განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/3538-18
(გამოძიების №0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 17 ოქტომბერი, 2019 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----–-----,დაცვის მხარე:
ბრალდებული - ი-----–------–---ი (დაბადებული - 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის არ მქონე (ქმედებების ჩადენის დროს), რეგისტრირებული: ტ------–---–-----------------–---------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------ში),ადვოკატები - გ-----------–---–ი, გ-------–-----–--ე,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ორი ეპიზოდი); 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტი; 3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: 1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; 2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; 3. განზრახ მკვლელობის მცდელობა მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-----–------–---ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 13:35 საათზე, ქ. თბილისში, ა-----–-------–-----------------ში მდებარე ,------------ სუპერმარკეტში, ი-----–------–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სუპერმარკეტის სარეალიზაციო პროდუქციას - ,,ჯეკ დენიელსის’’ ფირმის სამ ცალ ვისკს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 288 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.2. 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 14:20 საათზე, ქ. თბილისში, დ---------–---–-----------------ში მდებარე ,---------------’’ კუთვნილ მარკეტში ,------–---, ი-----–------–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სუპერმარკეტის სარეალიზაციო პროდუქციას - ,,ჩივას რეგალის’’ ფირმის ვისკს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 100.30 ლარის მატერიალური ზიანი.
1.3. 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 13:10 საათზე, ქ. თბილისში, დ---------–---–-----------------ში მდებარე ,----------------’ სუპერმარკეტში, ი-----–------–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სუპერმარკეტის სარეალიზაციო პროდუქციას - ,,ჩივას რეგალის’’ ფირმის ვისკს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 77 ლარის მატერიალური ზიანი.
1.4. 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თბილისში, ჩ---------------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში ი-----–------–---სა და მაღაზიის გამყიდველ ე---–----ას შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ი-----–------–---მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ე---–----ას. ამ უკანასკნელის მიერ გამოძახებულ იქნა დაცვის სამსახურის - შპს ,,--------------------------’ თანამშრომლები. გამოძახების შედეგად დაცვის თანამშრომლები ჟ---–-----------–------–---–ი და ლ-----–---–--ა გამოცხადდნენ ზემოაღნიშნულ მისამართზე, რა დროსაც ისინი შეეცადნენ დაძაბული სიტუაციის განმუხტვას, მოუწოდეს ი-----–------–---ს დაწყნარებულიყო და შეეწყვიტა აგრესიული ქმედება. აღნიშნულით განაწყენებულმა ი-----–------–---მა შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანით ჟ---–-----------–------–---–ს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, გულმკერდის არეში მიაყენა ორი ნაკვეთი ჭრილობა. ლ-----–---–--ას აქტიური ქმედების შედეგად და იმის გამო, რომ ი-----–------–---ის მიერ დარტყმული დანა შეაჩერა მკერდის ძვალმა, ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ჟ---–-----------–------–---–ი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილ იქნა სავადმყოფოში.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 13:35 საათზე, ქ. თბილისში, ა-----–-------–-----------------ში მდებარე ,------------ სუპერმარკეტში, ი-----–------–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სუპერმარკეტის სარეალიზაციო პროდუქციას - ,,ჯეკ დენიელსის’’ ფირმის სამ ცალ ვისკს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 288 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2.2. 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 14:20 საათზე, ქ. თბილისში, დ---------–---–-----------------ში მდებარე ,---------------’’ კუთვნილ მარკეტში ,------–---, ი-----–------–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სუპერმარკეტის სარეალიზაციო პროდუქციას - ,,ჩივას რეგალის’’ ფირმის ვისკს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 100.30 ლარის მატერიალური ზიანი.
2.3. 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 13:10 საათზე, ქ. თბილისში, დ---------–---–-----------------ში მდებარე ,----------------’ სუპერმარკეტში, ი-----–------–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სუპერმარკეტის სარეალიზაციო პროდუქციას - ,,ჩივას რეგალის’’ ფირმის ვისკს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 77 ლარის მატერიალური ზიანი.
