოჩამჩირის რაიონისა და ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოს მიერ, დადგენილება N---, მოსამართლე - ზ.მიქაია, დამოწმებულია სასამართლოს მრგვალი ბეჭდით.
3.2.14. 2000 წლის 19 სექტემბრის ცნობის თანახმად, შპს ,,ს-----“ ნამდვილად იმყოფება აღრიცხვაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------.
3.2.15. 2001 წლის 31 იანვრის ქვითრის თანახმად, გადახდილია 298 ლარი და 89 თეთრი.
3.2.16. 2001 წლის 28 დეკემბერს შედგენილი ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტში მფლობელად მითითებულია კოოპერატივი ,,ს-----“.
3.2.17. 2002 წლის 03 იანვარს გაცემულ N1 ცნობა-დახასიათებაში მითითებულია, რომ ნ-----ის ტერიტორიაზე მდებარე: ერთსართულიანი ბლ. საღორე, ორსართულიანი ბლ. ხის საწყობი, ლაბორატორია, ერთსართულიანი ბლ.ჯიხური რეგისტრირებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებში პირადი საკუთრების უფლებით, კოოპერატივი ,,ს-----“ არის 100 %-იანი წილის მფლობელი, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 1991 წლის 31 ოქტომბრის კრების ოქმი და 1991 წლის 31 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი.
3.2.18. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 02 აპრილის წერილით, მ-----–- ტ---------- ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული მონაცემებით შპს ,,ს-----ს“ მოძრავი ქონება არ არის დატვირთული გირავნობის უფლებით.
3.2.19. 2009 წლის 02 აპრილის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის თანახმად, შპს ,,ს-----ს“ მთელ ქონებაზე ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრში, მოთხოვნის მომენტისათვის, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
3.2.20. 2009 წლის 02 აპრილის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, შპს ,,ს-----ს“ მთელ ქონებაზე ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრში, მოთხოვნის მომენტისათვის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებული არ არის.
3.2.21. 2009 წლის 07 აპრილის შპს ,,ს-----ს“ დამფუძნებელთა კრების ოქმის შესაბამისად, შეიცვალა შპს ,,ს-----ს“ სახელწოდება და დარეგისტრირდა შპს ,,ჰ---–--------- ჯ----- ფ-----ად“.
3.2.22. 2009 წლის 07 აპრილის წილის დათმობის ხელშეკრულების შესაბამისად, ა---------– ტ---------მ მიიღო მ----- ჭ----------ს მიერ გადაცემული წილი 33,33%, თ----- ს-----ის მიერ გადაცემული წილი 33,33% და რ----- წ---–---ს მიერ გადაცემული წილი 33,33%. მასზე გადავიდა ის უფლებები, რაც წილის დათმობისას ეკუთვნოდა დამფუძნებლებს.
3.2.23. შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 19 მაისის N1361 ბრძანების თანახმად, საზოგადოების დამფუძნებელთა 2009 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით შეიცვალა შპს ,,ს-----ს“ საფირმო სახელწოდება და ახალი სახელწოდებაა შპს ,,ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ი“.
3.2.24. 2016 წლის 28 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა მ-----–- ტ---------მ და მოითხოვა ქ.ფოთში, ჭ-------ის ჩიხში (ნ-----ის ტერიტორია) მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
3.2.25. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 05 ივნისის N882016908431-18 გადაწყვეტილებით მ-----–- ტ---------- უარი ეთქვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.
3.2.26. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 18 აგვისტოს N340474 გადაწყვეტილების თანახმად, მ-----–- ტ---------- უარი ეთქვა 2017 წლის 04 ივლისის N335184/17 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
3.2.27. შპს ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ის პარტნიორის კრების N3 ოქმის თანახმად, დაკმაყოფილდა შპს ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ის კრედიტორის მ-----–- ტ---------- მოთხოვნა და მისი ვალის ქონებით გაქვითვის მიზნით, საკუთრებაში გადაეცა შემდეგი მატერიალური აქტივები: საღორე (შენობა-ნაგებობა) 749.06 კვ.მ, სამორიგეო ჯიხური (შენობა) 10.23 კვ.მ, საწყობი და ლაბორატორია (შენობა-ნაგებობა) 140.0 კვ.მ, საპირფარეშო 3.0 კვ.მ, ტბა (წლის სარკე) 24830 კვ.მ, საძოვარი (სასოფლო-სამეურნეო მიწა) 25300 კვ.მ, მიწის ნაკვეთი 17191 კვ.მ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
- მოსარჩელე მ-----–- ტ---------- დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
- უნდა დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ამავე სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს განახორციელოს მ-----–- ტ---------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.ფოთში, ჭ-------ის ჩიხი N--- არსებული შემდეგი შენობა-ნაგებობებისა და მათ ქვეშ მდებარე მიწის ფართობებზე: 1. საღორე (შენობა-ნაგებობა) 749.06 კვ.მ.; 2. სამორიგეო ჯიხური (შენობა) 10.23 კვ.მ; 3. საწყობი და ლაბორატორია (შენობა-ნაგებობა) – 140 კვ.მ. 4. საპირფარეშო 3 კვ.მ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ. N376 დადგენილება.
(კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში)
6. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
გადაწყვეტილების კანონიერების შესამოწმებლად უნდა შემოწმდეს მათი დასაშვებობა, ფორმალური კანონიერება და მატერიალური კანონიერება.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა.
ადმინისტრაციული აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ ის გამოიცეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, მისი გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით.
ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ ადმინისტრაციულ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა გამოკვლეული და დადგენილი, რომ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე მოქმედებდა ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ძალაში შევიდა 1998 წლის 17 ნოემბრიდან. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კანონი აწესრიგებს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდათ მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგ მიწებზე: ა) პრივატიზებულ (კერძო) საწარმოთა სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე; ბ) ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებად; ყველა სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით არ არის გათვალისწინებული.
საქალაქო სასამართლო იზიარებს და ითვალისწინებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 06.11.2018 წ. განჩინებას და ეყრდნობა მასში მოყვანილ გარემოებებს, კერძოდ:
სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1976 წლის 20 ოქტომბერს N15/506 გადაწყვეტილებით ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ს’’ ნ-----ის უბანში ასფალტის ქარხნის მომიჯნავედ გამოეყო 4.0 ჰა მიწის ნაკვეთი დამხმარე მეურნეობის მოსაწყობად (ს.ფ. 24, ტ.1), ხოლო აღმასკომის N18/600, 21.06.1976 გადაწყვეტილებით მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ს“ გამოეყო სატბორე მეურნეობის მოსაწყობად მდ.რ-----ს ს-------- ტ-----ს მარჯვენა მხარეს რეფულირებულ ტერიტორიაზე მდებარე ხელოვნური ტბის სარკე 20.5 ჰა და მის ირგვლივ საშუალოდ 10 მეტრიანი მიწის ზოლი შემორაგვისთვის 2.5 ჰა, სულ 23 ჰა (ს.ფ. 27, ტ.1).
ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ის“ გამგეობის 31.10.1991 წლის სხდომის ოქმით დაადგინეს - გამოიყოს სათანადო კომისია ფერმის როგორც საბრუნავი და საწარმო ასევე ძირითადი საშუალებების აღსაწერად და შემდეგ მოხდეს მისი სრული გაყიდვა დადგენილი წესის მიხედვით (ს.ფ. 30-31, ტ.1).
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ფოთის სამმართველოს 28.01.2000 წლის N12 წერილით მოქალაქე მ----- გ-------ს ძე ჭ----------ს ეცნობა, რომ ვინაიდან ორგანიზაცია რომლისგანაც მ----- ჭ----------მ შეიძინა კერძო საკუთრებაში მეღორეობის ფერმა იყო თვითმმართველობაზე დამყარებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მის ბალანსზე რიცხული ქონება არ მიეკუთვნებოდა სახელმწიფო საკუთრებას, ამიტომ საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის შესახებ კანონის შესაბამისად მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ის“ ბალანსზე რიცხული ქონების გაყიდვას.
არ სჭირდებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმება და შესაბამისი საპრივატიზებო კომისიის გადაწყვეტილება. ამასთან აღნიშნული ქონების გასხვისება მოხდა 1991 წელს, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტი კი შეიქმნა 1992 წელს. ამდენად მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ს’’ ჰქონდა უფლება კოლმეურნეობის გამგეობის კრების გადაწყვეტილების საფუძველზე გაესხვისებია მის ბალანსზე რიცხული ქონება, კერძოდ მეღორეობის ფერმა, ხოლო რაც შეხება ობიექტზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის სარგებლობის პირობებს, იგი რეგულირდებოდა ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებად გამოცხადების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად’’ და აღნიშნულის შესახებ უნდა მიემართოს მიწის მართვის საქალაქო განყოფილებისათვის (ს.ფ. 90, ტ.1).
ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ის’’ თავმჯდომარის კ----------–--ის მიერ 28.08.2000წ. კოოპერატივ ,,ს-----ს“ დირექტორ მ----- გ-------ს ძე ჭ----------ზე გაცემულ იქნა ცნობა, მასზედ, რომ მან ფოთის მ----------- კ-------------- ,,კ---–----იდან’’ 1991 წლის 31 სექტემბრის მუშა-მოსამსახურეთა კრების ოქმის საფუძველზე შეიძინა დამხმარე მეურნეობა (მეღორეობის ფერმა) და გადაურიცხა 58 526.36 მანეთი. (ს.ფ. 40, ტ.1).
გ--------------–- ქ--------–- ბ----ს, ფოთის N-- ფილიალის მმართველის მ-----------ს მიერ გაცემული ცნობებით ირკვევა, რომ კოოპერატივმა ,,ს-----მ’’ მეღორეობის ფერმის საფასური, კოოპერატივის თავმჯდომარის მ----- ჭ----------ს მეშვეობით, ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ის’’ სახელზე 1991 წლის 06 ნოემბერს გადარიცხა 38 000 მანეთი, ხოლო 1991 წლის 15 ნოემბერს - 20 526.36 მანეთი (ს.ფ. 41-42, ტ.1).
საქმეში დაცული N3 საგადახდო დავალებით ირკვევა, რომ 1991 წლის 06 ნოემბერს კოოპერატივ ,,ს-----ს“ მიერ ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ისათვის’’ გადახდილ იქნა 38 000 მანეთი, მეღორეობის ფერმის საფასურის სახით (ს.ფ. 43, ტ.1).
02.08.2000 წელს ოჩამჩირის რაიონული და ქ.ტყვარჩელის გაერთიანებული სასამართლოს მიერ რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,ს-----“ (ს.ფ. 93-94. ტ.1).
შპს ,,ს-----ს“ წესდებაში მითითებულია, რომ ის წარმოადგენს კოოპერატივ „ს-----ს“ სამართალმემკვიდრეს (წესდების 1.2. პუნქტი, წესდება რეგისტრირებულია სასამართლოს დადგენილებით N4/2 02.08.2000წ. ს.ფ. 30, ტ.1). საწარმოს დამფუძნებლები არიან მ------------ -33.33%, თ-------ე - 33,33%, რ-–---–---- 33.33%.
შპს ,,ს-----ს“ პარტნიორებმა მ----- ჭ----------მ, თ----- ს------მ და რ----- წ---–---მ თავიანთი წილები შპს ,,ს-----ში’’ დაუთმეს ა---------– ტ---------- (ს.ფ. 157. ტ.1), რითაც ისინი გავიდნენ შპს ,,ს-----დან“ და შპს ,,ს-----ს“ ერთადერთი დამფუძნებელი 100%-იანი წილით გახდა ა---------– ტ---------, ამასთან შპს ,,ს-----ს" შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ი“ (იხ. 07.04.2009 წლის პარტნიორთა კრების ოქმი ს.ფ. 160; 161, ტ.1).
19.05.2009 წლის N1361 ბრძანებით ცვლილება შევიდა შპს ,,ს-----ს“ სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში და (კომპანიის სახელწოდებაში) საწარმოს ეწოდა შპს ,,ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ი“. საზოგადოების დირექტორად დაინიშნა მ-----–- ტ--------- (ს.ფ. 153. ტ.1).
შპს „ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ის“ პარტნიორთა კრების №3 (12.05.2010წ.) ოქმის თანახმად, შპს „ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ა---------– ტ---------მ გადაწყვიტა, დაკმაყოფილებულიყო საზოგადოების კრედიტორის, მ-----–- ტ---------- მოთხოვნა და მისი ვალის ქონებით გაქვითვის მიზნით, საკუთრებაში გადასცემოდა შემდეგი მატერიალური აქტივები: ა) საღორე (შენობა-ნაგებობა) - 749.06 კვ.მ.; ბ) სამორიგეო ჯიხური (შენობა) – 10.23 კვ.მ.; გ) საწყობი და ლაბორატორია (შენობა-ნაგებობა) - 140კვ.მ.; დ) საპირფარეშო - 3 კვ.მ.; ე) ტბა (წყლის სარკე) (დოკუმენტში ასეა მითითებული) – 24830 კვ.მ.; საძოვარი(სასოფლო-სამეურნეო მიწა) – 25300 კვ.მ.; ზ) მიწის ნაკვეთი - 17 191 კვ.მ.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქონების გადაცემის ნაწილში დასრულებულად ჩაითვალა ოქმზე ხელმოწერისთანავე. ამასთან ახალ მესაკუთრე მ-----–- ტ---------- გადაეცა ის სამართლებრივი აქტები, წესდებები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, უფლებები, ნებართვები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ ქონებისა და მასზე მიმაგრებული მიწის ფართობის კანონიერ წარმომავლობასა და მართლზომიერ მფლობელობას (ს.ფ. 138-140, ტ.1).
2016 წლის 29 დეკემბერს მ-----–- ტ---------მ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შემდეგი უძრავი ქონების: ა) საღორე (შენობა-ნაგებობა)-749.06 კვ.მ; ბ) სამორიგეო ჯიხური (შენობა)-10.23 კვ.მ; გ) საწარმო და ლაბორატორია (შენობა-ნაგებობა)-140 კვ.მ; დ) საპირფარეშო -3 კვ.მ; ე) ტბა (წყლის სარკე)- 24 830 კვ.მ.; ვ)საძოვარი (სასოფლო-სამეურნეო მიწა)- 25 300 კვ.მ; ზ) მიწის ნაკვეთი- 17 191 კვ.მ - საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ს.ფ.137, ტ.1).
მოცემულ შემთხვევაში დავის სასამართლოში აღძვრა განპირობებულია მ-----–- ტ----------ათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე მარეგისტრირებლი ორგანოს უარით.
08.10.2018 წელს მ-----–- ტ---------მ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხის დავალდებულება განახორციელოს მ-----–- ტ---------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.ფოთში, ჭ-------ის ჩიხი N--- არსებული შემდეგი შენობა-ნაგებობებსა და მათ ქვეშ მდებარე მიწის ფართობებზე: 1) საღორე (შენობა-ნაგებობა) - 749.06 კვ.მ.; 2) სამორიგეო ჯიხური (შენობა) – 10.23 კვ.მ.; 3) საწყობი და ლაბორატორია (შენობა-ნაგებობა) - 140კვ.მ.; 4) საპირფარეშო - 3 კვ.მ.;
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 3111 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
რეგისტრაცია წარმოშობს ვარაუდს, რომ რეგისტრირებული უფლება არსებობს და ეკუთვნის კონკრეტულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში (და ვარაუდს, რომ უფლება, რომელიც გაუქმდა, აღარ არსებობს). სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
მ-----–- ტ---------მ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა 2016 წლის 29 დეკემბერს (განაცხადი N882016908431).
N882016908431-18 (05.06.2017) გადაწყვეტილების მიხედვით, რეგისტრაციაზე უარის საფუძველი გახდა შემდეგი:
№882016908431 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოებისას, საქართველოს ეროვნული არქივიდან გამოთხოვილი ინფორმაციით (წერილი №57/24237 (06.03.2017)) დადგინდა, რომ ფოთის არქივში დაცული ფოთის საფინანსო განყოფილების სახლმფლობელთა საგადასახადო აღრიცხვის 1981-1983 წ.წ. წიგნში ჭ-------ის ჩიხის მონაცემები არ ფიქსირდება. აღნიშნული დოკუმენტაცია ფოთის არქივში დაცულია 1983 წლის ჩათვლით. აღნიშნულ მისამართზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების გადასახადის აღრიცხვის წიგნები და მიწის განაწილების სია ფოთის არქივში დაცული არ არის.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით (წერილი №12/25534 (29.05.2017) დადგინდა, რომ №882016908431 სარეგისტრაციო განცხადებაზე დართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული შენობა-ნაგებობის პრივატიზების ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში დაცული არ არის.
№882016908431 სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მოპოვებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოშობს უძრავ ნივთზე შპს ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ის (ყოფ. შპს „ს-----ს“) ან ფ/პ მ-----–- ტ---------- საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.
დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ დაინტერესებაში არსებული უძრავი ნივთი ფოთის მ----------- კ---–------------ „კ---–----ს“ სარგებლობაში გამოეყო ნაწილი 1976 წლის 20 ოქტომბერს - N15/506 გადაწყვეტილებით და ნაწილი - 1978 წლის 21 ივნისს, 18/600 გადაწყვეტილებით.
აღნიშნულ უძრავ ნივთზე მოთხოვნის უფლება ფოთის კ---–------------ „კ---–----ის“ 1991 წლის 31 სექტემბრის N--,105 განკარგულების საფუძველზე გაფორმებული 1991 წლის 31 ოქტომბრის აქტით გადაეცა ფოთის სამეწარმეო კოოპერატივ „ს-----ს“ (შემდგომში შპს ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ი). ფოთის სამეწარმეო კოოპერატივ ს-----ს (შემდგომში შპს ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ი) არ განუხორციელებია უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. აღნიშნული უფლებადაურეგისტრირებელი უძრავი ნივთი შპს „ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ის“ პარტნიორის კრების ოქმის საფუძველზე გადაეცა ფ/პ მ-----–- ტ----------. ვინაიდან უძრავი ნივთი არ არის რეგისტრირებული შპს „ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ის“ საკუთრებად რეგისტრირებული აღნიშნული დოკუმენტი ვერ ჩაითვლება მ-----–- ტ---------- საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისა და დავის სწორად გადაწყვეტისთვის ერთ ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს კოოპერატივ „ს-----ს“ უფლებამონაცვლეობის საკითხის დადგენა.