2.4. 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. თბილისში, ჩ-------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ი-----–------–---მა ურთიერთშელაპარაკების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თანნაქონი დანით ჟ---–-----------–------–---–ს, გულმკერდის არეში მიაყენა ორი ნაკვეთი ჭრილობა. ლ-----–---–--ას აქტიური ქმედების შედეგად და იმის გამო, რომ ი-----–------–---ის მიერ დარტყმული დანა შეაჩერა მკერდის ძვალმა, ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ჟ---–-----------–------–---–ი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გადაყვანილ იქნა სავადმყოფოში.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.2. ი-----–------–---ის მიერ ჟ---–-----------–------–---–ის სამსახურებრივი საქმიანობასთან დაკავშირებით მკვლელობის მცდელობის ფაქტისა და სს ,-----------------------, შპს ,------------------ და ,------–--- ქურდობის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ - ჟ---–-----------–------–---–ის ჩვენება, მოწმეების - ნ-----------ის, გ-------------, ს----------------ს, ქ---------------–---–ის, დ----------------ის, ბ------------------ის, ვ-----------------–---–ი, ნ-----–---------–-----ის, ლ-----–---–--ას, ე-----–----------იას, გ--–-----------–--ის, ე---–----ას, ქ-----------------–-–---–ისა და გ-------------–---–ის ჩვენებები, მოწმეების - ფ---------------–---–ის, მ-----------–---–ის, ჯ--------------ის, ი---------–----ის, გ--------------–--ის, ვ-----------–---–ის, გ--------------ის, თ------------–---–ისა და მ----------------–-ას გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 8 ივნისის, 14 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, 2018 წლის 27 ივნისის ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 28 ივნისის ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმი, პირის ამოცნობის ოქმები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები და 2018 წლის 20 ივლისის პირის ამოცნობის ოქმი.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი-----–------–---ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა ჟ---–-----------–------–---–ის მკვლელობის მცდელობის ფაქტის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.4. დაზარალებულმა ჟ---–-----------–------–---–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ,------------------------–--- ოპერატიული დამხმარის პოზიციაზე. 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით ღამის 02:00 საათზე, ქ. თბილისი, ჩ-------------------დან შეტყობინება მიიღო. ის და მისი მეწყვილე ლ-----–---–--ა დაახლოებით 2-3 წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. ადგილზე ი-----–------–---ი დახვდათ, რომელსაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა მაღაზიის გამყიდველთან - ე---–----ასთან. ი-----–------–---ს ობიექტის დატოვება მოსთხოვეს. ბრალდებული განაგრძობდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. მაღაზიის გადასწვრივ ტაქსი დაინახეს და ივარაუდეს, რომ ბრალდებული აღნიშნული მანქანით იყო მისული, მოუწოდეს ჩამჯდარიყო მანქანაში და დაეტოვებინა ტერიტორია. ვინაიდან ი-----–------–---ი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა, თავად ჩასვეს აღნიშნულ ტაქსში, თუმცა ბრალდებული მანქანიდან გადმოვიდა და გულ-მკერდის არეში ორჯერ დაარტყა დანა. ი-----–------–---მა კიდევ სცადა დანის დარტყმა, თუმცა ხელი ლ-----–---–--ამ შეუშალა. მოწმის განმარტებით, წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რადგან დარტყმა მისთვის მოულოდნელი იყო. პირველადი დახმარება მისმა მეწყვილემ ლ-----–---–--ამ გაუწია, ხოლო ბრალდებული ტაქსიდან მძღოლის მხრიდან გადავიდა და გაიქცა. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ მას და მის მეწყვილეს მშვიდობიანად სურდათ მოეგვარებინათ არსებული სიტუაცია. იარაღისა და ხელკეტის გამოყენების უფლება აქვთ, თუმცა არცერთი მათგანი არ გამოუყენებიათ. ასევე უფლება აქვთ შეაკავონ პიროვნება, თუ საპატრულო პოლიციაა გამოძახებული. ბრალდებული წინააღმდეგობას უწევდათ, თუმცა მანქანაში ჩასმის დროს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ივარაუდეს, რომ ბრალდებული აღნიშნული ტაქსით იყო მოსული და სწორედ ამიტომ მოუწოდებდნენ მანქანაში ჩაჯდომისკენ. ე--- და ი-----–-ს შორის კონფლიქტი მაღაზიის კარის ზღურბლს იქით მიმდინარეობდა. შემთხვევის დღეს დაცვის თანამშრომლის ფორმა ეცვა, კერძოდ, შავი შარვალი, შავი ფეხსაცმელი და ნაცრისფერი მაისური, რომელსაც მხართან ,--------------------------- აწერია.
2018 წლის 20 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ჟ---–-----------–------–---–მა მისთვის წარდგენილი სამი პირიდან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე რიგში მდგარი პირი - ი-----–------–---ი, რომელმაც, 2018 წლის 14 ივნისს, ქ. თბილისში, ჩ-------------------ს მიმდებარედ ორჯერ დაარტყა დანა გულ-მკერდის მიდამოში.
3.5. ლ-----–---–--ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ,------------------------–---. 2018 წლის 14 ივნისს, შეტყობინება მიიღეს და მეწყვილესთან - ჟ---–-----------–------–---–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ი-----–------–---ი დახვდათ. ბრალდებული სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მაღაზიის გამყიდველ - ე---–----ას. ი-----–------–---ს ობიექტის დატოვება მოსთხოვეს. ბრალდებული კიდევ უფრო მეტად აგრესიული გახდა და განაგრძობდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, ახლა უკვე მათი მისამართით. მაღაზიის გასწვრივ ავტომანქანა დაინახეს, მან და მისმა მეწყვილემ ხელი მოჰკიდეს ი-----–------–---ს და მანქანაში ჩასვეს. სწორედ ამ დროს ამოიღო ი-----–------–---მა დანა და გულ-მკერდის არეში ორჯერ დაარტყა ჟ---–-----------–------–---–ს. მესამეჯერ და მეოთხეჯერაც სურდა დანის დარტყმა, თუმცა მან შეუშალა ხელი. დანა, რომელიც ი-----–------–---ს ეჭირა სტაფილოსფერი იყო. ი-----–------–---ი ავტომანქანიდან მძღოლის მხრიდან გადავიდა და გაიქცა. მას არ გაჰკიდებია, რადგან ჟ---–----- იყო დაჭრილი და ეხმარებოდა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დანის დარტყმის მომენტში ი-----–------–---ი ავტომანქანაში იჯდა. იარაღის და ხელკეტის გამოყენების უფლება აქვთ, თუმცა ისევე როგორც სხვა დროს მოცემულ შემთხვევაშიც ცდილობდნენ კონფლიქტი მშვიდობიანად მოეგვარებინათ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფორმა ყოველთვის აცვია, კერძოდ, შავი შარვალი, შავი ფეხსაცმელი და მაისური, რომელსაც მხართან ,--------------------------- აწერია და აქვს შესაბამისი ემბლემა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ე---–----ა და ი-----–------–---ი მაღაზიის ზღურბლთან იდგნენ.