საქალაქო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის პროცესში, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით გამოარკვია კოოპერატივ „ს-----ს“ რეგისტრაციის საკითხები და მისი დამფუძნებლები. დადგინდა უწყვეტი სამართლებრივი კავშირი სარეგისტრიო ობიექტთან დაკავშირებით ფოთის მ----------- კ---–------------ „კ---–----იდან“ დაწყებული (რომელსაც მეურნეობის მოსაწყობად სარგებლობაში გადაეცა აღმასკომის გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთი) დასრულებული - შპს ,,ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ით“, რომლისგანაც, როგორც მოსარჩელე მიუთითებს, სარეგისტრაციო ობიექტი მან მიიღო.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ ფოთის მ–-------–--- დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1976 წლის 20 ოქტომბრის N15/506 გადაწყვეტილებით ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ს’’ ნ-----ის უბანში, ასფალტის ქარხნის მომიჯნავედ გამოეყო 4.0 ჰა მიწის ნაკვეთი დამხმარე მეურნეობის მოსაწყობად (ს.ფ. 24, ტ.1), ხოლო ფოთის მ–-------–--- დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის N18/600, 21.06.1976 გადაწყვეტილებით მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ს“ გამოეყო სატბორე მეურნეობის მოსაწყობად მდ.რ-----ს ს-------- ტ-----ს მარჯვენა მხარეს რეფულირებულ ტერიტორიაზე მდებარე ხ--–--------- ტ--- ს----- 20.5 ჰა და მის ირგვლივ საშუალოდ 10 მეტრიანი მიწის ზოლი შემორაგვისთვის 2.5 ჰა, სულ 23 ჰა (ს.ფ. 27, ტ.1).
ფოთის მ----------- კ---–-----------ის ,,კ---–----ის“ გამგეობამ 31.10.1991 წლის სხდომის ოქმით მიიღო გადაწყვეტილება სათანადო კომისიის გამოყოფის შესახებ ფერმის როგორც საბრუნავი და საწარმო, ისე ძირითადი საშუალებების აღსაწერად, რათა შემდეგ მომხდარიყო მისი სრული გაყიდვა დადგენილი წესის მიხედვით.
სარეგისტრაციო ობიექტები კოოპერატივმა „ს-----მ“ შეიძინა ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ისაგან“, რაც დასტურდება მ----------- კ---–------------ „კ---–----ის“ 1991 წლის 31 ოქტომბრის აქტით, კ---–------------ კ---–----ის დირექტორისა და გ--------------–- ქ--------–- ბ----ს ფოთის N-- ფილიალიდან გაცემული ცნობებით. საქმეში წარმოდგენილია 1991 წლის 31 ოქტომბრის აქტი (ასლის სახით), რომელშიც აღნიშნულია: ფოთის მ----------- კ---–------------ „კ---–----ის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ რ--–-----------მ, მთავარი ბუღალტერის მოადგილემ გ--------–---–მა, ბუღალტერმა რ----------------მ, დამხმარე მეურნეობის მეღორეობის ფერმის გამგე ი------------მ, მუშა ც---------–---–მა - კოლმეურნეობის გამგეობის №104 განკარგულების თანახმად, მეღორეობის ფერმის გაყიდვასთან დაკავშირებით მოახდინეს საწარმოს უფროს ი--------------ზე კოლმეურნეობის კუთვნილი ძირითადი საშუალებების გადაბარება ფოთის საწარმოო კოოპერატივ „ს-----ზე“ თანახმად მინდობილობა №4 - ოქმში აღწერილია ქონების მახასიათებლები.
საქმეში წარმოდგენილი ცნობით (ასლის სახით) ფოთის კ---–------------ „კ---–----ის“ თავმჯდომარე კ------------–--ე ადასტურებს, რომ კოოპერატივმა „ს-----მ“ კ---–------------ „კ---–----ისგან“ 1991 წლის 31 სექტემბერს მუშა-მოსამსახურეთა კრების ოქმის საფუძველზე შეიძინა დამხმარე მეურნეობა (მეღორების ფერმა) და გადარიცხა 58 526 მან. და 36 კაპ. (ს.ფ. 40, ტ-1). გასათვალისწინებელია, რომ სექტემბრის თვეს 31 რიცხვი არ აქვს, ამასთან მუშა-მოსამსახურეთა კრების ოქმის ასლი, რაც საქმეშია წარმოდგენილი 1991 წლის 31 ოქტომბრით თარიღდება.
საქმეში ასლის სახით წარმოდგენილია გ--------------–- ქ--------–- ბ----ს ფოთის 2--- ფილიალის ცნობები, მასზედ, რომ 1991 წლის 6 ნოემბერს და 15 ნოემბერს ფოთის მ----------- კ---–------------ „კ---–----ის“ სახელზე გადაირიცხა შესაბამისად - 38 000 მანეთი და 20 526, 36 მანეთი მეღორეობის ფერმის საფასური კოოპერატივის თავმჯდომარის მ-----ი გ-------ს ძე ჭ----------ს მეშვეობით (ს.ფ. 41-42, ტ-1). ცნობები არ არის დათარიღებული. საქმეში ასლის სახით წარმოდგენილია „მ---–--–--ბ----ს“ ქვითარი 06.11.1991წ. 38 000 მანეთზე, რომელშიც ფიქსირდება კოოპერატივი „ს-----“ კ---–------------ „კ---–----ი“ თანხის დანიშნულებად მითითებულია - მეღორეობის ფერმის საფასური (ს.ფ 43, ტ-1).
საქმეში დაცულია კოოპერატივ „ს-----ს“ სახელზე ტექნიკური პასპორტის ასლი, რომელიც დათარიღებულია - 2001 წლის 28 დეკემბრით. (ს.ფ. 49- 52, ტ-1).
რაც შეეხება კოოპერატივ „ს-----ს“, მასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია ტანსაცმლისა და ბამბის ნაწარმის სამკერვალო კოოპერატივ ,,ს-----ს’’ წესდება (ასლის სახით), რომელზეც ხელით მიწერილია „5/02/1990 წ“. კოოპერატივის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს ან რომელიმე სხვა ორგანოს თუ დაწესებულების მიერ რეგისტრაციის შესახებ რაიმე აღნიშვნას, წესდება არ შეიცავს. წესდების 1.1 პუნქტით, კოოპერატივი ,,ს-----’’ შექმნილია ქ.ფოთის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სამმართველოსთან და მისი მისამართია - ფოთი, წულუკიძის ქ. N. კოოპერატივი არის მოქალაქეთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლებიც ნებაყოფლობით გაერთიანდნენ, რათა აწარმოონ მაღალხარისხოვანი სახალხო მოხმარების საგნები. 1.2. პუნქტით, კოოპერატივ "ს-----ს" შექმნის მიზანია, დააკმაყოფილოს ქალაქის მზარდი მოთხოვნილება, ინდივიდუალური ფორმით შეკერილი თეთრეულით, ხალათებითა და სამუშაო კოსტიუმებით. კოოპერატივი თავის მიერ გამოშვებული პროდუქციის რეალიზაციას ახდენს მოსახლეობაში, წარმოება-დაწესებულებებში, კოოპერატივებში. 1.3. პუნქტით, კოოპერატივი იქმნება არა ნაკლებ სამი კაცის შემადგენლობით, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში ... კოოპერატივი გაერთიანებულია ქალაქის კოოპერატორთა ასოციაციაში, ასევე კოოპერატივი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ასოციაციას უხდის გარკვეულ თანხას გამოფენებზე და აუქციონებზე მონაწილეობისთვის. წესდებაში არ არის აღნიშნული კოოპერატივის წევრების ვინაობა. წესდების ბოლოს მითითებულია, რომ წესდება დამტკიცებულია საერთო კრებაზე 1990 წლის 5 თებერვალს, რასაც მოსდევს აღნიშვნა: „თავმჯდომარე“ ხოლო მის გასწვრივ ხელმოწერა არის გაურკვეველი, ასევე გაურკვეველია დანარჩენი სამი ხელმომწერილი პირის ვინაობაც (ს.ფ. 220-235, ტ - 1).