3.6. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად, მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ მთლიანად ამოწურა მოწმეების - ე---–----ასა და გ-------------–---–ის სასამართლო სხდომაზე წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და მიუხედავად ამისა ვერ მოხდა მათი სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოხდა მათ მიერ მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა.
3.7. მოწმე ე---–----ას გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს სასურსათო მაღაზიაში მდებარე, ქ. თბილისი, ჩ-------------------ში. 2018 წლის 14 ივნისს, ღამის საათებში, დაახლოებით 03:00 საათზე მაღაზიაში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი-----–------–---ი, რომელსაც ,,ნისიად’’ სურდა საკვები პროდუქტების წაღება, რაზეც მან უარი უთხრა და მათ შორის დაიწყო კონფლიქტი, კერძოდ, კონიაკი შეასხა სახეში და დაუწყო გინება. მან სპეციალური ღილაკით გამოიძახა დაცვის სამსახური. შემდეგ ის და ი-----–------–---ი მაღაზიიდან გარეთ გავიდნენ, ბრალდებული არ წყნარდებოდა და განაგრძობდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით, კონფლიქტის დროს ი-----–------–---მა დანა ამოიღო და დაემუქრა დანის დარტყმით. გარეთ ყოფნის დროს მოვიდნენ დაცვის თანამშრომლები (ჟ---–-----------–------–---–ი, ლ-----–---–--ა), რომლებიც შეეცადნენ სიტუაციის განეიტრალებას, თუმცა ი-----–- არ ჩერდებოდა და გამოხატავდა აგრესიას. დაცვის თანამშრომლებმა ხელი მოკიდეს და იქვე მდგარ ტაქსში ჩასვეს. ამის შემდეგ თვითონ მაღაზიაში შევიდა, რადგან იფიქრა, რომ სიტუაცია დაწყნარდა. ჟ---–-----ს ხმა გაიგო დამჭრესო და სწორედ მაშინ გავიდა მაღაზიიდან. ჟ---–-----ს სისხლი მოსდიოდა, ხოლო ლ-----–---–--ა ი-----–------–---ის თანხმლებ პირებს ესაუბრებოდა. მოწმის განმარტებით, დანის დარტყმის ფაქტი არ დაუნახავს, თუმცა იცის რომ დანა ი-----–------–---ს ჰქონდა.
3.8. მოწმე გ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად 2018 წლის 14 ივნისს, ი-----–------–---თან ერთად იმყოფებოდა კლუბში, სახლში ბრუნდებოდნენ, ის, ი-----–------–---ი და კიდევ ერთი პირი, როდესაც ი-----–------–---მა ტაქსი გააჩერა და ქ. თბილისი, ჩ-------------------ში შევიდა სასურსათო მაღაზიაში. შემდეგ დაინახა, რომ მაღაზიის გამყიდველი და ი-----–- გარეთ იდგნენ. მაღაზიის გამყიდველი შეურაცხყოფას აყენებდა ი-----–------–---ს. დაახლოებით 2-3 წუთში მივიდნენ დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს მას, კერძოდ, ხელი დაარტყეს, ხოლო ი-----–- გამყიდველს ამშვიდებდა. ვინაიდან დაცვის თანამშრომლები ფიზიკურად უფრო ძლიერები იყვნენ მან შემთხვევის ადგილი დატოვა. დაჭრის ფაქტი არ დაუნახავს და არც ის იცის ჰქონდა თუ არა ი-----–------–---ს დანა.
3.9. ნ-----–---------–-----მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ძ---–-------–---------–-–-------- განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2018 წლის 14 ივნისს, პოლიციის განყოფილებაში მიიღო შეტყობინება, ქ. თბილისი, ჩ-------------------ში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. გამოძიება დაიწყო ჟ---–-----------–------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. მის მიერ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, ექსპერტების მონაწილეობით ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქები, ასევე მაღაზიიდან ამოღებული იქნა მაისური წარწერით ,-------------------------- დაზიანებულ მდგომარეობაში, რომელსაც სისხლის მაგვარი ლაქები ჰქონდა. მის მიერ ასევე ჩატარებულ იქნა რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, რომლის კანონთან შესაბამისობა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
3.10. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 14 ივნისს, ძ---–-------–-----–--------------–-------- განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელ ნ-----–---------–-----ის მიერ ექსპერტების - გ-------------ა და ნ---------------ის მონაწილეობით, ე---–----ას ნებართვითა და თანხმობით დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისში, ჩ-------------------ში განთავსებული სასურსათო მაღაზია და მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილიდან ექსპერტების მიერ აღებულ იქნა მოწითალო ფერის ლაქები სტერილურ ჩხირებზე, ნაცრისფერი უმკლავო მაისური და ერთი ნაცრისფერი მაისური წარწერით ,-------------------- . ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები.
3.11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - გ------------მ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების კანონთან შესაბამისობა.