ამდენად, უდავოა, რომ ფოთის მ–-------–--- დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1976 წლის 21 ივნისის N18/600 და 1976 წლის 20 ოქტომბრის N15/506 გადაწყვეტილებებით ფოთის მ----------- კ---–------------ ,,კ---–----ს’’ გამოეყო მიწის ნაკვეთები სატბორე და დამხმარე მეურნეობის მოსაწყობად (ს.ფ. 24, 27 ტ.1). შესაბამისად, გამოყოფილი მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლება მოიპოვა კ---–------------მ, რომლისგანაც, როგორც მოსარჩელე მიუთითებს 1991 წელს კოოპერატივმა „ს-----მ“ შეიძინა შენობა-ნაგებობები (მიწის ნაკვეთი აღნიშნულ პერიოდისთვის მხოლოდ სახელმწიფოს კუთვნილებას წარმოადგენდა). მოსარჩელისვე მტკიცებით, სარეგისტრაციო ობიექტი მოგვიანებით გადაეცა შპს „ს-----ს“ (სახელწოდების ცვლილების შედეგად შპს ,,ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ს“), - როგორც კოოპერატივ „ს-----ს“ უფლებამონაცვლეს, ხოლო შპს ,,ჰ---–---------- ჯ------ ფ-----ისაგან(იგივე შპს „ს-----“) გადაეცა მოსარჩელე მ-----–- ტ----------. ამდენად, ქონებაზე (სარეგისტრაციო ობიექტზე) უფლების გადაცემის საკითხის გარკვევისას გადამწყვეტია კოოპერატივ „ს-----ს“ უფლებამონაცვლის დადგენა (რამდენად წარმოადგენს მ-----–- ტ--------- კოოპერატივ „ს-----ს“ უფლებამონაცვეს).
უფლებამონაცვლეობის საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძო სამართლებრივი წესით შექმნილი საწარმოები ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად დაექვემდებარნენ ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 სექტემბრამდე. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოები 1996 წლის 1 სექტემბრამდე გარდაიქმნებოდნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი ამ კანონის 2.4 მუხლის შესაბამისად სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნას დაექვემდებარნენ. ხოლო მე-4 მუხლის თანახმად, ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოთა მიმართ გამოიყენებოდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული წესები. აღნიშნული მუხლის იმდროინდელი რედაქცია კი საწარმოს გაუქმებულად გამოცხადებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებდა, თუკი საწარმო არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს და ეს ხარვეზი 3 თვის ვადაში არ იქნებოდა გამოსწორებული.
საქართველოს უზენაესი სასმართლოს განმარტებით, „საწარმოს რეგისტრაცია წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებისა და მოვლენების შეტანას სახელმწიფო რეესტრში. რეგისტრაციას აქვს გადამწყვეტი იურიდიული ფაქტის მნიშვნელობა. რეგისტრაციის ინსტიტუტი მიზნად ისახავს სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობის უზრუნველყოფას... სამეწარმეო ურთიერთობების
სტაბილურობის მიზნით, კანონმდებელმა ზუსტად განსაზღვრა ვადა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იყო საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია. აღნიშნული ვადის დაწესების სამართლებრივი შედეგი იმაში მდგომარეობდა, რომ ვადის გასვლის შემდეგ საწარმოებს ერთმეოდათ ხელახალი რეგისტრაციის შესაძლებლობა და დგებოდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 5.8 მუხლით გათვალისწინებული შედეგი – რეგისტრაციის გაუქმება (იხ. სუს. ბს-640-615(კ-13), 08/05/2014 გადაწყვეტილება). აღნიშნულ გადაწყვტილებაშივე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სამართალმემკვიდრეობის/ უფლებამონაცვლეობის საკითხი მაშინ დგება, როდესაც მაგალითად სახეზე გვაქვს საწარმოთა გარდაქმნა, შერწყმა, ნატურით გაყოფა. საწარმოთა ხელახალი რეგისტრაცია კი უთანაბრდებოდა საწარმოს რეორგანიზაციას – გარდაქმნას მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მოყვანის გზით. აღნიშნული ნიშნავდა არა სამართლებრივი ურთიერთობების ახალი სუბიექტის შექმნას, არამედ უკვე არსებული სუბიექტის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის გაგრძელებას. ამ მოვლენას, როგორც რეორგანიზაციას, თან სდევდა უფლებამონაცვლეობა – იმ საწარმოს უფლებები და მოვალეობები, რომლის ხელახალი რეგისტრაციაც მოხდა, გადაეცემოდა მის უფლებამონაცვლეს – ხელახალი რეგისტრაციის გზით შექმნილ საწარმოს. იმავდროულად, საწარმოს ხელახალი რეგისტრაციისაგან განსხვავდებოდა საწარმოს დაფუძნება, იმ თვალსაზრისით, რომ ამ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობას ვერ ექნებოდა ადგილი, რამდენადაც საწარმოს დაფუძნების გზით იქმნება სამართლებრივი ურთიერთობების ახალი სუბიექტი, რომელსაც არ ჰყავს ამ ურთიერთობებში წინამორბედი საწარმო და არავის უფლება-მოვალეობების მემკვიდრე არ არის“.