3.12. ბ------------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს შს სამინისტროს ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც ღამის საათებში რაციის მეშვეობით მიიღო შეტყობინება, ქ. თბილისი, ჩ-------------------ში მომხდარი ფაქტის შესახებ. ის და მისი მეწყვილე დ----------------ი გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ გულ-მკერდის არეში დაჭრილი პირი - ჟ---–-----------–------–---–ი და მისი მეგობარი ლ-----–---–--ა. ლ-----–---–--ამ მიუთითა, რომ პიროვნება, რომელმაც მისი მეგობარი დაჭრა ხიდის მიმართულებით გაიქცა. ისინი და ლ----- წავიდნენ ც--------- ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც ლ-----–---–--ამ მიუთითა ი-----–------–---ზე, როგორც იმ პირზე ვინც დაზიანებები მიაყენა ჟ---–-----------–------–---–ს, შესაბამისად, დააკავეს ბრალდებული. ი-----–------–---ის დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. ბრალდებულმა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერაზე, რაზეც გაკეთდა შესაბამისი შენიშვნა. შემთხვევის ადგილი და მისი შემოგარენი ლამპიონებით იყო განათებული.
3.13. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დ----------------მა.
3.14. ვ-----------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს თბილისის საპატრულო პოლიციის დ---------------------------------------------–--- პირველ ოცეულში. რადიო სადგურის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება, რომ ძ---–-------–--------- განყოფილებაში მოქალაქე უნდა შეემოწმებინათ ალკოტესტზე. ბრალდებული შეამოწმეს ალკოტესტზე, რა დროსაც მას დაუდგინდა სიმთვრალე, აღნიშნულის თაობაზე შედგა სათანადო ოქმი.
3.15. 2018 წლის 14 ივნისის ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით დადგენილია, რომ ი-----–------–---ი შემთხვევის დროს იყო მთვრალი (დაუდგინდა 0,638 პრომილე).
3.16. გ--–-----------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილებაში გამომძიებლის პოზიციაზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები, რომლის კანონთან შესაბამისობაც დაადასტურა მოწმემ სასამართლო სხდომაზე. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მის მიერ დათვალიერებულ იქნა ც-------------------ის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ამოღებულ იქნა სტაფილოსფერი (ვერცხლისფერ პირიანი) დანა გაშლილ მდგომარეობაში, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. ამოღებული დანა დაილუქა კანონის შესაბამისად.
3.17. სხვა ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 14 ივნისს, ძ---–-------–-----–--------------–-------- განყოფილების გამომძიებელ გ--–-----------–--ის მიერ ექსპერტების - ს----------------სა და ნ-----------ის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ქ. თბილისში, ც-------------------ის მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილიდან ექსპერტების მიერ აღებულ იქნა სტაფილოსფერი, (ვერცხლისფერ პირიანი) დანა, გაშლილ მდგომარეობაში, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. ამოღებული დანა დაილუქა სათანადო წესით, რაზეც გაკეთდა ხელმოწერები.
3.18. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ს----------------ა და ნ------------მ დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული სხვა ადგილის დათვალიერების კანონთან შესაბამისობა.
3.19. ძ---–-------–-----------------–-------- განყოფილების თანამშრომლებმა - დ----------------მა, გ--–-----------–--ემ, ბ------------------ემ, ვ-----------------–---–მა და ნ-----–---------–-----მა დეტალურად აღწერეს ინფორმაციის მიღების შემდეგ მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების შესახებ, თუ როგორ გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, როგორ დააკავეს ბრალდებული, ასევე ც-------------------ის მიმდებარი ტერიტორიიდან დანის ამოღების პროცედურები. შეივსო შესაბამისი ოქმები, რომლებზეც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი და მათ რაიმე პრეტენზია ან შენიშვნა არ დაუფიქსირებიათ.
3.20. ე-----–----------იამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ა-–-------------–----–---–--------–----ს კლინიკაში, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2018 წლის 14 ივნისს, კლინიკაში შეიყვანეს პაციენტი (ჟ---–-----------–------–---–ი), რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტს აღენიშნებოდა ორი ნაკვეთი ჭრილობა გულ-მკერდის არეში. ერთი ჭრილობის პროექცია შეესაბამებოდა მკერდის ძვალს, ხოლო მეორე მარცხნივ მეოთხე და მეხუთე ნეკნთაშუა სივრცეში იყო. მოწმის განმარტებით, ორივე ჭრილობა მიყენებული თავისი ლოკალიზაციის მიხედვით იყო სიცოცხლისთვის საშიში.
3.21. ლ----------------–--------–-----------------–-- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.07.2018 წლის ექსპერტის №--------- დასკვნის თანახმად:
შპს ,,ა-–----–----–---–--------–----------------------------–----ის’’ სტაციონარული პაციენტის N-----ის სამედიცინო ბარათისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მოქალაქე ჟ---–-----------–------–---–ი სტაციონარულ მკურნალობას იტარებდა 14.06.2018-15.06.2018 წლამდე. დიაგნოზით: გულ-მკერდის კედლის მრავლობითი ღია ჭრილობები. (სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით აღენიშნებოდა ორი ჭრილობა - გულ-მკერდის წინა კედელზე მახვილისებრი მორჩიდან ზემოთ სტერნუმიდან მცირედ მარჯვნივ და მარცხნივ შუა აქსილარულ ხაზზე მე-4 და მე-5 ნეკნების დონეზე). აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.
ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქ---------------–---–მა.
3.22. ლ----------------–--------–-----------------–-- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10.07.2019 წლის ექსპერტის №--------9 დასკვნის თანახმად:
ა)(1) ფუთაში წარწერით: „ი------–----“ მოთავსებულ ტანსაცმელს (ქურთუკი, მაისური, შარვალი) დაზიანება არ აღენიშნება. ბ (4) გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
გ. ბ-დ- (6.8.11.) გამოკვლევაზე წარმოდგენილ ორივე მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში არსებული - ცალმხრივლესილი პირის მქონე, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით გამოწვეული დაზიანების განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება წარმოდგენილი დანით, ხოლო მოკლესახელოებიან მაისურზე გასმით განვითარებული დაზიანების კვალდამტოვი საგნის მახასიათებლების განსაზღვრა - შეუძლებელია, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზის გამო. მოკლესახელოებიანი მაისური ასევე ხასიათდება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ზემოქმედების შედეგად განვითარებული დაზიანებული ფართით. ორივე მაისურზე წინა მხარეს დაახლოებით გულ-მკერდის შესაბამის მიდამოში არსებული დაზიანებები ლოკალიზაციის არეებით შეესაბამება სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნის მონაცემების მიხედვით ჟ---–-----------–------–---–ის სხეულზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაციის მონაცემებს.
3.23. ლ----------------–--------–-----------------–-- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.12.2018 წლის ექსპერტის №--------- დასკვნის თანახმად:
სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ცალი დანა მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული ც----------------ის მოპირდაპირედ | ბუნებრივი აირის გამავალი მილის საყრდენის რკინის მილის ძირს ასფალტის ზედაპირიდან. “. მოთავსებული დასაკეცი დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჟ---–-----------–------–---–ს (ობ. N21; პაკეტი, წარწერით: „...ჟ------–------–---–-ს სისხლის ნიმუში...“). ამავე დანის ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----–------–---ს (ობ. N22; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებული ი-----–-------------------–----სგან დაბ.-----------წ..“);
- პაკეტში, წარწერით: „.N1, N2, N3 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე აღებული ასფალტის ზედაპირიდან. ობიექტი N4, N5, N6, N7, N10 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი სტერილურ ჩხირზე აღებული მეტლახის ზედაპირიდან...“, მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N3-10) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჟ---–-----------–------–---–ს (ობ. N21);
- პაკეტში, წარწერით: „..(გაურკვეველი ხელმოწერა) /ი------–----/ 0-----------“, მოთავსებულ გრძელსახელოებიან მაისურზე (ობ. N11,12,13) და ჯინსის შარვალზე (ობ. N14) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ.11,14-ის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N11,14-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის ჟ---–-----------–------–---–ს (ობ. N21), ხოლო მეორე წილი - ი-----–------–---ს (ობ. N22). ობ. N12,13-ის გენეტიკური პროფილების მაჟორული წილი ეკუთვნის ი-----–------–---ს (ობ. N22), ხოლო მინორული წილი გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის | არაინფორმატიულია. ამავე პაკეტში მოთავსებულ ,,კაპიშონიან’’ ქურთუკზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება;
- პაკეტში, წარწერით: „...ობ. N8 ერთი ცალი ნაცრისფერი, მოკლემკლავიანი მაისური, წარწერით „------------------, მოწითალო ფერის ლაქებით და დაზიანებებით ამოღებული სასურსათო მაღაზიაში საყინულე მაცივრის ზედაპირიდან...“, მოთავსებულ მოკლესახელოებიან მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N15-18) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჟ---–-----------–------–---–ს (ობ. N21);
- პაკეტში, წარწერით: „..ობ. N9 ერთი ცალი ნაცრისფერი, უმკლავებო მაისური, მოწითალო ფერის ლაქებითა და დაზიანებებით ამოღებული სასურსათო მაღაზიაში, მეტლახის ზედაპირზე განთავსებული წყლის ბოთლების ზედა მხრიდან...“, მოთავსებულ უსახელო მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N19,20) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჟ---–-----------–------–---–ის (ობ. N21).
3.24. ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ქ-----------------–-–---–მა.
3.25. ბრალდებულმა ი-----–------–---მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, ის, გ----------------- (,,------------’) და გ-------------–---–ი იყვნენ დ-------------ში, სადაც მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც მივიდნენ მეგობრის სასურსათო მაღაზიაში (მდებარე, ქ. თბილისი, ჩ-------------------ში), ე---–----ას სთხოვა მეპატრონესთან დარეკვა, რათა პროდუქტი წაეღო. მაღაზიის გამყიდველმა დაუწყო საუბარი და ამ საუბრით გავიდნენ მაღაზიის გარეთ. დაახლოებით 2-3 წუთში მივიდა ორი ადამიანი, რომლებმაც მისვლისთანავე დაუწყეს ,,დუბინკის’’ დარტყმა. შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი. მოწმის განმარტებით, იქ მისულ ორ პირს არ ემჩნეოდათ, რომ იყვნენ პოლიციის ან დაცვის თანამშრომლები. ე---–----ა თავისი კონფლიქტური ხასიათით გამოირჩევა. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დანა ჰქონდა მის მეგობარ გ-----------------ს. ბრალდებულის განმარტებით, დაცვის თანამშრომლებმა მას და მის მეგობრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისმა მეგობრებმა როდის დატოვეს შემთხვევის ადგილი არ იცის. გ-----------------ს შემთხვევით შეხვდა, რომელმაც უთხრა რაც მოხდა.
3.26. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის ვერსიაზე, რომ 2018 წლის 14 ივნისს კონფლიქტური სიტუაცია და სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე---–----ასა და ი-----–------–---ს შორის, რომლის ინიციატორიც იყო ე---–----ა. ე---–----ა გამოირჩევა კონფლიქტური დამოკიდებულებით და მას არაერთხელ ჰყავს გამოძახებული დაცვის სამსახური. ი-----–------–---ს დაზარალებულისთვის დანა არ დაურტყამს, დანა ჰქონდა მის მეგობარ - გ-----------------ს. ჟ---–-----------–------–---–ი და ლ-----–---–--ა გამოირჩეოდნენ მათ მიმართ აგრესიით. აღნიშნულ გარემოებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ჟ---–-----------–------–---–ისა და ლ-----–---–--ას ჩვენებები არის თანმიმდევრული და მათ ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ იკვეთება. მათ დეტალურად და თანმიმდევრულად მიუთითეს შემთხვევის ადგილზე მოვლენების განვითარების შესახებ, მათ შორის ჟ---–-----------–------–---–ის მიერ ი-----–------–---ის ტაქსში ჩასმის მომენტი და მის მიერ ჟ---–-----------–------–---–ისათვის გულ-მკერდის არეში დანის ორჯერ დარტყმის ფაქტი. ამ უკანასკნელის მიერ ტაქსის მარცხენა კარის გაღებისა და გაქცევის თაობაზე. მათ ასევე დაადასტურეს, რომ ტაქსში მძღოლი ან სხვა პირი არ იჯდა და ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს ი-----–------–---ზე, როგორც ჟ---–-----------–------–---–ისათვის გულ-მკერდის მიდამოში დაზიანების მიმყენებელ პირზე. ჟ---–-----------–------–---–ისა და ლ-----–---–--ას მიერ განმარტებულ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებებს, მათ შორის დაზარალებულისათვის გულ-მკერდის არეში არსებული დაზიანების არსებობას სრულად ადასტურებს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–-- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 10 ივლისის #--------- დასკვნა (ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები ხანდაზმულობით შეესაბამება შემთხვევის დროს/თარიღს). ი-----–------–---ის მიერ ჟ---–-----------–------–---–ისათვის დანის დარტყმის ფაქტს ასევე ადასტურებს სსიპ ლ----------------–--------–-----------------–-- ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 17 დეკემბრის #--------- დასკვნა (ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ დანის პირზე არსებული ბიოლოგიური მასალა იდენტურია ი-----–------–---ის გენეტიკური პროფილისა, ხოლო დასაკეცი დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ჟ---–-----------–------–---–ს). სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჟ---–-----------–------–---–ი თავის ჩვენებაში უთითებს ი-----–------–---ის მიერ დანის მოქნევის თაობაზე, მან დაადასტურა, რომ გულ-მკერდის არეში მოხვდა სწორედ ი-----–------–---ის მიერ მოქნეული დანა. ასევე დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენებაში დაზუსტებით მიუთითა ექიმმა ე-----–----------იამ, რომ გულ-მკერდის მიდამოში არსებული დაზიანებები არის სიცოცხლისთვის საშიში, რადგან ერთი დარტყმა განხორციელებულია გულთან ძალიან ახლოს, ხოლო მეორე დაზიანება მოქცეულია მეოთხე და მეხუთე ნეკნთაშუა, სადაც გადის არტერიები. დარტყმების რაოდენობასა და საგანს თავის ჩვენებაში ასევე აკონკრეტებს მოწმე ლ-----–---–--ა, რომელიც განმარტავს, რომ ი-----–------–---ს ხელში ეჭირა სტაფილოსფერ ტარიანი დანა, რომლითაც ორი დარტყმა მიაყენა გულ-მკერდის არეში ჟ---–-----------–------–---–ს. დაზარალებული და მოწმე ლ-----–---–--ა ასევე საუბრობენ ი-----–------–---ის მიერ ორჯერ დარტყმის შემდეგ მის მცდელობაზე კიდევ დაერტყა დანა დაზარალებულისათვის, რასაც ხელი ლ-----–---–--ამ შეუშალა. ამდენად, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ანალიზის შედეგად ცხადია, რომ ჟ---–-----------–------–---–ს დანა დაარტყა და დაზიანება მიაყენა ი-----–------–---მა. დაზიანებების ადგილმდებარეობისა და განხორციელებული ქმედების შემდგომ ი-----–------–---ის მცდელობაზე კიდევ რამდენჯერმე დაერტყა დანა დაზარალებულისათვის ხაზს უსვამს მის მიერ ჟ---–-----------–---–---–ის მკვლელობის განზრახვას.
3.27. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ ი-----–------–---ის ჩვენება წინააღმდეგობაშია არა მხოლოდ წერილობით მტკიცებულებებთან, ექსპერტიზის დასკვნებთან, არამედ ნეიტრალური მოწმე ლ-----–---–--ას ჩვენებასთან და თავისი მეგობრის გ-------------–---–ის ჩვენებასთან, რომელიც განმარტავს, რომ მათთან ერთად ასევე იმყოფებოდა მესამე პირი, რომლის სახელი და გვარი არ იცის. აღნიშნული მოწმე არ საუბრობს კონფლიქტზე (ჩხუბზე) ამ სამ პირსა და იქ მისულ ორ პირს შორის. ასევე, არ უთითებს, რომ დანა ჰქონდა მათთან ერთად მყოფ პირს. მოწმის განმარტებით მან შემთხვევის ადგილი მალევე დატოვა, მას შემდეგ რაც იქ მისული ორი პირიდან ერთ-ერთმა დაარტყა ხელი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ი-----–------–---ის და მოწმე გ-------------–---–ის ჩვენებებს იმ ნაწილში, რომ ჟ---–-----------–------–---–მა და ლ-----–---–--ამ მათ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლო ასევე, ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მას დანა არ ჰქონია და არ დაურტყამს დაზარალებულისათვის, ვინაიდან საწინააღმდეგოს ადასტურებს დაზარალებული ჟ---–-----------–------–---–ი, ფაქტის თვითმხილველი ლ-----–---–--ა, ე---–----ა, რომელიც განმარტავს, რომ ი-----–------–---ი შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე დაემუქრა დანის დარტყმით და ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც თავის მხრივ არის ურთიერთშეთანხმებული და მათ შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს.
3.28. ი-----–------–---ის მიერ დანაშაულების (ქურდობის ეპიზოდები) ჩადენა ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საქმის არსებითად განხილვის დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: მოწმეების - ფ---------------–---–ის, მ-----------–---–ის, ჯ--------------ის, ი---------–----ის, გ--------------–--ის, ვ-----------–---–ის, გ--------------ის, თ------------–---–ისა და მ----------------–-ას გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 8 ივნისის, 14 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, 2018 წლის 27 ივნისის ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების ოქმს, 2018 წლის 28 ივნისის ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმებს, პირის ამოცნობის ოქმებსა და ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს.
3.29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 13:35 საათზე, ქ. თბილისში, ა-----–-------–-----------------ში მდებარე ,------------ სუპერმარკეტში, ი-----–------–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ,,ჯეკ დენიელსის’’ ფირმის სამ ცალ ვისკს; 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 14:20 საათზე, ქ. თბილისში, დ---------–---–-----------------ში მდებარე ,---------------’’ კუთვნილ მარკეტში ,------–---, ი-----–------–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ,,ჩივას რეგალის’’ ფირმის ვისკს; 2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 13:10 საათზე, ქ. თბილისში, დ---------–---–-----------------ში მდებარე ,----------------’ სუპერმარკეტში, ი-----–------–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ,,ჩივას რეგალის’’ ფირმის ვისკს, ასევე უტყუარად დასტურდება ი-----–------–---ის მიერ 2018 წლის 14 ივნისს, ჟ---–-----------–------–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი. რაც შეეხება ი-----–------–---ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - განზრახ მკვლელობის მცდელობას, ჩადენილს მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, აღნიშნული უტყუარად არ დგინდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რის თაობაზეც სასამართლო იმსჯელებს სამართლებრივი შეფასების ნაწილში.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულის - ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც დამნაშავე ეუფლება ქონებას მესაკუთრის თანდასწრებით, მაგრამ მისგან მალულად, როდესაც იგი ვერ ხვდება, რომ მას ქურდავენ (მაგ. ფულის ჯიბიდან ან ჩანთიდან ამოცლა).
4.2. სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–------–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით 2018 წლის 7 ივნისს ,--------------------, ,--------------- და ,-------------------- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ალკოჰოლურ სასმელებს, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მატერიალური ზიანი, შესაბამისად, სახეზეა ქურდობის შემადგენლობისთვის აუცილებელი ყველა ნიშანი - მართლსაწინააღმდეგო ქმედება (სხვისი ნივთის ფარული დაუფლება) და შედეგი - მატერიალური ზიანი.
4.3. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ქურდობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზემოთ. სასამართლოს უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიაჩნია, რომ ი-----–------–---ის მიერ სუპერმარკეტ ,--------------- ფარულად დაუფლებული ,,ჯეკ დენიელსის’’ ფირმის სამი ცალი ვისკს ღირებულება არის 288 ლარი, რაც აღემატებოდა მინიმალურ - 150 ლარიან ზღვარს.
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამამძიმებელ გარემოებებში განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი მრავალფეროვანია და შესაძლებელია აღმოცენდეს მაგალითად: შურისძიების, ეჭვიანობის, შელაპარაკების ნიადაგზე. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. ვინაიდან მკვლელობა შედეგიანი დელიქტია, მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია საზიანო შედეგის დადგომა. ამდენად, თუ დამნაშავემ მისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზების გამო, მაგალითად გააშველეს, ხელი შეუშალეს, დაზარალებულს დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და სხვა, ვერ შეძლო ქმედების ბოლომდე მიყვანა, ადგილი ექნება არა დამთავრებულ მკვლელობას, არამედ მკვლელობის მცდელობას.
4.5. ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სამართლებრივად შეაფასებს და იმსჯელებს ბრალდებულის ქმედებების კვალიფიკაციის საკითხზე.
4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, სამართლებრივად არამართებულია და ი-----–------–---ის ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.7. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ი-----–------–---სა და ე---–----ას შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც ე---–----ამ გამოიძახა დაცვის სამსახური. შემთხვევის ადგილზე მისულ დაზარალებულსა და ლ-----–---–--ას, ბრალდებული და ე---–----ა დახვდათ მაღაზიის ზღრუბლთან. მოწმე - ე---–----ას გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ მასსა და ი-----–------–---ს შორის არსებული კონფლიქტი გაგრძელდა გარეთ და დაცვის თანამშრომლების მოსვლის დროს ის და ი-----–------–---ი იდგნენ მაღაზიის გარეთ. დაცვის თანამშრომლების განმარტებით, მათ ი-----–------–---ს მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება, რამაც ბრალდებულის გაღიზიანება გამოიწვია და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება განაგრძო ახლა უკვე მათ მიმართ. დაცვის თანამშრომლები შეეცადნენ მის დამშვიდებას, თუმცა იგი უფრო აგრესიული გახდა, ხელი მოკიდეს და იძულებით, მაღაზიის გადასწვრივ მდგარ ტაქსში ჩასვეს, რის შემდგომაც ი-----–------–---მა დანა ორჯერ დაარტყა ჟ---–-----------–------–---–ს. მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ხელახალი კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც მან იძულებით ჩასვა ტაქსში ი-----–------–---ი. მოწმეთა ჩვენებებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ფოტოცხრილით) ირკვევა, რომ ადგილი სადაც მოხდა ჟ---–-----------–------–---–ის დაჭრა, საკმაო მანძილით არის დაშორებული მაღაზიას და მდებარეობს ქუჩაში, რაც არ წარმოადგენდა ჟ---–-----------–------–---–ის სამოქმედო ტერიტორიას. გარდა აღნიშნულისა, მართალია ჟ---–-----------–------–---–ი და ლ-----–---–--ა განმარტავენ, რომ მაც ეცვათ დაცვის თანამშრომლის ფორმა, თუმცა მაისურზე, რომელიც გამოკვლეული იქნა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი წარწერა და ემბლემა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა იმის აღქმა, რომ აღნიშნული პირები იყვნენ დაცვის თანამშრომლები, შესაბამისად, მათი ჩაცმულობიდან გამომდინარე ობიექტურად შეუძლებელი იქნებოდა იმის აღქმა, რომ ეს პირები იყვნენ დაცვის თანამშრომლები და ასრულებდნენ თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც შემთხვევის ადგილი არ წარმოადგენდა მათ დასაცავ ობიექტს და სამოქმედო ტერიტორიას. ამდენად, ბრალდების მხარის მითითება, რომ მკვლელობის მცდელობის ჩადენის მომენტში ჟ---–-----------–------–---–ი ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას საფუძვლიანად ვერ იქნება მიჩნეული. ანალოგიური განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესს სასამართლოს 2010 წლის 21 ივნისის N28აპ-10 გადაწყვეტილებაში, ამდენად, სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესის სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----–------–---ის მიერ განხორციელებული ქმედების ჩადენას მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
4.8. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №142აპ-13).
4.9. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ი-----–------–---მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ჟ---–-----------–------–---–ს. მიყენებული ჭრილობების მიმართულებიდან და მდებარეობიდან, ასევე მოწმე ლ-----–---–--ას ჩვენებიდან გამომდინარე (მიუთითებს, რომ ი-----–------–---ს კიდევ სურდა დანის დარტყმა დაზარალებულისათვის, თუმცა მან შეუშალა ხელი) სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ი-----–------–---ი ჟ---–-----------–------–---–ის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით. ამასთან, დადგენილია, რომ ი-----–------–---ის ქმედება, ჟ---–-----------–------–---–ისათვის დანის ორჯერ დარტყმა გულ-მკერდის არეში მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან (ჟ---–-----------–------–---–ის ჯანმრთელობის დაზიანებასთან, ჟ---–-----------–------–---–ი სიკვდილს ექიმების დახმარებით გადაურჩა). ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - განზრახ მკვლელობის მცდელობის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
4.10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ი-----–------–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1 სასამართლო განმარტავს, რომ ი-----–------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს ქმედების ჩადენას მთვრალ მდგომარეობაში.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ი-----–------–---ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვს თვიდან ერთ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლიდან სამ წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი - შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
6.4. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, ჩადენილი ქმედებების ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას - მათ შორის ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, ი-----–------–---ის ქმედებაში გამოვლენილ მყარ და საშიშ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დაზარალებულის პოზიციას დამნაშავის დასჯასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნების მისაღწევად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც ბრალდებულისთვის, ასევე სხვა პირთათვის და უნდა უზრუნველყოს კერძო/ზოგადი პრევენციის მიზნები. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს ი-----–------–---ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–------–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (თითოეული ეპიზოდისათვის) სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით სანქციით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა - 4 წლის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს ი-----–------–---ის რესოციალიზაციას.
6.5.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
6.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ი-----–------–---მა ახალი დანაშაულები ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენის გამოტანამდე, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილებით დადგენილი წესით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით და ი-----–------–---ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ, 6 ცალი ვისკის ბოთლი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს; ნაცრისფერი მოკლემკლავიანი მაისური წარწერით, უმკლავო ნაცრისფერი მაისური და ი-----–------–---ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან ნდობით აღჭურვილ პირს; დანა, ანაწმენდები, ნერწყვისა და სისხლის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; დისკები, ფოტოცხრილები და ჟ---–-----------–------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-----–------–---ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლზე.
2. ი-----–------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108 მუხლით თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (სს ,------------ ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს ,---------------’’ ეპიზოდი) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (შპს ,----------------’ ეპიზოდი) – 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ი-----–------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით - დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი და ი-----–------–---ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
5. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 17 ოქტომბრიდან. ი-----–------–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 14 ივნისიდან 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.
6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
· 6 ცალი ვისკის ბოთლი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს;
· ნაცრისფერი მოკლემკლავიანი მაისური წარწერით, უმკლავო ნაცრისფერი მაისური და ი-----–------–---ის ტანსაცმელი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან ნდობით აღჭურვილ პირს;
· დანა, ანაწმენდები, ნერწყვისა და სისხლის ნიმუშები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;
· დისკები, ფოტოცხრილები და ჟ---–-----------–------–---–ის სამედიცინო დოკუმენტაცია შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გიორგი არევაძე