საქალაქო სასამართლომ გაარკვია კოოპერატივ „ს-----ს“ დამფუძნებელთა ვინაობა და ჩააბა ისინი საქმეში ასკ-ის მე-16.2 მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური სტატუსით. კოოპერატივ „ს-----ს“ მიერ ქონების კოლმეუნეობისგან შეძენის დადასტურების შემთხვევაში, კოოპერატივის დამფუძნებლებს (როგორც მეპაიეებს) ქონებრივი ინტერესი არ გააჩნიათ შეძენილზე, მოსარჩელე მ-----–- ტ---------- კანონიერი ინტერესი სარეგისტრაციო ობიექტების მიმართ უშუალო და პირდაპირი ხასიათისაა.
ცხადი გახდა, რომ შპს ,,ს-----ს“ დამფუძნებლებმა: მ----- ჭ----------მ, რ----- წ---–---მ, თ----- ს------მ, ერთობლივი წერილობითი განცხადებით მიმართეს სასამართლოს შპს ,,ს-----ს“ კოოპერატივ ,,ს-----ს“ სამართალმემკვიდრედ რეგისტრაციაში გატარების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა.
დადგინდა, რომ მ------------მ, რ-–---–---მ, თ-------ემ კოოპერატივ ,,ს-----ს“ ქონება მიჰყიდეს ა------------ს, მათ აღნიშნულზე არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11/07/2007წ. საქართველოს კანონის 3.4 მუხლის მიხედვით, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია) ხორციელდება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად. ამავე კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, „მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა“ განმარტებულია, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.
მ-----–- ტ---------- მტკიცებით, მას შეძენილი აქვს შენობა-ნაგებობი და მათზე, ასევე მათ ქვეშ მდებარე მიწაზე რეგისტრაციას ითხოვს სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი კონკრეტული დოკუმენტაციის (სარეგისტრაციო დოკუმენტაციის) საფუძველზე.
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ 11/07/2007წ. საქართველოს კანონის 41.1 მუხლით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. 41.2 მუხლით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ 03/06/2016წ. საქართველოს კანონის 5.1 მუხლით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად. სარეგისტრაციო დოკუმენტის ცნება განმარტებულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვ.პუნქტით და გულისხმობს რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენ სარეგისტრაციო („სარეგისტრაციო დოკუმენტი“ არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას („კ“ ქ/პ)) და სხვა დოკუმენტებს. ამავე კანონის 3.1 მუხლით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირია _ პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა. ხსენებული კანონი განსაზღვრავს როგორც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ისე - მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის ცნებას (3.1 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვ. პუნქტები).
„საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად“ კანონი განიხილავს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას (მიღება-ჩაბარების აქტს ან სხვა დოკუმენტს), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტს, გარიგებას ან სხვა სამართლებრივ აქტს, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ხოლო „მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ დოკუმენტად“ – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელ ცნობა-დახასიათებას, საკომლო წიგნიდან ამონაწერს, მებაღის წიგნაკს, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილ და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სიას თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებულ მიწის გადასახადის გადამხდელთა სიას (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეონ დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემულ მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტს ან მიწის ნაკვეთის გეგმას, სასამართლოს აქტს ან სხვა დოკუმენტს.
კონკრეტულ შემთხვევაში მ-----–- ტ---------- მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს შენობა-ნაგებობის მიმართ, მიწის ნაკვეთი მოთხოვნილიამათ ქვემოთ არსებული. ამასთან ვითვალისწინებთ განმარტებას, რომ მფლობელობა არის ფაქტი და მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა ის პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ცალსახაა, რომ მართლზომიერი მფლობელობისათვის საჭიროა, რომ პირი მართლზომიერი საფუძვლით იყოს ნივთს დაუფლებული და მართლზომიერად განაგრძობდეს მის მფლობელობას/სარგებლობას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. იმავე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. მოპასუხე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი 120 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხსელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9, მე-12, 32.4-ე მუხლებით, საქართველოს სსკ-ის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მ-----–- ტ---------- დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ამავე სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს განახორციელოს მ-----–- ტ---------- საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ.ფოთში, ჭ-------ის ჩიხი N--- არსებული შემდეგი შენობა-ნაგებობებისა და მათ ქვეშ მდებარე მიწის ფართობებზე: 1. საღორე (შენობა-ნაგებობა) 749.06 კვ.მ.; 2. სამორიგეო ჯიხური (შენობა) 10.23 კვ.მ; 3. საწყობი და ლაბორატორია (შენობა-ნაგებობა) – 140 კვ.მ. 4. საპირფარეშო 3 კვ.მ.
3. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახ. ბაჟი 120 ლარის ოდენობით.
მოპასუხე სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს (ქ.ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.№3) მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე